განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/2303-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - რ---- ხ--------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
გ------- შ----- (დაუსწრებელი) - დაბადებული 1--- წლის 1----–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ს---------–-------–------; ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ვ---------–-------------------------------------------------.
ადავოკატი - ი----- ქ-----–--ე
კვალიფიკაცია:
გ------- შ-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. გ------- შ-----მ, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა დაუფლებოდა შ.პ.ს. „ფ--------–-------–------ის“ კუთვნილ ალკოჰოლურ სასმელებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2019 წლის 25 თებერვალს შუადღის საათებში, გ------- შ-----, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად, იმყოფებოდა ქ. თბილისში, ზ-----------------------ში მდებარე შ.პ. ს. „ფ--------–-------–------ის“ სუპერმარკეტ „ფ-------ში“, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიაში არსებულ „XO excellence” /რემი მარტინ“-ის 700 მლ-იან კონიაკს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 555 ლარს და 95 თეთრს და ,,ჰეინესი XO”-ს ფირმის კონიაკს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 565 ლარს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ შ.პ.ს. ,,ფ--------–-------–------ს“ მიადგა 1120 ლარისა და 95 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულმა გ------- შ-----მ როგორც მოწმის სახით დაკითხვისას, ასევე ბრალდებულის სახით დაკითხვისას თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 25 თებერვალს, შუადღის საათებში, გ------- შ-----, გამოძიებით დაუდგენელ ვინმე ,,დ-----სთან’’ ერთად, ვ-–----–----–-----------ის ბოლოში მდებარე სუპერმარკეტ „ფ-------ში“ ფარულად დაეუფლა ამავე მაღაზიაში არსებულ „XO excellence” /რემი მარტინ“-ის 700 მლ-იან კონიაკს და ,,ჰეინესი XO”-ს ფირმის კონიაკს.
2.2. წინასასამართლო სხდომაზე გ------- შ-----მ უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე გ------- შ-----მ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას.
2.3. ბრალდების მტკიცებულებები - მოწმეების ქ------- შ---------ის, თ----- გ------–-–---–-სა და მ--–---- თ----------ის გამოკითხვის ოქმები, მომართვის წერილი შპს ,,ფ--------–-------–------იდან“, გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები საქმის გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.4. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ------- შ-----ს ბრალდებას მასში, რომ გ------- შ-----მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.5. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------- შ-----ს ქმედებით დაზარალებულ შ.პ.ს. ,,ფ--------–-------–------ს“ მიადგა 1120 ლარისა და 95 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 1120 ლარისა და 95 თეთრი.
2.7. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- შ-----მ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
2.8. გ------- შ-----ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 თებერვალს შუადღის საათებში, გ------- შ-----მ ვინმე ,,დ-----სთან’’ ერთად ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
2.9. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გ------- შ-----ს მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ზ-----------------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ფ-------დან’’ გამოთხოვილი ვიდეომასალა, საიდანაც ირკვევა, რომ გ------- შ----- თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,TOYOTA PRIUS”-ით, ს/ნ F--------, გადაადგილდება აღნიშნული სუპერმარკეტის ავტოპარკინგის შიდა პერიმეტრზე, გვერდით უზის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გ------- შ-----ს განმარტებით არის მისი მეგობარი დ----- ა--–---, ისინი შედიან სუპერმარკეტში, სადაც ალკოჰოლური სასმელების სექციაში ფარულად ეუფლებიან ალკოჰოლურ სასმელს.
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- შ-----მ სხვა პირთან ერთად განიზრახა ჩაედინა აღნიშნული ქურდობა და სუპერმარკეტის ტერიტორიაზე ისინი მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რაც ადასტურებს, რომ გ------- შ----- და მისი თანმხლები პირი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ჩასადენად.
2.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- შ-----მ ჩაიდინა ქურდობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. გ------- შ-----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ქ------- შ---------ის, თ----- გ------–-–---–-სა და მ--–---- თ----------ის გამოკითხვის ოქმები, მომართვის წერილი შპს ,,ფ--------–-------–------იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- შ-----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობით, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- შ-----ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------- შ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. გ------- შ-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. გ------- შ-----მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ნასამართლობის არ მქონე პირია. განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად ვინაიდან გ------- შ-----მ თავი აარიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, გ------- შ-----ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. სასჯელის კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- შ-----ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ვადით.
6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გ------- შ-----მ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცება:
7.1. გ------- შ-----საგან ამოღებული 2 ცალი კონიაკის ბოთლი, რომელიც ინახება ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.2. შპს ,,ფ--------–-------–------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- შ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. გ------- შ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი ) წლის ვადით.
3. გ------- შ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. მსჯავრდებულ გ------- შ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში მისი გამოცხადების მომენტიდან.
5.ნივთმტკიცება:
5.1. გ------- შ-----საგან ამოღებული 2 ცალი კონიაკის ბოთლი, რომელიც ინახება ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.2. შპს ,,ფ--------–-------–------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
8. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ლილი მსხილაძე