გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2019
საქმის ნომერი
080210119002892571
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210119002892571

საქმე 2/510-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.10.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - ნათია ხუნწარია

მოსარჩელე - გ-- პ-----ე

წარმომადგენელი - მ------ მ---–----–---

მოპასუხეები –ლ-- ჭ--–--ე, ა-- ჭ--–--ე

წარმომადგენელი - ლ---- ჭ--–--ე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს, ლ-- და ა-- ჭ--–--ეებს, გ-- პ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 6230 ლარის ოდენობით.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებად მიუთითებს შემდეგ გარემოებებს: 2019 წლის 23 თებერვალს წ---–-----ოს რაიონის სოფელ გ------ში, მოძრაობდა რა მისი ქალიშვილისგან ნათხოვარი ,,მ---------ის’’ მარკის ავტომანქანით, სახნომრით A------, ლ-- ჭ--–--ემ, დაუზიანა ავტომანქა--. რაზეც საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი, რომლიდა--ც ირკვევა, რომ ლ-- ჭ--–--ემ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადაეფარა მის ზოლში მოძრავ, მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას ,,ჰ-------- ვ--–--------ი’’, სახნომრით F------, რომელსაც მისი სიტყვიერი დავალებით მართავდა მისი შვილი გ--- პ-----ე. დაზიანებული მანქანის გამო მიყენებული ზიანი შეადგენს 6230 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება ეკისრება როგორც მძღოლს, ასევე ავტომობილის მესაკუთრეს, ამიტომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა ლ-- და ა-- ჭ--–--ეებმა არც წარმოდგენილი შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს. ლ-- ჭ--–--ემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ, 3000 ლარის ნაწილში, თუმცა მთავარ სხდომაზე აღარ ცნო. რადგან მისივე და მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა და მასში მითითებული ზიანის ოდენობა არ შეესაბამება სინამდვილეს, ამასთან აუდიტორს არ ჰქონდა უფლებამოსილება გაეცა ამგვარი დასკვნა მისი კომპეტენციიდან გამომდინარე.

 

რაც შეეხება ა-- ჭ--–--ეს, მას მომხდარში არანაირი ბრალეულობა არ მიუძღვის და არც ზიანის ანაზღაურება ევალდებულება.

 

2.2. მიუხედავად მცდელობისა, მხარეებმა ვერ მიაღწიეს მორიგებას.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2019 წლის 23 თებერვალს წ---–-----ოს რაიონის სოფელ გ------ში მოძრაობდა რა მისი ქალიშვილისგან ნათხოვარი ,,მ---------ის’’ მარკის ავტომანქანით, სახნომრით A------, ლ-- ჭ--–--ემ მას დაუზიანა ავტომანქანა. რაზეც საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ლ-- ჭ--–--ემ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადაეფარა მის ზოლში მოძრავ მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას ,,ჰ-------- ვ--–--------ი’’, სახნომრით F------, რომელსაც მისი სიტყვიერი დავალებით მართავდა მისი შვილი გ--- პ-----ე.

 

უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თ---------- ბ--–-------ის მიერ იმავე დღეს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #ბ---------- ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტით და გამოიწერა საჯარიმო ქვითარი ჯარიმის სახით 250 ლარის გადახდის თაობაზე ლ-- ჭ--–--ის მხრიდან. ეს ოქმი ლ-- ჭ--–--ის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2019 წლის 23 თებერვლის ოქმი(ერთვის საქმის მასალებს, ს/ფ 17);

- მხარის ახსნა-განმარტება

 

3.1.2. დადგენილ--, რომ ,,მ---------ის’’ მარკის ავტომანქანა, სახნომრით A------, რომელსაც მართავდა ლ-- ჭ--–--ე, ეკუთვნის ა-- ჭ--–--ეს, ხოლო ავტომანქანა ,,ჰ-------- ვ--–--------ი’’, სახნომრით F------, რომელსაც მესაკუთრის სიტყვიერი დავალებით მართავდა მისი შვილი გ--- პ-----ე, ეკუთვნის გ-- პ-----ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა (იხ.ს.ფ. 33 );

-სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა (იხ.ს.ფ. 32 );

- სამართალდარღვევის ოქმი (ს/ფ 17).

 

3.1.3. საქმეში არსებული გასაუბრების ოქმებით დადგენილია, რომ ლ-- ჭ--–--ის არასწორი მანევრი გახდა ავტოშემთხვევის მიზეზი (იხ. ს/ფ 20-31).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელის წარმომადგენლის და შპს ,,აუდიტ-ფრევეგის’’ მიერ 2019 წლის 04 მარტს გაცემული საექსპერტო დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზარალის ღირებულება არის 6230 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტის დასკვნა (ს/ფ 38-41 )

 

3.2.2. შპს ,,იმპერია 2009’’-ის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ა/მანქანა ,,ჰ--------’’, სახნომრით F------ სპეცავტოსადგომზე იმყოფებოდა 2019 წლის 23 თებერვლიდან 2015 წლის 15 მაისამდე და მისი გამოყვანისათვის გადახდილ იქნა 332 ლარი მოსარჩელის მხრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა (ს/ფ 157),-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი)

 

3.2.3. დადგენილია, რომ ლ-- ჭ--–--ე მართავდა ა-- ჭ--–--ის კუთვნილ „მ---------ის“ მოდელის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით A--------, წ---–-----ოს რაიონის სოფელ გ------ის ტერიტორიაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები (სასამართლოს სხდომის ოქმი 20.09.2019წ.)

 

3.2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა და მიყენებული ზიანის ოდენობა არის 6230 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 992-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლით, - პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლი ადგენს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლ-- ჭ--–--ემ არ უარყო ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ იყო გამოწვეული მხოლოდ მისი ბრალეულობით და მოსარჩელესაც უნდა მიეღო ზომები ავარიის თავიდან ასაცილებლად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი საქართველოს ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის და საჯარიმო ქვითარი, ხოლო დამრღვევ მძღოლად მიჩნეულია ლ-- ჭ--–--ე. აღნიშნული ოქმი მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი სასამართლოს მიერ მიღებული იქნა საერთო სასარჩელო წესით, კანონიერ ძალაში სამართალდარღვევის ოქმის და დაკისრებული სახდელის არსებობის გამო, ზიანის მიყენების ფაქტი, რაც თავის მხრივ, მოიცავს ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტებს, სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის დანაწესით კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არსებობს მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლები, რამდენადაც, ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, თანხის გადახდა უნდა დაეკისროს ორივე მოპასუხეს ა-- ჭ--–--ეს - სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს და ლ-- ჭ--–--ეს - დამრღვევ მძღოლს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში თავად მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით დადასტურებულია და აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანი შეადგენს 6320 ლარს. მოპასუხეებს კი საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად მოპასუხეთა პოზიცია, რომ მოთხოვნილი თანხა 6320 ლარი დაუსაბუთებელია, გაზიარებული ვერ იქნება. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ზიანის ოდენობა 6320 ლარი, გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად გ-- პ-----ის სასარგებლოდ.

 

7.1. საპროცესო ხარჯი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 187 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 187 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული შემდეგი სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება: მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობისათვის- 62 ლარი, აუდიტ შპს ,,აუდიტ-ფრევეგისათვის გადახდილი-80 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლებისათვის-30 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი განსაზღვრავს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედს და დადგენილია, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ-- პ-----ის (წარმომადგენელი მერაბ მ---–----–---) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხეებს ლ-- და ა-- ჭ--–--ეებს მოსარჩელე გ-- პ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის 6230 (ექვსიათას ორასოცდაათი) ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხეებს ლ-- და ა-- ჭ--–--ეებს მოსარჩელე გ-- პ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე მის მიერ გაღებული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების -სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ გადახდილი 187 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის, მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობისათვის- 62 ლარის, აუდიტის დასკვნის ღირებულების - 80 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლებისათვის ა-- ჭ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ- 30 ლარის, სულ 409 ლარის - ანაზღაურება;

 

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მოპასუხე ა-- ჭ--–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - 1. ქ.ქუთაისი, ნ----ს ქ. #-----, ბინა#--, ს/კ 0------------------, და, 2. ქ.თ---–--ი, ვ---------–ის დასახლება, მასივი მე--, კვარტალი მე--, კორპუსი 14, ბინა #-, ს/კ #----------------------- - დარჩეს უცვლელი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ დაიშვება.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე