განაჩენი

სისხლის სამართლის 05.10.2019
საქმის ნომერი
010100119003053034
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126
თარიღი
05.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119-03053034

საქმე N1-506/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26.09.2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ად--–----–--------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გუ-------------–---–ი

მამის სახელი: ნუ------ი

დაბადებული: 05.---1--- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განთლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რ/მისამართი: ქ. ბათუმი, ჯა----–---–ის ქ№4-- ბინა N9-.

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი - ლი-----------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171110519-10

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ - თანახმად :

1.1. 2019 წლის 9 მაისს, დღის საათებში, ქალაქ ბათუმში, ჯა----–---–ის ქუჩა N4------ ბინა N9--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გუ-------------–---–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს თა-----------ეს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას ხელის სახის არეში დარტყმით, ასევე ხელებისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 11 მაისს, დღის საათებში, ქალაქ ბათუმში, ჯა----–---–ის ქუჩა N4------ ბინა N9--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გუ-------------–---–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს თა-----------ეს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას ხელის სახის არეში დარტყმით, ანთებული სიგარეტის ხელზე დადებით, ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით მიაყენა და დანის ხელზე დასმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო გურამ ბერუაშვილის და თა-----------ის არასრულწლოვანი შვილები კახაბერ ბერუაშვილი და ლი----------–---–ი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.3. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას 2019 წლის 09 მაისს გუ-------------–---–ს მიერ თავისი ოჯახის წევრის თა-----------ის მიმართ განახორციელა ძალადობას,ამდენად, გუ-------------–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (09.0--2019წ ეპიზოდი);

 

1.4. 2019 წლის 11 მაისს, დღის საათებში, ქალაქ ბათუმში, ჯა----–---–ის ქუჩა N4------ ბინა N9--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გუ-------------–---–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს თა-----------ეს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას ხელის სახის არეში დარტყმით, ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით მიაყენა და დანის ხელზე დასმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო გურამ ბერუაშვილის და თა-----------ის არასრულწლოვანი შვილები კახაბერ ბერუაშვილი და ლი----------–---–ი;

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი-

 

დაზარალებულმა თა-----------ემ რომელიც არის ბრალდებულ გუ-------------–---–ის მეუღლე, სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება.

 

ბრალდებულმა გუ-------------–---–მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან 2019 წლის 11 მაისს ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს - თა-----------ეს, მაგრამ არა სიგარეტის გამოყენებით და დაწვით; ასევე არ უარყო, რომ ბავშვები იმ დროს იმყოფებოდნენ სახლში; რაც შეეხება 2019 წლის 09 მაისის ფაქტს, არ ცნობს მას ფიზიკური შეურაცხყოფა ამ დღეს მეუღლისთვის არ მიუყენებია, მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შეკამათება იყო; (იხ სხდომის ოქმი)

 

მოწმე რუ--–---------------მა განაცხადა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე; 2019 წლის 11 მაისს დაახლოებით 16:20 საათზე შემოვიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე და გავიდა აღნიშნულის საფუძველზე თანამშრომელთან ერთად ბათუმში ჯა----–---–ის ქ. #---ში ადგილზე დახვდათ ქალბატონი თა-----------ე, სახეზე აღენიშნებოდა ჩალუჯრებების კვალი, ასევე სხეულზე სხვადასხვა დაზიანების კვალი; აცხადებდა რომ განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, რომ მეუღლემ ცემა ხელებისა და ფეხების დარტყმით, ქალბატონი იმყოფებოდა აღელვებული და ტიროდა; თა-----------ემ განუმარტა ადგილზე მისულებს, რომ გუ-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა, ასევე უჩვენა მათ განაკაწრები ხელზე და აცხადებდა, რომ დანით დაკაწრა მეუღლემ ; ბინაში იმ დროს იმყოფებოდა თავად გუ-------------–---–იც და მან დაუდასტურა კონფლიქტის შესახებ ; ის დააკავეს და გადაიყვანეს განყოფილებაში; ამ დროს სახლში ასევე იმყოფებოდნენ არასრულწლოვანი შვილები; როგორც იცის კონფლიქტის დროს ბავშვები მათთან იყვნენ; (იხ სხდომის ოქმი 20.09.2019წ);

 

სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების თა-----------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დამწვრობითი უბანი სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დამწვრობითი უბანი განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის მოქმედების შედეგად. სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქი ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

თა-----------ის გამოკვლევა დაიწყო 2019 წლის 12 მაისს 11:36სთ; (იხ. ექსპერტიზის დასკვნა №--------- ს.ფ. 58-61);

 

მოწმე მა----------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, განმარტა, რომ დაზიანებები აღწერა სრულად და თავად დაზარალებულის გადმოცემით აღწერა შემთხვევა და დაზიანების გამომწვევის მიზეზი; დამწვრობასთან დაკავშირებით არ გამორიცხავს ის იყო ნებისმიერი სახის მაღალი ტემპერატურის მქონე საგანთან შეხების შედეგად გამოწვეული; (იხ სხდომის ოქმი 20.09.2019წ)

 

გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი (არასრულწლოვანი მოწმეების ლი----------–---–ის, კა---------------–---–ის ჩვენებები, მოწმის ირ---–--–--–----ის ჩვენება, გამომძიებლების: ზა----------------------------------ას მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მასთან დაკავშირებული წერილობითი მტკიცებულებები: ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი , შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანხმობის ხელწერილები და სხვ მტკიცებულებები ) დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ მათგანს პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა და მიღებული იქნა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სრულად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: კერძოდ არ დასტურდება უტყუარად გუ-------------–---–ის მიერ 2019 წლის 09 მაისს განხორციელებული ძალადობის ფაქტი და შესაბამისად ბრალეულობა; ხოლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების და სადავო მტკიცებულებების ანალიზით დასტურდება 2019 წლის 11 მაისს გურამი ბერუაშილის მიერ თა-----------ეზე ძალადობის ფაქტი;

 

კერძოდ:

 

უდავო მტკიცებულებით ირ---–--–--–----ის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია რომ ის რუ--–---------------თან ერთად 2019 წლის 11 მაისს გავიდა შეტყობინების საფუძველზე ბათუმში ჯა----–---–ის ქ. #---ში და იქ მისულებს თა-----------ემ განუცხადა მათ მისი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის - ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ; გუ-------------–---–ი, რომელიც ასევე იმყოფებოდა სახლში დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს ადგილი და ფიზიკური დაზიანება მიაყენა მეუღლეს, მათთან საუბრისას თა-----------ემ განმარტა, რომ კონფლიქტს ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები; გუ-------------–---–ი დააკავეს და გადაიყვანეს განყოფილებაში; (იხ ს.ფ. 9-11);

 

ასევე უდავო მტკიცებულებებით: არასრულწლოვანების ლი----------–---–ის და კა---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 2019 წლის 11 მაისს ისინი იმყოფებოდნენ სახლში, მათ დაინახეს, როგორ დაარტყა მამამ (გუ-------------–---–მა მათ დედას (თა-----------ეს) გაშლილი ხელი სახეში , დედა იფარებდა ხელებს სახეზე მამა კი განაგრძობდა ცემას; დედა ტიროდა და ამბობდა, რომ ტკიოდა ; ამის შემდეგ დედამ შეატყობინა პოლიციის განყოფილებას; (იხ გამოკითხვის ოქმები ს.ფ. 20-22;.30-31);

 

11.0--2019 წლის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N015725 შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 მაისს ქ. ბათუმში, ჯა----–---–ის ქუჩა N--- ბინა 9--ში მოქალაქე გურამ ბერუაშვილმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თა-----------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (50-53).

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გურამ ბერუაშვილი დაკავებული იქნა 2019 წლის 11 მაისს ; დაკავების ზუსტი დრო: 16:35სთ; დაკავების ადგილი: ქ. ბათუმი, ჯა----–---–ის ქუჩა N--- ბინა 9--ში; დაკავება მოხდა იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე; (იხ ოქმი ს.ფ. 37-41);

 

ზემოთაღნიშნული მხარეთა მერ შეთანხმებული და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, გუ-------------–---–ის მიმართ 2019 წლის 11 მაისის ეპიზოდით წარდგენილი ბრალი, რადგან ამ ნაწილში სახეზეა მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, პირის დამნაშავედ ცნობისათვის;

 

რაც შეეხება 2019 წლის 09 მაისის ეპიზოდს, საყურადღებოა, რომ საქმეში, არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს, აგრეთვე იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას 2019 წლის 09 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით გუ-------------–---–ი ბრალეულობაზე არ შეიცავს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით 2019 წლის 11 მაისის ეპიზოდით დასტურდება თა-----------ის მიმართ გუ-------------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ხოლო 2019 წლის 09 მაისის ეპიზოდით არ დასტურდება გუ-------------–---–ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 09 მაისის ეპიზოდით ბრალდების მხარე ედავება გუ-------------–---–ს ოჯახის წევრის მიმართ (მეუღლე) განხორციელებული ძალადობისაათვის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: ოჯახში ძალადობაზე ან თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

 

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდების დადგენილებაში ამ ეპიზოდით (09.0--2019წ) მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

რაც შეეხება ბრალდების დადგენილებით მეორე ეპიზოდს (11.0--2019წ0 სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გუ-------------–---–მა განმარტა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით და გამორიცხავს სიგარეტით დამწვრობის ფაქტს და ამ სახით მეუღლეზე ძალადობას; არც იმას უარყოფს, რომ ადგილი ჰქონდა უ შელაპარაკებას და ძალადობას;

 

სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარის სადავო მტკიცებულებებიდან ; დაზარალებულმა თა-----------ემ ისარგებლა საპროცესო უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე

 

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია დამწვრობით უბანზე, თავად ექსპერტმა მოწმის სახით დაკითხვისას არ გამორიცხა ზოგადად ასეთი სახის დაზიანების მიღება მაღალი ტემპერატურის საგანზე შეხების შედეგადაც;

 

ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ანალიზის მიხედვით სასამართლოს დადგენილად არ მიაჩნია, ამ სახის ძალადობის ფაქტი (ანუ დამწვრობით დაზარალებულზე ბრალდებულის მხრიდან მიყენებული დაზიანება) ამ ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება საქმეში და შესაბამისად არც გამოკვლეულა;

 

ამდენად, სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გუ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით მხოლოდ ძალადობის, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების სახით წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს ქმნის ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

ბრალდებულ გუ-------------–---–ის მიმართ სასჯელის სახის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ აღიარებს და ინანიებს, ყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, არ აპირებს დაზარალებულთან კონფლიქტის გაგრძელებას; აქედან გამომდინარე სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად გაგრძელდეს მისი იზოლირება საზოგადოებისაგან, თვლის, რომ პირის რესოციალიზაციის საწყისი უკვე არის სახეზე;

 

ამდენად, ზ/მითიტებული გარემოებების გათვალისწინებით გუ-------------–---–ს სასამართლო თვლის,რომ უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

გუ-------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვლება პირობით გამოსაცდელ ვადაში, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული გუ-------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ბრალდებული გუ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გუ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ გუ-------------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 მაისიდან 2019 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

პირობით მსჯავრდებულის გუ-------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე