განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100119003173097
საქმე #1/43-19
(გამოძიების №------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - ხატია მ-–---–----
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ--------- მ---------–---
მამის სახელი: ვ-–-;
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი;
დაბადების ადგილი: ს----------–--, ც------;
მოქალაქეობა: ს----------–--;
განათლება: ს-–----–--;
ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–-;
პირადი ნომერი:4----------;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი - ც------, სოფელი - ლ------;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი - ც------, სოფელი - ლ------;
ადვოკატი: ვალერი კვანტალიანი
ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო: 2019 წლის 21 ივლისი, 15:30 საათი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ------ში, თავისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში, ბ--------- მ---------–---მ ჩაიდინა ძალადობა დედის - ლ------ მ-–---–----- მიმართ. კერძოდ: ამ უკანასკნელზე უმიზეზოდ განაწყენებულმა ხელი დაარტყა სახის არეში. ბ--------- მ---------–---- ქმედების შედეგად ლ------ მ-–---–---- წაიქცა იატაკზე, სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
3.მხარეები საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 16 სექტემბრის არსებითი სხდომის ოქმი)
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, ლ----- ლ---------–----- მიერ, 2019 წლის 21 ივლისს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება,რომ ბრალდებულ ბ--------- მ---------–----გან დედის ლ------ მ-–---–----- მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, აგრეთვე ფ---------- ძალადობის გამო, გამოიცა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ.38-41 );
6. დაზარალებულ ლ------ მ-–---–----- (ბრალდებულის დედა) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ლ------ მ-–---–---- ცხოვრობს სოფელ ლ------ში მის შვილებთან ბ--------- და გ---–----- მ---------–---ებთან ერთად. 2019 წლის 21 ივნისს იმყოფებოდნენ სახლში ის და ბ---- სახლის ქვედა, პირველ სართულზე, ხოლო გ---–----- მ---------–--- მეორე სართულზე. დილის საათებში გაიგონა ტელევიზორის ხმა, რომელიც ძალიან ძლიერად მოდიოდა მისაღებიდან, სადაც ბ--------- მ---------–--- წევს. ის იძახდა რომ ტელევიზორი გამოერთოთ, მოგვიანებით ხმა შეწყდა. ის ადგა, გამოვიდა და ნახა რომ ტელევიზორი გამორთული იყო .ის გავიდა მეორე სახლში და იქ დაწვა, რამდენიმე წუთში მასთან მივიდა გ---–----- მ---------–---, აიყვანა და ისევ სახლში, მის ოთახში დააბრუნა და დააწვინა მისსავე საწოლში, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა . ცოტა ხანში ისევ გაიგონა ხმა. მიხვდა რომ ბ---- დაბრუნებული იყო და გ---–-----ს ეჩხუბებოდა. წამოჯდა იქვე ლოგინზე ხელში ჯოხი ეჭირა რომელიც გადაადგილებაში ეხმარება. იჯდა ლოგინზე და ბ----ს უყვიროდა, რომელიც ამ დროს გ---–----- მ---------–---ს სცემდა, რომ დაენებებია თავი ვინაიდან ის იყო მათი მშველელი და პატრონი. მან მისი ლაპარაკი არ გაიგონა, გ---–-----ს ყელში წვდა შემდეგ კი თმით ითრია, გ---–----- ყვიროდა მიშველეთ ბ---- მცემსო. ინსტიქტურად მან ხელი წაავლო ლ------ მ-–---–----- ჯოხს და გვერდებში დაარტყა ბ----ს. ამით მან თავი გაითავისუფლა და გაექცა ბ----ს. ამის შემდეგ ბ---- მას მოუბრუნდა. ის იყო ნასვამ მდგომარეობაში, მან ხელი მოუქნია და გვერდიდან სახეში გაარტყა. მან ტკივილი იგრძნო და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. დარტყმისგან აღმოჩნდა იატაკზე. დაზარალებული ჩვენებაში განმარტავს, რომ ბ--------- მ---------–--- არის დამოკიდებული ალკოჰოლზე და მსგავსი რამ ემართება მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების დროს(ს.ფ. 6-9 );
7.2019 წლის 22 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ბ--------- მ---------–---ს, მის მიერ 2019 წლის 21 ივლისს ჩადენილი ქმედების გამო წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით .
8. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2019 წლის 21 ივლისის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 112 –საგან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მიეწოდა შეტყობინების გზით, რომ ც------ს რაიონის სოფელ ლ------ში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმა, ბ---- მ---------–--- ურტყავს 8- წლის დედას და 6- წლის დას. რის გამოც, 2019 წლის 21 ივლისს, 15 საათსა და 30 წუთზე ბ--------- მ---------–--- დაკავებულ იქნა (ს.ფ.–1, ს.ფ.2; ს.ფ.22-24 );
9. ბ--------- მ---------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 21 ივლისის დაზარალებულის , ლ------ მ-–---–----- გამოკითხვის ოქმით ; მოწმეების - თეა გურგუჩიანის , გ---–----- მ---------–---- , მ----- გუგავას , ლევან ლ---------–----- , გია გობრონიძისა და გიორგი გრიგოლაშვილის გამოკითხვის ოქმებით ; 2019 წლის 21 ივლისის ბ--------- მ---------–---- დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით ; დადგენილებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბ--------- მ---------–---- მიმართ და ექსპერტიზის N--------- დასკვნ ; დადგენილებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ლ------ მ-–---–----- მიმართ და ექსპერტიზის N 0-------- დასკვნა ; ცნობით პრობაციის ბიუროდან ; ცნობით შპს „---------- ფ---------- - ჯანმრთელობის ცენტრიდან“ ; N------ შემეკავებელი ორდერით ; N------ შემაკავებელი ორდერით ; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ; ბ--------- მ---------–---- ნასამართლეობის ცნობით ; ბ--------- მ---------–---- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ; მიმართვის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი ; მიმართვით პრობაციის ბიუროსადმი და სხვა .
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11 .დაზარალებული ლ------ მ-–---–---- არის ბრალდებულის ბიოლოგიური დედა, ოჯახის წევრი.
12.ბრალდებულმა ბ--------- მ---------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ, მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ბ--------- მ---------–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა , რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის სხეულის განზრახ მძიმე, განზრახ ნაკლებად მძიმე ან განზრახ მსუბუქი დაზიანება.
სამართლებრივი შეფასება:
14. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--------- მ---------–---მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, –დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
15. ბ--------- მ---------–---- მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დაზარალებულის მიმართ დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.
16. ბ--------- მ---------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ არ არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული, ჩადენილ ქმედებას აღიარებს და ინანიებს გულწრფელად .
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი- ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
ბ--------- მ---------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობის შედეგს უკავშირდება.
ბრალდებულის მხრივ დაზარალებულთან მიმართებაში დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მეხუთე პუნქტის მოთხოვნა ,,არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა ...”, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მეხუთე მუხლის პირველი წინადადების დათქმა: ,,არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას, ან სასტიკ, არაადამიანურ, ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობას”, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მესამე მუხლის დათქმა: ,,არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემბღალავ მოპყრობას...”
ბრალდებულის ქმედებით შეილახა დაზარალებულის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული უფლება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის შესახებ, რომელიც შეეხება ადამიანის ორ ფუნდამენტურ უფლებას: თავისუფლებასა და თანასწორობას.. თავისუფლება გულისხმობს ადამიანის დაცულობას დისკრიმინაციისაგან და ამდენად, ის უახლოვდება თანასწორობის კონცეფციას. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია ...განურჩევლად სქესისა” საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.
თავისი ქმედებით ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობით შელახა მისი ბიოლოგიური დედის ღირსება, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი) ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირეული უფლებების შეზრუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ჩადენილი დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ბ--------- მ---------–---ს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ბ--------- მ---------–---- მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით და მისი ნაწილის პირობითად ჩათვლით, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--------- მ---------–---- მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
იმის გათვალისწინებით, რომ ბ--------- მ---------–--- ბრალდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მის მიმართ დადგენილი საპატიმრო სასჯელიდან ნაწილი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობიტად.
განსახილველ საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--------- მ---------–---- მიმართ სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება, ხოლო დანიშნული საპატიმრო სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა არის აუცილებელი, მისი გამოყენების მიზანი -ლეგიტიმური და შეფარდებული სასჯელის ზომა „დასახული ლეგიტიმური მიზნის“ პროპორციული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე–274ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ბ--------- მ---------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის საპატიმრო დაწესებულებაში მოიხადოს 3(სამი)თვე, ხოლო 3(სამი)თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63– 64 ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ბ--------- მ---------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 21 ივლისის 15 საათისა და 30 წუთიდან, ფაქტობრივი დაკავების დროდან.
3.გაუქმდეს ბრალდებულ ბ--------- მ---------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ბ--------- მ---------–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იატაკის ტილო და ლ------ მ-–---–----- ცხვირსახოცი, რომელიც ინახება ს----------–--ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც------ს რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს.
სსიპ ,,112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შეტყობინების აუდიოჩანაწერები, ერთ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ც------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი