განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N20100119003210375
საქმე N1/571-2019 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - სალომე ქობალია
პროკურორი - კ----------------------
ბრალდებული - მ-----–----------–---–-
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------
ბრალდებული: მ-----–----------–---–-
პირადი ნომერი: 5----------
დაბადების თარიღი: 0-.1--1----–--–--
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
ნასამართლობა: მქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრაციის ადგილის მისამართი: გ------------------------–------–------
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: გ------------------------–------–------
ადვოკატი: რ------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–----------------- დაახლოებთ 13 საათსა და 30 წუთზე, ქ-------–----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----–----------–---–-- მიერ, ყოფილი მეუღლის - ა------------- მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, რაც გამოიხატა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინ-------------------------------- მიერ 30 დღის ვადით გამოცემულ ი------------–ემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადე მ-----–----------–---–- აეკრძალა ა--------------- და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე ძალადობის მსხვერპლთან ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა 2----–-–-----------------, დაახლოებთ 18----------------–-------, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ-----–----------–---–- მიუახლოვდა ა------------- საცხოვრებელს, კვლავ მივიდა ქ-------–-----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში და მისი ყოფილი მეუღლისგან ითხოვდა შვილების -ვ----–------–--------------–---–---- ნახვის მიზნით ბინაში შეშვებას, რითაც მან ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
2. ბრალდებულმა მ-----–----------–---–-- სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული უნდა იქნენ მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–----------–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, ბრალდებულის დაკავებისა და გამოკითხვის ოქმებით, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმით, მოწმეების- ა-------------, შა-–---------–----------------------------------------–-----------------------------------–----------------------------------------------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2----–-–----------------- დაახლოებთ 13 საათსა და 30 წუთზე, ქ-------–----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----–----------–---–-- მიერ, ყოფილი მეუღლის - ა------------- მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, რაც გამოიხატა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინ-------------------------------- მიერ 30 დღის ვადით გამოცემულ ი------------–ემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადე მ-----–----------–---–- აეკრძალა ა--------------- და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე ძალადობის მსხვერპლთან ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა 2----–-–-----------------, დაახლოებთ 18----------------–-------, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ-----–----------–---–- მიუახლოვდა ა------------- საცხოვრებელს, კვლავ მივიდა ქ-------–-----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში და მისი ყოფილი მეუღლისგან ითხოვდა შვილების -ვ----–------–--------------–---–---- ნახვის მიზნით ბინაში შეშვებას, რითაც მან ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
7. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე;
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმით დაცულ ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.
ობიექტური მხრივ ამ მუხლის პირველი ნაწილი გამოიხატება შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნილებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული ატი. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდებულის მხრიდან ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა;
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში ( 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
8. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----–----------–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა მ-----–----------–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ბრალდებულ მ-----–----------–---–-ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. მძიმე შედეგი არ დამდგარა; ოჯახი სოციალურად დაუცველია; ბრალდებული უმუშევარია; კმაყოფაზე ყავს მძიმე ავამდყოფი მამა;
12. ბრალდებულ მ-----–----------–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში, ადრე ნასამართლევია;
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-240 საათამდე ან და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ-----–----------–---–- სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით) სასჯელის ზედა ზღვარის ზომით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გააჩნია მძიმე სოციალურ-მატერიალური მდგომარეობა, სასჯელის ნაწილი 6 (ექვსი) თვე, სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად მოიხადოს რეალურად შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ-----–----------–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ბრალდების ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნების, მისი სოციალურ-მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვა სახის ძირითადი სასჯელისა და დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვის დანიშვნა არ იქნება მიზანშეწონილი და სამართლიანი;
ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–----- ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–-- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (20---–-–--------------------–-------–---); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
ამდენად, სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას; ბრალდებულის მიმართ ამ სახისა და ზომის ( თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს რეალურად შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვე სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი; იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე) სასჯელის განსაზღვრა მისი პიროვნების, დანაშაულის ხასიათისა და დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით ვერ იქნება არასამართლიანი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 50, 53-ე, 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბრალდებული მ-----–----------–---–- (პ/ნ 5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს რეალურად შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვე სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი; იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
2. .მსჯავრდებულ მ-----–----------–---–-ს მიმართ რეალური სასჯელის (6 თვე თავისუფლების აღკვეთა) მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2----–-–----------------------
3. ბრალდებულ მ-----–----------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გაუქმდეს;
4.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებასა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით კეკენაძე