განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე№1/187-18
№050121118002
05 აპრილი, 2019 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი გურამ შენგელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ფ-------- ო-----ს ძე გ---------ე (დაბადებული 1-----–-–------------–ს, პირადი ნომერი №3----------, მცხოვრები: ვანის რაიონი, ს------–---------ი)
ადვოკატი: ო-------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ფ-------- გ---------ემ ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლიდან 2018 წლამდე დროის პერიოდში, ფ-------- გ---------ე ვანის რაიონის ს------–--------–ი არსებულ საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას ო---- გ---------ეს, რამაც ო---- გ---------ეში გამოიწვია ტანჯვა. 2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ფ-------- გ---------ეს მამასთან კონფლიქტი მოუვიდა ოჯახის კუთვნილი პირუტყვის გაყიდვასთან დაკავშირებით, აღნიშნულით განაწყენებულმა ფ-------- გ---------ემ, ვანის რაიონის ს------–--------–ი არსებული თავიანთი საცხოვრებელი სახლის წინ გამავალ საავტომობილო გზაზე, ფეხით სხეულის არეში რამდენიმეჯერ დარტყმის და ხელების ყელში წაჭერის გზით ფიზიკური ძალადობა განახორციელა ო---- გ---------ეზე, რა დროსაც ო---- გ---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ფ-------- გ---------ემ ჩაიდინა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 ნოემბერს, დილის საათებში ვანის რაიონის ს------–--------–ი არსებულ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის კუთვნილი პირუტყვის გაყიდვის საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტით განაწყენების ნიადაგზე, ფ-------- გ---------ემ კუთვნილ სანადირო თოფში ჩააწყო ვაზნები და მამას ო---- გ---------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ო---- გ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სასამართლომ დაადგინა:
ფ-------- გ---------ემ ჩაიდინა - ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ფ-------- გ---------ეს მამასთან კონფლიქტი მოუვიდა ოჯახის კუთვნილი პირუტყვის გაყიდვასთან დაკავშირებით, რის გამოც ვანის რაიონის ს------–--------–ი არსებულ თავიანთი სახლის წინ გამავალ საავტომობილო გზაზე, ფ-------- გ---------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა ო---- გ---------ეზე და დაემუქრა მას საცხოვრებელი სახლის დაწვით, რის შემდეგაც სირბილით გაემართა სახლის მიმართულებით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ო---- გ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4.1. სასამართლოს დასკვნა ფ-------- გ---------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ო---- გ---------ის გამოკითხვის ოქმს, ა---------–-----–----ის გამოკითხვის ოქმს, ვ-–--------------–--ის გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ სანადირო თოფს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ფ-------- გ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ფ-------- გ---------ეს ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ფ-------- გ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.4. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ფ-------- გ---------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. ფ-------- გ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
7.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ფ-------- გ---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ-------- გ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ფ-------- გ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ფ-------- გ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მსჯავრდებულ ფ-------- გ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ფ-------- გ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე,საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე ფ-------- გ---------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ფ-------- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ფ-------- გ---------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 13 ნოემბრიდან.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული, მეტალის ბურთულები და ნაჭრის ნიმუში რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კასრი და პლასტმასის კონტეინერი რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დაწესებულებას
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნონა ზარქუა