განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
330100119002814370
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

გამოძიების #010211118802

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 აგვისტო, 2019წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- ო----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ---–---- ლ----- ძე კ---------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 2-------------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ--------–-- რ---------–-- ქუჩა #2--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ს------–--- ჩიხი #-

 

ადვოკატი - კ------- ჩ--------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილი (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 20 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების მ---–---- კ---------ის და ი-----–- ფ------–--ის მიმართ. სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერდა მთავარი პროკურატურის, ფ----------------------ში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი ი-----–- მ---–----–--ა. სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მსჯავრდებულმა მ---–---- კ---------ემ, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე, დაარღვია წესრიგი და იგი სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულებით გაძევებული იქნა სხდომის დარბაზიდან. მ---–---- კ---------ემ სხდომის დარბაზიდან გასვლისას, სასამართლო პროცესის მონაწილის - პროკურორ ი-----–- მ---–----–--ას მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - შეაგინა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა მ---–---- კ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ი-----–- მ---–----–--ას, მოწმეების - გ------- ა------ის, თეიმურაზ ი------–---–-ს, თ----- მ-----–---–ის, დ------–---–---ს, დ------------ის, ი-----–- შაუთიძის, ნ---------------ს, ე---------- ფ------–--ის, შ--–----------–---–-ს, ი-----–- ფ------–--ის გამოკითხვის ოქმებს, აუდიო ფირის დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმის აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს, ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ---–---- კ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში. დანაშაულის ობიექტია მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს - სასამართლოს ნორმალური საქმიანობა და სასამართლოს ავტორიტეტი, ხოლო დამატებითი ობიექტია პროცესის მონაწილის პატივი და ღირსება.

 

3.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, 2018 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმის აუდიო და ვიდეო ჩანაწერით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მ---–---- კ---------ის სააპელაციო საჩივრის განხილვის სხდომაზე, მსჯავრდებულმა მ---–---- კ---------ემ საქმეზე მონაწილე პროკურორს ი-----–- მ---–----–--ას საჯაროდ, სხდომის დარბაზში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა უხამსი სიტყვებით გინებაში, ამონარიდი სხდომის ოქმის აუდიო-ვიდეო ჩანაწერიდან ,,...ეს არის დასახვრეტი..., ...ი-----–- მ---–----–--ა, შენ ცოლ-შვილს შევეცი, შენ ყლეო, მოგიტყან დედის...“. აღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელი და უცენზუროა და ცალსახად სცდება დასაშვები კრიტიკის ფარგლებს და წარმოადგენს პროცესის მონაწილის უპატივცემულობას, შესაბამისად ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.5. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მ---–---- კ---------ის ბრალეულობა.

 

3.6. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ---–---- კ---------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ---–---- კ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის მხრიდან უკიდურესად უხამსი ფორმით სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფა და დანაშაულის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.2. სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლომ მხედველობაში მიიღო როგორც ჩადენილი დანაშაულის: შეურაცხყოფის უკიდურესად უხამსი ფორმა და შინაარსი, ასევე დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე. გ------- კ---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე - 2017 წლის 31 ივლისს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დანაშაულის ჩადენის დროს 2018 წლის 20 ნოემბერს, მ---–---- კ---------ე იყო ნასამართლევი პირი, ამდენად სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ,,დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. პასუხისმგებლობის დასახელებული დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით მ---–---- კ---------ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა. სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარება, როგორც პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და იგი ასახა განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს (გამოყენებული იქნა ნაწილობრივი და არა სრული შეკრების პრინციპი). სასამართლოს შეფასებით, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მ---–---- კ---------ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება, გარდა ამისა, პირის მსჯავრდება ემსახურება მართლმსაჯულების ავტორიტეტის შენარჩუნების ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 20 ნოემბრის სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი 4 კომპიუტერულ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ---–---- კ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-5 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 4 (ოთხი) წლით, 8 (რვა) თვით და 29 (ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატოს დამატებითი სასჯელი სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და მ---–---- კ---------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 8 (რვა) თვის და 29 (ოცდაცხრა) დღის ვადით და 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

3. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 26 აგვისტოდან.

 

4.ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა