გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2019
საქმის ნომერი
421210019003151422
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 421210019003151422

N2/161-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.10.2019 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე - ოლ-- გე-–-ძე;

წარმომადგენელი - თა----- ჭუ---–--ლი;

მოპასუხე - თა----- გე-–-ძე;

წარმომადგენელი - ეკ--------- წა–--–-–--ლი;

დავის საგანი - განქორწინება;

განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება;

მოსარჩელის განმარტებით, იგი მოპასუხე თა----- გე-–-ძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2004 წლის 17 ნოემბრიდან. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. დაახლოებით 4 წლის წინ მოპასუხემ მუშაობა დაიწყო მაღაზიაში და სახლში ბრუნდებოდა გვიან, არ ასახელებდა სად იყო. შემდეგ დაიწყო აზარტული თამაშები და აგებდა ფულს, რის გამოც მოუხდათ ქონების გაყიდვა. ყოველივე ამის გამო მათ ურთიერთობა დაეძაბად და სამი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის შეწყვეტილია ცოლ-ქმრული ურთიერთობა. მოსარჩელე ითხოვს შეწყდეს ქორწინება.

3.ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ოლ-- გე-–-ძე და მოპასუხე თა----- გე-–-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან2004 წლის 17 ნოემბრიდან.

მტკიცებულება:

- ქორწინების მოწმობა.

3.1.2. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის ამ ეტაპზე რამდენიმე წელია არ არსეობს ცოლ-ქმრული ურთიერთობა და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1112-ე, 1127-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ორივე მხარეს სურვილი აქვს შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება, ამდენად, მათი ოჯახური ცხოვრების აღდგენის არავითარი პერსპექტივა არ იკვეთება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 (ორმოცდაათი) ლარი, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო. ამდენად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი ბაჟი 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ოლ-- გე-–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს მოსარჩელე ოლ-- გე-–-ძესა (პ/ნ 4----------) და მოპასუხე თა----- გე-–-ძეს (პ/ნ 2----------) შორის 2004 წლის 17 ნოემბერს სსგს ყვარლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, (ქორწინების მოწმობა N5----------, სააქტო ჩანაწერი №0------).

 

3. მოსარჩელე ოლ-- გე-–-ძეს (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თა----- ჭუ---–--ლის (პ/ნ 1----------- მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი ლარი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში RESPGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300563150, საგადასახადო დავალება N0.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე