განაჩენი

სისხლის სამართლის 16.09.2019
საქმის ნომერი
330100119003065248
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/2875-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - მ------ ბ-------–---–ი, ნ--–- ქ-----–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ზ------ ტ---–-----ი - დაბადებული 1--- წლის 1------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ-------------------–-–---–-----------; ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ჭ------------------------

 

ადვოკატი - მ--- ნ-----

 

კვალიფიკაცია: ზ------ ტ---–-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონოდ შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 16 მაისს, დილის საათებში, ქალაქ თბილისში, კ--------- მიმდებარედ, ზ------ ტ---–-----მა განზრახ დააზიანა მ-----– ჭ----------ს საკუთრებაში არსებული „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B--------, რითაც დაზარალებულს მიაყენა 290 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი . ამის შემდეგ, უკანონოდ შეაღწია ზემოაღნიშნულ ავტომობილში და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მანქანაში არსებულ ნივთებს, ფულად თანხას და პლასტიკურ ბარათებს, რაც მოგვიანებით გამოიყენა სხვადასხვა მაღაზიაში. ზემო აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. 2019 წლის 16 მაისს, დილის საათებში, ქალაქ თბილისში, ო---------------–---–----------- -ის მიმდებარედ, ზ------ ტ---–-----მა განზრახ დააზიანა თ----- გ------–--ის საკუთრებაში არსებული „ჰონდას“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B--------, რითაც დაზარალებულს მიაყენა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ამის შემდეგ, უკანონოდ შეაღწია ზემოაღნიშნულ ავტომობილში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მანქანაში არსებულ ნივთებს, ფულად თანხას და პლასტიკურ ბარათებს, რაც მოგვიანებით გამოიყენა სხვადასხვა მაღაზიაში. ზემო აღნიშნულის შედეგად დაზარალებულს მიადგა 450 მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

2.1. ბრალდებულმა ზ------ ტ---–-----მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 16 მაისს, დილის საათებში, ქალაქ თბილისში, კ--------- მიმდებარედ, განზრახ დააზიანა მ-----– ჭ----------ს საკუთრებაში არსებული „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B--------, უკანონოდ შეაღწია ზემოაღნიშნულ ავტომობილში და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მანქანაში არსებულ ნივთებს, ფულად თანხას და პლასტიკურ ბარათებს, რაც მოგვიანებით გამოიყენა სხვადასხვა მაღაზიაში.

 

2.2.ზ------ ტ---–-----მა ასევე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ მასში, რომ 2019 წლის 16 მაისს, დილის საათებში, ქალაქ თბილისში, ო---------------–---–------------ის მიმდებარედ, განზრახ დააზიანა თ----- გ------–--ის საკუთრებაში არსებული „ჰონდას“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B--------, უკანონოდ შეაღწია ზემოაღნიშნულ ავტომობილში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მანქანაში არსებულ ნივთებს, ფულად თანხას და პლასტიკურ ბარათებს, რაც მოგვიანებით გამოიყენა სხვადასხვა მაღაზიაში.

 

2.3. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.4. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაზარალებულების მ-----– ჭ----------ს და თ----- გ------–--ის მიმართ ზ------ ტ---–-----მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.5. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ------ ტ---–-----ის ქმედების შედეგად დაზარალებულ მ-----– ჭ----------ს მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თ----- გ------–--ეს 450 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.

 

2.7. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაზარალებულების მ-----– ჭ----------ს და თ----- გ------–--ის მიმართ ზ------ ტ---–-----მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ქურდობა, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით

 

2.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო შეღწევა გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვის გზით სხვის საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით; სადგომში იგულისხმება ადგილი, რომელიც ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. კონკრეტულ შემთხვევაში, სადგომად მიჩნეულია ავტომანქანები, სადაც დაზარალებულებს განთავსებული ჰქონდათ ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათები, რომელთა დაუფლების მიზნით ზ------ ტ---–-----მა, ავტომანქანების დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ ავტომანქანებში. კერძოდ:

2.8.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ------ ტ---–-----მა განზრახ დააზიანა მ-----– ჭ----------ს საკუთრებაში არსებული „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B-------- და თ----- გ------–--ის საკუთრებაში არსებული „ჰონდას“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B--------, უკანონოდ შეაღწია ზემოაღნიშნულ ავტომობილებში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მანქანაში არსებულ ნივთებს, ფულად თანხას და პლასტიკურ ბარათებს.

 

2.9. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ------ ტ---–-----მა ჩაიდინა ქურდობა, სადგომში უკანონო შეღწევით.

 

სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.10. ბრალდებულმა ზ------ ტ---–-----მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 16 მაისს განზრახ დააზიანა მ-----– ჭ----------ს საკუთრებაში არსებული „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B--------, და თ----- გ------–--ის საკუთრებაში არსებული „ჰონდას“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B--------.

 

2.11. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.12. სასაქონლო ექსპერტიზის #------ დასკვნის თანახმად, ა/ მანქანა ,,TOYOTA G-HR” სახელმწიფო ნომრით B--------, უკანა მარჯვენა კარის მოძრავი მინის და კარის ზედა კანტის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოს გათვალისწინებით შეადგენს 340 (სამას ორმოცი) ლარს.

 

2.13. სასაქონლო ექსპერტიზის #------ დასკვნის თანახმად, ავტომანქანის ,,HONDA ODYSSEY”, სახელმწიფო ნომრით B--------, უკანა საქარე მინის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 200 (ორასი) ლარს, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება (რაც ითვალისწინებს დაზიანებული მინის მოხსნა-დაყენებას) შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. ხოლო ავტომანქანის ,,HONDA ODYSSEY”, სახელმწიფო ნომრით B--------, უკანა საქარე მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოს გათვალისწინებით ჯამში შეადგენს - 250 (ორასორმოცდაათი) ლარს.

 

2.14. ზ------ ტ---–-----ის ადვოკატმა, მართალია, ბრალდების მტკიცებულებები სადაოდ არ გახადა, მაგრამ დასკვნით სიტყვაში მოითხოვა სსკ-ის 187-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში (ორივე ეპიზოდში), ზ------ ტ---–-----ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ ზ------ ტ---–-----ს არ ჰქონდა განზრახვა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, მან ავტომანქანები დააზიანა მხოლოდ მათში არსებული ნივთების ფარულად დაუფლების მიზნით.

2.14.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა და მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას, რა დროსაც დამნაშავე თავისი ქმედებით მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს დაზარალებულს; ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ისე არაპარდაპირი განზრახვით. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო აძლევს რა შეფასებას ზ------ ტ---–-----ის ქმედებას, მიაჩნია, რომ ზ------ ტ---–-----მა აღნიშნული ავტომანქანები დააზიანა არაპირდაპირი განზრახვით, რადგან მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა, რომ ავტომანქანების დაზიანებით შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მისდგომოდა დაზარალებულებს, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ის ფაქტი, რომ ზ------ ტ---–-----მა თავისი ქმედებებით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა დაზარალებულებს დასტურდება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით. ამგვარ შემთხვევებში, ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის, თუ რა მიზანი და მოტივი ამოძრავებდა დამნაშავეს, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ტ---–-----ის ქმედება ბრალდების მხარის მიერ სწორად იქნა დაკვალიფიცირებული და არ არსებობს აღნიშნულ ეპიზოდებში ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი.

 

2.15. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ------ ტ---–-----მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ზ------ ტ---–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: თ----- გ------–--ის, ი-----–- ხ--–-–---–ის, ზ------ ტ---–-----ის გამოკითხვის ოქმები, ზ------ ტ---–-----ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ავტომობილის ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------ ტ---–-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, ქურდობით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონოდ შეღწევით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სხვისი ნივთის დაზიანებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ------ ტ---–-----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ზ------ ტ---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ზ------ ტ---–-----ს არ გააჩნია.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ზ------ ტ---–-----ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ზ------ ტ---–-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3.ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციის, გათვალისწინებით სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია ზ------ ტ---–-----ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

 

6.4. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ზ------ ტ---–-----ის დაკავება არ მომხდარა დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, მან გულწრფელად აღიარა ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან. აღნიშნული წარმოადგენს საფუძველს ზ------ ტ---–-----ს სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რომლის გამოყენებაც მიზნად ისახავს დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6.5. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვინაიდან, ზ------ ტ---–-----ს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მას პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი. მისჯილი სასჯელი სასამართლოს მიაჩნია პროპორციულად, რათა ზ------ ტ---–-----მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

7. ნივთმტკიცება:

 

7.1. კ--------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ნიმუში, ქაღალდის კონვერტი, ქ.თბილისის ო----------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას ამოღებული სუნის კვლის ნიმუში, ხელის კვლების ნიმუშები, ზ------ ტ---–-----ისგან აღებული სუნის ნიმუში, ხელის კვლების ნიმუშები და ნერწყვის ნიმუში, გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

7.2. ზ------ი ტ---–-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სათვალე, მობილური ტელეფონი, საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, ა/მანქანა ,,მინიკუპერის’’ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ჩანთა, მასში მოთავსებული ორი ცალი მობილური ტელეფონით, ორი ცალი სათამაშო მანქანით, საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, მობილური ტელეფონის ჩასადებით, ფლეშბარათით, სათვალის ჩასადებით, რომლებიც ინახება შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7.3. მრავალფუნქციონალური ბრტყელტუჩა, რომელიც ინახება შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

7.4. ზ------ ტ---–-----ისგან ამოღებული ა/ მანქანა ,,მინიკუპერი’’, სახ ნომრით W---------, განთავსებულია ქ. თბილისის ნ------–---–-------------ში მდებარე შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–ი განყოფილების ა/სადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ ტ---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ-----– ჭ----------ს ეპიზოდი).

 

2. ზ------ ტ---–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

3.ზ------ ტ---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ-----– ჭ----------ს ეპიზოდი).

 

4. ზ------ ტ---–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. ზ------ ტ---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (თ----- გ------–--ის ეპიზოდი).

 

6. ზ------ ტ---–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

7. ზ------ ტ---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (თ----- გ------–--ის ეპიზოდი).

 

8. ზ------ ტ---–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელი შთანთქავს თანაბარს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ ტ---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

10. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ზ------ ტ---–-----ს დანიშნული სასჯელის ნახევარი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

11. ზ------ ტ---–-----ს მისჯილი სასჯელიდან - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

12. ზ------ ტ---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

13. ზ------ ტ---–-----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 მაისიდან.

 

14. მსჯავრდებულ ზ------ ტ---–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

15. ნივთმტკიცება:

15.1. კ--------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ნიმუში, ქაღალდის კონვერტი, ქ.თბილისის ო----------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას ამოღებული სუნის კვლის ნიმუში, ხელის კვლების ნიმუშები, ზ------ ტ---–-----ისგან აღებული სუნის ნიმუში, ხელის კვლების ნიმუშები და ნერწყვის ნიმუში, გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

15.2. ზ------ი ტ---–-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სათვალე, მობილური ტელეფონი, საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, ა/მანქანა ,,მინიკუპერის’’ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ჩანთა, მასში მოთავსებული ორი ცალი მობილური ტელეფონით, ორი ცალი სათამაშო მანქანით, საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, მობილური ტელეფონის ჩასადებით, ფლეშბარათით, სათვალის ჩასადებით, რომლებიც ინახება შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

15.3. მრავალფუნქციონალური ბრტყელტუჩა, რომელიც ინახება შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

15.4. ზ------ ტ---–-----ისგან ამოღებული ა/ მანქანა ,,მინიკუპერი’’, სახ ნომრით W---------, განთავსებულია ქ. თბილისის ნ------–---–-------------ში მდებარე შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–ი განყოფილების ა/სადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

16. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/