გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
330210119002890814
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/4942-19

გადაწყვეტი-–-ბა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კო-------–--------–--------------ა“

წარმომადგენელი - პა-----–--------------ა

მოპასუხე - შპს ,,ლი-–-ო“

წარმომადგენელი - რე------–-------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ლი-–-ო“-ს სს ,,კო-------–--------–--------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 235 579,48 ლარის გადახდა;

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს ,,კო-------–--------–--------------ა“ აწარმოებს უალკოჰოლო გაზიან გამაგრი-–-ბელ სასმელებს - ,,კოკა კოლა“-ს ბრენდის ქვეშ არსებულ პროდუქციებს. მოსარჩელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს წარმოება და შემდგომ წარმოებული და იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია - დისტრიბუცია კომერციული მიზნებისათვის. კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელესა და შპს ,,ლი-–-ო“-ს შორის 2016 წლიდან შედგა შეთანხმება და მოსარჩელე შეკვეთების საფუძველზე აწვდიდა მოპასუხეს პროდუქციას მცხეთა მთიანეთის რეგიონში რეალიზაციის მიზნით, ხოლო 2017 წლის 01 ოქტომბერს გაფორმდა სადისტრიბუციო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე აწვდიდა მოპასუხეს პროდუქციას 14 დღიანი საკონსიგნაციო ვადით. მხარეებს შორის 2018 წლის 07 მაისის შედარების აქტის საფუძველზე შპს ,,ლი-–-ოს“ 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით გააჩნდა დავალიანება 230 173,24 ლარი. აუდიტორული კომპანია ,,ალ-----------“ მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ანგარიშით 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით სს ,,კო-------–--------–--------------ა“-ს მიერ შპს ,,ლი-–-ო“-სათვის მიწოდებული პროდუქციის და უკან დასაბრუნებელი ტარის მოცულობამ შეადგინა 3 201 530,99 ლარი დღგ-ს ჩათვლით. 2019 წლის 21 იანვრის მდგომარეობით შპს ,,ლი-–-ო“-ს სს ,,კო-------–--------–--------------ა“-სათვის გადასახდელი აქვს 235 579,48 ლარი (მათ შორის უკან დასაბრუნებელი ტარის ღირებულება 3 986,06 ლარი), რაც დასტურდება აუდიტორული კომპანია ,,ალ-----------“ მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ანგარიშით.

 

მითითებული თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის დღემდე არ გადაუხდია, რომლის დაკისრებასაც ითხოვს სს ,,კო-------–--------–--------------ა“ წარმოდგენილი სარჩელით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ლი-–-ო“-მ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 01 ოქტომბერს, სს ,,კო-------–--------–--------------ა“-სა და შპს ,,ლი-–-ო“-ს შორის დაიდო დისტრიბუციის ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა პროდუქციის გაყიდვა, შეძენა და გადაცემა, კერძოდ, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კომპანია პერიოდულად (შეკვეთების შესაბამისად) ჰყიდის და საკუთრებაში გადასცემს პროდუქციას დისტრიბუტორს, ხოლო დისტრიბუტორი ყიდულობს და საკუთრებაში იღებს ამ პროდუქციას შემდგომი რეალიზაციის მიზნით წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. დისტრიბუტორი თანახმაა გადაიხადოს პროდუქციის ღირებულება მე-4 მუხლის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა პროდუქციის საფასური და გადახდის პირობები, კერძოდ, პროდუქციის კონკრეტული სახისა და ერთეულის ფასი მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების N3 დანართში სადაც მითითებული უნდა იქნეს კომპანიის მიერ დადგენილი სარეკომენდაციო წესის შესაბამისად როგორც მიწოდების ასევე სარეალიზაციო ფასები, ხოლო მისაწოდებელი პროდუქციის საერთო ღირებულება განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეული შეკვეთის შესაბამისად, N3 დანართში მოცემული ფასებისა და შესაბამის შეკვეთაში მითითებული რაოდენობის გათვალისწინებით. დისტრიბუტორი ვალდებულია გადაუხადოს კომპანიას პროდუქციის ღირებულება მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

 

ამავე ხელშეკრულების მე-12 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ორივე მხარის მიერ ყველა გვერდზე ხელისმოწერის შემდეგ და ძალაშია 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დისტრიბუციის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2018 წლის 07 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით შპს ,,ლი-–-ო“-ს დავალიანება განისაზღვრა 230 173,24 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი (ს.ფ. 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა 2017 წლის 01 ოქტომბრის დისტრიბუციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი თანხის - 235 579,48 ლარის დაკისრების საკითხი.

 

ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე შპს ,,ლი-–-ო“-ს წარმომადგენელი აპელირებს ვალდებულების შესრულებაზე, როგორც ნასყიდობის თანხის 235 579,48 ლარის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე. გარდა ამისა, მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ანგარიში დავალიანების არსებობის დასადასტურებლად არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის 01 ოქტომბრის დისტრიბუციის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას.

 

მნიშვნელოვანია გაირკვეს, რას შეადგენდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და ვალდებულების შესრულების მიზნით რა თანხა იქნა გადახდილი მოპასუხის მხრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწი-–-ბული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმომშობი ფაქტის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდება) მითითება {სსკ-ის 477-ე მუხლი} ევალებოდა მოსარჩელეს, რაც მან გააკეთა კიდეც, მაგრამ პროდუქციის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ევალებოდა მყიდველს.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2018 წლის 07 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით შპს ,,ლი-–-ო“-ს დავალიანება განისაზღვრა 230 173,24 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 01 მარტის აუდიტორული ანგარიშის თანახმად, აუდიტორის მიერ შემოწმებული იქნა შესაბამისი სასაქონლო-ზედნადებები, რომელზეც დაყრდნობითაც დგინდება, რომ 2019 წლის 21 იანვრის მდგომარეობით სს ,,კო-------–--------–--------------ა“-ს მიერ შპს ,,ლი-–-ო“-სათვის მიწოდებული პროდუქციის შესაბამისად შპს ,,ლი-–-ო“-ს სს ,,კო-------–--------–--------------ა“-სათვის გადასახდელი აქვს 235 579,48 ლარი (ს.ფ. 27-30, მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწი-–-ბის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტი-–-ბაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ანგარიშის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. შესაბამისად მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ გახდება სარჩელის დაკამყოფი-–-ბაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან მოპასუხის განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც, რომელიც ეხება 2018 წლის 30 აპრილის შემდგომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას, არ იცვლება სარჩელის დაკმაყოფი-–-ბის ბედი, რადგან მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 07 მაისის ურთიერთშედარების აქტი, ხოლო რაც შეეხება პროდუქციის ღირებულების გადახდას, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ვალდებეულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ მას საქონელი არ მიუღია და მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. საგულისხმოა, რომ აუდიტორის ანგარიშში მოცემულია თითოეული მიწოდებისათვის განსაზღვრული სასაქონლო ზედნადები შესაბამისი ნომრით, რომლის უარყოფაც მოპასუხე მხარეს მარტივად შეეძლო საგადასახადო ვებ-პორტალიდან ამოღებული მონაცემების გზით, რაზე დაყრდნობითაც მოახდინა აუდიტორმა დავალიანების გამოანგარიშება.

 

ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სამოქალაქო კოდექსი ანგარიშს უწევს მოვალის მდგომარეობას და მას უფლებას ანიჭებს კრედიტორისაგან შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვოს.

 

ცალსახაა, რომ მოპასუხე - შპს ,,ლი-–-ო“ არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგალითად, იმას, რომ სადავო პერიოდში 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრამდე მისთვის მიწოდებული იქნა 3 201 530,99 ლარის ღირებულების პროდუქტი. მოპასუხის შედავება შემოიფარგლა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა.

 

ამასთან, პროდუქციის მიწოდების საკითხი და აუდიტორულ ანგარიშში ასახული ინფორმაცია, რომელიც ეხება მიწოდებული პროდუქციის დამადასტურებელი ს/ზედნადებების რეესტრს, მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გახადა, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარე შეზღუდული იყო ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების კუთხით.

 

ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეული იქნა თანხის გადახდის ვალდებულება. შპს ,,ლი-–-ო“-ს შესაგებელი კი ამ ფაქტებს ვერ აბათი-–-ბს. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მას მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს ნასყიდობის საფასური 235 579,48 ლარი.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

 

2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლი-–-ბების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ. -ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტი-–-ბის გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

შპს ,,ლი-–-ო“-ს მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფი-–-ბდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწი-–-ბი: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“) . სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.

 

მოპასუხე - შპს ,,ლი-–-ო“ არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას. მოპასუხის შედავება შემოიფარგლა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რაც როგორც ითქვა, ზოგადი ხასიათის შედავებაა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცი-–-ბელია მონაწი-–-თა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე კი, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისას, სადავოობის შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს მყიდველისათვის ქონების გადაცემა, ხოლო მყიდველმა - გამყიდველისთვის შეთანხმებული ფასის ანაზღაურება.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა 2017 წლის 01 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი თანხის - 235 579,48 ლარის დაკისრების საკითხი.

 

ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს ვალდებულების შესრულებაზე, როგორც ნასყიდობის თანხის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიწოდებული პროდუქციის დარჩენილი ღირებულების გადახდაზე მოპასუხის დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც ამყარებდა ახსნა-განმარტებას.

 

საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 07 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით შპს ,,ლი-–-ო“-ს დავალიანება განისაზღვრა 230 173,24 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 01 მარტის აუდიტორული ანგარიშის თანახმად, აუდიტორის მიერ შემოწმებული იქნა შესაბამისი სასაქონლო-ზედნადებები, რომელზეც დაყრდნობითაც დგინდება, რომ 2019 წლის 21 იანვრის მდგომარეობით სს ,,კო-------–--------–--------------ა“-ს მიერ შპს ,,ლი-–-ო“-სათვის მიწოდებული პროდუქციის შესაბამისად შპს ,,ლი-–-ო“-ს სს ,,კო-------–--------–--------------ა“-სათვის გადასახდელი აქვს 235 579,48 ლარი (ს.ფ. 27-30, მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ მას საქონელი არ მიუღია და მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. საგულისხმოა, რომ აუდიტორის ანგარიშში მოცემულია თითოეული მიწოდებისათვის განსაზღვრული სასაქონლო ზედნადები შესაბამისი ნომრით, რომლის უარყოფაც მოპასუხე მხარეს მარტივად შეეძლო საგადასახადო ვებ-პორტალიდან ამოღებული მონაცემების გზით, რაზე დაყრდნობითაც მოახდინა აუდიტორმა დავალიანების გამოანგარიშება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებული გარემოებები არ აბათი-–-ბენ მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებიდან.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს სრულად არ აუნაზღაურა მიწოდებული საქონლის ღირებულება.

 

მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ მას საქონელი არ მიუღია და მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა თავის შესაგებელს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5050 ლარი; (ს.ფ. 57-58)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტი-–-ბა, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფი-–-ბულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტი-–-ბით იქნა დაკმაყოფი-–-ბული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ლი-–-ოს“ მოსარჩელე სს ,,კო-------–--------–--------------ა“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5050 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფი-–-ბაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტი-–-ბით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტი-–-ბის (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,კო-------–--------–--------------ა“-ს წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო შპს ,,ლი-–-ოს“ სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშაულებას.

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ძალაში უნდა დარჩეს სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,კო-------–--------–--------------ა“-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ლი-–-ო“-ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს ,,ლი-–-ოს“ მოსარჩელე სს ,,კო-------–--------–--------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 235 579,48 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ,,ლი-–-ოს“ მოსარჩელე სს ,,კო-------–--------–--------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5050 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტი-–-ბა შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტი-–-ბის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტი-–-ბის გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტი-–-ბის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტი-–-ბის გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტი-–-ბის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტი-–-ბის ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტი-–-ბის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი