გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010224019002962659
საქმე 2-1257/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01.10.2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე როინ კახიძე
სხდომის მდივანი თენგიზ ბოლქვაძე
განმცხადებელი - ჟ--–---- მ---–---
მხარდაჭერის მიმღები პირი - შ----- შ------
მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - ნ----- ი-------
მესამე პირი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - მ------ შ------
მოთხოვნის არსი - მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა, მხარდამჭერად დანიშვნა და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჟ--–---- მ---–---- განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შ----- შ------ (პ/ნ 3---------- 12.06.1958წ) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი გარიგების დადება; შრომითი საქმიანობა; სამეწარმეო საქმიანობა; სოციალური პაკეტის (პენსია, დახმარება და სხვა) მიღება/სარგებლობა; წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელება საპენსიო და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, სანოტარო ორგანოებში და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა; ქონების მართვა და განკარგვა.
3. შ----- შ------ს (პ/ნ 3---------- 12.06.1958წ) მხარდამჭერად დაენიშნოს დის შვილი ჟ--–---- მ---–--- (პ/ნ 6----------) ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება თავად განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად. ჟ--–---- მ---–---ს შ----- შ------- მხარდაჭერისათვის განესაზღვროს უფლება-მოვალეობათა ფარგლები, შემდეგი მოცულობით:
ა) მხარდამჭერს მიენიჭოს უფლებამოსილება წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან, მათ შორის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოსთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და სანოტარო ორგანოებთან ურთიერთობაში;
ბ) მხარდამჭერს მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღები პირისაგან დამოუკიდებლად წარმოადგინოს მისი ინტერესები სს ,,ლიბერთი ბანკში” და ნებისმიერ სხვა საბანკო დაწესებულებაში და განახორციელოს ნებისმიერი საჭირო მოქმედება მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის (პენსია ან სხვა სოციალური დახმარება) და სხვა სოციალური გასაცემლების/შეღავათების დანიშვნა/ცვლილება/მიღების უფლებით, ასევე, დაგროვებული სოციალური პაკეტის მიღების უფლებით.
გ) მხარდამჭერს მიეცეს უფლება მხარდაჭერის მიმღები პირის სახელით მიმართოს ადმინისტრაციულ დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს განცხადებით, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პირის პერსონალური მონაცემები), წარმოადგინოს მისი ინტერესები სამკურნალო დაწესებულებებში და განაცხადოს თანხმობა მკურნალობაზე.
დ) მხარდამჭერს მიენიჭოს უფლებამოსილება მხარდაჭერის მიმღები პირისაგან დამოუკიდებლად გაუხსნას მას ანგარიში ბანკში, მიიღოს პლასტიკური ბარათი, აიღოს მისი კუთვნილი პენსია, დახმარება ან/და სხვა ფულადი თანხები.
ე) წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები პირი საქართველოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოში პირადი დოკუმენტების (პირადობის მოწმობის, პასპორტის) მისაღებად.
ვ) მიენიჭს უფლებამოსილება მხარდასაჭერი პირი წარმოადგინოს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში, შეიტანოს მისი სახელით სარჩელი, შესაგებელი, სააპელაციო და საკასაციო საჩივარი, განცხადებები და შუამდგომლობები.
4. მხარდამჭერ პირს განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:
ა) მხარდამჭერი ვალდებულია სრულყოფილად იზრუნოს მხარდამჭერის მიმღებ პირზე, დაიცვას მისი კანონიერი ინტერესები, იყოს მზრუნველი და გაუწიოს ყველა აუცილებელი დახმარება, კეთილსინდისიერად გამოიყენოს მინიჭებული უფლებამოსილება კანონიერი ინტერსების დაცვის მიზნებისათვის.
ბ) მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
გ) მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
დ) მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
5. მხარდაჭერის ვადა განისაზღვროს ხუთი წლით და ჟ--–---- მ---–---- როგორც მხარდამჭერის უფლებამოსილება გადაისინჯოს ხუთი წლის თავზე, 2024 წლის 01 ოქტომბრამდე.
6. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
7. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.
10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.
11. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
12. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
13. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).
15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე როინ კახიძე
შენიშვნა:
მხარეები ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას, აცხადებენ, რომ არ საჭიროებენ მის დასაბუთებას და უარს აცხადებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.
ამავე კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში.
მოსამართლე როინ კახიძე