გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.05.2019
საქმის ნომერი
020310017002068186
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310017002068186 (3/187-19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.05.2019 ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ცი--–--------–-ა

წარმომადგენელი ია------–---–ი

მოპასუხე საჯა---------------------------–----------ო, სამ------–---------------–---------

წარმომადგენელი რო------------–-–---

მოპასუხე რე----------ია

წარმომადგენელი ბა------------–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რევ--------იას საკუთრებაში ს/კ 43.24.43.--- მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ საჯა---------------------------–----------ოს 21.07.2015 წ #882015395606-03 გადაწყვეტილების ბათილობა 1/2 ნაწილში

 

1.2. საჯა---------------------------–----------ოს #882017390271, 07.07.2017 წ #269682, 31.07.2017 წ #311329 გადაწყვეტილებების ბათილობა.

 

1.3. ს/კ 43.24.43.--- მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილზე ცი--–--------–-ას საკუთრების უფლების აღიარება

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საჯა---------------------------–----------ო და ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული რეგიონული ოფისი არ ცნობს სარჩელს.

 

2.2.რევაზ ხვჩია არ ცნობს სარჩელს

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. რევ--------იამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 15.07.2015 წ წარუდგინა საარქივო ცნობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საკუთრებაში დაირეგისტრირა უძრავი ქონება ს/კ 43.24.43.--- მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფ. ორსანტიაში.

 

რევ--------იას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია საჯა---------------------------–----------ოს 21.07.2019 წლის გადაწყვეტილება #882015395606004 გადაწყვეტილება და უფლებადამდგენი დოკუმენტი - საარქივო ცნობა #AA2015045203-04, დამოწმების თარიღი 08.07.2015 წ.

 

აღნიშნული მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემებს უფლებადამდგენი დოკუმენტი არ შეიცავს. საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულებულია მისი დაკვეთით. აღნიშნული ნივთი არასოდეს ყოფილა რევ--------იას ან მისი კომლის მფლობელობაში.

 

ნაკვეთზე გაშენებულია თხილნარი, რომელიც დარგულია ცი--–--------–-ას მფლობელობის პერიოდში. ცი--–--------–-ას მფლობელობა რევ--------იას განმარტებით (იხ. 30.04.2019 წ სხდომის ოქმი 13:26:30) ხორციელდება 1981 წლიდან. ამჟამადაც აღნიშნული მიწის ნაკვეთის მფლობელობას ახორციელებს ცი--–--------–-ა.

 

ცი--–--------–-ასთვის რევ--------იას ან მისი მამკვიდრებლების მიერ ამ ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემა საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

რევ--------იას საარქივო ცნობაში მითითებული ფართის ოდენობით მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს, თუმცა მასში განზრახ არ შედის იმავე სოფელში სადავო ნაკვეთის მიმდებარედ არსებული რევ--------იას კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ამ გზით რევ--------ია ცდილობს საკუთრება მიიღოს გაცილებით მეტ ფართობზე ვიდრე საკომლო ჩანაწერი აძლევს შესაძლებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-რევ--------იას განცხადება 15.07.2015 წ

-მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შემსრ. ი/მ ვასიკო მიქაია, 15.07.2015 წ, დამკვეთი რევ--------ია)

- საარქივო ცნობა #AA2015045203-04

-გადაწყვეტილება #882015395606-03 (21.07.2019 წ)

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 43.24.43.---, მომზადების თარიღი 21/07/2015 15:34:13

 

3.2. სადავო ქონება ს/კ 43.24.43.--- მდებარეობს ზუგდიდის რაიონის სოფ. ორსანტიაში ცი--–--------–-ას თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ 43.24.43.3-- მომიჯნავედ.

 

სადავო ნაკვეთი ცი--–--------–-ას ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გადაცემული ჰქონდა სოფლის ადმინისტრაციის ნებართვით დროებით სარგებლობაში. სარგებლობის ვადის ამოწურვის, მიწის რეფორმის დაწყების შემდეგ მფლობელობა/სარგებლობა თვითნებურია.

 

ცი--–--------–-ამ 11.05.2017 წ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. იმავე განცხადებით მან თახმობა განაცხადა საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაცია გადაეგზავნოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

18.05.2017 წ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს აცნობა, რომ კომლის საკუთრებით უკვე რეგისტრირებულია საკომლო ჩანაწერებითარსებული ფართობი სრულად 43.24.44.2--, 43.24.44.2-- და 43.24.43.3-- საკადასტრო კოდებით. ნაკვეთი ზედდებაშია 43.24.43.--- კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან.

 

22.06.2017 წ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება ცი--–--------–-ას განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების დასაბუთებასი მითითებულია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

06.06.2017 წ ცი--–--------–-ამ გაასაჩივრა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #882017390271-03 (18.05.2017) და რეგისტრაციის შესახებ #882015395606-03 (21.07.2015) გადაწყვეტილებები.07.07.2017 წ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რეგიონულ ოფისს დაევალა #882017390271 სარეგისტრაციო წარმოების განახლება და მედიაციის პროცესის დანიშვნა.

 

26.07.2017 წ გადაწყვეტილებით #882017390271-06 დაინიშნა მედიაცია, თუმცა უშედეგოდ.

 

03.07.2017 წ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #882017390271-04 (22.06.2017) და რეგისტრაციის შესახებ #882015395606-03 (21.07.2015 წ) გადაწყვეტილებები ცი--–--------–-ამ გაასაჩივრა, საჯა---------------------------–----------ოს 31.07.2018 წ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-ცი--–--------–-ას განცხადება 11.05.2017 წ

-საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შემსრულებელი ზურაბ გულუა, 03.05.2017 წ, დამკვეთი ცი--–--------–-ა)

-საარქივო ცნობა AA2014040971-04

-ორთოფოტო

-სიტუაციური (ზედდების ამსახველი) ნახაზი, მომზადების თარიღი 15.05.2017

-გადაწყვეტილება #882017390271-03 (18.05.2017)

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 43.24.43.---, მომზადების თარიღი 21/07/2015 15:34:13

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 43.24.44.2--, მომზადების თარიღი 30/09/2014 10:37:25

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 43.24.44.2--, მომზადების თარიღი 03/10/2014 16:19:19

-საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 43.24.43.3--, მომზადების თარიღი 06/07/2016 17:33:06

-გადაწყვეტილება #882017390271-04 (22.06.2017)

-გადაწყვეტილება #269682 (07.07.2017)

-გადაწყვეტილება #882017390271-06 (26.07.2017)

- გადაწყვეტილება #311329 (31.07.2017)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის ნაწილში.

 

რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას ის შესაბამისი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დისკრეციული უფლებამოსილებაა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი მასალებუ უნდა გადაუგზავნოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 21-ე- 23-ე მუხლები, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი და მე–3 მუხლები, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32–ე მუხლი, მე-601 მუხლი, 96-ე მუხლი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტი, საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ", საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010 წ ბრძანება #4 ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010 წ #4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

განსახილველი შემთხვევისთვის დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისე დაარეგისტრირა რე----------იას საკუთრების უფლება, რომ სათანადოდ არ იყო იდენტიფიცირებული სარეგისტრაციო ნაკვეთი, რაც მცდარი რეგისტრაცია განაპირობა. რეესტრი დაეყრდნო, მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს და გამოკვლევის გარეშე დატოვა ფაქტი, რომ ნახაზი წარდგენილია მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და არა რევ--------იას მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი.

 

იმავე ინსტრუქციის 30-ე მუხლით საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ დავაში სახეზე გვაქვს კანონის აღნიშნული დანაწესი, რაც რევ--------იას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტებით ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

ამავე კანონის მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად, ხოლო ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონეა პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, მართლზომიერი მფლობელი კი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ №376 დადგენილების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტით თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ №376 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე" და ,,თ" ქვეპუნქტებით მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

 

რევ--------იას საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილობის პირობებში არ არსებობს ცი--–--------–-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შემდეგ მისი შეწყვეტის საფუძვლები, რის გამოც საჯა---------------------------–----------ო ვალდებულია მოსარჩელის განცხადება გადაუგზავნოს უფლებამოსილ ორგანოს - საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხხოვნით წარდგენილ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რის გამოც გასაჩივრებული აქტები (მათ შორის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები მოსარჩელის საჩივრებთან დაკავშირებით) ეწინააღმდეგება კანონს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებით სახ. ბაჯის საკითხი დამატებით რეგლამენტაციას არ საჭიროებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი:

 

-საჯა---------------------------–----------ოს 21.07.2015 წ #882015395606-03 გადაწყვეტილება 43.24.43.--- მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ 1/2 ნაწილში

-საჯა---------------------------–----------ოს #882017390271, 07.07.2017 წ #269682, 31.07.2017 წ #311329 გადაწყვეტილებები.

 

3. დაევალოს მოპასუხეს შესაბამის კომისიას გადაუგზავნოს ცი--–--------–-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტები მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

4. სახ. ბაჟი გადახდილია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (ქ. ზუგდიდი, რ. ლარიძის ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა