განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
330100119003032421
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/2554-19

(004070419008)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ნ-----–------–ის,ბრალდებულ ა-–------------------ის,ადვოკატ ი-----–-------ას

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–-------------–----------------------ის (----------------- დაბადებულის 1----–-–------------- რეგისტრირებული მისამართზე: ქ-------–-------–---------–---–--------------- ში, მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ა-–------------------ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის ტერმინალში განთავსებული წიგნების მაღაზია ,,ბ---–------ან“ ა-–------------------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ,,ვალდმენის“ ფირმის, 200 ლარად ღირებულ საწერ კალამს, რამაც დაზარალებლი ორგანიზაციისათვის შპს ,,ბ---–-----ათვის“ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-–------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის წარმომადგენელის ს--------------–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ვ-–---------------–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები, შპს ,,ბ---–-----“ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი 1 ცალ დისკზე და მისი დათვალიერების ოქმი, თვით ა-–------------------ის აღიარებითი ჩვენება და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) ერთობლიობა ა-–------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ ამოღებული “ვალდმენის“ ფირმის საწერი კალამი, დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელს, რითაც ანაზღაურდება მიყენებული ზიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსსსკ 59-ე, სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, 01(ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით - ჩაეთვალოს პირობით.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 მწლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაც ისევ ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა-–------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროსთავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, 01(ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით - ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

ა-–------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 17 ივლისიდან.

ა-–------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, 2019 წლის 24 აპრილიდან 2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი ა-–------------------ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულები:

“ვალდმენის“ ფირმის საწერი კალამი, რომელიც გადაგზავნილია შსს საექსპერტო- კრიმინილასტიკურ დეპატამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ კოპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლი საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი