განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002304564
N1/50-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით ნარიმანიშვილი
სხდომის მდივანი - ანნა მათიაშვილი
ბრალდების მხარე:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი: ოთარ სამუნაშვილი.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მ------ მ--------–---–ი
ბრალდებული:
სახელი: ლ---- პ----–---–ი
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 1----–-–-----------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ------------------–-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 111, 126 მუხლის 2-ე ნაწილის „ბ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით.
ლ---- პ----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ:
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ლ----------------------------–--------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - 4 წლის ს--- პ----–---–ის თანდასწრებით სცემა მამას გ----- პ----–---–ს და მეუღლეს ნ---- ჭ------–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლ---- პ----–---–ი 2013 წლის თებერვლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ---- ჭ------–-–---–თან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ლ----------------------------–--------------ში, მცირეწლოვან შვილთან ს--- პ----–---–თან და მამასთან გ----- პ----–---–თან ერთად. 2017 წლიდან ლ---- პ----–---–მა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის ყოველდღიური მიღება რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლ---- პ----–---–ი არასრულწლოვანი შვილის - ს--- პ----–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ორსულ მეუღლეს ნ---- ჭ------–-–---–ს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას; კერძოდ, ლ---- პ----–---–მა 2017 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათზე, ლ----------------------------–--------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - 4 წლის ს--- პ----–---–ის თანდასწრებით სცემა ორსულ მეუღლეს - ნ---- ჭ------–-–---–ს და მათთან გასაშველებლად მისულ მამას გ----- პ----–---–ს, რა დროსაც ნ---- ჭ------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. ასევე 2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 05:00 საათზე, ამავე საცხოვრებელ ბინაში ლ---- პ----–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების დროს, არასრულწლოვანი შვილის - 4 წლის ს--- პ----–---–ის თანდასწრებით ყელში ხელი წაუჭირა ორსულ მეუღლეს - ნ---- ჭ------–-–---–ს, რომელსაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ამავე საცხოვრებელ ბინაში ლ---- პ----–---–მა ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის - 4 წლის ს--- პ----–---–ის თანდასწრებით სცემა ორსულ მეუღლეს - ნ---- ჭ------–-–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში ხელის დარტყმის შედეგად მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
ლ---- პ----–---–ი 2018 წლის 8 იანვარს 17:05 საათზე დააკავეს და 2018 წლის 10 იანვარს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ ვერ დაადგინა:
1. ლ---- პ----–---–ის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადგინდა.
2. ლ---- პ----–---–ის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის მიმართ სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ჩადენა სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადგინდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა.
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
1.1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულებმა - მეუღლემ - ნ---- ჭ------–-–---–მა და მამამ - გ----- პ----–---–მა უარი განაცხადეს ლ---- პ----–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
1.2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ე---------- ა------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ლ---- პ----–---–ი მისი სიძეა. თვითონ არასოდეს შესწრებია კონფლიქტის ფაქტს. შვილისგან - ნ---- ჭ------–-–---–ისაგან იცის, რომ ლ---- პ----–---–ს და მამამისს კონფლიქტი მოსდიოდათ ხოლმე.
1.3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ტ------– ჭ------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ლ---- პ----–---–ი მისი შვილის - ნ---- ჭ------–-–---–ის მეუღლეა. თვითონ კონფლიქტის ფაქტს არასოდეს შესწრებია. ერთხელ დარჩა ნ---- ჭ------–-–---–ი მათთან და თქვა, ლ----თან შეკამათება მომიხდა, ხელით არ შემხებიაო.
1.4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ე-- პ----–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ლ---- პ----–---–ი მისი მაზლის შვილია, ერთ ეზოში ცხოვრობენ. თვითონ კონფლიქტს არასოდეს შესწრებია, მხოლოდ გადმოცემით იცის, რომ დეკემბერში ლ---- პ----–---–მა მამას გაარტყა.
1.5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა მ--–---- ბ--------ემ, ე-–------ ზ-------–---–მა და ზ------ ხ------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.
2. სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულებმა - მეუღლემ - ნ---- ჭ------–-–---–მა და მამამ - გ----- პ----–---–მა უარი განაცხადეს ლ---- პ----–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ე---------- ა------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ლ---- პ----–---–ი მისი სიძეა. თვითონ არასოდეს შესწრებია კონფლიქტის ფაქტს. შვილისგან ნ---- ჭ------–-–---–ისაგან იცის, რომ ლ---- პ----–---–ს და მამამისს კონფლიქტი მოსდიოდათ ხოლმე.
2.3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ტ------– ჭ------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ლ---- პ----–---–ი მისი შვილის - ნ---- ჭ------–-–---–ის მეუღლეა. თვითონ კონფლიქტის ფაქტს არასოდეს შესწრებია. ერთხელ დარჩა ნ---- ჭ------–-–---–ი მათთან და თქვა, ლ----თან შეკამათება მომიხდა, ხელით არ შემხებიაო.
2.4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ე-- პ----–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ლ---- პ----–---–ი მისი მაზლის შვილია, ერთ ეზოში ცხოვრობენ. თვითონ კონფლიქტს არასოდეს შესწრებია. იანვრის თვეში პ----–---–ების სახლიდან ყვირილის ხმა შემოესმა. რომ გავიდა ნ---- ჭ------–-–---–ი აივანზე იყო. შეკამათება მოგვიხდაო, თქვა. ბავშვი ეკავა ხელში.
2.5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნ--–- შ--–--–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის იანვარში ნ---- ჭ------–-–---–ი მასთან მივიდა სახლში, მიშველე ლ----ი მეჩხუბებაო. რომ გავიდნენ პ----–---–ებთან, ლ----ი მშვიდად იყო, ნ----საც არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა. თვითონ არასოდეს შესწრებია ძალადობის ფაქტს.
2.6. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა მ--–---- ბ--------ემ, ე-–------ ზ-------–---–მა და ზ------ ხ------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.
2.7. საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ თ----- ზ-----–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ნ---- ჭ------–-–---–ს აღენიშნება ნაჭდევები კისრის, მარცხენა მტევნის და წელის არეში. ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რადგან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების - ე---------- ა------ის, ტ------– ჭ------–-–---–ის, ე-- პ----–---–ის, ნ--–- შ--–--–---–ის ჩვენებები, ბრალად შერაცხული დანაშაულის ორივე ეპიზოდის შემთხვევაში, არის ირიბი ჩვენებები, რომლებიც ემყარება სხვა პირთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ძალადობის ფაქტების) მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).
საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოების - ძალადობის ჩამდენი პირის (სუბიექტის) დადგენის ნაწილში, ზემოაღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, რაც სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავს მათ საფუძველზე დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
რაც შეეხება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ თ----- ზ-----–-–---–ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ---- ჭ------–-–---–ს აქვს გარკვეული დაზიანებები სხეულზე, თუმცა ექსპერტის დასკვნით თავისთავად ვერ დადასტურდება ლ---- პ----–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალში, რამდენადაც შეუძლებელია დადგენა, რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები ნ---- ჭ------–-–---–მა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ---- ჭ------–-–---–მა ჩვენება არ მისცა სასამართლოს და შესაბამისად არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობის ან/და ძალადობის შედეგად მიყენებული ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი.
სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ყოველგვარი ეჭვი კი რომელიც არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილისა.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ და უტყუარად დაადასტურებდა ლ---- პ----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალს. შესაბამისად, ლ---- პ----–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს მისთვის წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.
სამართლებრივი შეფასება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ლ---- პ----–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთმტკიცება, ყადაღა და სხვა საკითხები.
1. ლ---- პ----–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2. წინასასამართლო სხდომაზე, 2018 წლის 26 თებერვალს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინებით ლ---- პ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი და გირაოს თანხად განისაზღვრა 2000 (ორი ათასი) ლარი.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით ლ---- პ----–---–ის (პირადი N2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ლ-----------–-----ის (პირადი N0----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში, საკადასტრო კოდი 5------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 5604.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5---------------------------------------. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; N2, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ---- პ----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ლ---- პ----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ლ---- პ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ლ---- პ----–---–ის (პირადი N2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ლ-----------–-----ის (პირადი N0----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში, საკადასტრო კოდი 5------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 5604.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5---------------------------------------. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1; N2, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განემარტოს ლ---- პ----–---–ს, რომ მას აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი