გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N820210019002909147 (2/150-2019)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე
მოსარჩელე - შპს ,,დ--------ი“
წარმომადგენელი - გ--–-----–-----ე
მოპასუხე - ხ--–----------------–----–--------------ა,წარმომადგენელი - მ----------–-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს შემცირება,შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე - ხ--–----------------–----–--------------ა,წარმომადგენელი - მ----------–-----ე
მოპასუხე: შპს ,,დ--------ი“
წარმომადგენელი - გ--–-----–-----ე
დავის საგანი: სახელშეკრულებო პირობების დარღვევის (არაჯეროვანი შესრულება) გამო თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ხ--–----------------–----–--------------ას შ.პ.ს „დ--------ი“-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 14413,22 (თოთხმეტი ათას ოთხას ცამეტი ლარი და 22 თეთრი) ლარის გადახდა.
დაკისრებული პირგასამტეხლოს 4521,76 (ოთხი ათას ხუთას ოცდაერთი ლარი და 76 თეთრი) ლარის მინიმუმამდე შემცირება.
ხ--–----------------–----–--------------ას შ.პ.ს „დ--------ი“-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 432.40 (ოთხას ოცდათორმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარი და სასამართლო წარმომადგენლობისათვის (საადვოკატო მომსახურება) გაღებული ხარჯი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ხ--–----------------–----–--------------ასა და შ.პ.ს „დ--------ი“-ს შორის 2018 წლის 19 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #129-თ შ.პ.ს „დ--------ი“ კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შ----------------–ი 1--–-----------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თანახმად მოწოდებული ხარჯთაღრიცხვისა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 37998 (ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარს. ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდი. 2019 წლის 18 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდი. ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა დადგენილ პერიოდში და მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული იქნა სათანადო წესით. რაც შეეხება მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომელიც ექვემდებარებოდა 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შესრულებას, ძირითადად უამინდობის გათვალისწინებით ბათქაშისა და საღებავის შრობის პროცესის გამო სამუშაოები შესრულდა დაგვიანებით და ფაქტობრივად სახელშეკრულებო ვადაში 2019 წლის 30 იანვარს #1------ წერილით მიმართეს მ----–----–--------------ას, წარუდგინეს ფორმა #2 და მოითხოვეს სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შესაბამისად თანხის ანაზღაურება.
2019 წლის 13 თებერვალს მხარეებს შორის შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ფაქტობრივად შემსყიდველმა მიიღო 14413,22 (თოთხმეტი ათას ოთხას ცამეტი ლარი და 22 თეთრი) ლარის სამუშაო.
აღნიშნულის შემდგომ ხ--–----------------–----–--------------ის 2019 წლის 22 თებერვლის #0------ წერილით ეცნობათ, რომ შ.პ.ს „დ--------ი“-მ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს მოწოდების ვადები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების პირობები, კერძოდ: შ.პ.ს „დ--------ი“-მ სამუშაოები დაასრულა 46 დღის დაგვიანებით, აქედან გამომდინარე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაეკისრათ პირგასამტეხლო ხელშეკრულების ეტაპის ღირებულების 0.3 %-ი (18999X0,3%=56,99 X46=2621.86 (ორი ათას ექვსას ოცდაერთი ლარი და 86 თეთრი) ლარი; ხოლო ხელშეკრულების 8.3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაეკისრათ პირგასამტეხლო არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5% ანუ (37998X5%)-1899.90 (ერთი ათას რვაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 90 თეთრი) ლარი. ჯამურად ხ--–----------------–----–--------------ის მიმართ შ.პ.ს „დ--------ი“-ს დაეკისრა 2621.86+1899.90=4521,76 (ოთხი ათას ხუთას ოცდაერთი ლარი და 76 თეთრი) ლარი. ამასთან მათი 2019 წლის 30 იანვრის #1------ წერილთან დაკავშირებით ეცნობათ, რომ ვინაიდან სახელშეკრულებო ვადები ამოწურული იყო ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გაატაროს ღონისძიებები შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე.
ფაქტობრივად შემსყიდველმა მიიღო სამუშაოები, ხოლო შემდგომ უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე.
მ----–----–--------------ის დასახელებული ქმედებები მიაჩნიათ დაუსაბუთებლად და უკანონოდ. ზემოაღნიშნულთა გათვალისწინებით სარჩელის არსს წარმოადგენს ხ--–----------------–----–--------------ისთვის ვალდებულების შესრულების დავალება (ფულადი ვალდებულების შესრულება) და პირგასამტეხლოდ დაკისრებული თანხის მინიმუმამდე შემცირება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წამოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ხ--–----------------–----–--------------ის და შპს დ--------ის შორის 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული N129 ხელშეკრულების სამუშაოების მე-2 ეტაპის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი, შპს ,,დ--------მა’’ დაარღვია 2018 წლის 19 სექტემბრის N129 ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს მოწოდების ვადები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების პირობები, კერძოდ: შპს ,,დ--------მა’’ სამუშაოები დაასრულა 46 დღის დაგვიანებით აქედან გამომდინარე ხელშეკრულების მე-8 პუნქტის 8.3. ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ეტაპის ღირებულების 0.3%-ი (18999XO 3%=56.99X46 დღე)=2621.86 (ორიათას ექვსას ოცდაერთი და 86 თეთრი) ლარი, ხოლო ხელშეკრულების 8-ე პუნქტის 8.3 ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ეკისრება არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5% (37998 X5%)-1899.90 ლარი.
სულ ხ--–----------------–----–------ის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს (2621.86+1899.90) = 4521.76 ლარი.
შპს დ--------ისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გამომდინარეობს ხ--–----------------–----–--------------ის და შპს დ--------ის შორის 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული N129 ხელშეკრულების მე-8 პუნქტის 8.3. ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების (მიმწოდებლის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები) შინაარსიდან, რაც სრულად თანაზომიერი სამართლიანი და გონივრულია და არ არსებობს მისი შემცირების კანონიერი ან/და ფაქტობრივი საფუძველი.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ხ--–----------------–----–--------------ა განთავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან, ხოლო, მოსარჩელის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ანუ ანაზღაურება იმისა რაც მხარემ განახორციელა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე არ წარმოუშობს მერიას ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
შპს ,,დ--------ს’’ 2018 წლის 19 სექტემბრის N129 ხელშეკრულების პირობების დარღვევის (არაჯეროვანი შესრულება) გამო, დაეკისროს ხელშეკრულების მე-8 პუნქტის 8.3 ,,ბ’’ ქ/პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ხელშეკრულების ეტაპის ღირებულების 0.3%-ი (18999XO 3%=56.99X46 დღე)=2621.86 (ორიათას ექვსას ოცდაერთი და 86 თეთრი) ლარის, ხოლო ხელშეკრულების 8-ე პუნქტის 8.3 ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ვალდებულებათა არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5% (37998 X5%)-1899.90 ლარის, სულ ჯამში ხ--–----------------–----–------ის ბიუჯეტის სასარგებლოდ (2621.86+1899.90)=4521.76 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 19 სექტემბერს შპს ,,დ--------ისა’’ და ხ--–----------------–----–--------------ას შორის გაფორმებული N129 ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,დ--------ი’’ ასრულებდა სოფელ შ----------------–ი 1--–-----------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის სრული სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 37998 ლარს. ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
პირველ ეტაპზე ორგანიზაციას შესრულებულ სამუშაოებზე შუალედურად აუნაზღაურდა 19527.68 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად 2018 წლის 19 სექტემბერს შპს ,,დ--------ი’’-სა და ხ--–----------------–----–--------------ას შორის დადებული N129 ხელშეკრულების ფარგლებში 2019 წლის 18 იანვარს გაფორმდა ურთიერთშეთანხმების N1 აქტი, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეტანილი იქნა ცვლილება და ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.1 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
შპს დ--------ის დირექტორმა გიორგი ვარშანიძემ 2019 წლის 30 იანვარს ხელშეკრულების მოქმედების ბოლო დღეს, N1------ წერილით აცნობა ხ--–----------------–----–--------------ას, რომ ხ--–----------------–----–--------------ასა და შპს დ--------ის შორის 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული 129 ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ შ----------------–ი 1--–--------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დასრულებულია, რაზედაც წარმოადგინა ფორმა N2 და მოითხოვა კომისიის მივლინება შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის. 2018 წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული N129 ხელშეკრულების მე-5 მუხლის, 5.3 პუნქტის შესაბამისად - საბოლოო მიღება-ჩაბარები ხდება ა) სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, ბ) მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების გ) შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის წარმოდგენის შემდგომ (აკრედიტირებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენელი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რაც მოცემულ შემთხვევაში შპს ,,დ--------ი’’-ს მიერ დარღვეული იქნა, რადგან ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 2019 წლის 01 თებერვალს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ.
ვინაიდან, შპს ,,დ--------მა’’ (ს/კ 4--------) დაარღვია 2018 წლის 19 სექტემბრის N129 ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს მოწოდების ვადები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების პირობები, შპს ,,დ--------მა’’ სამუშაოები დაასრულა 46 დღის დაგვიანებით, აქედან გამომდინარე ხელშეკრულების მე-8 პუნქტის 8.3 ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ეტაპის ღირებულების 0.3%-ი (18 999 X O,3% = 56.99 X 46 დღე) = 2621.86 (ორიათას ექვსას ოცდაერთი და 86 თეთრი) ლარი. ხოლო ხელშეკრულების 8-ე პუნქტის 8.3 ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ეკისრება არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5% (37998 X5%) - 1899.90 ლარი.
სულ ხ--–----------------–----–------ის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს (2621.86 + 1899.90) = 4521.76 ლარი.
შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:
შეგებებული სარჩელის მოპასუხემ არ სცნო შეგებებული სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 19 სექტემბერს ხ--–----------------–----–--------------ასა და შ.პ.ს „დ--------ი“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #129, რომლითაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შ----------------–ი 1--–-----------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 37998 ლარს. ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2018 წლის 19 სექტემბრის #129 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.2. 2019 წლის 18 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლითაც 2018 წლის 19 სექტემბრის #129 ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2019 წლის 18 იანვრის ურთიერთშეთანხმების აქტი,- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.3. 2018 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულების 4.3.ბ. პუნქტის თანახმად მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდება სსიპ ლ----------------–--------------–----------------------------–----------ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 8.3.ბ პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებს შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2018 წლის 19 სექტემბრის #129 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2019 წლის 30 იანვარს შპს ,,დ--------მა“ წერილით მიმართა მ----–----–--------------ას, წარუდგინა ფორმა #2 და მოითხოვა სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შესაბამისად თანხის 14413.22 ლარის ანაზღაურება. 2019 წლის 01 თებერვალს შპს ,,დ--------მა“ მ----–----–--------------ას წარუდგინა აკრედიტებული პირის შპს ,,რ---–---------ის“ ანგარიში. 2019 წლის 13 თებერვალს მხარეებს შორის შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ფაქტობრივად შემსყიდველმა მიიღო 14413,22 (თოთხმეტი ათას ოთხას ცამეტი ლარი და 22 თეთრი) ლარის სამუშაო. ხ--–----------------–----–--------------ას მითითებული თანხა არ აუნაზღაურებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2019 წლის 30 იანვრის წერილი
- ფორმა #2
- 2019 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი,- შპს ,,რ---–---------ის“ ანგარიში
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.1. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ ხ--–----------------–----–--------------ის და შპს დ--------ის შორის 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული N129 ხელშეკრულების სამუშაოების მე-2 ეტაპის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი, თუმცა შპს ,,დ--------მა’’ დაარღვია 2018 წლის 19 სექტემბრის N129 ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს მოწოდების ვადები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების პირობები, კერძოდ: შპს ,,დ--------მა’’ სამუშაოები დაასრულა 46 დღის დაგვიანებით აქედან გამომდინარე ხელშეკრულების მე-8 პუნქტის 8.3. ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ეტაპის ღირებულების 0.3%-ი (18999 X O3% = 56.99 X 46 დღე) = 2621.86 (ორიათას ექვსას ოცდაერთი და 86 თეთრი) ლარი, ხოლო ხელშეკრულების 8-ე პუნქტის 8.3 ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ეკისრება არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5% (37998 X 5%) - 1899.90 ლარი. სულ ხ--–----------------–----–------ის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს (2621.86+1899.90) = 4521.76 ლარი, რის გამოც ხ--–----------------–----–--------------ის 2019 წლის 22 თებერვლის წერილით ეცნობათ, რომ ვინაიდან სახელშეკრულებო ვადები ამოწურული იყო ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი მოკლებული იყო შესაძლებლობას შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი; შეგებებული სარჩელი
- 2019 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი,- ხ--–----------------–----–--------------ის 2019 წლის 22 თებერვლის წერილი
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოსარჩელე შპს ,,დ--------ის“ წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მათ მართალია ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეულწილად დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები, რაც წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მისი ოდენობა ძალიან დიდია და უნდა შემცირდეს მინიმუმამდე, მათ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ფაქტობრივად შემსყიდველმა მიიღო სამუშაოები, მათი მხრიდან სამუშაოების არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია, მერიამ უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე.
ხ--–----------------–----–--------------ის წარმომადგენლის განმარტებით მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაო და დაარღვია ხელშეკრულების ვადა, რის გამოც დაეკისრათ პირგასამტეხლო. თუმცა იმის გამო, რომ ამოწურული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ვერ ჩაურიცხეს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების თანხა.
შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს კანონიერებისა და შემდგომში ამის საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის თანხის გადაუხდელობის კანონიერების დამტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე ხ--–----------------–----–--------------ას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ხ--–----------------–----–--------------ამ გარდა ახსნა-განმარტებისა სხვა რაიმე მტკიცებულება თუ რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება ვერ წარმოადგინა.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,დ--------ის“-ის მხრიდან ადგილი აქვს 2018 წლის 19 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N129 ხელშეკრულების 8.3.ბ პუნქტის პირობების შეუსრულებლობას, რაც არის პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი (დაკისრებულია ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 2621.86 ლარი), თუმცა ადგილი არ ჰქონია ამავე ხელშეკრულების 8.3.ა. პუნქტის მოთხოვნების დარღვევას (არაჯეროვანი შესრულება), რის გამოც აღნიშნულის პუნქტით პირგასამტეხლოს დაკისრება დაუსაბუთებელია. ხელშეკრულების 8.3.ბ პუნქტის პირობების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი; შეგებებული სარჩელი
- 2018 წლის 19 სექტემბრის #129 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
- 2019 წლის 18 იანვრის ურთიერთშეთანხმების აქტი,- 2019 წლის 30 იანვრის წერილი
- ფორმა #2
- 2019 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი,- შპს ,,რ---–---------ის“ ანგარიში
- ხ--–----------------–----–--------------ის 2019 წლის 22 თებერვლის წერილი
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს ,,დ--------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხ--–----------------–----–--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 648-ე მუხლით შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული N129 ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული N129 ხელშეკრულება.
მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შ----------------–ი 1--–-----------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე, ხელშეკრულების ღირებულებაზე, სამუშაოთა შესრულების ვადაზე და ანაზღაურების წესზე.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N129 ხელშეკრულების სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდი. 2019 წლის 18 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლებით მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას განახორციელოს აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები მითითებულ ვადაში, საპროექტო დოკუმენტაციის და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. გაწეული სამუშაოები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, საპროექტო დოკუმენტაციას და ხარჯთაღრიცხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ვადაში 2019 წლის 30 იანვარს შპს ,,დ--------მა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო და მიმართა წერილით მერიას, წარუდგინა ფორმა #2 და მოითხოვა სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შესაბამისად თანხის ანაზღაურება. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი იქნა 2019 წლის 01 თებერვალს.
2019 წლის 13 თებერვალს ხ--–----------------–----–--------------ამ ჩაიბარა შესრულებული 14413,22 ლარის სამუშაო.
ხ--–----------------–----–--------------ამ იმ მოტივით, რომ სახელშეკრულებო ვადები ამოწურული იყო და ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი იყო ერთი დღის დაგვიანებით უარი განაცხადა მიღებული სამუშაოს ანაზღაურებაზე.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ ითვალისწინებს, მიმწოდებლის ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში უნდა იქნეს წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N129 ხელშეკრულების მე-4.3.ბ პუნქტით მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდება სსიპ ლ----------------–--------------–----------------------------–----------ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ხ--–----------------–----–--------------ის არგუმენტი, რომ 2019 წლის 30 იანვარს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოიწურა და ამის გამო ვერ მოახერხეს ანაზღაურება უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან.
შესაბამისად მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა, ხოლო მოპასუხის მხრიდან მისი ვალდებულება არ იქნა შესრულებული, რის გამოც შპს ,,დ--------ის"-ის სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხ--–----------------–----–--------------ას ეკისრება ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიღებული სამუშაოს ღირებულება 14413,22 ლარის ოდენობით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6.3. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N129 ხელშეკრულებით სამუშაოების მე-2 ეტაპის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი. შპს ,,დ--------მა’’ დაარღვია 2018 წლის 19 სექტემბრის N129 ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს მოწოდების ვადები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების პირობები, კერძოდ: შპს ,,დ--------მა’’ სამუშაოები დაასრულა 46 დღის დაგვიანებით.
2018 წლის 19 სექტემბრის N129 ხელშეკრულების მე-8 პუნქტის 8.3. ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებს შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა
2621.86 (ორიათას ექვსას ოცდაერთი და 86 თეთრი) ლარი.
დასახელებული გარემოებები წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძველს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. სამოქალაქო კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას–973–914–2012 აღნიშნა, რომ “პირგასამტეხლოს ოდეობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები”. მსგავსად განმარტა საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის წესი 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში საქმეზე №ას–169–162–2013.
პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში და ხ--–----------------–----–--------------ამ ჩაიბარა შესრულებული 14413,22 ლარის სამუშაო.
აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა - 2621.86 ლარი უნდა შემცირდეს ათჯერ, რაც 262,18 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, შპს ,,დ--------ს“-ს, ხ--–----------------–----–--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 262,18 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება.
ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
შეგებებული სარჩელის ნაწილი:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შემცირდეს შეუსაბამოდ მაღლი პირგასამტეხლო, შესაბამისად ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნაც პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 432.40 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი იქნა 500 ლარი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ბაჟის და იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 55-ე, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა და წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,დ--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ხ--–----------------–----–--------------ას მოსარჩელე შპს ,,დ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 14413,22 ლარის გადახდა.
3. შპს ,,დ--------ის“ სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში დაკმაყოფილდეს და 2018 წლის 19 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N129 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო განისაზღვროს 262,18 ლარით.
4. ხ--–----------------–----–--------------ას მოსარჩელე შპს ,,დ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 432.40 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე ხ--–----------------–----–--------------ას მოსარჩელე შპს ,,დ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 500 ლარის გადახდა.
6. მოსარჩელე ხ--–----------------–----–--------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. შპს ,,დ--------ს“ ხ--–----------------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მათ შორის 2018 წლის 19 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N129 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 262,18 ლარის გადახდა.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით გელაშვილი