განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/928-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–----------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე---–---------ი, დაბადებული 1----–-–---------–--ი, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ქ---------------–-----------–------------.
ადვოკატი - ა-----–----------ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია);
ბრალდებული - ფ-------------–-----------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-----------–-------------------–---–-----------.
ადვოკატი -დ-----------------ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა);
თარჯიმანი - ვ-----–-------------ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა, რომ ე---–---------მა ჩაიდინა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ე---–---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: - 2018 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათიდან, თბილისში ს------–----------–-–------–----------–---------ში განთავსებული სამწვადის შენობაში, იმყოფებოდნენ ძმები: ე---– და ე-––-- ა-------ები, ვ------ და რ---–-- შ-----------ები, ა-–--------ი და კიდევ ერთი პირი, რის შემდეგაც ე---–---------ი ტელეფონით დაუკავშირდა და მათთან მიიხმო ნაცნობი - რ----–-------–------ოვი. ამ უკანასკნელის მისვლის შემდეგ კი მას ტელეფონით დაარეკინეს თავის ბიძაშვილთან - რ---–-----–---------თან, რომელიც ამავე სამწვადეში მალევე მივიდა ს-----------------თან და ლ-–----------–---–თან ერთად. აღნიშნულის შემდეგ, ე---–---------სა და რ---–-----–---------ს შორის, ა-–--------ის ავტომანქანის ვალთან დაკავშირებით, წარმოიქმნა უთანხმოება, რაც რ---–-----–---------სა და იქ მყოფ პირთა შორის, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც იატაკზე წაქცეულ რ---–-----–---------ს, ე---–---------მა თანნაქონი დანა, მარცხენა ბარძაყის არეში სამჯერ განზრახ ჩაარტყა და მედიალურ და ვატერალურ მიდამოში მიაყენა სწორკიდეებიანი სისხლმდენი ჭრილობები, არტერიის დაზიანებით. აღნიშნულის შემდეგ, ე---–---------ი ზემოხსენებულ თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო კლინიკა „მ-------------აში“ მიყვანილი რ---–-----–---------ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიყენებული დაზიანებების გამო განვითარებული სისხლნაკლებობის შედეგად, მალევე, 26 დეკემბერს, 19:15 საათზე, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ფ-------------–-----------მა ჩაიდინა მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა.
ფ-------------–-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში - 2018 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათიდან, თბილისში, ს------–----------–-–-----–----------–--------ში განთავსებული სამწვადის შენობაში, ე---–---------სა და რ---–-----–--------ს შორის წარმოქმნილი უთანხმოებისას, რ---–-----–---------სა და იქ მყოფ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ე---–---------მა იატაკზე წაქცეულ რ---–-----–---------ს, თანნაქონი დანით, მარცხენა ბარძაყის არეში ჩარტყმის შედეგად მიაყენა ჭრილობები, არტერიის დაზიანებით. აღნიშნულის შემდეგ, ე---–---------ი თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. რ---–-----–---------ი გადაყვანილ იქნა სამედიცინო კლინიკა „მ-------------აში“ სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა. ე---–---------ისა და მისი თანმხლები პირების წასვლის შემდგომ თბილისში, ს------–-----------–-–-----–----------–--------ში განთავსებული სამწვადის შენობაში მივიდა ფ-------------–-----------ი, რომელმაც წყლის საშუალებით დაიწყო შემთხვევის ადგილზე არსებული სისხლის კვლების მოწმენდა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა გ----–----–---მა უთხრა შენობაში მომხდარი დანაშაულის შესახებ და მოუწოდა ქმედების შეწყვეტისაკენ, თუმცა ფ-------------–-----------მა განაგრძო ზემოაღნიშნული ქმედება და გ----–----–---საც სთხოვა დახმარება, რათა პოლიციის მოსვლამდე მოესწრო დანაშაულის დაფარვა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ე---–---------ის და ფ-------------–-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:
მოწმე ლ--–--–-------ემ განმარტა, რომ მუშაობს თ---–----------------------------------–------–---------------–--აში. 2018 წლის 26 დეკემბერს გამოცხადდა განყოფილებაში, ვინაიდან მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით. მის მიერ ჩატარებული იქნა ორი საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, გამოკითხა ორი მოწმე რ----–-------–------ოვი, რომელიც არის გარდაცვლილის ბიძაშვილი და რ---–-- შ-----------ი. რ----–-------–------ოვის გამოკითხვა ჩატარდა 2018 წლის 26 დეკემბერს, ხოლო რ---–-- შ-----------ის გამოკითხვა ჩატარდა 2018 წლის 27 დეკემბერს. მოწმეები სათანადოდ ვერ ფლობდნენ სამართალწარმოების ენას, ამის გამო დაენიშნათ თარჯიმანი. მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად არის ასახული გამოკითხვის ოქმებში. თარჯიმნის მეშვეობით მოწმეებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები, გამოკითხვის ოქმი ეთარგმნათ მათთვის გასაგებ ენაზე, რისი სისწორეც დადასტურებულ იქნა მათივე ხელმოწერებით. აღნიშნულ პირთა გამოკითხვა ჩატარდა კანონის შესაბამისად, მათი მხრიდან არ დაფიქსირებულა რაიმე სახის შენიშვნა. მოწმეების მიმართ ადგილი არ ჰქონია ზეწოლას. რ----–-------–------ოვმა მას განუმარტა, რომ გარდაცვლილს დანა ე---–---------მა დაარტყა. ხოლო რ---–-- შ-----------მა ჩვენების მიცემისას განუმარტა, რომ უშუალოდ დანის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა მოისმინა მისი ბიძაშვილის, ე---–---------ის ნათქვამი, რომ პიროვნება მისი დაჭრილი იყო და მიეხედათ მისთვის.
მოწმე ი--------------ამ განმარტა, რომ მუშაობს ი----------------------------–ოში, აღნიშნულ საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნა ს-----------------ი. ვინაიდან ს-----------------ი სათანადოდ არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, მოწმის გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი. მოწმეს მისთვის გასაგებ ენაზე განემარტა უფლება-მოვალეობები, ამის შემდეგ გაეცნო გამოკითხვის ოქმს და ხელმოწერით დაადასტურა მისი სისწორე. მოწმეზე რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გამოკითხვის ოქმში ასახულია ის ინფორმაცია, რაც მიწოდებულია ს-----------------ის მიერ. მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა რომ მან რ---–-----–---------ი წამოიყვანა რ--------დან რესტორანში და ის ესწრებოდა მომხდარ ფაქტს.
მოწმე ლ-–----------მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს შევიდა შეტყობინება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, რის შემდგომაც ის გავიდა შემთხვევის ადგილზე მის მეწყვილეებთან - დ--------–--------–---–თან და ლ-------------–---–თან ერთად, თბილისში, ს------–-----------–---–----------–---------ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ასევე ესწრებოდნენ ფართის მეპატრონე და თარჯიმანი, მათ მიერ განხორციელდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება და მტკიცებულებების შეგროვება. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები დალუქულ იქნა 21 ობიექტად. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში დაახლოებით 2 საათზე, რის გამოც საჭირო გახდა ხელოვნური განათების გამოყენება.
მოწმე შ--–-------------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 27 დეკემბერს შემთხვევის ადგილზე - თბილისი, რ------------------–--–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოცხადდა ი--------------------------–--აში შესული შეტყობინების საფუძველზე მის მეწყვილესთან ერთად. მათ მიერ დათვალიერებულ იქნა ვერცხლისფერი ,,პ------ი“. დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ გამომძიებელი, თვითონ, მისი მეწყვილე, თარჯიმანი და მანქანის მფლობელი. ადგილზე მოხდა ავტომანქანის ფოტო-გადაღება. მანქანის უკანა მარჯვენა სავარძლიდან, ასევე ფეხის დასაგები ხალიჩიდან და კარებიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც მოთავსებული იქნა კონვერტებში და დაილუქა სათანადო წესით. შედგენილი იქნა ოქმი, რომლის სისწორეც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა. რაიმე სახის შენიშვნა არ დაფიქსირებულა.
მოწმე ლ-------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს როდესაც იგი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაცის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით. მის მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხულ იქნა მოწმეები. ლ-–----------–---–ისგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი. ასევე ამოღებულ იქნა ფ-------------–-----------ის მანქანა. მან ბრალი გააცნო ე---–---------ს, მის მიერ დანიშნულ იქნა დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური სამედიცინო და ოდოროლოგიური ექსპერტიზები, ასევე მის მიერ ფ-------------–-----------ისაგან აღებულ იქნა სუნისა და ნერწყვის ნიმუშები. მის მიერ გამოკითხულ იქნა ლ-–----------–---–ი, რომელიც განმარტავდა რომ ის უშუალოდ, პირადად შეესწრო ფაქტს და მიუთითა, რომ ე---–---------მა განახორციელა რ---–-----–---------ის ჯანმრთელობის დაზიანება რასაც შემდგომში მოჰყვა მისი სიცოცხლის მოსპობა. ზემოაღნიშნულმა გამოკითხულმა პირმა ასევე განმარტა, რომ იღებდა მონაწილეობას გარდაცვლილის საავადმყოფოში გადაყვანაში. ასევე განმარტა, რომ ს--------–---–---–ის პატაკი გახდა იმის საფუძველი, რომ გაეჩხრიკათ ის მანქანა, რომლითაც ე---–---------ი მიიმლა შემთხვევის ადგილიდან.
მოწმე დ-----------–---–მა დაადასტურა, რომ მუშაობს ი----------------------------–ოს მ--------------–--აში. 2018 წლის 26 დეკემბერს გამოძიება დაიწყო მის განყოფილებაში საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით. ის იყო ერთ-ერთი გამომძიებელი აღნიშნულ საქმეში. მიღებული აქვს მონაწილება შემთხევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობს თბილისი, ს------–-----------–---–----------–------------ში. საგამოძიებო მოქმედებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს დაწესებულების (სამწვადეს) მეპატრონემ და თარჯიმანმა. დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მისი ყურადღება მიიპყრო შენობის წინ ასფალტის ზედაპირზე, ასევე შიდა ტერიტორიაზე მაგიდის გადასაფარებელზე და იატაკზე არსებულმა სისხლის ლაქებმა. მის მიერ გამოძახებული იქნა კინოლოგები, ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები. საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებულ იქნა 13 ცალი დანა, მაგიდის გადასაფარებელი და სველი ნაჭერი, რადგანაც გამომძიებლის მიერ გამოთქმულ იქნა მოსაზრება რომლის მიხედვითაც აღნიშნული ნაჭერი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო სისხლის კვალის წასაშლელად და დანაშაულის კვალის დასაფარად. ასევე მისი განმარტებით, 2018 წლის 27 დეკემბერს განყოფილებაში, მივიდა პიროვნება, ე---–---------ი, რომელმაც აღნიშნა, რომ დაჭრის ფაქტი ჩადენილი იყო მის მიერ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ მან შეადგინა ბრალდებულის გამოცხადებისა და ბრალის აღიარების ოქმი, რის შემდგომაც მოხდა პიროვნების დაკავება.
მოწმე გ---------------ა განმარტავს, რომ ის არის საქმის ერთ-ერთი გამომძებელი, მას აქვს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები: ამოღებული აქვს გარდაცვლილის ტანსაცმელი, გამოკითხული ჰყავს საავადმყოფოს ექიმი, მიღებული აქვს მონაწილეობა ავტომობილი ,,ტ-------- პ------ის“ დათვალიერებაში, საიდანაც ამოიღო სისხლის კვლები და თითის კვლები. მის მიერ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე განმარტა, რომ მის მიერ მოწმეები გამოკითხული იყვნენ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, ასევე პირები ვინც არ ფლობდნენ სათანადოდ სამართალწარმოების ენას, გამოიკითხნენ თარჯიმნის მონაწილეობით.
მოწმე ს--------–---–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს მიიღო ინფორმაცია ი----------------------------–ოს მეცხრე განყოფილებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე რ---–-----–---------ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. მისი ინფორმაციით კონფლიქტში მონაწილე პირი ე-------------ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან მ---------ის მარკის ავტომობილით, ,,M-“-ის ჯიპით, სახ. ნომ. I--------, აღნიშნულზე სანდო წყარომ აცნობა, რომ მანქანა იმყოფებოდა ბ---–---–-------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოწმე გ-------------–---–მა განმარტა რომ 2018 წლის 27 დეკემბერს ღამის საათებში მის მეწყვილესთან და კინოლოგიის სამსახურის თანამშრომელთან ერთად დაათვალიერა ,,მ---------ის“ მარკის ავტომანქანა რომელიც იმყოფებოდა ი--------------------–-–იის მ--------------–--ის ეზოს ტერიტორიაზე. დათვალიერებაში მონაწილეობდა ასევე ფ-------------–-----------ი. მანქანა იმყოფებოდა დალუქულ მდგომარეობაში, მოახდინეს ლუქების ახსნა და დაიწყეს მანქანის დათვალიერება რა დროსაც განახორციელეს ფოტო-გადაღება. აღებული იქნა მიკრონაწილაკები, ანაწმენდები, დაახლოებით ცხრა ნიმუში. ასევე ამოიღეს ტანსაცმელი, რომელიც იყო მოთავსებული პოლიეთილენის პარკში, ფეხსაცმელი რომელზეც აღენიშნებოდა სისხლის ლაქები, ხელბორკილი, პისტოლეტი და სხვა ნივთები რომლებიც დაილუქა შესაბამის პაკეტებში და გადაეცა გამომძიებელს.
მოწმე ლ--------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 24 იანვარს ი--------------------–-–იის მ--------------–--ის გამომძიებლის მიერ გამოძახებულ იქნა გლდანის N----------–----- დაწესებულებაში ბრალდებულ ე---–---------ისაგან სუნის ნიმუშის აღების მიზნით. სუნის ნიმუშის აღება მოხდა სტერილური დოლბანდების საშუალებით, რომელიც მოთავსებული იქნა ბრალდებულის ორივე ხელისგულის მიდამოში 15 წუთის მანძილზე, რის შემდეგაც აღნიშნული დოლბანდები მოთავსდა 0.5 მლ ტევადობის ქილაში. ქილა დალუქულ იქნა 4---- ლუქით სპეციალურ პაკეტში და გადაეცა გამომძიებელ ლ-------------ას. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა სათანადო ოქმი.
მოწმე რ-----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 29 დეკემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადდა ბრალდებული ფ-------------–-----------ი, ბრალდებულს გააცნეს მოსამართლის განჩინება და დააკავეს ადგილზე. ფ-------------–-----------ი არ საჭიროებდა თარჯიმნის დახმარებას.
მოწმე პ------------–---–--ემ განმარტა რომ 2019 წლის 24 იანვარს მის მეწყვილესთან ს---------ესთან ერთად გამოცხადდა N----------–----- დაწესებულებაში, სადაც მოხდა ბრალდებული ე---–---------ისგან ნერწყვის ნიმუშის აღება. ასევე ჩაუტარდა დაქტილოსკოპირება. ადგილზე დახვდათ ადვოკატი, თარჯიმანი და გამომძიებელი. ორივე ნიმუში დაილუქა შესაბამისი წესით და გადაცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა საპროცესო მოქმედების ოქმი.
ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---------ემ.
მოწმე თ--------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს ორი საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ გამოკითხული ჰყავს მოწმე მ----------------ი და მიღებული აქვს მონაწილეობა ფ-------------–-----------ის ავტომანქანის ჩხრეკაში. მოწმე მ----------------ს, ვინაიდან არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, დაენიშნა თარჯიმანი. მოწმეს გააცნო უფლება-მოვალეობები და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად ასახა გამოკითხვის ოქმში, რასაც ასევე დაეთანხმა მ----------------ი, რაიმე სახის შენიშვნა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხევა ავტომანქანის ჩხრეკას, ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში. ბრალდებულ ფ-------------–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ნივთები მას არ ეკუთვნოდა და იყო ე---–---------ის საკუთრება. ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ასევე დანის მაგვარი ნივთი.
მოწმე ი-----–------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლსი 27 დეკემბერს ი--------------------–-–იის სამმართველოს მ--------------–--აში მასთან გამოცხადდა პიროვნება რომელმაც განუმარტა, რომ იყო ე---–---------ი და სურდა შეხვედრა გამომძიებელთან. ე---–---------ი განყოფილებაში მივიდა თვითაღიარებით, ხოლო გამომძიებელმა დ-----------–---–მა განახორციელა მისი დაკავება. დაკავებაში თავადაც იღებდა მონაწილეობას. ე---–---------ს აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე, რაც აღინიშნა დაკავების ოქმში, რის შემდეგაც მას გაეწია სამედიცინო დახმარება. ვინაიდან ე---–---------ი არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, დაენიშნა თარჯიმანი.
მოწმე ნ--------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს კლინიკა ,,მ--------------ში“ ექიმ რეანიმატოლოგის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 დეკემბერს დაიწყო მორიგეობა 17:00 საათზე. პაციენტი შემოვიდა 17:30 საათზე დაახლოებით, მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. მარცხენა ბარძაყის მედიალურ და ვატერალურ მიდამოში აღენიშნებოდა სამი ჭრილობა, რომლიდანაც იყო სიხლდენა. პაციენტს ტანსაცმელი სულ სისხლიანი ჰქონდა. ქირურგმა დაიწყო ჭრილობების დამუშავება. მიუხედავად მათი მცდელობისა, 18:00 საათი იქნებოდა, დაახლოებით, როდესაც პაციენტს გული გაუჩერდა და მერე უკვე ვეღარ შეძლეს მისი მუშაობის აღდგენა. 45 წუთის განმავლობაში არის ხოლმე პროტოკოლით რომ უნდა ეცადო გულის ამუშავებას, მაგრამ ვერ მოხერხდა და 45 წუთში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. გარდაცვალების მიზეზი იყო დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი, რომელმაც გამოიწვია ტვინის შეშუპება. პაციენტს აღენიშნებოდა 3-4 ჭრილობა.
მოწმე ხ-------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება რომ ახალგაზრდა მამაკაცი იყო დაჭრილი, რომელიც იმყოფებოდა კლინიკაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოკითხულია ორი მოწმე, ბრალდებული ფ-------------–-----------ი და ტ------------------ი, რომელიც არის საქაბაბის მეპატრონე. ორივე მოწმეს განემარტა უფლება-მოვალეობები. ბრალდებული გამოკითხული იქნა ადვოკატის თანდასწრებით. ფ-------------–-----------მა უარი განაცადა თარჯიმნის მომსახურებაზე, ხოლო მეორე მოწმე გამოიკითხა თარჯიმნის თანდასწრებით. ორივე მოწმემ მათ მიერ მიცემული ჩვენება დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმე ზ---------–----–---–ის განმარტებით, 2018 წლის 26 დეკემბერს, საღამოს საათებში, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თბილისში, ს------–----------–-–---–----------–------------ში მდებარე სამწვადეში, ე-------------მა დანის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ რ---–-----–---------ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს ამავე სამწვადეში მომუშავე გ----–----–---ი. როდესაც საგამოძიებო ჯგუფი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, იქ არ დახვდათ ე---–---------ი.
მოწმე გ----–----–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის არის მზარეული, მუშაობს საქაბაბეში, ფ-------–---–----რში, სკოლასთან ახლოს. 2018 წლის 26 დეკემბერს სამწვადეში მივიდა დილის 10 საათზე, დღის მეორე ნახევარში მივიდნენ ე---–---------ი, ფ-------------–-----------ი და კიდევ 3 სხვა პირი, მიირთვეს, დალიეს არაყი და წავიდნენ. ამის შემდგომ საღამოს 5 საათი იქნებოდა, მივიდნენ 6 კაცი, მათ შორის იყვნენ ე-––------------–---------ები, ვ------ და რ---–-- შ-----------ები და ორი მისთვის უცნობი აზერბაიჯანელი პიროვნება. ამის შემდგომ ვ------ შ-----------მა დაურეკა რ----–-------–------ოვს და უთხრა მისულიყო მათთან საქაბაბეში. რ----–--ი დაახლოებით 3-4 წუთში მივიდა მათთან. რ----–--ს დაელაპარაკა ე---–ი, აუხსნა რომ მის ბიძაშვილს რ---–-----–---------ს ჰქონდა ვალი. რ----–--მა დაურეკა მის ბიძაშვილს ორჯერ და უთხრა რომ მისულიყო აღნიშნულ მისამართზე, ვინაიდან მას ჰქონდა პრობლემები. რ---–-----–---------ი მანქანით მიიყვანეს ცოტა ხანში, მას ახლდა ს------ - მანქანის ვაჭარი და კიდევ ერთი ქართველი ბიჭი. რ---–-----–---------ის მისვლის შემდგომ მას უთხრეს, რომ ჰქონდა ვალი 3000 აშშ დოლარი და უნდა მიეტანა, რ---–ი უარყოფდა და ამბობდა, რომ არავის ვალი არ ჰქონდა. კამათი მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ე---–---------მა გარდაცვლილს მუშტი დაარტყა, რასაც გარდაცვლილისგან მოჰყვა საპასუხოდ ე---–ის მიმართულებით ხელის გარტყმა. რის შემდგომაც იქ მყოფმა პირებმა სკამზე მჯდარ რ---–-----–---------ს დაუჭირეს მკლავები, წააქციეს და ფეხებისა და ხელების გამოყენებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩხუბში მონაწილეობდნენ ყველანი, რ----–--ი და ს------ კართან იდგნენ და არ ჩარეულან, არ დახმარებიან რ---–ს. ამის შემდგომ ე---–---------მა შავი ფერის გასახსნელი დანა ამოიღო მარჯვენა ჯიბიდან და წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ რ---–-----–---------ს მარცხენა ფეხის კუნთში დაარტყა ორჯერ ან სამჯერ. რ---–-----–---------მა დაკარგა ბევრი სისხლი, სუსტად იყო და ვეღარ გადაადგილდებოდა, რის გამოც ს-----მა, რ----–--მა და ერთმა ქართველმა პიროვნებამ ხელში აიყვანეს ის და დაჭრილი ჩასვეს ავტომანქანაში. აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე პირები წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან. რ---–-----–---------ის წაყვანის შემდგომ, დაახლოებით 2-3 წუთში შემთხვევის ადგილას მივიდა „ფ-----“ ანუ ფ-------------–-----------ი. მიუხედავად, იმისა, რომ მან უთხრა არ შესულიყო შიგნით პოლიციის მოსვლამდე, რადგან აქ მოხდა ესეთი ფაქტი, ფ---------ი მაინც შევიდა საქაბაბეში, წყალს ასხამდა იქ არსებულ სისხლს, ასევე აშორებდა ტილოთი ლაქებს. ამაში დახმარება მასაც სთხოვა. მაგრამ მან განუმარტა, რომ არ შეიძლებოდა იქაურობის გაწმენდა, ვინაიდან პოლიცია უნდა მისულიყო და არაფერში ჩარეულა.
მოწმე ს-----------------მა განმარტა, რომ იმყოფებოდა ავტობაზრობაზე რ---–-----–---------თან და ლ-–----------–---–თან ერთად, აპირებდნენ სახლისკენ წასვლას. რ---–-----–---------ს დაურეკა მისმა ბიძაშვილმა რ----–--მა და უთხრა, რომ მისულიყო სკოლასთან ფ-------–-ში, რის შემდგომაც გაემართნენ აღნიშნულ მისამართზე. როდესაც ისინი მივიდნენ მისამართზე, რ---–-----–---------ი შევიდა სამწვადეში, ისიც მას მიჰყვა, ხოლო მანქანასთან დარჩა ლ-–----------–---–ი. სამწვადეში იმყოფებოდნენ ე---–ი, ვ------ი, ,,ი-----“, თეთრწვერიანი მამაკაცი რომელსაც არ იცნობს და ე-––--ი რომელის გვრის არ ახსოვს. ე---–---------მა რ---–ს მიმართა, თუ რატომ არ უბრუნებდა მას კუთვნილ თანხას, რის თაობაზეც რ---–მა უთხრა, რომ მას არავის ვალი არ ჰქონდა, ხოლო აღნიშნულ ფაქტზე მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტი რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ე---–---------მა ხელი გაარტყა რ---–-----–---------ს, რის საპასუხოდაც რ---–მაც გაარტა ხელი ე---–ს. კონფლიქტში იქ მყოფი პირები ჩაერთვნენ და ყველანი რ---–ს ურტყამდნენ. ის, რ----–--ი და ქართველი ბიჭი არ ჩარეულან ჩხუბში. რ---–ი წაიქცა ხოლო ამ დროს ე---–მა რ---–ს რამდენიმეჯერ დაარტყა დანა მარცხენა ფეხში. ამის შემდგომ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი გავიდა გარეთ, ხოლო მან, რ----–--მა და ლ-–-მ რ---–-----–---------ი წაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმე ზ---------------იამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ,,ლ-------ი“ ბანკში, ხოლო საღამოს საათებში ,,ტაქსაობს“ ხოლმე. 2018 წლის 25 დეკემბერს საღამოს საათებში დაახლოებით 9-11 საათამდე პერიოდში ბ---–---–------–--------- ქუჩაზე, ა-----ის აფთიაქთან მასთან მივიდა 2 პიროვნება და სთხოვეს თბილისში წაყვანა. გზაში ერთ-ერთმა სთხოვა რომ შეჩერებულიყვნენ M--ის ფირმის ავტომანქანასთან რა დროსაც აიღო მანქანიდან ქურთუკი და გაემართნენ თბილისისკენ. გზაში დაინტერესდა თუ რატომ არ მიდიოდნენ თბილისში თავიანთი მანქანით, რაზეც მათ უთხრეს რომ მანქანას ე.წ. „კარობკა“ ჰქონდა გაფუჭებული. მან განმარტა, რომ პიროვნებების ამოცნობა არ შეუძლია. ისინი თბილისში ფ-------ის ქუჩაზე დატოვა.
მოწმე ტ------------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს შემთხევის დროს ის იმყოფებოდა ავტობანზე რა დროსაც დაურეკა მისმა ძმამ კ----------–------------მა რომელმაც მასთან საუბარში აღნიშნა რომ ჩხუბი იყო და მისულიყო მასთან საქაბაბეში, საქაბაბე იყო ფ-------–-ში, სკოლასთან. იქნებოდა 5-6 საათი, როდესაც მივიდა ადგილზე, სადაც დახვდა 4-5 ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს, ფ-----ს (ფ-------------–-----------ი) ეჭირა ჯამი და რეცხავდა სისხლს. ხოლო სისხლის კვალი უკვე მოშორებული იყო შიდა ტერიტორიაზე. ჩხუბის დროს მისი ძმა იმყოფებოდა ტერიტორიაზე სწორედ მისგან შეიტყო რომ პიროვნება ვინც დაჭრეს უკვე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში და აღნიშნულის გამო მას აღარ დაურეკავს პოლიციაში. დაახლოებით ნახევარ საათში მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, და ექსპერტები.
მოწმე კ---------–------------მა განმარტა რომ 2018 წლის 26 დეკემბერს შემთხვევის მომენტში ის იმყოფებოდა მაღაზიაში ფ-------–-ში სკოლასთან ახლოს, მაღაზიიდან გამოსვლის შემდგომ მან შენიშნა რომ საქაბაბის წინ აღინიშნებოდა სისხლის ლაქები რომელთან დაკავშრებითაც ის დაუკავშირდა თავის ძმას ტ------------------ს და უთხრა აღნიშნულის შესახებ. მან განუმარტა, რომ ის იმყოფებოდა ავტობანზე და 5 წუთში მივიდოდა შემთხვევის ადგილას. სამწვადეში შეამჩნია გ----–ა და ფ----- (ფ-------------–-----------ი) იმყოფებოდნენ ადგილზე და ფ-------------–-----------ი სისხლზე ასხამდა წყალს. აღნიშნული სისხლი გამოწვეული იყო იქიდან, რომ პიროვნება იყო დაჭრილი. ამ პირის სახელი და გვარი მომდევნო დღეს შეიტყო სოფლის მაცხოვრებლებისაგან.
მოწმე მ----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ---–-- ა-------ი არის ე---–---------ის ძმა, რომლის ვალიც ჰქონდა 1300 დოლარი. 2018 წლის 25 დეკემბერს დაურეკა რ---–--მა და სთხოვა თანხის მიცემა. ის ამ დროისთვის იმყოფებოდა მეგობართან და რ---–--ს უთხრა, რომ იქ მისულიყო და გადასცემდა თანხას. შუადღის 2 საათი, 3-ის ნახევარი იქნებოდა მივიდა ავტომანქანა თეთრი ,,ტ----თ“ რ---–--ი, ჩაჯდა მის მანქანაში და მიაწოდა თანხა. ამის შემდეგ წავიდნენ ფ-------–-ში, სკოლასთან არსებულ საქაბებში და დალიეს, მათთან ერთად იმყოფებოდა ე---–---------იც. შემდეგ ცოტა ხნით გავიდა საქაბაბედან და რომ დაბრუნდა იქ დახვდათ ავტომანქანა „შ----------ა“, რომლითაც ორი პიროვნება იყო მოსული, ერთი ახალგაზრდა, ერთი ასაკიანი. ასაკიანმა განმარტა, რომ მოატყუა რ----–-------–------ოვის ბიძაშვილმა რ---–-----–---------მა და მისატანი ჰქონდა 3000 დოლარი. ე---–მა დაურეკა რ----–--ს, ხოლო ის და ფ----- ჩაჯდნენ მანქანაში. რ----–--ი მოვიდა და შევიდნენ საქაბაბეში. ის გარეთ იდგა, მაგრამ კარი ღია იყო და ესმოდა საუბარი. რ----–--მა დაურეკა ბიძაშვილს, რ---–-----–---------ს და მოიყვანა. რ---–-----–---------ს უთხრეს, რომ 3000 დოლარი უნდა დაებრუნებინა იმ კაცისთვის. რ---–-----–---------მა აგრესიულად უპასუხა, რომ არავის ვალი არ ქონდა. შიგნით იყვნენ ის ორი უცხო პირი, გარდაცვლილი რ---–-----–---------ი, ძმები ვ------ი და ი--–-ა, ასევე ე---–---------ი და მომსახურე პირი - გ----–----–---ი. დაინახა, რომ ატყდა ჩხუბი. ის იმყოფებოდა კარებთან. ყველაფერი ესმოდა. თავიდან ე---–ს დაარტყა რ---–-----–---------მა. ჩხუბში ჩაერთო ყველა პირი და ვინც იმყოფებოდნენ საქაბაბეში ყველა ურტყამდა რ---–-----–---------ს. შემდეგ დაინახა, რომ ე---–ი იყო ზემოდან, რამდენჯერმე, ალბათ 3-4-ჯერ მოიქნია ხელი, რომელშიც ეჭირა დანა, ფეხის არეში დაარტყა რ---–-----–---------ს რომელსაც წამოუვიდა სისხლი. ჩხუბი 30-40 წამიც არ გაგრძელებულა. ამის მერე ე---–ი წამოხტა, ჩაჯდა ,,ფ-----ს“ მ---------ის მანქანაში და რა მიმართულებით წავიდა არ იცის. ჩხუბში მონაწილე ყველა პირი დაიშალნენ.
სასამართლო პროცესზე მოწმე რ----–-------–------ოვმა განმარტა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს ის იმყოფებოდა სამსახურში, ბაზრობაზე. დაახლოებით 5:30 საათზე როდესაც მის ტელეფონზე შევიდა ზარი ე---–---------ისგან, რომელმაც უთხრა რომ მისულიყო ფ-------–-ში სკოლასთან არსებულ საქაბაბეში და ადგილზე გააცნობდა საქმეს, თუ რაზეც ურეკავდა. საქაბაბეში მისვლისას დახვდა ე---–---------ი, რომელსაც შეამჩნია რომ ჰქონდა დანა, ასევე იყვნენ ნ-----ი, ,,ი-----“, ,,ვ------ა“, ,,გ----–ა“,---–- და უცხო პიროვნება რომელსაც არ იცნობდა. ე---–მა განუმარტა, რომ მის ბიძაშვილს რ---–-----–---------ს ჰქონდა ვალი 3000 დოლარის ოდენობით და უთხრა დაერეკა მისთვის. დაურეკა რ---–ს, განუმარტა სიტუაცია და სთხოვა ადგილზე მისვლა. რ---–-----–---------ი ადგილზე გამოცხადდა ს-----------------თან და ლ-–----------–---–თან ერთად, რომლებიც საქაბაბეში არ შეჰყოლიან და მანქანასთან ელოდებოდნენ. აღნიშნულის შემდგომ დაიწყო საუბარი ფულთან დაკავშირებით, თუმცა რ---–ი განმარტავდა, რომ მას არავის ვალი არ ჰქონია. საუბარი 7-8 წუთს გრძელდებოდა. მან დატოვა საქაბაბეს ტერიტორია, გამოვიდა გარეთ სიგარეტის მოსაწევად და ტელეფონზე სასაუბროდ, რა დროსაც შემოესმა ყვირილის ხმა. აღნიშნულზე აუჩქარებლად შევიდა საქაბაბეს ტერიტორიაზე, ჭიშკართან იდგნენ ლ-–- და ს------. ლ-–-ს შეეძლო დაენახა თუ ვინ დაიწყო ჩხუბი. საქაბაბეში შესვლის შემდგომ, დაინახა თუ როგორ ურტყამდნენ ყველანი მის ბიძაშვილს, ეს ყველაფერი დაახლოებით 3 წუთს გრძელდებოდა. მან ასევე განმარტა, რომ დაინახა მუხლებზე დაჩოქილი ე---–---------ი, რომელმაც 2-3-ჯერ ჩაარტყა შავი ფერის დანა რ---–-----–---------ს მარცხენა ფეხში. აღნიშნული ჩხუბის შემდგ ჩხუბში მონაწილე პირები გავიდნენ საქაბაბეს ტერიტორიიდან, ხოლო დაჭრილი რ---–-----–---------ი ლ-–-მ ს------მ და მან ჩასვეს მანქანაში საავადმყოფოში გადაყვანის მიზნით. თავად სხვა მანქანით წავიდა საავადმყოფოს მიმართულებით.
სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი საზღვრის კვეთის ცნობის თანახმად, მოწმე დაზარალებულის უფლებამონაცვლემ გ---–-----------–---------მა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მის მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც არის რ-------- მოქალაქე, 2018 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა საქართველოში. მისი ვაჟი რ---–-----–---------ი, ასევე იყო რ-------- მოქალაქე, რომელიც დაკავებული იყო მანქანების ვაჭრობით. 2018 წლის 26 დეკემბერს მისი ვაჟი რ---–-----–---------ი იმყოფებოდა ს------–----------–-ში 2--------–ის წინ, არსებულ სასადილოში, სადაც წარმოიშვა კონფლიქტი ფულთან დაკავშირებით მისთვის უცნობ პირებთან. კონფლიქტის დროს ე---–მა, რომლის გვარიც არ იცის, მის ვაჟს ფეხის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა დანა, რის შედეგადაც საავადმყოფოში მიყვანისთანავე მისი ვაჟი ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა. სურს რომ ბრალდებული დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით.
სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი საზღვრის კვეთის ცნობის თანახმად, მოწმე ლ-–----------–---–ს გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც დაახლოებით წელიწად ნახევრის მანძილზე დაკავებულია ავტო ვაჭრობით რ--------ს ავტო-ბაზრობაზე, რა დროსაც გაიცნო ბიძაშვილები რ----–-- და რ---– გ---–---------ები, ასევე მათი თანასოფლელი ს-----------------ი. 2018 წლის 26 დეკემბერს დაახლოებით 12:00 საათიდან ის იმყოფებოდა რ--------ს ავტო-ბაზრობაზე სადაც შეხვდა რ---–-----–---------ს და მათ ნაცნობ ს-----------------ს. ისინი მანქანით გაემართნენ სოფელი ფ-------–ისკენ. გზაში რ---–-----–---------ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი ბიძაშვილი რ----–-------–------ოვი, რომელმაც უთხრა რომ მისულიყო ს------–----------–-ში ი--–----------–ის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას ისინი შევიდნენ სამწვადის ტერიტორიაზე სადაც დახვდნენ 4-5 მისთვის უცნობი პიროვნება და ვინმე ე---–---------ი. ასაკოვანმა პირმა რ---–ს დაუწყო სუბარი 3000 აშშ დოლარზე, ეუბნებოდა რომ ჰქონდა ვალი და უნდა დაებრუნებინა. რ---–ი განმარტავდა რომ მას არავის ვალი არ ჰქონდა. კონფლიქტში ჩაერთო ე---–---------ი და ეუბნებოდა გარდაცვლილს, რომ უნდა მიეტანა თანხა, რაზეც რ---–მა უარი განაცხადა. მოულოდნელად ე---–მა მას მუშტი დაარტყა და რ---–მაც შეუბრუნა ხელი. აღნიშნულის შემდგომ სუფრის სხვა დანარჩენმა წევრებმაც დაიწყეს რ---–ის ცემა ხელების და ფეხების გამოყენებით, რ---–ი წაიქცა. ფიზიკური დაპირისპირება გრძელდებოდა 5 წუთის განმავლობაში, რა დროსაც ე---–---------მა გახსნა დანა და პირ-სახით მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ რ---–-----–---------ს რამოდენიმეჯერ დაარტყა მარცხენა მუხლის ზევით ბარძაყის არეში. აღნიშნულის შემდგომ ე---–ი და მისი თანმხლები პირები ჩქარი ნაბიჯით გავიდნენ საქაბაბეს ტერიტორიიდან. მან, რ----–-------–------ოვთან და ს-----------------თან ერთად დაჭრილი რ---–-----–---------ი ჩასვეს ვერცხლისფერ ,,პ------ის“ მოდელის ავტომანქანაში სახ. ნომ. L-------- და წაიყვანეს უახლოესი კლინიკის მიმართულებით. რ---–ი ძალიან სუსტად იყო, თვალებს ძლივს ახელდა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოში მიყვანიდან დაახლოებით 1 საათში, მიყენებული ჭრილობების გამო, გარდაიცვალა.
2018 წლის 26 დეკემბრის N------- შეტყობინების თანახმად, კლინიკაში შეყვანილი იქნა ფეხში დაჭრილი რ---–-----–---------ი. განმცხადებელია კლინიკა ,,მ--------------ს“ მორიგე ექიმი ნ---------------ე. (ს.ფ.3, ტ.1)
2018 წლის 26 დეკემბრის ზ---------–----–---–ის პატაკის თანახმად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ე---–---------მა სამწვადეში, დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება რ---–-----–---------ს. (ს.ფ. 4 ტ.1)
2018 წლის 26 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანხმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ს------–----------–-ში, ც----------–---------ში. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ნივთმტკიცებები, რომელიც სათანადო წესით დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები და გადაეცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა გამომძიებლებთან ერთად, ექსპერტ-კრინიმალისტები, საქაბაბის მეპატრონე თ------------------ი, ასევე თარჯიმანი. (ს.ფ. 15-24, ტ. 1)
2018 წლის 26 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად ნ---------------ისგან ამოღებულ იქნა რ---–-----–---------ის ტანსაცმელი და ავადმყოფობის ისტორია. (ს.ფ. 30-34, ტ.1)
2018 წლის 27 დეკემბრის ავტომანქანა ,,პ------ის“ დათვალიერების ოქმის თანახმად, მანქანა იმყოფებოდა თბილისში, რ---------–-----------–--–--------, სამედიცინო შპს ,,მ--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა მტკიცებულებები, სხვადასხვა სახის ანაწმენდები და კვლები, რომელიც სათანადო წესით დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. ასევე მოხდა ფოტო-გადაღება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა მეპატრონე ს-----------------ი, თარჯიმანი და ექსპერტ-კრიმინალისტები. (ს.ფ. 53-57, ტ. 1)
2018 წლის 27 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ლ-–----------–---–ისგან ამოღებულ იქნა ნაცრისფერი სპორტული შარვალი, მასზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, რომელიც დაილუქა შესაბამისი წესით. (ს.ფ. 62-66, ტ. 1).
2018 წლის 27 დეკემბრის ს--------–---–---–ის პატაკის თანახმად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მანქანა, რომლითაც ე---–---------ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, უნდა ყოფილიყო განთავსებული ბ---–---–-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. (ს.ფ. 82 ტ.1)
2018 წლის 27 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად ბ---–---–-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ,,მ----------სის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით I-------- (ს.ფ. 87-91, ტ.1)
2018 წლის 27 დეკემბრის პირის ბრალის აღიარებით გამოცხადების შესახებ ოქმის თანახმად, ე---–---------ი გამოცხადდა თბილისის ი----------------------------–ოს პოლიციის მ--------------–--აში და განმარტა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე თბილისში, ს------–----------–-ში, ც----------–---------ში მდებარე სამწვადეში ურთიერთშელაპარაკებისას დანის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა რ---–-----–---------ს. ოქმი შედგენილია თარჯიმნის მონაწილეობით (ს.ფ. 110, ტ.1)
ბრალდებულ ე---–---------ის დაკავების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 27 დეკემბერს 13:26 საათზე, საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–ოს მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დაკავებული იქნა ე---–---------ი (ს.ფ. 111-115, ტ. 1).
2018 წლის 27 დეკემბრის ავტომანქანა ,,მ----------ს ემელის“ სახელმწიფო ნომრით I-------- დათვალიერების ოქმის თანახმად, მანქანა იმყოფებოდა თბილისი, სოფელი ფ-------–-, რ---------–-----------–--–-------. ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები, 9 ანაწმენდი 18 ცალ სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები, კედი, ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის ქუდი, პისტოლეტის მსგავსი საგანი, ფოტოსურათი, დანა და ხელბორკილი. აღნიშნული ნივთები, კვლები და მიკრონაწილაკები დაილუქა სათანადო წესით და გაკეთდა ხელმოწერები. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ავტომაქანის მეპატრონე ფ-------------–-----------ი და ექსპერტ-კრიმინალისტები. (ს.ფ. 138-146, ტ. 1)
ბრალდებულ ფ-------------–-----------ის დაკავების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 29 დეკემბერს 19:23 საათზე, საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–ოს მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დაკავებული იქნა ფ-------------–-----------ი (ს.ფ. 178-182, ტ. 1).
2019 წლის 24 იანვრის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ბრალდებულ ე---–---------ისგან ექსპერტების მიერ აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ბრალდებულის ადვოკატი და თარჯიმანი, (ს.ფ. 64-67 ტ.2).
2019 წლის 24 იანვრის სუნის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ბრალდებულ ე---–---------ისგან ექსპერტების მიერ აღებული იქნა სუნის ნიმუში, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ბრალდებულის ადვოკატი და თარჯიმანი, (ს.ფ. 68-71 ტ.2).
2019 წლის 24 იანვრის ხელის კვალის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ბრალდებულ ე---–---------ისგან ექსპერტების მიერ აღებული იქნა ხელის კვალის ნიმუში, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ბრალდებულის ადვოკატი და თარჯიმანი, (ს.ფ. 72-75 ტ.2).
2019 წლის 7 თებერვლის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-----53 დასკვნის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, შემთხვევის ადგილიდან და ავტომანქანა ,,მ----------სი“ სახ. ნომერი I---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ე---–---––-----------------ისგან (დაბ.---.0--1--- წ. პ/ნ 1----------) სუნის კვალის ნიმუშისა. (ს.ფ. 145-147, ტ. 2).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ--------------აძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2019 წლის 8 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად სამედიცინო დოკუმენტების, გვამის და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, რ---–-----–---------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული მარცხენა ბარძაყის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის გამო, დაზიანებული ბარძაყის არტერიიდან სისხლდენის შედეგად. ბიოლოგიური სიკვდილი კლინიკაში დაფიქსირდა 2018 წლის 26 დეკემბერს, 19:15 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევისას ნანახ ნაადრევ გვამურ მოვლენებს, რ---–-----–---------ს სხეულზე, მარცხენა ბარძაყის არეში აღენიშნება სამი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომლებიც განვითარებული არიან სიცოცხლის პერიოდში, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნების მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. ჭრილობები N1 და N2 ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას განისაზღვრებიან როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და უშუალოდ მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან- სიკვდილთან არ იმყოფებიან. ხოლო ჭრილობა N3 მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან სიკვდილთან. რ---–-----–---------ს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, რომლებიც განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნების მოქმედების შედეგად. სიცოცხლის პერიოდში ხანდაზმულობით შეესაბამებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას განისაზღვრებიან როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან, სიკვდილთან, არ იმყოფებიან. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა. ასევე ექსპერტიზაზე წარმოდგენილ რ---–-----–---------ის გვამიდან აღებულ კანის პრეპარატებზე აღინიშნება თითო დაზიანება, (ჭრილობა), რომლებიც თავიანთი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ--------–--–--ემ.
სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებით დასტურდება შემდეგი: 2019 წლის 14 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტი მჭიდით დამზადებულია ქარხნული წესით, არის 9 მმ ნომინალური კალიბრის ,,E---------“ მოდელის ხმოვანი № E---------- პისტოლეტი. პისტოლეტი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, ხოლო მჭიდი არის ქარხნული წესით დამზადებული და განკუთვნილია წარმოდგენილი პისტოლეტისთვის. (ს.ფ. 220-224 ტ.1).
ბრალდებულმა ფ-------------–-----------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს ის იმყოფებოდა ს------–----------–-ში გადაადგილდებოდა მანქანით და ელოდებოდა მის მეგობარ ა-–---ს ზარს რომელთანაც საქმიანი საუბარი ჰქონდა, ფ-------–-ში გადაადგილების პროცესში როდესაც ის სახლისკენ მიემართებოდა მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ და დაპატიჟეს საქაბაბეში მწვადზე, ის დასთანხმდა აღნიშნულ წინადადებას და როდესაც საქაბებეს ტერიტორიაზე შევიდა ადგილზე დახვდა ოთხი პიროვნება „გ-------“, „მ------“, „მ--------–-“ და „თ-------“ რომლებიც ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ და შესთავაზეს. მან დალია ერთი ჭიქა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ იქნებოდა 12 საათი, როდესაც მას დაუკავშირდა მისი მეგობარ ა-–--- რომელიც ელოდებოდა ,,ლ-------ი“ ბანკთან, ფ-------–-ში და გაემართა მისკენ მანქანით, ლაპარაკის შემდეგ დაახლოებით ნახევარ საათში იგი დაბრუნდა საქაბაბეში. საქაბაბესთან, გარე ტერიტორიაზე მას დახვდა ე---–---------ი, რომელმა სთხოვა მანქანის გასაღები და უთხრა რომ ის აპირებდა სახლში გასვლას რაშიც დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებოდა. გასაღები მისცა ე---–---------ს და შევიდა საქაბაბეს ტერიტორიაზე სადაც კარებთან დაინახა რომ იქაურობა სისხლიანი იყო. ის პირები ვისთან ერთადაც ის საქაბაბეში პირველი მისვლისას იყო, იქ უკვე აღარ იყვნენ ხოლო „გ----–ა“ წმენდდა იქაურობას. ამის შემდგომ ის ცუდად გახდა სისხლის დანახვაზე, კარებთან არსებულ ონკანთან სახეზე წყალი შეისხა და იკითხა თუ რა მოხდა რაზეც მას განუმარტეს რომ იჩხუბეს „ბიჭებმა“ და ერთ-ერთ პიროვნებას ფეხიდან სდიოდა სისხლი. აღნიშნულის შემდგომ ონკანთან ჭუჭყიანი წყლით სავსე ვარცლიდან ასხამდა იქაურობას დიდხანს წყალს. მის ამ ქმედებას მიზანი არ გააჩნდა. ასევე განმარტა, რომ მის მანქანაში აღმოჩენილი ცელოფანში გახვეული ნივთები მას არ ეკუთვნოდა.
ბრალდებულმა ე---–---------მა გამოიყენა უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება, თუმცა მის საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა არ ჰქონია, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ჰყავს 6 შვილი. გარდაცვლილს დარჩა 2 შვილი და სურს მათაც მიაქციოს ყურადღება და უპატრონოს.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ბრალდებულების ე---–---------ის და ფ-------------–-----------ის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებაში არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1---წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის შესავალ ნაწილში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
მოწმე გ----–----–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ უშუალოდ დაინახა, ის ფაქტი, რომ წარმოშობილი კონლიფქტის გამო, ე---–---------მა მუშტი ჩაარტყა რ---–-----–---------ს სახეში, რაზეც უპასუხა ასევე რ---–-----–---------მაც, ამის შემდგომ საქაბაბეში მყოფი ყველა პირი ჩაერთო ფიზიკურ დაპირისპირებაში და დაუწყეს ცემა რ---–-----–---------ს. გ----–----–---ის განმარტებით - მან დაინახა, როგორ ამოიღო ე---–---------მა შავი ფერის გასახსნელი დანა მარჯვენა ჯიბიდან და წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ რ---–-----–---------ს მარცხენა ფეხის კუნთში დაარტყა ორჯერ ან სამჯერ. რის გამოც რ---–მა დაკარგა ბევრი სისხლი. ის წაიყვანეს იქ მყოფმა პირებმა საავადმყოფოში. ანალოგიური დაადასტურა მოწმე ს-----------------მა, რომელმაც განმარტა, რომ ფულთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, ე---–---------მა დანა მარცხენა ფეხში რამდენჯერმე ჩაარტყა რ---–-----–---------ს, რომელმაც ადგილზე დაკარგა ბევრი სისხლი და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. მომხდარ ფაქტს შეესწრო ასევე მოწმე მ----------------ი, რომელიც კონფლიქტის დროს იმყოფებოდა საქაბაბეს კარებთან და ყველაფერს ხედავდა და ესმოდა რა ხდებოდა შიგნით. კარგად დაინახა, რომ ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ რ---–-----–---------ს, ხოლო შემდეგ ე---–---------მა წაქცეულ რ---–ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხში. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ასევე გარდაცვლილის ბიძაშვილმა რ----–-------–------ოვმა, რომელმაც განმარტა, რომ დაინახა როგორ ურტყამდნენ საქაბაბეში მყოფი პირები მის ბიძაშვილს, თუმცა ჩხუბში თავად არ ჩარეულა, ასევე დაინახა დაჩოქილმა ე---–---------მა წაქცეულ რ---–ს როგორ დაარტყა 2-3 ჯერ დანა მარცხენა ფეხის არეში. ამ ფაქტის შემდგომ იქ მყოფი პირები დაიშალნენ. ე---–---------ის მიერ რ---–-----–---------ის დაჭრის ფაქტი, დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ლ-–----------–---–ის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ რ---–-----–---------ის მიმართ მიმართული ფიზიკური დაპირისპირება გრძელდებოდა 5 წუთის განმავლობაში, რა დროსაც ე---–---------მა გახსნა დანა და პირ-სახით მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ რ---–-----–---------ს რამოდენიმეჯერ დაარტყა მარცხენა მუხლის ზევით ბარძაყის არეში. აღნიშნულის შემდგომ ე---–ი და მისი თანმხლები პირები ჩქარი ნაბიჯით გავიდნენ საქაბაბეს ტერიტორიიდან, ხოლო მან, რ----–-------–------ოვმა და ს-----------------მა დაჭრილი რ---–-----–---------ი წაიყვანეს უახლოესი კლინიკის მიმართულებით.
2019 წლის 8 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად რ---–-----–---------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული მარცხენა ბარძაყის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის გამო, დაზიანებული ბარძაყის არტერიიდან სისხლდენის შედეგად. ბიოლოგიური სიკვდილი კლინიკაში დაფიქსირდა 2018 წლის 26 დეკემბერს, 19:15 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევისას ნანახ ნაადრევ გვამურ მოვლენებს, რ---–-----–---------ს სხეულზე, მარცხენა ბარძაყის არეში აღენიშნება სამი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომლებიც განვითარებული არიან სიცოცხლის პერიოდში, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნების მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. მათგან ორი ჭრილობა უშუალოდ მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან არ იმყოფებიან. ხოლო ჭრილობა N3 მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან სიკვდილთან. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტებმა ზ---------------–-–---–მა და გ--------–--–--ემ.
ე---–---------ის მიერ რ---–-----–---------ის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა ასევე დადასტურდა გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით.
რაც შეეხება ბრალდებულ ფ-------------–-----------ის მიმართ წინასწარ შეუპირებლად მძიმე დანაშაულის დაფარვას, აღნიშნული დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე თავად ფ-------------–----------მა განმარტა, რომ მომხდარი ფაქტის შემდგომ მივიდა საქაბაბეში, სადაც დაინახა სისხლი. სისხლის დანახვაზე გახდა ცუდად და ამიტომ მიასახა იქ არსებულ სისხლს წყალი, მას რაიმე სხვა განზრახვა არ ქონია. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----–----–--მა განმარტა, რომ ე---–---------ის და სხვა პირების წასვლის შემდგომ შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა ფ---------ი (ფ-----) ა-–-----------ი, რომელმაც დაიწყო იქ არსებულ სისხლზე წყლის მისხმა, ასევე ტილოთი აშორებდა ლაქებს. მიუხედავად გ----–----–---ის მოწოდებისა, რომ შეჩერებულიყო, რადგან იქ უნდა მისულიყო პოლიცია, ის მაინც არ ჩერდებოდა, პირიქით მასაც მიმართა რომ დახმარებოდა, რომ კვლები წაეშალათ. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა, მოწმე ტ-------------------ა, რომელმაც განმარტა, რომ იქნებოდა 5-6 საათი, როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილზე საქაბაბეში, სადაც დახვდა 4-5 ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს, ფ-----ს (ფ-------------–-----------ს) ეჭირა ჯამი და რეცხავდა სისხლს. ხოლო სისხლის კვალი უკვე მოშორებული იყო შიდა ტერიტორიაზე. ანალოგიური დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა კ---------–-------------ა, რომელმაც განმარტა, რომ საქაბაბეში დაინახა, რომ იყვნენ გ----–----–---ი და ფ-------------–-----------ი, რომელიც საქაბებში არსებულ სისხლს ასხამდა წყალს. მოწმე მ----------------მა განმარტა, რომ მომხდარი ფაქტის შემდგომ ე---–---------ი წრაფად ჩაჯდა ,,ფ-----ს“ მანქანაში და დატოვა შემთხვევის ადგილი.
გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) ლ--–--–-------ის, ი--------------ას, ლ-–----------ის, ლ--------–-–---–ის, შ--–-------------ის, გ-------------–---–ის, ს--------–---–---–ის, დ-----------–---–ის, გ---------------ას, ლ-------------ას, რ-----------–---–ის, პ------------–---–--ის, ს---------ის, თ--------------ის, ი-----–------–---–ის, ზ---------–----–---–ის, ხ-------------ის ჩვენებებს, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია არაერთი პირდაპირი ჩვენება ბრალდებულების ე---–---------ის და ფ-------------–-----------ის წინააღმდეგ.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათიდან, თბილისში სოფელ ფ-------–-–------–----------–--------ში განთავსებული სამწვადის შენობაში, იმყოფებოდნენ ძმები: ე---– და ე-––-- ა-------ები, ვ------ და რ---–-- შ-----------ები, ა-–--------ი და კიდევ ერთი პირი, რის შემდეგაც ე---–---------ი ტელეფონით დაუკავშირდა და მათთან მიიხმო ნაცნობი - რ----–-------–------ოვი. ამ უკანასკნელის მისვლის შემდეგ კი მას ტელეფონით დაარეკინეს თავის ბიძაშვილთან - რ---–-----–---------თან, რომელიც ამავე სამწვადეში მალევე მივიდა ს-----------------თან და ლ-–----------–---–თან ერთად. აღნიშნულის შემდეგ, ე---–---------სა და რ---–-----–---------ს შორის, ა-–--------ის ავტომანქანის ვალთან დაკავშირებით, წარმოიქმნა უთანხმოება, რაც რ---–-----–---------სა და იქ მყოფ პირთა შორის, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც იატაკზე წაქცეულ რ---–-----–---------ს, ე---–---------მა თანნაქონი დანა, მარცხენა ბარძაყის არეში სამჯერ განზრახ ჩაარტყა და მედიალურ და ვატერალურ მიდამოში მიაყენა სწორკიდეებიანი სისხლმდენი ჭრილობები, არტერიის დაზიანებით. აღნიშნულის შემდეგ, ე---–---------ი ზემოხსენებულ თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო კლინიკა „მ-------------აში“ მიყვანილი რ---–-----–---------ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიყენებული დაზიანებების გამო განვითარებული სისხლნაკლებობის შედეგად, მალევე, 26 დეკემბერს, 19:15 საათზე, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი.
ხოლო ე---–---------ისა და მისი თანმხლები პირების წასვლის შემდგომ თბილისში, ს------–-----------–-–-----–----------–--------ში განთავსებული სამწვადის შენობაში მივიდა ფ-------------–-----------ი, რომელმაც წყლის საშუალებით დაიწყო შემთხვევის ადგილზე არსებული სისხლის კვლების მოწმენდა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა გ----–----–---მა უთხრა შენობაში მომხდარი დანაშაულის შესახებ და მოუწოდა ქმედების შეწყვეტისაკენ, თუმცა ფ-------------–-----------მა განაგრძო ზემოაღნიშნული ქმედება და გ----–----–---საც სთხოვა დახმარება, რათა პოლიციის მოსვლამდე მოესწრო დანაშაულის დაფარვა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც გულისხმობს სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთანავე, დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია. ამდენად, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა. აქედან გამომდინარე, ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ქმედებაში; ბ) მძიმე შედეგში ან შედეგის საფრთხეში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან შედეგის საფრთხეს შორის.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა პირის ქმედება წარმოადგენდა სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის (დაზიანება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის) ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ისეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი). თუკი პირის ქმედების აზრობრივად გამორიცხვის შემთხვევაში მივიღებთ დასკვნას, რომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ამჯერად არ განხორციელდებოდა, მაშინ გამოდის, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია მართლსაწინააღმდეგო შედეგთან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეები გ----–----–---ის, მ----------------ის, ლ-–----------–---–ის, რ----–-------------ის, ს-----------------ისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით) დადასტურდა, რომ რ---–-----–---------ის სიკვიდლი, უშუალოდ მიზეზობრივ კავშირშია ე---–----------ის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ დადგებოდა.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.
მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ რ---–-----–---------ისთვის მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია მძიმე შედეგი- მისი სიკვდილი.
ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული მხოლოდ განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვით, თუმცა აქვე უნდა იქნეს დადგენილი დამნაშავის განზრახვა დამდგარი შედეგის - სიკვდილის მიმართ, რომელთან მიმართებითაც უნდა იკვეთებოდეს გაუფრთხილებლობა, ამ მხრივ კი ყურადღება უნდა მიექცეს დანაშაულის ობიექტური მხარის ნიშნებს, მათ შორის დაზიანების ადგილს, დაზიანების იარაღს, დამნაშავის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდგომ და სხვა. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო სხდომაზე დადასტურებული იქნა, რომ დაპირისპირების საბაბი იყო, სხვისი ვალი და არა თავად ბრალდებულის, ასევე მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ პირველი თავდასხმაზე წამოვიდა გარდაცვლილი, თუმცა სხვა მოწმეები პირველი დარტყმის ინიციატორად ე---–---------ს ასახელებენ, ე---–---------მა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით რ---–-----–---------ს ფეხის არეში, გარდა ამისა, დაარტყა მუშტი და წაქცეულს ურტყამდა ხელებს და ფეხებს, ასევე მის დანაშაულებრივ განზრახვაზე მიუთითებს მისი დანაშაულის ჩადენის შემდგომი მოქმედებები. კერძოდ, ზიანის მიყენების შემდეგ იგი არ ცდილობს დაზარალებულისთვის რაიმე სახით დახმარების აღმოჩენას, თუმცა ეუბნება იქ მყოფებს რომ დაჭრილს მიხედონ და შემთხვევის ადგილს ტოვებს, ე---–---------ი თავად გამოცხადდა პოლიციაში ბრალის აღიარებით. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ე---–----------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ე---–---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
ასევე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით კრიმინალიზებულია დანაშაულის დაფარვა, რა დროსაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია გამოძიებისა და სასამართლო ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირება, რამდენადაც ასეთი ქმედება ხელს უშლის დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა მხილებას, ხელს უშლის მტკიცებულებათა მოპოვებას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ ქცევაში, წინასწარ შეუპირებლად (დამნაშავე არავის არ პირდება) ფარავს დანაშაულს, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველ ნაწილში არის კონკრეტულად მითითებული, ამ დანაშაულის მეორე და მესამე ნაწილები მოიცავენ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, რომლისათვისაც კანონმდებელი ადგენს უფრო მაღალ სანქციებს. დანაშაულის დაფარვაში იგულისხმება მოქმედებები დამნაშავის, აგრეთვე, დანაშაულის ჩადენის იარაღისა და საშუალების, დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნის დასაფარად. დანაშაულს ფორმალური შემადგენლობა აქვს და დამთავრებულად ითვლება ერთ-ერთი კონკრეტული მოქმედების ჩადენის მომენტიდან. რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, მოიცავს პირდაპირ განზრახვას, პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ფარავს დანაშაულს და სურს ეს შედეგი. ამასთან, დანაშაულის დაფარვის განზრახვა პირს უნდა წარმოეშვას მხოლოდ მისი ჩადენის შემდეგ, რისთვისაც მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს.
მოცემული სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად უტყუარად დგინდება, რომ ფ-------------–-----------ი ინფორმირებული იყო მომხდარი მძიმე დანაშაულის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში როდესაც იგი მივიდა საქაბაბეში, იქ მომუშავე პირმა გ----–----–---მა გააფრთხილა, რომ არ შესულიყო შიგნით ვინაიდან მომხდარი იყო დანაშაული და პოლიცია უნდა მისულიყო. მან კი დაიწყო იქ არსებული კვლების განადგურება, წყლით გადარეცხა სისხლი, ხოლო ტილოთი წმენდდა დატოვებულ კვლებს. გარდა ამისა მისი მანქანით გადაადგილდებოდა ე---–---------ი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ფ-------------–-----------მა დაადასტურა, რომ მანქანიდან ამოღებული ტანსაცმელი, სისხლიანი ფეხსაცმელი არ იყო მისი.
სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რაც ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფ-------------–-----------მა წინასწარ შეუპირებლად დაფარა მძიმე დანაშაული. ამდენად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე---–---------ის და ფ-------------–-----------ის პასუხისმგებლობის გამოკვეთილად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ფ-------------–-----------ს და ე---–---------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ოთხ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობას, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედებები არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულებისათვის დანიშნული სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, ფ-------------–-----------ს და ე---–---------ს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროთ კანონმდებლის მიერ სანქციის ფარგლებში დაწესებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, ვინაიდან სასამართლო ითვალისწინებს მათ სინანულს მომხდარი ფაქტის ირგვლივ, ითვალისწინებს მათ პიროვნულ მახასიათებლებს, ბრალდებულთა ქცევას, როგორც დანაშაულებრივ ქმედებათა შემდგომ ასევე მათ ქცევას სასამართლო სხდომებზე და სწორედ ამის გათვალისწინებით ნიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, სხვა კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე, (როგორიცაა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 50-ე მუხლების გამოყენება) სასამართლო ამ შემთხვევაში ითვალისწინებს საქმეზე უმძიმესი შედეგის დადგომას, როგორიცაა ადამიანის გარდაცვალება, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით იქნება ბრალდებულებისთვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე---–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ე---–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ე---–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 დეკემბრიდან.
ფ-------------–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ფ-------------–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ფ-------------–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 დეკემბრიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, 4 (ოთხ) ცალ სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1(ერთი) ცალი სველი მუქი ფერის ტილო, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2(ორი) ცალი ანაწმენდი სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი 2(ორ) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, დალუქული 2(ორ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სკამზე გადაკრული ნაჭრის ამონაჭერის ნაწილი მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 8(რვა) ცალი სიგარეტის ნამწვი, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2(ორი) ცალი სიგარეტის ნამწვი, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1(ერთი) ცალი სიგარეტის კოლოფი წარწერით ,,კენტი“ დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 7(შვიდი) ცალი სიგარეტის ნამწვის ნიმუში, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1(ერთი) ცალი სიგარეტი ,,პარლამენტის“ კოლოფი, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1(ერთი) ცალი ქვაბი და 1(ერთი) ცალი ჯამი, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3(სამი) ცალი დაქტილოფირი, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, ს-----------------ის კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, ფ-------------–-----------ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული სახით, ფ-------------–-----------ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 9(ცხრა) ანაწმენდი, 18 (თვრამეტ) ცალ სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები 12(ორ) ცალ მწებავ ფირზე, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, ბრალდებულ ე---–---------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქული სახით, ბრალდებულ ე-------------ისაგან აღებული სუნის ნიმუში, დალუქული სახით, ბრალდებულ ე---–---------ისგან აღებული ხელის კვლის ნიმუში, რ---–-----–---------ის გვამური სისხლის ნიმუში, დალუქული სახით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1(ერთი) ცალი სუფრის გადასაფარებელი მოწითალო ფერის ლაქით, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1(ერთი) ცალი მუქი ფერის ე.წ. ,,ჟაკეტი“ მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2(ორი) ცალი სუფრის დანა და 1(ერთი) ცალი ხორცის საჭრელი ნაჯახი, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2(ორი) ცალი საყოფაცხოვრებო დანა, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 4(ოთხი) ცალი დანა, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1(ერთი) ცალი მუქი ფერის ნაჭრის ქუდი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1(ერთი) ცალი მუქი ფერის კეპი, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1(ერთი) ცალი მუქი ფერის ქურთუკი, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოთეთრო-მოყავისფრო სუფრა, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, ლ-–----------–---–ისგან ამოღებული ნაცრისფერი სპორტული შარვალი, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, ამოღებული ფ-------------–-----------ის კუთვნილი ,,მ----------სის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით I--------, ფ-------------–-----------ის ავტომაქანის დათვალიერებისას ამოღებული 1(ერთი) წყვილი კედი, ჯინსის შარვალი ქამრით, შავი ფერის ქურთუკი 15(თხუთმეტი) ლარით, 1(ერთი) ცალი ქამარი, შავი ფერის ქუდი, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, ფ-------------–-----------ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული პისტოლეტისმაგვარი საგანი ცარიელი მჭიდით, დალუქული სახით, ფ-------------–-----------ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 1(ერთი) ცალი ფოტოსურათი, პასპორტი, ფლეშკა, ტექ-პასპორტი, შსს საშვი და 1(ერთი) ცალი ჟილეტი, დალუქული სახით, ფ-------------–-----------ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, ფ-------------–-----------ის ავტომაქანის დათვალიერებისას ამოღებული 1(ერთი) ცალი დანა და ხელბორკილი, დალუქული სახით- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნ---------------ისგან ამოღებული რ---–-----–---------ის ტანსაცმელი: წითელი ფერის ბოტასები, შავი ფერის სვიტერი, რუხი ფერის ტრუსი, ლურჯი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ტყავის ქამრით, დალუქული სახით, ნ---------------ისგან ამოღებული რ---–-----–---------ის ფულადი თანხა 100 (ასი) ლარი, 10(ათი) დოლარი, 20(ოცი) აზერბაიჯანული მანათი, რ---–-----–---------ის სახელზე გაცემული რ--------ა და საქართველოს მოქალაქის მართვის მოწმობები, მობილური ტელეფონი, დალუქული სახით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილ 1(ერთ) ცალ კომპაქტ დისკზე, ნ---------------ისგან ამოღებული რ---–-----–---------ის ავადმყოფობის ისტორია, ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი 1(ერთ) ცალ კომპაქტ დისკზე, დალუქული სახით, ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, ჩაწერილ 1(ერთ) ცალ კომპაქტ დისკზე, დალუქული სახით, დ-------------–---–ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 1(ერთ) ცალ DVD დისკზე დალუქული სახით- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე ელენე გოგუაძე