გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.09.2019
საქმის ნომერი
100210019003103436
კატეგორია
დავის ტიპი
მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210019003103436

# 2/226-2019 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

23.09.2019წ. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე- ს.ს.ი.პ. ,,სოციალური მომსახურების სააგენტო“-ს საჩხერის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი- ნ---- მ------–---–ი

მოპასუხე - ა-–---------- ხ-–--–-ა

 

დავის საგანი- მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 საჩხერის რაიონულ სასამართლოში 2019 წლის 17 ივლისს შემოტანილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების (ს/კ 202178927 მის: ქ. საჩხერე, თავისუფლების ქ. N4) წარმომადგენლის ნ---- მ------–---–ის (პ.N3---------- მის: ქ. საჩხერე, 9 ა-----–-- ქ. N3-) სარჩელი, მოპასუხე ა-–---------- ხ-–--–-ას (პ.N 3---------- მის: ქ. საჩხერე, ს. ჩ---, ამჟამად პატიმარი) მიმართ, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის თაობაზე.

1.2 მოსარჩელის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი თ------ ხ-–--–-ა (დაბ. 15.09.2013 წელი, ნ/ნ 3----------) 2014 წლის თებერვლიდან დღემდე იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობაში. არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების მოწმობიდან ირკვევა, რომ თ------ ხ-–--–-ას დედა არის თ-- ლ--–---–---–ი (პ/ნ 3----------), ხოლო მამა - ა-–---------- ხ-–--–-ა (პ/ნ3----------). არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით 2014 წლის 11 მარტს საჩხერის რიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ------ ხ-–--–-ას ბიოლოგიურ მშობლებს თ-- ლ--–---–---–სა და ა-–---------- ხ-–--–-ას შეეზღუდათ მშობლის ყველა უფლება.

2014 წლის თებერვლიდან დღემდე, მშობლებმა ერთხელ მოინახულეს ბავშვი და მას შემდეგ მისი ბედით არ დაინტერესებულან. 2018 წლის 15 ოქტომბერს თ------ ხ-–--–-ას დედამ - თ-- ლ--–---–---–მა შეავსო განცხადება ბავშვის გაშვილების თანხმობის შესახებ. ხოლო მამა - ა-–---------- ხ-–--–-ა 2006 წლიდან დღემდე სასჯელს იხდიდა სხვადასხვა პერიოდულობით ჯანმრთელობის დაზიანებისათვის სასიკვდილო შედეგით, 2-ჯერ ქურდობისათვის და 2-ჯერ ოჯახში ძალადობისათვის. იგი დღესაც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

მოპასუხის მიერ არ შესრულებულა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198 -ე მუხლით გათვალისწინებული მშობლის მოვალეობა და ვალდებულება შვილის მიმართ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის წერილებიდან და განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნიდან ირკვევ, რომ ა-–---------- ხ-–--–-ა არ აკითხავდა შვილს, არ ჰქონდა მასთან არანაირი ურთიერთობა, არ გამოუჩენია ყურადღება და საერთოდ არ გამოუთქვამს მზაობა შვილთან ურთიერთობისა და მონახულების. არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებას, მიაჩნია მხარეს რომ ა-–---------- ხ-–--–-ას უნდა ჩამოერთვას მშობლის ყველა უფლება შვილის - თ------ ხ-–--–-ას მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ა-–---------- ხ-–--–-ას ჩამოართმევს მშობლის ყველა უფლება-მოვალეობებს, განყოფილება, როგორც მეურვეობისა დ მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო შეძლებს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არასრულწლოვან თ------ ხ-–--–-ას მიანიჭოს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი, რის შემდგომაც მოხდება მისი გაშვილება, რითაც დაცული იქნება მისი კანონიერი უფლებები. ის აღარ იქნება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და ეყოლება მშობლები, რომლებიც აღზრდიან მას საზოგადოების სრულფასოვან წევრად, იზრუნებენ მისი ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და სულიერი განვითარებისათვის.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება ითხოვს მოპასუხე ა-–---------- ხ-–--–-ას ჩამოერთვას მისი შვილის თ------ ხ-–--–-ას მიმართ არსებული მშობლის უფლებები და მოვალეობები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ა-–---------- ხ-–--–-ამ (პ/ნ3----------) შესაგებელში მიუთითა, რომ არ სცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ სასჯელს იხდის გეგუთის N14 დაწესებულებაში. 2019 წლის 30 ივლისს მიიღო გზავნილი საჩხერის რაიონული სასამართლოდან, რომელსაც ერთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილების სარჩელი სამოქალაქო საქმეზე, სადაც ითხოვენ, რომ ა-–---------- ხ-–--–-ას ჩამოერთვას მშობლის ყველა უფლება, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება. იგი აღნიშნავს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იმყოფება პატიმრობაში და შეზღუდული აქვს თავისუფლება, ითხოვს არ ჩამოერთვას მშობლის უფლება. იგი მიუთითებს, რომ განთავისუფლების შემდეგ იზრუნებს თავის შვილზე და ყველა ღონეს იხმარს, რომ დაიბრუნოს შვილი ოჯახში. სასჯელის დასრულებამდე დარჩენილი აქვს 7 თვე.

იგი უთითებს, რომ დარჩენილი 7 თვის განმავლობაში ბავშვზე იზრუნებს და ყურადღებას მიაქცევს მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ბიძაშვილი, რომელიც დაინტერესებულია რომ თ------ ხ-–--–-აზე იზრუნოს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ მოპასუხე - ა-–---------- ხ-–--–-ა (პ/ნ3----------) არის თ------ ხ-–--–-ას (3----------) ბიოლოგიური მამა. დადგენილია, რომ თ------ ხ-–--–-ა არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი 2017 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 1 ივლისამდე. მოცემულ საკითხზე ასევე წარმოდგენილია ს.ს.ე. შემოწმების აქტის ამონაწერიN0334637 და N0399798

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- -თ------ ხ-–--–-ას დაბადების მოწმობა N4---------- გაცემული 17.09.2013 წელი. (ს. ფ. 19)

- 2019 წლის 12 ივლისის N04-06-11/1538 ცნობა, სსე შემოწმების აქტის ამონაწერები N0334637 და N0399798. (ს.ფ. 20-22)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

3.2. დადგენილია, რომ თ------ ხ-–--–-ა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქ. თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ჩაირიცხა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში 24 თებერვლიდან. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე -საბურთალოს სოციალური მომსახურეობის ცენტრმა 2015 წლის 16 ივლისს თ------ ხ-–--–-ას მიანიჭა მინდობითი აღსაზრდელი ბავშვის სტატუსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 24 თებერვლის N 04-03/1210 საოქმო გადაწყვეტილება. (ს.ფ. 23)

- თბილისის ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 16 ივლისის N04-01/4598 გადაწყვეტილება. (ს.ფ.24-25)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.3. დადგენილია, რომ თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონალური საბჭოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით 2016 წლის 9 დეკემბრიდან თ------ ხ-–--–-ა ამოირიცხა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლიდან და განთავსდა მინდობით აღზრდაში ქ. საჩხერეში მარინა გ--–--ის ოჯახში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 09 დეკემბრის N04-00/54270 საოქმო გადაწყვეტილება და2016 წლის 16 დეკემბრის N04-00/55367 გადაწყვეტილება. (ს.ფ. 26-29)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

3.4. დადგენილია, რომ ს.ს.პ. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იმერეთის რეგიონალური საბჭოს 2018 წლის 25 იანვრის N0508-0655 ოქმის საფუძველზე 2018 წლის 1 თებერვლიდან შეწყდა მინდობითი აღზრდის მომსახურება მარინა გ--–--ის ოჯახში. დადგენილია, რომ 2018 წლის 1 თებერვლიდან თ------ ხ-–--–-ა განთავსდა არანათესაური მინდობითი აღზრდის მომსახურებაში ქ. თბილისში, სადაც განთავსებულია დღემდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს.ს.პ. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იმერეთის რეგიონალური საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის N 04-06-11/179 საოქმო გადაწყვეტილება. და ბავშვის მინდობითი აღზრდის ხელშეკრულება. (ს.ფ. 30-31)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.5. დადგენილია, რომ თ------ი ხ-–--–-ას ბიოლოგიურ მშობლებს- ა-–---------- ხ-–--–-ას და თ-- ლ--–---–---–ს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით შეეზღუდათ მშობლის ყველა უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის N2/24-14 დაუსწრებელი გადაწყვეტილება. (ს.ფ.34-38)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.6. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 18 ოქტომბრის წერილით დასტურდება, რომ თ------ ხ-–--–-ას მამას -ა-–---------- ხ-–--–-ას არ გამოუთქვამს მზაობა შვილთან ურთიერთობის და მონახულების. იმავე დაწესებულების 2019 წლის 22 აპრილის წერილით დგინდება, რომ თ------ ხ-–--–-ა 2018 წლის 01 თებერვლიდან განთავსებულია მიმღებ ოჯახში-ირმა გახოკიძესთან. დაწესებულების ხელმძღვანელი თხოვს საჩხერის რაიონულ განყოფილებას, რომ ვინაიდან მშობლებს, ბავშვის თბილისში განთავსებიდან დღემდე, არ გამოუთქვამთ მზაობა შვილთან ურთიერთობის და მონახულებაზე უმოკლეს ვადაში დაიწყოს მუშაობა მშობლის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რათა განისაზღვროს არასრულწლოვანის თ------ ხ-–--–-ას სამომავლო მზრუნველობის ფორმა და შედეგები.

სოციალური მუშაკის დასკვნით ბიოლოგიურმა მშობლებმა ბავშვის ჩვილ ბავშვთა სახლში გადაყვანის პერიოდში მოინახულეს, შემდეგ კი ბავშვის ბედით არ დაინტერესებულან. ჩვილ ბავშვთა სახლში შესვლის პერიოდში, ბავშვის კოგნიტიური და ფიზიკური განვითარება მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის ასაკს . ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებდა მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას და კვებით რეჟიმს. 2015 წლის19 მარტს ბავშვს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია-კოლოსტომის დახურვა და გართულებას ადგილი არ ჰქონია. საჩხერეში მიმღებ ოჯახში-მარინა გ--–--ესთან ყოფნის დროს ბავშვის მშობლებს და ნათესავებს არ გამოუთქვამთ ბავშვის მონახულების სურვილი მის მშობლებს და ნათესავებს. მოხდა ბავშვის ბაბუის -ა-–------ ხ-–--–-ას მოძიება და მნახველ პირად დარეგისტრირება. ბაბუამ ბავშვი რამდენჯერმე მოინახულა შემდეგ კი ბავშვის ბედით არ დაინტერესებულა. ბავშვს დაუდგინდა ბრონქული ასთმა, მძიმე პერსისტიული მიმდინარეობის . ამიტომ მიმღები ოჯახი მოძიებული იქნა აღმოსავლეთ საქართველოში და იგი განთავსდა ქ.თბილისში ირმა გახოკიას ოჯახში. სოციალური მუშაკის დასკვნიდან გამომდინარე მისი პოზიციით ა-–---------- ხაჯალიას უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება.

დადგენილია, რომ თ------ ხ-–--–-ას ბიოლოგიურმა დედამ - თ-- ლ--–---–---–მა დაწერა განცხადება ბავშვის თ------ ხ-–--–-ას გაშვილების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 18 ოქტომბრის N04-00-ვ/42426 წერილი(ს.ფ.39)

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 22 აპრილის N 04-00/6968 წერილი.(ს.ფ. 40)

- განყოფილების სოციალური მუშაკის 2019 წლის 12 ივნისის N4769 დასკვნა. (ს.ფ. 41-43)

- 2018 წლის 15 ოქტომბრის N4130 განცხადება ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის შესახებ. (ს.ფ.44-50)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს განყოფილებამ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტს თ------ ხ-–--–-ას გასაშვილებელი ბავშვის სტატუსთან დაკავშირებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტმა მოითხოვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებისა და საჭიროების მიხედვით მოგვეხდინა მისთვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჩხერის რაიონული განყოფილების 2018 წლის 24 ოქტომბრის N 04-06-11/1879 წერილი. (ს.ფ.51-52)

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 02 ნომებრის N 04/58669 წერილი. (ს.ფ.53)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.8. ა-–---------- ხ-–--–-ა 2006 წლიდან სხვადასხვა წლებში ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს ს.ს.კ.-ის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლიდან 2011 ლის ჩთვლით იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით), ს.ს.კ.-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ს.ს.კ. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტი(2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით იხდიდა სასაჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით) ს.ს.კ.-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლიდან 2017 წლის ჩათვლით იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით), ს.ს.კ. -ის 1261 მუხლის მეორე ნაწილით (სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით 2018 წლიდან დღემდე). აღნიშნული დანაშაულები არ არის ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით. დადგენილია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების პოზიციით ა-–---------- ხ-–--–-ა ხასიათდება დადებითად. ამასთან 2019 წლის 14 მაისის გასაუბრების ოქმით ა-–---------- ხ-–--–-ამ გამოთქვა მზაობა განთავისუფლების შემდეგ ისევ იზრუნოს თავის შვილზე და დაიბრუნოს ოჯახში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქ. შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩხერის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 5 ივნისის N 31901446184 წერილი. (ს.ფ.54)

- საჩხერის რაიონული განყოფილების 2019 წლის 13 მაისის N 04-06-11/1076 წერილი. (ს.ფ. 55) 2019 წლის 16 მაისის N1446229/01 წერილი. (ს.ფ.56-57).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

3.7. მოწმე მ------ გ--–--ის ჩვენებით ბავშვის მასთან ყოფნის პერიოდში მამას ბავშვი საერთოდ არ უნახავს ერთხელ იყო სანახავად ღამით მთვრალი , კარებზე ხმაურით აკაკუნებდა . ბავშვს ეძინა და სხვა ბავშვებმა დარეკეს პატრულში. იმუქრებოდა. ბავშვს მწვავე ბრონქიტი ჰქონდა და გადაიყვანეს თბილისში. ბაბუამ საავადმყოფოში სამჯერ ნახა ბავშვი. ბავშვს სპეციალური კვება სჭირდებოდა.

მოწმე ა-–------ ხ-–--–-ას ჩვენებით იგი არის თ------ი ხ-–--–-ას ბაბუა. მან განმარტა, რომ ბავშვი 10-ჯერ მაინც ნახა. რაც გადაიყვანეს თბილისში მას ბავშვი არ უნახავს . შემდეგ თვითონ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. ა-–---------- მის წინააღმდეგ ძალადობისთვის ორჯერ მოხვდა ციხეში. სიმთვრალისგან განსხვავებით ფხიზელი ა-–---------- თავს აკონტროლებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ჩვენებები(იხ.ოქმი)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის რომ, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს , რადგან ა-–---------- ხ-–--–-ას მოცემული დროისათვის ისედაც შეზღუდული აქვს მშობლის ყველა უფლებები და მოვალეობები ამასთან იგი წინააღმდეგი არაა იზრუნოს თავის არასრულწლოვან შვილზე მისი მდგომარეობის შესაბამისად. მოსარჩელის პოზიციაა ის რომ ბავშვის გაშვილების შემთხვევაში შეიძლება უკეთეს მდგომარეობაში იყოს ბავშვი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ ბიოლოგიური მამას მატერიალური მდგომარეობისა და ცხოვრების წესის გამო აუცილებლად უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება, მითუმეტეს, რომ არცერთი დანაშაული არასრულწლოვანის მიმართ ან თანდასწრებით არ არის ჩადენილი და არსებობს შანსი სრულყოფილად აღდგეს ბავშვისა და ბიოლოგიური მამის ურთიერთობა, რომელიც ასე საჭიროა ბავშვისათვის. აქედან გამომდინარე. ს.ს.ი.პ. ,,სოციალური მომსახურების სააგენტო“-ს საჩხერის რაიონული განყოფილების სარჩელი ა-–---------- ხ-–--–-ას მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე მუხლი, 1206-ე , 1207-ე, მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.2. „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას იღებენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.

 

6.3.ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

6.6.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის შესაბამისად მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.

დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს შეზღუდული აქვს მშობლის ყველა უფლებები და მოვალეობები. ბავშვის-თ------ი ხ-–--–-ას მიმართ დადგენილია მეურვეობა და მზრუნველობა . იგი განთავსებულია მიმღებ ოჯახში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.

 

6.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამ შემთხვევაში ინიციატორია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომლის ძირითადი მოტივია ის , რომ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის პირია. ა-–---------- ხ-–--–-ა მატერიალურად ყურადღებას არ აქცევს, არ იღებს მონაწილეობას მის აღზრდაში, უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის შემდეგ ბავშვს მიენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და შესაძლებელია უკეთეს ოჯახურ პირობებში, მოხვდეს , რაც ბავშვისთვის უკეთესია.

 

6.8. .საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

 

6.9. სასამართლოს მიუთითებს, რომ კანონი ადგენს მშობლის ქცევის წესების ზოგად მორალურ და იდეურ პრინციპებს, რომელთა შინაარსშიც მთელი სისრულით ვლინდება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მორალის პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების რეალიზაცია უნდა დაედოს შვილების აღზრდას, თუმცა იმავდროულად უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები. კანონი აწესებს რა მშობლების ძირითად უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, ამავე დროს ადგენს მათი განხორციელების საზღვრებს. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ.

 

აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ხსენებულ სამართლებრივ ნორმაში მითითებული ერთი პირობა მაინც, რომ მშობელს ჩამოერთვას მშობლის უფლებები და მოვალეობები და ეს ფაქტი ბუნებრივია პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან. ამასთან საყურადღებოა, რომ მშობლის უფლებების და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა. დადგენილია, რომ მოპასუხეს უკვე შეზღუდული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა, რის გამოც ბავშვი იმყოფება სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება არებული უზრუნველყოს ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის მიღებულია ყველა ზომა.

 

6.10.ჩამოთვლილი პირობებიდან ბავშვის მიმართ უხეშად მოქცევა ა-–---------- ხ-–--–-ას მიერ არ დგინდება. რაც შეეხება ამორალური ქცევის დეფინიციას ეს პირდაპირ განმარტებული არ არის კანონით , თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ამორალური ქმედება ეს არის ქცევის ისეთი გამოვლინება, რომელიც საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო ქმედება. ზნეობრივი ნორმების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია სულიერი სიკეთე, რომელიც განუყოფლად უკავშირდება პიროვნებას. ამ შემთხვევაში ა-–---------- ხ-–--–-ას მხრიდან არ არის გამოვლენილი ისეთი საქციელი , რომელიც თავის შვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. ნასამართლობა ეხება მოპასუხის პიროვნულ მახასიათებელს კრიმინალთან მიმართებაში.

პიროვნული მახასიათებლის კუთხით ქრონიკული ალკოჰოლიკობა ან ნარკომანობა ა-–---------- ხ-–--–-ას მიმართ დადგენილი გარემოებებით სახეზე არ არის, ასევე არ ყოფილა ბავშვის ჩაბმის ფაქტი ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში. საყურადღებოა , რომ ა-–---------- ხ-–--–-ა ბავშვის ბიოლოგიური მამაა და მისი განმარტებით მას უნდა მიეცეს შანსი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სრულად შეასრულოს მშობლის უფლება მოვალეობები.

სასამართლო თვლის , რომ არ არსებობს ა-–---------- ხ-–--–-ასათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის საფუძველი.

 

6.11საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1207-ე მუხლის შესაბამისად მშობლისუფლებამოვალეობაჩამორთმეული პირი კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და მოვალეობა. შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას.

 

6.12.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლის პირველი ნაწილით შესაბამისად მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილით პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც, თუ მას შეუსრულდა ათი წელი.

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი.

 

6.13.საყურადღებოა ეს გარემოება , რომ მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის შემდგომ ბავშვის გაშვილების შემთხვევაში ა-–---------- ხ-–--–-ას სრულად ერთმევა უფლება აღიდგინოს მშობლის უფლებები და მოვალეობები, რაც ამ ურთიერთობაში შეიძლება ასევე არ შეესაბამებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

 

6.14.ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს , რადგან სახეზე არ არის ის პირობები, რომელიც შექმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ”იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა”.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სახელმწიფო ბაჟის შესახებ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის,,უ“ ქვეპუნქტი)

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს.ი.პ. ,,სოციალური მომსახურების სააგენტო“-ს საჩხერის რაიონული განყოფილების სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ჭიათურა, გ. თხელიძის ქ. N41).

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი