განაჩენი

სისხლის სამართლის 02.09.2019
საქმის ნომერი
330100119003127939
თარიღი
02.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3595-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- ჟ----–---–--ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ----- გ-------

 

ბრალდებული - ე--------- ა-–----------ს ძე ს---------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--ი, ჟ---–------- ქუჩა #--

 

კვალიფიკაცია:

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 19 თებერვალს, დილის საათებში, თ---–--–-- ჟ---–------- ქუჩა #---ში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს ე--------- ს---------მა მეუღლის, ლ------ ს---------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც დანის გამოყენებით ფეხზე მიაყენა ჭრილობა. ამ ქმედების შედეგად ლ------ ს---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.2019 წლის 19 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ.თ---–--–-- ჟ---–------- ქუჩა #---ში, ე--------- ს---------ი შვილს - ქ--------- ს---------ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შინ დაგვიანებით დაბრუნების გამო დაემუქრა მოკვლით. ქ--------- ს---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში და დაიწყო ტირილი, რა დროსაც დედამ - ლ------ ს---------მა მოახერხა მეუღლის სხვა ოთახში გაყვანა და სიტუაციის დამშვიდება.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1.2019 წლის 19 თებერვალს, დილის საათებში, თ---–--–-- ჟ---–------- ქუჩა #---ში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს ე--------- ს---------მა მეუღლეს ლ------ ს---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც დანის გამოყენებით ფეხზე მიაყენა ჭრილობა. ძალადობის შედეგად ლ------ ს---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.2.2019 წლის 19 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ.თ---–--–-- ჟ---–------- ქუჩა #---ში, ე--------- ს---------ი შვილს - ქ--------- ს---------ს შინ დაგვიანებით დაბრუნების გამო დაემუქრა მოკვლით. ქ--------- ს---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

3.2.სასამართლოს დასკვნა ე--------- ს---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ------ ს---------ის და ქ--------- ს---------ის, მოწმეების - გ------- გ-----ის, ს-----–--- ბ-------ის და ნ-----–---–---ის გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ე--------- ს---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

 

უდავო მტკიცებულებები:

 

3.4. დაზარალებულის ლ------ ს---------ის 26.06.2019 წლის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 თებერვალს მეუღლემ ე--------- ს---------მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი. ე--------- ს---------მა მეორეჯერაც დაარტყა ხელი, დაზარალებულმა ამჯერადაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი და დაეცა იატაკზე. ე--------- ს---------მა სამზარეულოდან გამოიტანა დანა და დაიწყო ლ------ ს---------ის ფეხზე ჩაცმული ჩექმის გაჭრა, რომ გაჭრა ჩექმა და გახადა ფეხზე, კოჭთან დაუსვა დანა და გაუჭრა ფეხი, რა დროსაც ლ------ ს---------მა იგრძნო ფიზიკური ტკივილი.

 

3.5.დაზარალებულის ლ------ ს---------ის 31.07.2019 წლის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა 2019 წლის 26 ივნისს გამომძიებელთან გამოკითხვის დროს დეტალურად აღწერა 2019 წლის 19 თებერვალს მომხდარი მოვლენები და დამატებით მიუთითა, რომ ფეხზე მიყენებული ჭრილობის გამო დაახლოებით 2 დღე უჭირდა გადაადგილება.

 

3.6. დაზარალებულის ქ--------- ს---------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, საღამოს დაბრუნდა სახლში, დედა ლ------ ს---------ი დახვდა ნაცემი, სახე გაწითლებული და მარცხენა ფეხი კოჭთან ჰქონდა შეხვეული. ლ------ ს---------მა მოუთხრო, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ე--------- ს---------მა სცემა და კოჭთან დანა დაუსვა. იქვე იატაკზე ეგდო ლ------ ს---------ის ჩექმა და სამზარეულოს დანა.

 

3.7.დაზარალებულის დის - ს-----–--- ბ-------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის ივნისის თვეში თურქეთიდან დაბრუნდა საქართველოში. დამ ლ------ ს---------მა უამბო, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში, ე--------- ს---------მა ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა და დანით გაუჭრა ფეხი კოჭის მიდამოში, ლ------მ აჩვენა მარცხენა ფეხზე კოჭთან დარჩენილი ჭრილობის კვალი.

 

3.8.ბრალდებულმა ე--------- ს---------მა დასკვნით სიტყვაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, ორჯერ ნამდვილად დაარტყა ხელი მეუღლეს ლ------ ს---------ს სახის არეში, თუმცა უარყო განზრახ დანის დასმა ფეხის არეში და განმარტა, რომ სურდა მეუღლისთვის ფეხსაცმლის თასმის გახსნა დანით, ამ დროს დანა შემთხვევით დაესვა ლ------ ს---------ის ფეხზე.

 

3.9. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის განმარტებას დანით ლ------ ს---------ის ფეხზე განზრახ დაზიანების უარყოფასთან დაკავშირებით, ვინაიდან პრეიუდიციული მტკიცებულება დაზარალებულის ლ------ ს---------ის გამოკითხვის ოქმი ადასტურებს, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ე--------- ს---------მა სამზარეულოდან გამოიტანა დანა, დაიწყო ლ------ ს---------ის ფეხზე ჩაცმული ფეხსაცმლის გაჭრა, გაჭრის შემდეგ ფეხსაცმელი ფეხიდან გახადა და კოჭთან დაუსვა დანა, შედეგად გაუჭრა ფეხი. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში არ მიუთითებს შემთხვევით ფეხის გაჭრაზე, პირიქით, იგი თანმიმდევრულად აღწერს მოძალადის ქმედებებს და ქრონოლოგიურად ჰყვება თუ რა ვითარებაში მიიღო ფეხზე დაზიანება. გარდა ამისა, ქ--------- ს---------მაც ძალადობიდან მცირე პერიოდში მსხვერპლისგან იგივე ქრონოლოგიით მიიღო ინფორმაცია ფეხზე მიყენებულ ჭრილობასთან დაკავშირებით.

 

3.10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 19 თებერვალს ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე - მეუღლეზე ლ------ ს---------ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.11. დაზარალებულის ქ--------- ს---------ის 26.06.2019 წლის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, ლ------ ს---------ზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ე--------- ს---------მა ქ--------- ს---------ს დაუწყო გინება, უყვიროდა მითხარი სად დადიხარ თორემ მოგკლავო. ქ--------- ს---------ს მუქარის ძალიან შეეშინდა, იგი აღიქვა რეალურად იმის გამო, რომ მამას სახე ჰქონდა აგრესიული, თვალები გაგანიერებული და ჩაწითლებული. შეშინებულმა დაიწყო ტირილი, მაგრამ პოლიციაში ვერ დარეკა, ვინაიდან იფიქრა, რომ დარეკვის შემთხვევაში მამას შესაძლოა მოეკლა. მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა მეგობარს ნ-----–---–---ეს, ასევე უამბო, რომ მამამ დედაზე ფიზიკურად იძალადა და დანით გაუჭრა ფეხი, თუმცა შიშის გამო ვერ რეკავდა პოლიციაში.

 

3.12. დაზარალებულის ლ------ ს---------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ, საღამოს სახლში მოვიდა ლ------ ს---------ის შვილი ქ--------- ს---------ი. ე--------- ს---------მა ქ--------- ს---------ს დაუწყო ყვირილი სად დადიხარო, შემდეგ კი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ქ--------- ს---------ს შეეშინდა მუქარის, ლ------ ს---------საც გაუჩნდა მუქარის შიში, ვინაიდან ე--------- ს---------ს სახე ჰქონდა აგრესიული, თვალები ჩასისხლიანებული. ლ------ ს---------მა იფიქრა, რომ ე--------- ს---------ს შესაძლოა მართლაც მოეკლა ქ--------- ს---------ი, რის გამოც ეხვეწებოდა მეუღლეს შვილისთვის თავი დაენებებინა.

 

3.13. მოწმე ნ-----–---–---ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მეგობრობს ქ--------- ს---------თან და აქვს ყოველდღიური ურთიერთობა. 2019 წლის თებერვლის თვეში ქ--------- ს---------მა უამბო მოწმეს, რომ მამამ ე--------- ს---------მა ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა დედა ლ------ ს---------ი, ხოლო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქ--------- ს---------ს. ქ--------- ს---------ს ძალიან ეშინოდა მამის ე--------- ს---------ის და ამიტომ ვერ რეკავდა პოლიციაში.

 

3.14.2019 წლის 26 ივნისს ,,112-ში შევიდა ანონიმური ზარი. ზარის ინიციატორი ითხოვდა ანონიმურობას და აცხადებდა, რომ ე--------- ს---------ი მუდმივად ფსიქოლოგიურად ძალადობდა შვილზე ქ--------- ს---------ზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ინიციატორი ასევე განმარტავდა, რომ წარსულში ე--------- ს---------მა დანით დაჭრა მეუღლე, ქალბატონს პოლიციისთვის არ მიუმართავს, დაზარალებულები ძალიან შეშინებულები არიან. ეშინიათ, რომ მოძალადე ოჯახის წევრი კვლავ მოახერხებს მათთვის რაიმეს დაშავებას.

 

3.15. ბრალდებულმა დასკვნით სიტყვაში დაადასტურა მუქარის ფაქტი, თუმცა გამორიცხა მუქარის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

 

3.16.სასამართლო განმარტავს, კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, მუდმივად ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებული ქ--------- ს---------ი გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ მამის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც წინ უძღოდა რამდენიმე საათის წინ დედის ლ------ ს---------ის მიმართ განხორციელებული უკიდურესად მძიმე ფორმებში ფიზიკური ძალადობის ფაქტი და მუქარის პროცესში ბრალდებულის უკონტროლო ქცევა, ვიზუალური მხარე - სახე ჰქონდა აგრესიული, თვალები გაგანიერებული და ჩაწითლებული დაზარალებულის მიერ რეალურად იქნა აღქმული და შიშობდა, რომ ბრალდებულს შესაძლოა მართლაც მოეკლა იგი, სწორედ ამ შიშის გამო მან ვერ შეძლო პოლიციის განყოფილებაში დარეკვა. მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშზე მიუთითებს თვითმხილველი მოწმის ლ------ ს---------ის გამოკითხვის ოქმიც. აღნიშნული პირი გამოკითხვის ოქმში უთითებს, მუქარის პროცესში ბრალდებულს იმდენად აგრესიული სახე ჰქონდა და თვალები ჩასისხლიანებული, რომ მასაც შეეშინდა ნამდვილად არ მოეკლა შვილი, ეხვეწებოდა მეუღლეს ქ--------- ს---------ისთვის თავი დაენებებინა. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ხერხი (,,მითხარი სად იყავი თორემ მოგკლავ“), მუქარის განხორციელებამდე ოჯახის წევრის მიმართ მასშტაბური ფიზიკური ძალადობის ფაქტი დანის გამოყენებით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მუქარა, რომ აღქმული იქნა რეალურად და მას წარმოეშვა მუქარის განხორციელების შიში, დასტურდება იმ გარემოებით, რომ მსხვერპლმა ვერ შეძლო პოლიციაში დარეკვა, თუმცა სხვა პირს უამბო მომხდარის შესახებ და სამომავლოდ ანონიმურმა წყარომ დარეკა ,,112-ში“. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ მსხვერპლს სუბიექტურად ჰქონდა შიშის საფუძველი.

 

3.17. სასამართლო სრულად ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტს გენდერული დისკრიმინაციის მოტივის ამორიცხვასთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ გამოძიების ეტაპზე სათანადოდ არ გამოკვეთა აღნიშნული მოტივი, მხოლოდ ის გარემოება, რომ 2019 წლის 19 თებერვალს ე--------- ს---------ი ქ--------- ს---------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით იმის გამო რომ დაზარალებულს დააგვიანდა სახლში მისვლა არ არის საკმარისი უტყუარად დადგინდეს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. უდავო მტკიცებულებებით საკმარისად არ გამოკვეთილა ბრალდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრი ქალის მიმართ, არ ვლინდება, რომ ბრალდებული ე--------- ს---------ი მსხვერპლს სოციალური იერარქიით თავისზე დაბლა მდგომ, უუფლებო სუბიექტად განიხილავდა, რომლის ცხოვრების წესის, ქცევისა და ზოგადად ცხოვრების მიმართულების და ინტერესების განსაზღვრა, მხოლოდ მას, როგორც მშობელს შეუძლია. არ ვლინდება ე.ს---------ის სურვილი დაზარალებულს განუსაზღვროს ცხოვრების პრიორიტეტები, დაუწესოს სოციალური და ყოფითი შეზღუდვები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ე--------- ს---------ის ბრალეულობა.

 

4.4. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ე--------- ს---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ბრალდებულ ე--------- ს---------ის დასკვნითი სიტყვით არ დადასტურდა მუქარის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რის გამოც აღნიშნული მოტივი, როგორც პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება უნდა ამოირიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ე--------- ს---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება.

 

5.2. ე--------- ს---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის სიმრავლე, მასშტაბი, ხერხი და მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:

 

6.3.1. მუქარა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის - შვილის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

6.3.2. ფიზიკური ძალადობის სიმძაფრე: სხეულზე მრავალჯერადი დარტყმები და დანით დაზიანების მიყენება.

 

6.3.3.დანაშაულის სიმრავლე - ჩადენილია 2 მუხლით გათვალისწინებული განზრახი ქმედება.

 

6.3.4.მოძალადისადმი განსაკუთრებული შიში მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათიდან და ხერხიდან გამომდინარე, რამაც დაზარალებულებში გააჩინა განცდა იმისა, რომ დანაშაულის გამჟღავნების შემთხვევაში მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შესაძლოა რეალური საფრთხე შეექმნას.

 

6.4.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადე არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რომლის მიმართაც დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. ბრალდებულის მიერ დასკვნით სიტყვაში გაკეთებულ არგუმენტებს სასამართლო არ აფასებს დანაშაულის სრულ აღიარებად, ე--------- ს---------მა დასკვნით სიტყვაში უარყო განზრახ დანით დაზიანების მიყენების ფაქტი და ეცადა უდავო მტკიცებულების - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის განსხვავებულად წარმოჩენას. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

6.5. ამდენად ძალადობის მასშტაბის, ხერხის, ინტენსივობის და დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია ე--------- ს---------ის იზოლაცია და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ე--------- ს---------ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლთა ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს იგივე დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, დანა - განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ე--------- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.

 

2. ე--------- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე--------- ს---------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით.

 

4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით ე--------- ს---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან.

 

5.ნივთიერი მტკიცებულება: დანა - განადგურდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა