განაჩენი

სისხლის სამართლის 27.08.2019
საქმის ნომერი
330100119003068953
თარიღი
27.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2913-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 აგვისტო, 2019წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ-------- ტ----–---

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ----------- ბ------–ი - ი---------- რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ------–--ი, პოლიციის ქუჩა #--- ბინა #4--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--ი, გ----–---–-ს ქუჩა #-- კორპუსი #-- ბინა #----–--

 

კვალიფიკაცია:

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი).

 

ადვოკატი - ნ---- მ--------

თარჯიმანი - ს--------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–--–-- გ------- ა--–---–ის ქუჩა #-- კორპუსი #-- ბინა #2---–- გ----------- ბ------–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ლ--- ბ-----ეს, კერძოდ, დაუჭირა ხელები, დააგდო საწოლზე და რკინის სამაჯურს ურტყამდა ორივე ფეხის მუხლებზე. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა - ლ--- ბ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 13 მაისს, დღის პირველ ნახევარში, თ---–--–-- გ------- ა--–---–ის ქუჩა #-- კორპუსი #-- ბინა #2---–- გ----------- ბ------–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ლ--- ბ-----ეს, კერძოდ, ორჯერ დაარტყა მარჯვენა მუშტი სახის არეში და უკბინა ლავიწის ძვლის მიდამოში. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა - ლ--- ბ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2019 წლის 13 მაისს, დღის პირველ ნახევარში, თ---–--–-- გ------- ა--–---–ის ქუჩა #-- კორპუსი #-- ბინა #2---–- გ----------- ბ------–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ--- ბ-----ეს. კერძოდ, მას შემდეგ რაც გ----------- ბ------–მა ლ--- ბ-----ეს ორჯერ დაარტყა მარჯვენა მუშტი სახის არეში და უკბინა ლავიწის ძვლის მიდამოში, მაგიდიდან აიღო პურის საჭრელი დანა, მოიქნია და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ--- ბ-----ეს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.4. 2019 წლის 13 მაისს, დღის პირველ ნახევარში, თ---–--–-- გ------- ა--–---–ის ქუჩა #-- კორპუსი #-- ბინა #2---–- გ----------- ბ------–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მეგობარს - ნ---- ტ-------ეს, კერძოდ, ორივე მკლავზე მოუჭირა ხელები და მარჯვენა ფეხი დაარტყა მარცხენა მუხლის არეში. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, ნ---- ტ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა გ----------- ბ------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების ლ--- ბ-----ის და ნ---- ტ-------ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმე - ნ------ ლ--–---–---–ის გამოკითხვის ოქმს, შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, სამედიცინო დოკუმენტაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ----------- ბ------–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 9 მაისს და 13 მაისს ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე - მეუღლეზე ლ--- ბ-----ეზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს მოწმობს ლ--- ბ-----ის და ნ---- ტ-------ის გამოკითხვის ოქმები და სამედიცინო დოკუმენტაცია.

 

3.3. კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსით და ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით სასამართლო ადგენს, რომ გ----------- ბ------–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემდეგ დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა მსხვერპლში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების სხვაგვარ ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულის ნ---- ტ-------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ მსხვერპლმა ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა. რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიზეზობრივ კავშირს, აღნიშნული დადასტურებულია გამოკითხვის ოქმებით და სამედიცინო დოკუმენტაციით.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.6.სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ----------- ბ------–ის ბრალეულობა.

 

3.7. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ----------- ბ------–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველიღ ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ----------- ბ------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

4.2. გ----------- ბ------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის ჩადენა წარსულში განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაულის (ჩადენილია დანაშაულის 4 ეპიზოდი) და მსხვერპლთა სიმრავლე (2 დაზარალებული), ინტენსივობა, მასშტაბი, ხერხი. პასუხისმგებლობას ამძიმებს ასევე მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:

 

5.3.1. მუქარა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.3.2. დანაშაულის ხერხი და გამოყენებული საშუალება - მუქარა ჩადენილი იყო ცივი იარაღის - დანის დემონსტრირებით.

 

5.3.3. დანაშაულის რეციდივი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ,,დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება გ----------- ბ------–ის მიმართ. გ----------- ბ------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 4000 ლარი. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 16 აგვისტოს წერილით ჯარიმა გადახდილი არ არის და გ----------- ბ------–ი ირიცხება მოვალეთა რეესტრში. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით გ----------- ბ------–ი ნასამართლევია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის და ამ საქმეზე დანაშაულების ჩადენის დროს არ ჰქონდა ნასამართლობა გაქარწყლებული, ამდენად, დამნაშავე პირს სასჯელი უნდა დაენიშნოს რეციდივისვთის დადგენილი წესით.

 

5.3.4. პასუხისმგებლობას ასევე ამძიმებს დანაშაულის და მსხვერპლთა სიმრავლე (4 ეპიზოდი, 2 დაზარალებული), ინტენსივობა, მასშტაბი. დროის მცირე - ოთხდღიან ინტერვალში 2019 წლის 9 მაისიდან - 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით ჩადენილია 4 განზრახი დანაშაული. ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის - მუქარის ჩადენისთვის, რაც მიუთითებს მასზედ, რომ გ----------- ბ------–ი მიდრეკილია მუქარის შემცველი დანაშაულის ჩადენისკენ.

 

5.4.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების თაობაზე, ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პასუხისმგებლობის დამამძიმებელმა გარემოებებმა მნიშვნელოვნად გადაწონა შემამსუბუქებელი გარემოებები, შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ის, რომ ბრალდებულს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი ვერ გახდება უპირობოდ მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი. სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის აუცილებელია მოძალადის დროებითი იზოლაცია და განრიდება ოჯახისგან, რათა ბავშვმა იცხოვროს მშვიდ ოჯახურ გარემოში. სასამართლომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება მხედველობაში მიიღო დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას და ნაცვლად ნაწილობრივი ან სრული შეკრებისა გამოიყენა სრული შთანთქმის პრინციპი.

 

5.5. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში გ----------- ბ------–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ----------- ბ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2.გ----------- ბ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3.გ----------- ბ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4.გ----------- ბ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი) სრულად შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ----------- ბ------–ის საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი და გ----------- ბ------–ის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

7.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით გ----------- ბ------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 მაისიდან.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა