გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2742-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ე-–---------–----------ი
წარმომადგენელი - მ----------–--–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
წარმომადგენლები: ფ---------------–---–ი, მ-----------------ე და გ-------------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე-–---------–------------ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–-----------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობაზე აღდგენა;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე-–---------–------------ სასარგებლოდ განაცდურის (ყოველთვიურად 2-----–---------------–-------------------- ლარის) ანაზღაურება, გათავისუფლების პერიოდიდან გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–------------------–---------------–---–----ის თანამდებობაზე. 2016 წლის 20 ოქტომბრიდან მოსარჩელე დაწინაურდა და დაინიშნა პ------------–-----------------------------–ის თანამდებობაზე, ხოლო 2017 წლიდან კვლავ დაწინაურდა და გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ----------–--------------------------------------–--------------------------–------------------–------------–------------------------------–---–----ის თანამდებობა.
მოსარჩელემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამსახურიდან, რეორგანიზაციის საფუძვლით. მისივე განმარტებით, განხორციელებულ რეორგანიზაციას რეალურად არ მოჰყოლია საშტატო ერთეულის გაუქმება, რის გამოც მიაჩნია, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, დაეთანხმნენ შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 1 აგვისტოს №0--------- ბრძანებით, ე-–---------–----------ი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–---------------------------------–---–----ად, 2014 წლის 1 აგვისტოდან, 3 თვის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 31 ოქტომბრის №10-------- ბრძანებით, ე-–---------–----------ი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–---------------------------------–---–----ად, 2014 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2016 წლის 20 ოქტომბრის №1------------ ბრძანებით, დაწინაურების მიზნით, ე-–---------–----------ი გადაყვანილი იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–----------------------------------–---–----ის თანამდებობიდან ამავე დეპარტამენტის მ------–-- თანამდებობაზე, 2016 წლის 1 ნოემბრიდან და თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა 1500 ლარის ოდენობით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანებით, ე-–---------–----------ი, დაწინაურების მიზნით გადაყვანილი იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–----------------------------–-- თანამდებობიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–--------------------------------------–--------------------------–------------------–---------------------–ად, 2017 წლის 29 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №3------------ ბრძანებით პ------------–--------------------------------------–--------------------------–------------------–----------------------–ს ე-–---------–----------ს მიენიჭა მ--------–------------–-- საკლასო ჩინი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №3------------ ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანებაში, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–--------------------------------------–--------------------------–------------------–----------------------–-----–---------–----------ის თანამდებობა გარდაიქმნა ამავე განყოფილების პ------–------------------------------–---–-----ს თანამდებობად. ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 1-ლი ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №1------------ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანებაში, კერძოდ, ე-–---------–----------ს თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა 2-----–----ს ოდენობით და მიეცა მოხელის მ------–-----–--------------–--------------------- ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 1 აგვისტოს №0--------- ბრძანება (ს.ფ. 19);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2014 წლის 31 ოქტომბრის №10-------- ბრძანება (ს.ფ. 20);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2016 წლის 20 ოქტომბრის №1------------ ბრძანება (ს.ფ. 21-22);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანება (ს.ფ. 24-25);
- საქართველოს პრეზდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №3------------ ბრძანება (ს.ფ. 28);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №3------------ ბრძანება (ს.ფ. 26-27);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №1------------ ბრძანება (ს.ფ. 72).
3.2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის №2----------- ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანებაში. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა ბრძანების დანართების შესაბამისად (№2, 3, 4, 6, 7, 9, 10, 11 და 12).
ბრძანების №7 დანართის თანახმად, პ------------–------------------ი განისაზღვრა 9 საშტატო ერთეულით, მათ შორის: 1. დეპარტამენტის ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული, კოეფიციენტი - 4,4, თანამდებობრივი სარგო - 4400 ლარი; 2. ს---------------–--------------------------------–--- განყოფილება - 4 საშტატო ერთეულით (განყოფილების ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული, კოეფიციენტი - 2,8, თანამდებობრივი სარგო - 2-----–----, პ------–------------------------------–---–----- - 2 საშტატო ერთეული - კოეფიციენტი 2.8 - თანამდებობრივი სარგო - 2800; პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული, კოეფიციენტი - 1.5, თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი); 3. ვ----------------–--------------------------–------- განყოფილება - 4 საშტატო ერთეულით (განყოფილების ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული, კოეფიციენტი - 2,8, თანამდებობრივი სარგო - 2-----–----, პ------–------------------------------–---–----- - 3 საშტატო ერთეული, კოეფიციენტი - 2.8, თანამდებობრივი სარგო - 2-----–----).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის №2----------- ბრძანება, დანართებით (ს.ფ. 61-71).
3.3. „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია, შესაძლო შტატების გადაადგილებით ან/და შემცირებით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირებისათვის, მათ შორის, ე-–---------–------------ათვის ცნობილი გახდა 2019 წლის 3 იანვარს. მათ ხელმოწერით დაადასტურეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის, მოსალოდნელი შტატების შემცირებისა და თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმირების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანება (ს.ფ. 105-106);
- 2019 წლის 3 იანვრის ოქმი (ს.ფ. 107-113).
3.4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 21 იანვრის №21/01-4/05/1 ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით შეიქმნა კომისია, რომელსაც ბრძანების გამოცემიდან ორ კვირაში უნდა უზრუნველეყო ადმინისტრაციის პროფესიულ საჯარო მოხელეებთან გასაუბრება. ამავე ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოხელეებთან გასაუბრება წარმართულიყო მათ მიერ 2018 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის განხილვის ფორმატში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 21 იანვრის №21/01-4/05/1 ბრძანება (ს.ფ. 114-115).
3.5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით შექმნილმა კომისიამ 2019 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა მოხელეებთან გასაუბრების ფორმატი და შესაბამისი გრაფიკი. ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გასაუბრებაზე დაბარებული იქნა პ------------–------------------ში დასაქმებული 9 (ცხრა) მოხელე, მათ შორის, ე-–---------–----------ი. გასაუბრებაზე გამოცხადდა ყველა დაბარებული თანამშრომელი.
სხდომაზე კომისიამ მოისმინა მოხელეების მიერ 2018 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშები. თითოეულ მოხელეს დაეთმო თანაბრად 15 წუთი საკუთარი ანგარიშის წარსადგენად და დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად. კომისიის წევრებმა კითხვები დასვეს კონკრეტული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით. ზეპირი კითხვა-პასუხისა და 2018 წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოს ანგარიშის განხილვის ფორმატში მოხელეების მიერ აღწერილი იქნა თავიანთი სამუშაო გამოცდილება, მიმდინარე საქმიანობა და შესაბამისი პროცესები, ასევე, გამოითქვა მოსაზრებები აღნიშნული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. გასაუბრება გაიმართა ადმინისტრაციის 18 თანამშრომელთან. გასაუბრების პროცედურასთან და/ან მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ დაფიქსირებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით შექმნილი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი №3 (ს.ფ. 116-119);
3.6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამშრომლებს, მათ შორის, ე-–---------–----------ს 2019 წლის 14 თებერვალს ეცნობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2019 წლის 15 თებერვალს მობილობის პროცესის დაწყებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 14 თებერვლის გაფრთხილება (ს.ფ. 120-124).
3.7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, 2019 წლის 15 თებერვალს შეტყობინებები გაუგზავნა პ------------–------------------ის ვ----------------–--------------------------–------- განყოფილების ხელმძღვანელს, ასევე, ს---------------–--------------------------------–--- განყოფილების ხელმძღვანელს, პ------------–-----------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2019 წლის 15 თებერვლის შეტყობინებები (ს.ფ. 136-137);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანება (ს.ფ. 138-139);
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანება (ს.ფ. 140-141).
3.8. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანება და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 60 საშტატო ერთეულით. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, ბრძანების დანართების შესაბამისად (№№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12).
ბრძანების №10 დანართის თანახმად, პ------------–-------------ი განისაზღვრა 6 საშტატო ერთეულით, კერძოდ, სამსახურის ხელმძღვანელი 1 საშტატო ერთეული, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 4,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 4400 ლარით და პ------–------------------------------–---–----- 5 საშტატო ერთეულით, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 2,8-ით და თანამდებობრივი სარგო - 2-----–----თ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანება, დანართებით (ს.ფ. 33-42).
3.9. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანებით, რეორგანიზაციის გამო, საშტატო თანამდებობის შემცირების, სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლისა და აღნიშნულის შედეგად შექმნილი ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ე-–---------–----------ი გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–------------------ის ვ----------------–--------------------------–------- განყოფილების პ------–------------------------------–---–-----ს თანამდებობიდან, 2019 წლის 17 მარტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანება (ს.ფ. 31-32).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-–---------–------------ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოცემულ შემთხვევაში, ე-–---------–------------ მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახლებული მუხლების საფუძველზე, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მისი სამსახურში აღდგენის შესახებ და აუნაზღაუროს იძულებით განაცდური, სამსახურში გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდამდე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ე-–---------–----------ი წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირს, კერძოდ, გათავისუფლების დროისათვის იგი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–------------------ში, ვ----------------–--------------------------–------- განყოფილების პ------–------------------------------–---–-----ს თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილი რეგულაციები.
6.3. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია, შესაძლო შტატების გადაადგილებით ან/და შემცირებით.
სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
მითითებული კანონის 104-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
ამდენად, ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ცვლილება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება და/ან გაუქმება, წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. აქედან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა იმ საშტატო ერთეულის შემცირებას/გაუქმებას, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის №2----------- ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პ------------–------------------ი განისაზღვრა 9 საშტატო ერთეულით, მათ შორის, 1. დეპარტამენტის ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული, კოეფიციენტი - 4,4, თანამდებობრივი სარგო - 4400 ლარი; 2. ს---------------–--------------------------------–--- განყოფილება - 4 საშტატო ერთეულით (განყოფილების ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული; კოეფიციენტი - 2,8, თანამდებობრივი სარგო - 2-----–----; პ------–------------------------------–---–----- - 2 საშტატო ერთეული, კოეფიციენტი - 2.8, თანამდებობრივი სარგო - 2800; პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული, კოეფიციენტი - 1.5, თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი); 3. ვ----------------–--------------------------–------- განყოფილება - 4 საშტატო ერთეულით (განყოფილების ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული, კოეფიციენტი - 2,8, თანამდებობრივი სარგო - 2-----–----; პ------–------------------------------–---–----- - 3 საშტატო ერთეული, კოეფიციენტი - 2.8, თანამდებობრივი სარგო - 2-----–----).
ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანება და ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, ბრძანების დანართების შესაბამისად (№№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 და 12). ბრძანების №10 დანართის თანახმად, პ------------–-------------ი განისაზღვრა 6 საშტატო ერთეულით, კერძოდ, სამსახურის ხელმძღვანელი 1 საშტატო ერთეული, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 4,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 4400 ლარით და პ------–------------------------------–---–----- 5 საშტატო ერთეულით, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 2,8-ით და თანამდებობრივი სარგო - 2-----–----თ.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაზე (2019 წლის 19 მარტის რეორგანიზაციამდე მდგომარეობით), რომლის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პ------------–------------------ის ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის (მეუღლითურთ) სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ა1) საზღვარგარეთ საქართველოს მხარის მიერ ინიცირებულ და ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება – საპროტოკოლო უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; ბ1) საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, მაღალი რანგის თანამდებობის პირების, საზოგადო მოღვაწეების საქართველოში ვიზიტების ორგანიზება – საპროტოკოლო უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; გ) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიების (როგორებიც არის: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, დაჯილდოების ცერემონია და სხვ.) ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში და ამ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა; დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების პ------------–-------------ებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; ე1) ვიზიტებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ამავე ბრძანებულების 2019 წლის 15 მარტის რეორგანიზაციის შემდგომი რედაქციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, 1. პ------------–-------------ის ფუნქციები განისაზღვრა შემდეგნაირად: ა) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება - საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ბ) საზღვარგარეთ საქართველოს მხარის მიერ ინიციირებულ და ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება – საპროტოკოლო უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; დ) საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, მაღალი რანგის თანამდებობის პირების, საზოგადო მოღვაწეების საქართველოში ვიზიტების ორგანიზება – საპროტოკოლო უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; ე) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიების (მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, დაჯილდოების ცერემონია და სხვ.) ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში და ამ ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ვ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების პ------------–-------------ებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; თ) ვიზიტებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ი) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ამდენად, 2019 წლის 15 მარტის რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩამოყალიბებულ სტრუქტურულ ერთეულს - პ------------–-------------ს იგივე უფლებამოსილება გააჩნია, რაც რეორგანიზაციამდე არსებულ პ------------–------------------ს. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, სტრუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული იყო მოსარჩელე, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–------------------ი გახდა პ------------–-------------ი, რომელშიც კვლავ განსაზღვრული იყო იგივე თანამდებობა, რომელიც ეკავა მოსარჩელეს - პ------–------------------------------–---–-----. ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული თანამდებობა რაოდენობრივადაც არ შეცვლილა, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მხოლოდ განყოფილებები, შეიქმნა ერთიანი სამსახური, შეიცვალა საშტატო ერთეულების რაოდენობა, მაგრამ არა უშუალოს იმ შტატისა, რომელზეც დასაქმებული იყო ე-–---------–----------ი. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცვლილებამდე მთლიანად პ------------–------------------ში განსაზღვრული იყო პ------–------------------------------–---–-----ს 5 საშტატო ერთეული, რომელიც უცვლელად დარჩა ცვლილების შემდეგ. აქედან გამომდინარე, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს აღნიშნული რეორგანიზაციის გამო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას.
ამასთან, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სტრუქტურულ ერთეულში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაუქმდა განყოფილებები და გაუქმებული განყოფილების ხელმძღვანელობას გაეგზავნა შეტყობინება მათი თანხმობის პირობებში გადაყვანილნი იქნებოდნენ უფრო დაბალი რანგის - პირველი სტრუქტურული ერთეულის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მათთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეეთავაზებინა პირველი სტრუქტურული ერთეულის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, თუ იგი ვაკანტური სახით იქნებოდა. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია უფრო მაღალ რანგის თანამდებობაზე დასაქმებული პირების სადავო შტატზე დასაქმებული პირების სამსახურიდან გათავისუფლების ხარჯზე გადაყვანასთან დაკავშირებით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი, შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–-----------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამდენად, ვინაიდან სასამართლომ ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანება, ე-–---------–------------ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ასევე, საფუძვლიანად მიიჩნია მისი მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ. ამასთან, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №1------------ ბრძანების საფუძველზე, ე-–---------–------------ თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 28----–---- და მოხელის მ------–-----–--------------–--------------------- ლარს. შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის (ყოველთვიურად 2-----–---------------–-------------------- ლარის) ანაზღაურება, გათავისუფლების პერიოდიდან გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდისათვის.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–---------–------------ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე-–---------–------------ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პ------------–-----------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობაზე აღდგენა;
3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე-–---------–------------ სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის (ყოველთვიურად 2-----–----სა და საკლასო დანამატის - 196 ლარის) ანაზღაურება, გათავისუფლების პერიოდიდან გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდისათვის;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე