გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-509-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ყაჩელი
სხდომის მდივანი- სალომე არევაძე, ელენე ომიაძე,მოსარჩელე- შ------------–--------------"
წარმომადგენელი-თ---------------–ი
მოპასუხე-რ---------------–----–-------------ია
წარმომადგენელი-ს------------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელე მოითხოვს შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.3% დან 0.02% მდე და პირგასამტეხლოს ოდენობა
ა) პირველ ვადაგადაცილებაზე განისაზღვროს ყოველდღიურად 19.06 ლარით, შესაბამისად ორ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 937.41 ლარისა განისაზღვროს 38.12 ლარით.
ბ) მეორე ვადაგადაცილებაზე განისაზღვროს ყოველდღიურად 14.64 ლარით, შესაბამისად 13 დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 4950.60 ლარისა განისაზღვროს 190.32 ლარის ოდენობით.
2. ქალაქ რ---------------–----–-------------იას შპს ,, რ-----–---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად გადახდილი პირგასამტეხლოს თანხის 5659.57 ლარის გადახდა
3. ქალაქ რ---------------–----–-------------იას შპს ,,-------–---------------- სასარგებლოდ დაეკისროს ასანაზღაურებელი თანხის 2782.73 ლარის და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10 პროცენტის 6161. 84 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 05 აპრილის S----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ქალაქ რ---------------–----–-------------იასა და შპს ,,რ-----–----------ი 2-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №----- რომელიც ითვალისიწნებდა ქალაქ რ-------–----------–--- ბაღის შიდა სარემონტო, შემოღობვისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს, ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 116 929 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 აგვისტო. რ----------------- მიერ საავანსო ანგარიშწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე ჩარიცხულ იქნა 15 000ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით 2016 წლის 08 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა შესრულებული სამუშაოს მიღება ჩაბარების აქტები. საერთო ღირებულებით 12772 ლარი.
რ---------------–----–-------------იის მიერ ანგარიშწორებისას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე დაკავებულ იქნა თანხის 10%, აგრეთვე გამოკლებული იქნა საავანსო თანხის ნაწილი და სულ ჩარიცხულ იქნა 9856.41 ლარი.
2016 წლის 02 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა შესრულებული სამუშაოს მიღება- ჩაბარების აქტები, საერთო ღირებულებით 21 648 ლარზე.
რ---------------–----–-------ს მიერ ანგარიშწორებისას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე დაკავებულ იქნა თანხა 10 %-ის ოდენობით, აგრეთვე გამოკლებულ იქნა საავანსო თანხის ნაწილი და სულ ჩარიცხულ იქნა 16706.19 ლარი. ორი დღით ვადაგადაცილების გამო (2016 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 02 სექტემბრამდე) რ----------------- დაარიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.3%_ის ოდენობით, პირგასამტეხლოს საერთო თანხამ შეადგინა 937.41 ლარი. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით აღნიშნული პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა 2016 წლის 14 სექტემბერს. წინააღმდეგ შემთხვევაში მერია არ დარიცხავდა ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოს შესაბამის თანხას.
2019 წლის 13 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები, საერთო ღირებულებით 22 075 ლარი.
რ---------------–----–-------ს მიერ ანგარიშწორებისას, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე დაკავებულ იქნა თანხა 10% ის ოდენობით, აგრეთვე გამოკლებული იქნა საავანსო თანხის ნაწილი და სულ ჩარიცხული იქნა 17 035.72 ლარი.
ცამეტი დღის ვადაგადაცილების გამო (2016 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდი), რ----------------- დაარიცხა პირგასამტეხლო ყოველ
ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული ვალდებულების 0.3%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს საერთო თანხამ შეადგინა 4950.60 ლარი. აღნიშნული პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა 2016 წლის 03 ოქტომბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია არ რიცხავდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამის თანხას.
2016 წლის 24 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი (შუალედური), საერთო ღირებულებით 8878 ლარი. რ---------------–----–-------ს მიერ ანგარიშწორებისას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე დაკავებული იქნა თანხა 10%-ის ოდენობით, აგრეთვე გამოკლებული იქნა საავანსო თანხის ნაწილი და სულ ჩარიცხული იქნა 6851.33 ლარი.
2019 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა მესამე სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 2782.73 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
ქალაქ რ---------------–----–-------------იამ დაზუსტებული შესაგებლით სარჩელი არ ცნო და პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით მიუთითა, რომ ქალაქ რ---------------–----–-------------იასა და შპს ,,რ-----–---------- 2"-ს შორის 2016 წლის 5 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად გაფორმებული იქნა სატენდერო ხელშეკრულება №-----, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ--–------------–----------–-- ბაღის შიდა სარემონტო, შემოღობვისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 116 929.00 ლარი. მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 30 აგვისტოს პერიოდის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 05 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა, რომლის თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3 % ოდენობით, რომელიც მიმწოდებლის მიერ აღიარებული და გადახდილი იქნა თავისუფალი ნების საფუძველზე, შესაბამისად გადახდილი და აღიარებული ვალდებულების პირგასამტეხლოს შემცირება სცდება სამართლებრივ პრინციპებს, ვინაიდან პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოკიდებულია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისთვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისკენ არიან მიმართული.
მოპასუხის წარმოამდგენელმა ასევე არ ცნო მეორე სასარჩელო მოთხოვნა პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლით, ხოლო მესამე
მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,რ-----–---------- 2"-ს შორის 2016 წლის 5 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად გაფორმებულ №----- ხელშეკრულებაზე შემსრულებელმა ,,რ-----–-------------ა" წარმოადგინა სს სადაზღვეო კომპანია ,,ჯ------------–-------" საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა, რომლითაც ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება მერიის წინაშე მიმწოდებლის - შპს ,,რ-----–----------"2-ის " სახელით და არაუმეტეს 15 000 ლარზე, ამასთან იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხის გადახდის თაობაზე მიმწოდებლის მიერ ქ--–-------------- მუნიციპალიტეტთან 2016 წლის 05 აპრილს დადებული ხელშეკრულებით №----- ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე მერიის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 სამუშაო დღის მანძილზე. საგარანტიო უზრუნველყოფის თანახმად ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ავტომატურად შემცირდებოდა მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შემცირების პროპორციულად. საგარანტიო უზრუნველყოფა ძალაში იყო 2016 წლის 27 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, რის შემდეგაც მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე ქალაქ რ---------------–----–-------ს მხრიდან აღარ მიიღებოდა.
მოპასუხის წარმომადგენელი შესაგებელში აღნიშნავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საავანსო გარანტია შეადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 12.82%-ს, რა პროცენტითაც მცირდებოდა შესრულებულ სამუშაოზე გადასახადი თანხა, კერძოდ 12772 ლარის სამუშაოებზე, წინასწარ ავანსის სახით შემცირებულ იქნა 1 638.39 ლარით, 22 075 ლარიდან 2831.78 ლარით, ჯამში წინასწარი ავანსის სახით გაქვითულ იქნა 8 386.05 ლარი, ხოლო წინასწარი ავანსის სახით გაცემული 15 000 ლარიდან შესამცირებელი თანხა დარჩა 6613.95 ლარი, რომელიც საგარანტიო ფურცლის მოქმედების ვადაში მოთხოვნილ იქნა სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-------გან". გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს საქმეში არ აქვს წარმოდგენილი სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-------" რეგრესის წესით თანხის ამოღების შესახებ ინფორმაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია,შესაბამისად შპს ,,რ-----–---------- 2" წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს მითითებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რადგან 6613.95 ლარი გადახდილი იქნა სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-------" მიერ, რომელიც მერიის მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებას სადაოდ არ ხდის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2016 წლის 05 აპრილის S----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ქალაქ რ---------------–----–-------------იასა და შპს ,,რ-----–----------ი 2-ს შორის გაფორმდა №----- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისიწნებდა ქალაქ რ-------–----------–--- ბაღის შიდა სარემონტო, შემოღობვისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს, ხელშეკრულების საერთო
ღირებულებად განისაზღვრა 116 929 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 აგვისტო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 06/23 ხელშეკრულება
3.1.2. ქალაქ რ---------------–----–-------------იასა და შპს ,,რ-----–---------- 2"-ს შორის 2016 წლის 5 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად გაფორმებულ №----- ხელშეკრულებაზე შემსრულებელმა ,,რ-----–-------------ა" წარადგინა სს სადაზღვეო კომპანია ,,ჯ------------–-------" საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა, რომლითაც ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება მერიის წინაშე მიმწოდებლის - შპს ,,რ-----–----------"2-ის " სახელით არაუმეტეს 15 000 ლარზე, ამასთან იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხის გადახდის თაობაზე მიმწოდებლის მიერ ქ--–-------------- მუნიციპალიტეტთან 2016 წლის 05 აპრილს დადებული ხელშეკრულებით №----- ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე მერიის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 სამუშაო დღის მანძილზე.
საგარანტიო უზრუნველყოფის თანახმად ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ავტომატურად შემცირდებოდა მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შემცირების პროპორციულად. საგარანტიო უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 27 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის პერიოდი, რის შემდეგაც მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე ქალაქ რ---------------–----–-------ს მხრიდან აღარ მიიღებოდა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია)
3.1.3. 2016 წლის 08 აგვისტოს გაფორმდა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები საერთო ღირებულებით 12 772 ლარი, რ---------------–----–-------------იის მიერ ანგარიშწორებისას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის საფუძველზე დაკავებული იქნა 10%, აგრეთვე გამოკლებულ იქნა საავანსო თანხის ნაწილი და ჩარიცხულ იქნა 9856.41 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- შესაგებელი
-მხარეთა ახსნა- განმარტებები
3.1.4. 2016 წლის 2 სექტემბერს გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარების აქტი საერთო ღირებულებით 21 648 ლარი, (3 დღის დაგვიანება, დაერიცხა პირგასამტეხლო 675.45 ლარი), რ---------------–----–-------------იის მიერ გადახდილი იქნა 16706.19 ლარი
2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარების აქტი საერთო ღირებულებით 22 075 ლარი, (20 დღის დაგვიანება, დაერიცხა პირგასამტეხლო 1855.17 ლარი); რ---------------–----–-------------იის მიერ
გადახდილი იქნა 17035.72 ლარი
2016 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარების აქტი საერთო ღირებულებით 8 878 ლარი (83 დღის დაგვიანებით, დაერიცხა პირგასამტეხლო 5598.33 ლარი); რ---------------–----–-------------იის მიერ გადახდილი იქნა 6851. 33 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- შესაგებელი
- მხარეთა ახსნა- განმარტებები
- შესრულებული სამუშაოს მიღება ჩაბარების აქტები
- საგადახდა მოთხოვნა #00050
3.1.5 ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის ობიექტზე წარმოებული სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მოცულობისა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით შპს ,,რ-----–---------- 2"-ს მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 61618,43 ლარს.
დადგენილია, რომ რ---------------–----–-------------იის მიერ შპს ,,რ-----–---------- 2"-სათვის ანაზღაურებული იქნა 58835.70 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტებები
- ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნა
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებულებების და დადგენილი ფაქტობრივი
გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 400-ე, 401, 408-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ 2016 წლის 05 აპრილის S----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ქალაქ რ---------------–----–-------------იასა და შპს ,,რ-----–----------ი 2-ს შორის გაფორმდა №----- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისიწინებდა ქალაქ რ-------–----------–--- ბაღის შიდა სარემონტო, შემოღობვისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 116 929 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 აგვისტო.
მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე, მათ შორის ხელშეკრულების საგანზე, თანხაზე და დროზე. აღნიშნული ხელშეკრულბა თავისი შინაარსით არის ნარდობის ხელშეკრულება და მასზე უნდა გავრცელდეს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, 1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს
ვალდებულებას. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
2016 წლის 08 აგვისტოს, 02 სექტემბრის, 22 სექტემბრის და 24 ნოემბრის შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულდა პერიოდულად და არასრულად, ვადის გადაცილებით.
401-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვადის გადამცილებლად არ ითვლება, თუ ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას - ანუ ისეთ გარემოებას, რაც წარმოიშვა მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო და რომლის გამოც ვალდებულების დროულად შესრულება მოვალეს არ შეეძლო. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების რაიმე საპატიო მიზეზი მოპასუხეს არ მიუთითებია. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმების მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით, შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. ამ შემთხვევაში მოთხოვნილია პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
მოპასუხეს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 31 აგვისტოს. მოპასუხეს სამუშოები უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით, ხოლო ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოები შეასრულა ვადის გადაცილებით, კერძოდ პირველი სამუშაო შესრულდა 2 დღის ვადის დარღვევით, ხოლო მეორე შესრულება განხორციელდა 13 დღის დარღვევით. ვადის გადაცილებისათვის დაერიცხა პირგასამტეხლო 0.3%, რაც გათავლისწინებული იქნა წერილობითი შეთახნმებით.
დადგენილია, რომ შპს ,,რ-----–---------- 2-ის" მხრიდან სამუშაოთა ნაწილი საერთოდ არ შესრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის
ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით და უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე მითითებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,, რ-----–---------- 2-ის" მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0.02 % მდე შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,რ-----–---------- 2-ის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას, მოსარჩელემ გადააცილა სამუშაოების შესრულების დათქმულ დროსა და ვადას, ასევე სამუშაოთა დიდი ნაწილი მოსარჩელის მიერ საერთოდ არ შეასრულა, მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით 0.3% -ით მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი და მოვალე აიძულოს პირგასამტეხლოს დაკისრების შიშით ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება. პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანია არ არის კრედიტორისათვის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლის მიღება.
უზენაესმა სასამართლომ საქმეზე # ას-1451-1371-2017 მიუთითა, რომ ''პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება.''
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო
სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით და ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის ობიექტზე წარმოებული სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მოცულობისა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით შპს ,,-------–---------------- მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 61618,43 ლარს, ამასთან მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ რ---------------–----–-------------იის მიერ შპს ,,რ-----–---------- 2"-სათვის ანაზღაურებული იქნა 58835.70 ლარი, შესრულებული სამუშაოს ნაწილი 2782.73 ლარის ფარგლებშო არ ანაზღაურებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ რ---------------–----–-------------იის მხრიდან ვალდებულება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ნაწილში სრულად არ შესრულებულა რ---------------–----–-------------იას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასანაზღაურებელი თანხის 2782.73 გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ--–-------------- მერიას შპს ,,რ-----–-----------2’’-ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა
დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 83.48 ლარის ანაზღაურება, ხოლო გადახდილი ბაჟის ნაწილი 216.33 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,რ-----–-----------2’’-ის სარჩელი მოპასუხე ქალაქ რ----------------- მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ,,რ-----–-----------2’’-ის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების და ზედმეტად გადახდილი პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ქ--–-------------- მერიას შპს ,,რ-----–-----------2’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2782.73 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე შპს ,,რ-----–-----------2’’-ს უკან დაუბრუნდეს თ--------------–-ს მიერ 2019 წლის 27 მარტს საგადასახადო დავალება #0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 470 ლარიდან ნაწილი 216.33 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;
5. ქ--–-------------- მერიას შპს ,,რ-----–-----------2’’-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 83.48 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი