განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/100-18
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
№061200518002
31 მაისი, 2019 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - გურამ შენგელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--- მ-----–-ს ასული ბ--------–ი (დაბადებული 1----–-–-------------ს პირადი ნომერი №6---------- რეგისტრაციის მისამართი: გულრიფში, ს------–------–--–---. ფაქტობრივად მცხოვრები: სამტრედია, დ--------–-–------------–----------)
ადვოკატი- ნ----–---------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--- ბ--------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 08:00 საათზე, მ--- ბ--------–მა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: სამტრედიის რაიონი, დ--------–-–------------–--------------ში ფიზიკურად იძალადა დედაზე - მ------------ზე, კერძოდ ორივე ხელი მოუჭირა კისრის არეში და ასევე გადაუგრიხა მარცხენა ხელის მტევანი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ--- ბ--------–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ მ--- ბ--------–ის ახლო ნათესავმა კერძოდ, დედამ - დაზარალებულმა მ------------მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, ბრალდებულ მ--- ბ--------–ის წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე გ-----------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს 2018 წლის 20 მაისს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში 2018 წლის 20 მაისს მ------------სგან შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რომელიც მიუთითებდა, რომ მის მიმართ იძალადა მისმა ქალიშვილმა და მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. მოცემულ საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნა მ------------, რომელმაც განმარტა, რომ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკებისას მარცხენა ხელის მტევნის გადაგრეხვით და ასევე ყელში ხელის მოჭერით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება მისმა ქალიშვილმა მ--- ბ--------–მა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აგრეთვე აღნიშნულზე მის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა, მისივე თანხმობითა და მონაწილეობით ჩატარებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა საწოლზე, სადაც მოხდა მისი ცემა, აგრეთვე მის მიერ მ--- ბ--------–ის მიმართ წარდგენილი იქნა ბრალი.
2018 წლის 31 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე წარმოდგენილია შპს „ჯ-------------–-“-ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საიდანაც ირკვევა: მოქ. მ------------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 20.05.2018 წელს 08:40 საათზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 12:00 საათზე. ჰქონდა ჩივილები: ტკივილი მარჯვენა მტევნის მე-3, 4 თითების არეში და წვის შეგრძნება. არის ოჯახის წევრების მიერ ნაცემი. სახის არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთები. აღენიშნებოდა ერთი თითის ძირითადი ფალანგის თავის ხანდაზმული კონსოლიდირებული მოტეხილობა. უჩიოდა ტკივილს მარცხენა ხელის მიდამოში. მარცხნივ და მარჯვნივ ყვრიმალისა და ლოყის არეში, ნიკაპის წინა ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 4.5X0.5სმ და მინიმალური ზომით: 0.5X0.3სმ, მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 3.0X2.0სმ. ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ------------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვეთრი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმის ჩვენება, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა მ--- ბ--------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ მ--- ბ--------–ის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის დედამ -დაზარალებულმა მ------------მ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ბრალდებულ მ--- ბ--------–ის წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, მ--- ბ--------–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ მ------------ს ჩვენება, ამ უკანასკნელმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ მ--- ბ--------–ის წინააღმდეგ. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად მ--- ბ--------–ი უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ მ--- ბ--------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, უფრო მეტიც, მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, მ--- ბ--------–ის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად ბრალდებული მ--- ბ--------–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--- ბ--------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ--- ბ--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო, გაუქმდეს.
გამართლებულ მ--- ბ--------–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნონა ზარქუა