განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
820100119003169208
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119003169208 (№1-196/19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30.09.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუ------ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

 

პროკურორი - რა-----–----ე

 

ადვოკატი - ირ---–-----–--ე

ბრალდებული - და------–--------------ე

მამის სახელი: სუ-–-----ი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 61---------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ხელვაჩაური, სოფელი აჭ-----–---–ი

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით და------–--------------ეს დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა დედმამიშვილებთან - ირ-- და ზა----- ლო------------ეებთან, რის ნიადაგზე ხშირად ხდებოდა და------–--------------ის მიერ მათი შეურაცხყოფა. 2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი--–ი და------–--------------ე მამისეულ სახლში, იმ მოტივით, რომ მის დედმამიშვილებს საცხოვრებელი სახლი გადაეფორმებინათ მის სახელზე და დაეტოვებინათ სახლი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა მათ დედის მისამართით, გამოხატავდა უმიზეზო აგრესიას, უწოდებდა უხამს სიტყვებს რა დროსაც დაზარალებულები განიცდიდნენ ტანჯვას. 2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 17 საათიდან 18 საათის დროის შუალედში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი--–ი მამისეულ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და------–--------------ემ ძმას დაუწყო უმიზეზო ლანძღვა-ინება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოსთხოვა დაეტოვებია მამაპაპისეული სახლი, რა დროსაც ფეხი ამოარტყა უკან და გადაუყარა მისი პირადი ნივთები ეზოში, დარტყმის შედეგად ზა----- ლო------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდგომ დაუკავშირდა დახმარებისთვის დას, ირ-- ლო------------ეს, რომელიც იმყოფებოდა ქ. ბათუმში, საკითხის გარკვევის მიზნით ის ავიდა სოფელ კი--–ი. მისი ამოსვლის შემდგომ, დაახლოებით 18:50 საათზე ირ-- და ზა----- ლო----------ეები შევიდნენ მამისეულ სახლში, რაზეც გაღიზიანდა და------–--------------ე, რის შემდგომ ირ-- და ზა----- ლო----------ეებს დაუწყო ლანძღვა-გინება, უწოდა უწმაწური სიტყვები, აგინა დედის მისამართით, შემდგომ კი ირ-- ლო------------ეს მძლავრად მოქაჩა ხელით მკლავზე და დაარტყა მუშტად შეკრული ხელი გულმკერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმაგანიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით და------–--------------ეს დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა დედმამიშვილებთან - ირ-- და ზა----- ლო----------ეებთან, რის ნიადაგზე ხშირად ხდებოდა და------–--------------ის მიერ მათი შეურაცხყოფა. 2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი--–ი და------–--------------ე მამისეულ სახლში, იმ მოტივით, რომ ზა----- ლო------------ეს საცხოვრებელი სახლი გადაეფორმებია მის სახელზე და დაეტოვებია სახლი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და საცხოვრებელი სახლის გადწვით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 17 საათიდან 20:20 საათის დროის შუალედში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი--–ი მამისეულ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და------–--------------ემ ძმას დაუწყო უმიზეზო ლანძღვა-ინება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოსთხოვა დაეტოვებია მამაპაპისეული სახლი, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცოცხლად დაწვით და საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით და------–--------------ეს დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა დედმამიშვილებთან - ირ-- და ზა----- ლო----------ეებთან, რის ნიადაგზე ხშირად ხდებოდა და------–--------------ის მიერ მათი შეურაცხყოფა. 2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი--–ი და------–--------------ე მამისეულ სახლში, იმ მოტივით, რომ ირ-- ლო------------ეს საცხოვრებელი სახლი გადაეფორმებია მის სახელზე და დაეტოვებია სახლი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და საცხოვრებელი სახლის გადწვით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 17 საათიდან 20:20 საათის დროის შუალედში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი--–ი მამისეულ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და------–--------------ემ დას დაუწყო უმიზეზო ლანძღვა-ინება, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოსთხოვა დაეტოვებია მამაპაპისეული სახლი, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცოცხლად დაწვით და საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

4.ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6. და------–--------------ემ განმარტა, რომ დას ირ-- ლო------------ეს და ძმას ზა----- ლო------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

7. დაზარალებულებმა ირ-- ლო------------ემ და ზა----- ლო------------ემ განაცხადეს, რომ და------–--------------ე მათ სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, 2019 წლის 31 ივლისს კი მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და------–--------------ემ მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას

 

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა და------–--------------ემ დას ირ-- ლო------------ეს და ძმას ზა----- ლო------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

10. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

11. დაზარალებულებმა ირ-- ლო------------ემ და ზა----- ლო------------ემ განაცხადეს, რომ 2019 წლის 31 ივლისს, ძმამ და------–--------------ემ მათ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების შიში.

 

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა და------–--------------ემ განახორციელა ოჯახის წევრების, დის ირ-- ლო------------ის და ძმის ზა----- ლო------------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

13. სასამართლოს მიაჩნია, რომ და------–--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უდავოდ მიჩნეული ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ და------–--------------ის ბრალეულობას, კერძოდ, მოწმეების: გუ-–---------------–--ის, ნუ------ ლო------------ის, და------------ის, ზა---------–----ის, გი----------------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დაკავების ოქმი და საქმეზე დართული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14. სასამართლოს მიაჩნია, რომ და------–--------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

15. და------–--------------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

16. და------–--------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ და------–--------------ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებული შეურიგდა მას და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს და მის პიროვნებას, რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო და სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას. აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

18. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად და------–--------------ეს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, შეამცირებს და------–--------------ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული და------–--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრ-- ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით და------–--------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.და------–--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად, და------–--------------ის (პ/ნ 61---------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 2 000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე: რაიონი ხელვაჩაური, მა----–------ი, სახლი №1 (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №22.3---------------

 

3.მსჯავრდებულ და------–--------------ის სასჯელის ვადის მოხდის ვადაში აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით.

 

4.საქმეზე დართული ერთი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე