გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003006732
#2/168-2019 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26.09.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს.,, ს----------–--------ი “
წარმომადგენელი: დ------ გ-------–-–---–ი
მოპასუხე: ზ------ ქ----–--ე
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სარჩელით მომართა მოსარჩელე - ს.ს. ,,ს----------–--------ი “-ს (2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - ზ------ ქ----–--ის (პ/ნ.5----------) მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩლე განმარტავს, რომ წინამდებარე დავის არსი მდგომარეობს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში, კონკრეტულად ეს არის საბანკო დავალიანება, რომელიც სს ს----------–--------ის მიმართ გააჩნია ქ----–--ე ზ------ს. მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა ვალდებულების შესახებ, მიუხედავად ამისა ვალდებულებები დღემდე შეუსრულებელია.
მოსარჩელე ითხოვს ზ------ ქ----–--ეს სს ,,ს----------–--------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 32,866.45 ლარის გადახდა.
მოსარჩელე ს.ს „ს----------–--------ი“ ასევე ითხოვს მოპასუხე ზ------ ქ----–--ეს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 986 ლარის გადახდა.
მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს მიერ ს.ს. “ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ------ ქ----–--ე წარმოდგენილი შესაგებელით, მოსამზადებელ ეტაპზე და ასევე საქმის განხილვის დროს მიცემული ახსნა-განმარტებით, სს” ს----------–--------ი ”-ს სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და მიუთითებს, რომ ცნობს ძირს - 7370.19 ლარს, სარგებელს - 2524.24 ლარს, საკომისიოს - 224 ლარს და პირგასამტეხლოს - 800 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ სს ,,ს----------–--------ს" და ზ------ ქ----–--ეს შორის 2016 წლის 27 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N 3764328, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 9090 ლარის ოდენობით 36 თვის ვადით, წლიური 13.5% საპროცენტო სარგებელის დარიცხვით. პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ზ------ ქ----–--ეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება №3764328 (ს.ფ.15-17)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ 2019 წლის 22 აპრილის მდგომარეობით ზ------ ქ----–--ის დავალიანება ს.ს “ ს----------–--------ი„-ს მიმართ შეადგენს 32,866.45 ლარს, საიდანაც ძირია 7,370.19 ლარი, პროცენტი: 2,524.24 ლარი, პირგასამტეხლო: 22,748.02 ლარი, ხოლო საკომისიო 224 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ.18-19)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში ზ------ ქ----–--ის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და სესხზე განხორციელებული დაფარვები. ბოლო გადახდა განხორციელებულია 2016 წლის 26 სექტემბერს მოპასუხემ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.
მითითებული საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შესახებ მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა სესხზე არსებული დავალიანება დღემდე არ დაფარულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილება და გაგზავნის დამადასტურებელი ცნობა (ს.ფ.20-22)
- სესხის დაფარვები (ს.ფ.23)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,ს----------–--------ი“-ს სარჩელი ზ------ ქ----–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ზ------ ქ----–--ეს უნდა, დაეკისროს სს. ,,საქრთველოს ბანკი“-ს სასარგებლოდ 10918 ლარისა და 43 თეთრის (ათი ათას ცხრაასთვრამეტი ლარი და 43 თეთრი) გადახდა (საიდანაც 7370.19 ლარი არის ძირითადი თანხა, 2524.24 ლარი არის პროცენტი, 224 ლარი საკომისიო და პირგასამტეხლო 800 ლარი).
დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 867-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით ”.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ” სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი ”.
დადგენილია რომ სს ,,ს----------–--------ს" და ზ------ ქ----–--ეს შორის 2016 წლის 27 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N 3764328, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 9090 ლარის ოდენობით 36 თვის ვადით, წლიური 13.5% საპროცენტო სარგებელის დარიცხვით. პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ზ------ ქ----–--ეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას “. დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში ზ------ ქ----–--ის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და სესხზე განხორციელებული დაფარვები. ბოლო გადახდა განხორციელებულია 2016 წლის 26 სექტემბერს მოპასუხემ შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.
6.4.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა “ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და სასამართლო თვლის რომ უნდა განისაზღვროს 800 ლარით.
6.6. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად 1. “სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე) ამოღებულია (13.07.2006. N3435) ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; (11.12.2015. N4626 ) ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
11. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. (29.06.2007. N5124)
2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. “ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად “გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.”
წარმოდგენილი ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლო ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად „გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.“
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელი დაკმაყოფილდა.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.3.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, შესაბამისად აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოხდება ხარჯების განაწილება.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს. ,,ს----------–--------ი“-ს -ს (ს/ნ.2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზ------ ქ----–--ეს სს. ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 10918 ლარისა და 43 თეთრის (ათი ათას ცხრაასთვრამეტი ლარი და 43 თეთრი) გადახდა (საიდანაც 7370.19 ლარი არის ძირითადი თანხა, 2524.24 ლარი არის პროცენტი, 224 ლარი საკომისიო და პირგასამტეხლო 800 ლარი). სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. სს. ,,ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 327.43 (სამასოცდაშვიდი ლარი და 43 თეთრი) ლარი (საგადასახადო დავალება N135 გადახდის თარიღი – 11.04.2019 წ; გადამხდელის დასახელება - სს „ს----------–--------ის სათავო ოფისი“; გადამხდელის ბანკი – სს ”ს----------–--------ი“; ბანკის კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 986 ლარი;) კანონით დადგენილი წესით.
3. მოსარჩელე - ს.ს. ,,ს----------–--------ს“ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
4. დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ჩაბარებიდან 12 დღეში საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივანე ყიფიანი