განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/3178-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ი-----–- მ---–----–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ზ------ ბ----–-–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. რ---------------------------------, ბინა N--- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ------------------------------------------ ბინა N---
კვალიფიკაცია:
ზ------ ბ----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, შპს „ქ--------–----------------–--------------------–----------ის“ (ს/ნ)2--------) სავაჭრო აგენტმა ზ------- ბ----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა 1600,01 ლარის ოდენობით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება,თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა,ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
2.1. ბრალდებულმა ზ------ ბ----–-–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, მუშაობდა რა შპს „ქ--------–----------------–--------------------–----------ის“ სავაჭრო აგენტად, ზ------- ბ----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა 1600,01 ლარის ოდენობით.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ------ ბ----–-–---–მა ჩადინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, ზ------- ბ----–-–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი ფულადი თანხა 1600,01 ლარის ოდენობით.
2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. განსახილველ შემთხვევაში ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 1600,01 ლარი.
2.6. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ------ ბ----–-–---–მა ჩაიდინა მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ზ------ ბ----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მ--- რ------ის, ზ---- ნ-------–---–ის, გ------- გ------–--ის, რ--------- ხ------–---ს, მ----- ჭ-----–---–ის, ნ---- მ--------ის, გ------- პ------–---–ის, ნ---- გ------–-–---–-სა და ზ------- ბ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი, ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულება დანართი, საკონტროლო სალარო აპარატის გადაბარების აქტი, ხელწერილი, ობიექტების სია, ურთიერთანგარიშსწორების უწყისები, შედარების აქტები, სალარო აპარატის ზეტ-ანგარიშები, ობიექტის გადაბარების დოკუმენტაცია, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ბანკში თანხის ჩარიცხვის დოკუმენტაცია, სასაქონლო ზედნადებები, თემატური რევიზიის აქტი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და მასალათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------ ბ----–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ------ ბ----–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ზ------ ბ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ზ------ ბ----–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ზ------ ბ----–-–---–ი ნასამართლობის არ მქონე პირია, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის დაოჯახებული და ყავს მცირეწლოვანი შვილი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ზ------ ბ----–-–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ზ------ ბ----–-–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას ჯარიმა გადახდისუნარიანობის ფარგლებში.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. 1 ერთეული CD-R დისკი, რომელშიც ჩაწერილია 2019 წლის 19 თებერვლის სს „თ--------“ (29.02.2019) ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ ბ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ზ------ ბ----–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ზ------ ბ----–-–---–ი 1 (ერთი ) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
4. ზ------ ბ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. ზ------ ბ----–-–---–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1. 1 ერთეული CD-R დისკი, რომელშიც ჩაწერილია 2019 წლის 19 თებერვლის სს „-------- (29.02.2019) ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/