განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2019
საქმის ნომერი
330100119002855211
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/654-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ----- ყ---–-----–---–ი

სტაჟიორ-პროკურორი - შ----- ბ------ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ---- ვ--–------ის ძე ჩ-----–-–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ---–---------------ში

 

ადვოკატი - მ------ ბ----–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი (3 ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 11:35 საათზე, ქ.თბილისში, ვ-–----–----–-----------ი N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ჩ-----–-–---–მა ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით სცემა ჟ--–---- კ----–---–ი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.2. 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდში, ქ-------–--–------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ც--------ში, ლ---- ჩ-----–-–---–ი ჟ--–---- კ----–---–ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ, არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. ლ---- ჩ-----–-–---–ი სისტემატურად ამყარებდა ჟ--–---- კ----–---–თან არასასურველ კომუნიკაციას მობილური ტელეფონის საშუალებით, ემუქრებოდა ფიზიკური განადგურებით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამავე პერიოდში, ლ---- ჩ-----–-–---–ი უთვალთვალებდა ჟ--–---- კ----–---–ს - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ც--------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია ჟ--–---- კ----–---–ის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რამაც ეს უკანასკნელი იძულებული გახადა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, რაც გამოიხატა მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლაში, საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში.

 

1.3. 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდში, ქ------–--–----------------------------------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ჩ-----–-–---–ი თ----- კ----–---–ის, მიმართ ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ, არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. ლ---- ჩ-----–-–---–ი სისტემატურად ამყარებდა თ----- კ----–---–თან არასასურველ კომუნიკაციას მობილურის ტელეფონის საშუალებით, ემუქრებოდა ფიზიკური განადგურებით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამავე პერიოდში, ლ---- ჩ-----–-–---–ი უთვალთვალებდა თ----- კ----–---–ს - ქ------–--–----------------------------------–ი, N------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია თ----- კ----–---–ის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რამაც ეს უკანასკნელი იძულებული გახადა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, რაც გამოიხატა ტელეფონის ნომრისა და ავტომობილის შეცვლაში, საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში.

 

1.4. 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდში, ქ-------–--–---------------------–-----------------------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ჩ-----–-–---–ი გ------- კ----–---–ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ, არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. ლ---- ჩ-----–-–---–ი სისტემატურად ამყარებდა გ------- კ----–---–თან არასასურველ კომუნიკაციას მობილური ტელეფონის საშუალებით, ემუქრებოდა ფიზიკური განადგურებით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია გ------- კ----–---–ის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რამაც ეს უკანასკნელი იძულებული გახადა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, რაც გამოიხატა საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში. ასევე, ლ---- ჩ-----–-–---–ის ქმედებების შედეგად, გ------- კ----–---–ი იძულებულია შეცვალოს მობილური ტელეფონის ნომერი, რასაც სამსახურის გამო ვერ ახერხებს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ თ----- კ----–---–ის ჩვენებით, ბრალდებული არის მისი დეიდაშვილი. დაახლოებით ორი წელია, რაც ლ----ის მხრიდან ხორციელდებოდა არასასურველი კომუნიკაცია - დაახლოებით 30-ჯერ ურეკავდა დღეში, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით და ასევე შვილებისადმი სექსუალური ძალადობით. აღნიშნულს ჰქონდა სისტემატური ხასიათი და მოწმეს არ აძლევდა ნორმალური და მშვიდი ცხოვრების საშუალებას, აყენებდა სულიერ და ფსიქიკურ ტანჯვას. ბრალდებული ფსიქოლოგიურ ტანჯვას აყენებდა თ.კ----–---–ის შვილებსაც, რის გამოც დასჭირდათ ფსიქოლოგის დახმარება. დაზარალებული იძულებული გახდა არაერთხელ შეეცვალა ტელეფონის ნომერი, თუმცა ლ.ჩ-----–-–---–მა მაინც შეძლო დაკავშირება, კერძოდ, დედამთილის ტელეფონის საშუალებით. გარდა უშუალოდ მათ ოჯახში განხორციელებული ზარებისა, ბრალდებული სხვადასხვა ნომრით სსიპ 112-ში აკეთებდა ცრუ შეტყობინებებს, თითქოს დაზარალებულის ოჯახში იყო გვამი და ა.შ., რის გამოც თ.კ----–---–ის საცხოვრებელ სახლში ხშირად მიდიოდა საპატრულო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ღამის განმავლობაში იყო დაახლოებით 4 ცრუ განგაში, რაც გარდა თ.კ----–---–ისა და მისი ოჯახის წევრებისა, დისკომფორტს უქმნიდა მეზობლებსაც. 2018 წლის 28 დეკემბერს, თ.კ----–---–ს დაუკავშრდა ძმა გ------- კ----–---–ი და აცნობა, რომ დედასთან ჟ--–---- კ----–---–თან ერთად იმყოფებოდა პოლიციაში. განყოფილებაში მისვლისას, დაზარალებულმა ნახა დედა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ფეხები და მუხლები. როგორც მისგან შეიტყო, ბრალდებული აედევნა ჟ.კ----–---–ს და ვ-–----–----–-----------ზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წააქცია ძირს და ურტყამდა ხელებს. ბრალდებულის ქმედებების გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაზარალებულს რადიკალურად შეცვალა ცხოვრების წესი, გაყიდა ავტომობილი, ვინაიდან ლ.ჩ-----–-–---–ი აკონტროლებდა მისი ა/მანქანის მდებარეობას და მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე, აპირებდა სახლის გაყიდვასაც. დაზარალებულის განმარტებით, ცდილობდა სახლიდან არ გასულიყო, ხოლო ბინის დატოვებისას ადგილსამყოფელს აცნობებდა პოლიციის შესაბამის განყოფილებას, რათა ცრუ შეტყობინების შემთხვევაში ცოდნოდათ, თუ სად იმყოფებოდა და როგორ დაკავშირებოდნენ. თ.კ----–---–ის განმარტებით, სტრესსა და შიშში იყვნენ მისი არასრულწლოვანი შვილებიც, რომლებიც საღამოს გარეთაც ვეღარ გადიოდნენ. მიუხედავად ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნისა, თ.კ----–---–ი დღემდე იღებს დამამშვიდებელ საშუალებებს და ვერ ახერხებს, დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმს. დაზარალებულის ჩვენებით, ლ.ჩ-----–-–---–ის აგრესიული ქმედებების და თ.კ----–---–ის შევიწროვების ერთ-ერთი მიზეზი იყო ბრალდებულის დედის დაკრძალვის ადგილი და ხარჯები.

 

მოწმე კ------- თ-------ას ჩვენებით, არის დაზარალებულ თ----- კ----–---–ის მეუღლე. გაცნობისთანავე ბრალდებულს ეტყობოდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა მისი ქცევები ბოლო წლებში გახდა გაუსაძლისი. ლ.ჩ-----–-–---–ი სისტემატურად რეკავდა თ----- კ----–---–თან და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უხამსი და უცენზურო სიტყვებით, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. სატელეფონო ზარები გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე. გარდა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომუნიკაციისა, ლ.ჩ-----–-–---–ი 112-ში ახორციელებდა ცრუ შეტყობინებებს, რის გამოც მათ ოჯახში ხშირად მიდიოდა პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები, რაც არ აძლევდა ოჯახს მოსვენებას და ნორმალური ცხოვრების საშუალებას. კ.თ-------ას ჩვენებით, შესაბამისი სამსახურები აფრთხილებდნენ, რომ თუკი იქნებოდა შეტყობინება და ოჯახი არ დახვდებოდათ სახლში, მოუწევდათ კარ-ფანჯრის შენგრევა ბინაში შესასვლელად და გადასამოწმებლად, აღნიშნულის გამო კი მოწმე ოჯახთან ერთად ქალაქიდან გასვლასაც ვერ ახერხებდა. მოწმის ჩვენებით, ლ.ჩ-----–-–---–ი გამოხატავდა აგრესიას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თ----- კ----–---–ს, მისი ძმას გ------- კ----–---–სა და მათ მშობლებს, ხშირად მოძრაობდა მოწმის სახლთან ეზოში და ცდილობდა დაედგინა მათი მანქანები, სწორედ ამის გამო, დასტრესილმა და შეშინებულმა თ----- კ----–---–მა შეცვალა მანქანა. მოწმის განმარტებით, იყო შემთხვევა, როდესაც ლ.ჩ-----–-–---–მა მას უჩივლა, რომ თითქოსდა მანქანა დააჯახა, რის გამოც მოუწია შს სამინისტროში „დამნაშავის“ სტატუსით გამოცხადება, თუმცა დადასტურდა, რომ ინფორმაცია ცრუ იყო.

 

მოწმე ხ----- ვ----ის ჩვენებით, არის თ----- კ----–---–ის მეზობელი. მოწმის ჩვენებით, ბრალდებული ხშირად ახორციელებდა ცრუ შეტყობინებებს პოლიციაში, რის გამოც თ----- კ----–---–ი და მისი ოჯახი მუდმივად იმყოფებოდა სტრესის ქვეშ. ერთ-ერთი ცრუ შეტყობინების საფუძველზე, თითქოსდა დამალული გვამის აღმოსაჩენად, საპატრულო პოლიცია შეცდომით მოწმესთან მივიდა სახლში, ასევე ლ.ჩ-----–-–---–ი აბრალებდა თ----- კ----–---–ს, რომ უთო ჩაარტყა თავში, რაც არ დადასტურდა. მისთვის ცნობილია, რომ თ-----ს ლ---- ჩ-----–-–---–ი სატელეფონო კომუნიკაციისას ემუქრებოდა მისი და შვილების სიცოცხლის მოსპობით, აღნიშნულ ფაქტს თავადაც შესწრებია მოწმე. მოწმის განმარტებით, 2017 წელს შენიშნა ბრალდებული მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში და მაშინვე აცნობა თ-----ს. მოწმის განმარტებით, ლ.ჩ-----–-–---–ის ქმედებების გამო, თ-----ი იყო დეპრესიაში, განიცდიდა სტრესსა და შიშს.

 

დაზარალებულ ჟ--–---- კ----–---–ის ჩვენებით, ბრალდებული არის მისი დისშვილი. 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 11:30 საათისათვის, ვ-–----–----–-----------ზე გადაადგილდებოდა ფეხით. ვინაიდან ეს ადგილი არის ნაკლებად ხალხმრავალი, მას ადევნა ლ.ჩ-----–-–---–ი. მოულოდნელად დაზარალებულმა უკნიდან იგრძნო ძლიერი დარტყმა და დავარდა ძირს, რასაც მოჰყვა რამდენიმე ასევე ძლიერი დარტყმა სხვადასხვა არეში. შემთხვევის ადგილზე ორი უცნობი პირის გამოჩენისას, ბრალდებულს შეეშინდა, სიტყვიერი შეურაცხყოფით დატოვა დაზარალებული და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს. მიყენებული დარტყმებისა და წაქცევის შედეგად, ჟ.კ----–---–ს ფეხზე აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, გადატყავებული ჰქონდა მუხლი და განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. მომხდარით იყო აღელვებული, განიცდიდა სტრესს და სირცხვილს, ვინაიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა დისშვილმა ლ---- ჩ-----–-–---–მა. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული დედის გარდაცვალების შემდეგ, 2015 წლიდან, სისტემატურად ახორციელებდა სატელეფონო ზარებს ჟ.კ----–---–თან, დღეში რამდენჯერმეც, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით. მუქარა, თვალთვალი და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხორციელდებოდა ასევე მისი შვილების: გ------- და თ----- კ----–---–ების მიმართაც. ლ.ჩ-----–-–---–ის ქმედებები და მუქარები მოწმეში იწვევდა შიშსა და ფსიქიკურ ტანჯვას, რის გამოც ხშირად ცვლიდა ტელეფონის ნომერს. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული გარდაცვალებამდე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ავადმყოფ დედასაც, კერძოდ, თავში ურტყამდა ძლიერად.

 

დაზარალებულ გ------- კ----–---–ის ჩვენებით, ბრალდებული არის მისი დეიდაშვილი. იგი ბავშვობიდან დაავადებულია ფსიქიკურად, რაც შეუძლებელს ხდის მასთან ურთიერთობასა და თანაცხოვრებას. აგრესია, სიცოცხლისა და ქონების დაზიანების მუქარა გ-------სა და მისი ოჯახის წევრების მიმართ დაიწყო დაახლოებით ორი წლის წინ - მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ბრალდებულის დედა. იმ დროიდან დაზარალებულმა რამდენჯერმე შეიცვალა ბინა, გაწყვიტა კონტაქტი ყველა ნათესავთან, ვისთანაც არსებობდა ბრალდებულთან შეხვედრის შესაძლებლობა, ვინაიდან ლ.ჩ-----–-–---–ი სისტემატურად ახორციელებდა ადევნებას და თვალთვალს, იმახსოვრებდა რა მანქანებით გადაადგილდება გ.კ----–---–ი, შემდეგ კი მუდმივად ცდილობდა ზიანის მიყენებას. ლ.ჩ-----–-–---–ი ანალოგიურ ქმედებებს ახორციელებდა მისი დის და დედის მიმართ, რაც იწვევდა მსხვერპლთა ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას. მოსალოდნელი საფრთხისა და შიშის გამო, გ.კ----–---–ი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ შეეცვალათ ცხოვრების წესი და მუდმივი შიშის ქვეშ იყვნენ, იცვლიდნენ მობილური ტელეფონის ნომრებს არასასურველი კომუნიკაციისაგან თავის ასარიდებლად. ლ.ჩ-----–-–---–ი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ურეკავდა გ.კ----–---–ის, რაც დაზარალებულსა და მის ოჯახს, მცირეწლოვან შვილებს, არ აძლევდა ნორმალურ და მშვიდ გარემოში ცხოვრების საშუალებას. მიუხედავად ამისა, გ.კ----–---–მა ვერ შეცვალა ტელეფონის ნომერი, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევს სამსახურებრივი კონტაქტების შეზღუდვას, რაც ასახვას ჰპოვებს მის ბიზნეს-საქმიანობასა და ოჯახის შემოსავალზე. გ.კ----–---–ის განმარტებით, ბრალდებული დიდი ხანია ახორციელებს მსგავს ქმედებებს სხვადასხვა ნაცნობი თუ უცნობი ადამიანის მიმართ, სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით. ბრალდებული არაერთხელ მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა კლინიკიდან გამოსული აგრძელებდა აგრესიულ და არაადეკვატურ ქცევას. ლ.ჩ-----–-–---–ის მხრიდან „112“-ში ხშირად შედიოდა ცრუ შეტყობინებები, რის გამოც დაზარალებულს, მის დას და მშობლებს უწევდათ პოლიციის განყოფილებაში მისვლა და ახსნა-განმარტებების მიცემა. ლ---- ჩ-----–-–---–ს მათთან ჰქონდა სამოქალაქო დავაც სასამართლოში, რომელიც დასრულდა დაზარალებულის სასარგებლოდ. გ.კონაშილის ჩვენებით, 2018 წლის 28 დეკემბერს, დედამ ჟ.კ----–---–მა აცნობა, რომ ვ-–----–----–-----------ზე მას თავს დაესხა ლ.ჩ-----–-–---–ი და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა - სხეულის სხვადასხვა არეში არაერთხელ დაარტყა ფეხები და ხელები. ადგილზე მისულმა გ.კ----–---–მა ნახა, რომ დედამისი იყო აღელვებული და შეშინებული, მას ვიზუალურადაც ეტყობოდა ფიზიკური დაზიანებების კვალი ნაფეხურების სახით. ინციდენტის შემდეგ, ჟ.კ----–---–ი და გ.კ----–---–ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და დაიკითხნენ. პოლიციაში ყოფნისას, დაზარალებულს ისევ დაუკავშირდა ბრალდებული რამდენჯერმე, სხვა ნომრით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა და ემუქრებოდა. გ.კ----–---–ის განმარტებით, ბრალდებული მუდმივად ცდილობს სულიერი ტანჯვა მიაყენოს მსხვერპლს და დაამციროს, მისი მხრიდან მუდმივად არსებობს ნებისმერი სახის აგრესიისა და მუქარის განხორციელების საშიშროება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა თ-------- ჯ-----–---–მა დაადასტურა ლ.ჩ-----–-–---–ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ბ--–----ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, წარმოდგენილი ა------------–----------–------–--------–-----------------------ო კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ის ჩანაწერების თანახმად, ჟ--–---- კ----–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 28.12.18წ-ს 19:25სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ჟ--–---- კ----–---–ს აღენიშნება ექსკორიაცია მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ვინაიდან სამედიცინო საბუთში არ არის აღწერილი ექსკორიაციის მორფოლოგიური სურათი, მისი ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.

 

შსს სსიპ „112“-ში 2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, გამოთხოვილი ინფორმაციისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალების თანახმად:

· 28.12.2018წ 12:41:04 საათზე დაფიქსირებული, ინიციატორ გ------- კ----–---–ის შეტყობინებით, დაზარალებული ჟ--–---- კ----–---–ი დისშვილმა სცემა ქუჩაში.

· 28.12.2018წ 11:45:52 საათზე დაფიქსირებული, ინიციატორ ჟ--–---- კ----–---–ის შეტყობინებით, ვ-–----–----–-----------ი N1, მაჭახელას მოპირდაპირედ, დისშვილმა (ლ---- ჩ-----–-–---–მა) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

· 2016 წლიდან 2018 წლის 30 დეკემბრამდე დაფიქსირებულია ინიციატორ ლ---- ჩ-----–-–---–ის 25 სხვადასხვა შინაარსის შეტყობინება (მაგ: ნაცნობი თუ უცნობი მოქალაქეების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფულისა და ოქროს ნივთების ქურდობა, ადვოკატის მიმართ პრეტენზია არასათანადო მომსახურებასთან დაკავშირებით და ა.შ.), აგრეთვე სხვა სახელითა და გვარით (მათ, შორის მდედრობითი სქესის) გაკეთებული ცრუ შეტყობინებები მოქ.თამთა პეტიაშვილისა და პროკურორის მკვლელობის, პოლიციელთა მიერ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე.

 

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 6 იანვარს 13:15 საათზე, ქ. თბილისში, გ------–---------------ის მიმდებარედ, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ლ---- ვ--–------ის ძე ჩ-----–-–---–ი (ოქმის შემდგენი თ.ჯ-----–---–ი, მონაწილე პირი - გ.გოგოლაძე).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 19 იანვარს, თ---------–---–ისაგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა ლ---- ჩ-----–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები 64 ფურცლად, დამოწმებული სათანადო წესით (გამომძიებელი ლ.ნ-–------).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ მ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული:

· სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვით, ლ---- ჩ-----–-–---–ის ქმედებებმა გამოიწვია თ----- კ----–---–ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

· სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვით, ლ---- ჩ-----–-–---–ის ქმედებებმა გამოიწვია ჟ--–---- კ----–---–ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

· სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვით, ლ---- ჩ-----–-–---–ის ქმედებებმა გამოიწვია გ------- კ----–---–ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა---- ტ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ლ---- ჩ-----–-–---–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა – ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი – F07.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა – ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა, მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებისას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

 

ბრალდებულ ლ---- ჩ-----–-–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ მისი ქმედებები განპირობებული იყო დაზარალებულთა მხრიდან მასთან შეუთანხმებელი მოქმედებებით (დედის დაკრძალვა ბრალდებულის გარეშე, დაკრძალვის ხარჯები, ძვირფასეულობის დალომბარდება და ა.შ.), რასაც თან ერთვოდა ფსიქიკური პრობლემები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ჟ--–---- კ----–---–ის და მოწმეების: გ------- კ----–---–ისა და თ----- კ----–---–ის ჩვენებებით, აგრეთვე თავად ბრალდებულ ლ---- ჩ-----–-–---–ის განმარტებით, უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, ლ---- ჩ-----–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟ--–---- კ----–---–ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში. გარდა დაზარალებულის განმარტებისა, რომ ლ.ჩ-----–-–---–ის ძალადობრივი ქმედებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულ გარემოებას ნათლად ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დიაგნოზიც. ამასთან ცხადია, ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ხელებითა და ფეხებით განხორციელებული არაერთჯერადი დარტყმები ფიზიკური ტკივილის გამომწვევია არათუ ასაკოვანი ქალბატონისათვის, არამედ საშუალო ასაკისა და ჯანმრთელობის მქონე ნებისმიერი ადამიანისათვის.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ცემის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით კრიმინალიზებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია.

 

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების: ჟ.კ----–---–ის, თ.კ----–---–ისა და გ.კ----–---–ის, მოწმეების: კ.თოდრიასა და ხ.ვ----ის ჩვენებებითა და სსიპ 112-დან გამოთხოვილი მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ:

· ლ---- ჩ-----–-–---–ი მუდმივად უთვალთვალებდა დაზარალებულებს, იცოდა ყველა ის ადგილი, სადაც ისინი გადაადგილდებოდნენ და აკონტროლებდა ა/მანქანებს, რომლითაც დაზარალებულები სარგებლობდნენ;

· ლ---- ჩ-----–-–---–ი დაზარალებულებთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ სატელეფონო კომუნიკაციას მობილური ტელეფონის სხვადასხვა ნომრით, დღე-ღამეში მრავალგზის ურეკავდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო და უწმაწური სიტყვებით, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, თ.კ----–---–ს კი - შვილებზე სექსუალური ძალადობით;

· ლ---- ჩ-----–-–---–ი სსიპ 112-ში ახორციელებდა ცრუ შეტყობინებებს დაზარალებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, რის გამოც თ.კ----–---–ის საცხოვრებელ მისამართზე სისტემატურად მიდიოდა პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები, რაც იწვევდა არა მხოლოდ დაზარალებულების, არამედ მათი მეზობლების შეწუხებასა და დისკომფორტს.

· ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულები იძულებულნი გახდნენ შეეცვალათ ცხოვრების წესი, რაც გამოიხატა მობილური ტელეფონის ნომრების ხშირ შეცვლაში (რათა თავი აერიდებინათ ლ.ჩ-----–-–---–თან არასასურველი კომუნიაციისათვის), თ.კ----–---–ის მიერ ა/მანქანის შეცვლაში (ვინაიდან ბრალდებულმა მეზობლებთან გამოკითხვით დაადგინა, თუ რომელი იყო დაზარალებულის მანქანა), სამივე დაზარალებული ქუჩაში გადაადგილებისას მუდმივად განიცდიდა ბრალდებულის მხრიდან თავდასხმის შიშს, რის გამოც თ.კ----–---–ი საერთოდ აღარ გადიოდა სახლიდან მარტო, გ.კ----–---–მა კი ურთიერთობა შეწყვიტა უახლოეს ნათესავებთან იმ მიზნით, რომ რომელიმე მათგანთან არ ენახა ბრალდებულს, არ გაყოლოდა უკან და არ დაეზუსტებინა ახალი საცხოვრებელი ადგილი. ბრალდებულის აგრესიული ქმედებების და არაადეკვატურობის გამო, დაზარალებულებს ჰქონდათ მათ მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც არ ეძლეოდათ მშვიდი ცხოვრების საშუალება. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, ლ---- ჩ-----–-–---–ის ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულების: ჟ.კ----–---–ის, თ.კ----–---–ისა და გ.კ----–---–ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ---- ჩ-----–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

· ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

· პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით და ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ---- ჩ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება დანაშაულის აღიარება;

4.2. ლ---- ჩ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ახალი განზრახი დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, ლ---- ჩ-----–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა (სსკ-ის 58-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით).

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლ---- ჩ-----–-–---–ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენი, კერძოდ:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით, ლ---- ჩ-----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 25 ნოემბრიდან და ხსენებული განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2021 წლის 23 ნოემბერს.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ჩ-----–-–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ---- ჩ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ჟ--–---- კ----–---–ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ თ----- კ----–---–ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ გ------- კ----–---–ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ჟ--–---- კ----–---–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- ჩ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ლ---- ჩ-----–-–---–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ჩ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ლ---- ჩ-----–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 იანვრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია