განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1483-19
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ----–----------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ა----–-–---–---–ი
ბრალდებული: ა-–--------ი ა--------ი, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს---------------–-----------------------------ში.
კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება.
თარჯიმანი: ელვინ თაღიევი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2----–-–---------------–ს, ა-–--------ი ა--------მა, ქ. თბილისი, ს------–----------–-ში, ნ------–-----–---–ზე ფულადი თანხის 700 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ – 0.0126 გრამის ოდენობით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ქ. თბილისის პ---–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ, 2----–-–---------------–ს, ნ------–-----–---–ისგან იქნა ამოღებული, ქ. თბილისი, ხ----–--–----------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
1.2. 2----–-–---------------–ს, ა-–--------ი ა--------მა, ქ. თბილისი, ს------–----------–-ში, ი-------------------ში, ნ------–-----–---–ზე ფულადი თანხის, 300 ლარის სანაცვლოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ – 0.215 გრამის ოდენობით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, ქ. თბილისის პ---–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ, 2----–-–---------------–ს, ნ------–-----–---–ისგან იქნა ამოღებული, ქ. თბილისი, რ------------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სხვა ყველა მტკიცებულება უდავოდ იქნა მიჩნეული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.
2.2. ა-–--------ი ა--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: ნ------–-----–---–ის, ლ-----------–-----------------------–---–ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, ა-–--------ი ა--------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით, ნ------–-----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა-–--------ი ა--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე მისი გასაღება. სასამართლო მიუთითებს ნარკოტიკული დანაშაულის საშიშროებაზე და განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. რაც შეეხება უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისთვის უკანონოდ გადაცემას. მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ხერხით მოხდება ეს - საზღაურით თუ მის გარეშე. საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ ა-–--------ი ა--------მა შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ორჯერ, სხვადასხვა დროს გაასაღა ნ------–-----–---–ზე, კერძოდ: 2----–-–---------------------–ს. აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
4.3. საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია მოცემული დანაშაულის სტრუქტურულ აღწერილობასთან.
4.4. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა, შენახვის და გასაღების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ა-–--------ი ა--------ის მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.6. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა-–--------ი ა--------მა ჩაიდინა 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება; 2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1 ა-–--------ი ა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას, საქმის წარმოების ყველა ეტაპზე.
6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა-–--------ი ა--------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა მინიმალურ ზღვართან ახლოს.
7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება - ნერწყვის ნიმუში, 2----–-–---------------–ს (წონით - 0,0126 გრამი) და 6-----------–ს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი (წონით - 0,215 გრამი) და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. ა-–--------ი ა--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ოთხი ცალი სიმ-ბარათით, პასპორტი, მართვის მოწმობა, ფულადი თანხა 5000 რუსული რუბლი, 1 ცალი ლარიანი და 1 ცალი 20 თეთრიანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედებისას მოპოვებული ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–--------ი ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ა-–--------ი ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა-–--------ი ა--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა-–--------ი ა--------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
ა-–--------ი ა--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· ა-–--------ი ა--------ის ნერწყვის ნიმუში, 2----–-–---------------–ს (წონით - 0,0126 გრამი) და 6-----------–ს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი (წონით - 0,215 გრამი) და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
· ა-–--------ი ა--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ოთხი ცალი სიმ-ბარათით, პასპორტი, მართვის მოწმობა, ფულადი თანხა 5000 რუსული რუბლი, 1 ცალი ლარიანი და 1 ცალი 20 თეთრიანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
· ფარული საგამოძიებო მოქმედებისას მოპოვებული ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე