განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
010100119003187072
დავის ტიპი
151
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003187072

საქმე N1-870/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02.10. 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - და-------------–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ჯა-----–---------ძე

მამის სახელი: ახ-----

დაბადებული: 1--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ქობულეთი, თხ--–--–---–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად:

 

1.1 2018 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ ქობულეთში, თხ--–--–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯა-----–---------ძე, ქვისა და თვითნაკეთი დანის დემონსტრირებით მა-----–-----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაზეც მა-----–-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის

მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა

მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2.1. წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი);

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3.ბრალდებულმა ჯა-----–---------ძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 26 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაემუქრა მიაყენა მა-----–-----ეს რასაც ინანიებს; (იხ ოქმი)

 

2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №1---–-, 28.06.2019წ დასკვნის თანახმად, ექპერტიზაზე წარმოდგენილი საკვლევი ობიექტი წარმოადგენს თვითნაკეთი წესით დამზადებულ, დანას აღნიშნულს გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნისათვის დამახასიათებელი თვისებები და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (იხ. ს.ფ.39-40);

 

2.5 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (მოწმეების მა-------–------------------------–--------–-------–---–-----------------------------–---------–-------------------------------------ს, ჯა-----–-----------ს გამოკითხვის ოქმები, ნივთის ამოღების ოქმი, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა და ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯა-----–---------ძემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯა-----–---------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ჯა-----–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;

 

4.2. ჯა-----–-----------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ჯა-----–-----------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა ჯა-----–---------ძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულთან ურთიერთობას, დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ჯა-----–-----------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ შესაძლებელია განისაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სანქციით გათვალისწინებული ზომით. ჯა-----–-----------ს მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი - მოწმე მა----------–-----ისაგან ამოღებული თვითნაკეთი დანა, რომელიც ინახება შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ჯა-----–---------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.

 

ბრალდებულ ჯა-----–-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერ მტკიცებულება: მოწმე მა----------–-----ისაგან ამოღებული თვითნაკეთი დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე