გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-4--19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
0-.1-.2--- წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი - გ------ი დ----–--ე, ქ------- ქ---–--ე,მოპასუხე - შპს „ბ----–ი",წარმომადგენელი- ზ------ ლ---------–---ი, ფ--------ი ს-----–---–ი, ზ---- ბ-------,დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე შპს „ბ----–ის" მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 41 483.84 ლარის ოდენობით. სარჩელში მითითებულია, რომ 2--- წლის 0--------ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ბ----–ის" შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. გ---------ში მდებარე 1-64 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებული №---- შენობა-ნაგებობებზე (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 81.1-.24.2--) ქ. გ---------ში ს--------ის ქუჩა №3---ში მდებარე 979 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებული №---- შენობა-ნაგებობებზე (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 81.1-.13.0--), ქ. გ---------ში მდებარე 303 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული №- შენობა-ნაგებობებზე (მიწის, უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 81.1-.13.---), ქ. გ---------ში, მ----------ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული №--№- შენობა-ნაგებობებზე (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 81.1-.03.2--) და გ--------ის მუნიციპალიტეტში სოფელ ქ----–--ში მდებარე 4845 კვ.მ არასასოფლო- სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული №--№- შენობა ნაგებობებზე (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 81.16.01.---). ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საპრივატიზებო თანხის 218 336 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში. ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 2.1 მუხლით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.1 პროცენტის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს „ბ----–იმ" 2--- წლის 1- მ----- №----- წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თხოვნით ორი თვით გადავადებულიყო საპრივატიზებო თანხის გადახდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საააგენტოს 2--- წლის 31 მ----- №-/3---- და 2--- წლის 1-------ის №-/----- წერილებით საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველყოფისთვის შპს „ბ----–ის" განესაზღვრა დამატებითი ვადა 2--- წლის 0--------------დე და გაფრთხილებულ იქნა, რომ სააგენტოს მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადა არ შეაჩერებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას. მოპასუხემ 2--- წლის 3------------ №----- წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თხოვნით 2--- წლის 0------------დე გადავადებულიყო საპრივატიზებო თანხის გადახდა. 2--- წლის 0------------ის №-/----- წერილით საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველყოფისთვის მოპასუხეს განესაზღვრა დამატებითი ვადა 2--- წლის 0------------დე. მიუხედავად დამატებითი ვადის განსაზღვრისა ამ უკანასკნელის მიერ არ მომხდარა საპრივატიზებო თანხის გადახდა და ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა 41 483.84 ლარის ოდენობით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 1-----------ის №-/1----- ბრძანებით, შეწყდა სააგენტოსა და შპს „ბ----–ის" შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო, მიუთითა 2--- წლის 1-----------ის №-/1----- ბრძანების შესაძლო გასაჩივრების შესახებ. ამასთან მოპასუხის წარმომადგენელმა 2--- წლის 0- ო---------ის სასამართლო მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მოსარჩელეს არა მარტო გაფრთხილება, არამედ საბანკო რეკვიზიტები უნდა ეცნობებინა, რაზედაც უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს შეტანა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 0--------ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ბ----–ის" შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. გ---------ში მდებარე 1-64 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №---- შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი: 81.1-.24.2--), ქ. გ---------ში ს--------ის ქუჩა №3---ში მდებარე 979 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №---- შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი: 81.1-.13.0--), ქ. გ---------ში მდებარე 303 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №- შენობა- ნაგებობები (საკადასტრო კოდი:81.1-.13.---), ქ. გ---------ში, მ----------ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №--№- შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი: 81.1-.03.2--) და გ--------ის მუნიციპალიტეტში სოფელ ქ----–--ში მდებარე 4845 კვ.მ არასასოფლო- სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №--№- შენობა ნაგებობები (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 81.16.01.---). ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლით გათვალისწინებულია მყიდველის ვალდებულება, საპრივატიზაციო თანხის 218 336 ლარის ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს სამი თვის ვადაში გადახდის უზრუნველყოფის შესახებ, ხოლო მეექვსე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას პირგასამტეხლოს ვადის გადახდის შესახებ და მიეთითება ანგარიშის რეკვიზიტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 3-13);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 45-53)
-2--- წლის 0--------ის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს. ფ. 1--21)
3.1.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 1- მაისს მიმართა შპს ,,ბ----–ის" დირექტორმა და ითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესყიდული მიწის ნაკვეთის ღირებულების გადახდისათვის დამატებითი ვადა ჯარიმის გამოყენების გარეშე, რაზეც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 31 მ----- №-/3---- წერილით მოპასუხეს განესაზღვრა დამატებითი ვადა 2--- წლის 0--------------დე, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2--- წლის 1-------ის №-/----- წერილით შპს ,,ბ----–ის" დირექტორს ეცნობა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მიეთითა საბანკო რეკვიზიტებისა და თანხის გადახდის ვადის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 3-13);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 45-53);
- 2--- წლის 1- მ----- მიმართვა (ს. ფ. 22-23);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 31 მ----- №-/3---- წერილი (ს. ფ. 24-25);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2--- წლის 1-------ის №-/----- წერილი (ს. ფ. 26-27);
3.1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 1-----------ის №-/1----- ბრძანებით, მხარეთა შორის არსებული 2--- წლის 0--------ის ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 3-13);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 45-53);
-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 1-----------ის №-/1----- ბრძანება (ს. ფ.32-33);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2--- წლის 0--------ის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საპრივატიზაციო თანხის გადახდის თაობაზე. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები, ხოლო მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს მიერ ხელშეკრულება ისე იქნე შეწყვეტილი, რომ აღნიშნულის თაობაზე მხარე ინფორმირებიული არ იყო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, მაგრამ იგი წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და უნდა შემცირდეს. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 0--------ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ბ----–ის" შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. გ---------ში მდებარე 1-64 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №---- შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი: 81.1-.24.2--), ქ. გ---------ში ს--------ის ქუჩა №3---ში მდებარე 979 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №---- შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი: 81.1-.13.0--), ქ. გ---------ში მდებარე 303 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №- შენობა- ნაგებობები (საკადასტრო კოდი:81.1-.13.---), ქ. გ---------ში, მ----------ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №--№- შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი: 81.1-.03.2--) და გ--------ის მუნიციპალიტეტში სოფელ ქ----–--ში მდებარე 4845 კვ.მ არასასოფლო- სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №--№- შენობა ნაგებობები (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 81.16.01.---). ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლით გათვალისწინებულია მყიდველის ვალდებულება, საპრივატიზაციო თანხის 218 336 ლარის ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს სამი თვის ვადაში გადახდის უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
მოცემული ხელშეკრულება სასამართლოს მოსაზრებით დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ქონების საკუთრებაში გაცემის მიზნით. შესაბამისად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ერონულ სააგენტოსა და შპს ,,ბ----–ის" შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 31--ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
2--- წლის 0--------ის ნასყიდობის ხელშეკრულების მეექვსე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას პირგასამტეხლოს ვადის გადახდის შესახებ და მიეთითება ანგარიშის რეკვიზიტები, ხელშეკრულების 2.1 მუხლით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდეობით დარღვევის დღიდან ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 1- მაისს მიმართა შპს ,,ბ----–ის" დირექტორმა და ითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესყიდული მიწის ნაკვეთის ღირებულების გადახდისათვის დამატებითი ვადა ჯარიმის გამოყენების გარეშე, რაზეც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 31 მ----- №-/3---- წერილით მოპასუხეს განესაზღვრა დამატებითი ვადა 2--- წლის 0--------------დე, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2--- წლის 1-------ის №-/----- წერილით შპს ,,ბ----–ის" დირექტორს ეცნობა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მიეთითა საბანკო რეკვიზიტებისა და თანხის გადახდის ვადის თაობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შესრულება. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ვალდებულება არ წყდება და როგორც წესი, შედეგად იწვევს ვალდებულების დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. თუ როგორი შესრულებაა ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულებით განისაზღვრება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები 2--- წლის 0--------ის ხელშეკრულებით, შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომლის ოდენობა შეადგენს გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტს, დარღვევის დღიდან ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კი მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, თუმცა დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ვალდებულება არ იქნა შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11--ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს მხარის მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში მხარემ ზიანი უნდა მოითხოვოს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი წესით. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცილდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სწორედ ამიტომ აქვს სასამართლოს უფლება შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს. დაკისრებული თანხა გამანადგურებლად არ უნდა მოქმედებდეს ვალდებული პირის ფინანსურ მდგომერეობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალიწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 41 483,84 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხისა და მისი გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 4000 ლარამდე. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2--- წლის 0--------ს, ხოლო იმავე წლის 1- დ--------ს უკვე შეწყდა. ამასთან, შუალედში მოსარჩელის მიერ განხორციელდა საპრივატიზებო თანხის გადავადება. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას გაფრთხილების ჩაუბარებლობის თაობაზე, სასამართლო ვერ გაითავლისწინებს და განმარტავს, რომ 2--- წლის 12 ივნისისა და 3------------ შპს ,,ბ----–ის" დირექტორის წერილების შინაარსით ირკვევა, რომ მხარისთვის ცნობილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 31 მ----- №-/3---- და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2--- წლის 1-------ის №-/----- წერილების შესახებ, რომლითაც მოპასუხეს ეცნობა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ, ასევე მიეთითა საბანკო რეკვიზიტები და განემარტა პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს ,,ბ----–ის" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 2---ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; მოპასუხე შპს ,,ბ----–ის" მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 4 000 ლარის გადახდა, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული 2--- წლის 0--------ის ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეულ პირგასამტეხლოს;
2. მოპასუხე შპს ,,ბ----–ის" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 1- დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი