განაჩენი

სისხლის სამართლის 16.09.2019
საქმის ნომერი
330100115783132
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1729-15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ---–--–---–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

განსასჯელი - ვ-–-------- ა-------ის ძე ს------ა - დაბადებული 1--- წლის 1---------ოს, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–-------–------------------------------------------ში

 

ადვოკატები - რ----- კ----------–---–ი, რ-------- გ------–-–---–ი და ლ---- ზ------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ვ-–-------- ს------ას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენაგრძნობით, რაც გამოიხატა შემდეგში;

 

2002 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ვ-–-------- ს------ა და კ------- ხ-------ე დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულნი, მივიდნენ ქ.-----–--–-----–--------------–------------–----------------------ში მცხოვრებ ა-–---------- ი-----–-–---–თან და გაიხმეს იგი ამავე მ---------------------ის წინ მდებარე ა/ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შორის მიმდინარე საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც კ------- ხ-------ემ და ვ-–-------- ს------ამ უმნიშვნელო მიზეზით, შესაბამისად ხულიგნური ქვენაგრძნობით განიზრახეს ჯგუფურად ა.ი-----–-–---–ის განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ.ხ-------ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ა.ი-----–-–---–ს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, შესაბამისად, განსაკუთრებული სისასტიკით მიაყენა ჭრილობა მარჯვენა ფეხის არეში, რითაც ა.ი-----–-–---–მა მიიღო მარჯვენა წვივის არის ძვლებისა და კუნთების დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. ვ.ს------ამ განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ასევე დაუდგენელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან წაქცეულ ა.ი-----–-–---–ს ესროლა მუცლის არეში, რითაც მას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ კ------------ე და ვ-–-------- ს------ა შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო ა.ი-----–-–---–ი ადგილზე გარდაიცვალა.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვ-–-------- ს------ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია). აღსანიშნავია, რომ საბრალდებო დასკვნაში „ვ“ ქვეპუნქტი მითითებული არ არის, თუმცა დისპოზიციასა და დანაშაულებრივი ქმედების ფორმულირებაში ასახულია.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შედეგებით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

დაზარალებულ ე------ ი-----–-–---–ის ჩვენებით, 2002 წლიდან დღემდე ცხოვრობს, თბილისში, გ-–--------------–---------------------------–----------ში. გარდაცვლილი ა-–---------- ი-----–-–---–ი მისი შვილია, ხოლო მოწმეები: თ-----------–ი და თ-------- ი-----–-–---–ი - რძალი და შვილიშვილი. დაზარალებულის განმარტებით, იცნობდა ზ---- ხ-------ეს როგორც მეზობელს და მისი შვილის მეგობარს, ხოლო ვ-–-------- ს------ას არ იცნობს და არც რაიმე სმენია შვილისაგან მის შესახებ.

 

2002 წლის 24 ნოემბერს საღამოს საათებში, სახლში იმყოფებოდა რძალთან თ.ჭ-------–თან ერთად, ხოლო თ-------- მამასთან ა-–---------- ი-----–-–---–თან ერთად - ეზოში. დაახლოებით 17:15 საათისათვის დაზარალებულმა ეზოდან გაიგო აფეთქების მსგავსი გასროლის ხმა, რასაც მალევე მოყვა მეორე გასროლა, შედარებით სუსტი ხმით. გასროლიდან დაახლოებით 10 წუთში, მეზობლის ბავშვებმა ტირილით ამოიყვანეს თ-------- ი-----–-–---–ი, რომელიც იყო შეშინებული და აფორიაქებული. ე------ ი-----–-–---–ი რძალთან თ.ჭ-------–თან ერთად ჩავიდა ეზოში, სადაც საკმაოდ ბნელოდა. მეზობლებისაგან შეიტყო, რომ ა-–----ს იარაღიდან ფეხში ესროლეს და იყო დაჭრილი. მეზობლებმა ალ.ი-----–-–---–ი გადაყვანეს მერვე საავადმყოფოში, თუმცა სამედიცინო დახმარების გაწევამდე გარდაიცვალა. დაზარალებულის განმარტებით, იმავე დღეს, მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაგანაც შეიტყვეს, რომ ალ.ი-----–-–---–ის მკვლელები იყვნენ ს----- ხ-------ე და ვ-–---- ს------ა. შემდეგში ასევე ცნობილი გახდა დაზარალებული ოჯახისათვის, რომ ა/ფარეხთან ალ.ი-----–-–---–ს პირველად ესროლა ს----- (იგივე კ---) ხ-------ემ, შემდეგ კი ვ-–---- ს------ამ, რომლის ნასროლი ტყვიაც აღმოჩნდა სასიკვდილო შედეგის მომტანი. დაზარალებულის განმარტებით, 2002 წლის 24 ნოემბერს, მის შვილს ა-–----------ს ეზოდან ორჯერ დაუძახა ს----- ხ-------ემ (ზ---- ხ-------ის ძმა) და სთხოვდა დაბლა ჩასვლას, თუმცა ა-–---------- თავდაპირველად არ პასუხობდა, ბოლოს კი უთხრა, რომ დედასთან საუბრის დასრულებისთანავე ჩავიდოდა ეზოში.

 

მოწმე თ-----------–ის ჩვენებით, არის გარდაცვლილ ა-–---------- ი-----–-–---–ის მეუღლე. იცნობდა ზ---- ხ-------ეს, ხოლო მისი ძმა ს----- (იგივე კ---) ხ-------ე ერთხელ ჰყავს ნანახი. 2002 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათისათვის, თ.ჭ-------–ი იმყოფებოდა სახლში, დედამთილთან ე------ ი-----–-–---–თან ერთად, მეუღლე ა-–---------- იყო გვერდით სადარბაზოში მეზობელთან, შვილი თ-------- კი - ეზოში. ეზოდან შემოესმათ ორი გასროლის ხმა, პირველი იყო ძლიერი, აფეთქების მსგავსი, ხოლო მალევე მეორე - შედარებით დაბალი ხმით. აღნიშნული გასროლებიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, მეზობლის უფროსმა ბიჭებმა სახლში აიყვანეს თ-------- ი-----–-–---–ი, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა. თ--------მ დედას უთხრა, რომ თამაშისას გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა ძირს დაგდებული ა.ი-----–-–---–ი. ბავშვის გადმოცემით, ალ.ი-----–-–---–ი დიდი იარაღით (რომელსაც შავი ტყავის ქურთუკში მალავდა) დაჭრა გარდაცვლილს ნაცნობმა, წვერიანმა მამაკაცმა, რომლიც ადრე მამამ რესტორანში გააცნო თ--------ს. თ.ჭ-------–ი მალევე ჩავიდა ეზოში, თუმცა მეზობლებისგან შეიტყო, რომ მისი მეუღლე უკვე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მოწმის კლინიკაში მისვლის დროისათვის ალ.ი-----–-–---–ი უკვე გარდაცვლილი იყო. თ.ჭ-------–ის ინფორმაციით, მისი მეუღლე მოკლეს ს----- (იგივე კ---) ხ-------ემ და ვ-–---- ს------ამ.

 

მოწმე თ-------- ი-----–-–---–ის ჩვენებით, არის გარდაცვლილ ა-–---------- ი-----–-–---–ის შვილი. 2002 წლის 24 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით 18 საათისათვის, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მყოფმა 8 წლის თ--------მ გაიგო აფეთქების ხმა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო გასროლის ხმა. მოწმემ მეგობრისაგან შეიტყო, რომ მამამისი დაჭრილი იყო და გაქიცა მ----------------თან მდებარე ავტოფარეხებთან, სადაც დაინახა ძირს დაგდებული, ფეხში დაჭრილი ა-–---------- ი-----–-–---–ი. მასთან ახლოს იმყოფებოდა ორი პირი, რომელთაგან ერთს არ იცნობდა, ხოლო მეორეს - ს----- ხ-------ეს, რომელიც ცდილობდა ქურთუკში ე.წ. „აბრეზის“ დამალვას, კარგად იცნობდა. მოწმის ჩვენებით, ს----- ხ-------ე იყო მაღალი, ჰქონდა წვერი და ეცვა შავი ქურთუკი. თ-------- ი-----–-–---–ის ჩვენებით, შვილის დანახვაზე ალ.ი-----–-–---–მა ხელი აიქნია და რაღაც ჩაიბუტბუტა, რის საპასუხოდაც მეორე პირი მიტრიალდა მისკენ და ესროლა ა-–---------- ი-----–-–---–ს მუცელში. მოწმის განმარტებით, მომხდარის გამო იყო შოკირებული და მეზობელი ბიჭები ცდილობდნენ შემთხვევის ადგილიდან მის გარიდებას. თ.ი-----–-–---–ის ინფორმაციით, მამამისი მოკლეს ს----- (იგივე კ---) ხ-------ემ და ვ-–---- ს------ამ.

 

მოწმე კ-------–--ის ჩვენებით, იცნობდა გარდაცვლილ ა-–---------- ი-----–-–---–ს (მისი მეზობელი იყო, გვერდით კორპუსში), ხოლო ს----- ხ-------ესა და ვ-–-------- ს------ას არ იცნობს. 2002 წლის 24 ნოემბერს საღამოს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებული გაჩერდა გლდანის პირველი მიკრო რაიონის, მ----------------ის წინ ეზოში, სადაც შეხვდა მეგობრებს: მ------ ვ------------ეს, ა------ ა-----–---–ს, გ--- პ---------–---–ს და მათ თანხმლებ უცნობ პიროვნებას. საუბარისას გადაწყვიტეს სახინკლეში წასვლა და ჩასხდნენ გ.პ---------–---–ის მანქანაში, რა დროსაც მოწმემ გაიგო გასროლის ხმა. ა/მანქანიდან გადმოსულებმა ნახეს, რომ ა-–---- ი-----–-–---–ი იწვა მიწაზე და ფეხიდან მოსდიოდა სისხლი, მის გარშემო კი იყო ხალხმრავლობა, ა.ი-----–-–---–თან ახლოს იმყოფებოდა მისი მცირეწლოვანი ვაჟიშვილიც. ამ სიტუაციაში კ-------–--ემ შენიშნა, რომ მათ გვერდით ჩაუარა მაღალმა, სავარაუდოდ ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ქურთუკს იფარებდა სახეზე, რის გამოც მიაქცია ყურადღება. კ.ხ--–--ის განმარტებით, ა/ფარეხიდან გამოიყვანა კუთვნილი ა/მანქანა და დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ალ.ი-----–-–---–ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

მოწმე ა------ ა-----–---–ის ჩვენებით, ალ.ი-----–-–---–ი მისი მეზობელი იყო, ვ-–-------- ს------ას არ იცნობს, ხოლო კ------------ე მისი ნაცნობის ძმაა. 2002 წლის 24 ნოემბერს საღამოს, გლდანის პირველი მიკრო რაიონის, მ----------------ის წინ ეზოში მყოფმა მოწმემ მეგობრებთან: კ-------–--ესთან, მ------ ვ------------ესთან, გ--- პ---------–---–თან და ვ--–------ ვ--------თან ერთად გადაწყვიტა სახინკლეში წასვლა, თუმცა ვ--–------მ უარი თქვა და დანარჩენები ჩასხდნენ გ.პ---------–---–ის მანქანაში. მოულოდნელად გაიგონეს ორი აფეთქების ხმა, რომელიც თავიდან სათამაშო ასაფეთქებლის ხმას მიამსგავსეს, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ იყო იარაღიდან გასროლილი. მოწმემ და მისმა მეგობრებმა შენიშნეს ხალხმრავლობა, ა/მანქანიდან გადმოვიდნენ და მეექვსე და მეხუთე კორპუსების წინ არსებულ ა/ფარეხებთან დაინახეს მეზობელი ა-–---- ი-----–-–---–ი, რომელიც ფეხში დაჭრილი იწვა მიწაზე, იქვე ახლოს იმყოფებოდა ა.ი-----–-–---–ის მცირეწლოვანი ვაჟიშვილიც (თავად არ დაუნახავს, თუმცა ასე ამბობდნენ). მოწმის განმარტებით, შენიშნა შემთხვევის ადგილიდან, ჩქარი ნაბიჯით მომავალი ორი პიროვნება, რომელთაგან ერთს სახეზე ქურთუკი ჰქონდა აფარებული, ხოლო მეორეს - სახეზე ჩამოფარებული ქუდი, მათ ხელში მოწმეს არაფერი დაუნახავს. ა.ა-----–---–ის განმარტებით, კ.ხ--–--ის ავტომანქანით ა.ი-----–-–---–ი წაიყვანეს საავადმყოფოში, რომელიც მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე დ----- ჯ----–---–ის 2002 წლის 24 ნოემბრის ჩვენებით, ა-–---------- ი-----–-–---–ი იყო მისი ნათესავი. 2002 წლის 24 ნოემბერს, იმყოფებოდა გ-–------------ის პირველი მიკრორაიონის, მ----------------ის წინ, მეზობლებთან ერთად. დაახლოებით 17:30 საათზე მეგობრებმა: მ------ ვ------------ემ, კ-------–--ემ, გ---მ და მათმა თანმხლებმა უცნობმა პირმა დაპატიჟეს სახინკლეში. დ.ჯ----–---–მა წასვლაზე უარი განაცხადა და დარჩა ეზოში, ხოლო დანარცენები ჩასხდნენ მანქანაში. მალევე მოწმეს შემოესმა ა-–---------- ი-----–-–---–ის, იგივე „------ს“ ყვირილი, რომელიც ვიღაც ორ მამაკაცს ეუბნებოდა „რა თქვი ბიჭოო?“. მოწმის მისვლამდე ალ.ი-----–-–---–მა კიდევ ერთხელ თქვა „გაიმეორე ბიჭო რა თქვიო?“. ხსენებული ორი მამაკაციდან ერთ-ერთმა, მაღალმა, რომელიც ა-–----სთან ერთად იდგა, ამოიღო დიდი ზომის იარაღი და ესროლა ფეხში ა.ი-----–-–---–ს. ა-–---- წაიქცა, ხოლო იმ პიროვნებამ, რომელმაც ესროლა, თავზე დაადო იარაღი, მაგრამ აღარ გაუსვრია. ამის შემდეგ მეორე უფრო დაბალმა მამაკაცმა, წაქცეულ ა-–----ს კიდევ ესროლა იარაღი. შემდეგ ორივე წამოვიდა შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით 1 მეტრში გაუარეს მოწმეს გვერდით და გაემართნენ საერთო საცხოვრებლების მიმართულებით. მოწმე მყისიერად მივიდა ა-–----სთან, რომელიც უკვე ხროტინებდა. ამ დროს ვიღაცამ ბრალდებულებს ესროლა ქვა, რაზეც მაღალი პიროვნება შემოტრიალდა და მოწმეს დაუმიზნა იარაღი. დ.ჯ----–---–ი ამოეფარა ხეს, რის შემდეგაც უცნობმა ისევ ჩაიდო იარაღი ქურთუკის შიგნით და ორივემ გააგრძელა გზა. დ.ჯ----–---–მა დაინახა ა-–----ს შვილი, რომელიც ტიროდა და იძახდა „მამა, მამაო“. მოწმის ჩვენებით, მაღალი მამაკაცი იყო სპორტული აღნაგობის დიდი მხრებით, შავგვრემანი, წინა მხრიდან გამელოტებული, დიდი თვალებით, ეცვა შავი ფერის ტყავის ქურთუკი, შავი ფერის შარვალი და შავი როლინგი; რაც შეეხება მეორე პირს, იგი იყო უფრო დაბალი ტანის, გაუპარსავი წვერით, თავზე ეფარა ქუდი „კეპკა“, რომელიც ჩამოფხატებული ჰქონდა, ტანთ ეცვა ცისფერი ჯინსის ქურთუკი, საყელოზე თეთრი ფერის ბეწვით. მოწმის ჩვენებით, ორივე მამაკაცი ნახა პირველად, არავისთვის მიუმსგავსებია და არც ამოცნობა შეუძლია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---–- ხ---------ი დაეთანხმა საჯაროდ წაკითხული, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორეს, კერძოდ: 2002 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათისათვის, ლ---–- ხ---------ი დასთან მ--- ხ---------თან ერთად, იმყოფებოდა ნათესავის პანაშვიდზე, გ-–------------–----------–------------------------ში. სამძიმრიდან მომავლებმა, დაახლოებით 18:00 საათისათვის, იმავე კორპუსის სადარბაზოსთან 15-20 მეტრის მოშორებით, შენიშნეს სამი ბიჭი, რომელებიც ერთმანეთში კამათობდნენ. მოწმის განმარტებით, დაახლოებით ორ მეტრში გაიგონეს გასროლის ხმა და სამი ბიჭიდან ერთ-ერთი დავარდა მიწაზე. მოწმის ჩვენებით, თავზე მდგომი ორი მამაკაციდან, ერთი იყო მათი ყოფილი მეზობლის, ზ---- ხ-------ის ძმა, ს----- ხ-------ე. მას ეცვა შავი ფერის ტყავის ქურთუკი, შარვალი და ჰქონდა წვერი. რაც შეეხება მეორე პიროვნებას, მასაც ეცვა შავი ფერის ტყავის ქურთუკი, შავი შარვალი და იყო საშუალო ტანის, გამხდარი, 160 სმ სიმაღლის, ჩავარდნილი ლოყებით და სწორი ცხვირით. მოწმე შიშის გამო, დასთან ერთად დაიმალა სადარბაზოში, ხსენებული ორი მამაკაცი კი წავიდა საავტომობილო გზის მიმართულებით. მათი წასვლის შემდეგ ლ.ხ---------ი დასთან ერთად მივიდა ძირს დაგდებულ უცნობ მამაკაცთან, რომლის გარშემოც იყო სისხლი. მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე პოლიცია, თუმცა გარდაცვლილი მამაკაცი ახლობლებს უკვე წაყვანილი ჰყავდათ საავადმყოფოში. მოწმის ჩვენებით, მას პირადად არ დაუნახავს, თუ ვინ ესროლა დაჭრილს და არც ის დაუნახავს, თუ ვის ეკავა ხელში იარაღი. 25.11.2002 წლის ჩვენებაში დაფიქსირებულია, რომ იმ დროისათვის ლ.ხ---------ს შეეძლო ორივე პიროვნების ამოცნობა.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე მ--- ხ---------ის 2002 წლის 25 ნოემბრის ჩვენებით, 2002 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათისათვის, ლ---–- ხ---------ი დასთან მ--- ხ---------თან ერთად, იმყოფებოდა ნათესავის პანაშვიდზე, გ-–------------–----------–------------------------ში. სამძიმრიდან მომავლებმა, დაახლოებით 18:00 საათისათვის, იამვე კორპუსის სადარბაზოსთან 15-20 მეტრის მოშორებით, შენიშნეს სამი ბიჭი, რომელებიც ერთმანეთში კამათობდნენ. მათთან მიახლოვებისას, ორი მეტრში მოწმემ გაიგონა გასროლის ხმა იარაღიდან. მ.ხუდოაიანი მალევე შეტრიალდა პიროვნებებისაკენ და დაინახა, რომ ერთი ბიჭი იყო მიწაზე დავარდნილი, ხოლო დანარჩენმა ორმა, ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა. ამ ორი პიროვნებიდან მ.ხ---------მა ამოიცნო ერთ-ერთი, ყოფილი მეზობლის ზ---- ხ-------ის ძმა, ს----- ხ-------ე, რომელსაც ხშირად ნახულობდა თავის ეზოშიც. ს----- ხ-------ე იყო მაღალი, ეცვა შავი ფერის ტყავის ქურთუკი, შავი ფერის შარვალი, ჰქონდა წვერი, ხოლო თმები ჰქონდა შეთხელებული. რაც შეეხება მეორე მ.ხ---------ისათვის უცნობ პირს, მას ტანზე ეცვა შავი ფერის ტყავის ქურთუკი, შავი ფერის შარვალი, იყო საშუალო ტანის, გამხდარი, დაახლოებით 160-162 სმ სიმაღლის, ჰქონდა ჩავარდნილი ლოყები და საშუალო ზომის, სწორი ცხვირი, ოდნავ დიდი ყურები. შექმნილი სიტუაციის გამო მ.ხ---------ი და მისი და ლ.ხ---------ი მოეფარნენ სადარბაზოს, ხოლო ხსენებული პირები წავიდნენ საავტომობილო გზის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ, მ--- და მისი და მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახეს მათთვის უცნობი პიროვნება, რომელიც მკვდარი ეგდო ძირს და იდგა სისხლის გუბე. მალევე მოგროვდა ხალხი და მოვიდნენ პოლიციის მუშაკები, რა დროსაც გარდაცვლილი უკვე წაყვანილი ყავდათ საავადმყოფოში. მოწმის ჩვენებით, მას შეუძლია ამოიცნოს ს----- ხ---------თან ერთად მყოფი პიროვნება. მ.ხ---------ის განმარტებით, მას პირადად არ დაუნახავს, თუ ვინ ესროლა გარდაცვლილს და არც ის დაუნახავს, თუ ვის ეკავა ხელში იარაღი.

 

მოწმე ტ------– გ--------–---–ის ჩვენებით, 2002 წლის 24 ნოემბერს, გ-–----–----------–---------------------------–-----------ის მიმდებარედ „ტაქსაობდა“ კუთვნილი ვოლგის ფირმის ავტომობილით. დაახლოებით 16:00-17:00სთ დროის პერიოდში, მასთან მივიდა სამი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ზ----- ჩ-----–ი, მეტსახელად „------–-“ და მეორე -----, მეტსახელად „--–---“. ზ----- ჩ-----–ის თხოვნით, მოწმემ სთხოვა გ-–----------------------------------------–-------------------თან მიყვანა. ადგილზე მისვლის შემდეგ, მანქანიდან გადმოვიდა მხოლოდ ზ----- ჩ-----–ი, რომელიც შევიდა კორპუსში და 2-3 წუთში გამობრუნდა. ტ.გ--------–---–მა სამივე მათგანი ისევ დააბრუნა იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად შეხვდა. ზ----- ჩ-----–ს ეცვა შავი ტყავის მოკლე ქურთუკი უქუდოდ, ჰქონდა წვერები და იყო ოდნავ ნასვამი. გ--------ეს ეცვა შავი ფერის ქურთუკი, თავზე ეხურა „კეპკა“, იყო წვერებით. რაც შეეხება მესამე პიროვნებას, მასაც ეცვა ქურთუკი, თავზე არაფერი ეხურა, იყო საშუალო სიმაღლისა და აღნაგობის, ქართული გარეგნობის. მოწმის განმარტებით, ხსენებული სამი პირიდან, არცერთს არც მანქანაში ჩაჯდომამდე და არც შემდეგ თან რაიმე ნივთი არ ჰქონიათ.

 

მოწმე ვ----– ა-----–---–ის ჩვენებით, 2002 წლის 24 ნოემბერს ა.ი-----–-–---–ის მკვლელობის ფაქტს არ შესწრებია, აღნიშნულის თაობაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და არც საგამოძიებო მოქმედებაში - ფოტოსურათით ამოცნობაში არ მიუღია მონაწილეობა.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე გ------- ქ--------–ის 2002 წლის 28 ნოემბრის ჩვენებით, 2002 წლის 24 ნოემბერს, მეგობართან ვ----– ა-----–---–თან ერთად, მივიდა მშობლების ბინაში, მდებარე: გ-–-------------------------------------------------თან. დაახლოებით 17:00-17:15 საათამდე დროის პერიოდში, ხსენებულ კორპუსთან მდებარე ავტოფარეხებთან, სადარბაზოს წინ შენიშნა სამი მამაკაცი, რომლებიც საუბრობდნენ. მათგან ერთში გ.ქ--------–მა ამოიცნო ა-–---- „------“ ი-----–-–---–ი, მეორეში - ს----- ხ-------ე და მესამე კი იყო ვ-–-------- ს------ა (ა.ი-----–-–---–ი იდგა მ----------------ის წინ სახით, ხოლო ს.ხ-------ე და ვ.ს------ა ზურგით კორპუსთან). დაახლოებით 20-25 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა ხსენებული პირებისგან გ.ქ--------–ი ვ.ა-----–---–თან ერთად, როდესაც ხმამაღალი საუბრის გამო შემოტრიალდა და დაინახა, რომ საუბარი გადაიზარდა კონფლიქტში. „------“ უყვიროდა ს-----ს და ვ-–----ს „რა თქვი ბიჭო, გამიმეორე“, რაც დაახლოებით ორჯერ გაუმეორა. ამის შემდეგ ს----- ხ-------ემ გადადგა ერთი ნაბიჯი უკან, სავარაუდოდ უბიდან ამოიღო გადაჭრილი თოფი „აბრეზი“ და ესროლა ა-–---- ი-----–-–---–ს ფეხის არეში. ა-–---- მაშინვე წაიქცა მიწაზე, რამდენიმე წამში კი ვ-–----მ უბიდან ამოიღო პისტოლეტი და მიწაზე დავარდნილ ა-–---- ი-----–-–---–ს მანაც ესროლა. ს----- ხ-------ე და ვ-–---- ს------ა ამის შემდეგ წავიდნენ მოწმისა და მისი მეგობრის მიმართულებით ჩქარი ნაბიჯებით და გაემართნენ საერთო საცხოვრებლებისაკენ. ამ დროს ს.ხ-------ესა და ვ.ს------ას ვიღაცამ ესროლა ქვა, ისინი შემოტრიალდნენ და ს.ხ-------ემ ე.წ. „აბრეზი“ მიუშვირა უცხო პიროვნებას, რომელიც ხეს ამოეფარა. ვინაიდან ირგვლივ ყველა დაიმალა, ს.ხ-------ემ ჩაიდო იარაღი ქურთუკის შიგნით და განაგრძეს გზა. მომხდარით დაბნეულმა გ.ქ--------–მა და ვ.ა-----–---–მა დაინახეს, როგორ დაესია ხალხი დაჭრილ ა-–---- ი-----–-–---–ს, რომელიც მეზობლებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში. გ.ქ--------–ის ჩვენებით, ს.ხ-------ე და ა.ი-----–-–---–ი არიან მისი სკოლელები, ხოლო ვ-–---- ს------ას იცნობს როგორც უბნელს.

 

ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2002 წლის 29 ნოემბერს, მოწმე ვ----– ა-----–---–მა, გამომძიებლის მიერ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ვ-–-------- ა-------ის ს------ა (მარცხნიდან მარჯვნივ, რიგით N2 სურათი), რომელმაც 2002 წლის 24 ნოემბერს გ-–------------ში ესროლა პისტოლეტი ძირს დაგდებულ პიროვნებას. მოწმემ ვ.ს------ა ამოიცნო კანის ფერით, სახის მოყვანილობითა და იერსახით (გამომძიებელი ა.მ---–---).

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად:

 

1. ა-–--------- მ------ის ძე ი-----–-–---–ის გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა შემდეგი დაზიანებები:

1.1. მუცლის წინა კედლის ცეცხლნასროლი ნატყვიარი ღრუში შემავალი ბრმა ჭრილობა ქვემო ღრუ ვენისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით. ჭრილობის შესავალი ხვრელი განლაგებულია მუცლის შუა მესამედში შუა ხაზზე ჭიპის ოდნავ ქვემოთ, ჭრილობის არხი მიემართება წინიდან-უკან, ოდნავ მარცხნიდან-მარჯვნივ და ზემოდან-ქვემოთ და მთავრდება წელის კუნთების სისქეში წელის მე-4 მალის დონეზე მისგან ოდნავ მარჯვნივ დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის შედეგად და მიეკუთვნება ცოცხალ პირებში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

1.2. მარჯვენა წვივის მიდამოს ცეცხლნასროლი საფანტით განვითარებული ბრმა ჭრილობა წვივის ძვლებისა და კუნთების დაზიანებით. ჭრილობის შესავალი ხვრელები წვივის შუა მესამედში გარეთა ზედაპირზე. არხი მიემართება მარჯვნიდან-მარცხნივ, ოდნავ წინიდან-უკან და ზემოდან-ქვემოთ. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება ცოცხალ პირებში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

2. ა.ი-----–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის პერიოდში სიკვდილის დადგომამდე მცირე ხნით ადრე.

3. ა.მ.ი-----–-–---–ის სიკვდილის მიზეზია მუცლის ღრუში შემავალი ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვემო ღრუ ვენისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით, რასაც შედეგად მოჰყვა მასიური სისხლდენა და ორგანიზმის მწვავე სისხლნაკლებობის განვითარება.

4. ა.მ.ი-----–-–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში სასამართლო ქიმიური გამოკვლევით ალკოჰოლი არ აღმოჩნდა, ჭრილობების არხებიდან ამოღებული იქნა უცხო სხეულები (ექსპერტი ი.ბ------ე).

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად:

 

1. ა-–--------- მ------ის ძე ი-----–-–---–ის გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა შემდეგი დაზიანებები:

1.1. მუცლის წინა კედლის ცეცხლნასროლი ნატყვიარი ღრუში შემავალი ბრმა ჭრილობა ქვემო ღრუ ვენისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებებით. ჭრილობის შესავალი ხვრელი განლაგებულია მუცლის შუა მესამედში შუა ხაზზე ჭიპის ოდნავ ქვემოთ, ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, ოდნავ მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან-ქვემოთ და მთავრდება წელის კუნთების სისქეში წელის მე-4 მალის დონეზე მისგან ოდნავ მარჯვნივ დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება ცოცხალ პირებში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, პირდაპირ კავშირშია დამდგარ სიკვდილთან.

1.2. მარჯვენა წვივის მიდამოს ცეცხლნასროლი საფანტით განვითარებული ბრმა ჭრილობა წვივის ძვლებისა და კუნთების დაზიანებით. ჭრილობის შესავალი ხვრელები წვივის შუა მესამედში გარეთა ზედაპირზე. არხი მიემართება მარჯვნიდან-მარცხნივ, ოდნავ წინიდან-უკან და ზემოდან ქვემოთ. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება ცოცხალ პირებში სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

2. ა.ი-----–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის პერიოდში სიკვდილის დადგომამდე მცირე ხნით ადრე.

3. ა.მ.ი-----–-–---–ის სიკვდილის მიზეზია მუცლის ღრუში შემავალი ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვემო ღრუ ვენისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით, რასაც შედეგად მოჰყვა მასიური სისხლდენა და ორგანიზმის მწვავე სისხლნაკლებობის განვითარება. სიკვდილი დადგა გვამის გამოკვლევამდე 0.5-1 დღე-ღამით ადრე.

4. ა.მ.ი-----–-–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში სასამართლო ქიმიური გამოკვლევით ალკოჰოლი არ აღმოჩნდა, ჭრილობების არხებიდან ამოღებული იქნა უცხო სხეულები (ექსპერტი ი.ბ------ე).

 

სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის N---8-/ბ დასკვნის თანახმად:

1. ა.ი-----–-–---–ის სხეულიდან ამოღებული სამი ცალი ტყვიის მასალისაგან კუსტარული წესით დამზადებულ, N4 ფინდიხს, განკუთვნილს გლუვლულიანი სანადირო თოფების, სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისათვის.

2. ა. ი-----–-–---–ის სხეულიდან ამოღებული ქაღალდი წარმოადგენს გლუვლულიანი თოფებისათვის განკუთვნილი 12 კალიბრის ვაზნის მუყაოს საფენს (ექსპერტი ბ.მ-------–--ი).

 

საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანლიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2016 წლის 30 სექტემბრის წერილის თანახმად, მოქ. ვ-–-------- ს------ას (დაბ.1---------წ, პირადი ნომერი 0----------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი (გასვლა) სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით, 1997 წლიდან 2016 წლის 28 სექტემბრამდე დაფიქსირდა სსსკ „ყაზბეგის“ გავლით 13.04.2002წ 16:45 სთ (ს.ფ.157-158).

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მოწმეების: კ-------–--ის, ა------ ა-----–---–ისა და მ------ ვ------------ის გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ პუნქტების (ძველი რედაქცია) დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენაგრძნობით. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან (მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები) არ იქნა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებასთან ვ-–-------- ს------ას სავარაუდო კავშირზე. არცერთი მტკიცებულება არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც არ ადასტურებს ვ.ს------ას ბრალეულობას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში, კერძოდ:

 

· სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, არცერთი მათგანი არ იცნობს განსასჯელ ვ-–-------- ს------ას და ვერ მიუთითებს, როგორც ალ.ი-----–-–---–ის განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირზე;

· სასამართლო ვერ გაიზიარებს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა ვ.ა-----–---–მა კატეგორიულად უარყო ვლ.ს------ას ამოცნობის ფაქტი და უფრო მეტიც, განმარტა, რომ საერთოდ არანაირი ინფორმაციას არ ფლობს აღნიშნული დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (გ.ქ--------–თან ერთად არ შესწრებია მკვლელობას და არც ამ უკანასკნელისგან გაუგია ალ.ი-----–-–---–ის მკვლელების ვინაობა);

· რაც შეეხება მოწმე გ------- ქ--------–ის ჩვენებას (რაც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე მოწმის გარდაცვალების გამო), რომელმაც გამოძიების ეტაპზე მიუთითა მის ნაცნობებზე - ს----- ხ-------ესა და ვ-–-------- ს------აზე, როგორც ალ.ი-----–-–---–ის მკვლელობის ჩამდენ პირებზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

ევროსასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალზე ფრთხილად და სათანადო წინდახედულობით უნდა შეფასდეს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიღებულია ისეთ პირობებში, როდესაც დაცვის უფლება არაა უზრუნველყოფილი. ზოგიერთ გარემოებაში შეიძლება საეჭვო გახდეს გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებებზე მითითება მაშინ, როდესაც ბრალდება მთლიანად ან მეტწილად დაფუძნებულია პირის ჩვენებებზე და მოცემულ შემთხვევაში ფაქტის თვითმხილველი მოწმის, რომლის უშუალოდ დაკითხვის საშუალებაც ბრალდებულს არ ჰქონდა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის სტადიაზე, რაც მისცემდა სასამართლოს საშუალებას, რომ ერთმანეთისათვის შეედარებინა მოწმისა და ბრალდებულის ჩვენებები და ეჭვი შეეტანა მათ სანდოობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა მოწმე გ------- ქ--------–ის ჩვენება (მისი სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხერხდა და საჯაროდ იქნა წაკითხული გამოძიებაში მიცემული ჩვენებები) და უშუალოდ შეეფასებინა მისი ქცევა, აგრეთვე მოვლენათა მის მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი,... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

... დ) დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული გარანტია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიან განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტია, რომელიც სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 118). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებულს არ შეეძლო დაეკითხა ბრალდების მოწმე, რადგან ეს უკანასკნელი გარდაიცვალა და სასამართლომ მისი ინფორმაცია მტკიცებულებად დაუშვა, განიხილავს აღნიშნულ ორ ნორმასთან მიმართებაში (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, § 40). აღნიშნულ კონტექსტში, სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საზოგადოების და დაზარალებულის ინტერსებს, რომ დანაშაული სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 130).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთხელ მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობას, უპირატესად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა აწესრიგებდეს და როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა მათ ხელთ არსებული მტკიცებულების შეფასება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა, იმის ჩათვლით, თუ რამდენად სამართლიანად იყო მტკიცებულება მოპოვებული (inter alia, გეფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany), განაცხადი no. 22978/05 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, § 162.

 

ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს, მათ შორის დაზარალებულს, კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს, როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნეს დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი no. 12398/8-, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27).

 

1) კერძოდ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი. მოწმის გარდაცვალების შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს სტანდარტული ფრაზაა, რომ იმის გამო, რომ მოწმე ვერ იკითხება სასამართლოზე, პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფოს.

 

2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო გარდაცვლილი მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში „გადამწყვეტი“ ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე სიტყვა „მტკიცებითი ძალა“. ანუ ამ მტკიცებულების გარეშე მსჯავრდების შესაძლებლობა იკლებს და იზრდება გამართლების შესაძლებლობა. ეს ტერმინი შეზღუდვითად უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს იმ მნიშნველოვან მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელზედაც საქმის შედეგია დამოკიდებული. როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენადაა მტკიცებულება გადამწყვეტი, დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებით ძალაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებითი ძალა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება „გადამწყვეტად“ ვერ ჩაითვლება (Ibid. § 131).

 

3) თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom ), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 119).

 

საქმეზე ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ, პირი, რომელმაც გამომძიებელს განმცხადებლების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, გარდაიცვალა და მისი დაკითხვა სასამართლოზე ვერ მოხერხდა. ამის გამო მოპასუხე სახელმწიფოს პასუხი არ უნდა ეგო, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საგულდაგულოდ გაანალიზეს ბრალდების მოწმის ჩვენებები და დაასკვნეს, რომ ისინი გამყარებული იყო რიგი სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების საქმე განიხილა სამართლიანმა სასამართლომ და მათ მიმართ არ ჰქონდა კოვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუქნტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ (Ferrantelli and Santangelo v. Italy), განაცხადი no. 19874/92, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, § 52-53).

 

საქმეზე ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებელმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა თავის ნაცნობს, რასაც შედეგად მოყვა სიკვდილი. განმცხადებელს ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განმცხადებელი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უსამართლო იყო, ვინაიდან მას არ შეეძლო ჯვარედინად დაეკითხა მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც მსჯავრდების ძირითად საფუძველს შეადგენდა. კერძოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა განმცხადებლის მსჯავრდება დააფუძნეს სამი მოწმის ჩვენებას და ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას. სამი მოწმიდან ორი მოწმე იყო თვითმხილველი და არცერთი მათგანის ჯვარედინი დაკითხვა სასამართლოში არ მოხერხდა, ვინაიდან ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორეს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ ჰქონდა და ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადება. მესამე მოწმე ირიბ ჩვენებას იძლეოდა. ბულგარეთის კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება პირის მსჯავრდება მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას ემყარებოდეს. შესაბამისად, ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მსჯავრდებისთვის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტორები: მოპასუხე სახელმწიფო ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოწმე გარდაიცვალა და მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა სასამართლო განხილვისას, მაგრამ მიიჩნია, რომ მეორე თვითმხილველი მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები, რის შედეგადაც ბრალდებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომელთა ჩვენებასაც ძირითადად დაეყრდნო სასამართლო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებაში და ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის დანიშვნაში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, §§ 44-45).

 

საქმეზე მიკა შვედეთის წინააღმდეგ, განმცხადებელს ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში. დაზარალებულმა განაცხადი შეიტანა პოლიციაში და დაიკითხა. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და ისარგებლა ქალთა კლინიკის კონსულტანტის მომსახურებით. თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაზარალებულმა თავი მოიკლა. განმცხადებელი თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ დააკავეს და წარუდგინეს ბრალი გაუპატიურებაში. ამ დროისთვის ბრალდება ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულის სამედიცინო შემოწმების დასკვნა, კონსულტანტის შენიშნვები, დაზარალებულის წერილობითი ჩვენება. დაკავების შემდეგ, ჩატარდა განმცხადებლის სისხლის ნიმუშის დნმ-ის ანალიზი და დადგინდა იდენტობა დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილ სპერმას შორის.

 

მოცემულ საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებული გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და შვედეთის ხელისუფლებას არ შეიძლებოდა პასუხი ეგო იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ამასთან, დაზარალებული გარდაიცვალა განმცხადებლისთვის ბრალის წარდგენამდე და ამიტომ ამ უკანასკნელს მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ ჰქონია არც გამოძიების ეტაპზე, რაზეც სახელმწიფო ასევე არ აგებს პასუხს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, მტკიცებულებად დაეშვა დაზარალებულის ჩვენება, მოცემული პოლიციის პატაკში, თავისთავად არ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid. § 37).

 

ევროპული სასამართლოს გადასაწყვეტი იყო, ხომ არ ემყარებოდა მთლიანად ან ძირითადად, განმცხადებლის მსჯავრდება დაზარალებულის ჩვენებას ისე, რომ მისი უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე დარღვეულად ჩათვლილიყო. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, ვინაიდან ეროვნულ სასამართლოს წინაშე სხვა მოწმეებიც წარსდგნენ და წერილობითი მტკიცებულებაც იქნა განხილული (Ibid. § 38).

 

რაც შეეხება მეორე კითხვას, ხომ არ იყო დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა პირის მსჯავრდებისთვის და საქმეში არსებობდა რიგი სხვა მტკიცებულებები, დოკუმენტებისა თუ ჩვენებების სახით, რომლებიც დეტალურად იქნა გამოკვლეული ეროვნული სასამართლოების მიერ; ამასთან, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული იყო ნივთმტკიცებულებებით და ამიტომ დაზარალებულის ჩვენებას განმცხადებლის მსჯავრდებაში ძირითადი მნიშვნელობა არ ჰქონდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელმა ისარგებლა სამართლიანი სასამართლოთი და მას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები არ დარღვევია (Ibid . §§ 39-42).

 

საქმეზე ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განმცხადებლების წინააღმდეგ საქმეში არსებობდა დაზარალებულის გამოძიების დროს დეპონირებული ჩვენება. დაზარალებულის გარდაცვალების გამო, ბრალდებულებს არ შეეძლოთ მისი სასამართლო განხილვის დროს დაკითხვა. ამასთან, დაზარალებული იყო რეგისტრირებული ალკოჰოლიკი, განმცხადებლების მიერ მასზე სავარაუდო თავდასხმის დროს ის ნასვამი იყო და თავად მისივე ჩვენების თანახმად, „ბუნდოვნად“ ახსოვდა თავდასხმის დეტალები (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება).

 

ევროპულმა სასამართლომ იმის შეფასებისას, იყო თუ არა დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი განმცხადებლების ბრალდებისთვის, ყურადღება მიაქცია ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში განვითარებულ მსჯელობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდება ემყარებოდა დაზარალებულის ჩვენებას. სააპელაციო სასამართლომ, დაზარალებულის ჩვენების გარდა, რიგ სხვა არსებით მტკიცებულებებზე მიუთითა (Ibid . § 141). თუმცა, საბოლოო ჯამში, ევროპულმა სასამართლომ მთავარი აქცენტი გადაიტანა საპროცესო გარანტიებზე და მათ გამოყენებაზე, ვინაიდან, თუნდაც მტკიცებულება გადამწყვეტი ყოფილიყო მსჯავრდებისთვის, ეს თავისთავად მე-6 მუხლს არ დაარღვევდა. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ განიხილა შუამდგომლობა დაზარალებულის ჩვენების მტკიცებულებად დაუშვებლობის შესახებ მის გამოქვეყნებამდე; დეტალური დასაბუთებით გაამყარა თავისი უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; მოსამართლემ განუმარტა ნაფიც მსაჯულებს დაზარალებულის ჩვენების მნიშვნელობა და მისცა მითითება, ყურადღებით მოკიდებოდნენ ინფორმაციას; აუხსნა, თუ როგორ შეიზღუდა დაცვის უფლება იმის გამო, რომ დაზარალებულის გარდაცვალების გამო მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. ბრალდებულებს შეეძლოთ, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა, მათ ეცნობათ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული დეტალები და შეეძლოთ ჩვენების უტყუარობაზე დავა დაზარალებულის ალკოჰოლიზმსა და „ბუნდოვან“ მეხსიერებაზე მითითებით. საბოლოო ჯამში, ევროპული სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიების გამოყენებით, ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ სამართლიანად და ჯეროვნად შეეფასებინათ დაზარალებულის ჩვენება. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid . §§ 142-143).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე გ.ქ--------–ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ობიექტური მიზეზით (მისი გარდაცვალების გამო) და მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული მოწმის ჩვენება არ იყო გამყარებული სხვა არცერთი მტკიცებულებით და სწორედ ამ ერთადერთ მტკიცებულებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ვ.ს------ას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებაში, ამასთან გ.ქ--------–ის ჩვენების უტყუარობასა და სანდოობასთან დაკავშირებით არსებობდა ეჭვები მოწმის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ.ქ--------–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს წარდგენილ ბრალდებაში ვ.ს------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შესაბამისობაშია როგორც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასთან, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

 

· სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ვ-–-------- ს------ამ საქართველოს სახელომწიფო საზღვარი დატოვა 2002 წლის 13 აპრილს (ექსტრადირება განხორციელდა 2018 წლის 27 დეკემბერს) და შესაბამისად, 2002 წლის 24 ნოემბერს საქართველოში არ იმყოფებოდა. რაც შეეხება ბრალდების მხარის ვერსიას, რომ ვლ.ს------ა სხვა (სავარაუდოდ, ვ.კ-----–---–იას) სახელითა და გვარით უკანონოდ იმყოფებოდა საქართველოში ალ.ი-----–-–---–ის განზრახ მკვლელობის ჩადენის დროს, რაზეც მისივე განმარტებით, მიუთითებს განსასჯელის ბინაზე შემოწმების ოქმები, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს ვარაუდს, მხოლოდ ვარაუდი კი არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას პირის მიმართ მით უფრო იმ პირობებში, რომ ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს არც ზ/აღნიშნული შემოწმების ოქმების შემდგენი და არც მასში მონაწილე პირები, ამასთან მეტი სარწმუნოებისათვის მოქ. ვ.კ-----–---–იას სახელით საქართველოს საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაციაც არ წარმოუდგენია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლით, რომლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ-----ბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ-–-------- ს------ას დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც განსასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498-ე, 504-ე, 510-ე, 511-ე, 512-ე, 513-ე, 523-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–-------- ს------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ვ-–-------- ს------ას მიმართ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 იანვრის ბრძანებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ვ-–-------- ს------ას განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

ნივთმტკიცება - 3 ცალი მრგვალი ტყვიის ბურთულა და ქაღალდის მუყაოს პიჟი (დალუქული ერთ პაკეტად, ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ნაჭყებია