გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.07.2019
საქმის ნომერი
330310019002908147
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2110-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - მ----------------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანება, მ----------------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ----------------–--ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ე------------------------–---–---------------------------------–--ში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მ----------------–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის 980 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება, 2019 წლის 21 თებერვლიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.

 

მოსარჩელის განმარტებით, პენიტენციურ სამსახურში დასაქმებული იყო 2000 წლიდან 2008 წლამდე, შემდეგ 2009 წლიდან გააგრძელა საქმიანობა და 2019 წლის 21 თებერვლამდე დასაქმებული იყო სხვადასხვა თანამდებობაზე. მისივე განმარტებით, გათავისუფლებამდე დაკავებული ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გ--------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–-----------------ის თანამდებობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანებით იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თუმცა რეალურად ადგილი არ ჰქონია მისი საშტატო ერთეულის გაუქმებას. შესაბამისად, ვინაიდან ცვლილებების შემდეგ მისი შტატი კვლავ არსებობდა, იგი მიიჩნევს, რომ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილია, რომ მ----------------–--ე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებული იყო 2000 წლის 1 მარტიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 19 მარტის №------– ბრძანებით, ამავე დეპარტამენტის ს------------------------------–-----------------------–-------------–------------ის მოვალეობის შემსრულებელი, იუსტიციის ლეიტენანტი მ----------------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 8 ოქტომბრის №-------– ბრძანებით, მ----------------–--ე დაინიშნა ამავე დეპარტამენტის ს------------------------------–------------–------------–-------------–------------ის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად და სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის M----------------- ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გ--------–-----------------------------------------------–---------------------------–--------------------------------------------, იუსტიციის კაპიტანი - მ----------------–--ე გადაყვანილ იქნა და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გ--------–-----------------------------------------------–-----------------------------–------------------------------------------- თანამდებობაზე, 2015 წლის 1 ივლისიდან. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 1120 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 59-70);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 18 მაისის №-------– ბრძანება (ს.ფ. 71);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 აგვისტოს №-------– ბრძანება (ს.ფ. 72);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 20 ოქტომბრის №-------– ბრძანება (ს.ფ. 73);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 16 იანვრის ბრძანება (ს.ფ. 74);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 12 მარტის №------– ბრძანება (ს.ფ. 75);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 20 აგვისტოს №-------– ბრძანება (ს.ფ. 76);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 19 მარტის №------– ბრძანება (ს.ფ. 77);

- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 8 ოქტომბრის №-------– ბრძანება (ს.ფ. 78);

- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2011 წლის 4 თებერვლის №------– ბრძანება (ს.ფ. 79);

- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 11 ივლისის №-------– ბრძანება (ს.ფ. 80);

- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 17 ივლისის №-------– ბრძანება (ს.ფ. 81);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2014 წლის 21 თებერვლის M----------------- ბრძანება (ს.ფ. 82);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის M----------------- ბრძანება (ს.ფ. 83).

 

3.2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1917 განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები განსაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №772 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- ბრძანების დანართი №2-ის ამონაწერებით დგინდება, რომ ს------------------------–-- ჩამოყალიბდა 456 საშტატო ერთეულით, მათ შორის: 1. ს----------------------–--- - 7 შტატით, სადაც განყოფილების უფროსი იყო 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1460 ლარი,) ინსპექტორი - 2 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1250 ლარი), უმცროსი მორიგე ინსპექტორი - 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი), 2. ს--–---–-----------–----–--------–---------------------------–----–-------------------–--- - 13 საშტატო ერთეულით, სადაც შტაბის (სამმართველოს) უფროსი იყო 1 საშტატო ერთეული (2400 ლარი), შტაბის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე - 1 საშტატო ერთეული (2100 ლარი), უფროსი ინსპექტორი (----–-----------------------------–------–----–-------------–-- - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), უფროსი ინსპექტორი (–----------------------------------–-- - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე) – 6 საშტატო ერთეული (1065 ლარი), უფროსი ინსპექტორი - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), ინსპექტორი - 2 საშტატო ერთეული (1065 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1917 განკარგულება, დანართი №1-ით (ს.ფ. 30-39);

- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 112);

- ამონაწერები სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- ბრძანების დანართი №2-დან (ს.ფ. 113-114).

 

3.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გ--------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–-----------------ი მ----------------–--ე, 2019 წლის 10 იანვარს გაფრთხილებულ იქნა 2019 წლის 15 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების/ დათხოვნის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 10 იანვრის გაფრთხილება (ს.ფ. 25).

 

3.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2019 წლის 12 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან, მათ შორის, პ-------–----------------------------–---–-----------–----–--------–---------------------------–-----------------–------------------------------------------------–--- მოსამსახურეებთან გაიმართა გასაუბრება.

 

კომისიის თავმჯდომარემ პენიტენციური დეპარტამენტის ს--–---–-----------–----–--------–---------------------------–-----------------–-----------------------------------------------–--- ყველა მოსამსახურეს განუმარტა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების შესაბამისად, გ------------------–---------------------------------–---–-----------–----–--------–-------------- სამმართველოები და ჩამოყალიბდა გ--------–--------------------------–--------------------------------–---–------------------------------- სამმართველო. ამასთან, განემარტათ ახალი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და ექსტრადიცია, პენიტენციურ დანიშნულებაში კრიზისული ვითარების მართვა, ინტერვენციისა და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. ასევე, განემარტათ ძირითადი ფუნქციებიც, კერძოდ, მშვიდობიან პერიოდში ყველა მოსამსახურე შეასრულებს ესკორტის ფუნქციას, ხოლო კრიზისული ვითარების, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს განახორციელებენ ინტერვენციებსა და სპეციალურ ღონისძიებებს.

 

ამასთან, გასაუბრების მსვლელობისას მოსამსახურეებს დაესვათ შემდეგი ერთგვაროვანი კითხვები: რა არის მისი ფუნქცია-მოვალეობები, თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად; როდის გაიარა ფიზიკური მომზადება, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და შენახვის სპეციალური კურსი; ხედავს თუ არა თავს პენიტენციური დეპარტამენტის ე------------------------–---–------------------------------- სამმართველოს მოსამსახურედ.

 

გასაუბრების ოქმიდან ამონაწერის თანახმად, ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ფუნქცია-მოვალეობების ჩამოყალიბება გაუჭირდათ მოსამსახურეთა ნაწილს, მათ შორის, პენიტენციური დეპარტამენტის გ--------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–-----------------ს - მ----------------–--ეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სპეციალური კომისიის 2019 წლის 12 თებერვლის გასაუბრების ოქმიდან (ს.ფ. 123-125).

 

3.4. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1917 განკარგულება. ამავე განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები, დანართი №1-ის შესაბამისად, 2019 წლის 15 თებერვლიდან.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 თებერვლის №457 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4511 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 თებერვლის №457 ბრძანების დანართი №1-ის ამონაწერით დგინდება, რომ ე------------------------–---–------------------------------- სამმართველო ჩამოყალიბდა 555 საშტატო ერთეულით, მათ შორის, შტაბი (სამმართველო) – 95 შტატით, სადაც შეიქმნა ს----------------------–--- - 23 შტატით (განყოფილების უფროსი იყო 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 2300 ლარი), მორიგე ოფიცერი (თბილისი) – 12 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), მორიგე ოფიცერი (ქუთაისი) – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), მორიგე ოფიცერი (ბათუმი) – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), უმცროსი ინსპექტორი (ლოჯისტიკის დარგში) – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი), უმცროსი ინსპექტორი (შეიარაღების დარგში) – 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი)).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულება, დანართი №1-ით (ს.ფ. 50-58);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 თებერვლის №457 ბრძანება და ამონაწერი დანართი №1-დან (ს.ფ. 115-116).

 

3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გ--------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–-----------------ი, იუსტიციის კაპიტანი მ----------------–--ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანება (ს.ფ. 26).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს მ----------------–--ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე, უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე მ----------------–--ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მ----------------–--ე დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გ--------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–-----------------ის თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული საკანონმდებლო აქტით დადგენილი რეგულაციები.

 

6.3. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულებაზე. დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანებით, ამავე სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გ--------–-----------------------------------------------–-----------------------------–---------------------------–-----------------ი, იუსტიციის კაპიტანი მ----------------–--ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილი/ გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო, ხოლო 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისათვის არ მიუღწევია.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ, როგორც საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ცვლილება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება და/ან გაუქმება, წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. აქედან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა იმ საშტატო ერთეულის შემცირებას/გაუქმებას, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ს------------------------–-- ჩამოყალიბდა 456 საშტატო ერთეულით, მათ შორის: 1. ს----------------------–--- - 7 შტატით, სადაც განყოფილების უფროსი იყო 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1460 ლარი,) ინსპექტორი - 2 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1250 ლარი), უმცროსი მორიგე ინსპექტორი - 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი), 2. ს--–---–-----------–----–--------–---------------------------–----–-------------------–--- 13 საშტატო ერთეულით, სადაც შტაბის (სამმართველოს) უფროსი იყო 1 საშტატო ერთეული (2400 ლარი), შტაბის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე - 1 საშტატო ერთეული (2100 ლარი), უფროსი ინსპექტორი (----–-----------------------------–------–----–-------------–-- - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), უფროსი ინსპექტორი (–----------------------------------–-- - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე) – 6 საშტატო ერთეული (1065 ლარი), უფროსი ინსპექტორი - 1 საშტატო ერთეული (1130 ლარი), ინსპექტორი - 2 საშტატო ერთეული (1065 ლარი).

 

ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 19 თებერვალს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გ------------------–---------------------------------–---–-----------–----–--------–-------------- სამმართველოები და ჩამოყალიბდა გ--------–--------------------------–--------------------------------–---–------------------------------- სამმართველო.

 

დადგენილია, რომ ე------------------------–---–------------------------------- სამმართველოში განისაზღვრა 555 საშტატო ერთეული, მათ შორის, შტაბი (სამმართველო) - 95 შტატით, ხოლო შტაბში (სამმართველო) შექმნილი ს----------------------–--- - 23 შტატით (განყოფილების უფროსი იყო 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 2300 ლარი,) მორიგე ოფიცერი (თბილისი) – 12 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), მორიგე ოფიცერი (ქუთაისი) – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), მორიგე ოფიცერი (ბათუმი) – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1290 ლარი), უმცროსი ინსპექტორი (ლოჯისტიკის დარგში) – 3 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი), უმცროსი ინსპექტორი (შეიარაღების დარგში) – 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი)).

 

ამდენად, რეორგანიზაციამდე ს------------------------–--ში, რომელიც არსებობდა 456 საშტატო ერთეულით, შექმნილი იყო ს----------------------–--- - 7 შტატით და ს--–---–-----------–----–--------–---------------------------–----–-------------------–--- 13 საშტატო ერთეულით. ცვლილების შედეგად გაუქმდა მითითებული სტრუქტურული ერთეულები და ჩამოყალიბდა გ--------–--------------------------–--------------------------------–---–------------------------------- სამმართველო. ამასთან, მხოლოდ ეს უკანასკნელი სამმართველო ჩამოყალიბდა 555 საშტატო ერთეულით, მათ შორის, შტაბი (სამმართველო) – 95 შტატით და ამავე შტაბში (სამმართველო) ს----------------------–--- - 23 შტატით.

 

სასამართლო აქვე მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2019 წლის 12 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან, მათ შორის, პ-------–----------------------------–---–-----------–----–--------–---------------------------–-----------------–------------------------------------------------–--- მოსამსახურეებთან გამართული გასაუბრების ოქმზე. ოქმში ხაზგასმით დაფიქსირდა, რომ კომისიის თავმჯდომარემ პენიტენციური დეპარტამენტის ს--–---–-----------–----–--------–---------------------------–-----------------–-----------------------------------------------–--- ყველა მოსამსახურეს განუმარტა, გ--------–---------------------------------–---–-----------–----–--------–-------------- სამმართველოების გაუქმებისა და გ--------–--------------------------–--------------------------------–---–------------------------------- სამმართველოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოსამსახურეებს განემარტათ ახალი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და ექსტრადიცია, პენიტენციურ დანიშნულებაში კრიზისული ვითარების მართვა, ინტერვენციისა და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. ასევე, განემარტათ ძირითადი ფუნქციებიც, კერძოდ, მშვიდობიან პერიოდში ყველა მოსამსახურე შეასრულებს ესკორტის ფუნქციას, ხოლო კრიზისული ვითარების, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს კი განახორციელებენ ინტერვენციებსა და სპეციალურ ღონისძიებებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №142 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გ--------–------------------------ მთავარი სამმართველოს დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია მითითებული სამმართველოს ს------------------------–--ს ფუნქციები, კერძოდ, ს------------------------–--: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის პროცესთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური საკითხების ორგანიზებას; გ) ამუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანასთან/გადაყვანასთან დაკავშირებული სამართლებრივ დოკუმენტაციას და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს; დ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას უსაფრთხოებას; ე) სავარაუდო ან/და მოსალოდნელი საფრთხის არსებობისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს ბადრაგირების ჯგუფის გაძლიერებას დამატებითი შიდა ან/და გარე რესურსებით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიიჩნევს, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა საჯარო დაწესებულების სტრუქტურა, თუმცა გაუქმებული სტრუქტურული ერთეულების მსგავსი ფუნქციებით ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული, რაოდენობრივად გაზრდილი საშტატო ერთეულებით. ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მიუხედავად მითითებული სახით განხორციელებული ცვლილებებისა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მ----------------–--ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, რომ არ უმსჯელია უშუალოდ მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული მთლიანად გაუქმდა, რაოდენობრივად შეიცვალა (გაიზარდა/შემცირდა) თუ უცვლელად დარჩა, ანდა ახლადშექმნილს სტრუქტურულ ერთეულში არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული ბრძანება კი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა იმ სტრუქტურულ ერთეულში შტატების შემცირების გამო, რომელიც ახლებურად ჩამოყალიბდა და ამასთან, რაოდენობრივად გაზრდილი საშტატო ერთეულებით. შესაბამისად, ასეთ პირობებში გაურკვეველია რა გარემოებებს დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მ----------------–--ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას და ადმინისტრაციული ორგანო იძულებული იყო ინდივიდუალურად შეეფასებინა მასთან დასაქმებული ყველა პირი, თუ რომელ მათგანს გააჩნდა უპირატესობა სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით, მაშინ მას ეკისრებოდა ვალდებულებაც წინაწარ განესაზღვრა, თუ რა კრიტერიუმებით მოხდებოდა ამ პირთა შეფასება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმში დაფიქსირებულ იმ გარემოებას, რომ ოქმში მითითებულ კითხვებზე მ----------------–--ეს პასუხების გაცემა და ფუნქცია-მოვალეობების ჩამოყალიბება გაუჭირდა. გარდა იმისა, რომ შეფასებითია გასაუბრების პროცესი და საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ხსენებული გასაუბრების ოქმით არ დასტურდება კონკრეტულად დასმული კითხვების შინაარსი ან/და მოსარჩელის მხრიდან მათზე გაცემული პასუხები, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუცილებელი იყო დასაქმებული პირების შეფასების კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრა და გასაუბრების პროცესის ობიექტურად წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის შექმნა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ამდენად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანება, მ----------------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

 

6.7. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.

 

ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში აღდგება. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

 

სასამართლო მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და ამავე დროს, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №--- ბრძანება, მ----------------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში;

 

3. მ----------------–--ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე