განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
330100117002026570
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3407-17

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქ--------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ-------------------------–-----–----- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–-----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–--------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------------------------------–-.

 

ადვოკატები - ც-–-----–---------- მ--–--------------- ა-–-------------–----–---–-- შ--–---------------- ი-–----–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

დ------------–----ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მანვე, ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1993 წლიდან 2010 წლამდე. თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, დ------------–----ე მიზნად ისახავდა რა თბილისში, დ---------–----–-------------ის ტერიტორიაზე მდებარე ვ--------–---–-----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე ქონებრივი უფლების მოტყუებით მოპოვებას, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ქორწინების აქტი, რომლის თანახმადაც ვითომდა დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი 2001 წლის 15 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ხსენებული ყალბი დოკუმენტი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის მიზნით, სასარჩელო განცხადებასა და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად 2----–-–------–---- თვეში წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ ჩათვალა რა, რომ ვ--------–---–-----ი და დ------------–----ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, დ------------–----ე 923 000 (ცხრაასოცდასამიათას) ლარად შეფასებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნო, რის შემდეგაც, ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დ------------–----ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის სახელზე დაირეგისტრირა საკუთრების უფლება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

დ------------–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ დ------------–----ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის გ--------–---–------- ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებული დ------------–----ე 1994 წელს გააცნო მამამ. დ------------–----ე გაიცნო მ--------–---–--- მდებარე დ------------–----ის სახლში. 1994 წლიდან მამამისი - ვ--------–---–-----ი და დ------------–----ე ცხოვრობდნენ ერთად. ეს ურთიერთობა გაგრძელდა დაახლოებით 2011 წლამდე. მამამისი - ვ--------–---–-----ი გარდაიცვალა 2013 წლის 13 იანვარს. დ------------–----ეს და ვ--------–---–-----ს ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, ისინი ხან ცხოვრობდნენ ერთად, ხან შორდებოდნენ ერთმანეთს. მამამისს ჰყავდა სხვა მეგობარი ქალბატონები, რის გამოც დ------------–----ე უბრაზდებოდა და მიდიოდა მისგან. დ------------–----ე გამუდმებით უთვალთვალებდა ვ--------–---–-----ს, მიდიოდა მასთან სახლში და ამოწმებდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს დ------------–----ეს დახვდა მამამისის მეგობარი ქალი, რის გამოც გაბრაზდა და ვ--------–---–-----ს დაემუქრა, რომ დააჭერინებდა. აღნიშნულიდან 11 დღეში ვ--------–---–-----ი დააკავეს იარაღის შენახვის ბრალდებით, რომელიც ამოიღეს მშენებარე სახლიდან. მოწმის ჩვენებით, იგი დარწმუნებულია, რომ იარაღი დ------------–----ემ ჩაადებინა, რადგან შენობას კარ-ფანჯარა არ ჰქონდა, იქ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შეღწევა და იარაღის დადება. ვ--------–---–-----ი დაიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით, სადაც მიუთითა, რომ არის განქორწინებული. ასევე დაიკითხა დ------------–----ეც, რომელმაც მიუთითა, რომ არის განქორწინებული. ვ--------–---–-----ი დაახლოებით 4 თვე იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდა პატიმრობდან. ამ პერიოდში დ---------ს სიძემ - ნ-----------–---- მიმართა სასამართლოს მისი მამის - ვ--------–---–-----ის მიმართ მანქანის ღირებულების თანხის დაკისრების თაობაზე. 2----–--–- დ------------–----ემ მიმართა საქალაქო სასამართლოს და წამოიწყო სამოქალაქო დავა იმის შესახებ, რომ იყო ვ--------–---–-----ის კანონიერი მეუღლე. დ------------–----ემ მასთან საუბარში განაცხადა, რომ ვ--------–---–-----ი ხელის მოწერის დროს იყო ნასვამ მდგომარეობაში და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. შესაბამისად, მან ისე მოაწერა ხელი ქორწინების აქტს, რომ არ ახსოვდა. დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი არ ყოფილან რეგისტრირებულ ქორწინებაში. დედამისთან ც-–-----------–--–---–---- განქორწინების შემდეგ მამამისი გარკვეული პერიოდი ხვდებოდა დ------------–----ეს, თუმცა მათ სახლში დ--------- არასოდეს უცხოვრია, რადგან ეკლესიაა მათ სახლთან და აცხადებდა, რომ ზარების ხმას ვერ გავუძლებო. დიღმის საცდელ მეურნეობაში მდებარე სახლი ააშენეს მან და მამამისმა - ვ--------–---–-----მა. 2008 წელს შექმნა ოჯახი და მან და მისმა მეუღლემ მთელი მათი დანაზოგი მოახმარეს ბინის გარემონტებას. დ------------–----ემ 2008, 2009 თუ 2010 წელს მიიტანა რაღაც ნივთები და მასალა, რომლითაც აივანი მოაპირკეთა, აღნიშნული ქვითრები წარადგინა სასამართლოში და შეიყვანა სასამართლო შეცდომაში. 2010 წელს დ------------–----ემ სახლში შეიტანა მაგიდა, ე.წ. „სტენკა“ და ავეჯი. დ------------–----ემ სასამართლო დავა მოიგო, რადგან მოსამართლემ ჩათვალა, რომ ქორწინება კანონიერი იყო. 2----–-–------------------- დათარიღებული საქორწინო აქტი არსებობს, რომლის თანახმადაც დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი არიან მეუღლეები, რაც შეუძლებელია, რადგან მამამისი ერთდროულად ვერ იქნებოდა ერთი და იგივე დროს თბილისში და ცაგერში. 2001 წლის 15 ოქტომბერი ძალიან კარგად ახსოვს გამომდინარე იქიდან, რომ იწყებდა მუშაობას პოლიციაში. ასევე მუშაობას იწყებდა მისი ნათესავი გ--------------–--–---–-- რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ჭ--------–ის ქუჩაზე. 2----–-–------------------- გ--------------–--–---–- ჰქონდა დაბადების დღე, შესაბამისად თავად, მამამისი, მისი რამდენიმე მეგობარი და რამდენიმე ნათესავი გარკვეული პერიოდი იყვნენ ერთად. მამამისთან და მის მეგობართან ერთად შეემთხვათ ავარია. იმ დღეს მამამ მიაკითხა დაახლოებით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე დროის შუალედში და წავიდნენ მამის სამსახურში ხ--–-------–-----------. მაშინ იყო 19 თუ 20-21 წლის და სიამოვნებდა საჭესთან ჯდომა, მამამ დასვა საჭესთან და თავად მიიყვანა სამსახურში. შემდეგ გაუარეს სვანეთის უბანში მის მეგობარს - დ-----------------–---–- და წამოვიდნენ დიღომში მათ სახლში, მისი ბიძაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად და ამ დროს შეემთხვათ ავარია, რა დროსაც მის მეგობარს დაუზიანდა ხელი. დაბადების დღეზე იყვნენ თავად, მამამისი - ვ--------–---–-----ი, გ--------------–--–---–-- ლ-------------–---–- - მისი დეიდაშვილი, მისი მეგობარი დ--------- მეზობელი, ბაბუა და დედა. შემდეგ წავიდნენ მის საცხოვრებელ სახლში ჭ--------–------–-, სადაც მამაც მასთან ერთად იყო და წავიდა დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის შუალედში. ვ--------–---–-----მა სადავო მიწის ნაკვეთი 1 500 კვ.მ. მიიღო 1992 წელს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელზეც 1997 წლის მიწურულს-1998 წლის დასაწყისში ააშენეს სახლი. ასევე მეორე მიწის ნაკვეთი მიიღო 1996 წელს, რომელზეც შენობა არ დგას, მხოლოდ ხეხილი აქვთ დარგული. ამ პერიოდში მამამისმა დაიწყო მშენებლობა, პერიოდულად თავად და მისი მეგობრები, როდესაც მოდიოდნენ, ეხმარებოდა მამამისს ფიზიკურად. სანამ იგი ჯარში სამსახურს დაამთავრებდა, სახლი უკვე აშენებული და გადახურული იყო. აქედან გამომდინარე 1998 წელს ბინა უკვე დასრულებული და გადახურული იყო. 2008 წელს უკვე კაპიტალურად გაარემონტა ბინა თავისი სახსრებით და მეუღლის მშობლების დახმარებით. გალესა პირველი სართული მთლიანად, შიგნიდან-გარედან გააკეთა ყველაფერი, შეცვალა ფანჯრები, დააგო იატაკი, მეტლახი. ამ ბინაში ვ--------–---–-----ი ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი, იმ სახლში მარტო ცხოვრობდა, რადგან დ------------–----ე იქ ცხოვრებას არ იკადრებდა, მას რამდენიმე ბინა ჰქონდა. დ------------ლიან იშვიათად მიდიოდა იმ სახლში, მაგრამ ერთი ღამე არ აქვს გათენებული იქ. დ------------–----ემ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა თანაცხოვრების პერიოდში თანასაკუთრებაში არსებული ქონების მიღება, რის საფუძველზეც ½ წილი მიიღო კიდეც, ხოლო მოგვიანებით დარჩენილი ½-დან ერთი მეოთხედიც მიიღო მემკვიდრეობით. ორი-სამი თვის წინ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------------------–-–---–--- რომელმაც მოითხოვა მამობის დადგენა. სარჩელის შეტანამდე დ------------–----ემ უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რადგან მემკვიდრე იწყებდა დავას. მამის ციხეში ყოფნის პერიოდში გაიგო, რომ არსებობდა ქორწინების მოწმობა, მივიდა სამოქალაქო რეესტრში, გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ არსებობდა ქორწინების რეგისტრაციის დოკუმენტი. მამას სასამართლო პროცესის დროს შეხვდა და ჰკითხა „ხომ არაფერი მიგიქარიაო?“, რაზეც ვ--------–---–-----მა უპასუხა, „ესეც იკადრა, რომ დოკუმენტი გააყალბაო.“ ამის შემდეგ ვ--------–---–-----მა საჩივრით მიმართა პროკურატურას დ------------–----ის მიერ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე. ვ--------–---–-----ი იყო სპოტსმენი, მას ჯანმრთელობის და წერა-კითხვის პრობლემები არ ჰქონია, თუმცა ციხეში ნერვიულობის ფონზე გადაიტანა ინფარქტი. მამის გარდაცვალების შემდეგ მამის მემკვიდრეობა მიიღო ოთახმა პირმა, თავად, ბებიამ, მისმა დამ და დ------------–----ემ. ბებიამ თავისი წილი დათმო მის სასარგებლოდ, შესაბამისად ამჟამად დ------------–----ე ¼-ი წილის და იმ ნახევრის მფლობელია, რომელიც მიითვისა, ანუ 5/8 მის საკუთრებაშია. დ------------–----ემ 2009 წელს, მას შემდეგ, რაც ეს ბინა სრულიად გარემონტდა და მას არანაირი მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული მათი ბინის მშენებლობაში, შეიტანა რაღაც ავეჯი, საძინებელი და აივანზე ჩასვა ფანჯრები, მხოლოდ ეს იყო მისი მონაწილეობა. ავეჯის და ნივთების ნახევრის საფასურის გადახდა სასამართლომ დააკისრა ვ--------–---–-----ს. დ------------–----ემ მიმართა სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მაგრამ შემდეგ აღარ წაუღია ნივთები. მოწმის ჩვენებით, მისი აზრით ქალბატონი დ--------- იღებდა ფოტოებს და აგროვებდა მასალებს იმ განზრახვით, რომ ხელში ჩაეგდო ქონება. ნათლად ჩანს როგორ მუშაობდნენ და აშენებდნენ მოწმის მამა და ბიძა ამ სახლს. ბიძამისი ხელს იქნევდა, რომ არ გადაეღო ფოტოები, ხოლო მამამისი ზურგით იდგა, რომ არ გადაეღო დ------------ოტო, მაგრამ ის მაინც იღებდა, ყოველთვის დაუპატიჟებელი სტუმარი იყო. 2008-2009 წელს დ------------ივანი მოაპირკეთა, მანამდე არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. მას არც ფულადი დახმარება არ გაუწევია ამ სახლის მშენებლობაში. მამა პირიქით ეხმარებოდა დ---------- დ--------- უვარდებოდა ძალით მოწმის მამის მეგობარ ქალბატონებს და თავ-პირს ამტვრევინებდა კედლებზე. ვ--------–---–-----ს ჰქონდა „ც“ ჰეპატიტი, 2-ჯერ იწვა საავადმყოფოში, როდესაც ციხიდან გამოვიდა, 2--- წელს თირკმელი ამოკვეთეს, რადგან სიმსივნე ჰქონდა, ვ--------–---–-----ი ამბობდა, რომ თირკმელი დ------------მოკვეთა და გაუყიდა. 2013 წელს ინფარქტი გადაიტანა. ამ დროს დ------------–----ესთან მამას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა. დ------------–----ე მივიდა მამის სანახავად და ყურადღებას აქცევდა გარკვეული პერიოდი. მოწმის განმარტებით, მამის გარდაცვალების შემდეგ 2015 წელს გაახსენდა, რომ მამა ცაგერში არ იყო ქორწინების დღეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------–--–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ი იყო მისი ბიძა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მისი დაბადების დღე არის 15 ოქტომბერს. დაბადების დღეს აღნიშნავდა გ--------–---–--------- ერთად. მასთან ერთად აღნიშნა 2----–-–-------------------აც. დაბადების დღეზე იყვნენ გ--------–---–---რი, ლ-------------–---–-, დ-----------------–---–ი და ვ--------–---–-----ი. გ---------------------- ვ--------–---–-----მა მიიყვანა საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე შუალედში. დიღმის მასივში ჭ--------–-------------ში შეწვეს მწვადი და მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი. ვ--------–---–-----ი შედარებით ადრე წავიდა, თუმცა რომელ საათზე, ზუსტად არ ახსოვს. მათი მონათხრობიდან იცის, რომ დააგვიანდათ იქიდან გამომდინარე, რომ გზაზე მოუვიდათ ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნული თარიღი ახსოვს იქიდან გამომდინარე, რომ თავად და გ--------–---–---რი იწყებდნენ მუშაობას. მისთვის ცნობილია, რომ აღმოაჩინეს ვ--------–---–-----ის და დ------------–----ის ქორწინების მოწმობა, რომელზეც ვ----------ცხადებდა, რომ იყო ფიქტიური. ქორწინების თარიღი დაამახსოვრდა იქიდან გამომდინარე, რომ ემთხვეოდა მისი დაბადების დღეს. დ------------–----ე უნახავს და მისთვის ცნობილია, რომ ვ--------–---–-----თან ჰქონდა გარკვეული სახის ურთიერთობა. დიღომში მდებარე სახლი ააშენა ვ--------–---–-----მა, რაშიც გ--------–---–---რიც ეხმარებოდა. მშენებლობა როდის დასრულდა, მას არ ახსოვს. ეს სახლი ეტაპობრივად კეთდებოდა, შემდეგ გ----------ააგრძელა მშენებლობა და რემონტი. გ--------–---–---რი მამამისთან ერთადაც ცხოვრობდა იმ სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მამის გარდაცვალების შემდგომ იქ გადავიდა საცხოვრებლად თავის ოჯახთან ერთად. დ------------–----ე იქ ცხოვრობდა თუ არა, მან არ იცის. დ------------–----ე სახლის აშენებისას იქ არ უნახავს და არ იცის იღებდა თუ არა მონაწილეობას მშენებლობაში. ვ--------–---–-----თან არ ჰქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ მის პირად ცხოვრებაზე რაიმე ეკითხა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-----------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ გ--------–---–---რი მისი ბავშვის ნათლიაა. 2----–-–------------------- იყო სახლში, გ----------ა ვ--------–---–-----ები მივიდნენ მასთან 12:00 საათიდან 13:00 საათამდე დროის შუალედში და წავიდნენ გ--------------–--–---–თან. გზად შეემთხვათ ავარია და ცოტა მოვიანებით ავიდნენ გ--------------–--–---–თან. დალიეს ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგ ასტკივდა ხელი. ვ--------–---–-----მა იგი წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც გადაუხვიეს ხელი. შემდეგ ვ--------–---–-----მა ტაქსით გაუშვა სახლში. ეს დღე ახსოვს იქიდან გამომდინარე, რომ გაახსენა გ--------–---–---რმა. მას და გ--------–---–---რს უნდა დაეწყოთ მუშაობა და უნდა მისულიყვნენ გასაუბრებაზე, თუმცა ვერ დაიწყო მუშაობა და აქიდან გამომდინარე დაამახსოვრდა. დ------------–----ეს იცნობს, მასთან იყო სტუმრად ბ--------------------ე, თუმცა როდის, არ ახსოვს. დიღომში მდებარე სახლში დ------------–----ესთან არ ყოფილა. მისთვის ცნობილია, რომ დ------------–----ე ვ--------–---–-----ის მეგობარი იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ი არის მისი ბიძა, რომელთანაც ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ დიღომში ბაბუის სახლში. 2----–-–------------------- კვლავ შეიკრიბნენ ბაბუასთან, რადგან იყო ბიძაშვილის - გ--------------–--–---–-- დაბადების დღე. დაბადების დღეზე იყვნენ დ-----------------–---–-, გ--------–---–---რი და ვ--------–---–-----ი. ისინი მივიდნენ ვ--------–---–-----ის მანქანით და უთხრეს, რომ პატარა ავარია შეემთხვათ და ახსოვს, რომ მის მეგობარს დ-----------------–---–- ხელი სტკიოდა. სტუმრები მივიდნენ შუადღეს და ბინდდებოდა, როცა წავიდნენ. დ-----------------–---–- და ვ--------–---–-----ი წავიდნენ ადრე. გ--------–---–---რი მუშაობას იწყებდა და სუფრაზე აღნიშნულ საკითხს განიხილავდნენ. ვ--------–---–-----ს თავის პირად ცხოვრებაზე მასთან არასოდეს უსაუბრია. დ------------–----ეს პირადად არ იცნობდა, ერთხელ ჰყავს სადღაც ნანახი. მისთვის ცნობილია, რომ ვ--------–---–-----თან დ------------–----ეს ჰქონდა ურთიერთობა. მისთვის ცნობილია, რომ ვ--------–---–-----ი ცხოვრობდა დიღომში კერძო სახლში, მაგრამ ზუსტი მისამართი არ იცის. დ------------–----ე ვ--------–---–-----ის სახლში მას არ უნახავს. ვ--------–---–-----ის სახლში ხვდებოდნენ გ--------–---–---რი და მისი ნათესავები. დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი სადმე ცხოვრობდნენ თუ არა ერთად, მან არ იცის. გ--------–---–---რმა უთხრა, რომ დ------------–----ე მის საკუთრებას ედავებოდა და გაყალბებული იყო ქორწინების მოწმობა. აქედან გამომდინარე გაიხსენეს აღნიშნული ფაქტი, რომ 2----–-–------------------- იყვნენ ერთად. გ--------------–--–---–- იმ წელს (2001 წ.) გახდა 19 წლის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-----–---–------- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ი არის მისი ძმა, რომელიც თავდაპირველად ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, განქორწინების შემდეგ კი დედასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დიღომში დაუსრულებელ სახლში და ცხოვრობდა იქ. 2008 წელს აღნიშნული სახლის პირველი სართული გაარემონტა გ--------–---–---რმა, ხოლო მეორე სართული დღეის მდგომარეობითაც გასაკეთებელია. ამ პერიოდში დ------------–----ე და მისი ძმა ვ--------–---–-----ი ცხოვრობდნენ ერთად. დ------------–----ეს და ვ--------–---–-----ს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, სულ ჩხუბობდნენ და ვ-------- სთხოვდა თავი დაენებებინა, მაგრამ დ--------- თავს არ ანებებდა. ვ--------–---–-----ს უყვარდა ქალებთან ურთიერთობა და დ------------ ურთიერთობის პარალელურად სხვასაც ხვდებოდა, რის გამოც დ------------–----ე დასდევდა, ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. დ------------–----ე მასთან მიდიოდა სტუმრად იმ პერიოდში, როდესაც ცხოვრობდნენ ის და ვ-------- ვაკეში. დ------------–----ე მიდიოდა დიღომშიც, მაგრამ მისი ძმა არ უშვებდა სახლში, რის გამოც ღობიდან გადადიოდა. სახლის მშენებლობა როდის დაიწყო, არ ახსოვს, ეს იყო სავარაუდოდ 1998-1999 წლებში. დ------------–----ე ამბობდა, რომ არ უნდოდა იმ სახლში ცხოვრება, რადგან ზარების ხმას ვერ იტანდა. მშენებლობის პერიოდში მას დ------------–----ე დიღმის სახლში არ უნახავს. თავად ხშირად იყო იმ სახლში, ალაგებდა, საჭმელს უკეთებდა თავის ძმას. ვინაიდან ახლოს ცხოვრობს, ძალიან ხშირად მიდიოდა თავის ძმასთან და ძმისშვილებთან ერთად. ვ--------–---–-----მა როდესაც ოპერაცია გაიკეთა, მას უვლიდა თავად და მისი და, დ--------- იქ არ ყოფილა. მკურნალობის ხარჯები თანამშრომლებმა აუგროვეს და ისე გადაიხადა. დ------------–----ის დაბადების დღეზე არ ყოფილა. მისთვის საკვები დ------------–----ეს არასოდეს მიუტანია. დ------------–----ეს სადავო სახლში არაფერი გაუკეთებია, გაკეთებული დაანგრია. მოწმის განმარტებით, დ------------–----ე მასთან ნამყოფია სტუმრად და თავადაც ნამყოფია დ------------–----ესთან სახლში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–-–---–------- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ი არის მისი ძმა. დ------------–----ე მისი ძმის მეგობარი ქალი იყო, მეუღლე არ ყოფილა. მისი ძმა დ------------–----ესთან ცხოვრობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 1992 წელს მისმა ძმამ მიიღო მიწის ნაკვეთი დ------–-- რომელსაც მეგობრები, ნათესავები, სიძე დაეხმარნენ და ააშენეს სახლი. 1998 წელს დასრულდა მშენებლობა, რის შემდეგ მისი ძმა იქ ცხოვრობდა. თავიდან მარტო ცხოვრობდა, 2008 წელს მისი ძმისშვილი გ--------–---–---რი დაქორწინდა, გაარემონტა სახლი და ისიც გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ დ------------–----ე დაუკავშირდა ვ--------–---–-----ს და უთხრა, რომ ახლობელმა ავეჯი აჩუქა და დაეწყო სახლში. ვ--------–---–-----ს ეზიზღებოდა დ------------–----ე და უნდოდა დაშორებოდა, მაგრამ დ--------- არ ანებებდა თავს, ღობიდან ძვრებოდა და ასე შედიოდა სახლში. მის ძმას უნდოდა დ---------სგან თავის დაღწევა. მათი და ცხოვრობს საბერძნეთში და სთავაზობდა ვ-------- მასთან ჩასულიყო, მაგრამ ვ--------–---–-----ი ვერ ტოვებდა მის მეგობარ ქალს. ერთ დღეს ვ--------–---–-----ი იყო მის მეგობარ ქალთან, როდესაც მივიდა ფანჯარასთან, დაინახა, რომ დ------------–----ე ამძვრალი იყო და ფანჯრიდან უყურებდა. ვ-------- შეეშინდა და გადაწყვიტა საჩივარი დაეწერა, რის გამოც სთხოვა გაყოლოდა, თუმცა მორიგე იყო და არ ეცალა. ვ--------–---–-----თან ერთად იყო, როდესაც დ------------–----ე დაუკავშირდა და დაემუქრა. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში დიღმის სახლში მივიდა პოლიცია, იპოვეს იარაღი და დააკავეს ვ--------–---–-----ი. ვ--------–---–-----მა უთხრა, რომ იარაღი დ--------- ეკუთვნოდა და მან დაუდო. აღნიშნულის შემდეგ მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, რომელიც დ------------–----ემ მოიგო და ნაკვეთების 70% მიეკუთვნა მას. დ------------–----ე ვ--------- მეუღლე არასოდეს ყოფილა, ერთ-ერთი მეგობრი ქალი იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს--–---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წელს დაოჯახდა გ--------–---–---რზე. გ--------–---–---რმა უთხრა, რომ მისი მშობლები განქორწინებული იყვნენ და მამამისის ცხოვრებაში არსებობდა ქალი, რომელიც პრობლემებს უქმნიდა. ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ დიღომში მდებარე სახლში. გადასვლამდე სახლი გაარემონტეს, მისი და მისი ოჯახის სახსრებით, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. რემონტის დროს დ--------- მას იქ არ უნახავს. დ------------–----ის და ვ--------–---–-----ის ურთიერთობის შესახებ იცის, რომ ვ-------- არ უნდოდა მასთან ურთიერთობა და ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ კონფლიქტი. 2----–--–- გ--------–---–---რი დაუკავშირდა და უთხრა, რომ დ------------–----ემ გააყალბა ქორწინების აქტზე ხელმოწერა და როგორც ჩანს ვ--------–---–-----ის ცოლიაო. ვ--------–---–-----ი ძალიან აღშფოთდა და სარჩელით მიმართა სასამართლოს. ის ამბობდა, რომ თავისუფალი ადამიანი იყო და ცოლი არ ჰყავდა. მას არასოდეს უნახავს დ------------–----ე დიღომის სახლში მათთან დარჩენილიყო. გიორგობას ვ--------–---–-----ი ყოველთვის აღნიშნავდა, ერთხელ დ------------–----ე მივიდა, რაზეც ვ------------ქვა „ვინ დაპატიჟა, რატომ მოვიდაო“ და ძალიან გაბრაზდა. დიღმის სახლში დ------------–----ემ ჩასვა მხოლოდ ფანჯრები, კარებები ვინ ჩასვა, არ იცის. დ------------–----ის ნივთები: ვიტრინა, ე.წ. „დესაო“, საწოლი, ჭაღები, სამზარეულოს ნაწილი, მაცივარი დღესაც მათ სახლშია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ს იცნობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი ცხოვრობდნენ დიღმის მეურნეობაში. ზუსტი დრო არ ახსოვს, მაგრამ ოთხმოცდაათიანი წლები იყო, როდესაც მიწის ნაკვეთი გადაეცა ვ--------–---–-----ის დედას ლ------ იგი ვ-------- სახლის აშენებაში დროდადრო ეხმარებოდა, როცა დრო ჰქონდა, კვირაში ერთი-ორი საათით. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ვ--------–---–-----ის ძმები: ა--------------------. გასამრჯელოს ვ--------–---–-----ი აძლევდა, სხვა არავინ. მისი შვილი დაახლოებით თვენახევარი ან ორი თვე ეხმარებოდა სახლის გალესვაში. ეს სახლი რა პერიოდში აშენდა, ზუსტად არ ახსოვს. დ------------–----ე პირველად სასამართლო პროცესზე ნახა. იმ სახლში მხოლოდ ვ--------–---–-----ის დედა ჰყავს ნანახი. იგი სამუშაოდ დილით მიდიოდა 09:30 საათზე და 17:00 საათიდან 17:30 საათზე მიდიოდა სახლში. იქ მას სხვა ქალი არ უნახავს. ბოლოს გ--------–---–---რმა გარედან გაალესინა კედლები და გასამრჯელოსაც გ--------–---–---რი უხდიდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ----–--------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ს იცნობს დიდი ხანია, მისი ფიზკულტურის მასწავლებელი იყო. ახლოს ცხოვრობდნენ ერთმანეთთან. მიწის ნაკვეთები დარიგდა მათ მეურნეობაში 1992-1993 წლებში. როგორც იცის, მიწის ნაკვეთი ვ--------–---–-----ს ეკუთვნოდა. დაახლოებით 1997 წელი იყო, როცა აშენდა სახლი ამ მიწის ნაკვეთზე. მამას -გ---------------–--ეს ეხმარებოდა ამ სახლის მშენებლობაზე, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, გაჯით გალესეს ერთი სართული, ხანდახან ეხმარებოდა მასალების მიტანაში. მშენებლობას ვ--------–---–-----ი აწარმოებდა, მაგრამ იქ დედამისიც იყო, რომელიც საკვებს ამზადებდა. ასევე, მიდიოდა ვ--------- ძმა ა-------–---–------. გასამრჯელოს იღებდა მამამისისგან, ხოლო მამისგან იცის, რომ მას ვ--------–---–-----ი უხდიდა გასამრჯელოს. დ------------–----ის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და არც დავის შესახებ სმენია რამე. თავად სისტემატიურად იქ არ იყო, პერიოდულად ეხმარებოდა მამას. იმ პერიოდში, როდესაც იგი ეხმარებოდა სამშენებლო საქმიანობაში, დ------------–----ე იქ არ უნახავს. რაც ხდებოდა ვ--------–---–-----თან მნიშვნელოვანი, ყოველთვის იცოდა, მაგრამ მის მეორე ქორწინებასთან დაკავშირებით არაფერი სმენია. იქ ერთადერთი ქალი ჰყავს ნანახი და ეს ქალბატონი იყო ვ--------- დედა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პ--–---–---–------- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ი არის მისი ძმა. 90-იან წლებში ვ--------–---–-----ი ცხოვრობდა დედასთან და ძმასთან ერთად. 1992 წელს ნაკვეთები დაარიგა მეურნეობის დირექტორმა, რომელთაგან მიწის ნაკვეთი მოუწია მას, მის ძმებს და დედას. მიწის ნაკვეთი მდებარეობს სავაჭრო ცენტრ „კარფურთან“ მ----------------–--------------------–----- მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მისმა ძმამ დაიწყო მშენებლობა 1996-1998 წლებში, თუ სწორად ახსოვს, რომელსაც ეხმარებოდა მისი ძმა - ა---------–-–---–------, სიძე და მეზობლები. თავიდან ააშენეს ერთი ოთახი, სადაც ცხოვრობდა დედა და ძმა. როცა სახლი ააშენა, ვ--------–---–-----ს ცოლ-შვილი ჰყავდა, 1980 წელს დაიბადა მისი ძმისშვილი - გ--------–---–---რი. გ----------ედასთან ერთად ცხოვრობდა დიღომში. გ--------–---–---რმა 2008 წელს მოიყვანა ცოლი, ქორწილში დ------------–----ე არ ყოფილა. მისმა ძმამ და გ--------–---–---რმა გააკეთეს რემონტი და გ----------ასახლდა იქ ცოლთან ერთად. წელი არ ახსოვს, დ------------–----ე გააცნო მისმა ძმამ, როგორც მეგობარი. მათ ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა სულ კამათობდნენ. მათი კამათის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ვ--------–---–-----ს ჰყავდა სხვა მეგობარი ქალებიც, რის გამოც დ------------–----ე ეჩხუბებოდა. დ------------–----ე ეუბნებოდა, რომ ვიღაც ქალთან ერთად ყოფნის დროს ნახა ვ--------–---–-----ი. დ------------–----ე მისი ძმის სახლში მიდიოდა და არ ანებებდა თავს. მათ ურთიერთობა ჰქონდათ 2008 წლამდე, ხან ერთად იყვნენ, ხან კამათობდნენ. ბინის მშენებლობა როდესაც მიმდინარეობდა, ვ--------–---–-----ი ცხოვრობდა დ------–-- ხოლო დ------------–----ე ვაკეში თავის სახლში. დ------------–----ეს სახლის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დ------------–----ის და ვ--------–---–-----ის ქორწინების შესახებ გაიგო 2----–--–-. ვ--------–---–-----ი ამტკიცებდა, რომ მას ხელი არ მოუწერია დ------------–----ესთან ქორწინების აქტზე. ვ--------–---–-----ს და დ------------–----ეს შორის ქონებასთან დაკავშირებით დავა დაიწყო 2----–--–-. დ------------–----ე მასთან მიდიოდა სტუმრად, თუმცა ხშირად არა. მშენებლობის პერიოდში დ------------–----ე მიდიოდა ბინაში მძღოლთან ერთად, არაფერს აკეთებდა უბრალოდ იჯდა. დ------------–----ეს და ვ--------–---–-----ს ცოლ-ქმრული კავშირი არ ჰქონიათ, მხოლოდ მეგობრები იყვნენ. მისი ძმისგან იცის, რომ ქორწინების აქტი ყალბი იყო. დიღომში მდებარე სახლში ფანჯრები დ------------–----ემ გააკეთა. დ---------- ერთი ოთახის ავეჯი მიტანა, მისმა ძმამ უთხრა, რომ არ უნდოდა ეს ავეჯი, მაგრამ დ---------- უთხრა, „მაჩუქეს და სად წავიღოო“, რის შემდეგაც ძალით შეიტანა და დააწყო სახლში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ 1997-1998 წლებში წავიდა საქართველოს შეიარაღებულ ჯარში, სადაც გაიცნო გ--------–---–---რი. იგი არის მისი შვილის ნათლია და აქვთ მეგობრული ურთიერთობა. ჯარში ყოფნის პერიოდში დადიოდა მეგობრებთან ერთად გ------------ სახლში, რომელიც მდებარეობდა ქ.თბილისში, კ-------------------–---------------------------------------------. სახლში ხვდებოდა ვ--------–---–-----ი, გ--------–---–---რი და ბებო, რომლის სახელიც არ ახსოვს. 2011-2012 წლებში გ--------–---–-------გან გაიგო, რომ ქონებასთან დაკავშირებით ჰქონდა დავა მამამისს - ვ--------–---–-----ს დ------------–----ესთან და ჰკითხა, შეეძლო თუ არა დადასტურება, რომ იქ ნამდვილად დადიოდა, რაზეც თანხმობა განაცხადა. პროცესამდე ორი დღით ადრე თუ წინა დღეს დაუკავშირდა ტელეფონზე დ------------–----ე, რომელიც ლანძღავდა გ--------–---–---რს და მის ოჯახს და ეუბნებოდა, რომ მათთვის მხარი არ უნდა დაეჭირა და მისი შვილისთვის მიეხედა. აღნიშნული სამჯერ გაუმეორა, რაც არ ესიამოვნა და უთხრა, შვილს რატომ მიხსენებთ, მუქარაა თუ რა არისო. უთხრა, რომ არ სიამოვნებდა მის მეგობარს რომ ლანძღავდა და გაუთიშა ტელეფონი. გ--------–---–-------გან იცის, რომ მამამისმა მიიღო მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლს ეტაპობრივად აშენდებდა. 2008 წელს გ---------–ოლი მოიყვანა და უკვე სახლი დასრულებული იყო. 1997 წელს სარდაფი იყო მხოლოდ და ერთი ოთახი, სადაც რჩებოდნენ, შავი კარკასი იყო სახურავში მოქცეული. მისთვის ცნობილია, რომ გ--------–---–---რი და მამამისი ვ--------–---–-----ი აკეთებდნენ სახლს. გ-------- ქორწილის დღეს სამზარეულო გარემონტებული იყო, ოთახებიც და პირველი სართული კარგად მოწყობილი იყო. დ------------–----ეს არ შეხვედრია, გ--------გან იცოდა მის შესახებ. 2011-2----–--–- სასამართლოს მისცა ჩვენება, დ--------- ედავებოდა, რომ მან გააკეთა სახლი. როგორც იცის დ------------–----ემ გამოაცხადა მეუღლედ თავი. დ------------–----ე იმ სახლში არ უნახავს და არც მუშები უნახავს. დ------------–----ესთან სატელეფონო საუბარი აღიქვა მუქარად. სატელეფონო ზარის შემდეგ დაიკითხა მოწმის სახით, სასამართლოსთვის არ განუცხადებია მუქარის შესახებ. დ------------–----ე დიღომში სტუმრად არ ყოფილა. მისი მისვლისას შესაძლოა დ------------–----ე სახლში იყო და მას არ უნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ც-–-----------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ი არის მისი ბიძა - დედის ძმა და ჰქონდათ ძალიან ახლო ურთიერთობა. ვ----------არდაცვალებამდე ცხოვრობდა დ-----------------------–---–-----–----–------------აში მდებარე მის სახლში. მას ჰქონდა მიწის ნაკვეთი მიღებული 90-იან წლებში მიწის რეფორმის შედეგად, სადაც წლების განმავლობაში აშენებდა სახლს. აღნიშნულ სახლში გ--------–---–---რმა გააკეთა რემონტი. ვ--------–---–-----ი დააკავეს იარაღის უკანანო შენახვისთვის, რა დროსაც მიიღო მცირე ინსულტი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელ-ფეხი ჰქონდა გაჩერებული, ხოლო მოგვიანებით მესამე ინსულტი მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ვ--------–---–-----მა ციხიდან გამოსვლის შემდეგ უთხრა, რომ „ხელი მქონია მოწერილი, რომელიც არ ვიცოდიო“, ყალბი ხელმოწერა იყო და ამაზე ნერვიულობდა. ვ--------–---–-----ი ამბობდა „ქორწინების მოწმობა ყალბია, არ მაქვს ხელი მოწერილი დ------------–----ესთან ქორწინებაზეო“. ვ--------–---–-----ი ქორწინებაში იმყოფებოდა მის მეუღლესთან ც-–-----------–--–---–----, რომელთანაც გარდაცვალებამდე უკვე განქორწინებული იყო. დ------------–----ეს იცნობს ვ--------–---–-----ისგან, მასთან ჰქონდა გარკვეული ურთიერთობები და რაღაც პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ სავარაუდოდ ვაკეში, ნამყოფი არ არის თავად და დანამდვილებით არ იცის. შემდეგ ვ--------–---–-----მა სახლი ააშენა და იქ გადავიდა, რის მერე ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. დ------------–----ე დიღომის სახლში არ ცხოვრობდა, ისე ხანდახან მიდიოდა, 2-3-ჯერ არის შეხვედრილი იმ სახლში. გარდაცვალების მომენტში ვ--------–---–-----ი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. ვ--------–---–-----თან ხშირად დადიოდა სახლში, იგი ენდობოდა და ყველაფერს უყვებოდა ბოლო წლებში. ქორწინების მოწმობა გაყალბებული რომ იყო, იცის ვ--------–---–-----ისგან გადმოცემით. დ------------–----ემ მიიტანა ავეჯი სახლში, რის გამოც გ--------–---–------- შეძენილი ავეჯი გადაადგილეს და დ------------–----ის მიტანილი ავეჯი დაალაგეს. გ--------–---–---რმა რემონტი გააკეთა ზემოთმითითებულ სახლში. ამის შემდეგ ამ სახლში დ------------–----ემაც გააკეთა რაღაცეები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის საჯარო რეესტრის არქივში არქივარიუსის პოზიციაზე. 2013 წლის 27 თებერვალს მისი სამსახურის არქივიდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ ამოღებული იქნა ვ--------–---–-----ის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც დაილუქა. აღნიშნულზე შედგა ამოღების ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ----–-------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის სექტემბრიდან მუშაობს ს----–-–-------------------------------------------–-. 2----–--–-----------–-- თვეში სასამართლოს განჩინების საფუძველზე მისი სამსახურიდან კონკრეტულ პიროვნებაზე განცხორციელდა პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე არსებული მასალების დედნების ამოღება. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ამოღების ოქმი, რომელზეც მოაწერა ხელი. დოკუმენტაცია ეხებოდა ვ--------–---–-----ის მიერ პირადობის მოწმობის აღების დროს შევსებულ განცხადება-ანკეტას. გამომძიებელს ანკეტა გადაეცა დალუქული სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჭ---–-----–------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შს---------–---------–-–--------------------------------------–----------------–--------–-–-------------------–---–---------------------------------–-- თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები: კომისიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე შპს „მ--------------“, შპს „ჯ------–-----“ და შპს „ბ--–--------“ გამოითხოვა ინფორმაცია. მის მიერ ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შეადგინა ოქმები, რომელზეც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ-–----------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ქ.-----–---------–-–--------------------------------------–----------------–--------–-–-------------------–---- გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები, შეადგინა ოქმები, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და დაადასტურეს ხელისმოწერით. გახსნა და დაათვალიერა გ--------–---–------- მიერ წარდგენილი ქორწილის ვიდეოჩანაწერი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ----–------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–-- მას გამომძიებელ ხ------------–----------- გადაეწერა აღნიშნული სს საქმე. მან გამოკითხა მოწმეები, სადავო ქონებას დაადო ყადაღა. შემდეგ სხვა განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ და საქმე გადააწერა ჭ---–-----–------. პატაკით მოხდა საქმის მისთვის გადაცემა ხ------------–-----------. რამდენი ტომი და ფურცელი იყო, არ შეუდგენიათ მიღება-ჩაბარების აქტი. ხ------------–------–----- საქმე რომ გადაეცა, აღწერილი და დანომრილი იყო, მას არ ჩაუსწორებია. მან ჩააბარა ჭ---–-----–------ პატაკით. გ--------–---–------- ადვოკატმა განცხადებით მიმართა პროკურატურას, რის შემდეგ მასალები გადაიგზავნა მასთან, ხოლო პროკურორის დავალების საფუძველზე გამოკითხა პირები, რომლებიც შემხებლობაში იყვნენ საქმესთან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–-------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–- გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა ს--–---------------ე, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი და ბრალდებულს გაუცვალა მტკიცებულებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხ------------–-------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–--------–-–-------------------–---–ი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2----–--–- განყოფილებას განცხადებით მიმართა ვ--------–---–-----მა. განცხადებას დართული ჰქონდა ქორწინების აქტის ჩანაწერი და უთითებდა გაყალბების თაობაზე, რის გამოც დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით. მის მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები, ამოიღო დოკუმენტაცია, დანიშნა ექსპერტიზები. ც------- საჯარო რეესტრიდან ამოიღო დოკუმენტი და ვინაიდან იცოდა, რომ ჟ------------–---–- იყო გარდაცვლილი და საჭირო იყო ესპერტიზის ჩატარება, ამოიღო სააქტო ჩანაწერის ჟურნალი მთლიანად. კვლევებისთვის წარადგინა შსს-ს მიერ გაცემული პირველადი ექსპერტიზის დასკვნა, სამხარაულის მიერ გაცემული დასკვნა, ალტერნატიული ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა და დანიშნა კომისიური ექსპერტიზა. ვ---------–---–-------ა და დ------------–----ის ქორწინების სააქტო ჩანაწერზე ჟ------------–---–-ს ხელმოწერა იქნებოდა, ვინაიდან მმაჩის გამგე იყო. სხვა აქტებზეც იყო ჟ------------–---–-ს ხელმოწერა სავარაუდოდ. ვ--------–---–-----ისგან მან აიღო ექსპერიმენტალური ნიმუშები. ნიმუშის აღების დროს თანხმობა განაცხადა ხელწერის ნიმუშის აღებაზე. მან შეადგინა თუ არა ოქმი, რომ ვ--------–---–-----ისგან ვერ აიღო ხელმოწერის ნიმუში, არ ახსოვს. ექსპერტს ვ--------–---–-----ის ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგინა იმიტომ, რომ არ მიიჩნია საჭიროდ. საქმის გადაცემისას მიღება-ჩაბარების აქტი არ დგება, რადგან საქმის მასალები აღწერილი და დანომრილია. საქმე სრულად გადასცა ვ----–------–----. მის მიერ ამოღებული ჟურნალი კუსტარულად იყო თუ არა აკინძული, ვერ იხსენებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–-----–--–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–- უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წელს მისი თანამშრომელი ჭ---–-----–------ გადავიდა სხვა სამსახურში, რის გამოც მას დაევალა განსახილველი საქმის გამოძიება, შეისწავლა საქმის მასალები და მიიღეს გადაწყვეტილება ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით. გაამზადა დოკუმენტაცია და ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. ამის შემდეგ დაცვის მხარეს გადასცა საქმეში არსებული დოკუმენტაცია სრულად. მის მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები, დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა და საქმე წარიმართა სასამართლოში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ----------–------ ჩვენებით დადგენილია, რომ 1----–-–-----------–-–----- იყო მმაჩის განყოფილების გამგე, 2----–-–----- მუშაობს ც------- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა სამოქალაქო აქტების წარმოება, საკრებულოდან შესული მასალების მიღება, სტატისტიკის შედგენა და გადაგზავნა ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში. ვ--------–---–-----ს არ იცნობს. 2----–--–- მასთან მივიდა გამომძიებელი, რომელმაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოიღო ვ--------–---–-----ის და დ------------–----ის ქორწინების აქტის ჩანაწერი. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ამოღების ოქმი. სასოფლო საბჭოდან გადაცემული ჟურნალი იყო 1999 წლიდან 2002 წლის ჩათვლით, გადაშალა და ნახა ვ--------–---–-----ის და დ------------–----ის ქორწინების აქტი, მაგრამ ჟურნალი ამოიღეს მთლიანად. 2002 წლის მეორე ნახევარში საკრებულოს მდივანმა ჟ------------–---–-- არქივში ჩააბარა ს------–------- საკრებულოს მიერ 1999-2002 წლების ქორწინების აქტების კუსტარულად აკინძული ჟურნალი, რომელშიც ჩაკერებული იყო ვ-–---–------- და დ----–------ 2----–-–------------------- შედგენილი N3 აქტი. ჟურნალის კუსტარულად აკინძვა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იუსტიციის სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა საჭირო რაოდენობით სტამბური წიგნების მოწოდებას. ამის გამო იძულებული იყვნენ დაეშალათ წიგნები და რამდენიმე ფურცელი გაენაწილებინათ სხვადასხვა საკრებულოებზე. ყოფილა შემთხვევა, რომ ფურცლების არქონის გამო დაუქსეროქსებიათ აქტები. ზოგჯერ ამ საკითხის მოგვარების მიზნით საკრებულოები თვითონვე სესხულობდნენ ერთმანეთისგან სააქტო ჩანაწერის ფურცლებს, რის გამოც ქორწინების რეგისტრაციის დროს აქტების მარჯვენა და მარცხენა მხარის განსხვავება არ ხდებოდა, მთავარი იყო შესაბამისი აქტები შევსებულიყო პირველ პირად. ყველა საკრებულოების გამოგზავნილი ქორწინების აქტები ინახებოდა მასთან რეესტრის არქივში, რომელიც დაცული იყო. უცხო პირს არქივში შესვლა არ შეეძლო და ამ საბუთებთან წვდომა ჰქონდა მხოლოდ მას. 2008 წელს ც------- რაიონში შეიქმნა ერთიანი ელექტრონული ბაზა და სადავო ქორწინების აქტი სხვა ანალოგიურ აქტებთან ერთად აღნიშნულ ბაზაში დაფიქსირდა 2008 წლის 2 ივნისს, რის შესახებაც მან წერილობით აცნობა გამოძიებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–-----–-------- ჩვენებით დადგენილია, რომ დ------------–----ე არის მისი ბიძაშვილი და იცნობს ბავშვობიდან. დ------------–----ემ და ვ--------–---–-----მა სოფელში მოაწერეს ხელი. ვ--------–---–-----ს დიდი ხანია იცნობდა, როგორც დ---------ს მეუღლეს, ხშირად მიდიოდა სტუმრად და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თარიღი არ ახსოვს, შემდეგ გამომძიებელმა გაახსენა, სოფელში იმყოფებოდა, ელოდებოდა მანქანის მისვლას, რა დროსაც შეხვდნენ ვ--------–---–-----ი და დ------------–----ე და უთხრეს, რომ სოფელში იყვნენ და თუ დრო ექნებოდა, მისულიყო სტუმრად. იგი მივიდა მათთან სახლში, სადაც სუფრა იყო გაშლილი. დ---------- და ვ--------- უთხრეს, რომ ხელი მოვაწერეთო, ვ--------–---–-----მა ისიც უთხრა „ეხლა ხომ ვარ საბუთიანიი სიძეო“. მან ადღეგრძელა და დალოცა დაქორწინებულები, ხანშიშესული კაცი იყო, რომელზეც უთხრეს, ეს დაგვეხმარა და ხელი მოვაწერეთო. სუფრაზე იმყოფებოდნენ დაახლოებით 7-8 კაცი. იგი თავად ხელის მოწერას არ დასწრებია. მოწმის ჩვენებით, მან იცის, რომ დიღომში მდებარე სახლი დ------------–----ემ ააშენა. დ------------–----ე თანხას აძლევდა, ვ--------–---–-----ი თავზე ადგა მუშებს და ერთად ააშენეს ეს სახლი. მშენებლობაზე პირველად რომ მივიდა, პირველი სართული არ იყო დამთავრებული, დ------------–----ემ უთხრა ქვიშა გვჭირდებაო და მიუტანა ქვიშა, ბოლოს რომ მივიდა, მეორე სართულზე ხის კიბეს და შემოღობვას აკეთებდნენ. დ------------–----ეს ამ სახლის აშენებაში ჭ----–--ე ეხმარებოდა, რომელიც მათი რაიონიდან არის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ წლებია იცნობს დ------------–----ეს. დ---------ს მშობლები იყვნენ მისი მეგობრები და აქედან გამომდინარე დაახლოვდნენ. ასევე, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ვ--------–---–-----თან. 2----–-–------------------- იმყოფებოდა ცაგერში. შუადღეს აივანზე სუფრასთან იჯდა მეუღლესთან, შვილთან და რ----------–---------- ერთად, რა დროსაც ჩამოიარა დ---------ს მამამ - ნ------------–------. მან მოიკითხა სტუმარი, მიიწვია სუფრასთან, მაგრამ ნ--------- უთხრა, რომ დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი იყვნენ გვერდით სოფელში - ა---–- ჩამოსული და სთხოვა გაყოლოდნენ და იქ გაეგრძელებინათ ქეიფი. მართლაც მივიდნენ სტუმრად ს--–--------- ოჯახში, შეიპატიჟეს ოთახში, სადაც გაშლილი იყო სუფრა, ისხდნენ მისთვის უცნობი მამაკაცები, რომლებიც ნ-----------–------ განმარტებით, ეხმარებოდნენ მოსავლის აღებაში. სუფრასთან იჯდა ვ--------–---–-----ი. ვ--------–---–-----ის და დ------------–----ის გვერდით იჯდა ხანშიშესული ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომელმაც მიმართა იქ მყოფთ, რომ თუ ვინმეს გაქვთ პირადობის მოწმობები გადმოგვაწოდეთო. პირადობის მოწმობა არავის აღმოაჩნდა. შემდეგ გაირკვა, რომ ხელს აწერდნენ ვ--------–---–-----ი და დ------------–----ე. მან უთხრა, რომ მას და მ--------------–--–---–- ჰქონდათ პირადობის მოწმობები, რომელიც გადასცეს აღნიშნულ მამაკაცს. ეს მამაკაცი აღმოჩნდა საბჭოს მდივანი - ჟ------------–---–-. ჟ-------–---–-- დაიწყო საქორწინო აქტების წაკითხვა, წაიკითხა ორი აქტი, რომ დაამთავრა წაკითხვა, ვ--------–---–-----ს გადასცა ხელმოსაწერად. ვ--------–---–-----მა მათ თვალწინ მოაწერა ხელი და გადასცა დ------------–----ეს ხელის მოსაწერად. დ----------ც მოაწერა ხელი, შემდეგ კი მათ გადააწოდა. მანაც წაიკითხა ორივე აქტი, მოაწერა ხელი, ხოლო შემდეგ მ--------– მოაწერა ხელი. მან გამოართვა ჟურნალი მ--------------–--–---–- და გადააწოდა ჟ------------–---–-, რომელმაც ორივე აქტზე მოაწერა ხელი. დაინტერესდა და ჩახედა ჟურნალს, რომელშიც რაღაც დაწერილი ქაღალდები იყო ჩაყრილი და უცბად თვალში მოხვდა დ------------–----ის და ვ--------–---–-----ის განცხადება. ამის შემდეგ წამოვიდა სახლში. მოწმის ჩვენებით, სუფრაზე ამ მომენტისათვის იმყოფებოდა დაახლოებით 6-8 ადამიანი. დიღომში სადავო სახლში ნამყოფია. ვ--------–---–-----ისა და დ------------–----ის ხელმოწერის დროს არ იცოდა, რომ დიღომში სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა. ამის შესახებ გაიგო 2--- წელს, როდესაც დ---------ს მამა გარდაიცვალა. იცნობდა ვ--------–---–-----ის დედას, სანათესაოს, სურათები აქვს გადაღებული ვ--------- ძმასთან, დისშვილთან, დედამისთან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ს იცნობდა. ვ--------–---–-----ის და დ------------–----ის შესახებ იცის, რომ ცოლ-ქმარი იყვნენ. დ------------–----ემ გააცნო ვ--------–---–-----ი ცაგერში. მათი ქორწინების შემსწრე იყო და მოწმის სახით მოაწერა ხელი. 2001 წლის ოქტომბერში მამას წამოსაყვანად ჩავიდა სოფელში. მამამისი იმ წელს გარდაიცვალა და აქედან გამომდინარე ახსოვს. შემთხვევით გაიარა დ---------ს მამამ - ნ------------–------ და დაპატიჟა სოფელში, დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი არიან ჩამოსული და სუფრა გვაქვს გაშლილიო. წაიყვანა სოფელში, სადაც მოხდა ხელისმოწერა. სუფრაზე დახვდა 5-6 კაცი, ნ------------------ რ------- ორი მისთვის უცხო მამაკაცი, ერთი გამხდარი, მაღალი, ჭაღარა თმით, რომელიც აღმოჩნდა სოფლის საბჭოს მდივანი. აღნიშნულმა პირმა თქვა, რომ დღეს სასიხარულო დღეა ვ--------–---–-----ი და დ------------–----ე ხელს აწერენო. აღნიშნულმა პირმა ბროშურის მაგვარი რვეული ამოიღო, სადაც ჩაწერა დ------------–----ის და ვ--------–---–-----ის სახელი-გვარები. შემდეგ იკითხა მოწმეები ვინ იქნებიან, რომ ჩავწეროო. ისე მოხდა, რომ პირადობის მოწმობები მხოლოდ მას და დედამისს - ქ------------------ აღმოაჩნდათ. მისი პირადობის მოწმობა გადააწოდა დედას, რომელმაც ორივეს პირადობის მოწმობა მიაწოდა აღნიშნულ პირს. ამ პიროვნებამ ჩაწერა მათი სახელი-გვარები. გადასცა დ------------–----ეს და შემდეგ ვ--------–---–-----ს. თუ არ ცდება, დ---------- მოაწერა პირველად ხელი, შემდეგ ვ--------–---–-----მა მოაწერა, შემდეგ დედამისმა და თავად. შეხედა და ნახა, რომ რაზეც მოაწერა ხელი, ქორწინების აქტი იყო. საკუთარი თვალით დაინახა ვ--------- და დ---------ს ხელის მოწერის მომენტი. ვ--------–---–-----მა იხუმრა „როგორც იქნა დაადგა საშველი და გავხდი კანონიერი სიძეო“. ჟურნალი წააგავდა 12-18 ფურცლიან თხელ ბროშურას, რომელსაც ბოლო ჰქონდა ძაფით შეკერილი, ეს ჟურნალი კუსტარულად იყო დამზადებული. ქორწინების აქტი ორ ეგზემპლარად იყო შევსებული, რადგან ორჯერ მოუწია ხელისმოწერა. ქორწინების აქტი გააფორმა საბჭოს მდივანმა - ჟ------------–---–--. ჟ------------–---–-- წაუკითხა აქტის შინაარსი ორჯერ და დედას ჰკითხა ორჯერ წაკითხვა რა საჭიროაო. ვ--------–---–-----ი აქტის წაკითხვისას იქ იმყოფებოდა და ბუნებრივია მოისმენდა მის შინაარსს, სუფრიდან არ ამდგარა და არ გასულა. ორივე აქტი იდენტური იყო შინაარსობრივად. ე.წ. „კაპიროვკით“ არ ყოფილა გადაწერილი, ორი ფურცელი იყო და ორჯერ მოაწერა ხელი. მან თავად დაინახა, როგორ აიღო ვ--------–---–-----მა კალამი და ხელის მოძრაობით გააკეთა ხელისმოწერა. ქორწინების აქტს გადახედა და იყო ვ--------–---–-----ის ხელისმოწერა. ჟ------------–---–-- აქტზე ბოლოს მოაწერა ხელი. აქტზე ბეჭდის დასმის ფაქტს ვერ იხსენებს. საბჭოს თავმჯდომარე რომ იქ იყო, ახსოვს იქიდან გამომდინარე, რომ მისვლისთანავე გააცნო ნ-----------–------- რაიონიდან რომ გაყვნენ, ნ-------- არ უთქვამს, რომ დ--------- და ვ-------- ხელს აწერდნენ. ქორწინების რეგისტრაციისას არ იცოდა დ------------ა ვ-------- დიღომში რომ ჰქონდათ უძრავი ქონება. ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში მათ სიფხიზლეში ეჭვი არ შეპარვია, მთვრალ მდგომარეობაში არავინ დახვედრია, ადეკვატურები იყვნენ, არც თავად მისულა მთვრალ მდგომარეობაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----–----–------ ჩვენებით დადგენილია, რომ დ------------–----ე არის მისი ბიძაშვილი. ვ--------–---–-----ი იყო დ------------–----ის მეუღლე და მასთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ვ--------–---–-----ი გააცნო დ------------–----ემ. პროფესიით არის მშენებელი, როცა ჰქონდა სამუშაო, ჩამოდიოდა და რჩებოდა ვ--------–---–-----თან და დ------------–----ესთან. მათთვის ცნობილი იყო მისი პროფესიის შესახებ. ვ--------–---–-----მა და დ------------–----ემ შესთავაზეს, რომ დაწყებული ჰქონდათ დიღომში მშენებლობა და დახმარებოდა მათ. მას ხშირად უწევდა იმ სახლში მისვლა. მას ვ--------–---–-----თან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა, რომელიც სთხოვდა მისულიყო და მიეყვანა ხელოსნები. მას მიყავდა ხელოსნები და შემდეგ ამოწმებდა, რას აკეთებდნენ. იქ ვ--------–---–-----ის დედა ხვდებოდა და დ------------–----ეც იქ ხშირად იმყოფებოდა. მას პირადად გაკეთებული აქვს ორ საძინებელში ლამინირება მის მეწყვილესთან ერთად. დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი იყვნენ ცოლ-ქმარი, რაც ყველა ნათესავმა იცოდა. შემოდგომის პერიოდი იყო, როდესაც რ----------–------ უთხრა, რომ დ------------–----ემ და ვ--------–---–-----მა ხელი მოაწერეს ს------–-----–-, რომელსაც თავად ესწრებოდა. მერე დ---------ს მამამ უთხრა, რომ დაუგეგმავად მოხდა ყველაფერიო. პირველად რომ მიიყვანეს დ------------–----ემ და ვ--------–---–-----მა დიღომში მდებარე სახლთან, საძირკველი ჩასხმული იყო და კედლების მშენებლობა იყო დაწყებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------------–----- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ს იცნობდა უფრო ადრე, ვიდრე გახდებოდა დ------------–----ის მეუღლე. დ------------–----ეს იცნობს წლების განმავლობაში და ოჯახებით მეგობრობენ. დ------------–----ეს და ვ--------–---–-----ს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მთელმა სანათესაომ იცოდა მათი ქორწინების შესახებ. რაიონში ყოფნისას შემთხვევით შეხვდნენ ვ--------–---–-----ი და დ------------–----ე, რომლებმაც უთხრეს, რომ ხელი მოაწერეს ს------–-----–-. ხელმოწერამდე 8-9 წლით წინ მათ ოჯახი ჰქონდათ შექმნილი. როცა ოჯახი შეექმნეს, ვ--------–---–-----ს არ ჰქონდა არანაირი ქონება, დ--------- ჰქონდა ბინა მ--------–---–---------–- და იქ ცხოვრობდნენ. დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთი როდის იყიდეს, არ იცის, მშენებლობა დაიწყო 2000-2001 წელს. 2----–--–- დ---------ს დასთან ერთად მივიდა დიღომში მდებარე სახლის სანახავად და გაოცებული დარჩა, რადგან სახლი არაჩვეულებრივად ჰქონდათ მოწყობილი. ვ--------–---–-----მა გაიკეთა ოპერაცია, რის გამოც დ------------ული ასესხა, ვალის დასაბრუნებლად დ---------- გაყიდა მ--------–---–--- მდებარე ბინა, რადგან დ---------ს გარდა ვ--------–---–-----ს არავინ პატრონობდა. ვ--------–---–-----ის ნათესავები დ---------ს მშობლების პანაშვიდებზე დადიოდნენ. მოწმის ჩვენებით, დიღომში მდებარე სადავო სახლი დ------------–----ის ფულით შენდებოდა, რომელსაც იგი დიდხანს აშენებდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ----------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ დ------------–----ე გაიცნო 22-25 წლის წინ ვ--------–---–-----ის მეშვეობით. დეიდასთან იყო სტუმრად და იქიდან ვ--------- წაიყვანა მისი ცოლის გასაცნობად. მიიყვანა დ---------ს სახლში ბახტრიონზე და გააცნო, როგორც მისი მეუღლე. ამის შემდეგაც ხშირად მიდიოდნენ დ------------ და დღემდე აქვს ურთიერთობა, როგორც რძალთან. ვ---------ა და დ---------ს ხელმოწერაზე არ ყოფილა, მაგრამ ვ---------გან იცის, რომ დ------------–----ე იყო მისი კანონიერი მეუღლე. ორჯერ არის დიღმის სახლში ნამყოფი, ორივეჯერ იქ დახვდა დ---------. დეიდის სანახავად მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ ვ-------- დიღომში იყო წასული და წაიყვანეს იქ. ვ--------–---–-----ი და დ------------–----ე სახლს აშენებდნენ ერთად. თავად როცა იყო მისული, სახლს სახურავი ჰქონდა, პირველ სართულზე ფანჯრები იყო, მაგრამ მოსაპირკეთებელი იყო ყველაფერი. სახლის აშენებაში დ--------- მონაწილეობდა, ერთად აშენებდნენ სახლს. ვ--------–---–-----ი თავიდან არ ავადმყოფობდა, მაგრამ შემდეგ ნაღვლის ოპერაცია გაიკეთა. მისი დისგან და ნათესავებისგან იცის, რომ საავადმყოფოში ვ-------- დ--------- უვლიდა და პატრონობდა. დეიდამისისგან იცის, რომ დ--------- იყო მისი რძალი და ვ--------–---–-----მა ძალიან კარგი ქალი მოიყვანა ცოლად. მოწმის ჩვენებით, მას არ უკითხავს ვ--------–---–-----ისთვის სად მოაწერეს ხელი, ამაზე არ უსაუბრიათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს---------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ დ------------–----ე გაიცნო ვ--------–---–-----ის დეიდის ოჯახში. დ------------–----ესთან ნამყოფია დიღმის სახლში, 2001 წელს პირად საქმეზე დაუკავშირდა და მივიდა, სადაც საძირკველი იყო ჩაყრილი და პირველი სართული შენდებოდა. დ------------–----ე გააცნო ვ--------–---–-----მა, როგორც მეუღლე. დ------------–----ეს და ვ--------–---–-----ს შეხვედრია გასვენებებში. ვ--------–---–-----ისგან და მისი დედისგან იცის, რომ ვ-------- დ------------–----ესთან ქორწინებაში იყო და მისი მეუღლე იყო. მასთან იყვნენ მისულები სახლში და დეიდაშვილები ეხუმრებოდნენ, „მართლა ცოლია თუ ხუმრობო“, რაზეც ვ--------–---–-----მა უპასუხა, „ხელი გვაქვს მოწერილიო.“ ვ--------–---–-----ისგან იცის, რომ დ------------–----ე მისი მეუღლე იყო და ხელი მოაწერეს, ასე გააცნო დ--------- დედამისსაც.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ო-–----------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ დ------------–----ეს იცნობს, მეზობლები არიან ც------- რაიონში. ვ--------–---–-----ს იცნობდა, დ------------–----ემ გააცნო, როგორც მისი მეუღლე. ერთხელ მათთან იმყოფებოდა სახლში, საუბრისას ვ--------–---–-----მა უთხრა, რომ სახლს აშენებდა დ------–-- რაღაცის დათვლა უნდოდა და გაყოლოდა, რაზეც დათანხმდა და გაყვა. დ---------, ვ-------- და თავად წავიდნენ დიღომში. მან სახლი ნახა იმ მდგომარეობაში, რომ პირველი სართული აშენებული იყო და სარტყელი ჰქონდა შემოვლებული. ვ--------–---–-----მა უთხრა, რომ სჭირდებოდა ხის მასალა და დაეანგარიშებინა რამდენი დასჭირდებოდა. ჰკითხა რამდენ სართულს აშენებთო, რაზეც ვ--------- უთხრა ორ სართულსო, დ------------–----ე შეეკამათა „შენ რა გენაღვლებაო,“ რაზეც ვ--------–---–-----მა უთხრა „ორივე ერთად გავაკეთებთო“. დაუანგარიშა და დადგინდა, რომ საჭირო იყო 27 კუბამეტრამდე მასალა. 2 კუბამეტრი მასალა მას ჰქონდა სოფელში და შეპირდა, რომ აჩუქებდა, დ------------–----ემ უთხრა, რომ თუ საშუალება იქნებოდა, გამოეგზავნა. მანქანა მოდიოდა, რომლის მძღოლს გამოატანა და აჩუქა აღნიშნული მასალა. არჩევნების პერიოდში დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი ჩავიდნენ სოფელში, ვ--------–---–-----მა უთხრა „ახლა ოფიციალური დიპლომიანი სიძე ვარ თქვენი და იცოდეო, ხელი გუშინ მოვაწერეთ ოფიციალურადო.“ ეს გარემოება დ------------–----ის მშობლებს მიულოცა იმ დღესვე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–------------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობდა ვ--------–---–-----ს, გაიცნო დ------------–----ის დასთან გ---–--------–---------- ოჯახში. გ---–--------–---------- სამუშაოს ასრულებდა, ოთახების კარებები გააკეთა, კედლის მოპირკეთება და კიდევ რაღაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ აღარ გაუკეთებია. დაუკავშირდა დ------------–----ე, მივიდა ვ--------–---–-----ი და შეთანხმდნენ ფორმაზე, მასალებზე. შეასრულა სამუშაოები და შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ თანხა აიღო დ------------–----ისგან. მ------– უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ფინანსური პრობლემა იყო და ვეღარ გააკეთა. ფორმებზე მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ძირითადად ვ--------–---–-----ი, თანხა დ------------–----ემ მისცა. მ-------- მოელაპარაკა ვ--------–---–-----ს, მაგრამ დ------------–----ემ უთხრა, ცოტა ხანს თავს შევიკავებთ, თანხის უქონლობის გამოო. თითქმის ორი თვე იმუშავა დიღომში მდებარე სახლში, სადაც ვ--------–---–-----ის, დ------------–----ის და კაფელის ხელოსანის გარდა არავინ უნახავს. 2009 წელს შეასრულა სამუშაოები. როგორც ახსოვს იქ ძველი კარები ამოიღო და ახალი დააყენა, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ გასამრჯელო აიღო დაახლოებით 4000 ლარი. ამის შემდეგ ვ--------–---–-----თან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ვ--------–---–-----ს და დ------------–----ეს, როგორც ცოლ-ქმარს, ისე იცნობდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ი გაიცნო 2004 წელს. დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი მის მეზობლად ჭ------------------------–- გადავიდნენ საცხოვრებლად, დ------------–----ე დღესაც იქ ცხოვრობს, ვ--------–---–-----ი იქაც ცხოვრობდა და დიღომშიც. ერთ დღეს ვ--------–---–-----ი დაუკავშირდა, დ---------- სუფრა გაშალა, იქეიფეს, რა დროსაც შესთავაზეს, რომ ემუშავა მძღოლად, რაზეც დათანხმდა. დ------------–----ე დაყავდა დიღომში. პირადად მას დიღომში საჭმელი მიჰქონდა ვ--------–---–-----ის დედისთვის და ძაღლისთვის. იყო შემთხვევა, რომ მისულან დიღომში და წამოსულან, ან ტოვებდა დ------------ა შემდეგ აკითხავდა. ერთხელ იყო შემთხვევა, რომ დ------------–----ე წაიყვანა მუშებთან ერთად, ასევე სახლთან დახვდათ ორი კაცი, ხოლო ორჯერ ელიავას ბაზრობიდან აიყვანეს მუშები. თავიდან რომ მივიდა დიღომში მდებარე სახლში, ვ--------–---–-----იც იქ იყო და მიწის ნაკვეთი დაათვალიერებინეს. ვ--------–---–-----მა უთხრა ვენახი მაქვს და მინდა გავყიდო, რადგან სახლი მაქვს გასაკეთებელიო. იმ დროს იქ ერთი ოთახი იყო, სხვა არაფერი არ იყო. მოწმის ჩვენებით, დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ თუ არა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. დაახლოებით 2005-2--- წელში მუშაობდა მძღოლად, თუმცა ზუსტი თარიღები არ ახსოვს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ფ-------------–----- ჩვენებით დადგენილია, რომ დაიბადა და გაიზარდა ლ----------------–-, დ------------–----ის ოჯახიც ცხოვრობდა ლ----------------–-. შემდეგ მუშაობა დაიწყო პროკურატურაში და იქ გაიცნო დ------------–----ე, რომელსაც დაუმეგობრდა. ამის შემდეგ გაიგო, რომ დ--------- დაოჯახდა. ლ------–- ისვენებდა შვილებთან ერთად, სადაც შეხვდა დ------------–----ე და მისი მეუღლე ვ-------–---–------. თ--------------- სასტუმროში ისვენებდნენ, რომელსაც დ------------–----ემ მადლობა გადაუხადა, რადგან მომსახურების თანხა არ გამოართვა. აღნიშნულზე თ-------- უპასუხა, „პირველად ჩამოხვედი ჩვენი საყვარელი ქალბატონი მეუღლესთან ერთად სტუმრად და სტუმრად ჩამოსულ სიძეს ფულს როგორ გადავახდევინებო“. 10 დღე ისვენებდნენ იქ და ხვდებოდა ცოლ-ქმარს, შემდეგ დაბრუნდნენ თბილისში. ვ--------–---–-----ი ნახა დ---------ს მშობლების პანაშვიდებზე, დაკრძალვაზე. ვ------------ირკმლის ოპერაცია გაიკეთა, სანახავად იყო მისული ორჯერ, ორივეჯერ დ--------- ადგა თავზე, უთხრა გადი ხანდახან საავადმყოფოდან, ჯანმრთელობა შენც არ გიწყობს ხელსო და შეეცვალე ვინმესო, რაზეც დ------------–----ემ უპასუხა, რომ მეუღლეს ვერ დატოვებდა. მოწმის ჩვენებით, მას არ უსაუბრია დ------------–----ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თუ არა. რაიონში ისეთი სიტუაცია იყო, რომ მეგობარ მამაკაცს ოჯახში ვერ მიიყვანდა და ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა არ მოუთხოვია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ს გაიცნო დ------------–----ისგან ვაკეში და შემდგომ შეასრულა დიღომში მდებარე სახლში სამუშაოები. ზ---------------- და ა-----–----–------ სთხოვეს შეესრულებინა სამუშაოები. გასაკეთებელი იყო სარდაფის სამუშაოები, კიბის საფეხურები და შემდეგ გადახურვა. მან შეასრულა გადახურვითი სამუშაოები, კიბის მოაჯირები, შეაკეთა ჭერი და მისაღებში შეთეთრება. სამშენებლო მასალებს დ------------–----ე ყიდულობდა ელიავაზე მასთან ერთად და ანაზღაურებასაც უხდიდა დ------------–----ე. სამუშაოები შეასრულა ზ------------------, თ-------------------------, გ------–---------–------- და ა-----–----–------თან ერთად. სამუშაოებს ასრულებდნენ ერთი თვის მანძილზე. დ------------–----ეს ყოველდღიურად მიჰქონდა სადილი. ვ--------–---–-----მა ერთხელ მისცა მიმართულება გადახურვის გაკეთების პროცესში. 2011 წელს კვლავ დაუკავშირდნენ და შეცვალა პლასტმასი. კიბის საფეხურების სამუშაოები მუშა ნ---------- შეასრულა, ხოლო მონტაჟი თავად გააგრძელა. დ------------–----ის გარდა, მისთვის გასამრჯელო არავის გადაუხდია. მისი მუშაობის დროს ვ--------–---–-----ის ძმა იყო მისული სტუმრად. დაახლოებით 2011 წელს შეასრულა სამუშაოები. შენობა-ნაგებობა უკვე გაკეთებული იყო, როცა თავად მუშაობდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ---------–-------- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ი გაიცნო დ------------–----ის დასთან. მის მიერ დიღომში მდებარე სახლში დაახლოებით 10 წლის უკან, 2009-2010 წლებში გაყვანილი იქნა ელექტროობა მთლიან სახლში და სარდაფში. ვ--------–---–-----ი აძლევდა მითითებებს, სად რა უნდა გაეკეთებინა. მასალებზე დადიოდა დ------------–----ესთან ერთად. როცა აკლდებოდა ფული, დ------------–----ე იხდიდა, როცა რამე აკლდებოდათ, დ------------ ერთად მიდიოდა, ყიდულობდნენ და მოჰქონდათ, სხვას არასოდეს არაფერი უყიდია. სადილი დ------------–----ეს მიჰქონდა, ვ--------- დედა უშლიდა სუფრას. შრომის ანაზღაურება დ------------–----ის გარდა არავის გადაუხდია, ერთხელ თანხა დასჭირდა და ვ-------- მოსთხოვა, რომელმაც დ------------ გადაამისამართა. სტუმრად მივიდა ვ--------- ძმა, რომლის სახელი არ ახსოვს. 5-6 თვე მაინც მუშაობდა ამ სახლში. სახლში სარემონტო სამუშაოები იყო გაკეთებული მისაღებ ოთახში და ვ--------- ოთახში, მაგრამ ელექტროობა არ მუშაობდა და გადააკეთა მთლიანად, დანარჩენი გასაკეთებელი იყო სულ. წყალი იყო ჩამოსული და რემონტი გასაკეთებელი იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ--------------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ დ------------–----ის მეზობელს გაუკეთა კარ-ფანჯრები და იქიდან გაიცნო დ------------–----ე, რომელმაც სთხოვა დიღომში სამუშაოების შესრულება. შეთანხმდნენ სამუშაოს შესრულებაზე, ფანჯრების გამოცვლა სარდაფშიც და შეცვალეს შუშაბანდი. დ------------–----ის თხოვნით მიიყვანა მისი მეგობარი - ს----------------- რომელმაც კაფელ-მეტლახი დააგო. ს-----------------მ მისი ბიძა მიიყვანა სამუშაოდ, რომელმაც რაღაც სამუშოები შეასრულა. ს------ ნორმალურად ვერ გააკეთა მეტლახი პრობლემა შეიქმნა და დ--------- დაუკავშირდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ს--------კვე მოსკოვში იყო წასული და მას მოუწია სხვა ხელოსანის მიყვანა და სამუშაოს დასრულება. დ------------–----ის თხოვნით ელიავას ბაზრობიდან მიჰქონდ მასალები. სახლის პირველ სართულზე მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრები გააკეთა, აივანიც და კარები გააკეთა, სარდაფში სველი წერტილი და აბაზანის კარები. დ---------ს თხოვნით შეუძენია სამშენებლო მასალები, რომლის თანხას დ------------–----ე უხდიდა. სამუშაოები ეტაპობრივად გრძელდებოდა და 4-6 თვე გაგრძელდა, ყველაფრის ფულს უხდიდა დ------------–----ე. საბუთის გარეშე არ მოუტანია ოფიციალურად მუშაობდა, 9000-10 000 ლარის ფარგლებში იყო მისთის გადახდილი თანხა, რაზეც ხელმოწერილი აქვს დაწერილი. დ---------ს გარდა მისთვის თანხა არავის მიუცია. ერთი წლის შემდეგ ვ--------- დავალებით გაუკეთა ბადეები, მას თანხა არ გადაუხდია დ------------–----ესთან უთხრა მორიგდები მერეო. იმ სახლში ხედავდა ვ--------- დედას, რომელიც სადილებს უკეთებდა, დ------------ა ვ--------. რამდენიმე წლის შემდეგ საკეტი იყო გაფუჭებული და იმის შესაცვლელად მივიდა, რომელი წელი იყო არ ახსოვს ორი სამი წლის შემდეგ. 2008 წელში გახსნა ფირმა და პირველი შეკვეთა დ------------–----ის იყო რომელიც 2009 წელში განხორციელდა და ამიტომ ახსოვს წელი. ბრალდებულმა წარუდგინა გადახდის ქვითრები რაზეც მოწმემ დაადასტურა რომ მისი ხელმოწერაა და აღებული აქვს თანხა დ------------–----ისგან. როგორც ახსოვს ხის ფანჯრები იყო პატარა, გადიდება მოუწია და ახალი ჩასვა. წინა ხის ფანჯრები ვინ ჩასვა არ იცის. ხელწერილებს თანხის გადაცემის დროს წერდა მაშინვე. პირველ სართულზე იყო მხდოლოდ ხის ფანჯრები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------------------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 10 წელი გავიდა რაც მამა მის ცხოვრებაში გამოჩნდა, რომელიც მას გარდაცვლილი ეგონა. დედა ეუბნებოდა რომ აფხაზეთში დაიკარგა უგზო-უკვლოდ, სინამდვილეში თურმე დედა მიატოვა. როცა მამა გამოჩნდა, მალევე გააცნო დ------------–----ე როგორც მისი მეუღლე, ნახულობდა ყოფილა მათთან და იცნობდა როგორ მეუღლეს, მათ შვილები არ ჰყავდათ. დიღომში არაერთხელ ყოფილა, ვაკეშიც ყოფილა დ------------–----ესთან არაერთხელ, ვ-------- მიყავდა იქ, ღამეც დარჩა ერთხელ, დედა თურქეთში მუშაობდა დარეკა და მადლობა გადაუხადა, რომ თბილად მიიღო. 1 მარტი იყო კარზე გაიგონეს კაკუნის ხმა, დედამ კარი, რომ გააღო ეგრევე მიხურა და უთხრა, რომ უნდა გასულიყო. დედა გავიდა და გარედან ჩაკეტა კარები, ე.წ. „გლაზოკში“ გაიხედა და დაინახა რომ მამაკაცი ეხვეწებოდა „მანახე მანახე“. დედა მარტო შევიდა სახლში ის კაცი წავიდა. დედამ უთხრა რომ იყო მამის ნათესავი ბიძად ეკუთვნოდა და ხელცარიელი არ უნდოდა მისვალა, რაღაცაებს მიიტანდა და მივიდოდა, ცოტახანში მივიდა ვ--------–---–-----ი, გაეცნო ისაუბრეს და მიხვდა, რომ მამა იყო, რადგან დედისგან იცოდა მისი დაბადების თარიღი და მისი სპორტული კარიერა. ტირილი დაიწყო და უთხრა რომ მამა იყო მისი, მაშინ 15 წლის იყო, 10 წლის წინ იყო 2009 წელს. დიღმის სახლში ორჯერ არის ნამყოფი, უბრალოდ წაიყვანა მამამ. ვინაიდან იცოდა დედა რომ არ იყო სახლში დედის ახლობელთან იყო და ერთხელ წაიყვანა დასარჩენად. მამის გამოჩენამდე იცოდა რომ ჰყავდა ნახევარ და - და ძმა, ისინი არ გაუცნია, მათ არ უნდოდათ მისი გაცნობა. დ------------–----ე გააცნო ტანსაცმელი უყიდა, საყიდლებზე რომ წაიყვანა მისი დის შვილი ნ-----ააცნო ძალიან თბილად და კარგად ექცეოდა, მეტი შეხება არ ჰქონია. ვაკეში ხშირად მიდიოდა, ბევრჯერ ყოფილა. ვ--------–---–-----მა უთხრა, რომ მისი მეუღლე იყო დ------------–----ე, თუმცა დეტალები არ უკითხავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ი გაიცნო 1993 წელს. ვ--------–---–-----ი მიიყვანა მისმა მულმა დ------------–----ემ, იმ პერიოდში დედამთილი და მამამთილიც მათთან ცხოვრობდნენ, როდესაც ვ--------მ ოფიციალურად სთხოვა დ---------ს ხელი, რომ ცოლად უნდა მოეყვანა. გრძნობდნენ, რომ მათ უყვარდათ ერთამანეთი და არაფერი ჰქონდათ საწინააღმდეგო. ვ-------- ოფიციალური ქმარი იყო, არაერთხელ უთქვია დ------------–----ეს, რომ ვ-------- სთხოვდა ხელის მოწერას, მაგრამ თავდაპირველად მაინც აკვირდებოდნენ ვ--------- საქციელს, რადგან დ--------- თანამდებობის პირი იყო და კარგი ოჯახი ჰქონდათ. ერთ დღეს სოფელში წავიდნენ და გადაწვიტეს, რომ ხელი მოეწერათ, დ---------ს მეგობარიც იქ იყო ქ------------------ და ისინი აიყვანეს მოწმეებად. მისი დედამთილი და მამათილი გახარებულები იყვნენ, რომ ხელი მოაწერეს, თუმცა მას არც ეგონა, რომ ხელი არ ჰქონდათ მოწერილი იმიტომ, რომ რომ ოჯახი ჰქონდათ და ვ-------- მათთან ძალიან ხშირად დადიოდა. მისი მეუღლე რომ გარდაიცვალა, სიძედ გამოაცხადეს, მშენებლობა რომ დაიწყო, მისი მეუღლე ეხმარებოდა, პატივს სცემდნენ და ძალიან დაენანათ, რომ ვ----------დრეულ ასაკში გარდაიცვალა. ვ-------- ონკოლოგიურში რომ იწვა, იყო სანახავად მისული. ვ-------- დ------------–----ე ადგა თავზე, როგორც მეუღლე. დ------------–----ემ და ვ--------–---–-----მა 2001 წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი. ხელმოწერა ოხდა ს------–-----–-. თავად ხელმოწერას არ დასწრებია, დედამთილის და მამათილის გადმოცემით იცის ამ ფაქტის შესახებ. რომ ჩამოვიდნენ სოფლიდან, შემდეგ მიულოცა მათ ეს მოვლენა. ქორწილი არ გადაუხდიათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ი გაიცნო 1993 წელს მისი ცოლის ძმის ბინაში ქ---------ის ქუჩაზე. მისი სიდედრი იყო შეუძლოდ, იქ დადიოდა საღამოობით და ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს დ---------- მიიყვანა მათთვის უცხო კაცი და გააცნო. სიმამარმა ხელი ჩამოართვა, გადაკოცნა და ამის შემდეგ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და იყვნენ როგორც მოყვრები და ნათესავები. ერთხელ დიღომშიც ნამყოფია ეზოში, სახლში არ შესულა, დაპატიჟა ერთხელ, მაგრამ ვერ მივიდა, დრო არ ჰქონდა. დ------------–----ის და ვ--------- ქორწინებაზე იცის, რომ 2001 წელს წასულები იყვნენ ც-----–-- დ---------ს მამამ დარეკა და უთხრა, ვ--------- და დ---------- ეხლა მოაწერეს ხელიო. მერე ჩამოვიდნენ ერთად და ვ--------მ თვითონ უთხრა „როგორც იქნა დავითანხმეო“. ვ--------- სამოქალაქო პროცესზე განაცხადა, რომ „ვეხვეწებოდი და არ აწერდა ხელსო და როგორც იქნა დავიყოლიეო“, რაზეც მოსამართლეს გაუკვირდა და უთხრა თუ არ აწერდა მაშინ რას ქვია გაგიყალბათო. როგორც დ------------–----ის მამისგან გადმოცემით იცის, ვ--------- და დ---------- ხელი მოაწერეს ს------–-----–- მისი თანდასწრებით. აღვის საკრებულოს თავმჯდომარეს არ იცნობდა. რეგისტრაცია ვინ ჩაატარა არ იცის. ხელმოწერის მოწმეები იყვნენ ქ------------------ და მისი შვილი მ-------- მას ქორწინების აქტი არ უნახავს. ბ--------------------ე ცხოვრობდა ვ-------- და დ---------. მიწის ნაკვეთი ვ-------- და დ--------- ჰქონდათ, როცა შეიძინეს ნახა ის ნაკვეთი, მშენებლობის დასაწყისიც ახსოვს. დ------------ მეუღლესთან ერთად მიდიოდა სტუმრად. დ---------- მისი ფირმიდან წაიყვანა ელექტრიკოსი ნ-----------ამუშაოდ და მთელი ელექტროობა მან გააკეთა სადავო სახლში. ალბათ ცოლ-ქმარი თანაბრად აფინანსებდა ამ სარემონტო სამუშაოებს. მან იცის, რომ წ----------–---–----------- და მანგლისში მდებარე დ------------–----ის სახლები გაიყიდა, დღესაც 4000 ლარი აქვს დ--------- მისი ვალი და ვერ გაუსტუმრა, რადგან იმ სახლის აშენებას მოახმარა მისი ყველა დანაზოგი. დ---------ს მშობლები რომ გარდაიცვალნენ ვ-------- მის გვერდით იდგა და სამძიმარს იღებდა. დ---------ს დედა როცა იწვა მასთან სახლში, მოსანახულებლად იყო ვ--------- დედა და ძმა.

 

საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------------–-–---–-- და განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის 1999 წლის ჟურნალში მე-4 გვერდზე განთავსებული ქორწინების ჩანაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2001 წლის თარიღით) ზედა ნაწილში მითითებულ თარიღის აღმნიშვნელ ციფრობრივ ჩანაწერში „2001“ ციფრი „1“-ის ადგილზე მომხდარია ცვლილება. ციფრობრივი ჩანაწერის „2001“ ადგილზე თავდაპირველად იყო ციფრობრივი ჩანაწერი „2002“. გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2001 წლის თარიღით) ხანდაზმულობის დადგენა მასზე არსებული ხელნაწერი ტექსტის მიხედვით შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არ არსებობის გამო. დადგენა იმისა, თუ როდის იყო დატანილი ბეჭდის ანაბეჭდი გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2001 წლის თარიღით) უკანა მხარის მარცხენა ქვედა ნაწილში შეუძლებელია, კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო. მოწმის განმარტებით, ბეჭედი ნამდვილად ბეჭდით იყო შესრულებული, თუ რაიმე ტექნიკური საშუალებით, აღნიშნულის დადგენა შესაძლებელი იყო, თუმცა კითხვა არ იყო დასმული. მის მიერ ასევე გაცემული იქნა 2014 წლის 9 სექტემბრის საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის 1999 წლის ჟურნალში განთავსებული გამოსაკვლევი ქორწინების ჩანაწერის აქტის N3 ბლანკი, დათარიღებული 15 ოქტომბერი 2002 წლით (ფ.4) არ წარმოადგენს ჟურნალში განთავსებული ორმაგი ბლანკების (ფ.10-14) ანალოგიური ორმაგი ბლანკის მარცხენა ნაწილს, არამედ წარმოადგენს ჟურნალში განთავსებული ორმაგი ბლანკების ანალოგიური ორმაგი ბლანკის მარჯვენა მოსახევ ნაწილს, რომელიც მოხეული იქნა ორმაგი ბლანკიდან და შემდგომში იქნა ჩამატებული ამავე ჟურნალში არსებულ ქორწინების ჩანაწერის აქტებს N2 (ფ.3, დათარიღებული 20 თებერვალი 2001 წლით) და N4 ფ.5, დათარიღებული 18 ოქტომბერი 2001 წლით) შორის მე-4 ფურცლად. მოწმის განმარტებით, ციფრი 2 და 1, ერთი და იგივე პირის მიერ არის თუ არა შესრულებული, ამაზე პასუხს ვერ გასცემს, რადგან მის კომპეტენციაში არ შედის. ჟურნალი შედგებოდა მოყვითალო ფერის ყდისა და ბლანკებისაგან. ჟურნალი არის ხელით აკინძული სავარაუდოდ. აქტი N3-ის ანალოგიური შეუვსებელი ბლანკები იყო წარდგენილი. განსხვავება იყო თავდაპირველი ჩანაწერის და შემდგომში დატანილი ციფრი ერთის, როგორც შეფერილობაში, ასევე სტრუქტურაში და შემადგენლობაშიც. ციფრი ერთი ჩანდა მოთეთრო ფერად, ხოლო ციფრი 2 არ ნომერისცირებდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შემადგენლობა იყო სხვადასხვა, ანუ განსხვავება იყო ფერში, სტრუქტურაში და შემადგენლობაში. გამოსაკველ აქტამდე არსებულ არცერთ ჩანაწერზე არ იყო შეცვლილი თარიღები და ნუმერაცია, მხოლოდ გამოსაკვლევი აქტის შემდგომში განთავსებულ აქტებზე იყო მომხდარი ის ცვლილებები, რომლებიც დასკვნაში აქვს დეტალურად მითითებული.

 

გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: მ-----–------–-------, თ----------------, მ------------------, მ-----------, მ-----------–---–--, რომელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს ვ--–---–------- სახელით არსებული ხელმოწერა გრაფაში: „მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე) ,,შესრულებულია არა ვ--------–---–-----ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ხელმოწერასთან მიმსგავსების მცდელობით. დადგენა საკითხისა, არსებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა დ------------–----ის, მი-------------–--–---–-- ან ქ------------------- მიერ, შეუძლებელია, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N 3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს დ.----–------ სახელით არსებული ხელმოწერა გრაფაში: „ მექორწინეთა ხელის მოწერა ( გვარი ქორწინებამდე) „შესრულებულია დ------------–----ის მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში: „ გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა „-------------- სახელით არსებული ხელმოწერები (როგორც ასოუთი ჩანაწერის სახით, ისე მოკლე ტრანსკრიფციით) და ხელმოწერების ქვეშ განთავსებული ხელნაწერი პირადობის მოწმობის ნომრისა და გაცემის თარიღის თაობაზე შესრულებულია ქ------------------- მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს რაფაში: „ გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა მ---------–--–---–-- სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მი-------------–--–---–-- მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილი ქორწინების ჩაწერის აქტის მე–4 ფურცელზე განთავსებული ქორწინების ჩაწერის აქტი N3 დათარიღებულია 2001 წლით, თუმცა მითითებულ წლის აღმნიშვნელ რიცხვებში შეტანილია ცვლილება, კერძოდ: ამჟამად არსებული ციფრობრივი ჩანაწერის „2001“ ადგილზე თავდაპირველად იყო ჩანაწერი „2002“. ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში: „ მმაჩის განყოფილების გამგე „–--------–---–-- სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ჟ------------–---–-ს, არამედ სხვა პირის მიერ, მის ხელმოწერასთან მიმსგავსების მცდელობით. გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2002) ხელნაწერის ტექსტის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------–---–-- დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გაცემული იქნა კომისიური დასკვნა, რომელშიც მონაწილეობდნენ ლევან სამხარაულის ექსპერტები და დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც არ დაეთანხმდნენ მათ მიერ გაცემულ დასკვნას და დამოუკიდებლად გასცეს დასკვნა. ექსპერტებს, რომლებიც მათ მიერ გაცემულ დასკვნას არ დაეთანხმნენ, სერიოზული განათლება, სტაჟი და გამოცდილება აქვთ. მოწმის განმარტებით, კვლევისას ხვდებიან, თუკი გამოსაკვლევი პირი ავადაა, მაგ: ინსულტის დროს, გააჩნია ავადმყოფობის ხარისხს, შესაძლებელია პირმა ვერ დაიმორჩილოს საწერი საშუალება. განსახილველ შემთხვევაში არანაირი სხვაობა არ ყოფილა წარდგენილ ნიმუშებს შორის, რაც ეჭვს გამოიწვევდა. შესაძლებელია გამოსაკვლევად წარდგენილი მასალა ერთი და იგივე იყოს, მაგრამ ექსპერტებს განსხვავებული აზრი ჰქონდეთ. მისთვის კვლევის ჩატარების დროს არ იყო ცნობილი, რომ ვ--------–---–-----ი ავად იყო. სიმთვრალემ, ავადმყოფობამ შესაძლოა გამოიწვიოს ხელწერასი განსხვავება, შეიძლება არა. ხელმოწერის შემსრულებელ პირს შეუძლია განზრახ დაამახინჯოს ხელმოწერა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო ხელმოწერა დამახინჯებული.

 

საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------------------ და განმარტა, რომ ხელმოწერა, ვ--------–---–-----ის სახელით, განლაგებული: ქორწინების ჩაწერის აქტზე N3, 15.10.01 წლის თარიღით, მეორე გვერდზე, მე-13 გრაფის გასწვრივ: „მექორწინეთა ხელის მოწერა“, შესრულებულია არა ვ--------–---–-----ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ნამდვილ ხელმოწერაზე მიმსგავსებით. ხელმოწერა, ჟ------------–---–-ს სახელით, განლაგებული: ქორწინების ჩაწერის აქტზე N3, 15.10.01 წლის თარიღით, მეორე გვერდზე გრაფაში: „მმაჩის განყოფილების გამგე“, შესრულებულია არა ჟ------------–---–-ს, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ნამდვილ ხელმოწერაზე მიმსგავსებით. მის მიერ გაცემული იქნა გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს ვ--–---–------- სახელით არსებული ხელმოწერა გრაფაში: „მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე) ,,შესრულებულია არა ვ--------–---–-----ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ხელმოწერასთან მიმსგავსების მცდელობით. დადგენა საკითხისა, არსებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა დ------------–----ის, მი-------------–--–---–-- ან ქ------------------- მიერ, შეუძლებელია, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს დ.----–------ სახელით არსებული ხელმოწერა გრაფაში: „მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე) „შესრულებულია დ------------–----ის მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში: „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა „-------------- სახელით არსებული ხელმოწერები (როგორც ასოუთი ჩანაწერის სახით, ისე მოკლე ტრანსკრიფციით) და ხელმოწერების ქვეშ განთავსებული ხელნაწერი პირადობის მოწმობის ნომრისა და გაცემის თარიღის თაობაზე შესრულებულია ქ------------------- მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში: „ გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა მ---------–--–---–-- სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მი-------------–--–---–-- მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილი ქორწინების ჩაწერის აქტის მე–4 ფურცელზე განთავსებული ქორწინების ჩაწერის აქტი N3 დათარიღებულია 2001 წლით, თუმცა მითითებულ წლის აღმნიშვნელ რიცხვებში შეტანილია ცვლილება, კერძოდ: ამჟამად არსებული ციფრობრივი ჩანაწერის „2001“ ადგილზე თავდაპირველად იყო ჩანაწერი „2002“. ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში: „ მმაჩის განყოფილების გამგე „–--------–---–-- სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ჟ------------–---–-ს, არამედ სხვა პირის მიერ, მის ხელმოწერასთან მიმსგავსების მცდელობით. გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2002) ხელნაწერის ტექსტის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო. მოწმის განმარტებით, წარდგენილი მასალა და შესადარებელი ნიმუშები აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისათვის, რომ გამოვლენილიყო საერთო და კერძო ნიშნები, რომელთა ინდივიდუალური ერთობლიობა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ექსპერტების მიერ მომზადებულიყო კატეგორიული დასკვნა. ადამიანის განვითარებამ და წეს-ჩვევის ჩამოყალიბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხელწერის ცვლილება, მაგრამ ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად არ უხდება წერა, ან ბავშვებს, რომლებიც სასკოლო ასაკში იმყოფებიან და მერე ხდება სტუდენტი. ასევე ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს იმ გარემოებამ, როდესაც პიროვნებამ გადაიტანა რაიმე სახის ავადმყოფობა, ამან შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ხელმოწერაზე, რის შესახებ წარდგენილი უნდა იყოს გამოსაკვლევ მასალებში ინფორმაცია. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ დამდგარა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში, ვინაიდან ყველა პერიოდის ნიმუშები იყო წარდგენილი, რომელშიც არ იყო კოორდინაცია დაქვეითებული. ის, რაც ახასიათებს უჩვეულო ფაქტორებს მაგ: განზრახ ხელის შეშლა, მიმსგავსება, გადატანილი ავადმყოფობა და ა.შ. წარდგენილ ნიმუშებში აღნიშნული ფაქტორები არ იგრძნობოდა. რაც შეეხება 2014 წლის 28 მარტის კომისიური ექსპერტიზის დასკვნას, იგი გასცა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტების: მ---------------–---–--, თ----------------, მ-----–------–------- და მ----------- მონაწილეობით. აღნიშნულ დასკვნას ვინც აწერს ხელს, ყველა ექსპერტი დაეთანხმა დასკვნას, ხოლო „------------ ექსპერტები არ დაეთანხმნენ, რის გამოც გამოეყვნენ ჯგუფს და ცალკე დასკვნა გასცეს. მათ მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიულია. მის მიერ გაცემულ ორ დასკვანს შორის განსხვავება არ იყო, გარდა იმისა, რომ კითხვები იყო დამატებული. პირველ დასკვნაში მითითებულია, რომ უმნიშვნელოდ დაქვეითებული კოორდინაცია და შენელებული ტემპი მიუთითებენ გამოსაკვლევ ხელმოწერაზე რაიმე უჩვეულო ფაქტორის ზემოქმედებას, ავადმყოფობა, მოხუცებულობა, ასაკი და ა.შ., ხოლო მეორე დასკვნაში ეს მითითებული არ არის. აღნიშნული განსხვავება გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა საექსპერტო დაწესებულების ექსპერტებს აქვს თავისი წერის სტილი. მათი დაწესებულების ექსპერტები დაწვრილებით განიხილავენ საერთო და კერძო ნიშნებს, ხსნიან რითია განპირობებული ის უჩვეულო ფაქტორი, მაგ: წერს, რომ ეს უჩვეულო ფაქტორი შესაძლოა გამოწვეული იყოს მიმსგავსებით, ავადმყოფობით და ა.შ. ეს მეთოდი არა აქვთ შსს-ს ექსპერტებს და თავად ვერ ჩაერევიან და ვერ მიუთითებენ რა დაწერონ, იდეურად ჯამში ეს დასკვნები ერთნაირია. მხოლოდ მათ რომ ჩაეტარებინათ კვლევა, იდენტურად გადაიტანდნენ დასკვნით ნაწილში, რაც ეწერა პირველ დასკვნაში. ამ შემთხვევაში შსს-ს ექსპერტები იყვნენ წამყვანები, სადაც დაინიშნა ექსპერტიზა, თავად ჩაერთნენ, როგორც ლ. სამხარაულის ექსპერტები და იმათ აქვთ თავიანთი მეთოდი. ამ შემთხვევაში დასკვნის მომზადების სტილია შსს-ს, რადგან იქ დაინიშნა ექსპერტიზა. მოწმის ჩვენებით, ერთი და იგივე სამუშაო მასალაზე შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი სხვადასხვა ექსპერტს. მის მიერ გაცემული ყველა დასკვნა ემყარება მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდიკას, იმ საერთო და კერძო ნიშნებს, რომელსაც მუშაობის პროცესში გამოავლენს. შეფასება დამოკიდებულია ექსპერტის ცოდნაზე, გამოცდილებაზე, ეს არის შეფასების საგანი. ჟ------------–---–თან დაკავშირებით შესადარებლად წარდგენილი იყო ძირითადად თავისუფალი ნიმუშები. მასთან ნიმუშებად წარდგენილი იყო თუ არა ჟ------------–---–-ს ხელმოწერა, აღნიშნულის გარკვევა მას არ ევალებოდა, გამომძიებელმა წარუგინა ნიმუში, რომელზეც მიუთითა, რომ ეკუთვნოდა ჟ------------–---–-, შესაბამისად იხელმძღვანელა აღნიშნული ნიმუშით და გასცა დასკვნა. მოწმის განმარტებით, ზოგადად პიროვნების მიერ გადატანილი ავადმყოფობა გავლენას ახდენს ხელმოწერაზე, მაგრამ ინსულტი იწვევს თუ არა გავლენას, ამის კვლევა მის კომპეტენციაში არ შედის. მოწმის განმარტებით, აბსოლუტურად იდენტური ხელმოწერა არ არსებობს. ხელმომწერ პირს შეუძლია განზრახ დაამახინჯოს ხელმოწერა, რის შესახებაც აქვთ მეთოდიკა და ავლენენ აღნიშნულ საკითხს, აღნიშნული გარემოება ეკუთვნის უჩვეულო ფაქტორს. როდესაც ექსპერტს გაცემული აქვს კატეგორიული დასკვნა, ის განმეორებით ექსპერტიზაში არ უნდა მონაწილეობდეს. მოცემულ შემთხვევაში არ დამდგარა საკითხი ინსულტთან დაკავშირებით, გადატანილი ავადმყოფობის ნიშნები არ იყო, მიმსგავსებული ხელმოწერა იყო.

 

საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ც--------------- და განმარტა, რომ ხელმოწერა, ვ--------–---–-----ის სახელით, განლაგებული: ქორწინების ჩაწერის აქტზე N3, 15.10.01 წლის თარიღით, მეორე გვერდზე, მე-13 გრაფის გასწვრივ: „მექორწინეთა ხელის მოწერა“, შესრულებულია არა ვ--------–---–-----ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ნამდვილ ხელმოწერაზე მიმსგავსებით. ხელმოწერა, ჟ------------–---–-ს სახელით, განლაგებული: ქორწინების ჩაწერის აქტზე N3, 15.10.01 წლის თარიღით, მეორე გვერდზე გრაფაში: „მმაჩის განყოფილების გამგე“, შესრულებულია არა ჟ------------–---–-ს, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ნამდვილ ხელმოწერაზე მიმსგავსებით.

 

სასაქონლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ---------------- და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 3000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 0--7--1--0---1--- საბაზრო ღირებულება შეადგენს - 923000 (ცხრაასოცდასამიათასი) ლარს. მის მიერ გაცემული იქნა სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 3000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 0--7--1--0---1--) საბაზრო ღირებულება, 2012 წლის ივნისის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს - 615 000.00 (ექვსასთხუთმეტიათას) ლარს. მოწმის განმარტებით, მის მიერ შეფასებული იქნა შენობა-ნაგებობა, რომელსაც ჰქონდა სარდაფი. პირველი სართული იყო გარემონტებული და ცხოვრობდნენ, მეორე სართული და მანსარდა იყო მშენებარე მდგომარეობაში, გადახურული იყო, მაგრამ შიდა რემონტი არ იყო გაკეთებული. შეფასება მოხდა შენობა-ნაგებობის დანახარჯთა მიხედვით, რაც გულისხმობს შემდეგს: დღეის მდგომარეობით შენობის აშენების ღირებულებას მისი ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით გამოაკლო და მიიღო საბოლოო თანხა 287 000 ლარი. აღნიშნული არის მხოლოდ შენობის ფასი, მიწა შეაფასა სხვა ექსპერტმა. 2017 წლის დასკვნას რაც შეეხება, დამატებით წარდგენილი იქნა ვიდეოჩანაწერი და დასმული იყო კითხვა, 2012 წლის ივნისის თვის მდგომარებით რა იქნებოდა შენობა-ნაგებობის ფასი. ჩანაწერზე ჩანდა, რომ შენობა-ნაგებობა თითქმის იგივე მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, შეაფასა, რომ 2012 წლის ივნისის თვის მდგომარეობით შენობა-ნაგებობის ფასი შეადგენდა 219 000 ლარს.

 

სასაქონლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შა-–------–-----–---–-- და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 3000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 0--7--1--0---1--- საბაზრო ღირებულება შეადგენს - 923 000 ლარს. მის მიერ ასევე გაცემული იქნა სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 3000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება, 2012 წლის ივნისის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს - 615000.00 (ექვსასთხუთმეტიათას) ლარს. მის მიერ ადგილზე მოხდა დათვალიერება, მიწის ნაკვეთის ღირებულება განსაზღვრული იქნა 636 000 ლარის ოდენობით. 2017 წლის 22 ივნისს დანიშნული იქნა აღნიშნულ ნაკვეთზე სასაქონლო ექსპერტიზა 2012 წლის ივნისის თვის მდგომარეობით. კვლევის შედეგად დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის ღირებულება 2012 წლის ივნისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 396 000 ლარს. შენობა-ნაგებობის შეფასება მოხდა კ---------------- მიერ, ხოლო მიწის ნაკვეთი შეაფასეს თავად და შ------- დასკვნით ნაწილში მითითებულია მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის ღირებულება ერთად.

 

სასაქონლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ-------–------ და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 3000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 0--7--1--0---1--- საბაზრო ღირებულება შეადგენს - 923 000 ლარს. მის მიერ ასევე გაცემული იქნა მეორე სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 3000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 0--7--1--0---1--) საბაზრო ღირებულება, 2012 წლის ივნისის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს - 615 000 ლარს. მოწმის განმარტებით, ცალკე შეფასდა მიწის ნაკვეთის ღირებულება და ცალკე შენობა-ნაგებობის, რომლებიც საბოლოოდ დაჯამდა დასკვნით ნაწილში.

 

გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------- და განმარტა, რომ გამოსაკვლევ ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა“ დ------------–----ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია დ------------–----ის მიერ. გამოსაკვლევ ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა“ ვ--------–---–-----ის სახელით არსებული ხელმოწერა წარდგენილი ნიმუშებით შესაძლებელია შესრულებული იყოს ვ--------–---–-----ის მიერ. გამოსაკვლევ ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ ქ------------------- სახელით არსებული მოკლე და სრული ასოითი ჩანაწერის სახით არსებული ხელმოწერა და მის ქვეშ ჩანაწერი „პ/მოწმ. N----------- ... 10.0--1---- შესრულებულია ქ------------------- მიერ. გამოსაკვლევ ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ მი-------------–--–---–-- სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ------------–--–---–-- მიერ. მოწმის განმარტებით, ექსპერტების საქმიანობა ეყრდნობა გამოცდილებას, შესაბამისად განსხვავდება ექსპერტების მუშაობის სტილი. უჩვეულო ფაქტორებს განეკუთვნება: ავადმყოფობა, ასაკი, წნევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს განსხვავება ხელმოწერებს შორის, ინსულტის გადატანის შემდეგ შესაძლებელია განსხვავებულად წერდეს ადამიანი. ქორწინების მოწმობებში როგორც წესი არის განსხვავებები, რადგან ფეხზე მდგარი სრულდება და შეიძლება უჩვეულო პირობები იყოს, რასაც ითვალისწინებენ გამოკვლევის დროს და ამიტომ ითხოვენ დამატებით მასალებს. თეორიულად ავადმყოფობა ახდენს გავლენას ხელმოწერაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამოძიების მიერ ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ იყო წარდგენილი. ვარიაციული ხელმოწერის შემთხვევაში დამოკიდებულია ხელმოწერაზე, შეიძლება ისე მიდიოდეს მოვლენები, რომ კატეგორიული დასკვნა გაიცეს, შესაძლოა მთელი ტექსტი ეწეროს და სავარაუდო დასკვნა გაიცეს.

 

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის კომისიური სასამართლო-სამედიცინო დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–------------------- და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მოქ. ვ--------–---–-----ის სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით და რეტროსპექტული ანალიზით სახეზეა იმ დაავადებების, პათოლოგიური პროცესების (ჰიპერტონული დაავადება. თავის ტვინის და გულის მაგისტრალური სისხლძარღვების ათეროსკლეროზი. ლეიკოენცეფალოპათია. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა. ალკოჰოლური ციროზით განპირობებული ტოქსიური ენცეფალოპათია. თავის ტვინის დაჟეჟილობა) და სხვა გარეშე ფაქტორების (ნოოტროპული და ანტიდეპრესანტული პრეპარატების მიღება. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება) თანაარსებობა, რომლებიც განაპირობებენ თავის ტვინის ქერქის, ქერქქვეშა კვანძების და ნათხემის ქრონიკულ ხანგრძლივ უკმარისობას, ჰიპოქსიას და ატროფციულ ცვლილებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქ. ვ--------–---–-----ს 15.10.01წ ქორწინების აქტზე ხელმოწერისას და 26.11.12წ ექსპერიმენტული ხელმოწერის ნიმუშების აღებისას ექნებოდა ხელის მტევნების ინტენციური ტრემორი, მოძრაობის კოორდინაციის და სტატიკის მოშლა და შესაბამისად გარკვეული ცვლილებები ხელწერაში. მოწმის განმარტებით, მედიცინა არ არის მათემატიკა რომ ზუსტად განისაზღვროს ამა თუ იმ პათოლოგიის გამწვავების დროს რა მდგომარეობაში იქნებოდა მისი ნევროლოგიური სტატუსი, კოორდინაცია და ა.შ. ბუნებრივია ადგილი უნდა ჰქონოდა მდგომარეობის ცვალებადობას, მაგრამ დროის რა პერიოდში, ამის თქმა ძნელია. სამედიცინო დოკუმენტზე ხელმოწერამდე რამდენი ხნით ადრე შეიძლებოდა დაწყებოდა ციროზი, ამის თქმა შეუძლებელია, თუმცა ეს პროცესი არ მოიცავს ერთ და ორ დღეს და ერთ და ორ თვეს, ხანგძლივი პროცესია და როდის დაიწყო, ამის თქმა შეუძლებელია. ქორწინების აქტზე ხელმოწერისას და ნიმუშის აღებისას შესაძლოა ცვლილებები ყოფილიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ რა ინტენსიობით ამის თქმა ძნელია, შეიძლება ნაკლებად იყო გამოხატული ან უფრო მეტად. ვ--------–---–-----ს ჰქონდა ჰიპერტონული დაავადება, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემატიკა, ღვიძლის ცეროზი. ესენია მთავარი, თორემ თირკმლის სიმსივნური პრობლემატიკა ნაკლებ ზეგავლენას მოახდენდა. თავის ტვინის დაჟეჟილობის შემთხვევაში, რაც ვ--------–---–-----ს ჰქონდა გადატანილი, ბუნებრივია ეს იწვევს ნარჩენ მოვლენებს. ტომოგრაფია ჩატარებული იყო გულთან მიმართებაში, სადაც ასახული იყო, რომ გულის პრობლემატიკას ადგილი ჰქონდა. თირკმელზე ავთვისებიანი სიმსივნის პერიოდში ნანახი იქნა სერიოზული ცვლილებები და ეს ოპერაციის ოქმში ასახულია, დიაგნოზთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია არანაირ ეჭვს არ იწვევდა. ესა თუ ის დაავადება ამა თუ იმ სტადიაზე თავისი ხანგძლიობის პერიოდში, რომელიც წლების განმავლობაში ქრონიკულად მიმდინარეობს, აქვს მას რაღაც რემისიის პერიოდები, რა დროსაც ესა თუ ის კლინიკური გამოვლინება, მათ შორის კოორდინაციის დაქვეითება, შეიძლება იყოს გამოხატული მეტნაკლებად. აღნიშნული პათოლოგიებს ახაიათებს გავლენა ადამიანის ხელის მოძრაობის ფიზიოლოგიაზე, შესაბამისად რა ხარისხით ექნებოდა გამოხატული დროის იმ პერიოდისთვის ამაზე ვერ უპასუხებს. რომ ყოფილიყო საშუალება პაციენტი გამოეკვლიათ, მეტ-ნაკლები სიზუსტით უფრო შეამოწმობდნენ საალბათო დროის პერიოდს და უფრო კატეგორიული იქნებოდა მათი პასუხი. ისეთმა დაავადებებმა, რომელიც ვ--------–---–-----ს ჰქონდა, კვალი არ დაუტოვოს გამორციხულია, მაგრამ მისი ხარისხი, სიმძაფრე და ქრონიკული გამოვლინება როგორი იქნებოდა, ამის თქმა შეუძლებელია.

 

გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–-----–---–-- და განმარტა, რომ ხელმოწერა ვ.წ---–--------------თ ქორწინების აქტების ჟურნალში „მექორწინეთა" გრაფაში (აქტი N3, 15.10.2001წ, გვ.4) შესრულებულია არა დ----–------, არა ქ------------, არა მ--------–--–---–--- არამედ სავარაუდოდ შესრულებულია ვ--------–---–-----ის მიერ. ხელმოწერა დ----–------ გვარით ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე (გვ. 4) გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე)" შესრულებულია დ------------–----ის მიერ, ხელმოწერები ქ------------ გვარით და ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები ხელმოწერების ქვეშ N3 ქორწინების აქტ მე-4 გვერდის მეორე მხარეზე გრაფაში „გვარი სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ შესრულებულია ქ------------------- მიერ. ხელმოწერა მ--------–--–---–-- გვარით იმავე აქტის გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ შესრულებულია მი-------------–--–---–-- მიერ. დადგენა საკითხისა - შესრულებულია თუ არა ხელმოწერა ჟ-------–---–-- გვარით ქორწინების აქტების ჟურნალში (აქტი N3, 15.10.2001წ, გვ. 4) შეუძლებელია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. ქორწინების ჩაწერის N3 აქტის მე-4 გვერდზე წლის აღმნიშვნელ თარიღში შეტანილია ცვლილება, კერძოდ: არსებულ ციფრობრივ ჩანაწერში ბოლო ციფრი გადასწორებულია და ამჟამად არსებული თარიღის „2001“-ის ნაცვლად ადრე ეწერა „2002“. გამოსაკვლევად წარდგენილ ქორწინების N3 აქტის (15.10.01წ) ხელნაწერის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. მის მიერ ასევე ჩატარებული იქნა გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რ-------–---–------------- წ---–--------------თ 2001 წლის (გადასწორებული 2002 წელზე) 15 ოქტომბრის N3 ქორწინების ჩანაწერის აქტის მეორე მხარეს მე-13 გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე)“ შესრულებულია თვით ვ--------–---–-----ის მიერ. მოწმის განმარტებით, მათი ხედვა და მათი შეფასება იმ ნიმუშებზე და საბუთებზე დაყრდნობით, რომელიც იყო წარდგენილი, გამოსაკვლევად არ დაემთხვა სამხარაულის ექსპერტების ხედვას და აზრს, რის გამოც გადაწყვიტეს დამოუკიდებლად დაეწერათ დასკვნა. შესაბამისად, ექსპერტ ა-–--------–-------- ერთად დაწერა სავარაუდო დადებითი დასკვნა. შეფასება ხდება ექსპერტის გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ ტარდება განმეორებითი ექსპერტიზები. დაავადება, რომელიც არის დაკავშირებული პიროვნების კოორდინაციის დარღვევასთან, ხელი აქვს მოტეხილი, ან ალცგეიმერი აქვს, ან პარკინსონი აქვს, ან სხვა დაავადება, ახდენს გავლენას ხელმოწერის შესრულებისას, ეს ჩანს და ექსპერტი ამას ხედავს და აღწერს. მოცემულ შემთხვევაში ხელმოწერა იყო თავისუფლად შესრულებული, ყოველგვარი გაჩერება, შეჩერება, კანკალის გარეშე და ამიტომ ეს ჩათვალეს ნორმალურ ხელმოწერად. ბოლო ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილ ახალ ნიმუშებში უფრო მყარი და მნიშვნელოვანი რამ ნახეს, შესაბამისად პირველ დასკვნაში რაც იყო მითითებული, აღნიშნულის ფონზე ძალიან უმნიშვნელო გახდა.

 

საკონსულტაციო დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------–--–---–-- და განმარტა, რომ 2014 წელს 25 თებერვალს წარდეგნილი იქნა სამედიცინო დოკუმენტები ვ--------–---–-----ის სახელზე და იყო კითხვა დასმული, შეიძლებოდა თუ არა ამ დაავადებებს გამოეწვია კალიგრაფიის შეცვლა. დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე კითხვაზე გასცა პასუხი, რომ ადამიანის ხელწერა იცვლება ცხოვრების განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის მნიშვნელოვანია ასაკობრივი ცვლილებები, მთელ რიგ დაავადებებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანის ხელწერაზე და გამოიწვიონ ცვლილებები მის კალიგრაფიაში. ასეთი დაავადებებია: პარკინსონის დავადება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დაავადებები მაგ: ინსულტი, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ენცეპათოპალიები, მათ შორის გამოწვეული ღვიძლის ციროზით, თავის ტვინის ტრამვები, თავის ტვინის დაზიანება. ხელწერაზე წვრილ მოტორიკაზე ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებმა, მათ შორის ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა. კითხვა იყო რომ ვ--------–---–-----ი იღებდა რუდოტელს. რუდოტელს შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული ძილიანობა და კუნთების მომადუნებელი მოქმედებები. მას ვ--------–---–-----ი პირადად არ შეუმოწმებია, მხოლოდ დოკუმენტები ნახა. ვ--------–---–-----ზე ამ პრეპარატებმა როგორი ასახვა ჰპოვა, ამის თქმა მას არ შეუძლია.

 

ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ვ--------–---–-----ის 2012 წლის 13 სექტემბრის, 19 სექტემბრის, 26 ნოემბრის და 29 ნოემბრის დაკითხვის ოქმები, ვინაიდან იგი გარდაიცვალა. მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 1993 წლიდან ჰყავს მეუღლე - დ------------–----ე, რომელთანაც ცხოვრობდა 2010 წლამდე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო პირველ მეუღლეთან ც-–-----------–--–---–----, რომელთანაც განქორწინება მოხდა 1993 წელს. რაც შეეხება დ------------–----ეს, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არასოდეს ყოფილა. 2012 წლის თებერვლის თვეში, როდესაც დააკავეს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქორწინებაში იმყოფებოდა დ------------–----ესთან. ქორწინების ჩანაწერის აქტი, რომელიც დათარიღებულია 2----–-–------------------- აქტი N3-ით, ც------- რაიონის, ა------------–-- საკრებულოს მიერ, ქორწინების სააქტო ჩანაწეზე ხელმოწერა მისი შესრულებული არ არის, თუ ვინ მოაწერა ხელი მის ნაცვლად, მისთვის უცნობია. მისივე განმარტებით, ნამყოფია დ------------–----ის მშობლების ოჯახში ც-----–----------–-, მაგრამ კატეგორიულად გამორციხავს ქორწინების რეგისტრაციას. ქ------------------ იცნობს, ხოლო მის შვილს მ--------------–-–---–- შეხვდა ერთხელ ვაკის ბინაში მივიდა და დ---------- გააცნო, რომ იყო ქ------------------- შვილი. ქ------------------ და მ--------------–-–---–- რომ მისი და დ------------–----ის ქორწილის მოწმეები იყვნენ, სიცრუეა და ასეთი ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დ------–--------- და შ--------------- არ იცნობს. 2012 წლის 3 ოქტომბერს მიიღო ინსულტი, პარალიზებული ჰქონდა მარცხენა ხელ-ფეხი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისგან ნიმუშის აღება.

 

დაცვის მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ვ-–----------- დაკითხვის ოქმი, ვინაიდან იგი გარდაიცვალა. მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ დ------------–----ე გაიცნო მისი შვილისგან 2003-2004 წლებში. მისი მეშვეობით გერმანიიდან ჩამოიყვანა ავტომანქანა „მერსედესი“, რომლის ღირებულება გადაუხადა დ------------–----ემ. ვ--------–---–-----ი გაიცნო ავტომანქანის ჩამოყვანის შემდეგ. 2--- წელში დ------------–----ესთან დაიწყო მუშაობა მძღოლად. მუშაობდა 2014 წლამდე. დ------------–----ესთან და ვ--------–---–-----თან ჰქონდა კარგი დამოკიდებულება და მათ ერთმანეთთანაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. მათ შორის ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის გარდა ვერაფერს ხედავდა. ვ--------–---–-----ი ავადმყოფობის გამო იყო უმუშევარი, დ------------–----ე ბევრს მუშაობდა, დაყავდა პროცესებზე ქუთაისში, კახეთში, გორში, ქობულეთში. უკვირდა როგორ შეეძლო ქალს ამდენი ემუშავა. მათთან როდესაც დაიწყო მუშაობა, დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი დ---------–----–-------------ის ტერიტორიაზე, მ----------------–-------- სახლის მშენებლობას, სადაც სამშენებლო მასალები მიჰქონდა დ------------–----ეს, რომელიც თავად ყიდულობდა საჭირო მასალებს, დაიქირავა მათ წასაღებად ავტომანქანები და ელიავაზე დაიქირავა საჭირო მუშები. მას თუ არ ეცალა, აძლევდა ფულს და თავად ყიდულობდა საჭირო სამშენებლო მასალებს, რაც ზოგჯერ თავად მიჰქონდა, ზოგჯერ ქირაობდა ტაქსს. ვინაიდან ვ--------–---–-----ს ფიზიკურად შრომა არ შეეძლო, ყველაფერს დ--------- აკეთებდა. იგი ბაზარში ყიდულობდა პროდუქტს და მიჰქონდა დ------–-- ზოგჯერ გაკეთებული კერძები მიჰქონდა მუშებისთვის. დაქირავებული ჰყავდა თ---------–-------–---–-, რომელიც ამზადებდა კერძებს და ალაგებდა სახლს. სახლში იყო ვ--------–---–-----ის დედა - ე-–---------- რომელიც მუშებს უწყობდა სუფრას. დ------------–----ე როდესაც პროცესზე იყო ქალაქის სასამართლოში, თავად ვ--------–---–-----თან იყო და საუბრობდნენ, სანამ დ------------–----ე დაუკავშირდებოდა. ვ--------–---–-----ს ხშირად უთქვამს, რომ დ------------–----ის კისერზე იყო, ვერ მუშაობდა, შემოსავალი არ ჰქონდა და დამხმარეც არავინ იყო. უკმაყოფილებას გამოთქვამდა თავის შვილებზე, რომ არ ეხმარებოდნენ. წამალსაც კი დ---------ს გარდა არავინ ყიდულობდა. დ------------–----ე სასამართლოში მისვლამდე ატანდა ვ--------–---–-----თან იმ საჭმელებს, რაც მას უყვარდა, თან სთხოვდა „მალე მიუტანე ცხელი ხაჭაპური, ცოდოა, დაავადებული და დაინვალიდებულია ახალგაზრდა კაციო“. როდესაც ვ--------–---–-----ი დიღომში იყო, დ------------–----ე მასთან რჩებოდა ძირითადად, მეორე დღეს დაუკავშირდებოდა და დიღომში აკითხავდა. ზუსტად იცის, რომ დ------------–----ემ ავეჯი, რაც დიღომში მიიტანა, იყიდა მაღაზიებში, ჭაღები წაიღო სახლიდან, მიიტანა ჭურჭელი. დ------------–----ე ეხმარებოდა ვ--------–---–-----ის დედმამიშვილებს, მათ შვილებს და ნათესავებს - უგზავნიდა საჭმელს, ტანსაცმელს, დედამთილს უვლიდა თვითონ. როცა ფილტვების ანთება ჰქონდა, წაიყვანა სახლში თავისთან და უკან გაიყვანა თითქმის ერთი თვის შემდეგ. მაზლიშვილი კვირაობით ჰყავდა წაყვანილი სახლში და თვითონვე თავისი ხარჯებით დაყავდა საავადმყოფოში, ექიმთან მიყავდა მას მანქანით. მულიშვილმა ლ-–---–ოლი მიიყვანა მის სახლში და როდესაც წავიდნენ, თვითონ თავისი ავტომანქანით წაიყვანეს ოჯახში შამპანურებით, შოკოლადებით, ნამცხვრებით. როგორც პატარა ბავშვი, ისე დაყვებოდა თავისი მანქანით მულიშვილს ც-–--- ბინის შერჩევის დროს და დაეხმარა შერჩევაში. გულზე ოპერაციის გაკეთების დროს ვ--------–---–-----ი თავად წაიყვანა საავადმყოფოში და ნერვიულობდა, რომ ეკონომიურ დახმარებას ვინ ჩივის, შვილები არც კი მოვიდნენ, რომ მამის ამბავი გაიგონო. საუბარში ვ--------–---–-----საც არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება შვილების მიმართ. ყოფილა არაერთხელ შემთხვევა, რომ დ------------–----ე საჭმლის გარდა ფული დაუტოვებია მისთვის ვ--------–---–-----ზე გადასაცემად, ქონდეს იქნება რაში დასჭირდესო. მაგ: 50, 100 აშშ დოლარი, ხან ლარი. ფულს ქაღალდში გახვეულს ატანდა და ეუბნებოდა ვითომ არ იცი რა არის ქაღალდში გახვეულიო, რადგან თავმოყვარეობა არ შეელახოსო. დ---------ს დედამთილს საუბარში ბევრჯერ უთქვამს ჩემისთანა რძალი არავის არ ყავსო. 2014 წლამდე მუშაობდა დ------------–----ესთან და იცის, რომ ისინი იმ პერიოდში ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დავა ჰქონდათ, დ------------–----ე მაინც ატანდა მასთან საჭმელს, ხილს, ფულს. დ------------–----ე თავადაც გაყოლია, ალაგებდა სახლს, ურეცხავდა ტანსაცმელს. ზოგჯერ დაუტოვებია დ---------, მისულა მეორე ან მესამე დღეს დიღომში და იქიდან წაუყვანია სასამართლოში, იუსტიციის სახლში ან იქ, სადაც მიუთითებდა. დ------------–----ე როდესაც მიჰყავდა დიღომში და ელოდებოდა ეზოში, სახლიდან ესმოდა ხმამაღალი კამათი. დ------------–----ე ეუბნებოდა „რას აკეთებ ამას, სულ გამოსულელდი თუ რა გჭირსო, ეს სახლი მე ავაშენე და ჩემი არ არისო?“ ის საწინააღმდეგოს უმტკიცებდა. ერთხელ ახსოვს დ------------–----ე განერვიულებული იყო, რომ ვიღაც ქალები დაყავდა სახლში ვ--------–---–-----ს, ბორდელად გადააქცია აქაურობა და აქ მოსვლა აღარ მინდაო“. 2013 წელს დაკითხვებს დაესწრო და ვ--------–---–-----ის და მისი ადვოკატის საუბარმა, რომ თითქოსდა დ------------–----ეს მშენებლობაზე არაფერი გაუკეთებია, გული ატკინა, რის თაობაზეც უთხრა დ---------, როგორ იქცევა ვ--------–---–-----ი და შენ მაინც უვლიო, რაზეც უპასუხა, რომ ეს იყო მისი პირადი საქმე და უკეთ იცოდა, რასაც აკეთებდა, ეს მისი შვილის „------- დამსახურება იყო, ეცოდებოდა და სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა. დ------------–----ე ნერვიულობდა ვიღაც ქუჩის ქალებმა ოქროს სამკაულები მომპარესო. დ------------–----ეს ახლდა მაშინ, როდესა მისმა დამ და სიმძემ „მათემოტორსიდან“ გამოიყვანეს ახალი ავტომანქანა „ნისან ქაშქაი“, რაც გადასცეს ვ--------–---–-----ს იქვე. მის შეკითხვაზე დ------------–----ემ უპასუხა, რომ იმ პირობით იყიდა მისი სიძისგან მანქანა, რომ ეზოს ნაწილს გავყიდით და შემდეგ მისცემს ფულსო, რაც, როგორც იცის, არ შეასრულა და ჩატარდა სასამართლო.

 

დაცვის მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე თ---------–-------–---–-ს დაკითხვის ოქმი, ვინაიდან იგი გარდაიცვალა. მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 1----–-ლს გარდაეცვალა მეუღლე და ჰქონდა ეკონომიური პრობლემები, რის გამოც დ------------–----ის ოჯახში დაიწყო დიასახლისად მუშაობა, რომელიც მდებარეობდა ბახტრიონზე. ვ--------–---–-----ს იცნობს, როგორც დ---------ს მეუღლეს, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ბ--------------------ე, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა დიასახლისად. დ------------–----ეს ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში ქ.თბილისში დ-----------–----–-----–---–---------------------------------- მდებარე ვ--------–---–-----ის ბინაში. 2001 წლის შემოდგომაზე დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი წავიდნენ საჩხერეში რამდენიმე დღით, როდესაც დაბრუნდნენ სოფლიდან მეორე დღეს სახლში მიაკითხათ დ---------ს თანამშრომელმა - ორმა მამაკაცმა, რომელთა სახელები მისთვის უცნობია. დ------------–----ემ უთხრა, რომ გაეშალა სუფრა და გამასპინძლებოდნენ მისულ სტუმრებს. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ვ--------–---–-----მა თქვა „ეხლა უნდა გახდეთ ისტორიული ფაქტის მოწმეო“ და ოთახიდან გამოიტანა ქორწინების მოწმობა. იქ მყოფმა პირებმა გაიგეს, რომ დ------------–----ეს და ვ--------–---–-----ს ხელი მოუწერიათ ლეჩხუმში. ქორწინების მოწმობა ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა იცინოდა. ვ--------–---–-----ი იცინოდა და თქვა „მუჭში მყავს პროკურორი ქალიო“. ქორწინებასთან დაკავშირებით მეორე დღეს აჩუქა ვერცხლის კოვზები.

 

დაცვის მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ო-–----------- დაკითხვის ოქმი, ვინაიდან იგი გარდაიცვალა. მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 1993 წლიდან 2009 წლის მაისის თვემდე მუშაობდა ც------- რაიონის სოფელ ა----------------------–ი აღმასრულებელი ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე. 2009 წლიდან დათხოვნილი იქნა სამსახურიდან, ხოლო 2013 წლის იანვრის თვიდან მუშაობს ც------- რაიონის სოფელ ა----------------------–ი აღმასრულებელი ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე. დაახლოებით 2001 წლის ოქტომბრის თვეში აწ გარდაცვლილმა ჟ------------–---–-- თავისი სამუშაო მაგიდიდან ამოიღო ქორწინების ჩანაწერის აქტების ჟურნალი და უთხრა, ნ------------–------ სთხოვა, რომ ჩამოსულები იყვნენ ს------–-----–- შვილი დ------------–----ე და მისი მეუღლე ვ--------–---–-----ი, რომლებსაც უნდოდათ ხელის მოწერა სოფელ ქ----------–ი. ჟ------------–---–- წავიდა ნ-----------–------ ჯახში, ხოლო თავად, ვინაიდან საქმით იყო დაკავებული, ჟ------------რა, რომ ერთ საათში მივიდოდა სტუმრად ნ-------------- ვინაიდან უნდოდა დ---------ს მეუღლის გაცნობა. ოჯახში მისვლისას ნ--------- გააცნო სიძე - ვ--------–---–-----ი, წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი, ოჯახში სუფრა გაშლილი იყო და საზეიმო განწყობა სუფევდა, გახარებული იყვნენ დ---------ს მშობლები, კერძოდ დ---------ს დედა ე--------ერ მალავდა დიდ სიხარულს, რაც მის ოჯახში ხდებოდა. ასევე სუფრაზე იყო ნ--------- მეზობლები, გ----------------, ქ--–-------–-------, მისთვის უცნობი ადამიანებიც. ზუსტად ახსოვს, რომ მისი მისვლიდან მალევე ჟ------------–---–- დაჯდა სუფრის თავში და წაიკითხა დ---------სა და ვ--------- ქორწინების აქტი. პირადად უყურებდა დ---------- და ვ--------–---–-----მა ხელი რომ მოაწერეს აქტს, ასევე ხელი მოაწერა მისთვის უცნობმა ქალბატონმა და ახალგაზრდა მამაკაცმა, მათი სახელები არ ახსოვს. დაზუსტებით შეუძლია დაადასტუროს, რომ აქტზე ხელი მოაწერა დ------------–----ემ, ვ--------–---–-----მა, ერთმა ქალბატონმა და მამაკაცმა. ჟ------------–---–- როდესაც მივიდა სამსახურში, მუშაობდა ს------–------- საკრებულოს მდივნად. მის ფუნქციაში შედიოდა სამოქალაქო აქტების წარმოება, საკრებულოს ტერიტორიაზე, კერძოდ: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების სააქტო ჩანაწერების შესრულება. ჟ------------–---–- იყო ძალიან მოწესრიგებული, პატიოსანი ადამიანი. ჟ------ საქმიანობაში არასოდეს ჩარეულა და მისთვის უცნობია სამართლებრივად როგორ ფორმდებოდა სამოქალაქო აქტები. ჟ------------–---–- ავადმყოფობის გამო სამსახურიდან წავიდა 2005 წელს, ხოლო 2007 წელს ჟ------------–---–- გარდაიცვალა.

 

დაცვის მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე მ-----–-–---------- დაკითხვის ოქმი, ვინაიდან იგი გარდაცვლილია. მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ დ------------–----ეს იცნობს ბავშობიდან იგი არის მისი თანაკლასელი. 2001 წლის ზაფხულში თვე და რიცხვი არ ახსოვს იყო თბილისში, ტელეფონით დაუკავშირდა დ------------–----ე და უთხრა, რომ ის და მისი მეუღლე - ვ--------–---–-----ი დიღომში აშენებდნენ კერძო სახლს. არ ჰქონდათ პროექტის ფული და იქნებ გამომყვე და გაგვიკეთო ნახაზებიო, რაზეც დათანხმდა და უთხრა დილით ადრე მისულიყვნენ მასთან. მივიდნენ თავიანთი ავტომანქანით, დ---------- გააცნო მისი მეუღლე - ვ--------–---–-----ი. მიიყვანეს დ------–-- სადაც იყო პატარა სამლოცველო, არ იცის ფუნქციონირებდა თუ არა. ეზო იყო შემოუღობავი, იქ არავინ იყო. ეზოში იყო სამუშაო მდგომარეობა, ეყარა ბლოკი, ფიცრები, სამუშაო იარაღები. მონიშნული იყო ადგილი, სადაც უნდა გაეკეთებინათ ფუნდამენტი. ახსოვს, რომ საძირკველი არ იყო გაკეთებული და არც სახლი იდგა. გაესაუბრა ვ--------, თუ როგორი სახლი უნდოდა, დააფიქსირა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და წამოიღო, რათა სახლში შეედგინა სამუშაო ნახაზი და გაეგზავნა. თავად წავიდა ქუთაისში თავის საცხოვრებელ სახლში, ვ--------–---–-----ი და დ------------–----ე დატოვა თავის ნაკვეთში. ქუთაისში გააკეთა საჭირო გაანგარიშება და ერთი კვირის თავზე მოუწია ჩამოსვლა თბილისში, დაუკავშირდა დ------------ა მის მეუღლეს გადასცა ნახაზი.

 

2----–-–----------- გაცემული ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ 2----–-–------------------- დაქორწინდნენ დ-------------–--------------------–---–------.

 

2012 წლის 15 ნოემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ც------- სამოქალაქო რეესტრის უფროსის ვ----------–------გან ამოღებული იქნა ქორწინების ჩანაწერის აქტი დათარიღებული 1999 წლით, თეთრი ფერის ყდით, რომელშიც მოთავსებულია ქორწინების ჩანაწერის აქტები ნუმერაციით, ჟურნალის მე-4 ფურცელზე არის ქორწინების ჩანაწერის აქტი N3 დათარიღებული 2001 წლის 15 ოქტომბრით, რომელიც შესრულებულია ლურჯი კალმით, მოქ: დ------------–----ის და ვ--------–---–-----ის დემოგრაფიული მონაცემები, ასევე იმ პირთა პირადი ნომრები და ხელმოწერები, რომლებიც ესწრებოდნენ დ------------–----ის და ვ--------–---–-----ის ქორწინების ჩანაწერის აქტს. ჟურნალი შედგება 14 ფურცლისგან, რომელიც არის დანომრილი და მე-4 გვერდზე განთავსებული დ------------–----ის და ვ--------–---–-----ის ქორწინების ჩანაწერი აქტი N3 ჟურნალი შეკრულია თეთრი ზონარით.

 

2012 წლის 30 ნოემბრის გრაფიკული ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევ ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა“ დ------------–----ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია დ------------–----ის მიერ. გამოსაკვლევ ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა“ ვ--------–---–-----ის სახელით არსებული ხელმოწერა წარდგენილი ნიმუშებით შესაძლებელია შესრულებული იყოს ვ--------–---–-----ის მიერ. გამოსაკვლევ ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ ქ------------------- სახელით არსებული მოკლე და სრული ასოითი ჩანაწერის სახით არსებული ხელმოწერა და მის ქვეშ ჩანაწერი „პ/მოწმ.N----------- ... 10.0--1---- შესრულებულია ქ------------------- მიერ. გამოსაკვლევ ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ მი-------------–--–---–-- სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ------------–--–---–-- მიერ.

 

2----–-–---------------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დ------------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ------------–----ე ცნობილი იქნა ვ--------–---–-----ის სახელზე რეგისტრირებულ ქ.თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკადასტრო კოდით #0--7--1--0---1-- მიწის ნაკვეთის ფართი 3000.0 კვმ მდებარე უძრავი ნივთის ½ წილის მესაკუთრედ. ვ--------–---–-----ს დ------------–----ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთობლივი ცხოვრების დროს შეძენილი ნივთების ნივთები-მაცივარი „ტოშიბა“ ღირებულებით 990 ლარი; სარეცხი მანქანა ,,ინდეზიტი’’ -649 ლარი; კონდიციონერი -993 ლარი; ტელევიზორი ,,პანასონიკი’’ -1960; სამზარეულო ,,ოლია-ლიუკს’’ -700 ლარი; სასადილო მაგიდა, ოვალური - 350 ლარი; უკრაინული საძინებელი - 1500 ლარი; კომოდი -260 ლარი; შემოსასვლელის სარკე და საკიდი - 630 ლარი; შემოსასვლელის ჭაღი ,,ლატუნის’’ ბროლით გაწყობილი -160 ლარი; სამზარეულოს ჭაღი - 65 ლარი; ორი ცალი იატაკის ხალიჩა - 300 ლარი; სამზარეულოს კუთხის ავეჯი წაბლის ხის, მაგიდა 4 სკამით და ერთი გრძელი, სათავსოებიანი სკამით - 650 ლარი; სამეული - 600 ლარი ღირებულების ნახევრის ანაზღაურება. დ------------–----ეს ვ--------–---–-----ის მფლობელობიდან დაუბრუნდა მისი კუთვნილი ნივთები: ავეჯი ,,ჩონბე (დესაუ სარკით, ოთხკარიანი ვიტრინა, მაგიდა 6 სკამით)’’; ღირებულებით 5775 ლარი; ტელევიზორი შიგვე მოწყობილი ვიდეოთი ვერცხლისფერი ღირებულებით 600 ლარი; ვიდეოკამერა ვერცხლისფერი -900 ლარი; ხერხემლის გასავარჯისებელი ელექტრონული აპარატი- 330 ლარი; ორი სურათი (ზამთრის პეიზაჟი და ყვავილები);- 85 და 35 ლარი, კერამიკისგან დამზადებული ფარშევანგიანი საათი -95 ლარი; ჩინური მაღალი ვაზა, ხის, შავი ფერის, ფარშევანგის გამოსახულებით -100 ლარი; ღამის ლამპა ბროლის სადგამით -180 ლარი; თოჯინა დათუნია -75 ლარი; როკოკოს ჭიქა და ვაზა - 65 ლარი; სხვადასხვა ზომის კერამიკის და ლითონის ფიგურები - 120 ლარი; ბროლის დიდი ჭაღი ჩეხური - 800 ლარი; ბროლის მომცრო ჩეხური ჭაღი - 400 ლარი; ბროლის ჭაღი ლურჯი ფერის კერამიკით გაწყობილი 300 ლარი; საუთოებელი მაგიდა -130 ლარი.

 

2----–-–------------ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, ვ--------–---–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით, ვ--------–---–-----ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

 

2----–-–-------------- საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩაწერის აქტის 1999 წლის ჟურნალში მე-4 გვერდზე განთავსებული ქორწინების ჩანაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2001 წლის თარიღით) ზედა ნაწილში მითითებულ თარიღის აღმნიშვნელ ციფრობრივ ჩანაწერში „2001“ ციფრი „1“-ის ადგილზე მომხდარი ცვლილება. ციფრობრივი ჩანაწერის „2001“ ადგილზე თავდაპირველად იყო 0-------- ციფრობრივი ჩანაწერი „2002“. გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2001 წლის თარიღით) ხანდაზმულობის დადგენა მასზე არსებული ხელნაწერი ტექსტის მიხედვით შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არ არსებობის გამო. დადადგენა იმისა, თუ როდის იყო დატანილი ბეჭდის ანაბეჭდი გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2001 წლის თარიღით) უკანა მხარის მარცხენა ქვედა ნაწილში შეუძლებელია, კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო. ხელმოწერა, ვ--------–---–-----ის სახელით, განლაგებული: ქორწინების ჩაწერის აქტზე N3, 15.10.01 წლის თარიღით, მეორე გვერდზე, მე-13 გრაფის გასწვრივ: „მექორწინეთა ხელის მოწერა“, შესრულებულია არა ვ--------–---–-----ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ნამდვილ ხელმოწერაზე მიმსგავსებით. ხელმოწერა, ჟ------------–---–-ს სახელით, განლაგებული: ქორწინების ჩაწერის აქტზე N3, 15.10.01 წლის თარიღით, მეორე გვერდზე გრაფაში: „მმაჩის განყოფილების გამგე“, შესრულებულია არა ჟ------------–---–-ს, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ნამდვილ ხელმოწერაზე მიმსგავსებით.

 

2013 წლის 8 მაისის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის N----- დასკვნით დადგენილია, რომ 2001 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ ქორწინების N3 აქტში ხელმოწერა წ---–--------------თ გრაფაში N13 შესაძლებელია შესრულებული იყოს ვ--------–---–-----ის მიერ. 2001 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ ქორწინების N3 აქტში უკანა მხარეს გრაფაში „მმაჩის განყოფილების გამგე“ არსებული ხელმოწერა ჟ-------–---–-- გვარით არ გამოკვლეულა, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო.

 

2014 წლის 28 მარტის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს ვ--–---–------- სახელით არსებული ხელმოწერა გრაფაში: „მექორწინეთა ხელის მოწერა ( გვარი ქორწინებამდე ) ,,შესრულებულია არა ვ--------–---–-----ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ხელმოწერასთან მიმსგავსების მცდელობით. დადგენა საკითხისა, არსებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა დ------------–----ის, მი-------------–--–---–-- ან ქ------------------- მიერ, შეუძლებელია, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N 3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს დ.----–------ სახელით არსებული ხელმოწერა გრაფაში: „მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე) „შესრულებულია დ------------–----ის მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N 3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში: „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა „-------------- სახელით არსებული ხელმოწერები (როგორც ასოუთი ჩანაწერის სახით, ისე მოკლე ტრანსკრიფციით) და ხელმოწერების ქვეშ განთავსებული ხელნაწერი პირადობის მოწმობის ნომრისა და გაცემის თარიღის თაობაზე შესრულებულია ქ------------------- მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში: „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა მ---------–--–---–-- სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მი-------------–--–---–-- მიერ. ექსპერტიზაზე წარდგენილი ქორწინების ჩაწერის აქტის მე–4 ფურცელზე განთავსებული ქორწინების ჩაწერის აქტი N3 დათარიღებულია 2001 წლით, თუმცა მითითებულ წლის აღმნიშვნელ რიცხვებში შეტანილია ცვლილება, კერძოდ ამჟამად არსებული ციფრობრივი ჩანაწერის „2001“ ადგილზე თავდაპირველად იყო ჩანაწერი „2002“. ქორწინების ჩაწერის N 3 აქტზე, დათარიღებული 15.10.01 წლით, მეორე მხარეს გრაფაში: „მმაჩის განყოფილების გამგე „–--------–---–-- სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ჟ------------–---–-ს, არამედ სხვა პირის მიერ, მის ხელმოწერასთან მიმსგავსების მცდელობით. გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2002) ხელნაწერის ტექსტის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის ჩვენს ხელთ არ არსებობის გამო.

 

2014 წლის 17 აპრილის გრაფიკული ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ ხელმოწერა ვ.წ---–--------------თ ქორწინების აქტების ჟურნალში „მექორწინეთა“ გრაფაში (აქტი N3, 15.10.2001წ, გვ. 4) შესრულებულია არა დ----–------, არა ქ------------, არა მ--------–--–---–--- არამედ სავარაუდოდ შესრულებულია ვ--------–---–-----ის მიერ. ხელმოწერა დ----–------ გვარით ქორწინების ჩაწერის N3 აქტზე (გვ. 4) გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე)“ შესრულებულია დ------------–----ის მიერ, ი. ხელმოწერები ქ------------ გვარით და ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები ხელმოწერების ქვეშ N3 ქორწინების აქტ მე-4 გვერდის მეორე მხარეზე გრაფაში „გვარი სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ შესრულებულია ქ------------------- მიერ. ხელმოწერა მ--------–--–---–-- გვარით იმავე აქტის გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა“ შესრულებულია მი-------------–--–---–-- მიერ. დადგენა საკითხისა - შესრულებულია თუ არა ხელმოწერა ჟ-------–---–-- გვარით ქორწინების აქტების ჟურნალში (აქტი N3, 15.10.2001წ, გვ. 4) შეუძლებელია კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. ქორწინების ჩანაწერის N3 აქტის მე-4 გვერდზე წლის აღმნიშვნელ თარიღში შეტანილია ცვლილება, კერძოდ: არსებულ ციფრობრივ ჩანაწერში ბოლო ციფრი გადასწორებულია და ამჟამად არსებული თარიღის „2001“-ის ნაცვლად ადრე ეწერა „2002“. გამოსაკვლევად წარდგენილ ქორწინების N3 აქტის (15.10.01წ) ხელნაწერის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო.

 

2----–-–-----------------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ არ დაკმაყოფილდა ვ--------–---–-----ის (პირადი N-----------) სარჩელი მოპასუხე დ------------–----ის (პირადი N------------) მიმართ ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.

 

2----–-–---------–---- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, ვ--------–---–-----ის უფლებამონაცვლე გ--------–---–------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

 

2----–-–---------------ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ ვ--------–---–-----ის უფლებამონაცვლე გ--------–---–------- საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

 

2014 წლის 9 სექტემბრის საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის 1999 წლის ჟურნალში განთავსებული გამოსაკვლევი ქორწინების ჩანაწერის აქტის N3 ბლანკი, დათარიღებული 15 ოქტომბერი 2002 წლით (ფ.4) არ წარმოადგენს ჟურნალში განთავსებული ორმაგი ბლანკების (ფ.10-14) ანალოგიური ორმაგი ბლანკის მარცხენა ნაწილს, არამედ წარმოადგენს ჟურნალში განთავსებული ორმაგი ბლანკების ანალოგიური ორმაგი ბლანკის მარჯვენა მოსახევ ნაწილს, რომელიც მოხეული იქნა ორმაგი ბლანკიდან და შემდგომში იქნა ჩამატებული ამავე ჟურნალში არსებულ ქორწინების ჩანაწერის აქტებს N2 (ფ.3, დათარიღებული 20 თებერვალი 2001 წლით) და N4 ფ.5, დათარიღებული 18 ოქტომბერი 2001 წლით) შორის მე-4 ფურცლად.

 

2015 წლის 28 ივლისს გაცემული ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ 2----–-–------------------- დაქორწინდნენ დ-------------–--------------------–---–------.

 

2016 წლის 14 ივნისის სასაქონლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N-----------------------8 დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 3000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 0--7--1--0---1--- საბაზრო ღირებულება შეადგენს - 923000 (ცხრაასოცდასამიათასი) ლარს.

 

2014 წლის 20 მარტის საკონსულტაციო დასკვნით დადგენილია, რომ კონსულტირების საკითხს წარმოადგენს წლების განმავლობაში სხვადასხვა დაავადებების გავლენით ადამიანის ხელწერის შეცვლის შესაძლებლობა. საკონსულტაციოდ წარდგენილია სხვადასხვა პერიოდის სამედიცინო დოკუმენტები, გაცემული ვ---------------------–---–------- სახელზე. ვ--------–---–-----ი 2--- წლის 2 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით მკურნალობდა თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, მარჯვენა თირკმლის კიბოს დიაგნოზით. 3.08.2--- გაუკეთდა ოპერაცია მარჯვენამხრივი ნეფრექტომია, ლიმფადენექტომიასთან ერთად, ანუ ამოიკვეთა მარჯვენა თირკმელი სრულად, ლიმფურ კვანძებთან ერთად. დაუდგინდა ასევე თანმხლები დაავადებები: მარცხენა თირკმლის კისტა, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ღვიძლის ციროზი, ციროზული ღვიძლი ნანახი იქნა ოპერაციის დროს. მორფოლოგიური კვლევით დადგინდა მარჯვენა თირკმლის ნათელუჯრედოვანი კიბო. (წარმოდგენილია ფ.27-1 (ონკო), ქსეროასლი, ხელმოწერილია, დამოწმებულია დაწესებულების მრგვალი ბეჭდით) ვ--------–---–-----ის სხეულზე შედგენილი ცნობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ქსეროასლი, ხელმოწერილი, შტამპიანი, დამოწმებული დაწესებულების მრგვალი ბეჭდით) ირკვევა, რომ 11.06.2------ მკურნალობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალექსანდრე ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკაში დიაგნოზით: გ.ი.დ. არასტაბილური სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია მე-2. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახ. მრავალპროფილურ კლინიკურ საავადმყოფოში (ფორმა 100, ქსეროასლი, შტამპიანი, ხელმოწერილი, დამოწმებულია დაწესებულების მრგვალი ბეჭდით) ვ--------–---–-----ი მკურნალობდა 2----–-–------------------------ სექტემბრის ჩათვლით და ნევროპათოლოგის დაკვირვების ქვეშ გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე. კლინიკაში დაუდგინდა დიაგნოზი: „ჰემორაგიული ინსულტი, მცირე ზომის ინტრაცერებრული ჰემატომა მარჯვნივ თალამუსსა და შიგნითა კაფსულაში. გულის იშემიური დაავადება გადატანილი. გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, 6-7 წლის არტერიული ჰიპერტენზია, ავადმყოფი სისტემატურ მკურნალობას არ იტარებს.... პაციენტის თანმხლები პირების გადმოცემით, ავადმყოფს ა/წ 23 სექტემბერს გაუჭირდა მეტყველება, დაფიქსირდა აწ 220/120, პაციენტთან თანდათანობით გაუარესდა ნევროლოგიური დეფიციტი და ავადმყოფი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ავადმყოფობის მიმდინარეობა მწვავე თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით: ინტრაცერებრული ჰემატომა მარჯვნივ თალამუსსა და შიგნითა კაფსულას შორის (სისხლჩაქცევა ტვინის ნივთიერებაში მ.ნ.). მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: ნევროლოგიური სტატუსი: ცნობიერება ნათელი, მეტყველება-ნორმა, გუგები მრგვალი, თანაბარი, ფოტორეაქციები საშუალო სიცხოველის, მარცხნივ მე-7, მე-12 წყვილი ნერვების იოლი ცენტრალური პარეზი. მოტორული დეფიციტი კიდურებში არ არის. წარდგენილი რეცეპტია 266127 შხამებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი წამლის მისაღებად ვ--------–---–-----ის სახელზე, გაცემული 1999 წლის 6 აპრილს. დანიშნულია პრეპარატი რუდოტელი 0,01; 4 აბი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს. სამედიცინო და კრიმინალისტური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ადამიანის ხელწერა იცვლება ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის მნიშვნელოვანია ასაკობრივი ცვლილებები. მთელი რიგი დაავადებებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანის ხელწერაზე და გამოიწვიონ ცვლილებები მის კალიგრაფიაში. ასეთი დაავადებებია: პარკინსონის დაავადება, ქორეა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით მიმდინარე დაავადებები (მაგ. ინსულტი), თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, სხვადასხვა ეტიოლოგიის ენცეფალოპათიები (მათ შორის გამოწვეული ღვიძლის ციროზით), თავის ტვინის ტრავმები თავის ტვინის დაზიანებით. ხელწერაზე ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა სამკურნალწამლო პრეპარატების მიღებამ, მათ შორის ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა. რაც შეეხება კონკრეტულად პრეპარატ რუდიტელს, რომლის მოქმედი ნივთიერებაა მედაზეპამი, საცნობარო ლიტერატურიდან პრეპარატის შესახებ ირკვევა, რომ ეს პრეპარატი, მართალია, ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებთან შედარებით ნაკლები ხარისხით, მაგრამ იწვევს საძილე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და მიორელაქსანტურ (კუნთების მომადუნებელ მ.ნ.) მოქმედებას.

 

2017 წლის 10 ივლისის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის კომისიური სასამართლო-სამედიცინო N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მოქ. ვ--------–---–-----ის სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით და რეტროსპექტული ანალიზით სახეზეა იმ დაავადებების, პათოლოგიური პროცესების (ჰიპერტონული დაავადება. თავის ტვინის და გულის მაგისტრალური სისხლძარღვების ათეროსკლეროზი. ლეიკოენცეფალოპათია. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა. ალკოჰოლური ციროზით განპირობებული ტოქსიური ენცეფალოპათია. თავის ტვინის დაჟეჟილობა) და სხვა გარეშე ფაქტორების (ნოოტროპული და ანტიდეპრესანტული პრეპარატების მიღება. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება) თანაარსებობა, რომლებიც განაპირობებენ თავის ტვინის ქერქის, ქერქქვეშა კვანძების და ნათხემის ქრონიკულ ხანგრძლივ უკმარისობას, ჰიპოქსიას და ატროფციულ ცვლილებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქ. ვ--------–---–-----ს 15.10.01წ ქორწინების აქტზე ხელმოწერისას და 26.11.12წ ექსპერიმენტული ხელმოწერის ნიმუშების აღებისას ექნებოდა ხელის მტევნების ინტენციური ტრემორი, მოძრაობის კოორდინაციის და სტატიკის მოშლა და შესაბამისად გარკვეული ცვლილებები ხელწერაში.

 

2017 წლის 25 ივლისის 0--------აფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რ-------–---–------------- წ---–--------------თ 2001 წლის (გადასწორებული 2002 წელზე) 15 ოქტომბრის N3 ქორწინების ჩანაწერის აქტის მეორე მხარეს მე-13 გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა (გვარი ქორწინებამდე)“ შესრულებულია თვით ვ--------–---–-----ის მიერ.

 

2017 წლის 31 ივლისის სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N------------ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 3000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი 0--7--1--0---1--) საბაზრო ღირებულება, 2012 წლის ივნისის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს - 615000.00 (ექვსასთხუთმეტიათას) ლარს.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული დ------------–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ასეთი საკმარისი ერთობლიობა სახეზე არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ------------–----ე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.

 

სასამართლო შეფასებას მისცემს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

დ------------–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მასვე, ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

დ------------–----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მტკიცებით, ეფუძნება ვ--------–---–-----ის, გ--------–---–-------, გ--------------–--–---–--, ლ-------------–---–-ს, დ-----------------–---–--, თ------------–-–---–--, მ---------------, მ-----–------–-------, მ-----------, ც---------------, მ---------------–---–--, მ----------------ას და სხვათა ჩვენებებს, კომისიური გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------------------------- დასკვნებს, გრაფიკული ექსპერტიზის N------- დასკვნას, საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნას, ამოღებულ ქორწინების აქტს, მომართვებს საჯარო რეესტრიდან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ვ--------–---–-----მა 2001 წლის 15 ოქტომბრის N3 სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით 2013 წლის მაისში მიმართა სასამართლოს სარჩელით. აღნიშნული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლომ გამოძიებისგან გამოითხოვა და განიხილა ყველა გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, რაც ბრალდების მხარემ შემდგომში წარმოადგინა სასამართლოში სისხლის სამართლის საქმესთან ერთად. ასევე სამოქალაქო სამართალწარმობის პროცესში დაიკითხნენ გამოძიებაში გამოკითხული მოწმეები: ქ----------------------–--–---–-------–-------–---–---–--------------------. გამოკვლეული იქნა გამოძიებიდან გამოთხოვილი სამოქალაქო რეესტრიდან გადმოგზავნილი ყველა ის წერილობითი მტკიცებულება, რაც დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია განსახილველ საქმეში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის გადაწყვეტილებით ვ--------–---–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებულ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ და კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის დეკემბრიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ საქმეზე ძირითად სადავო გარემოებას წარმოადგენდა სწორედ ის ფაქტი, დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი იმყოფებოდნენ თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში და სადავო ქორწინების აქტის ჩანაწერზე არსებული ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა ვ--------–---–-----ის მიერ. ამ გარემოების დასადგენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა არაერთი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც არის არაერთგვაროვანი, ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის, კერძოდ:

 

საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2012 წლის 30 ნოემბრის N------- დასკვნით და ექსპერტის მ--------- ჩვენებით, გამოსაკვლევ ქორწინების ჩანაწერის N3 აქტზე გრაფაში ,,მექორწინეთა ხელის მოწერა“ დ------------–----ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია დ------------–----ის მიერ. გამოსაკვლევ ქორწინების ჩანაწერის N3 აქტზე გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა“ ვ-–---–------- სახელით არესებული ხელმოწერა წარმოდგენილი ნიმუშებით შესაძლებელია შესრულებული იყოს ვ--------–---–-----ის მიერ. გამოსაკვლევ ობიექტში ჩანაწერის N3 აქტზე გრაფაში „გვარი, სახელი და მამის სახელი“ იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელმოწერა ქ------------------- სახელით არსებული მოკლე და სრული ასოებით ჩანაწერის სახით არსებული ხელმოწერა და მის ქვეშ ჩანაწერი პ/მოწმ. N-----------... 10.0--1999 შესრულებულია ქ------------------- მიერ. გამოსაკვლევ ქორწინების ჩანაწერის N3 აქტზე გრაფაში „გვარი სახელი და მამის სახელი იმ პირთა, რომლებიც ემოწმებიან ქორწინებას და მათი ხელის მოწერა მი-------------–--–---–-- სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მი-------------–--–---–-- მიერ. მ---------- განმარტებით, 2001 წლის 15 ოქტომბრის ქორწინების ჩანაწერის N3 აქტზე ვ--------–---–-----ის სახელით არსებულ ხელმოწერაზე გაცემულია სავარაუდოდ დადებითი დასკვნა. ექსპერტიზის ჩასატარებლად წარდგენილი ნიმუშების საკმარისი რაოდენობისა და სადავო პერიოდთან დაახლოებულ დროში შესრულებული ნიმუშების არ არსებობის გამო შეუძლებელი იყო კატეგორიული დადებითი დასკვნის გაცემა. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ აღებული ნიმუშების შესწავლისას გასათვალისწინებელია პირის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უჩვეულო პირობებში შესრულებული ხელმოწერა, რაც საბოლოოდ, იწვევს გამოსაკვლევ ობიექტსა და ხელმოწერის ნიმუშებს შორის განმასხვავებელი ნიშნების არსებობას. სადავო ხელმოწერის შესრულების პერიოდთან 1-2 წლის შუალედით შესრულებული თავისუფალი ხელმოწერის ნიმუშების არ არსებობის პირობებში შეიძლება სავარაუდო ყოფილიყო კატეგორიული დასკვნის გაცემა.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------- N--------- დასკვნაზე და ექსპერტების: თ------------–-–---–--, ც--------------- და მ----------------ას ჩვენებებზე, გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის 1999 წლის ჟურნალში მე-4 გვერდზე განთავსებული ქორწინების ჩანაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2001 წლის თარიღით) ზედა ნაწილში მითითებულ თარიღის აღმნიშვნელ ციფრობრივ ჩანაწერში „2001“ ციფრი ერთის ადგილზე მომხდარი ცვლილება. ციფრობრივი ჩანაწერის „2001“ ადგილზე ციფრობრივი ჩანაწერი „2002“. გამოსაკვლევად წარდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის N3 (15 ოქტომბერი 2001 წლის თარიღით) ხანდაზმულობის დადგენა მასზე არსებული ხელნაწერი ტექსტის მიხედვით შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არ არსებობის გამო. ხელმოწერა ვ--------–---–-----ის სახელით განლაგებული ქორწინების ჩანაწერის აქტზე N3 15.10.2001 წლის თარიღით, მეორე გვერდზე, მე-13 გრაფის გასწვრივ, „მექორწინეთა ხელის მოწერა“ შესრულებულია არა ვ--------–---–-----ის, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ნამდვილ ხელმოწერაზე მიმსგავსებით. ხელმოწერა ჟ------------–---–-ს სახელით, განლაგებული ქორწინების ჩანაწერის აქტზე N3 15.1001 წლის თარიღით, მეორე გვერდზე გრაფაში „მმაჩის განყოფილების გამგე“ შესრულებულია არა ჟ------------–---–-ს, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ნამდვილ ხელმოწერაზე მიმსგავსებით. მოწმე მ------------------ განმარტა, რომ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–------------ს გაიცა კატეგორიული უარყოფითი დასკვნა, კერძოდ: გამოსაკვლევ ობიექტსა და წარმოდგენილ ხელმოწერის ნიმუშებს შორის, კერძო ნიშანთა მნიშვნელოვანი განსხვავებების არსებობის გამო, დადგინდა, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერები შესრულებულია არა ვ--------–---–-----ის და ჟ------------–---–-ს, არამედ სხვა პირთა მიერ. გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია შესაბამის გრაფაში (და არა თავისუფალ ფურცელზე), როგორც ექსპერიმენტული ნიმუშების აღების დროს, რამაც გამოიწვია ხელმოწერის ზომის შევიწროება. ამასთანავე, ბუნებაში არ არსებობს ორი იდენტური ხელმოწერა, გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარებისას, იდენტიფიკაციისათვის ხდება თავისუფალი, პირობით თავისუფალი და ექსპერიმეტული ხელმოწერის ნიმუშების აღება. კერძო და საერთო ნიშნებს შორის არსებულმა განსხვავებებმა აჩვენა, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია არა ვ--------–---–-----ის, არამედ სხვა პირის მიერ. გარეგნული მსგავსება და თანდამთხვევითი ნიშნები კი შესაძლოა გამოწვეული იყოს ვ--------–---–-----ის ხელმოწერაზე მიმსგავსებით. წარდგენილ თავისუფალ ნიმუშებსა და სადავო ხელმოწერას შორის შესრულების პერიოდი ხანგრძლივად არ არის დაშორებული. ექსპერტიზისათვის წარდგენილი მასალები საკმარისი აღმოჩნდა კატეგორიული დასკვნის გასაცემად.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ც---------–----------------------–-–------------------ ექსპერტის დასკვნაზე, 2001 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული ქორწინების N3 აქტში ხელმოწერა ვ-–---–------- გრაფაში N13 შესაძლებელია შერულებული იყოს ვ--------–---–-----ის მიერ. 2001 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ ქორწინების N3 აქტში უკანა მხარეს გრაფაში „მმაჩის განყოფილების გამგე“ არსებული ხელმოწერა ჟ-------–---–-- გვარით არ გამოკვლეულა, იმის გამო, რომ შესადარებელ მასალად წარმოდგენილი ნიმუშების რაოდენობა იყო მცირე და არასაკმარისი შედარებითი კვლევის ჩასატარებლად.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს შსს საექსპერტი კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 28 მარტის N------------------------- ექსპერტის დასკვნაზე და ექსპერტების: მ--------------–---–ის, თ----------------, მ-----------, მ----------------ას, მ-----–------–------- ჩვენებებზე, რომელთა საფუძველზეც ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩანაწერის N3 აქტზე დათარიღებული 15.10.2001 წლით, მეორე მხარეს ვ-–---–------- სახელით არსებული ხელმოწერის გრაფაში „მექორწინეთა ხელის მოწერა“ შესრულებულია არა ვ-–---–-------, არამედ სხვა პირის მიერ, მის რომელიმე ხელმოწერასთან მიმსგავსების მცდელობით. დადგენა საკითხისა არსებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა დ----–------, მ--------–--–---–--- ან ქ----------ის მიერ, შეუძლებელია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო. ექსპერტიზაზე წარდგენილ ქორწინების აქტების ჟურნალში ქორწინების ჩანაწერის N3 აქტზე დათარიღებული 15.10.2001 წლით არსებული ხელმოწერები შესრულებულია დ----–------, ქ------------ და მ--------–--–---–-- მიერ. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქორწინების ჩანაწერის აქტის მე-4 ფურცელზე განთავსებული 2001 წლის 15 ოქტომბრის N3 აქტზე მითითებულ წლის აღმნიშვნელ რიცხვში შეტანილია ცვლილება. კერძოდ: ამჟამად არსებული ციფრობრივი ჩანაწერის 2001 წლის ადგილზე თავდაპირველად იყო ჩანაწერი 2002. ქორწინების ჩანაწერის N3 აქტზე დათარიღებული 15.10.01 წლით მეორე მხარეს გრაფაში მმაჩის განყოფილების გამგე ჟ-------–---–-- სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ჟ------------–---–-ს, არამედ სხვა პირის მიერ, მის ხელმოწერასთან მიმსგავსების მცდელობით. ხანდაზმულობის ვადის დადგენა შეუძლებელია შესაბამისი დასაბუთებული მეცნიერული მეთოდიკის არ არსებობის გამო, რაც დაადასტურეს სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებში ე---------------------–------- მ-------------ამ, მ--------–---–მა, თ-----------, მ--------. მათ განმარტეს, რომ სადაო ქორწინების N3 აქტზე გამოსაკვლევი ხელმოწერები ვ-–---–-------ა და ჟ-------–---–-- ვინაობით, შესრულებულია არა დასახელებული პირების, არამედ სხვა პირის მიერ, მათ ხელმოწერაზე მიმსგავსებით. ვ-–---–------- ხელმოწერა შესრულებულია არა თავისუფალ ფურცელზე, არამედ გრაფაში, რამაც გამოიწვია ხელმოწერის ზომის შევიწროვება. ბუნებაში არ არსებობს ორი იდენტური ხელმოწერა. ექსპერტ მ------–-----ის ჩვენებით, ქორწინების აქტის თარიღში ციფრი 2 შესწორებულია ციფრი ერთით. შესწორების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია შესაბამისი მეთოდიკის არ არსებობის გამო.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „------------------–-–-- 17 აპრილის N----- ექსპერტის დასკვნაზე და ექსპერტ ნ-----–-----–---–--- ჩვენებაზე, რომლის საფუძველზე დადგენილია, რომ ხელმოწერა ვ.წ---–--------------თ ქორწინების აქტების ჟურნალში მექორწინეთა გრაფაში შესრულებულია არა დ----–------, არა ქ------------, არა მ--------–--–---–--- არამედ სავარაუდოდ შესრულებულია ვ-–---–------- მიერ. ხელმოწერა დ----–------, ქ------------ და მ--------–--–---–-- გვარით შესრულებულია მათ მიერ. დადგენა საკითხისა, შესრულებულია თუ არა ხელმოწერა ჟ-------–---–-- გვარით, შეუძლებელია საკვლევი ნიმუშების სიმცირის გამო. ქორწინების თარიღში შეტანილია შესწორება: ადრე ეწერა 2002 წელი. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ქორწინების აქტის ხელნაწერის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დასკვნის გამცემმა ექსპერტებმა დაადასტურეს როგორც სამოქალაქო სამართალწარმოებისას, ასევე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით ექსპერტმა ნ----–---–--- სამოქალაქო სამართლაწარმოების დროს სასამართლო პროცესზე დაკითხვისას ექსპერტებმა ნ-----–-----–---–-- და ა--------–---- დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, სახელდობრ, რომ ვ-–---–------- გამოსაკვლევი და შესადარებელი ნიმუშების შეარებით, დადგინდა 11 თანდამთხვევა და 4 განსხვავება. კერძო ნიშნები ერთობლიობაში უფრო მყარი და მნიშვნელოვანია, ვიდრე განმასხვავებელი ნიშნები და ქმნიან საიდენტიფიკაციო კერძო ნიშანთა კომპლექსს, რაც საკმარისია მხოლოდ სავარაუდო დასკვნისათვის. განმასხვავებელი ნიშნების არსებობამ არ მისცა მათ საშუალება კატეგორიული დადებითი დასკვნის გაცემისათვის. ხელმოწერასა და წარმოდგენილ ნიმუშებს შორის განსხვავება შეიძლება გამოეწვია უამრავ ფაქტორს: გადატანილ ავადმყოფობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადამიანის მიერ იშვიათად განხორციელებულ ხელმოწერას, ფიზიკურ დაღლილობას, ხელმოწერისას კალმის წვერის გამართულობას, ხელმოწერის შესრულებას მყარ ზედაპირზე და ა.შ. თუ ხელმოწერის შესრულებისას ხდება უშუალოდ ხელის მოძრაობის შეცვლა, აღნიშნული იწვევს უფრო მეტი განმასხვავებელი ნიშნების არსებობას. არ არსებობს ერთი და იგივე პირის მიერ შესრულებული ორი აბსოლუტურად იდენტური ხელმოწერაც კი. რაც შეეხება ჟ-------–---–-- ხემოწერას, მათ მიერ უარი ითქვა დასკვნის გაცემაზე შესადარებელი თავისუფალი ნიმუშების არასაკმარისობის გამო.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2017 წლის 25 ივლისს ექსპერტების: ნ----–---–----------------------- მიერ დამატებით წარდგენილი თავისუფალი ნიმუშების გამოკვლევის შედეგად გაცემული N----- დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2001 წლის 15 ოქტომბრის N3 სადაო ქორწინების ჩანაწერის აქტზე, მე-13 გრაფაში არსებული ხელმოწერა ვ.წ---–--------------თ შესრულებულია ვ-–---–------- მიერ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ნ----–---–-- და განმარტა: გრაფიკული ექსპერტიზა ჩაატარა საქმეზე დამატებით წარმოდგენილი ნიმუშების გამოკვლევით, რომლებიც იყო უფრო ხარისხიანი, ვიდრე მანამდე ჩატარებული ექსპერტიზის დროს წარმოდგენილი თავისუფალი ნიმუშები (და რაოდენობრივად საკმარისიც), რომელშიც ვ-–---–------- ხელმოწერისათვის დამახასიათებელი ნიშნები უფრო მკვეთრად იყო გამოხატული, ვიდრე 2014 წლის 28 მარტს ჩატარებული ექპსერტიზის დროს გამოკვლეულ თავისუფალ ნიმუშებში. დამატებით წარმოდგენილ თავისუფალ ნიმუშებში გამოსაკვლევ ხელმოწერასთან შედარებით არსებულმა ხელმოწერის ნიშნების მცირე და უმნიშვნელო განსხვავებამ, შესაძლებლობა მისცა გაეცა დადებითი კატეგორიული დასკვნა. 2014 წლის 28 მარტს გაცემულ დასკვნაში კი, მან და ექსპერტმა ა--------–---- სავარაუდო დადებითი დასკვნა გასცეს იმიტომ, რომ წარმოდგენილი იყო ძირითადად უხარისხო ნიმუშები, თუმცა მათი კვლევითაც დადასტურდა, რომ შესადარებელ და გამოსაკვლევ ხელმოწერებს შორის იყო კერძო ნიშნების უფრო მეტი თანდამთხვევა (11 ნიშანი), ვიდრე განსხვავება (4 ნიშანი). მისივე ჩვენებით, იმ პიროვნების კოორდინაციის დარღვევა, ვისი ხელმოწერის გამოკვლევაც ხდება, იწვევს მისი ხელმოწერისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე ზეგავლენას, რომ ერთი და იგივე პირის მიერ შესრულებული, თუნდაც მცირე მონაკვეთში, ორი ხელმოწერაც კი არ არსებობს აბსოლუტურად იდენტური.

 

სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეზე ერთმანეთს უპირისპირდება ერთსა და იგივე საკითხზე გაცემული სხვადასხვა შინაარსის ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო გარკვეულ საკითხებში ერთმანეთს უპირისპირდება ერთი და იგივე ექსპერტის მიერ ერთსა და იგივე საკითხზე გაცემული დასკვნაც. სახელდობრ, 2----–-–------------ს ექსპერტების მ-------------ასა და ც------------ ხელმოწერით გაცემული დასკვნა N--------- და 2014 წლის 28 მარტს გაცემული - N---------------------- ექსპერტიზის დასკვნები.

 

2----–-–-------------- N--------- დასკვნაში ექსპერტები: ც---------- და მ-------------ა მიუთითებენ, რომ ვ-–---–------- ხელმოწერის თავისუფალ და გამოსაკვლევ ნიმუშებს შორის არსებობს გარკვეული თანდამთხვევები, მაგალითად ასო „წ“-ს საწყის წერტილში, რომ ვ-–---–------- სახელით არსებული გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია, გამოხატული პირველი ჯგუფის მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევით, რაც ვლინდება სწორხაზოვანი ვერტიკალური შტრიხების კლაკნილობით, შესრულების ტემპი შენელებული და ა.შ... რომ უმნიშვნელოდ დაქვეითებული კოორდინაცია და ტემპი მიუთითებენ, რომ ვ-–---–------- გამოსაკვლევ ხელმოწერის შესრულების პროცესში ადგილი ჰქონდა მასზე რაიმე უჩვეულო ფაქტორის ზემოქმედებას, ავადმყოფობას, დაღლილობას, მოხუცებულობის ასაკს, სულიერ აღელვებას და ა.შ, რაც ექსპერტებმა მ-------------ამ და სხვებმა უარყვეს 2014 წლის 28 მარტს გაცემულ N----------------------- დასკვნაში, თუმცა სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებაში ექსპერტმა ც----------მ კვლავ დაადასტურა მისი ხელმოწერით გაცემული დასკვნის შინაარსი: ე.ი. თანდამთხვევების არსებობა და რომ ხელმოწერა შესაძლებელია შესრულებული იყოს ავადმყოფი პირის მიერ, რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმა მ-------------ამაც.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა მიერ ერთსა და იგივე საკითხზე გაცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის დასკვნები, სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს ყველა ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ თითოეული მათგანის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა არ გამორიცხავს იგივე საკითხზე სხვა ექსპერტთა მხრიდან, სხვა შინაარსის დასკვნის არსებობას, რაც დამოკიდებულია წარდგენილი მასალების რაოდენობაზე, ხარისხზე, ექსპერტის ცოდნასა და გამოცდილებაზე და შესაბამისად ასეთის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ინდივიდიალურ შეფასებაზე, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პიროვნების ხელწერის შეცვლას, რაც შეიძლება გამოიწვიოს უამრავმა ფაქტორმა, მათ შორის ასაკის მატებამ, ავადმყოფობამ, კოორდინაციის დარღვევამ, წერის პირობების შეცვლამ, ემოციურმა მდგომარეობამ და ა.შ. რომ ერთი და იგივე პირის მიერ შესრულებული ხელმოწერებიდან არ არსებობს ორი აბსოლუტურად იდენტური ხელმოწერა. ექსპერტების: ა--------–----- ნ----–---–----------------------- გამოცდილება და სამუშაო სტაჟი არის 36, 38 და 41 წელი. ისინი არიან განათლებული, კომპეტენტური და გამოცდილი ექსპერტები, რაც სასამართლო პროცესზე თავის ჩვენებაში დაადასტურა ექსპერტმა მ--------------–---–-- - განსხვავებული აზრის მქონე ექსპერტმაც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნები არაერთგვაროვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოა, რის გამოც შეუძლებელია მათზე დაყრდნობით უტყუარად იქნეს დადასტურებული ხელმოწერა ქორწინების სააქტო ჩანაწერზე შესრულებულია თუ არა ვ--------–---–-----ის მიერ. შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და არა მის საუარესოდ.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის 2013 წლის 23 მაისის კონსულტაციის N--–---------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ექსპერტის მ----------–--–---–-- ჩვენებაზე, 25.02.2014 წელს გაცემული საკონსულტაციო დასკვნის N-------- მიხედვით ადამიანის ხელმოწერა იცვლება წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის მნიშვნელოვანია ასაკობრივი ცვლილებები, ასევე მთელ რიგ დაავადებებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანის ხელწერაზე და გამოიწვიონ ცვლილებები მის კალიგრაფიაში. ხელწერაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების მიღებამაც. თუკი აღმოჩნდება, რომ გამოსაკვლევ ხელმოწერის ნაწილ ასოებში ადგილი აქვს შესადარებელ წარდგენილ თავისუფალ ნიმუშებში დამახასიათებელი საერთო და კერძო ნიშნების დამთხვევას, ხოლო ნაწილში კი, განსხვავებას, ასეთი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც წერის პირობების შეცვლით, ასევე ხელმოწერის ვარიაციულობით, რომ თანდამთხვევა და მსგავსება განსხვავებული შინაარსის ტერმინებია. ასაკობრივმა მატებამ ალკოჰოლის სისტემატურმა მიღებამ, მხედველობის დაქვეითებამ და სხვა მსგავსმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ხელწერაში და ა.შ.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ჟ------------–---–-ს ხელმოწერის გამოკვლევაზე, ექსპერტებმა გამოიყენეს 1999 წლის 19 თებერვლის ქორწინების N1, 2001 წლის 5 თებერვლის N1 და 2001 წლის 20 თებერვლის N2 აქტებზე ჟ------------–---–-ს გვარით არსებული ხელმოწერები. ექსპერტიზამ შესადარებელ თავისუფალ ნიმუშებად გამოიყენა ის ხელმოწერები, რომელზეც გამოძიებას არ ჰქონდა დადგენილი ეს ხელმოწერები შესრულებული იყო თუ არა ნამდვილად ჟ------------–---–-ს მიერ. ისიც კი არაა დადგენილი, სად, როდის და რა გარემოებებში მოიპოვა გამოძიებამ ზემოთ აღნიშნული ქორწინების 3 აქტი. თუკი ვივარაუდებთ, რომ დასახელებული აქტები იყო გამომძიებლის მიერ ც------- რაიონის სამოქალაქო არქივის რეესტრიდან 2012 წლის 15 ნოემბერს ამოღებულ ჟურნალში, მაშინ მათი აღწერილობა მითითებული უნდა იყოს ამოღების და დათვალიერების ოქმებში. მითუმეტეს, რომ სამოქალაქო რეესტრის უფროსმა ვ----–------ სასამართლო პორცესზე მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ გამომძიებელს ამოღებული ჟურნალი არ დაუთვალიერებია, დაათვალიერა მხოლოდ სადაო ქორწინების N3 აქტი და ამდენად, არ იცის ამოღებულ ჟურნალში იყო თუ არა ზემოთ დასახელებული ქორწინების აქტები და მათზე იყო თუ არა ჟ------------–---–-ს ვინაობით შესრულებული ხელმოწერები. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ მართალია აღნიშნული ჟურნალი ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ, თუმცაღა ბრალდების მხარეს არ მოუთხოვია აღნიშნული ჟურნალის ნივთიერ მტკიცებულებად ცნობა, ნივთიერ მტკიცებულებად საქმეზე დაშვებული იქნა მხოლოდ სადავო ქორწინების ჩანაწერი. შესაბამისად, ექსპერტებს გამოსაკვლევად წარედგინათ ის ნიმუშები, რომლებიც საქმეზე მტკიცებულების სახით დაშვებული არ ყოფილა. შესაბამისად, ამ გარემოების გათვალისწინებით, ამ მასალების საფუძველზე გაცემული კატეგორიული შინაარსის ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

სახელმწიფო ბრალდებამ სადავო ქორწინების აქტის გაყალბების დამადასტურებელ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქორწინების აქტში დასაქორწინებელ პირთა ასაკი მითითებულია არასწორად. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტში დ------------–----ისა და მისი მეუღლის დაბადების თარიღები მითითებულია სწორად, რაც შეეხება მექორწინეთა ასაკს, აღნიშნული მითითებულია შეცდომით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ როგორც სხდომაზე დაკითხული ვ----------–------ ჩვენებითა და გამოკვლეული ქორწინების აქტით ირკვევა, იმ პერიოდში აქტების შევსებისას ხშირი იყო გარკვეული შეცდომები და ცდომილებები, თუმცაღა ბრალდების მხარის მიერ მითითებული ეს გარემოება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სადავო ქორწინების აქტის გაყალბების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება.

 

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ რომ ვ--------–---–-----ს გადატანილი ჰქონდა სხვადასხვა დაავადებები, დაცვის მხარემ იმ გარემოების დასადგენად, გადატანილი ავადმყოფობები მოახდენდა თუ არა ზეგავლენას ვ-–---–------- ხელმოწერისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე, დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც წარედგინა ვ--------–---–-----ის ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ექსპერტიზის წინაშე დაისვა საკითხი, რომ ექსპერტებს დაედგინათ, წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ვ--------–---–-----ის დაავადებები, მათი ხასიათის გათვალისწინებით და წლების მანძილზე ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, გამოიწვევდა თუ არა მისი ხელმოწერისათვის დამახასიათებელი ნიშნების ცვლილებებს, როგორც 2001 წლის 15 ოქტომბრის ქორწინების აქტზე ხელმოწერისას, ასევე 2012 წლის 26 ნოემბერს მისგან ექსპერიმენტული ხელმოწერის ნიმუშებში.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ „ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით და რეტროსპექტული ანალიზით სახეზეა იმ დაავადებების, პათოლოგიური პროცესების (ჰიპერტონული დაავადება. თავის ტვინის და გულის მაგისტრალური სისხლძარღვების ათეროსკლეროზი. ლეიკოენცეფალოპათია. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა. ალკოჰოლური ცეროზით განპირობებული ტოქსიური ენცეფალოპათია. თავის ტვინის დაჟეჟილობა) და სხვა გარეშე ფაქტორების (ნოოტროპული და ანტიდეპრესანტული პრეპარატების მიღება. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება) თანაარსებობა, რომლებიც განაპირობებენ თავის ტვინის ქერქის, ქერქქვეშა კვანძების და ნათხემის ქრონიკულ ხანგრძლივ უკმარისობას, ჰიპოქსიას და ატროფიულ ცვლილებებს. აღნიშნულის გამო ვ-–---–-----ს 2----–-–------------------- ქორწინების აქტზე ხელმოწერისას და 2012 წლის 26 ნოემბერს ექსპერიმენტული ნიმუშების აღებისას ექნებოდა ხელის მტევნების ინტენსიური ტრემორი, მოძრაობის კოორდინაციის და სტატიკის მოშლა, შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები ხელმოწერაში“. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ალ.გეჯაძემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე კატეგორიული დადასტურება იმისა, თუ კონკრეტულად რომელ რიცხვებში შეიძლება შეცვლოდა ვ-–---–-----ს ხელმოწერის ნიშნები, შეუძლებელია. ეს მოხდებოდა მეტნაკლებად ავადმყოფობის გამწვავების შესაბამისად და ასეთის დაზუსტება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ვ--–---–------- სიცოცხლეში სისტემატური დაკვირვებით. სწორედ ამიტომ დაწერა დასკვნაში, რომ ექნებოდა ადგილი ხელმოწერაში ცვლილებებს.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ გარდაცვლილ ვახტამგ წ---–-----ს სამოქალაქო სამართალწარმოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ს------–-----–- მისი ყოფნის ფაქტი და ქორწინების აქტზე დამსწრე პირთა ხელმოწერების უტყუარობა. ქ------------------ და მირიან რთველიაშვილი, რომლებიც ხელს აწერენ სადავო ქორწინების აქტს, დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე როგორც სამოქალაქო სამართალწარმოების, ასევე განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მათ შორის ვ--------–---–-----ის გარდაცვალებამდე მისი თანდასწრებით სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში, რა დროსაც ვ--------–---–-----ს სადავოდ არ გაუხდია ამ პირების ხელმოწერების ნამდვილობა სადავო აქტზე, რაზეც სამოქალაქო საართალწარმოების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებში სასამართლოს ასევე ჰქონდა მსჯელობა.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმის სახით დაკითხული: გ--------–---–-------, გ--------------–--–---–--, ლ-------------–---–-ს, დ-----------------–---–-- ჩვენებებზე, რომლებსაც ვ--------–---–-----ის გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ გაახსენდათ, თითქოს 2----–-–------------------- ვ--------–---–-----ი იმყოფებოდა არა ს------–-----–-, არამედ მათთან ერთად ქ.თბილისში, გ--------------–--–---–-- დაბადების დღეზე. ეს მაშინ, როდესაც თავად ვ--------–---–-----ი, რომელიც არაერთხელ დაიკითხა როგორც გამოძიებაში, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების მიმდინარეობისას, არ უარყოფდა ც------- რაიონის ს------–-----–- ყოფნის ფაქტს და თბილისში დაბადების დღეზე ყოფნის შესახებ მინიშნებაც კი არ გაუკეთებია.

 

2----–-–------------------- ვ-–---–------- თბილისში ყოფნის ფაქტის დასადატურებლად, გ--------–---–---რმა, გ--------------–--–---–მა და დ---------–---–მა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში განმარტეს, რომ თითქოს გ--------------–--–---–-- სახლში მისვლამდე გ--------–---–---რს, რომელიც იჯდა მამის - ვ--------–---–-----ის კუთვნილი ავტომანქანის საჭესთან, მამასთან და დ---------–---–თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ პირთან მოუხდათ ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დ---------–---–ს დაუზიანდა ხელი, რის გამოც ვ--------–---–-----მა იგი წაიყვანა საავადმყოფოში და ხელი ჩაუსვეს თაბაშირში. თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ავტომანქანაც. სასამართლო აღნიშნულ პირთა ჩვენებებს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის შესახებ პოლიციაში გაცხადებული არ არის, დ---------–---–ის მიერ ხელის დაზიანების თაობაზე რაიმე მასალები არ არის წარმოდგენილი, რასაც არ ადასტურებენ არც გ--------------–--–---–- და ლ---------–---–-, გამოძიებასა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში. არ არსებობს ავტომანქანის დაზიანებისა და მისი სარემონტო სამუშაოების თაობაზე ცნობები.

 

სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში გ--------------–--–---–მა და ლ.ხოხონიშვილმა განაცხადეს, რომ ის ფაქტი, რომ ვ--------–---–-----ი იყო დაბადების დღეზე, აღიდგინეს გ--------–---–--------- საუბრის შემდეგ, რომელმაც თვითონვე შეახსენა მათ, რომ ეს იყო 2001 წელს. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სასამართლოში 2018 წელს დაკითხვის დროს ვერ გაიხსენეს ვ--------–---–-----ის გარდაცვალების წელი და რიცხვი, ხოლო კარგად დაამახსოვრდათ 17 წლის წინ, 2----–-–------------------- გ--------------–--–---–-- დაბადების დღეზე მისი დასწრება. გ-------–--–---–- და ლ---------–---–- გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში არაერთხელ აღნიშნავენ, რომ იმ დაბადების დღეზე, როდესაც ვ--------–---–-----ი მათთან იმყოფებოდა, გ-------–--–---–- გახდა 19 წლის (საგულისხმოა ის გარემოება, რომ გ--------–--–---–- დაბადებულია 1981 წელს). სასამართლოში დაკითხვისას კი გ--------------–--–---–მა განაცხადა, რომ იმ დღეს გახდა 20 წლის. შესაბამისად, სასამართლო აფასებს რა მითითებულ მოწმეთა ჩვენებების უტყუარობას, დროის იმ პერიოდს, რაც გავიდა 2001 წლიდან მათ დაკითხვამდე, ასევე იმ გარემოებას, რომ თავად მოწმეები სასამართლოს აწვდიან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ფაქტობრივი გარემოების თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთმითითებული ბრალდების მოწმეთა ჩვენებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეების: პ--–-----–----------------–-–---–-------ის, ს--–---------------ის, ც-–-----------–---–-- ჩვენებებს, რომლებმაც განმარტეს, რომ დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ ეს გარემოებები მათ იციან ვ--------–---–-----ისგან გადმოცემით. შესაბამისად, მათ არ აქვთ უტყუარი ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ, განხორციელდა თუ არა ქორწინების აქტზე ხელისმოწერა ვ--------–---–-----ისა და დ------------–----ის მიერ და ოფიციალური წესით მოხდა თუ არა მათი ქორწინების რეგისტრაცია. შესაბამისად, ეს მოწმეები წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს. ამავდროულად, დასახელებული პირები ადასტურებენ დ------------–----ისა და ვ--------–---–-----ის თანაცხოვრების ფაქტს და გარკვეულწილად ადასტურებენ სადაო ქონების შექმნაში დ------------–----ის მონაწილეობას.

 

საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 276-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (ხ.: საქ.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52,53).

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებების საპირისპიროდ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის პროცესში სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებმა: ქ------------------- და მ--------------–--–---–-- დაადასტურეს, რომ 2----–-–------------------- ესწრებოდნენ დ------------–----ისა და ვ--------–---–-----ის ქორწინების რეგისტრაციას, რაც განხორციელდა დ---------ს მშობლების ოჯახში ც------- რაიონის ს------–-----–-. ქორწინების აქტი გააფორმა საკრებულოს მდივანმა ჟ------------–---–--, რის შემდეგაც ვ--------–---–-----მა და დ------------–----ემ ხელმოწერები შეასრულეს მათი თანდასწრებით, ხოლო მათ მიერ ხელმოწერა ქორწინების აქტზე შესრულდა მხოლოდ მექორწინეთა ხელმოწერის შემდეგ. ქორწინების ფაქტი აქტზე ხელმოწერით დაადასტურა საკრებულოს მდივანმა - ჟ------------–---–--.

 

ც------- რაიონის ს------–------- საკრებულოს თავმჯდომარის ო-–---------- ჩვენებით დადგინდა, რომ 2----–-–------------------- იგი ესწრებოდა ვ--------–---–-----ისა და დ------------–----ის დაქორწინების ფაქტს, რაც შესაბამისი აქტის შედგენით გააფორმა საკრებულოს მდივანმა ჟ------------–---–--. მისი თანდასწრებით ქორწინების აქტზე ხელი მოაწერეს ჯერ დ------------–----ემ და ვ--------–---–-----მა, შემდეგ ქორწინების დამსწრეებმა ქ------------ და მ--------–--–---–-ა, შემდეგ გრაფაში მმაჩის განყოფილების გამგე, საკრებულოს მდივანმა ჟ------------–---–--, რომელმაც ხელმოწერების შესრულებამდე, აქტის შინაარსი წაიკითხა ზემოთ აღნიშნული პირების თანდასწრებით. ქორწინების აქტზე და შესაბამის ქორწინების მოწმობაზე საკრებულოს ბეჭედი, რომელზე წვდომა ჰქონდა მხოლოდ მას, დაუსვა თვითონ.

 

2001 წლის 15 ოქტომბრის თარიღით შედგენილი ვ--------–---–-----ის და დ------------–----ის ქორწინების აქტი, 2012 წლის 25 ნოემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა გამომძიებელის მიერ, ც------- რაიონის სამოქალაქო რეესტრის არქივიდან.

 

აღნიშნული აქტის თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ც------- რაიონული სამოქალაქო რეესტრის უფროსი ვ----------–-----. მისი ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მითითებულ თანამდებობაზე მუშაობს 1983 წლიდან. 2002 წლის მეორე ნახევარში საკრებულოს მდივანმა ჟ------------–---–-- არქივში ჩააბარა ს------–------- საკრებულოს მიერ 1999-2002 წლების ქორწინების აქტების კუსტარულად აკინძული ჟურნალი, რომელშიც ჩაკერებული იყო ვ-–---–------- და დ----–------ 2----–-–------------------- შედგენილი N3 აქტი. ჟურნალის კუსტარულად აკინძვა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იუსტიციის სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა საჭირო რაოდენობით სტამბური წიგნების მოწოდებას. ამის გამო იძულებული იყვნენ დაეშალათ წიგნები და რამდენიმე ფურცელი გაენაწილებინათ სხვადასხვა საკრებულოებზე. ყოფილა შემთხვევა, რომ ფურცლების არქონის გამო დაუქსეროქსებიათ აქტები. ზოგჯერ ამ საკითხის მოგვარების მიზნით საკრებულოები თვითონვე სესხულობდნენ ერთმანეთისგან სააქტო ჩანაწერის ფურცლებს, რის გამოც ქორწინების რეგისტრაციის დროს აქტების მარჯვენა და მარცხენა მხარის განსხვავება არ ხდებოდა, მთავარი იყო შესაბამისი აქტები შევსებულიყო პირველ პირად. ყველა საკრებულოების გამოგზავნილი ქორწინების აქტები ინახებოდა მასთან რეესტრის არქივში, რომელიც დაცული იყო. უცხო პირს არქივში შესვლა არ შეეძლო და ამ საბუთებთან წვდომა ჰქონდა მხოლოდ მას. 2008 წელს ც------- რაიონში შეიქმნა ერთიანი ელექტრონული ბაზა და სადავო ქორწინების აქტი სხვა ანალოგიურ აქტებთან ერთად აღნიშნულ ბაზაში დაფიქსირდა 2008 წლის 2 ივნისს, რის შესახებაც მან წერილობით აცნობა გამოძიებას.

 

მოწმეების: ნ-----------–---- და ნ-----------–-–---–-- ჩვენებებით დადგენილია, რომ 2001 წლის ოქტომბერში დ------------–----ის მშობლების და თავად დ----–------ და ვ-–---–-------გან გაიგეს, რომ დ------------–----ემ და ვ--------–---–-----მა ხელი მოაწერეს ს------–-----–-.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე თ---------–-------–---–-ს ჩვენება, რომელიც 1997 წლიდან მუშაობდა დ------------–----ის და ვ--------–---–-----ის ოჯახში დამხმარე დიასახლისად და მათი ცხოვრების დეტალების შესახებ მისთვის თითქმის ყველაფერი ცნობილი იყო. მისი ჩვენებით დადგენილია, რომ 2001 წლის ოქტომბერში დ--------- და ვ-------- წავიდნენ მშობლებთან ც------- რაიონში, საიდანაც ჩამოვიდნენ რამდენიმე დღის შემდეგ და მათგან შეიტყო მათი დაქორწინების შესახებ. მათი ჩამოსვლიდან მალევე ოჯახში სტუმრად მივიდნენ დ---------ს ამხანაგები: შ-------------ე და დ------–--------, სახლში იყო ვ--------–---–-----იც. გაიშალა სუფრა. სუფრის მსვლელობისას ვ--------–---–-----ისგან გაიგო, რომ მას და დ------------–----ეს მშობლების ოჯახში მოუწერიათ ხელი და რომ ქორწინების დამსწრე ყოფილან მისთვის ნაცნობი ქ------------------ და მისი შვილი. დ---------- და ვ--------- აჩვენეს ქორწინების მოწმობაც და სადღეგრძელოც დაილია ამის თაობაზე. ქორწინებასთან დაკავშირებით მათ მეორე დღეს აჩუქა ვერცხლის კოვზები. ზემოთ აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია მოწმე შ--------------- გამოძიებასა და სამოქალაქო სამართლაწარმოების დროს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.

 

მოწმეებმა: ნ----–--ემ და ნ-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტეს, რომ ისინი ვ-–---–-----ს იცნობდნენ ჯერ კიდევ 1993 წლიდან, როდესაც ვ-–---–-----ი მივიდა დ---------ს მშობლების ოჯახში და სთხოვა დ---------ს ხელი, რის შემდეგაც შექმნეს ოჯახი, ხოლო ოფიციალურად ქორწინება დაარეგისტრირეს რამდენიმე წლის შემდეგ.

 

მოწმეების: თ---------–-------–---–-ს, ნ------------–-----, ა---------–-----–--------, ნ-----------–----, ფ-------------–-----, ა-----–----–------, ო-–----------–----, ნ-----------–-–---–--, ლ-------------------------–---–ების ჩვენებებით დადგენილია, რომ დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი 1993 წლიდან ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და ერთად აშენებდნენ სახლს. ვ--------–---–-----ის ავადმყოფობის პერიოდში დ------------–----ე საავადმყოფოში ედგა მას თავზე და მკურნალობის თანხებსაც იხდიდა პირადად. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმედ დაკითხულმა დ-------------აც.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით დადგენილია, რომ დ------------–----ე და ვ--------–---–-----ი ცხოვრობდნენ როგორც ბრალდებულის პირად საკუთრებაში არსებულ სახლში, ასევე სადაო სახლში, დიღომში. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ქორწინების დამსწრე ქ----------ს კარგად იცნობდნენ ვ-–---–------- დედა, ძმა და ოჯახის წევრები, რომელთაც ქ----------თან ერთად გადაღებული აქვთ ფოტოსურათები, როგორც დ----–------ პირად საკუთრებაში არსებულ, ასევე სადაო სახლში მისი სტუმრად ყოფნის პერიოდში და დ.----–------ ბინასა და წ---–-----ის დედმამიშვილების ოჯახებში გადაღებული ფოტოსურათებით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ რომ დ------------–----ის და ვ--------–---–-----ის ქორწინების შესახებ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სხვადასხვა ინსტანციებში მიმდინარეობდა საქმის განხილვა სხვადასხვა სასარჩელო მოთხოვნითა და სამართლებრივი საფუძვლით, რა დროსაც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მათი ქორწინება იყო კანონიერი და მიუხედავად დაზარალებული მხარის მოთხოვნისა, რომ ქორწინება ბათილად ყოფილიყო ცნობილი, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სააპელაციო და საკასაციო წესით, რა დროსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები დარჩა ძალაში და არ გაუქმებულა. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში გამოკვლეული იქნა განსახილველ სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შეფასების შემდგომ, სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, რაც დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია შესული.

 

აღნიშნული საქმის წარმოების დასრულების შემდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ რაიმე დამატებითი მტკიცებულება, ან რაიმე ახალი გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი არ არის, გარდა დაზარალებულის უფლებმონაცვლისა და მისი ნათესავების ჩვენებებისა, რომლებიც, თავის მხრივ, არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, მათ მიერ მოწოდებული ზეპირი ინფორმაცია არ არის გამყარებული სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულებით და არ აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების უყუარობის სტანდარტს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სამოქალაქო საქმის წარმოების დასრულების შემდეგ რაიმე ახალი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც საფუძვლად დაედებოდა დ------------–----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. პირიქით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა კატეგორიული შინაარსის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ქორწინების აქტზე არსებული ხელმოწერა შესრულებულია ვ--------–---–-----ის მიერ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო დ------------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურება, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლია მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) .

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა დ------------–----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა დ------------–----ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც, დ------------–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 25.05.1----–-ლს გაცემული პირადობის მოწმობის განცხადება, სააქტო ჩანაწერი, ინდივიდუალური მეწარმის მასალები, დ------------–----ის (საჯარო მოხელის) ქონებრივი დეკლარაცია, დ------------–----ის მიერ წარდგენილი დედანი დოკუმენტაცია, „მობიტელიდან“ გადმოგზავნილი CD-დისკი, გ--------–---–------- მიერ გადმოცემული ქორწინების ჩანაწერი 1 ლაზერულ დისკზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ლაზერული დისკები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270 272, 275-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დაადგინა:

 

1. დ------------–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. დ------------–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

3. გამართლებულ დ------------–----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 იანვრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ქ.თბილისი, დ---------–----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთს, ფართი: 3000.0-----------------------------ით--0--7--1--0---1---

 

5.ნივთიერი მტკიცებულებები:

- 25.05.1----–-ლს გაცემული პირადობის მოწმობის განცხადება, სააქტო ჩანაწერი, ინდივიდუალური მეწარმის მასალები, დ------------–----ის (საჯარო მოხელის) ქონებრივი დეკლარაცია, დ------------–----ის მიერ წარდგენილი დედანი დოკუმენტაცია, „მობიტელიდან“ გადმოგზავნილი CD-დისკი, გ--------–---–------- მიერ გადმოცემული ქორწინების ჩანაწერი 1 ლაზერულ დისკზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ლაზერული დისკები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი