განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
340100119003118731
დავის ტიპი
120
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

№1/1---1-

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ოქტომბერი2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ვა-–---ი ხა----–---–ის

ადვოკატ-ლა-–- ჩა---–-–---–--

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ვა-–---ი ხა----–---–ი;

მამის სახელი: ბა-----;

დაბადებული: 1-.0-.1-9- წელს;

პირადი ნომერი:1--01------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: არასრული საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლევი;

რეგისტრირებული: გუ--------- რაიონი სოფელი ნა-----;

ფაქტობრივად მცხოვრები: გუ--------- რაიონი სოფელი ნა-----;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

კვალიფიკაცია:

ვა-–---ი ხა----–---–ს ბრალი ედება მასში რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვა.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გუ--------- რაიონის სოფელ ჩა-–ა-----–- ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ვა-–---ი ხა----–---–მა, თავის საცხოვრებელ ბინაში, მარცხენა მხრის არეში დანით ერთი ჭრილობა მიაყენა ბებიას - და------- კა-------, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით.

 

ვა-–---ი ხა----–---–ი 2019 წლის 24 ივნისს 13:00 საათზე დააკავეს და 2019 წლის 25 ივნისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გუ--------- რაიონის სოფელ ჩა-–ა-----–- ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ვა-–---ი ხა----–---–მა, თავის საცხოვრებელ ბინაში, მარცხენა მხრის არეში დანით ერთი ჭრილობა მიაყენა ბებიას - და------- კა-------, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: ნი--- ჭა---–---–-- შეტყობინება, მოწმეების ნი--- ჭა---–---–--, და------- კა-------- ირ---–- თვ--–-----–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ და------- კა------- გამოკითხვისო ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაკსვნა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ვა-–---ი ხა----–---–მა დაზარალებულ და------- კა------- მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა, ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო და არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით კი, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება შეიძლება იყოს მაშინ როდესაც ერთი, იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, ხანმოკლედ და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო არამყარი დაკარგვა.

ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაა დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები, მხედველობის და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ და------- კა------ არის ვა-–---ი ხა----–---–ის, ბებია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ვა-–---ი ხა----–---–მა, თავის საცხოვრებელ ბინაში, მარცხენა მხრის არეში დანით ერთი ჭრილობა მიაყენა ბებიას - და------- კა-------, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, გუ--------- რაიონის სოფელ ჩა-–ა-----–- ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ვა-–---ი ხა----–---–მა, თავის საცხოვრებელ ბინაში, მარცხენა მხრის არეში დანით ერთი ჭრილობა მიაყენა ბებიას - და------- კა-------, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ვა-–---ი ხა----–---–ს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

ვა-–---ი ხა----–---–ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არის მისი ნასამართლეობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბერის განაჩენით, ვა-–---ი ხა----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე 4(ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდათი) საათი. ვა-–---ი ხა----–---–მა ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ვა-–---ი ხა----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 111- 120 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ვა-–---ი ხა----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის პირველი შემთხვევა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა-–---ი ხა----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლების თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვა-–---ი ხა----–---–ის მიმართებით სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასჯელის გამოყენების მიზნების და ეფექტურობის თვალსაზრისით სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა-–---ი ხა----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს მსუბუქი. ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ვა-–---ი ხა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი ) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით, ვა-–---ი ხა----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ და ზომად გამოყენებულ იქნა -პატიმრობა.

2. საქმეზე დართულია ნივთიერი მტკიცებულება:

I დ.კა------- სისხლის ნიმუში, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

II.ვ.ხა----–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

III.შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

IV.შავი მაისური, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

V.ვარდისფერტარიანი დანა, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ვა-–---ი ხა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლიდან თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ვა-–---ი ხა----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

3. ვა-–---ი ხა----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ვა-–---ი ხა----–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 24 ივნისის 13:00 საათიდან.

 

4.ნივთიერი მტკიცებულება:

 

4.1. დ.კა------- სისხლის ნიმუში, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4.2. ვ.ხა----–---–ის ნერწყვის ნიმუში, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4.3. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4.5. შავი მაისური, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

4.6. ვარდისფერტარიანი დანა, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატაში გურჯაანის რაიონული სასამარლოს მეშვეობით

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე