გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310017002010339
(3/35-2017)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წელი, ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტო
წარმომადგენელი - ლ--–ა ჭ---------ა
მოპასუხე - რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ’ი-----’ (დირექტორი მ--–---- ხ---–----ა)
წარმომადგენელი - მ--–---- ხ---–----ა
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ------ს არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა ( დაზუსტებულია 2019 წლის 17 ივნისს)
1.1. მოპასუხე რკ კ------------- ,,ს-----–-ს ი-----’’, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის ჯამში 50388,70 ლარის გადახდის დაკისრება. (2015 წელი - 5 თვე - 9350 ლარი, 2016 წელი - 12 თვე - 22 320, 2017 წელი 09 თვე და 8 დღე - 18718,70 ლარი).
მოსარჩელის განმარტებით, სენაკის რაიონის სოფელ უ–------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 44.09.23.2-- და 44.09.23.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 44.09.23.0--), წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელსაც 2015 წლის აგვისტოს თვიდან არამართლზომიერად სარგებლობს და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----’’.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს’’ №0-------- დასკვნის თანახმად, სახლმწიფო საკუთრებაში არსებული ქ------ს ყოველთვიური არამართლზომიერი სარგებლობის საფასური განისაზღვრა 2015 წლის მდგომარეობით თვეში 1870 ლარის ოდენობით, 2016 წლის მდგომარეობით თვეში 1860 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის მდგომარეობით თვეში 2020 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის №1--------, 2017 წლის 25 აპრილის №1-------, 2017 წლის 15 მაისის №1------- და 2017 წლის 15 ივნისის №1------- წერილები, რომელითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური, თუმცა უშედეგოდ, თანხის გადახდის ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია. აღნიშნული საფუძვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის ითხოვს მოპასუხეზე ჯამში 50388,70 ლარის გადახდის დაკისრებას, საიდანაც 2015 წლის გადასახდელი თანხა შეადგენს - 9350 ლარს,( 5 თვე), 2016 წლის 22 320 ლარს (12 თვე) და 2017 წლის 18718,70 ლარს (9 თვე და 8 დღე).
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----ს’’ დირექტორმა მ--–---- ხ---–----ამ სარჩელი არ ცნო. დაადასტურა მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქ------თ არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ ექსერტიზის მიერ დადგენილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოპასუხე რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----’’ სსიპ საჯარო რეესტრის ე---------–ი სააგენტოს მიერ, მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2014 წლის 15 აპრილიდან, რომლის სამართლებრივი ფორმა არის- კ-------------ი, საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------; იურიდიული მისამართი - სენაკის რაიონის სოფელ უ–------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.1.2.საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ სენაკის რაიონის სოფელ უ–------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 44.09.23.2-- და 44.09.23.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 44.09.23.0--), საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: წერილი №7------, დამოწმების თარიღი-18.11.2016 წელი, სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტო. მომართვა №2-------, დამოწმების თარიღი - 28.05.2010, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო - სვანეთის სახელმწიფო ქ------ს აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი - 21.06.2017 წელი; უფლების რეგისტრაციის თარიღი-24.11.2016 წელი;
3.1.3.სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს“ 2017 წლის 19 აპრილის №0------- აუდიტორული დასკვნის თანახმად, სენაკის რაიონის სოფელ უ–------ში მდებარე, უძრავი ქ------ს (საკადასტრო კოდით 44.09.23.2-- და 44.09.23.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 44.09.23.0--), ყოველთვიური არამართლზომიერი სარგებლობის საფასური შეადგენს 2015 წლის მდგომარეობით თვეში 1870 ლარს, 2016 წლის მდგომარეობით თვეში 1860 ლარს, ხოლო 2017 წლის მდგომარეობით თვეში 2020 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს“ N0------- ექსპერტიზის დასკვნა (03.02.2105 წ);
3.1.4.მხარეები არ დავობენ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, სენაკის რაიონის სოფელ უ–------ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 44.09.23.2-- და 44.09.23.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 44.09.23.0--), მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში, კერძოდ, 2015 წელს 5 თვის განმავლობაში, 2016 წელს 12 თვის განმავლობაში და 2017 წელს 9 თვისა და 8 დღის განმავლობაში მოპასუხე არამართლზომიერად სარგებლობდა და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
3.1.5.სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის №1--------, 2017 წლის 25 აპრილის №1------- და 2017 წლის 15 მაისის №1------- წერილებით რკ კ------------- ,,ს-----–-ს ი-----’’ ეცნობა, რომ სენაკის რაიონის სოფელ უ–------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 44.09.23.2-- და 44.09.23.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 44.09.23.0--), წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, შენობა №1-ით სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----’’ ეთხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქ------ს არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს 2017 წლის 23 მარტის №1-------- წერილი, 2017 წლის 25 აპრილის №1-------, 2017 წლის 15 მაისის №1-------, და 2017 წლის 15 ივნისის №1------- წერილები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოცემულ საქმეზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----’’ მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის ჯამში -50388,70 ლარის გადახდა, საიდანაც 2015 წლის გადასახდელი თანხა შეადგენს - 9350 ლარს,( 5 თვე), 2016 წლის 22 320 ლარს (12 თვე) და 2017 წლის 18718,70 ლარს (9 თვე და 8 დღე).
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქ------ს შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მესამე ნაწილით კი ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეების იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს - რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----’’ მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის -ჯამში -50388,70 ლარის გადახდის დაკისრებას, საიდანაც 2015 წლის გადასახდელი თანხა შეადგენს - 9350 ლარს,( 5 თვე), 2016 წლის 22 320 ლარს (12 თვე) და 2017 წლის 18718,70 ლარს (9 თვე და 8 დღე). მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქ------ს შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქ------ს შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქ------ს მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქ------ს მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტო(შემდგომ − ქ------ს სააგენტო).
,,სახელმწიფო ქ------ს შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქ------ს სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქ------ს მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქ------ს მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქ------ს სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქ------თ სარგებლობის განმავლობაში ქ------ს სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქ------ს სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქ------ს მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქ------თ მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქ------თ მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქ------ს მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----’’ სსიპ საჯარო რეესტრის ე---------–ი სააგენტოს მიერ, მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2014 წლის 15 აპრილიდან, რომლის სამართლებრივი ფორმა არის- კ-------------ი, საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------; იურიდიული მისამართი - სენაკის რაიონი სოფელი უ–------ი.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ სენაკის რაიონის სოფელ უ–------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 44.09.23.2-- და 44.09.23.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 44.09.23.0--), საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: წერილი №7------, დამოწმების თარიღი-18.11.2016 წელი, სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტო. მომართვა №2-------, დამოწმების თარიღი - 28.05.2010, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო - სვანეთის სახელმწიფო ქ------ს აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო.
მხარეებს არ უდავიათ იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, სენაკის რაიონის სოფელ უ–------ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 44.09.23.2-- და 44.09.23.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 44.09.23.0--), მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში, კერძოდ, 2015 წელს 5 თვის განმავლობაში, 2016 წელს 12 თვის განმავლობაში და 2017 წელს 9 თვისა და 8 დღის განმავლობაში მოპასუხე არამართლზომიერად სარგებლობდა და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის.
ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს“ 2017 წლის 19 აპრილის №0------- აუდიტორული დასკვნის თანახმად, სენაკის რაიონის სოფელ უ–------ში მდებარე ქ------ს ყოველთვიური არამართლზომიერი სარგებლობის საფასური შეადგენს 2015 წლის მდგომარეობით თვეში 1870 ლარს, 2016 წლის მდგომარეობით თვეში 1860 ლარს, ხოლო 2017 წლის მდგომარეობით თვეში 2020 ლარს. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს მოთხოვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკადასტრო გეგმით შენობა №1, ნაკვეთით არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი ვალდებულია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასითის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქ------სადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილად.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს მიერ, რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----’’ არაერთხელ ეცნობა, ვალდებულების არსებობის შესახებ და ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2015 წლის აგვისტოდან - 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, ასევე ეთხოვა, რომ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენა სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------– სააგენტოში, თუმცა ვალდებულება დღმდე შეუსრულებელია.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,სახელმწიფო ქ------ს შესახებ“ საქართველოს კანონის 492-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქ------თ არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქ------ს სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქ------თ არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის განმარტებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე - რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----’’-ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს - რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----’’’-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქ------ს არამართლზომიერი სარგებლობისათვის ჯამში 50388,70 ლარის გადახდა, საიდანაც 2015 წლის გადასახდელი თანხა შეადგენს - 9350 ლარს,( 5 თვე), 2016 წლის 22 320 ლარს (12 თვე) და 2017 წლის 18718,70 ლარს (9 თვე და 8 დღე).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მითითებული ნორმების შესაბამისად, მოპასუხეს რკ კ-------------ი ,,ს-----–-ს ი-----" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1511.66 (50388,70x3:100=1511.66) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.დაეკისროს მოპასუხეს - რკ კ------------- ,,ს-----–-ს ი-----’’(ს/კ4--------) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქ------ს არამართლზომიერი სარგებლობისათვის, მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქ------ს ე---------–ი სააგენტოს სასარგებლოდ ჯამში 50388,70 ლარის გადახდა, საიდანაც 2015 წლის გადასახდელი თანხა შეადგენს - 9350 ლარს, 2016 წლის -22 320 ლარს და 2017 წლის -18718,70 ლარს.
3.დაეკისროს მოპასუხეს - რკ კ------------- ,,ს-----–-ს ი-----’’ (ს/კ4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 1511.66 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი-ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი - ქ. სენაკი, რუსთაველის ქ №247)
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია