განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/576-19
#------------
N------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - თ----- პ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ლ--–---- გ--–---ი - დაბადებული 1--- წლის 0--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ც-------------–----–------ი, ს------–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, შ------------------–------------
ადვოკატი - ს---–--- ხ---–--ე
კვალიფიკაცია:
ლ--–---- გ--–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში ლ--–---- გ--–---ი, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველ ი----- თ--–-–---–ს, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გაეცნო თითქოსდა იყო საქართველოს პ----–------------------ს თანამშრომელი და დაარწმუნა, რომ გარკვეული ანაზღაურების - 13 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეძლებდა სამუშაო ვიზის მიღების მეშვეობით, ამ უკანასკნელის ავსტრალიაში გამგზავრებას. ვინაიდან, ი----- თ--–-–---–მა ლ--–---- გ--–---ი გაიცნო როგორც თავისი ბიძაშვილის ბ--------- თ--–-–---–ის მეუღლის ნ---- ქ---------ის მეგობარი, რომელთანაც ლ--–---- გ--–---მა დაამყარა ახლო მეგობრული ურთიერთობა და მოიპოვა მისი ნდობა, ი----- თ--–-–---–მა ირწმუნა ლ--–---- გ--–---ის სიტყვები, რომ არაერთი საზღვარგარეთ მუშაობის მსურველი ჰყავდა გაგზავნილი სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყანაში. შეთანხმებისამებრ, ი----- თ--–-–---–მა ეტაპობრივად - 2017 წლის სექტემბრიდან - 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, გადასცა ლ--–---- გ--–---ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი - ერთობლიობაში 4445 აშშ დოლარის ოდენობით (რაც შეადგენდა 11017,37 ლარს). ი----- თ--–-–---–ისგან თანხის მიღების შემდგომ, ლ--–---- გ--–---მა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, არაფერი მოიმოქმედა ი----- თ--–-–---–ისთვის ავსტრალიაში გასამგზავრებელი ვიზის მიღებაში დასახმარებლად და მოტყუებით, ი----- თ--–-–---–ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, მიისაკუთრა ამ უკანასკნელის კუთვნილი ფულადი თანხა - 1017,37 ლარის ოდენობით. ლ--–---- გ--–---ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ი----- თ--–-–---–ს მიადგა 11017,37 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.2. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში ლ--–---- გ--–---ი, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველ ნ-----–---- ბ-----–---–ს, მის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გაეცნო თითქოსდა იყო საქართველოს პ----–------------------ს თანამშრომელი და დაარწმუნა, რომ გარკვეული ანაზღაურების - 13 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეძლებდა სამუშაო ვიზის მიღების მეშვეობით, ამ უკანასკნელის ავსტრალიაში გამგზავრებას. ვინაიდან, ნ-----–---- ბ-----–---–მა ლ--–---- გ--–---ი გაიცნო როგორც თავისი ახლო მეგობრის ი----- თ--–-–---–ის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელთანაც იგი აქტიურად თანამშრომლობდა და მოიპოვა მისი ნდობა, ნ-----–---- ბ-----–---–მა ირწმუნა ლ--–---- გ--–---ის სიტყვები, რომ არაერთი საზღვარგარეთ მუშაობის მსურველი ჰყავდა გაგზავნილი სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყანაში. შეთანხმებისამებრ, ნ-----–---- ბ-----–---–მა ეტაპობრივად 2017 წლის სექტემბრიდან - 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, გადასცა ლ--–---- გ--–---ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 7710 ლარი და 3480 აშშ დოლარი, (რაც შეადგენდა 8625,528 ლარს). ნ-----–---- ბ-----–---–ისგან თანხის მიღების შემდგომ, ლ--–---- გ--–---მა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, არაფერი მოიმოქმედა ნ-----–---- ბ-----–---–ის ავსტრალიაში გასამგზავრებელი ვიზის მიღებაში დასახმარებლად და მოტყუებით, ნ-----–---- ბ-----–---–ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, მიისაკუთრა ამ უკანასკნელის კუთვნილი ფულადი თანხა ერთობლიობაში 16335,528 ლარის ოდენობით. ლ--–---- გ--–---ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ნ-----–---- ბ-----–---–ს მიადგა 16335,528 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.3. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში ლ--–---- გ--–---ი, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველ ი----- ლ-------–ს, მის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გაეცნო თითქოსდა იყო საქართველოს პ----–------------------ს თანამშრომელი და დაარწმუნა, რომ გარკვეული ანაზღაურების - 15 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეძლებდა სამუშაო ვიზის მიღების მეშვეობით, ი----- ლ-------–ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას. ვინაიდან, ი----- ლ-------–მა ლ--–---- გ--–---ი გაიცნო როგორც თავისი ახლო მეგობრის ი----- თ--–-–---–ის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელთანაც ლ--–---- გ--–---ი აქტიურად თანამშრომლობდა და მოიპოვა მისი ნდობა, ი----- ლ-------–მა ირწმუნა ლ--–---- გ--–---ის სიტყვები, რომ არაერთი საზღვარგარეთ მუშაობის მსურველი ჰყავდა გაგზავნილი სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყანაში. შეთანხმებისამებრ, ი----- ლ-------–მა ეტაპობრივად 2017 წლის სექტემბრიდან - 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, გადასცა ლ--–---- გ--–---ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 700 აშშ დოლარი (რაც შეადგენდა 6692,22 ლარს) და 400 ლარი. ი----- ლ-------–ისგან თანხის მიღების შემდგომ, ლ--–---- გ--–---მა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, არაფერი მოიმოქმედა ი----- ლ-------–ის აშშ-ში გასამგზავრებელი ვიზის მიღებაში დასახმარებლად და მოტყუებით, ი----- ლ-------–ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, მიისაკუთრა ამ უკანასკნელის კუთვნილი ფულადი თანხა, ერთობლიობაში 7092,22 ლარის ოდენობით. ლ--–---- გ--–---ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ი----- ლ-------–ს მიადგა 7092,22 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.4. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2016 წლის მაის-ივნისში, ქ. თბილისში, გ-–----ში, ს------–---------–-----------------------------–-------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, თ---------- ნ--------მ ლ--–---- გ--–---ს გადასცა 1 300 აშშ დოლარი და 1 650 ლარი, რათა მას უზრუნველეყო თ---------- ნ--------ს მეუღლისა და მისი არასრულწლოვანი შვილის გამგზავრება ინგლისში და იქ არსებულ ,,ბ---------ის“ საზაფხულო სკოლაში თ---------- ნ--------ს შვილის მოწყობა. თუმცა, ლ--–---- გ--–---მა მას მოატყუა, აღნიშნული პირობა არ შეასრულა, აღებულ თანხას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით
(ი----- თ--–-–---–ის ეპიზოდი)
2.1. დაზარალებულმა ი----- თ--–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში მისი ნათესავისგან ბ---- თ--–-–---–ისგან გაიცნო ლ--–---- გ--–---ი, რომელიც ბ---- თ--–-–---–ს პირდებოდა აშშ-ს ვიზის მიღებას. ვინაიდან ი----- თ--–-–---–ს სურდა საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ, ის შეხვდა ლ--–---- გ--–---ს, მას ლ--–---- გ--–---ი დაპირდა 13 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ავსტრალიაში გამგზავრებას და იქ თევზის ქარხანაში სამუშაოდ მოწყობას. ი----- თ--–-–---–მა ლ--–---- გ--–---ის მოთხოვნის შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ, ჯამში გადასცა 4445 აშშ დოლარი. ის ლ--–---- გ--–---ს ფულად თანხას გადასცემდა, როგორც ხელზე, ასევე ურიცხავდა ბანკის მეშვეობით ანგარიშზე. ვინაიდან, ი----- თ--–-–---–ს ლ--–---- გ--–---ი უცხადებდა, რომ ის მუშაობდა საქართველოს პ----–-----------------ში, შეხება ჰქონდა უცხოელებთან და მას შეეძლო გაეკეთებინა მისი ავსტრალიაში გამგზავრება. ი----- თ--–-–---–ის განმარტებით, რამდენიმე შეხვედრის დროს მან დაინახა თუ როგორ შედიოდა პ----–------ის შენობაში ლ--–---- გ--–---ი. მას ლ--–---- გ--–---ი უცხადებდა, რომ კუკის კუნძულებზე დაჯავშნილი იყო ბინა, საიდანაც მოხდებოდა მისი ავსტრალიაში გადასვლა. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რამდენიმე თვის მანძილზე ლ--–---- გ--–---ს ი----- თ--–-–---–ისთვის რაიმე სახის მოქმედება მისი ავსტრალიაში გამგზავრებისთვის არ განუხორციელებია, ასევე ლ--–---- გ--–---ს ი----- თ--–-–---–ისთვის არ დაუბრუნებია ფულადი თანხა. ლ--–---- გ--–---ის ქმედების შედეგად ი----- თ--–-–---–ის მიადგა 11017,37 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2.2. მოწმე ბ---- თ--–-–---–მა დაადასტურა, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში მეუღლისგან - ნ---- ქ---------ისგან გაიცნო ლ--–---- გ--–---ი, რომელიც აცხადებდა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლო საზღვარგარეთ გაემგზავრებინა პირები. ბ---- თ--–-–---–მა გააცნო და დააკავშირა მის ბიძაშვილს - ი----- თ--–-–---–ს ლ--–---- გ--–---ი, რომელიც ი----- თ--–-–---–ს პირდებოდა ავსტრალიაში გამგზავრებას. ბ---- თ--–-–---–ი დაესწრო იმ ფაქტს, თუ როგორ გადასცა ი----- თ--–-–---–მა 400 აშშ დოლარი ლ--–---- გ--–---ს. მან ასევე დაადასტურა, რომ ლ--–---- გ--–---მა ი----- თ--–-–---–ს განცხადება შეავსებინა ს----------------- სამინისტროში.
2.3. მოწმე ნ-----–---- ბ-----–---–მა დაადასტურა, რომ ი----- თ--–-–---–ისგან შეიტყო ლ--–---- გ--–---ის თაობაზე, რომელიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ აკეთებდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას. ის და ი----- თ--–-–---–ი შეხვდნენ ლ--–---- გ--–---ს, რომელიც მათ დაპირდა ავსტრალიაში გამგზავრებას 13 000 – 13 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ. ნ-----–---- ბ-----–---–მა განმარტა, რომ შეხვედრის დროს ლ--–---- გ--–---ი აცხადებდა, რომ ის მუშაობდა პ----–------ში, საქმიანი კავშირები ჰქონდა დელეგაციებთან და აკეთებდა საბუთებს. შემდეგ ის და ი----- თ--–-–---–ი ლ--–---- გ--–---ს შეხვდნენ პ----–------ის შენობასთან, სადაც მათ ლ--–---- გ--–---მა გადასცა საბუთი, რომლითაც თითქოს დაჯავშნილი იყო მათი მგზავრობა.
2.4. მოწმე ი----- ლ-------–მა განაცხადა, რომ ი----- თ--–-–---–ისგან შეიტყო ლ--–---- გ--–---ის შესახებ, რომელიც პირდებოდა ავსტრალიაში გამგზავრებას. ი----- ლ-------–ი ი----- თ--–-–---–თან, ბ---- თ--–-–---–თან ერთად შეხვდა ლ--–---- გ--–---ს, რომელმაც ის დაარწმუნა, რომ მიაღებინებდა აშშ-ს ვიზას. ლ--–---- გ--–---ი თავისუფლად შედიოდა პ----–------ის შენობაში, ასევე ის აცხადებდა, რომ მუშაობდა პ----–------ში და ჰქონდა კავშირები, რითაც ის, ი----- თ--–-–---–ი და ნ-----–---- ბ-----–---–ი დაარწმუნა საზღვარგარეთ გამგზავრების რეალობაში. მისი განმარტებით, ი----- თ--–-–---–მა ლ--–---- გ--–---ს გადასცა 5 000 აშშ დოლარი.
2.5. მოწმე ნ---- ქ---------მა აღნიშნა, რომ ლ--–---- გ--–---ი გაიცნო სილამაზის სალონში, სადაც ის მუშაობდა. მასთან საუბარში ლ--–---- გ--–---მა განაცხადა, რომ შეეძლო მსურველი პირებისთვის გაეწია დახმარება საზღვარგარეთის ქვეყნებში გამგზავრებაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ვიანიდან მის მეუღლეს ბ---- თ--–-–---–ს სურდა აშშ-ში სამუშაოდ წასვლა, ბ---- თ--–-–---–ი დააკავშირა ლ--–---- გ--–---ს, რომელსაც აშშ-ს ვიზის მიღების სანაცვლოდ გადასცა ფულადი თანხა. ნ---- ქ---------ის განმარტებით, მისი მეუღლე ლ--–---- გ--–---მა მოატყუა და არ დაეხმარა აშშ-ვიზის მიღებაში, ასევე არ დაუბრუნა ფულადი თანხა.
2.6. მოწმე შ------- ფ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
2.7. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ--–---- გ--–---მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ სილამაზის სალონში გაიცნო ნ---- ქ---------ა, რომელთანაც საუბარში აღნიშნა, რომ შეეძლო დახმარება აშშ-ს ვიზების აღებაში, რადგან ხშირად ავსებდა აპლიკაციებს, ამ მიზნით ნ---- ქ---------ამ გააცნო მისი მეუღლე ბ---- თ--–-–---–ი, რომლის მეშვეობით გაიცნო ი----- თ--–-–---–ი, ხოლო ამ უკანასკნელისგან გაიცნო ი----- ლ-------–ი და ნ-----–---- ბ-----–---–ი. მან დაზარალებულები უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მოატყუა, რომ თითქოს მუშაობდა საქართველოს პ----–------ში; მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, ვერ შეძლო რამდენიმე პირის ავსტრალიაში გამგზავრება, რის გამოც ი----- თ--–-–---–ისგან მიღებული თანხა მოახმარა პრობლემების მოგვარებას. ლ--–---- გ--–---მა განმარტა, რომ ის ცდილობდა ი----- თ--–-–---–ისთვის შეეგროვებინა ისეთი საბუთები, რომლითაც ის გაემგზავრებოდა ავსტრალიაში, მაგრამ მას ს----------------- სამინისტრომ არ მისცა ისეთი საბუთი, რომლითაც თ---–-------------------- მესაზღვრე მისცემდა უფლებას ი----- თ--–-–---–ს გამგზავრებულიყო ავსტრალიაში.
2.8. ი----- თ--–-–---–ის განცხადების თანახმად, 2018 წლის 05 მარტს მიმართა საქართველოს ს-------------------------------------------–-- დეპარტამენტს. ი----- თ--–-–---–ი აცხადებდა, რომ მიემგზავრებოდა კუკის კუნძულებზე და ს---------–-- დეპარტამენტს თხოვდა წერილობითი პასუხი გაეცა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ თუ არა უვიზო მიმოსვლა კუკის კუნძულებთან.
2.9. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა საქართველოს ე---------–-------- ვებგვერდი --------. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით 1 (ერთ) აშშ დოლარის კურსი შეადგენდა 2.4786 ლარს. შესაბამისად, 2017 წლის 10 ოქტომბერს ი----- თ--–-–---–ის მიერ ლ--–---- გ--–---ისთვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 11017.37 ლარი.
2.10. სს ,,ლ--------------ს“ ფულადი გზავნილის ქვითრის თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერს ი----- თ--–-–---–მა ლ--–---- გ--–---ს გადაურიცხა 1 000 აშშ დოლარი.
2.11. სს ,,ლ--------------ს“ ფულადი გზავნილის ქვითრის თანახმად, 2017 წლის 13 დეკემბერს ი----- თ--–-–---–მა ლ--–---- გ--–---ს გადაურიცხა 500 აშშ დოლარი.
2.12. სს ,,ლ--------------ს“ ფულადი გზავნილის ქვითრის თანახმად, 2017 წლის 18 დეკემბერს ი----- თ--–-–---–მა ლ--–---- გ--–---ს გადაურიცხა 300 აშშ დოლარი.
2.13. სს ,,ლ--------------ს“ ფულადი გზავნილის ქვითრის თანახმად, 2017 წლის 18 დეკემბერს ი----- თ--–-–---–მა ლ--–---- გ--–---ს გადაურიცხა 100 აშშ დოლარი.
2.14. გასავლის ორდერის ასლის თანახმად, 2017 წლის 29 ნოემბერს ი----- თ--–-–---–მა სს ,,---------“ ბანკის ს----------ს ფილიალიდან მიიღო 1 700 ლარის ოდენობის სესხი.
2.15. გასავლის ორდერის ასლის თანახმად, 2017 წლის 09 ნოემბერს ი----- თ--–-–---–მა სს ,,---------“ ბანკის ს----------ს ფილიალიდან მიიღო 2 700 ლარის ოდენობის სესხი.
2.16. გასავლის ორდერის ასლის თანახმად, 2017 წლის 04 დეკემბერს ი----- თ--–-–---–მა სს ,,-–--------“ ბანკიდან მიიღო 380 ლარის ოდენობის სესხი.
2.17. საქართველოს პ----–------------------ს, ა------------------------------------------–--------------------ს დეპარტამენტის მომართვის თანახმად, მოქალაქე ლ--–---- გ--–---ი (დაბ. 0----.1--- წ, პ/ნ 4----------) 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით არ მუშაობდა და არც არასდროს უმუშავია საქართველოს პ----–------ში ან მის დაქვემდებარებულ რომელიმე სამსახურში.
2.18. ადვოკატის პოზიციით ლ--–---- გ--–---მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში, რაც მან ჩაიდინა ეკონომიური პრობლემების გამო, ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებულია და მოითხოვა სასჯელის განსაზღვრისას აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება.
2.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით, თავად ბრალდებულ ლ--–---- გ--–---ის აღიარებითი ჩვენებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ლ--–---- გ--–---ი მოტყუებით, ცრუ დაპირებებით და გარკვეული მოლოდინების შექმნის გზით დაეუფლა ი----- თ--–-–---–ის კუთვნილ 11017,37 ლარს. კერძოდ:
2.19.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტები, რომ ი----- თ--–-–---–ს სურდა საზღვარგარეთ, კერძოდ, ავსტრალიაში სამუშაოდ წასვლა, რის თაობაზე ის დაუკავშირდა ლ--–---- გ--–---ს, რომელმაც დაარწმუნა ი----- თ--–-–---–ი, რომ ის მუშაობდა პ----–-----------------ში, ჰქონდა კავშირები უცხოელებთან, ხვდებოდა სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს და შეძლებდა ი----- თ--–-–---–ის გამგზავრებას და დასაქმებას ავსტრალიაში, რაშიც ი----- თ--–-–---–ს ლ--–---- გ--–---ისთვის უნდა გადაეცა 13 000 აშშ დოლარი.
2.19.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ--–---- გ--–---მა ი----- თ--–-–---–ისგან მიიღო თანხის ნაწილი და თითქოსდა შეუდგა საბუთების შეგროვებას, მაგრამ რელურად ლ--–---- გ--–---ს არც ერთი მოქმედება არ განუხორცილებია ი----- თ--–-–---–ის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.
2.19.3. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ--–---- გ--–---მა ი----- თ--–-–---–ს საზღვარგარეთ სამუშაოდ წაყვანის მიზნით სხვადასხვა დროს გამოართვა ფულადი თანხა, ჯამში 11017,37 ლარის ოდენობით.
2.19.4. სასამართლო აძლევს რა შეფასებას ლ--–---- გ--–---ის ქმედებებს, მიაჩნია, რომ ლ--–---- გ--–---ი დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, მას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი მოეძია საზღვარგარეთ სამუშაოდ წამსვლელი პირები, თავისი არარსებული სამსახურებრივი მდგომარეობის წარმოჩენით მოეპოვებინა მათი ნდობა, ესარგებლა აღნიშნულით და ამ გზით მოტყუებით დაუფლებოდა მათ კუთვნილ თანხებს, მან თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანა დაზარალებულ ი----- თ--–-–---–თან მიმართებაში და ამ გზით მართლსაწინააღმდეგოდ მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ თანხას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სხვისი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ის ხერხი, რაც გამოყენებულ იქნა ი----- თ--–-–---–ის მიმართ, იდენტურია სხვა დაზარალებულთან მიმართებითაც.
2.20. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ლ--–---- გ--–---ის ბრალდებას მასში, რომ ლ--–---- გ--–---მა დაზარალებულ ი----- თ--–-–---–ის მიმართ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით
2.21. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ--–---- გ--–---ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულ ი----- თ--–-–---–ისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი შეადგენს 11017,37 ლარს.
2.22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. კონკრეტულ შემთხვევაში, ლ--–---- გ--–---ის ქმედების შედეგად დაზარალებულ ი----- თ--–-–---–ისთვის მიყენებული ზიანი აღემატება 10 000 ლარს.
2.23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ--–---- გ--–---მა ჩაიდინა თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით
(ნ-----–---- ბ-----–---–ის ეპიზოდი)
2.24. დაზარალებულმა ნ-----–---- ბ-----–---–მა განმარტა, რომ მის მეგობარს - ი----- თ--–-–---–ს ლ--–---- გ--–---ი გარკვეული თანხის სანაცვლოდ პირდებოდა ავსტრალიაში სამუშაოდ გამგზავრებას. ვინაიდან მას სურდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, ის და ი----- თ--–-–---–ი 2017 წლის სექტემბრის თვეში შეხვდნენ ლ--–---- გ--–---ს, რომელიც ნ-----–---- ბ-----–---–ს დაპირდა 13 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ავსტრალიაში გამგზავრებას და იქ მუშაობის დაწყებას. ლ--–---- გ--–---მა ნ-----–---- ბ-----–---–ი დაარწმუნა, რომ მუშაობდა პ----–------ში, ჰქონდა კავშირებით საერთაშორისო დელეგაციებთან და აკეთებდა საბუთებს, რომლითაც საზღვარგარეთ ამგზავრებდა პირებს. ნ-----–---- ბ-----–---–მა ლ--–---- გ--–---ს ნაწილ-ნაწილ გადასცა 7710 ლარი და 3480 დოლარი, ჯამში გადასცა 16 000 ლარზე მეტი, ასევე გადასცა მისი ფოტოსურათები და პასპორტი. ლ--–---- გ--–---ი სხვადასხვა სახის ცრუ დაპირებებით ნ-----–---- ბ-----–---–ს ეტაპობრივად ართმევდა ფულად თანხას, ხოლო საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის კი არ მოუმოქმედებია არაფერი. როდესაც ნ-----–---- ბ-----–---–ი და ი----- თ--–-–---–ი ერთად შეხვდნენ ლ--–---- გ--–---ს, რომელიც საქართველოს პ----–------ის შენობიდან გამოვიდა და მათ გადასცა გაურკვეველი საბუთი, რითაც ის არწმუნებდა ნ-----–---- ბ-----–---–ს და ი----- თ--–-–---–ს, რომ თითქოსდა ის ცდილობდა მათ ავსტრალიაში გამგზავრებას. ნ-----–---- ბ-----–---–მა განაცხადა, რომ ლ--–---- გ--–---მა მას მხოლოდ 500 აშშ დოლარი დაუბრუნა უკან.
2.25. მოწმე ი----- თ--–-–---–მა დაადასტურა, რომ ის და ნ-----–---- ბ-----–---–ი რამდენიმეჯერ შეხვდნენ ლ--–---- გ--–---ს, რომელიც მათ პირდებოდა ავსტრალიაში სამუშაოდ გამგზავრებას. ამ მიზნით ნ-----–---- ბ-----–---–მა ლ--–---- გ--–---ს გადასცა ფულადი თანხა. ი----- თ--–-–---–მა განმარტა, რომ შეხვედრის დროს ლ--–---- გ--–---ი აცხადებდა, რომ ის მუშაობდა პ----–------ში, საქმიანი კავშირები ჰქონდა დელეგაციებთან და აკეთებდა საბუთებს.
2.26. მოწმე ბ---- თ--–-–---–მა დაადასტურა, რომ ნ-----–---- ბ-----–---–ს ი----- თ--–-–---–თან ერთად სურდა ავსტრალიაში სამუშაოდ წასვლა, რისთვისაც ისინი შეახვედრა ლ--–---- გ--–---ს. ბ---- თ--–-–---–მა ასევე დაადასტურა, რომ მისი თანდასწრებით ნ-----–---- ბ-----–---–მა ავსტრალიაში გამგზავრების სანაცვლოდ ფულადი თანხის ნაწილი 1 000 აშშ დოლარი გადასცა ლ--–---- გ--–---ს.
2.27. მოწმე ი----- ლ-------–მა განაცხადა, რომ ი----- თ--–-–---–ს და ნ-----–---- ბ-----–---–ს ლ--–---- გ--–---ი პირდებოდა ავსტრალიაში სამუშაოდ გამგზავრებას, რის სანაცვლოდაც თითოეულისგან ითხოვდა 13 000 აშშ დოლარს. ი----- ლ-------–მა დაადასტურა, რომ ნ-----–---- ბ-----–---–მა 5 000 აშშ დოლარზე მეტი გადასცა ლ--–---- გ--–---ს.
2.28. მოწმე ნ---- ა------–---–მა განაცხადა, რომ მის მეუღლეს ნ-----–---- ბ-----–---–ს ლ--–---- გ--–---ი 13 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ პირდებოდა ავსტრალიაში სამუშაოდ გამგზავრებას. ნ-----–---- ბ-----–---–მა ლ--–---- გ--–---ს გადასცა 3 480 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხის შესაგროვებლად მან ლომბარდში ჩააბარა ოქროს ნაკეთობები, ასევე მისმა ოჯახმა აიღო სესხი და ვალი. ნ---- ა------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ ლ--–---- გ--–---ი აცხადებდა, რომ ის მუშაობდა პ----–------ში და შეხება ჰქონდა საერთაშორისო დელეგაციებთან.
2.29. მოწმე თ---------- ა------–---–მა აღნიშნა, რომ მისი დის ქმარი არის ნ-----–---- ბ-----–---–ი. მან დაადასტურა, რომ მისი თანდასწრებით ნ-----–---- ბ-----–---–მა ლ--–---- გ--–---ს გადასცა ფულადი თანხის ნაწილი დაახლოებით 3 000 აშშ დოლარი, ავსტრალიაში სამუშაოდ გამგზავრებისთვის. თ---------- ა------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ ფულის გადაცემის შემდეგ მან და ნ-----–---- ბ-----–---–მა ლ--–---- გ--–---ი ა/მანქანით მიიყვანეს საქართველოს პ----–------ის შენობასთან, მასთან საუბარში ლ--–---- გ--–---მა აღნიშნა, რომ მუშაობდა პ----–------ში, უცხოელებთან ურთიერთობების კუთხით.
2.30. მოწმე შ------- ფ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
2.31. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ--–---- გ--–---მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნა, რომ იგი ცდილობდა დახმარებოდა ნ-----–---- ბ-----–---–ს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაში, მაგრამ მისთვის არ უთქვამს, რომ აუცილებლად გაუკეთებდი ვიზას და არც თანხა 13 000 დოლარი მოუთხოვია. ნ-----–---- ბ-----–---–ს გამოართვა თანხა, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო დაეხარჯა და სრულად ვერ დაუბრუნა.
2.32. ნ-----–---- ბ-----–---–ის განცხადების თანახმად, 2018 წლის 05 მარტს მიმართა საქართველოს ს-------------------------------------------–-- დეპარტამენტს. ნ-----–---- ბ-----–---–ი აცხადებდა, რომ მიემგზავრებოდა კუკის კუნძულებზე და ს---------–-- დეპარტამენტს თხოვდა წერილობითი პასუხი გაეცა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ თუ არა უვიზო მიმოსვლა კუკის კუნძულებთან.
2.33. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა საქართველოს ე---------–-------- ვებგვერდი --------. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით 1 (ერთ) აშშ დოლარის კურსი შეადგენდა 2.4786 ლარს. შესაბამისად, 2017 წლის 10 ოქტომბერს ნ-----–---- ბ-----–---–ის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 8625,528 ლარი.
2.34. სესხის ხელშეკრულებების თანახმად, სს ,,ს----------–---------დან“ მიიღო 9570 ლარის ოდენობის სესხი. ნ-----–---- ბ-----–---–ის მეუღლემ ნ---- ა------–---–მა ოქროს ნივთების უზრუნველყოფით შპს ,,----------------დან“ (ლომბარდი) მიიღო 1 550 ლარის ოდენობის თანხა.
2.35. საქართველოს პ----–------------------ს, ა------------------------------------------–--------------------ს დეპარტამენტის მომართვის თანახმად, მოქალაქე ლ--–---- გ--–---ი (დაბ. 0----.1--- წ, პ/ნ 4----------) 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით არ მუშაობდა და არც არასდროს უმუშავია საქართველოს პ----–------ში ან მის დაქვემდებარებულ რომელიმე სამსახურში.
2.36. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით, თავად ბრალდებულ ლ--–---- გ--–---ის აღიარებითი ჩვენებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ლ--–---- გ--–---ი მოტყუებით, ცრუ დაპირებებით და გარკვეული მოლოდინების შექმნის გზით დაეუფლა ნ-----–---- ბ-----–---–ის კუთვნილ 16335,528 ლარს. კერძოდ:
2.36.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ბ-----–---–ს სურდა საზღვარგარეთ, კერძოდ, ავსტრალიაში სამუშაოდ წასვლა, რის თაობაზე დაუკავშირდა ლ--–---- გ--–---ს, რომელმაც დაარწმუნა ნ-----–---- ბ-----–---–ი, რომ იგი მუშაობდა პ----–-----------------ში, ჰქონდა კავშირები უცხოელებთან, ხვდებოდა სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს და 13 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ნ-----–---- ბ-----–---–ს გაამგზავრებდა და შემდეგ დაასაქმებდა ავსტრალიაში.
2.36.2. საქმის მასალებით ასევე დადგენილია ის ფაქტი, რომ ლ--–---- გ--–---მა ნ-----–---- ბ-----–---–ს მოტყუებით, თითქოსდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წაყვანის მიზნით, ნაწილ-ნაწილ გამოართვა თანხა 16335,528 ლარის ოდენობით, მაგრამ რეალურად არცერთი მოქმედება არ განუხორციელებია იმისათვის რომ ნ-----–---- ბ-----–---–ს შესძლებოდა ავსტრალიაში გამგზავრება. ნ-----–---- ბ-----–---–ისგან აღებული თანხა კი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
2.36.3. დაზარალებულ ნ-----–---- ბ-----–---–ის ჩვენებით, საბანკო ამონაწერებით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ--–---- გ--–---ი მოტყუებით დაეუფლა ნ-----–---- ბ-----–---–ის კუთვნილ 16335,528 ლარს.
2.37. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ლ--–---- გ--–---ის ბრალდებას მასში, რომ დაზარალებულ ნ-----–---- ბ-----–---–ის მიმართ ლ--–---- გ--–---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით
2.38. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ--–---- გ--–---ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულ ნ-----–---- ბ-----–---–ს მიყენებული ქონებრივი ზიანი შეადგენს 16335,528 ლარს.
2.39. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. კონკრეტულ შემთხვევაში, ლ--–---- გ--–---ის ქმედების შედეგად ი----- თ--–-–---–ზე მიყენებული ზიანი აღემატება 10 000 ლარს.
2.40. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ--–---- გ--–---მა დაზარალებულ ნ-----–---- ბ-----–---–თან მიმართებაში ჩაიდინა თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით
(ი----- ლ-------–ის ეპიზოდი);
2.41. დაზარალებულმა ი----- ლ-------–მა განმარტა, რომ მის მეგობარს ი----- თ--–-–---–ს ლ--–---- გ--–--- პირდებოდა ავსტრალიაში გამგზავრებას გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ვინაიდან ი----- თ--–-–---–მა იცოდა, რომ ი----- ლ-------–ს სურდა აშშ-ში სამუშაოდ წასვლა მას შესთავაზა ლ--–---- გ--–---თან შეხვედრა. 2017 წლის შემოდგომის პერიოდში ის, ი----- თ--–-–---–ი და ბ---- თ--–-–---–ი შეხვდნენ ლ--–---- გ--–---ს, რომელიც ი----- ლ-------–ს და ასევე დანარჩენებსაც დაპირდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაში დახმარებას. ი----- ლ-------–ის განმარტებით, ლ--–---- გ--–---ი აშშ-ს ვიზის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა 15 000 აშშ დოლარს. ლ--–---- გ--–---მა ის დაარწმუნა, რომ მუშაობდა საქართველოს პ----–------ში, შეხება ჰქონდა უცხოელ დელეგაციებთან და შეეძლო აშშ-ს ვიზის მიღებაში დახმარება; ლ--–---- გ--–---ს პ----–------ის შენობიდან და ს----------------- სამინისტროდან გამოჰქონდა საბუთები, რომელსაც აჩვენებდა ი----- ლ-------–ს. აღნიშნული გარემოებების შემდეგ ი----- ლ-------–მა ჩათვალა, რომ ლ--–---- გ--–---ი დაეხმარებოდა აშშ-ს ვიზის მიღებაში და მან ლ--–---- გ--–---ს ნაწილ-ნაწილ გადასცა 2 700 აშშ დოლარი და 400 ლარი, ჯამში დაახლეობით 7092 ლარი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ი----- ლ-------–ი ელოდებოდა ლ--–---- გ--–---ს თუ როდის შეაგროვებდა საბუთებს და შეიყვანდა აშშ-ს ს---------–--ში, ი----- ლ-------–მა მისი ნაცნობისგან შეიტყო, რომ ლ--–---- გ--–---ი იყო ნასამართლევი და სასჯელს იხდიდა თაღლითობისთვის, რის გამოც მან ლ--–---- გ--–---ს მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება. ლ--–---- გ--–---მა თავდაპირველად უარყო, რომ იყო ნასამართლევი, ხოლო შემდეგ აღიარა წარსულში მისი ნასამართლობა. ი----- ლ-------–ის განმარტებით, ლ--–---- გ--–---მა გადაცემული თანხის ნაწილი დაუბრუნა და 1 900 აშშ დოლარი დარჩა გადასაცემი.
2.42. მოწმე ი----- თ--–-–---–მა დაადასტურა, რომ ის და ი----- ლ-------–ი რამდენჯერმე შეხვდნენ ლ--–---- გ--–---ს, რომელიც მათ პირდებოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრებას. შეხვედრის დროს ლ--–---- გ--–---ი აცხადებდა, რომ მუშაობდა პ----–------ში, საქმიანი კავშირები ჰქონდა დელეგაციებთან და აკეთებდა საბუთებს. ი----- თ--–-–---–მა ასევე დაადასტურა, რომ ი----- ლ-------–მა ლ--–---- გ--–---ს გადასცა ფულადი თანხა.
2.43. მოწმე ბ---- თ--–-–---–მა დაადასტურა, რომ ი----- ლ-------–ი საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის მიზნით, შესათანხმებლად შეხვდა ლ--–---- გ--–---ს.
2.44. მოწმე ნ--- გ-----–---–მა განაცხადა, რომ არის ი----- ლ-------–ის ოჯახის ახლობელი. მან იცის, რომ ი----- ლ-------–ს სურდა აშშ-ში სამუშაოდ წასვლა, რისთვისაც ი----- ლ-------–ი შეხვდა ლ--–---- გ--–---ს, რომელიც დაპირდა 15 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაუკეთებდა აშშ-ს ვიზას. ნ--- გ-----–---–მა დაადასტურა, რომ ი----- ლ-------–მა 3 000 აშშ დოლარამდე თანხა გადასცა ლ--–---- გ--–---ს, მაგრამ ის ლ--–---- გ--–---მა მოატყუა. აღმოჩნდა, რომ ლ--–---- გ--–---ი არ მუშაობდა საქართველოს პ----–------ში და არ შეეძლო აშშ-ს ვიზის მიღებაში დახმარებოდა ი----- ლ-------–ს.
2.45. მოწმე შ------- ფ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
2.46. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ--–---- გ--–---მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მან დაზარალებული ი----- ლ-------–ი მოატყუა, რომ თითქოს მუშაობდა საქართველოს პ----–------ში. იგი ი----- ლ-------–ს შეპირდა, რომ დაეხმარებოდა მარათონში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრებაში, არ დაპირებია მას, რომ საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით დაეხმარებოდა. მან განმარტა, რომ ი----- ლ-------–ისთვის ავსებდა აშშ-ს ვიზის მისაღებად საჭირო აპლიკაციას, რასაც გარკვეული დრო ესაჭიროებოდა, მაგრამ მას ი----- ლ-------–ი უკვე უარს უცხადებდა და თხოვდა ფულის უკან დაბრუნებას, რაც ვერ შეძლო, ფინანსური პრობლემა შეექმნა იმის გამო, რომ ი----- ლ-------–ისგან აღებული თანხით სხვა პირები გააგზავნა უცხოეთში.
2.47. საქართველოს პ----–------------------ს, ა------------------------------------------–--------------------ს დეპარტამენტის მომართვის თანახმად, მოქალაქე ლ--–---- გ--–---ი (დაბ. 0----.1--- წ, პ/ნ 4----------) 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით არ მუშაობდა და არც არასდროს უმუშავია საქართველოს პ----–------ში ან მის დაქვემდებარებულ რომელიმე სამსახურში.
2.48. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით, თავად ბრალდებულ ლ--–---- გ--–---ის აღიარებითი ჩვენებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ლ--–---- გ--–---ი მოტყუებით, ცრუ დაპირებებით და გარკვეული მოლოდინების შექმნის გზით დაეუფლა ი----- ლ-------–ის კუთვნილ 7092,22 ლარს.
2.48.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგენილია ის ფაქტები, რომ ი----- ლ-------–ს სურდა საზღვარგარეთ, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წასვლა, ამ მიზნით ის დაუკავშირდა ლ--–---- გ--–---ს, რომელმაც დაარწმუნა ი----- ლ-------–ი, რომ მუშაობდა პ----–-----------------ში, ჰქონდა კავშირები უცხოელებთან, ხვდებოდა სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს და 15 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ი----- ლ-------–ს გაამგზავრებდა და შემდეგ დაასაქმებდა აშშ-ში.
2.48.2. საქმის მასალებით სასამართლო ასევე დადგენილად მიჩნევს, რომ ლ--–---- გ--–---მა ისარგებლა ი----- ლ-------–ის ნდობით და მიიღო მისგან თანხის ნაწილი, მაგრამ ლ--–---- გ--–---ს რეალურად არცერთი მოქმედება არ განუხორციელებია იმისათვის, რომ ი----- ლ-------–ს შეძლებოდა აშშ-ში გამგზავრება, ამასთან მიითვისა ი----- ლ-------–ის გადაცემული თანხა.
2.49. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ლ--–---- გ--–---ის ბრალდებას მასში, რომ დაზარალებულ ი----- ლ-------–ის მიმართ ლ--–---- გ--–---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.50. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ--–---- გ--–---ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, ი----- ლ-------–ისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი შეადგენს 7092,22 ლარს.
2.51. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. კონკრეტულ შემთხვევაში, ლ--–---- გ--–---ის ქმედების შედეგად ი----- ლ-------–ზე მიყენებული ზიანი აღემატება 150 ლარს.
2.52. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ--–---- გ--–---მა ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით
(თ---------- ნ--------ს ეპიზოდი)
2.53. დაზარალებულმა თ---------- ნ--------მ განმარტა, რომ 2016 წლის მაისის თვეში მისმა ნაცნობმა რ--------- ა---–-–---–მა გააცნო ლ--–---- გ--–---ი, რომელიც დაპირდა, რომ 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მის შვილს ინგლისში, ბ---------ში საზაფხულო სკოლაში სასწავლებლად გაამგზავრებდა, პროგრამაში მოხვედრის შემდეგ თ---------- ნ--------ს შვილს გარკვეული ორგანიზაცია გაუწევდა თანადაფინანსებას. ბავშვს თან უნდა გაჰყოლოდა დედა. თ---------- ნ--------მ ლ--–---- გ--–---ს გადასცა მისი მეუღლის პასპორტი, შვილის პასპორტი და ასევე 1 300 აშშ დოლარი და 1 650 ლარი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თ---------- ნ--------ს ლ--–---- გ--–---ი ხშირად პირდებოდა, რომ მალე მოახერხებდა მისი შვილის საზაფხულო სკოლაში გამგზავრებას. თავდაპირველად თ---------- ნ--------ს შვილი ლ--–---- გ--–---ს უნდა გაეშვა სასწავლებლად 2016 წლის ივლისის თვეში, შემდეგ აგვისტოს თვეში, მაგრამ უშედეგოდ. თ---------- ნ--------სთან საუბარში ლ--–---- გ--–---ი სხვადასხვა სახის მიზეზებს აცხადებდა, თუ რატომ ვერ ახერხებდა მისი შვილის საზაფხულო სკოლაში გამგზავრებას. ლ--–---- გ--–---მა დაუბრუნა თანხის ნაწილი, დასაბრუნებელი დარჩა 1300 აშშ დოლარი და 960 ლარი.
2.54. მოწმე რ--------- ა---–-–---–მა დაადასტურა, რომ ლ--–---- გ--–---ს ესაჭიროებოდა ადვოკატის კონსულტაცია და მან ლ--–---- გ--–---ს გააცნო თ---------- ნ--------. რ--------- ა---–-–---–ისთვის გამოძიების დაწყებამდე არ იყო ცნობილი, თუ რის შესახებ შეთანხმდნენ ლ--–---- გ--–---ი და თ---------- ნ--------.
2.55. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ--–---- გ--–---მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მან განაცხადა, რომ ის ცდილობდა თ---------- ნ--------ს მეუღლე და შვილი გამგზავრებულიყვნენ საზაფხულო სკოლაში, მაგრამ ვინაიდან ჯგუფი ვერ შედგა ჩაიშალა კონკურსი. მან თ---------- ნ--------სგან მიღებული თანხა ჩათვალა როგორც ჰონორარი.
2.56. ლ--–---- გ--–---ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე ნ--- მ----------ს ჩვენება, რომელიც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.57. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით, თავად ბრალდებულ ლ--–---- გ--–---ის აღიარებითი ჩვენებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ლ--–---- გ--–---ი მოტყუებით, ცრუ დაპირებებით და გარკვეული მოლოდინების შექმნის გზით დაეუფლა თ---------- ნ--------ს კუთვნილ 1 300 აშშ დოლარს და 1 650 ლარს.
2.57.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგენილია ის ფაქტები, რომ თ---------- ნ--------ს სურდა მის შვილს ესწავლა ინგლისში, ბ---------ის საზაფხულო სკოლაში, ლ--–---- გ--–---ი კი პირდებოდა, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში მოახერხებდა, თ---------- ნ--------ს შვილის გამგზავრებას საზაფხულო სკოლაში.
2.57.2. წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ლ--–---- გ--–---მა როგორც სხვა დანარჩენი დაზარალებულები, ასევე მოატყუა თ---------- ნ--------, მას რეალურად არცერთი მოქმედება არ განუხორციელებია იმისათვის რომ თ---------- ნ--------ს შვილს შეძლებოდა საზაფხულო სკოლაში გამგზავრება. ლ--–---- გ--–---ის განმარტება, ჯგუფი რომ არ შეივსო და ამის გამო ვერ მოხერხდა თ---------- ნ-------ს შვილის გამგზავრება არ დასტურდება საქმის მასალებით, ასევე, სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ლ--–---- გ--–---ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ თ---------- ნ--------სგან მიღებული 1 300 აშშ დოლარი და 1 650 ლარი საჭირო იყო რეგისტრაციისთვის და მისი ჰონორარისთვის. ამგვარი შეთანხმება თ---------- ნ-------სა და ლ--–---- გ--–---ს შორის არ ყოფილა და საქმის მთლიანი ვითარებიდან გამომდინარე, ვერც იქნებოდა. ფაქტობრივად, ლ--–---- გ--–---ი ამ შემთხვევაშიც მოტყუებით დაეუფლა თ---------- ნ--------ს კუთვნილ თანხას და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
2.58. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ლ--–---- გ--–---ის ბრალდებას მასში, რომ დაზარალებულ თ---------- ნ--------ს მიმართ ლ--–---- გ--–---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.59. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ--–---- გ--–---ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, თ---------- ნ--------სთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი შეადგენს 1 300 აშშ დოლარს და 1 650 ლარს.
2.60. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. კონკრეტულ შემთხვევაში, ლ--–---- გ--–---ის ქმედების შედეგად თ---------- ნ--------ზე მიყენებული ზიანი აღემატება 150 ლარს.
2.61. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ--–---- გ--–---მა ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ--–---- გ--–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი----- თ--–-–---–ის ეპიზოდი); ასევე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ-----–---- ბ-----–---–ის ეპიზოდი); ასევე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი----- ლ-------–ის ეპიზოდი), ასევე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თ---------- ნ--------ს ეპიზოდი).
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ--–---- გ--–---ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ--–---- გ--–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
4.2. ლ--–---- გ--–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ლ--–---- გ--–---ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი ნაწილობრივ არის ანაზღაურებული; აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლ--–---- გ--–---ი წარსულში გასამართლებულია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გაქარწყლებულია, მაგრამ მიუთითებს, რომ იგი მიდრეკილია ამგვარი ხასიათის დანაშაულების ჩადენისაკენ.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ლ--–---- გ--–---ს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ლ--–---- გ--–---მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ--–---- გ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი----- თ--–-–---–ის ეპიზოდი).
2. ლ--–---- გ--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. ლ--–---- გ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ-----–---- ბ-----–---–ის ეპიზოდი).
4. ლ--–---- გ--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5. ლ--–---- გ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი----- ლ-------–ის ეპიზოდი).
6. ლ--–---- გ--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
7. ლ--–---- გ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ---------- ნ--------ს ეპიზოდი).
8. ლ--–---- გ--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი, ხოლო თანაბარი სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქვას მეორეს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ--–---- გ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
10. ლ--–---- გ--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
11. ლ--–---- გ--–---ი დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2019 წლის 17 სექტემბრის 16:30 საათიდან.
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/