განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3783-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: დ----- მ---------–---–-
ადვოკატი: ც------ მ--–---------
თარჯიმანი: ფ-------- ა---------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ე-–---- ი----------ი
მამის სახელი: ე-–----
დაბადებული: 1---------–-
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------–---–----------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 3---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი
დაკავების დრო: 30.07. 2019წ. 05:55 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ე-–---- ი----------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: ე-–---- ი----------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, გასაღება (ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მანვე, ჩაიდინა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე-–---- ი----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,027 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 12 ივლისს 700 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ზ----- ქ-----–--ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღესვე შს ს--------------–--------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–------------ სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზ-----ი ქ-----–--ს თანხმობით ქ. თბილისი, ქ---------------–-----------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისაგან იქნა ამოღებული.
ე-–---- ი----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,012 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 13 ივლისს 200 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ზ----- ქ-----–--ზე, თუმცა თანხის გადაცემის შემდგომ პატივისცემის ნიშნად ე-–---- ი----------მა 30 ლარი უკან მისცა ზ----- ქ-----–--ს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და ფულადი თანხა, იმავე დღესვე შს ს--------------–--------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–------------ სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზ----- ქ-----–--ს თანხმობით ქ. თბილისი, ქ---------------–-----------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისაგან იქნა ამოღებული.
ე-–---- ი----------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, საიდანაც ნარკოტიკულ საშუალებებს ,,ჰეროინს“ წონით 0,233 გრამს, მორფინს (ფუძე) 0,0086 გრამს და ,,კოდეინს“ (ფუძე) წონით 0,0028 გრამს ინახავდა პირადად, ხოლო ფსიქოტროპულ საშუალება ,,პრეგაბალინს“ წონით 2,094 გრამს ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, 2019 წლის 30 ივლისს, შს ს--------------–--------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–------------ სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა თბილისში, ც---------------------- მდებარე, ე-–---- ი----------ის საცხოვრებელ სახლში მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერებები კი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებით და მასალებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ე-–---- ი----------ის პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებით, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ე-–---- ი----------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, გასაღება (ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მანვე, ჩაიდინა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ორი ეპიზოდი), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. სასამართლო ამასთან ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებები მაღალი სოციალური საშიშროებისაა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს საჭიროებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებითაც.
სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, ასაკის, ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ე-–---- ი----------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით. მასვე, 05-15-20 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-–---- ი----------ი (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2019 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ე-–---- ი----------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ე-–---- ი----------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 30 ივლისის 05 საათიდან და 55 წუთიდან.
ე-–---- ი----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ე-–---- ი----------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 12 ივლისს და 13 ივლისს ზ----- ქ-----–--სგან ამოღებული ე-–---- ი----------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, ე-–---- ი----------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული საშუალებები და მათი შესაფუთი მასალა, ე-–---- ი----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, განადგურდეს.
საქმეზე არსებული დისკები, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
ზ----- ქ-----–--სგან ამოღებული ე-–---- ი----------ისგან საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული ფულადი თანხა 30 ლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, დაუბრუნდეს შსს-ს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე