განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/793-17 (№041190917005)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ-------- ტ---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული: მ-----–- მ-------–-–---–-
მამის სახელი: ა--------
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქე: საქართველო
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქუთაისი, კ----------------------------
ადვოკატი: გ------- დ---–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 19 სექტემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, კ-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----–- მ-------–-–---–-- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას ლ------ მ-------–-–---–-. კერძოდ, მუჭი დაარტყა თავისა და ხელის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება მ-----–- მ-------–-–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-----–- მ-------–-–---–-ს ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ლ------ მ-------–-–---–-- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ს---–--- კ----------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს იყო ოპერატიულ ჯგუფში, მეწყვილესთან ერთად. შევიდა შეტყობინება, რომ გ--------------------------ში მოქალაქე ლ------ მ-------–-–---–- ითხოვდა დახმარებას მასზედ, რომ მას ფიზიკურად უსწორდებოდა მისი შვილი მ-----–- მ-------–-–---–-. მოწმე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა მეწყვილე ლ---- მ-----–-------- ერთად. ადგილზე მისულებს მ-----–- მ-------–-–---–- ჭიშკართან შემოხვდათ და მათ განუმარტეს, რომ იყვნენ მისული გამოძახებაზე, რადგან ლ------ მ-------–-–---–-- ითხოვა დახმარება, რაზეც მ-----–- მ-------–-–---–-- მათ უპასუხა, რატომ დადიოდნენ დედამისის ჭკუაზე და არ ეცალა მათთვის, აუქნია ხელი და წავიდა სახლის მიმართულებით. აღნიშნულის გამო პოლიციის მუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაეკავებინათ მ-----–- მ-------–-–---–-, განუმარტეს მას უფლებები, შეავსეს დაკავების ოქმი და გადაიყვანეს პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმის განმარტებით მ-----–- მ-------–-–---–- დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ----ი მ-----–---- ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ა------- მ-------–-–---–-- აჩვენა, რომ მ-----–- მ-------–-–---–- არის მისი მამა, ხოლო ლ------ მ-------–-–---–- ბებია. ისინი ცხოვრობენ ერთად, ბებია არის 88 წლის და როგორც მოწმემ განმარტა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სუსტი, უჭირს გადაადგილება და პრობლემები აქვს მეხსიერების მხრივ, ხშირად კარგავს რაღაც ნივთებს, ამ მდგომარეობაშია დაახლოებით 5 წელია. რაც შეეხება შემთხვევის დღეს, 2017 წლის 19 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში და გადაწყვიტა მამასთან მ-----–- მ-------––---–---- ერთად საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესრულება, რის გამოც საჭირო გახდა სახლში ელექტრო ენერგიის გათიშვა. ბებიას სურდა სერიალის ყურება და ამის გამო მოწმემ უთხრა, რომ ვიდრე ელექტრო ენერგიას ჩართავდა გადასულიყო მეზობელთან. ბებია ამის შემდგომ სახლში შევიდა, სადაც იქვე ფანჯარაზე იდო ტელეფონი - „მაგთი ფიქსის“ აპარატი და ა------- მ-------–-–---–-- გაიგონა თუ როგორ ურეკავდა ბებია მის მამიდაშვილს, ნ------ და ეუბნებოდა, რომ სახლში ტელევიზორი გაუთიშეს და მიეცა პოლიციის ნომერი, შემდეგ კი დაპირდა სახლის გაფორმებას. მ-----–- მ-------––---–- მივიდა ლ------ მ-------–-–---–---- და უთხრა თუ რატომ რეკავდა პოლიციაში, ვინ რა დაუშავა და გამოართვა ტელეფონი, რა დროსაც ის ხელიდან გაუვარდა, ძირს დავარდა და გატყდა. ეს სიტუაცია გაგრძელდა დაახლოებით ორი წუთი, ამის შემდგომ ა------- მ-------–-–---–-- მამასთან ერთად გააგრძელა საქმიანობა, ხოლო ბებია დაინახა თუ როგორ მიდიოდა ჩანთით ხელში მეზობელთან, საიდანაც შემდგომ როგორც გაირკვა წასულა საავადმყოფოში. ამის შემდგომ მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს, რომ განყოფილებაში უნდა წაყოლოდნენ, თუმცა რადგან სამუშაო ფორმაში იყვნენ განუმარტეს, რომ მოწესრიგდებოდნენ და შემდეგ წავიდოდნენ, თუმცა ისინი წაიყვანეს ნიკეას ქუჩაზე არსებულ პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, რის შემდგომაც მ-----–- მ-------–-–---–- დააკავეს. რაც შეეხება დაზიანებებს, მოწმემ არ იცის აღენიშნებოდა თუ არა სახეზე რაიმე სახის დაზიანება ლ------ მ-------–-–---–-. მოწმემ განმარტა, რომ ბებია, ლ------ მ-------–-–---–- ზოგადად არის კონფლიქტური ადამიანი და უყვარს მარტო ყოფნა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა მ-----–- მ-------–-–---–-- თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს 2017 წლის 19 სექტემბერს სახლში იმყოფებოდა შვილთან, მეუღლესთან და დედასთან ერთად. ის და მისი შვილი ა------- მ-------–-–---–- ეზოს ასუფთავებდნენ და დასჭირდათ ე.წ „ბარგალკის“ ჩართვა, რის გამოც საჭირო გახდა ელექტრო ენერგიის გამორთვა, ამაზე განაწყენდა ლ------ მ-------–-–---–- და მ-----–ს უთხრა „შენ რას გიწყობ რომ იცოდეო“, შემდეგ კი გაიგო თუ როგორ ელაპარაკებოდა მის დის შვილს, ნ------ და სთხოვდა პოლიციის ნომერს, ამაზე მ-----–- მ-------–-–---–-- დედას ტელეფონი გამოართვა, რა დროსაც ძირს დავარდა და გატყდა, ამის შემდგომ ლ------ მ-------–-–---–-- ჩაიცვა, აიღო ჩანთა და წასვლა დააპირა, კითხვაზე თუ სად მიდიოდა შვილს უპასუხა, რომ მიდიოდა მეზობელ ჟ--–---- მ-------–-–---–----. დედის წასვლიდან რამდენიმე ხანში მათთან მივიდნენ პოლიციის მუშაკები და უთხრეს, პოლიციაში წაყოლოდა, რადგან ლ------ მ-------–-–---–-- განაცხადა რომ შვილმა, რძალმა და შვილისშვილმა სცემა, რის გამოც მ-----–- მ-------–-–---–- დააკავეს.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში 2017 წლის 19 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ქ. ქუთაისში, კ-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ------ მ-------–-–---–-ს მიმართ შვილისა და შვილიშვილის მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
დანაშაულის შესახებ შეტყობინებით N2255464, 2017 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში კლინიკური საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება რომლის მიხედვით კლინიკაში თვითმიმართვით გამოცხადდა პაციენტი ლ------ მ-------–-–---–-, რომელსაც აღენიშნებოდა მცირე ზომის წარმონაქმნი თავის არეში, მისი განმარტებით ფიზიკური დაზიანება მიაყენა შვილმა და შვილიშვილმა.
ბრალდებულის დაკავების ოქმით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს---–--- კ----------–---–-- მიერ 2017 წლის 19 სექტემბერს 19:25 საათზე ქ. ქუთაისში, კ-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ-----–- მ-------–-–---–- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
სამედიცინო ექსპერტიზის N005525717 დასკვნით დადგენილია, რომ 20.09.2017 წელს 00:44 - 00:53 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ-----– მ-------–-–---–- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრებისა და ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანებები ნაკაწრების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის N005685017 დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N9955-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ------ მ-------–-–---–-- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 19.09.2017 წელს 18:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 20.09.2017 წელს დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე.
20.09.2017 წელს 19:27 – 19:40 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ------ მ-------–-–---–- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–-- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. შესაბამისად პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მ-----–- მ-------–-–---–-ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს დღის საათებში, ქუთაისში, კ-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----–- მ-------–-–---–-- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას ლ------ მ-------–-–---–-. კერძოდ, მუჭი დაარტყა თავისა და ხელის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა ლ------ მ-------–-–---–-- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
საქმეზე დაკითხული მოწმეები: ს---–--- კ----------–---–- და ლ----ი მ-----–--- არ არიან ძალადობის ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მათი ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც რომლითაც დასტურდებოდა მ-----–- მ-------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N005685017 დასკვნით დადგენილია, რომ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ------ მ-------–-–---–-- საავადმყოფოს მიმართა 19.09.2017 წელს 18:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 20.09.2017 წელს დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე. 20.09.2017 წელს 19:27 – 19:40 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ------ მ-------–-–---–- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანებები ლ------ მ-------–-–---–-- მიიღო სწორედ მ-----–- მ-------–-–---–-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები ა------- მ-------–-–---–- და მ-----–- მ-------–-–---–- გამორიცხავენ ლ------ მ-------–-–---–-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, დაზარალებულს კი სასამართლოსათვის არ მიუწოდებია ინფორმაცია მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, კერძოდ იმ ფაქტს, რომ ლ------ მ-------–-–---–-- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები მიიღო სწორედ მ-----–- მ-------–-–---–-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ მ-----–- მ-------–-–---–-ს ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მ-----–- მ-------–-–---–-ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, მ-----–- მ-------–-–---–- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-----–- მ-------–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ-----–- მ-------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ მ-----–- მ-------–-–---–- განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური