განაჩენი

სისხლის სამართლის 15.07.2019
საქმის ნომერი
330100119002991956
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2129-19

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ--------------–ია

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: გ------- ნ--------ე, დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბილისში, თ------------------------–-----------–----------------.

 

კვალიფიკაცია:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2----–-–------------ერს გ------- ნ--------ემ თბილისში, ხ---------------------ში სცემა რ---- დ-------ი, კერძოდ: ორივე ხელი ჰკრა მხრებზე, რის გამოც რ---- დ-------ი დაეცა სავარძელზე, აღნიშნულის შემდეგ გ------- ნ--------ემ ორივე გაშლილი ხელი დაარტყა რ---- დ-------ს სახეში და მხრებზე რამდენჯერმე, ასევე მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში, რა დროსაც რ---- დ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედებით რ---- დ-------ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

1.2. 2----–-–-----------–ს, გ------- ნ--------ე მივიდა რ---- დ-------ს სახლის ეზოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ხ---------------------ში და მის ხელთ არსებული ჩანგლის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გ------- ნ--------ე ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს ლ-----------–--ემ და ნ-----–-----------მა და დაუკეტეს კარი. მიუხედავად აღნიშნულისა გ------- ნ--------ე კვლავ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ხმამაღლა აბრახუნებდა კარზე. რ---- დ-------მა გ------- ნ--------ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2----–-–------------ერს თბილისში, ხ---------------------ში გ------- ნ--------ემ სცემა რ---- დ-------ი, კერძოდ: ორივე ხელი ჰკრა მხრებზე, რ---- დ-------ი დაეცა სავარძელზე, რის შემდეგაც ორივე გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და მხრებზე რამდენჯერმე, ასევე მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში. შედეგად რ---- დ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2.2. 2----–-–-----------–ს, გ------- ნ--------ე მივიდა რ---- დ-------ის სახლის ეზოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ხ---------------------ში და მის ხელთ არსებული ჩანგლის დემონსტრირებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. ლ-----------–--ემ და ნ-----–-----------მა გ------- ნ--------ე გაიყვანეს ეზოდან და დაუკეტეს კარი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ხმამაღლა აბრახუნებდა კარზე. რ---- დ-------მა გ------- ნ--------ის ჩანგლის დემონსტრირება აღიქვა რეალურ მუქარად და გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

3.3. დაზარალებულმა რ---- დ-------მა განმარტა, რომ გ------- ნ--------ე არის მისი გარდაცვლილი ძმის გერი. 10 წლის წინ ბრალდებულის დედამ მოკლა მისი ძმა, თუმცა დანაშაული თავის თავზე აიღო და სასჯელი მოიხადა ბრალდებულის ბებიამ. 10 წლის შემდეგ - 2----–-–------------ერს, გ------- ნ--------ემ უთხრა, რომ სახლი სადაც ცხოვრობს რ---- დ-------ი, არის მამამისის (იგულისხმება გ------- ნ--------ის მამა). აღნიშნულთან დაკავშირებით მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. კერძოდ ნასვამმა გ------- ნ--------ემ ჰკრა ორივე ხელი და დააგდო დივანზე, რის შემდეგაც ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხზე, რა დროსაც განიცადა ტკივილი და დაულურჯდა. სტუმრად მყოფმა ბიძაშვილმა ე------------მა გააშველა და ბრალდებული გაიყვანა გარეთ. გ------- ნ--------ე დაემუქრა - ,,მე შენ გიჩვენებ“. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტისას ვერ იხსენებს სახის არეში დაარტყა თუ არა გ------- ნ--------ემ.

დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ 2----–-–-----------–ს, დაახლოებით 1--- საათზე, ნასვამი გ------- ნ--------ე კვლავ მივიდა მასთან სახლში და ეზოში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მის ნათქვამზე - არ მისულიყო მის სახლში, უთხრა, რომ ეს იყო მამამისის სახლი. ამასთან, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. გ------- ნ--------ეს ეჭირა ჩანგალი, გვერდულად და არა მისკენ მიმართულად, თუმცა იმავდროულად დაემუქრა - ,,მე შენ გიჩვენებ“. აღნიშნული სიტყვები ჩანგლის ფონზე რ---- დ-------მა აღიქვა რეალურ მუქარად, რომ ნასვამი გ------- ნ--------ე დაარტყამდა და დაუზიანებდა ჯანმრთელობას. შესაბამისად, შეეშინდა და დაიმალა აბაზანაში, საიდანაც მდგმურ ლ-----------–--ეს, რომელმაც ბრალდებული გაიყვანა ეზოდან, დაუძახა, რომ ჩაეკეტა კარი. გ------- ნ--------ე აჯახუნებდა კარს. მოწმემ დაადასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით ვერ იხსენებს დაემუქრა, თუ არა გ------- ნ--------ე მოკვლით, კონფლიქტისას მას გაუჩნდა შიში, რომ ამ უკანასკნელს შეიძლება დაერტყა ჩანგალი, შესაბამისად გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

დაზარალებულმა განმარტა, რომ მას არ უნდა გ------- ნ--------ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შიში აქვს, რადგან დედა - ნ-----–-----------ა სთხოვს არ გაუშვას ციხეში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ იცის აქვს თუ არა საცხოვრებელი სახლი ბრალდებულს, გათავისუფლების შემთხვევაში არ მიუშვებს მის სახლში.

 

3.4. მოწმე ნ-----–-----------ამ განმარტა, რომ გ------- ნ--------ე არის მისი შვილიშვილი, თუმცა როგორც მოგვიანებით გაიგო მისი შვილის გერია. დაზარალებული რ---- დ-------ი კი არის მისი შვილი. შემთხვევის დროს იყო ოთახში. წივილ-კივილის ხმაზე გავიდა ეზოში. გ------- ნ--------ე იყო მთვრალი და აგინებდა რ---- დ-------ს, ეს უკანასკნელი კი იმალებოდა საპირფარეშოში, რადგან ეშინოდა არ მოეკლა გ------- ნ--------ეს. მდგმურ ლ-----------–--ის დახმარებით ბრალდებული გაიყვანეს ეზოდან და დაკეტეს კარი, თუმცა გ------- ნ--------ე აბრახუნებდა - წიხლს ურტყამდა კარზე და რადგან არ გაჩერდა, ნ-----–-----------მა სთხოვა რ---- დ-------ს, გამოეძახა საპატრულო პოლიცია. მოწმემ განმარტა, რომ მას გ------- ნ--------ის ხელში რაიმე ნივთი არ დაუნახავს და არც მუქარა გაუგია. ბრალდებულს უნდა მათი საცხოვრებელი სახლი და ამბობს, რომ მამამისის სახლია, თუმცა სახლი ეკუთვნის მას - ნ-----–-----------ას. მსგავსი კონფლიქტს დაახლოებით 3-ჯერ მოხდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია. რ---- დ-------ის შიში გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ნ-----–-----------ას შვილი, იგივე რ---- დ-------ის ძმა მოკლეს გ------- ნ--------ის დედამ და ბებიამ, რისთვისაც ამ უკანასკნელმა მოიხადა სასჯელი.

 

3.5. მოწმე ლ-----------–--ემ განმარტა, რომ დიდი ხანია იცნობს ბრალდებულ გ------- ნ--------ეს, ბრალდებულის მამიდას - დაზარალებულ რ---- დ-------ს და დედამისს ნ-----–-----------ას. მას ამ უკანასკნელისგან ნაქირავები აქვს საცხოვრებელი სახლი. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, რომლის ზუსტი თარიღიც არ ახსოვს, ხმაურზე გავიდა ეზოში და ნასვამი გ------- ნ--------ეს სთხოვა ეზოდან გასულიყო, რადგან რ---- დ-------ი და ნ-----–-----------ი მის დანახვაზე ნერვიულობდნენ. გ------- ნ--------ეს ხელში ეჭირა ჩანგალი, თუმცა გამოყენების მცდელობა არ ჰქონია. მათ შორის იყო კონფლიქტი, ამიტომ ლ-----------–--ემ ბრალდებულს სთხოვა აღარ შესულიყო ეზოში. ბრალდებული ემორჩილებოდა და გარეთ მიჰყვებოდა, თუმცა კამათობდა რ---- დ-------თან. საბოლოოდ ლ-----------–--ემ და ნ-----–-----------ამ ერთად გაიყვანეს გ------- ნ--------ე ეზოს გარეთ, რის შემდეგაც ბრალდებული აბრახუნებდა კარზე. რ---- დ-------ს ეშინოდა, ისევ არ შესულიყო ეზოში და რაიმე არ დაეშავებინა მისთვის, რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ბრალდებული დააკავეს. მოწმემ განმარტა, რომ ის მხოლოდ აღნიშნულ ფაქტს შეესწრო და სხვა დროს გ------- ნ--------ის ჩხუბი არ უნახავს.

 

3.6. მოწმე ე------------მა განმარტა, რომ გ------- ნ--------ეს იცნობს, ის მისი გარდაცვლილი მამიდაშვილის შვილი ან გერია, ზუსტად არ იცის, ხოლო დაზარალებული რ---- დ-------ი მისი მამიდაშვილია. 2----–-–------------ერს, სტუმრად იმყოფებოდა რ---- დ-------თან, გარდაცვლილ ა-–------ დ-------ის დაბადების დღის აღსანიშნავად. სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში ყოფნისას ეზოდან გაიგო ძაღლის ყეფა, გავიდა აივანზე და დაინახა, რომ გ------- ნ--------ე შევიდა ოთახში, სადაც იყო რ---- დ-------ი. ესმოდა კამათის ხმა, დაზარალებული ეუბნებოდა, რომ მან არაერთხელ უთხრა გ------- ნ--------ეს, არ მისულიყო მის სახლში. თავის მხრივ ბრალდებული პასუხობდა, რომ სახლი იყო მამამისის და კვლავ მივიდოდა. ცოტა ხანში რ---- დ-------ი გავიდა ოთახიდან, გ------- ნ--------ე გაჰყვა, მოკიდა ხელი და ძალით დააგდო კართან მდგარ სავარძელზე. რ---- დ-------ი ითხოვდა მობილურ ტელეფონს, რათა დაერეკა საპატრულო პოლიციაში. ე------------მა გ-------ს უთხრა - ,,გ-------, ცოდოა რას აკეთებ?“ და პარალელურად გაიყვანა გარეთ. რ---- დ-------ისთვის დარტყმა ან დარტყმის შედეგად განვითარებული რაიმე დაზიანება არ დაუნახავს, თუმცა ორი დღის შემდეგ დაზარალებულმა სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ფეხზე ჰქონდა სილურჯე. მათ შორის არსებული კონფლიქტის მიზეზის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

3.7. მოწმე ი-–----------ემ განმარტა, რომ თ---–---------–-–------------------------–-----------–-----------------------–ების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. მოცემული საქმის ფარგლებში ჯ----–-----------–---–--ან ერთად მუქარის ფაქტზე დააკავა ბრალდებული გ------- ნ--------ე, რასთან დაკავშირებითაც შეადგინა დაკავების ოქმი.

 

3.8. ბრალდებულმა გ------- ნ--------ემ განმარტა, რომ მამიდასთან რ---- დ-------თან ნამდვილად აქვს კონფლიქტი, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ეძახდა მკვლელს, ეუბნებოდა, რომ იცოდა ვინ იყო ნამდვილი მკვლელი და არ ამბობდა. რეალურად კონფლიქტი დაიწყო 2----–-–------------ერს, გარდაცვლილი მამის დაბადების დღეს, მანამდე ჰქონდათ ჩვეულებრივი ურთიერთობდა - მიდიოდა და რჩებოდა კიდეც მათთან. სასაფლაოზე ყოფნისას, ნასვამმა რ---- დ-------მა ჩვეულ რეჟიმში დაიწყო საუბარი, რომ გ------- ნ--------ეს მამამ არ მისცა გვარი, რომ იყო ნაბიჭვარი, არ უნდა მისულიყო საფლავზე და სხვა. საღამოს, გ------- ნ--------ე მივიდა რ---- დ-------თან სახლში, რათა ეთქვა, რომ სახალხოდ აღარ მიეყენებინა შეურაცხყოფა. მოუვიდათ სიტყვიერი კამათი, რა დროსაც ხელი ნამდვილად მიარტყა, მაგრამ რ---- დ-------ი წაიქცა, არა იმის გამო, რომ მან ჰკრა ხელი, არამედ იმისი გამო, რომ ის იყო ნასვამი. ხელის კვრისას ე------------მა უთხრა - ,,რას შვები“, აღნიშნულმა გამოაფხიზლა, გააცნობიერა, რომ მსგავსად არ უნდა მოქცეულიყო და დატოვა სახლი, ისე რომ ფეხი არ დაურტყამს. მსგავს ფაქტებს დაზარალებული იგონებს, რადგან არ მოწონს მისი ბებიასთან - ნ-----–-----------ასთან კარგი ურთიერთობა. იცის, რომ ეს უკანასკნელი სახლის გ------- ნ--------ისათვის დატოვებას აპირებს. თავის მხრივ ბებია რ---- დ-------ს უმალავს მათი ურთიერთობის შესახებ. შექმნილი ვითარების გამო, გ------- ნ--------ე კვლავ მივიდა რ---- დ-------თან სახლში და სცადა ურთიერთობის გარკვევა, თუმცა როგორც ყოველთვის, რ---- დ-------მა მიაყენა შეურაცხყოფა, ესროლა ბოთლი და სკამი. შესაბამისად, გ------- ნ--------ე მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა საუბარს და წავიდა, თუმცა დაზარალებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ გ------- ნ--------ემ ესროლა ბოთლი და სკამი. აღნიშნულის შემდეგ, 2----–-–-----------–ს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კვლავ მივიდა რ---- დ-------თან, ამჯერად აგინა და ეჩხუბა, რა დროსაც ხელში ეჭირა ჩანგალი, რადგან ეზოში დიდი ძაღლი წვრილი თოკით იყო დაბმული და ეშინოდა. მისი მხრიდან მუქარას ადგილი არ ქონია.

ბრალდებულმა განმარტა, რომ რ---- დ-------თან შეხვედრა ყოველთვის მთავრდება კონფლიქტით, დაზარალებული ცდილობს მის გაღიზიანებას, რომ იძალადოს და ბებიას შეაზიზღოს მისი თავი. ამასთან, ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, მაპროვოცირებელ სიტუაციაში ვარდება აფექტურ მდგომარეობაში, რის გამოც არ წაიყვანეს ჯარში, თუმცა არც მკურნალობა დაუნიშნავთ. ბრალდებულმა განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი არ აქვს და ცხოვრობს მეგობრებთან.

 

3.9. სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

3.10. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ელ-სმენის შეტყობინებები, 2----–-–------------ს გაცემული შემაკავებელი ორდერი N------, 2----–-–------------რის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, ალკოტესტით შემოწმების ოქმი და სხვა.

 

3.11. სასამართლო შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

3.12. უპირველეს ყოვლისა სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებული რ---- დ-------ი სასამართლოს წინაშე არ არის აბსოლუტურად გულწრფელი და ცდილობს გარკვეული ფაქტების დამახინჯებას, ბრალდებულის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ გარკვეულწილად ანგარიშს უწევს დედის ნ-----–-----------ას დამოკიდებულებას ბრალდებულ გ------- ნ--------ესთან, რის გამოც როგორც თავად განმარტავს ამ დროისთვის აღარ უნდა მისი პატიმრობაში ყოფნა. იმავდროულად განმარტავს, რომ მოცემული დროისათვის მაინც აქვს შიშის გრძნობა, ამასთან მისთვის არ არის ცნობილი აქვს თუ არა ბრალდებულს საცხოვრებელი სახლი, თუმცა გათავისუფლების შემთხვევაში არ მიუშვებს მის სახლში.

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2----–-–------------რის ეპიზოდი)

 

3.13. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2----–-–------------ერს გ------- ნ--------ემ თბილისში, ხ---------------------ში სცემა რ---- დ-------ი. კერძოდ: მხრებზე ჰკრა ორივე ხელი, სავარძელზე დავარდნილს კი ორივე გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და მხრებზე რამდენჯერმე, ასევე მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში, რა დროსაც, რ---- დ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შედეგად კი მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

3.14. დაზარალებულმა რ---- დ-------მა დაადასტურა, რომ მასსა და გ------- ნ--------ეს შორის კონფლიქტის მიზეზი არის სახლი, რომელშიც თავად ცხოვრობს, რომელზეც გარკვეულწილად პრეტენზიას აცხადებს ბრალდებული (გარდაცვლილი ძმის შვილი გ------- ნ--------ე). სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, 2----–-–------------ერს მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. კერძოდ, ნასვამმა გ------- ნ--------ემ ჰკრა ორივე ხელი და დააგდო დივანზე, რის შემდეგაც დაარტყა, მოგერიებისას ასევე ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხზე, რა დროსაც განიცადა ტკივილი და დაულურჯდა. სტუმრად მყოფმა ბიძაშვილმა ე------------მა კი ბრალდებული გაარიდა - გაიყვანა გარეთ.

 

3.15. დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი 2----–-–------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად - რ---- დ-------მა, თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მიუთითა შესასვლელთან მარცხენა მხარეს მდგარ სავარძელზე, სადაც მისი განმარტებით 2----–-–------------ერს, ხელის კვრის შედეგად დააგდო გ------- ნ--------ემ და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელებს ურტყამდა სახის არეში და მხრებზე, მარჯვენა ფეხი კი დაარტყა მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში.

 

3.16. მოწმე ე------------მა დაადასტურა, რომ 2----–-–------------ერს, ნამდვილად შეესწრო რ---- დ-------ის და გ------- ნ--------ის კონფლიქტს, კამათისას დაზარალებული გ------- ნ--------ეს მოუწოდებდა აღარ მისულიყო მის სახლში, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ პასუხობდა, რომ სახლი იყო მამამისის და კვლავ მივიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა მოწმემ ვერ დაადასტურა უშუალოდ დარტყმის ფაქტი, განმარტა, რომ მან დაინახა როგორ მოჰკიდა ხელი გ------- ნ--------ემ რ---- დ-------ს და როგორ დააგდო ძალით კართან მდგარ სავარძელზე, რა დროსაც მან მიმართა გ-------ს - ,,გ-------, ცოდოა რას აკეთებ?“, პარალელურად გაიყვანა გარეთ.

 

3.17. ამ პირობებში სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გ------- ნ--------ის ჩვენებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან ნამდვილად მიარტყა ხელი რ---- დ-------ს, ეს უკანასკნელი წაიქცა იმის გამო, რომ იყო ნასვამი. ჩვენების ეს ნაწილი არ გამომდინარეობს მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, რადგან როგორც აღინიშნა გარდა დაზარალებულის ჩვენებისა რ---- დ-------სა და გ------- ნ--------ეს შორის ფიზიკური კონტაქტი, ასევე დაადასტურა ე------------მა. ამ უკანასკნელის განმარტება - - ,,გ-------, ცოდოა რას აკეთებ?“ დაადასტურა თავად ბრალდებულმა და განმარტა, რომ სწორედ ეკას ნათქვამმა - ,,რას შვები გ-------?“, გამოაფხიზლა, რის შემდეგაც გავიდა გარეთ. ცხადია მოწმისა და ბრალდებულის აღნიშნული ციტატა, გაჟღერებული უშუალოდ შემთხვევის დროს, ადასტურებს გ------- ნ--------ის გარკვეულ მოქმედებას ძალადობის კუთხით.

 

3.18. სასამართლოს განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილია დახურულ სივრცეში, დაზარალებულის საცხოვრებელს სახლში, სადაც ცხადაი ე.წ. ნეიტრალური თვითმხილველი მოწმეთა რაოდენობა შეზღუდულია და ამ შემთხვევაში დაზარალებულთან და ბრალდებულთან ერთად აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ ე------------ა. ასეთ სიტუაციაში კი მნიშვნელოვანია სწორედ დაზარალებულის ჩვენება, მისი უგულვებელყოფა, მითუფრო მოწმე ე------------ას ჩვენების გათვალისწინებით, მისი სამართლებრივი ფასის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა არითმეტიკული დაჯამებით, იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრულობა და ამ ტიპის დანაშაულების წახალისება.

 

3.19. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–------------ერს, გ------- ნ--------ემ რ---- დ-------ს ხელი ჰკრა და დააგდო სავარძელზე, რის შემდეგაც რამდენჯერმე დაარტყა, რა დროსაც რ---- დ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

3.20. ამასთან, სასამართლო, წარმოდგენილი, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზით, უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიკაციაზე, რაც მოცემულია განაჩენის 2.1. პუნქტში, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2----–-–-----------–ის ეპიზოდი)

 

3.21. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–-----------–ს, გ------- ნ--------ე მივიდა თბილისში, ხ---------------------ში მდებარე რ---- დ-------ის სახლში და ეზოში მის ხელთ არსებული ჩანგლის დემონსტრირებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. გ------- ნ--------ე ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს ლ-----------–--ემ და ნ-----–-----------მა და დაუკეტეს კარი. მიუხედავად აღნიშნულისა გ------- ნ--------ე კვლავ ემუქრებოდა და ხმამაღლა აბრახუნებდა კარზე. რ---- დ-------მა გ------- ნ--------ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.

 

3.22. დაზარალებულმა რ---- დ-------მა დაადასტურა, რომ 2----–-–-----------–ს დაახლოებით 1--- საათზე, ნასვამი გ------- ნ--------ე მივიდა მასთან სახლში, ეზოში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მის ნათქვამზე - აღარ მისულიყო მის სახლში, უთხრა, რომ მიდიოდა მამამისის სახლში, ამასთან აგინებდა. გ------- ნ--------ეს ხელში ეჭირა ჩანგალი, თუმცა გვერდულად და არა მისკენ მიმართულად, მაგრამ იმავდროულად წარმოთქმულმა მისმა სიტყვებმა - ,,მე შენ გიჩვენებ“, რ---- დ-------ს გაუჩინა შიში, რომ ნასვამი გ------- ნ--------ე დაარტყამდა და დაუზიანებდა ჯანმრთელობას. შეშინებული გაიქცა და დაიმალა აბაზანაში, საიდანაც მდგმურ ლ-----------–--ეს, რომელმაც ბრალდებული გაიყვანა ეზოდან, დაუძახა, რომ ჩაეკეტა კარი. გ------- ნ--------ე აჯახუნებდა კარს.

მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით ვერ იხსენებ დაემუქრა, თუ არა გ------- ნ--------ე მოკვლით, კონფლიქტისას მას გაუჩნდა შიში, რომ ამ უკანასკნელს შეიძლება დაერტყა ჩანგალი და დაეზიანებინა ჯანმრთელობა, სწორედ აღნიშნულით შეშინებულმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

3.23. ნ-----–-----------ამ განმარტა, რომ შემთხვევის დროს წივილ-კივილის ხმაზე გავიდა ეზოში, გ------- ნ--------ე იყო მთვრალი და აგინებდა რ---- დ-------ს, ეს უკანასკნელი კი იმალებოდა საპირფარეშოში, ეშინოდა არ მოეკლა გ------- ნ--------ეს. მან და ლ-----------–--ემ ბრალდებული გაიყვანეს ეზოდან და დაკეტეს კარი, თუმცა გ------- ნ--------ე წიხლს ურტყამდა და აბრახუნებდა კარზე. გ------- ნ--------ის ხელში არაფერი დაუნახავს და არც მუქარა გაუგია. რ---- დ-------ის შიში გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ რ---- დ-------ის ძმა მოკლეს გ------- ნ--------ის დედამ და ბებიამ, რისთვისაც ამ უკანასკნელმა მოიხადა სასჯელი.

 

3.24. თავის მხრივ, მოწმე ლ-----------–--ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, ხმაურზე გავიდა ეზოში და ნასვამი გ------- ნ--------ეს სთხოვა დაეტოვებინა მათი საცხოვრებელი სახლის ეზო, რადგან რ---- დ-------ი და ნ-----–-----------ი მის დანახვაზე ნერვიულობდნენ. მოწმემ დაადასტურა, რომ გ------- ნ--------ეს რ---- დ-------თან კონფლიქტისას ხელში ეჭირა ჩანგალი, თუმცა გამოყენების მცდელობა არ ჰქონია. საბოლოოდ, ლ-----------–--ემ ნ-----–-----------ასთან ერთად გაიყვანა გ------- ნ--------ე ეზოს გარეთ, რის შემდეგაც ბრალდებული აბრახუნებდა კარზე. რ---- დ-------ს ეშინოდა ისევ არ შესულიყო ეზოში და რამე არ დაეშავებინა მისთვის, რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

3.25. დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი 2----–-–-----------–ის ელ-სმენის შეტყობინების თანახმად, რ---- დ-------მა განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში მისი ძმის გერმა გ------- ნ--------ემ მიაყენა სიტყვიერ შეურაცხყოფა და ჩანგლით ხელში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

3.26. 2----–-–-----------–ის ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად გ------- ნ--------ეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.

 

3.27. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, თითქოს რ---- დ-------თან კონფლიქტური ურთიერთობის გარკვევის მიზნით მისულს, 2----–-–------------ს რ---- დ-------მა მას მიაყენა შეურაცხყოფა - ესროლა ბოთლი და სკამი, გამოიძახა საპატრულო პოლიცია და აღნიშნული მას დააბრალა; ამის შემდეგ, 2----–-–-----------–ს, კვლავ მივიდა ამ უკანასკნელის სახლში ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც ხელში ჩანგალი ეჭირა მხოლოდ წვრილი თოკით დაბმული, დიდი ზომის ძაღლის მოსაგერიებლად და მისი მხრიდან მუქარას ადგილი არ ქონია. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა არ მოითხოვს ვერბალურ კომუნიკაციას, ხშირად წარსული ურთიერთობისა და გარემოებების გათვალისწინებით, დაზარალებულისათვის სრულიად საკმარისია იარაღის დემონსტრირება, მის მიმართ გარკვეული ნეგატიური მოლოდინების შესაქმნელად.

 

3.28. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ნ--------ე დაზარალებულს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა აღნიშნული სასამართლო სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურა დაზარალებულმა, მიუხედავად გამოძიებაში მიცემული ჩვენებისა და მის მიერ განხორციელებული 2----–-–-----------–ის ელ-სმენის შეტყობინებისა.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენება ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, განაჩენის გამოტანის სასამართლო ეყრდნობა სწორეს მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებას - ინფორმაციას და აღნიშნულის საფუძველზე ადგენს კონკრეტულ ფაქტებს.

 

3.29. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–-----------–ს, გ------- ნ--------ის აგრესია და ჩანგლის დემონსტრირება რ---- დ-------მა აღიქვა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარად, ამასთან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.30. სასამართლო, წარმოდგენილი, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზით, უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიკაციაზე, რაც მოცემულია განაჩენის 2.2. პუნქტში, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

3.31. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ ადასტურებს კონკრეტულ ფაქტებსა და ბრალდებულის ქმედებებს, მიმართულია ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემსუბუქებისკენ და არა ჭეშმარიტების დადგენისაკენ, რაზეც პირდაპირვე მიანიშნა დაზარალებულმა ჩვენების დასკვნით ნაწილში. ამასთან, იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მისი მცდელობისა ,,გაემარტივებინა“ ბრალდებულის კონკრეტული ქმედებები დანაშაულის ხასიათის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, ელ-სმენის შეტყობინების და მოწმეთა ჩვენებების შინაარსის გათვალისწინებით, არის ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი. სასამართლო ასევე გულდასმით დააკვირდა და შეაფასა დაზარალებულის ქცევა სასამართლოში ჩვენების მიცემისას და მიაჩნია რომ ზემოთ განხილული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, დადასტურებულია ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები.

 

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის დარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

5.2. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2----–-–------------ერს გ------- ნ--------ემ თბილისში, ხ---------------------ში სცემა რ---- დ-------ი, რომელსაც ხელი ჰკრა მხრებზე, რის გამოც რ---- დ-------ი დაეცა სავარძელზე, რის შემდეგაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში, რა დროსაც რ---- დ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც გ------- ნ--------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5.3. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას, რადგან აღნიშნული დანაშაული თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, კერძოდ: ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული ქმედება ჩანგლის დემონსტრირება - წარმოადგენდა რეალური შიშის საფუძველს, მითუფრო წინათ განხორციელებული ძალადობის ფონზე.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2----–-–-----------–ს მთვრალი გ------- ნ--------ე ხელში ჩანგლით მივიდა რ---- დ-------ის სახლში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულის მიერ ჩანგლის დემონსტრირება, ზოგადად აგრესიული მოქმედება და ნათქვამი - ,,მე შენ გიჩვენებ“, დაზარალებულმა, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების შიში, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად იმყოფებოდნენ დედა და მდგმური, დასახმარებლად გამოიძახა პოლიციას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც გ------- ნ--------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).

 

5.8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ნ--------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, გ------- ნ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიუთითებს მის პიროვნებას - დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ------- ნ--------ეს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც ასევე მსჯავრი უნდა დაედოს გ------- ნ--------ეს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

7.5. ამასთან, როგორც აღინიშნა გ------- ნ--------ემ დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას, კერძოდ 2----–-–------------რის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გ------- ნ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

7.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

7.7. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გ------- ნ--------ემ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პირობებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ 2----–-–------------რის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და გ------- ნ--------ეს საბოლოო სასჯელი უნდა დანიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად. ამასთან, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების რეალურ განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------- ნ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოო დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ნ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------რის განაჩენით გ------- ნ--------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 წლიდან, ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ნ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

2. გ------- ნ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-----------–იდან.

 

3. საგნები და ნივთები:

 

- საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტომასალა, 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე