განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2019
საქმის ნომერი
330100119002885893
თარიღი
06.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1000-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----------------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - დ-------------, ნ---------–------

 

ბრალდებული - გ------------–---, დაბადებული 1--- წლის 1--------------, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები თბილისში, მ-------- დასახლება, მ-----/რ-ნი, 2--- კორპუსი, ბინა #--ში, ამჟამად პატიმარი

 

წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 00:00 საათიდან 00:08 საათამდე დროის შუალედში, თბილისში, ე-------–---–-- ქ.#---ში მდებარე კარაოკე კლუბ ,---–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------–----, ურთიერთდაპირისპირების დროს, თანნაქონი დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, თ-------------–----- მიაყენა გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, გ-------------- - მარცხენა ბარძაყში შემავალი ჭრილობა, გ---------------- - მარჯვენა თეძოს მიდამოში შემავალი ჭრილობა, ხოლო დ------------–----- - მარცხენა დუნდულის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 00:00 საათიდან 00:08 საათამდე დროის შუალედში, თბილისში, ე-------–---–-- ქ.#---ში მდებარე კარაოკე კლუბ ,---–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------–----, ურთიერთდაპირისპირების დროს, თანნაქონი დანით, თ-------------–-----ა და გ-------------- მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო გ---------------- - მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ

 

დაზარალებულ თ-------------–----- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ვ------- მდებარე კლუბში მივიდა ძმასთან - დ---------- ერთად. მაგიდასთან ისხდნენ თვითონ, მისი ძმა - დ------------–----, ასევე, გ---- და შ--–-------------. ცეკვის დროს კამათი მოხდა, რის გამოც დაცვამ ისინი გარეთ გაუშვა. კლუბიდან 10-15 მეტრის მოშორებით იდგნენ. ჩოჩქოლი და არეულობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით სიმხურვალე იგრძნო გულ-მკერდის არეში, დაჭრილი იყო. გ------------- იმ მომენტში მის გვერდით იყო და ფეხიდან სისხლი სდიოდა. ახსოვს, გ---- მის დაჭრამდე უკვე დაჭრილი იყო. ჩოჩქოლი გრძელდებოდა, თუმცა ის და გ---- მოშორებით იდგნენ. მეგობარმა ტაქსი გააჩერა და, გ----სთან ერთად, საავადმყოფოში წავიდა. მისი ძმაც ფეხში იყო დაჭრილი. არც დანის დარტყმა უგრძვნია და არც ის დაუნახავს, დანა რამდენჯერ მოუქნიეს. ვისთან ჩხუბობდა, ვერ იხსენებს. ჩხუბში გ------------–--- არ ახსოვს.

 

ბრალდებულ გ------------–---ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, ვ-------, კლუბში იყო მეგობრებთან - ლ--------–-------- და გოგოებთან ერთად. გვერდით სუფრასთან ისხდნენ ძმები თ--------, მისთვის უცნობი ბიჭები და გოგოები. მის მეგობრებსა და იმ სუფრის წევრებს შორის სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ არ იცის, რატომ. მოჩხუბრები კლუბიდან გარეთ გავიდნენ, უკან დადებით განწყობაზე დაბრუნდნენ და ისევ სუფრას მიუსხდნენ. შემდეგ კვლავ რაღაც მოხდა, ისევ ჩხუბი დაიწყო, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკებით. კლუბიდან გასვლის შემდეგ დიდი არეულობა და ქაოსი შეიქმნა. ჩხუბში მონაწილე დაახლოებით ათზე მეტი ადამიანი იქნებოდა. თვითონ დანას უმიზნოდ იქნევდა, სურდა, მოჩხუბრები შეეშინებინა და მოეგერიებინა, რომ მისთვის რამე არ დაეშავებინათ. ერთი ბიჭი - გ------------- ფეხში დაიჭრა, მეორე, გ--------------- - გულ-მკერდის არეში. მათი დაჭრის განზრახვა არ ჰქონია, არც მათი მოკლვა სურდა. გ------------- და გ--------------- მასთან ახლოს მივიდნენ და დანა ამიტომ მოხვდათ. მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, შეეძლო კიდეც მისი სისრულეში მოყვანა, რადგან დანა თვითონ ეჭირა, თუმცა ეს შეგნებულად არ გააკეთა. დასაკეცი დანა ჰქონდა, წითელი ან სტაფილოსფერი ტარით, მაგრამ ვერ უპოვეს. დაცვის თანამშრომელი ვერ დაინახა, მოგვიანებით აღიქვა, თუ ვინ იყო, და დანა, რომელიც სისხლით იყო დასვრილი, გაზონზე ისროლა. პოლიციის მისვლამდე დაცვის თანამშრომელმა შეაკავა. მის გარდა, დანა კიდევ ვინმეს თუ ჰქონდა, არ დაუნახავს.

 

მოწმე ნ------------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მეუღლის დაბადების დღეზე, 2018 წლის 13 დეკემბერს, კარაოკე კლუბ ,---–-----–--- მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. კლუბში მასთან ერთად იყვნენ: მეუღლე - გ-------------, თ--------------–----, შ--–-----------, გ---------------, დ------------–---- და შ---------------. ცეკვავდნენ, ერთობოდნენ. ვინაიდან ცეკვის დროს სხვა მაგიდის წევრებთან კონფლიქტი წარმოიშვა, მეუღლემ უთხრა, სახლში წასულიყვნენ. ვიდრე კლუბს დატოვებდა, შენიშნა, დარბაზში მყოფმა ბიჭმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია, ერთ-ერთი გოგოს ჩანთიდან დანა და ,,ნემიროვის‘‘ ბოთლი როგორ ამოიღო და ეს ნივთები უკანა ჯიბეში ჩაიდო. კონფლიქტი კლუბის გარეთ გაგრძელდა. ჩხუბის დროს დაინახა, რომ ბრალდებულმა, ჩუმად, მიპარვით, მისი ქმარი, რომელიც ჩხუბში იყო ჩართული, ბარძაყში დაჭრა. ასევე, დაინახა, მანვე როგორ დაჭრა გ---------------, რომელიც გოგოებთან ერთად იდგა. ორივე ერთი მოქნევით დაჭრა. დანა ,---–------- თანამშრომლებსაც მოუქნია. მის გარდა, სხვის ხელში დანა არ შეუნიშნავს.

 

მოწმე შ-------------–---–-- ჩვენებით, 2018 წლის 13 დეკემბერს, ღამის საათებში, მეგობრებთან - გ--------------თან, შ--–-----------სთან, გ----------------თან, ნ------------–--–---- და ვ----------------------- ერთად, კლუბ ,---–-----–--- იმყოფებოდა. მათ გარდა, კლუბში იყვნენ გ-------------- მეუღლე და კიდევ ორი გოგო. საკმაოდ ბევრი დალია. ერთი პერიოდი თავი შეუძლოდ იგრძნო და საპირფარეშოში გავიდა. უკან დაბრუნებულმა დაინახა, რომ გ------------- და დ------------–---- დაჭრილები იყვნენ. ვითარების გარკვევა არც უცდია, რადგან მხოლოდ მათ ჯანმრთელობაზე ფიქრობდა. ტაქსი გააჩერა და დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

მოწმე ე-----------–---------- ჩვენებით, 2018 წლის 13 დეკემბერს, საღამოს საათებში, სახლში მყოფს ხმაური შემოესმა, რაც არ გაკვირვებია, რადგან ახლოს ბარია და მსგავსი ხმაური ხშირად არის. თავდაპირველად ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ხმაური რომ გაძლიერდა, აივანზე გავიდა. დაინახა, რომ ხელჩართული ბრძოლა იყო, თუმცა, არა - ერთ ადგილზე, არამედ - ჯგუფებად. ვინ ვის ეჩხუბებოდა, ძნელი გასარჩევი იყო. იყვნენ გოგოები, რომლებიც ყვიროდნენ; ბიჭები, რომლებიც დარბოდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ. შენიშნა, ერთი ბიჭი რაღაც უცნაურად მოძრაობდა, მიპარვით საგანს ურტყამდა მოჩხუბრებს. შუქზე საგანმა უცნაურად გაანათა და დაინახა, რომ ბიჭს ხელში დანა ეჭირა. დაცვის თანამშრომლების მისვლის შემდგომ მოჩხუბრები გაიქცნენ. ამ დროს დაინახა, ერთ დაჭრილს, ღია ფერის შარვლით, მარჯვენა მხარე სისხლიანი ჰქონდა. ის კოჭლობით ჩავიდა მ--–---–---–-- ქუჩამდე, თან გაჰყვა ორი ბიჭი, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.

 

მოწმის განმარტებით, ჩხუბს უწყვეტად ვერ უყურებდა, რადგან ძალიან აღელდა და ერთ მომენტში სახლში შევიდა. პოლიციაში დარეკვა სცადა. ისე ღელავდა, 112-ის ნაცვლად, 125-ზე რეკავდა. გარეთ გასულმა შენიშნა, რომ პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები მოსულიყვნენ. ახსოვს, ერთმა ბიჭმა დანიანი ხელი ძლიერად მოიქნია, ალბათ, სახურავზე უნდოდა დანის აგდება, მაგრამ დანა საწვიმარს მოხვდა და ძირს დაეცა. ჩხუბის დასრულების შემდგომ, ძალიან მალე, ამ დანას ორი ბიჭი ეძებდა, სავარაუდოდ, ერთმა იპოვა და აიღო. ეს დანა იმავე პირმა ისროლა, რომელმაც დაჭრა სხვა პირები, თუ სხვამ, ეს უკვე არ იცის.

 

მოწმე გ--------------–---- ჩვენებით, 2012 წლიდან ლაუნჯ ბარ ,---–--------- მენეჯერია. 2018 წლის 13 დეკემბერს სამ მაგიდასთან ისხდნენ სტუმრები, ერთობოდნენ. დაახლოებით 24:00 საათისთვის ჩოჩქოლის ხმა შემოესმა, კლუბში მყოფი რამდენიმე ბიჭი ერთად შეგროვდა, ცოტა ხანში კი კიბეებისკენ დაიძრნენ. მიხვდა, შესაძლოა, სტუმრებს შორის ჩხუბი მომხდარიყო, და დაცვის კომპანია ,---–------- ოპერატიული ჯგუფი გამოიძახა. დაცვის თანამშრომლების მისვლამდე სტუმრები შერიგდნენ და გართობა გააგრძელეს, თუმცა ცოტა ხანში კამათი კვლავ წარმოიშვა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დაცვის თანამშრომლები ჩაერთვნენ და სტუმრები ბარიდან გაიყვანეს, იქ რა ხდებოდა, არ იცის, ვინაიდან ბარში დარჩა და მუშაობა გააგრძელა. გარეთ გასვლისას ნახა, რომ ჩოჩქოლი კვლავ გრძელდებოდა. დაცვის თანამშრომელს ერთი ბიჭი ჰყავდა დაკავებული, რომელიც შემდგომში პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს. როგორც ,---–------- თანამშრომელებისგან შეიტყო, ერთმა ბიჭმა ვიღაც ბიჭები დაჭრა.

 

დაცვის კომპანია ,---–------- ოპერატიული მუშაკის, მოწმე რ----–-------------- ჩვენებით, 2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 24:00 საათისათვის, ცენტრალური მართვის პულტის მეშვეობით, კომპანიაში შეტყობინება შევიდა, რომ თბილისში, ტ----–---–-- ქ.#---ში მდებარე ღამის კლუბ ,---–-----–--- ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას. შესაბამისად, მეწყვილე - მ---------------–---–---- ერთად, ადგილზე გამოცხადდა, მაგრამ ვითარება განმუხტული დახვდათ. მისვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში ორ მაგიდასთან მსხდომ წევრებს შორის კვლავ დაიძაბა სიტუაცია, რის გამოც დაცვის თანამშრომლებმა კონფლიქტში მონაწილე პირებს კლუბი დაატოვებინეს. კლუბიდან 20-30 მეტრის მოშორებით ჩხუბი კვლავ გაგრძელდა, სადაც ბრალდებულმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მინიმუმ სამი ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი კარგად ახსოვს, დაზიანება ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. გ------------–--- მათ მიმართაც აგრესიული იყო, დანაც მოუქნია, თუმცა შეაკავეს, მაგრამ მოასწრო და დანა გადააგდო. ბრალდებულის გარდა, სხვა პირის ხელში ბასრი საგანი არ შეუნიშნავს. საგამოძიებო ექსპერიმენტი ღამით ჩატარდა, სადაც დანა იქნა ნანახი, მიწიანი და ბუჩქიანი ადგილია, იქ მისვლა კიბეებით ჩასვლის შედეგად არის შესაძლებელი. დანა, სავარაუდოდ, დასაკეცი იყო. დანა გამომძიებელმა იპოვა, თუმცა მისი მითითების შედეგად ამოიღეს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დაცვის კომპანია ,---–------- ოპერატიულმა მუშაკმა - მ---------------–---–--, რომელმაც დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ჩხუბის დროს სიტუაციას სრულად აკონტროლებდა და მისი მხედველობის არეალიდან არავინ გასულა. კარგად ახსოვს, მოჩხუბართა ნაკადიდან დ------–--- გამოირჩეოდა. ხედავდა, თუ როგორ იქნევდა დანას სხვების მიმართულებით და ცდილობდა, თვალყური ედევნებინა. შემთხვევის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეწყვილე - რ----–-------------, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს კარგად დაინახავდა.

 

მოწმე ი------–------------- ჩვენებით, აკ----------------------–-------------–----------------–- სამედიცინო ცენტრის ექთანია. 2018 წლის 14 დეკემბერს მისი მორიგეობისას კლინიკაში დაჭრილები - გ------------- და დ----- და თ-------------–------ შეიყვანეს. ახსოვს, რომ ერთი ბარძაყის არეში იყო დაჭრილი, მეორე - გულ-მკერდის არეში, მესამეს დაზიანების არეს ვერ იხსენებს. თითოეულ მათგანს ტანსაცმელი გახადეს და, ცალ-ცალკე, პოლიეთილენის პარკებში მოათავსეს, თითოეულზე სახელისა და გვარის მითითებით. შემდეგ ნივთები გამომძიებელს ჩააბარეს, მან დალუქა და ხელი მოაწერა.

 

დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-----------–---- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა რ----–---------------- საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გ------------–---- დანაშაულის ჩადენის შემდგომ თავიდან მოიცილა დანაშაულის იარაღი - დანა. რის გამოც თბილისში, ტ----–---–-- ჩიხ #--თან, კიბეებით ჩავიდნენ ეზოში, სადაც ნანახი იქნა დ------–---ს მიერ გადაგდებული დანა. დანა მიწაში პირით იყო ჩარჭობილი, ტარზე სისხლის კვალი აღენიშნებოდა. ამოღების შემდგომ დანა დაილუქა შესაბამისი წესით. სიბნელის გამო საგამოძიებო მოქმედება ხელოვნური განათების პირობებში ჩატარდა. ადგილს, სადაც საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარებულიყო, მათ მისვლამდე პოლიციის მუშაკები იცავდნენ, რადგან მათთვის დაახლოებით ცნობილი იყო სავარაუდო ადგილი, სადაც, შესაძლებელი იყო, დანა ყოფილიყო.

 

შ-------–-------–-----------------–------------------------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა-–------------------- განმარტა, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანამშრომელთან ერთად, იმყოფებოდა თბილისში, ტ----–---–-- ქუჩაზე, რა დროსაც ჩხუბისა და ყვირილის ხმა შემოესმა. ,---–------- თანამშრომელი შენიშნა, რომელსაც ხელით ბიჭი ჰყავდა დაჭერილი. მათთან მისვლისას დაცვის თანამშრომელმა ბიჭზე მიანიშნა და უთხრა, რომ მან ბიჭი დაჭრა. იგივე უთხრა ერთ-ერთი დაჭრილის მეუღლემ, რის შემდგომაც ბრალდებული დააკავა. დაკავებულს კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია.

 

შ-------–-------–-----------------–-------------------–---- გამომძიებლებმა, მოწმეებმა - ა------------–---–--, ლ-–------------, გ---------------–---–-- და თ---------–-–---–-- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა.

 

2019 წლის 18 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით,- თბილისში, ე-------–---–-- ჩიხი #--ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ დანაზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ხოლო მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარმოადგენს. ობ. #2,3,5,6-ის გენეტიკური პროფილი და გ-------------- გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. #4,7-ის პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება დ------------–----ს, გ----------------ა და თ-------------–----- გენეტიკური პროფილებისაგან. ობ. #1-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და თ-------------–----- გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. #1-ის პროფილში დ------------–----სა და ობ. #7-ის გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის, ხოლო გ--------------ა და გ---------------- გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. #--ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ობ. #7-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;

- გ------------–---ს ტანსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, საიდანაც გენეტიკური პროფილის ნაწილი ეკუთვნის გ--------------, ხოლო ნაწილი - თ-------------–-----, ასევე, არაიდენტიფიცირებულ პირს;

- დ------------–----ს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, საიდანაც გენეტიკური პროფილის ნაწილი ეკუთვნის გ--------------, ნაწილი - დ------------–----ს;

- გ-------------- ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი გ-------------- გენეტიკური პროფილი იდენტურია;

- გ---------------- ტანსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----------------;

- თ-------------–----- ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, საიდანაც ნაწილი გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------------–-----, ნაწილი - გ--------------.

 

დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ დანის პირი დაბინძურებულია მონაცრისფრო ნადებებით. ტარზეა მონაცრისფრო ლაქები. დანის პირზე და ტარზეა (ძირითადად მარჯვენა მხარეზე) მოწითალო-მოყავისფრო ლაქები. დანის პირის ლესილი კიდის გასწვრივ, წინა ნახევარში, ორივე მხარეზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო ნადებებიდან, გაკეთდა საერთო ანაწმენდი - ობ. #1; პირზე, ზედა კიდეზე, გამჭოლ ნაჭდევთან არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქებიდან გაკეთდა ანაწმენდი - ობ. #2; პირის მარჯვენა მხარეზე, ტართან მიერთების ადგილას არსებული მსგავსი ლაქებიდან, გაკეთდა ანაწმენდი - ობ. #3; ტარის ქვედა კიდეზე, მონარინჯისფრო ფირფიტებს შორის არსებული მოყავისფრო ლაქებიდან, გაკეთდა საერთო ანაწმენდი - ობ. #4; საკიდზე, ნაჭდევ გამოსახულებაზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქიდან გაკეთდა ანაწმენდი - ობ. #5; ტარის მარჯვენა მხარეზე უკანა შუა ნაწილში არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქებიდან გაკეთდა ანაწმენდი - ობ. #6; ტარის მარცხენა უკანა მხარეზე, ქვედა კიდესთან არსებული მსგავსი ლაქიდან, გაკეთდა ანაწმენდი - ობ. #7.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-------.

 

2019 წლის 6 ივნისის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნით,- გ------------–---ს გრძელსახელოებიანი მაისურის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება დ------------–----ს მორუხო ფერის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

- გ------------–---ს ჟაკეტის და გრძელსახელოებიანი მაისურის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება, როგორც თავად გ------------–---ს ჯინსის შარვლის, ასევე, გ--------------, დ------------–----სა და თ-------------–----- ჯინსის შარვლების ქსოვილების ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

ვინაიდან გამოსაკვლევად წარდგენილი ოთხივე ჯინსის შარვლის ქსოვილების ელფერის მცირედი განსხვავებები არ აისახება ერთეულ ბოჭკოებზე და არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები ფართოდაა გავრცელებული (ჯინსის ქსოვილების შემადგენელი), ობიექტების ზედაპირზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა;

- ე-------–---–-- ჩიხი #--ის მიმდებარედ ამოღებულ დანის ზედაპირზე აღინიშნება მორუხო-მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ------------–---ს ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ექსპერტმა ლ-----------–---–-- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება, რომლებსაც სასამართლო შეფასებას მისცემს სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. კერძოდ:

 

დაზარალებულ გ-------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 13 დეკემბერს, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, მეუღლემ - ნ------------------ მეგობრები დაპატიჟა თბილისში, ტ----–---–-- ქუჩაზე მდებრე კარაოკე კლუბ ,---–-----–---. კლუბში, დაახლოებით 20 საათისთვის, მეუღლესთან ერთად მივიდა. მათ გარდა, მისი ძმა - შ--–----------- და მეგობრები - გ---------------, თ-------------–----, დ------------–----, ვ---------------- და შ-------------–---–-– იყვნენ. დაახლოებით 23:30 საათისათვის, მათი მაგიდისა და მახლობლად გაშლილი 7 კაციანი სუფრის წევრებს შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც გამოძახებულ იქნენ დაცვის კომპანია ,---–------- თანამშრომლები. დაახლოებით ნახევარ საათში ყველანი ქუჩაში გავიდნენ, სადაც კვლავ წარმოიქმნა კონფლიქტი, თვითონ წინ მიდიოდა, დანარჩენები უკან მიჰყვებოდნენ. უეცრად ჩხუბი ატყდა. გასაშველებლად უკან მიტრიალდა, რა დროსაც ტკივილი იგრძნო ფეხში, დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა. არ დაუნახავს, ვინ დაჭრა, რადგან, სავარაუდოდ, ზურგის მხრიდან დაარტყეს. არც ის დაუნახავს, დანა ვის ჰქონდა. დაცვას შველას სთხოვდა. ისტერიულ მდგომარეობაში იყო და არ ახსოვს, გაგრძელდა თუ არა ჩხუბი. მ--–---–---–-- ქუჩისკენ წავიდა, თ-------------–-----თან ერთად, რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, დაჭრილი იყო დ------------–----ც, მას დაზიანებები საჯდომისა და ბარძაყის არეში აღენიშნებოდა. მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც არაფერი ახსოვს.

 

დაზარალებულ გ---------------- გამოკითხვის ოქმით, დაახლოებით 23:30 საათზე, ვიდრე კლუბიდან გამოვიდოდნენ, მასთან ერთად სუფრასთან მყოფ ბიჭებს შელაპარაკება მოუხდათ სხვა მაგიდის წევრებთან. კლუბში ცუდი განათება იყო და მუსიკასაც მაღალ ხმაზე უკრავდნენ, არ გაუგია, თუ რაზე დაიწყო კონფლიქტი, მაგრამ სიტუაცია დაცვამ განმუხტა და მალე კლუბიდან წამოვიდნენ. თვითონ ბოლოს გამოვიდა. მ--–---–---–-- ქუჩის მხარეს, ტ----–---–-- ქუჩაზე, გ------------- დაინახა ჩაკეცილ მდგომარეობაში, ფეხში იყო დაჭრილი. მასთან დასახმარებლად მივიდა. ამ დროს მოჩხუბრები, რომლებიც მანამდე მათგან მოშორებით იყვნენ, მიუახლოვდნენ და ცემა დაუწყეს. ჩხუბისას შენიშნა, რომ ნ----------------- ცუდად გახდა და მისკენ გაეშურა, რა დროსაც ნ----- უთხრა, რომ თვითონაც დაჭრილი იყო მარჯვენა ფერდში. არ დაუნახავს, ვინ დაჭრა და რა ნივთით. ასევე, არ დაუნახავს, ვინ დაჭრა გ-------------. არც ის დაუნახავს, ვის ეჭირა დანა ან სხვა ნივთი. შემთხვევის ადგილზე დაცვის კომპანია ,---–-------, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის თანამშროლები მივიდნენ.

 

დაზარალებულ დ------------–----ს გამოკითხვის ოქმით, ბარიდან სიგარეტის საყიდლად გარეთ გავიდა, დაბრუნებისას სიტუაცია არეული დახვდა. ხალხი გამოსული იყო ბარიდან ქუჩაში და ადგილ-ადგილ ჩხუბობდნენ. ჩხუბის მონაწილეებს შორის ამოიცნო თავისი მაგიდის წევრები, მათ შორის - ძმა, რომელიც დაჭრილი იყო, დაჭრილი იყო გ----ც. ჩხუბისთვის თვალის მიდევნება ვერ მოასწრო და მოვლენებს ვერ აკონტროლებდა. შეეცადა უცნობების დამშვიდებას, თუმცა ერთ მომენტში, არ იცის ვინ და რა დროს, დანით მიაყენა დაზიანებები ფეხის არეში. ტკივილი იგრძნო და მცირე რაოდენობის სისხლი წამოუვიდა. მთლიანად ძმაზე და გ-------------ზე გადაერთო, რადგან მათ, მისგან განსხვავებით, მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ. საჭირო იყო მათი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა. მ--–---–---–-- ქუჩაზე ტაქსი გააჩერეს და ღ------–-------------–----- საავადმყოფოში წავიდნენ. თვითონ იმავე დღეს გამოწერეს, ხოლო მისი ძმა - თ-------------–---- ოთხი დღის შემდგომ.

 

მოწმე ი----------------- გამოკითხვის ოქმით, დ------------–-----თან ერთად, სიგარეტის საყიდლად ქუჩაში გავიდა. ახლომახლო მაღაზია ვერ ნახეს, ამიტომ ქუჩას ფეხით გაუყვნენ. დაბრუნებულებმა შენიშნეს, რომ კლუბის სიახლოვეს ხალხი ირეოდა. შენიშნა, რომ გ-------------- შარვალი სისხლით ჰქონდა დასვრილი, დ------------–-----თან ერთად, ტაქსი გააჩერა და ის მანქანაში ჩასვა. მათთან ერთად ჩაჯდა შ-------------–---–-–. დაჭრილი ღ------–------------–----- კლინიკაში გადაიყვანეს. იცის, რომ ჩხუბის დროს, ასევე, დაიჭრა მისი მეგობარი გ---------------ც.

 

მოწმე შ--–-----------ს გამოკითხვის ოქმით, კლუბში იყო ძმასთან - გ--------------თან და მის მეუღლე - ნ-----------------სთან ერთად, ასევე, იყვნენ ვ------------------, გ---------------, შ---------------, ნ--------------- და თ-------------–----. სასმელის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო და ქუჩაში, კლუბის მიმდებარედ, გავიდა. არ ახსოვს, იქ რამდენი ხანი დაჰყო, უკან დაბრუნებულს კლუბთან ხალხი დახვდა შეკრებილი. რძლის ხმა შემოესმა, რომელიც ყვიროდა, რომ მისი ქმარი დაჭრეს.

 

მოწმეების - ნ----------------- და თ------------–----- გამოკითხვის ოქმებით, საცეკვაოდ დარბაზში გასულებს ბიჭებს შორის ხმამაღალი საუბარი შემოესმათ, თუმცა დაძაბულობა მალევე განიმუხტა. კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ ბიჭებს შორის კვლავ წარმოიშვა უთანხმოება, რამაც უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო, მიმართავდნენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ერთმანეთისკენ იწევდნენ. ცოტა ხანში ჩხუბი ქუჩაში გაგრძელდა. 4-5 წუთის შემდეგ თვითონაც გავიდნენ ქუჩაში, სადაც კლუბის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს ბიჭები შენიშნეს, რომლებიც იგინებოდნენ და ყვიროდნენ. გაიგეს ნ------------------ ყვირილი - დაჭრეს, დანა აქვსო. უშუალოდ ჩხუბს არ შესწრებიან, არც დანა დაუნახავთ ვინმეს ხელში. სასწრაფოს მოსვლის შემდგომ გაიგეს, რომ დაჭრილები იყვნენ გ------------- და მისი სამი მეგობარი ბიჭი.

 

მოწმე ი-–---------–---–-- გამოკითხვის ოქმით, რომელიც ლაუნჯ ბარ ,---–--------- დაცვის თანამშრომელია, შემთხვევის დღეს, 2018 წლის 13 დეკემბერს, ბარში 3 მაგიდასთან ისხდნენ სტუმრები, რომლებიც პერიოდულად დარბაზში ცეკვავდნენ. ახსოვს, ერთი პერიოდი ბიჭებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. კონფლიქტის პერიოდში გამოძახებულ იქნა დაცვის კომპანია ,---–------- თანამშრომლები, რომელთა მოსვლის შემდგომ, დაახლოებით 10-15 წუთში, კვლავ ყვირილის ხმა შემოესმა. შენიშნა, რომ საცეკვაო დარბაზში რამდენიმე ბიჭი ძიძგილაობდა. კონფლიქტში მონაწილე პირებს მოუწოდეს, რომ ბარი დაეტოვებინათ და გარეთ გასულიყვნენ. გარეთ გასულ ბიჭებს უკან დაცვის თანამშრომლები გაჰყვნენ. თვითონაც გავიდა, გაიგო ყვირილი: ,,დამჭრეს, სისხლი მომდისო‘‘. ერთმანეთში ირეოდა ყვირილის და გინების ხმა. დაინახა, რომ ,---–------- თანამშრომლები ხელით ერთ ბიჭს აჩერებდნენ. მოკლე პერიოდში მოვიდნენ სასწრაფოს და პოლიციის მანქანები. ჩხუბს უშუალოდ არ შესწრებია, ამიტომ ვინ ვინ დაიჭრა, ამის თქმა არ შეუძლია.

 

მოწმე ა---------–---–-- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 13 დეკემბერს, საღამოს საათებში, სახლში მყოფს ხმაური შემოესმა, რაც არ გაკვირვებია, რადგან მისი სახლის სიახლოვეს მდებარე ბარიდან მსგავსი ხმები ხშირად სმენია. ხმაური გაძლიერდა და აივანზე გავიდა. დაინახა, რომ მისი აივნის სიახლოვეს ბიჭები იყვნენ შეკრებილი და ჩხუბობდნენ. დაცვის თანამშრომლები ცდილობდნენ კონფლიქტის განმუხტვას, თუმცა ვერ ახერხებდნენ. ერთ-ერთი ბიჭის ხელში დანა შენიშნა, რომელიც მარჯვენა ხელში ძირს დაშვებული ეჭირა. სწორედ ის ბიჭი იქნევდა დანას და ურტყამდა მარჯვენა ხელს მოჩხუბრებს. დაინახა, ერთმა ბიჭმა როგორ იტაცა ხელი მარცხენა ფეხზე და როგორ დაუსველდა სისხლით შარვალი. ის მ--–---–---–-- გამზირის მიმართულებით ორ ბიჭთან ერთად გაემართა. კარგად ხედავდა, ბიჭი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, არ ჩერდებოდა და სხვების მიმართულებითაც იწევდა საჩხუბრად. ასევე, დაინახა კიდევ ერთი დაჭრილი, რომელსაც შარვალი სისხლით ჰქონდა დასვრილი. ჩხუბის დროს კიდევ ერთი ბიჭის ხელში შენიშნა დანა, თუმცა მას ეს დანა არ გამოუყენებია. როდესაც პოლიციის მისვლის შესახებ ინფორმაცია გაიგო, შეეცადა, თავიდან მოეცილებინა და დანა ტ----–---–-- ქუჩის მიმართულებით, კორპუსის მხარეს, ისროლა, სავარაუდოდ, ცდილობდა სახურავზე მის შეგდებას, თუმცა ვერ შეძლო და ასფალტზე დაეცა. თვითონ კი ადგილიდან მიიმალა. ასფალტზე დაგდებული დანა სხვა ბიჭებმა იპოვეს, ჯიბეში ჩაიდეს და გაიქცნენ. შემთხვევის მოვლენებს კარგად ხედავდა და დეტალების გარჩევაც არ გასჭირვებია, რადგან ქუჩა სრულად იყო განათებული.

 

მოწმე თ---------–--–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 13 დეკემბერს, სახლში მყოფს, ხმაური შემოესმა. აივანზე გასულმა 10-12 კაცი დაინახა, ქუჩაში იყვნენ გაფანტული და ყვიროდნენ. ვინმეს მხრიდან დანის გამოყენება არ შეუნიშნავს, რადგან მალევე სახლში შებრუნდა.

 

მოწმე ნ-----–------------------ გამოკითხვის ოქმით, აკ----------------------–-------------–----------------–- სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე რენიმატოლოგია. 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 00:15 საათზე, კლინიკაში თვითდინებით შევიდნენ გ-------------, დ------------–---- და თ-------------–----. მათგან თ-------------–---- გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნებოდა ცივი იარაღით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებას. დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე პაციენტი აღმოჩნდებოდა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში და, შესაძლოა, დაღუპულიყო. გ-------------- დაზიანება მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში ჰქონდა მიყენებული. ჭრილობა იყო ძლიერ სისხლმდენი, რის გამოც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მიყენებული ჭრილობის და სისხლის სერიოზული რაოდენობის დაკარგვის მხედველობაში მიღებით, გ-------------- მდგომარეობა იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. დ------------–----ს მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო. დუნდულის არეში აღნიშნებოდა ნახევარი მილიმეტრი სიგრძის 4 ჭრილობა და არცერთი მათგანი არ წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებას.

 

შ--------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–--------

განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, მოწმე კ--------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 14 დეკემბერს, პოლიციის სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად, მივიდა თბილისში, ტ----–---–-- ქ.#---ის მიმდებარედ. ადგილზე მისულებს დაცვის კომპანია ,---–------- თანამშრომელი დახვდათ, რომელსაც შეჩერებული ჰყავდა გ------------–---. დაცვის თანამშრომლის განმარტებით, გ------------–---- დაჭრა რამდენიმე პიროვნება.

 

2018 წლის 14 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შ-------–-------–-----------------–-------- განყოფილების გამომძიებლის - ბ---------–--–-–---–-- მიერ, თბილისში, ე-------–---–-- ქ.#---ში, ექსპერტების - თ----------------–---–--- და ნ-----–------–---–---- მონაწილეობით, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სადაც განთავსებულია ღამის კლუბი. გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულია ,,ტოიოტა პრიუსის‘‘ მოდელის ავტომანქანა, სახ.#B------, რომლის წინა მარჯვენა საბურავის დისკზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რაც დაინომრა პირობითად #1 ობიექტად; ღამის კლუბის გვერდით მდებარეობს აფთიაქი, რომელიც აღჭურვილია 2 ვიდეოკამერით. იქვე მდებარე სილამაზის სალონის წინ არსებულ ქვაფენილზე ნანახი იქნა მოწითლო ფერის ლაქები, რაც დაინომრა #2 ობიექტად; ტ----–---–-- ქ.#10-ში, ეზოში შესასვლელი რკინის ჭიშკრის წინა ასფალტის ზედაპირზე, ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა #3 ობიექტად; მოწითალო ფერის ლაქები, ასევე, ნანახი იქნა იქვე, გზის სავალ ნაწილზე, და დაინომრა #4 და #5 ობიექტებად; იქვე, ტროტუართან გაჩერებული ,,ტოიოტა პრიუსის‘‘ მოდელის ავტომანქანის (სახ.#R------) უკან, დაახლოებით ნახევარი მეტრის მოშორებით, ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები და დაინომრა #6 ობიექტად; ტ----–---–-- ქ.#10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ, ფანჯრებთან, ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა #7 ობიექტად; იქვე, სახლის რკინის გისოსებიანი ფანჯრის წინ, ტროტუარზე, ასფალტის ზედაპირზე, ასევე, ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა #8 ობიექტად; ე-------–---–-- ქ.#--ში, საკანალიზაციო ჭის თავსახურთან, ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა #9 ობიექტად; ე-------–---–-- ქ.#--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფანჯრების წინ ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა #10, #11, #12 და #13 ობიექტებად; გზის სავალ ნაწილზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები და დაინომრა #14 ობიექტად; ე-------–---–-- ქ.#--ის მოპირდაპირედ განთავსებულია ,,ბ-------–-----------–---–---–---‘‘, რომლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები; ე-------–---–-- ქ.#--ში, გზის სავალ ნაწილზე, ასევე, ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა #15 ობიექტად; იქვე, საკანალიზაციო ჭის თავსახურთან, ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც დაინომრა #16 ობიექტად; ე-------–---–-- ქ.#--ში, ,,ტ----------‘‘ გვერდით, კიბეებზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა #17 ობიექტად; პ----–---–---–--ა და ე-------–---–-- ქუჩების კვეთაზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც დაინომრა #18 ობიექტად; ამის შემდგომ დათვალიერება გაგრძელდა პ----–---–---–-- ქუჩაზე, სადაც ქუჩის #--სთან, გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, ტროტუართან განთავსებულ სარეკლამო ბანერთან, ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რაც დაინომრა #19 ობიექტად. ცხრამეტივე ობიექტი ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ და მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება. ექსპერტების მიერ მოხდა მოწითალო ფერის ლაქების ნიმუშის აღება.

 

2018 წლის 14 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ შ-------–-------–-----------------–------------------------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ნ-----------–---- მიერ, რ----–--------------აგან მიღებული ინფორმაციის შესამოწმებლად, ექსპერტების - კ------------------ და ლ--------–------ მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც რ----–-------------- მითითებით, ე-------–---–-- ჩიხ #--თან, კიბეების მეშვეობით ეზოში ჩასვლის შემდგომ, მარჯვნივ განთავსებული საცხოვრებელი სახლის კედლიდან, რიგით პირველი მწვანე მცენარის წინ, ნანახი იქნა მიწაში წვერით ჩარჭობილი სტაფილოსფერი ტარის მქონე დანა, მოწითალო ფერის ლაქებით.

 

2018 წლის 14 დეკემბრის ამოღების ოქმით, თბილისში, ე-------–---–-- ჩიხი #--ის მიმდებრე ტერიტორიიდან, ამოღებულ იქნა ეზოში ჩასასვლელი კიბეებიდან მარჯვნივ განთავსებული საცხოვრებელი სახლის კედლიდან, რიგით პირველი მწვანე მცენარის წინ, მიწაში წვერით ჩარჭობილი სტაფილოსფერი ტარის მქონე დანა, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.

 

2018 წლის 14 დეკემბრის ამოღების ოქმით, ბრალდებულ გ------------–---სგან ამოღებულ იქნა მისი კუთნილი ტანსაცმელი: შავი ფერის ერთი ცალი ნაქსოვი ჟაკეტი, ელვაშესაკრავით; ერთი ცალი ნაცრისფერი მაისური, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მოწითალო ფერის ლაქებით.

 

2018 წლის 14 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ო.ღ------–-------------–----- ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ექთან ი------–------------- მიერ წარდგენილ იქნა: ა) გ-------------- კუთვნილი ტანსაცმელი - ქურთუკი, მოწითალო ფერის ლაქებით; მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც წელის ნაწილში არის გაჭრილი, ასევე, მთლიანად გაჭრილია მისი ტოტები; შავი ფერის ქამარი, მოწითალო ფერის ლაქებით; თეთრი ფერის პერანგი, მოწითალო ფერის ლაქებით; იასამნისფერი საცვალი, რომელიც გაჭრილია და აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები; სპორტული ფეხსაცმელი, მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე, ,,iPhone 4-ის‘‘ მოდელის მობილური ტელეფონი, დაზიანებულ მდგომარეობაში; ბ) დ------------–----ს ტანსაცმელი - საცვალი, მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებით; შავი ფერის ერთი წყვილი წინდა; შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური; სპორტული ქურთუკი, მოწითალო ფერის ლაქებით და მცირე დაზიანებებით; ტყავის ქურთუკი, მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებებით; შავი ფერის ჯემპერი, საყელოსთან არსებული დაზიანებით; ერთი წყვილი ფეხსაცმელი; ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით, რომელსაც უკანა ნაწილში, რამდენიმე ადგილას, აღენიშნება დაზიანებები; შავი ფერის ქამარი; გრძელსახელოებიანი სვიტერი, რომელსაც, ასევე, აღენიშნება დაზიანებები; დ------------–----ს კუთვნილი ,,SAMSUNG-ის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონი, დაზიანებულ მდგომარეობაში, ასევე, აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები; გ) თ-------------–----- ტანსაცმელი - მუქი ლურჯი ფერის, უსახელო, ე.წ. ,,დუტის‘‘ ჟილეტი, მოწითალო ლაქებით; შავი ფერის ნაქსოვი ჯემპერი, დაზიანებთ და დაზიანების ადგილზე - მოწითალო ფერის ლაქებით. ანალოგიური დაზიანება აქვს მარჯვენა სახელოზე; ჯინსის შარვალი, რომლის წინა ნაწილი დასვრილია სისხლისფერი ლაქებით; შავი ფერის ქამარი; მოკლესახელოებიანი შავი ფერის მაისური, დაზიანებებით და მოწითალო ფერის ლაქებით; შავი ფერის ,,კეპი‘‘; მუქი ფერის ტრუსი; თეთრი ფერის წყვილი წინდა; შავი ფერის სპორტული ზედატანი, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მხარე და მარჯვენა სახელო. ზედატანი დასვრილია მოწითალო ფერის ლაქებით. ი------–------------- მიერ, ასევე, წარდგენილ იქნა თ-------------–----- კუთვნილი შავი ფერის ფეხსაცმელი და ,,SAMSUNG-ის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

2019 წლის 19 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, დ------------–---- სტაციონარში მოთავსებულ იქნა 14.12.18 წელს, 00:15 საათზე, და გაეწერა 15.12.2018 წელს, 14:00 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა დუნდულის და ბარძაყის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2019 წლის 29 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, თ-------------–---- სტაციონარში მოთავსებულ იქნა 14.12.18 წელს, 00:15 საათზე, და გაეწერა 18.12.2018 წელს, 14:00 საათზე. დიაგნოზი: გულ-მკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. მარჯვენა წინამხრის 2 მცირე ზომის ნაკვეთი ჭრილობა. გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო მარჯვენა წინამხრის მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის (საგნების) ზემოქმედებით და, როგორც ცალ-ცალკე, ასევე, ერთობლიობაში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2019 წლის 1 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, გ------------- კლინიკაში მოთავსებულია 14.12.2018 წლის 00:15 საათზე (გაეწერა 20.12.2018 წლის 15:00 საათზე). დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა ბარძაყის ნაკვეთი ჭრილობა, ბარძაყის ვენის და კუნთის მრავლობითი დაზიანებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰიპოვოლემიური შოკი. დაზიანება (მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, ზედა და შუა მესამედის საზღვარზე არსებული ჭრილობის სახით) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზეც ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა.

 

გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------------–---ს დამნაშავედ ცნობას თ-------------–-----, გ--------------, გ----------------ა და დ------------–----ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება მოიცავს არა ბრალად წარდგენილი, არამედ - სხვა დანაშაულის ნიშნებს, რომელიც გ--------------ა და თ-------------–----- მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, ხოლო გ---------------- მიმართ - სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია). ამასთან, დ------------–----ს მიმართ გ------------–---ს მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება ზემოთ განხილული მტკიცებულებებით.

 

შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების (როგორც გამოკვლეული, ისე, უდავოდ ცნობილის) შეჯერების და ანალიზის პირობებში, უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს, კარაოკე კლუბ ,---–-----–--- მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რაც კლუბის თანამშრომელთა შენიშვნის შემდეგ განიმუხტა, თუმცა, პრევენციის მიზნით, გამოძახებულ იქნენ დაცვის კომპანია ,---–------- თანამშრომლები. დაცვის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ, დაახლოებით 10-15 წუთში, კონფლიქტი კვლავ გამძაფრდა, ამიტომ მასში მონაწილე პირები გარეთ გაუშვეს, რის შემდეგაც ჩხუბი გაგრძელდა კლუბიდან 20-30 მეტრში, სადაც ბრალდებულმა გ------------–---- დანით მიაყენა დაზიანებები ჩხუბში მონაწილე პირებს, კერძოდ, გ-------------- დაზიანება მიაყენა ფეხის არეში, გულ-მკერდის არეში დაჭრა თ-------------–----, ხოლო გ-------------- დასახმარებლად მისულ გ---------------- დაზიანებები მიაყენა მუცლის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში.

 

მოწმე ნ------------------ განაცხადა, რომ ჩხუბის დროს დაინახა, ბრალდებულმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, ჩუმად, მიპარვით, როგორ დაჭრა ჩხუბში ჩართული მისი მეუღლე - გ------------- ბარძაყის არეში. ასევე დაინახა, მანვე როგორ დაჭრა გ--------------- დანით. აღსანიშნავია, რომ ნ------------------ ქუჩაში განვითარებულ ჩხუბამდე, კლუბში შენიშნა, გ------------–---- როგორ ამოიღო ერთ-ერთი გოგოს ჩანთიდან დანა და შარვლის ჯიბეში ჩაიდო.

 

დაცვის კომპანია ,---–------- ოპერატიული მუშაკების - რ----–--------------ა და მ---------------–---–-- ჩვენებებით დადგენილია, რომ გ------------–--ს დანა ეჭირა ხელში. რ----–-------------- თავის ჩვენებაში უტყუარად დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან მინიმუმ სამი ადამიანის დაჭრა. მ---------------–---–-- ჩვენების თანახმად, მოჩხუბართა ნაკადიდან გამოირჩეოდა გ------------–---, მანვე განმარტა, რომ ის ხედავდა, როგორ იქნევდა ბრალდებული დანას სხვების მიმართულებით.

 

აღსანიშნავია, რომ გ--------------ა და გ---------------- დაჭრის ფაქტი არ უარყვია არც თავად ბრალდებულს, რომელმაც განაცხადა, რომ სტაფილოსფერი ან წითელტარიანი დასაკეცი დანა ნამდვილად ჰქონდა და ჩხუბის დროს იქნევდა, იმ მიზნით, რომ მოჩხუბრები შეეშინებინა და მოეგერიებინა. ამასთან, დაადასტურა, რომ გ------------- და გ--------------- მის მიერ მოქნეული დანის შედეგად დაიჭრნენ. ამავდროულად, განმარტა, რომ მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რომ სდომოდა, დანა თვითონ ჰქონდა და შეეძლო, სისრულეში მოეყვანა განზრახვა. ბრალდებულის განმარტებით, გ--------------ა და გ---------------- დანა მოხვდათ, რადგან მასთან ახლოს მივიდნენ.

 

კლუბ ,---–--------- მიმდებარედ არსებულ სახლში, ტ----–---–-- ქ.#--ში მაცხოვრებელმა ე-----------–----------, ასევე, დაადასტურა, რომ დაინახა, როგორ ეჭირა ერთ ბიჭს დანა ხელში და მიპარვით ურტყამდა მოჩხუბრებს. მოწმის ჩვენების აღნიშნული ნაწილი მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, ხომ არ იყო ბრალდებული მართლაც თავდაცვის რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ ე-----------–---------- ჩვენება ამ ნაწილში აბსოლუტურ თანხვედრაშია გ--------------- მეუღლის - ნ------------------ ჩვენებასთან, სადაც ის, ასევე, ამბობს, რომ ბრალდებული მიეპარა მის ქმარს, შემდეგ - გ----------------. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი მოწმე ერთმანეთს არ იცნობს, სასამართლო აბსოლუტურად გამორიცხავს მათ ერთმანეთში შეთანხმებულობას. შესაბამისად, ადგენს, რომ მათ მიერ ფაქტის ერთნაირად აღქმა უტყუარად ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულებზე მიპარვას. შესაბამისად, სასამართლო გამორიცხავს თავდაცვის მიზნით, დანის ქნევის შედეგად, დაზიანებების განვითარებას და უტყარად ადგენს, რომ ბრალდებული გაზრახ მოქმედებდა.

 

ამასთან, იმავე მისამართზე, ტ----–---–-- ქ.#--ში მცხოვრებ ა---------–---–-- გამოკითხვის ოქმით (რაც გამოკვლევის გარეშე იქნა მტკიცებულებად მიღებული) ირკვევა, რომ ბიჭი დანას იქნევდა და მარჯვენა ხელს მოჩხუბრებს ურტყამდა. ასევე, კარგად ხედავდა, რომ ის არ ჩერდებოდა და სხვების მიმართულებითაც იწევდა.

 

აღსანიშნავია, რომ არც ა---------–---–-- და არც ე-----------–---------- მიერ სახელდებით არ მოხსენიებულა, რომ ეს პირი გ------------–--- იყო, რაც ლოგიკურია, რადგან ისინი ჩხუბს სახლებიდან უყურებდნენ და, მიუხედავად ქუჩაში არსებული ღამის განათებისა, ცხადია, ადამიანების სახეებით აღქმა/დამახსოვრება გაუჭირდებოდათ, თუმცა ის, რომ დანის დარტყმები განხორციელებული იყო სწორედ ბრალდებულ გ------------–---ს მხრიდან, დადასტურებულია მოწმეების: ნ------------------, რ----–--------------ა და თავად ბრალდებულის ჩვენებებით.

 

მართალია, ა---------–---–-- სხვა პირის ხელშიც დაინახა დანა, თუმცა მისი გამოკითხვის ოქმის თანახმად, იმ პირს დანა არ გამოუყენებია. ნიშანდობლივია, რომ ა---------–---–- და ე-----------–--------- ერთნაირად აცხადებენ, რომ დანა გადაგდების შემდეგ ორმა ბიჭმა აიღო, რომლებიც გაიქცნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ე-----------–--------- სრულად ვერ აკონტროლებდა ჩხუბის მიმდინარეობას, რამდენადაც სახლში შედიოდა ხოლმე და დაბნეული იყო, ა---------–---–- კი თვალს ადევნებდა სრულად. შესაბამისად, სასამართლოს გაუჩნდა ინფორმაცია მოჩხუბრებს შორის მეორე დანის არსებობის თაობაზე, აღსანიშნავია, რომ ე-----------–---------- დაინახა, როგორ მოისროლა ბიჭმა დანა. მოწმის განმარტებით, ალბათ, სახურავზე უნდოდა აგდება, მაგრამ დანა საწვიმარს მოხვდა და ძირს დაეცა, რაც შემდეგ ორმა ბიჭმა აიღო. იგივეს ამბობს მეორე დანაზე ა---------–---–-ც, რომ, იმ პირმა, რომელსაც დანა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუყენებია, დანა ისროლა, სავარაუდოდ, სახურავზე შეგდებას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო და ასფალტზე დაეცა, რაც შემდეგ სხვა ბიჭებმა იპოვეს და გაიქცნენ. საგულისხმოა, რომ მოწმე ა---------–---–-- ჩვენების თანახმად, მეორე პირს დანა არ გამოუყენებია. შესაბამისად, სასამართლო, მოწმეთა ჩვენებებისა და გამოკითხვის ოქმების, ასევე, წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, გამორიცხავს, რომ დაზარალებულებისთვის - თ-------------–-----, გ----------------ა და გ--------------ათვის დაზიანებები, გ------------–---ს გარდა, შესაძლოა, სხვა პირს მიეყენებინოს.

 

ნივთიერი მტკიცებულების - დანის ბრალდებულის მიერ ფლობას ადასტურებს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, დანის ზედაპირზე არსებულ ბოჭკოებსა და გ------------–---ს ჟაკეტის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

 

მოწმე რ----–-------------- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, მან მიუთითა თბილისში, ე-------–---–-- ჩიხი #--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილზე, სადაც ბრალდებულმა დანა გადააგდო, საიდანაც ამოღებულ იქნა სტაფილოსფერტარიანი დანა, სისხლისმაგვარი ლაქებით. აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი და სისწორე სასამართლოში დაადასტურეს როგორც გამომძიებელმა ნ-----------–----, ისე - რ----–--------------. აღნიშნულის გამო, ასევე, ბრალდებულის მიერ დანის აღწერილობის გათვალისწინებით, სასამართლოს უტყუარად მიაჩნია, რომ ეს სწორედ ის დანა იყო, რომელსაც ბრალდებული ფლობდა და იყენებდა ჩხუბში. ამასთან, ნ-----------–---- დარწმუნებით განუცხადა სასამართლოს, რომ რ----–---------------- საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე მითითებულ ადგილს პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნითა და ექსპერტ შ-----------–------- ჩვენებით დადგენილია, რომ თბილისში, ე-------–---–-- ჩიხი #--ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ დანის პირზე, ზედა კიდეზე, გამჭოლ ნაჭდევთან, პირის მარჯვენა მხარეზე, ტართან მიერთების ადგილას, ტარის ქვედა კიდეზე, საკიდზე, ნაჭდევ გამოსახულებაზე და ტარის მარჯვენა მხარეზე, უკანა შუა ნაწილში არსებული ლაქების გენეტიკური პროფილი და გ-------------- გენეტიკური პროფილი იდენტურია, ხოლო დანის პირის ლესილი კიდის გასწვრივ, წინა ნახევარში, ორივე მხარეზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო ნადებებიდან აღებული ანაწმენდი არის შერეული გენეტიკური პროფილის, რომლის მაჟორული წილი და თ-------------–----- გენეტიკური პროფილი იდენტურია. შესაბამისად, აღნიშნულ დანაზე გ--------------ა და თ-------------–----- სისხლის კვალის აღმოჩენით უტყუარად დგინდება გ------------–---ს მიერ მითითებული დანით გ--------------ა და თ-------------–-----თვის ჯანმრთელობის დაზიანებების მიყენების ფაქტი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ-------------- მიყენებული ჰქონდა მარცხენა ბარძაყის ნაკვეთი ჭრილობა, ბარძაყის ვენის და კუნთის მრავლობითი დაზიანება, ასევე, ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰიპოვოლემიური შოკი. ამასთან, მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, ზედა და შუა მესამედის საზღვარზე არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. დადგენილია, რომ გ-------------- დაზიანება მძიმე ხარისხის იყო და წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

ასევე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებების არსებობა დაუდგინდა თ-------------–----- სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, კერძოდ, გულ-მკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, მარჯვენა წინამხრის 2 მცირე ზომის ნაკვეთი ჭრილობა, რომელთაგან გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა განვითარებული რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ, როგორც გ--------------, ისე - თ-------------–----- სხეულზე განვითარებული დაზიანებები, ხანდაზმულობით ემთხვევა 2018 წლის 14 დეკემბერს, კლუბ ,---–--------- მიმდებარედ მომხდარი კონფლიქტის დროს განვითარებული მოვლენების თარიღს.

 

ამდენად, გ------------–---ს მიერ გ--------------ა და თ-------------–----- ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტი დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ გ------------–---ს მიერ რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტს, ისე - სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნებით.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, სწორი კვალიფიკაცია მიანიჭოს ბრალდებულის ქმედებას, რის გამოც ითვალისწინებს შემთხვევის ადგილას არსებულ ვითარებას, რომ არაფერი ხელშემშლელი და დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა, გ------------–--ს მოკვლის განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული მიპარვით, ჩუმად ურტყამდა დანას დაზარალებულებს, ისე, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ შენიშნა, თუ ვინ და რა დროს მიაყენა დაზიანება, ლოგიკურია, მოკვლის განზრახვის შემთხვევაში, მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, კიდევ დაერტყა მათთვის და დაზიანებები მიეყენებინა სხეულის ისეთ ადგილებში, რაც დაზარალებულებს გარდაუვალ სიკვდილს ან სიკვდილის საფრთხის დადგომას უქადდა.

 

საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, #527აპ-17).

 

საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს არ მიაჩნია დადგენილად, რომ გ------------–---- განიზრახა დაზარალებულების მკვლელობა და მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო სწორედ ამ დანაშაულის ჩასადენად.

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ - მკვლელობის მცდელობას.

 

ამასთან, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ, პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია, დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლო საქმის განხილვით ადგენს, რამდენად მოიცავდა გ------------–---ს განზრახვა თ-------------–-----, გ----------------ა და გ-------------- სიცოცხლის მოსპობას, ასევე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი, ან არ შეიქმნა ასეთი შედეგის დადგომის საფრთხე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის სასამართლო ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას, სხეულის დაზიანებათა/ჭრილობათა რაოდენობას. სახეზეა დაზარალებულებზე მიყენებულ დაზიანებათა სიმცირე, რასაც, გარდა ექსპერტიზის დასკვნებისა, ადასტურებს მოწმე ნ------------------ ჩვენება, რომ ბრალდებულმა თითოჯერ მოუქნია დაზარალებულებს დანა. ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს დაზიანებათა ხარისხსა და ლოკალიზაციას, რაც მტკიცებულებებითაა დადგენილი. ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენამდე და მას შემდეგ ბრალდებულისა და დაზარალებულების ქცევასა და მათ ურთიერთობას. დადგენილია, რომ გ------------–---ს ქმედებები განვითარდა მის სამეგობროსა და მისთვის უცნობ პირთა შორის ჩხუბისას, რა დროსაც მან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა თ-------------–-----ა და გ--------------.

 

ამასთან, გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------------–---ს მიერ დ------------–----ს მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს გ------------–---ს მიერ დ------------–----ს მიმართ რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე. ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, რომელთაგან ვერცერთი მოწმე ვერ აცხადებს, რომ დ------------–----ს დაზიანება მიადგა გ------------–---ს მიერ. არასაკმარისია ნ------------------, რ----–--------------ა და მ---------------–---–-- ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ჩხუბის დროს დანა მხოლოდ გ------------–--ს ეჭირა, მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც მოწმე ა---------–---–- ჩვენების თანახმად, მან ჩხუბის დროს დანა ორი ბიჭის ხელში შენიშნა, თუმცა მეორე ბიჭის მხრიდან დანის გამოყენება მას არ დაუნახავს.

 

მართალია, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------------–---ს მაისურის ზედაპირზე აღინიშნება მოშავო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება დ------------–----ს მორუხო ფერის სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, თუმცა აღნიშნული საკმარისია მხოლოდ მითითებულ პირებს შორის ურთიერთკონტაქტის დასადასტურებლად და ვერნაირად ვერ იქნება მიჩნეული გ------------–---ს მიერ დ------------–----ს დაჭრის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, რამდენადაც სხვა არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს გ------------–---ს მხრიდან დ------------–----ს დაჭრის ფაქტს.

 

ამდენად, ბრალდებულისა და დ------------–----ს ტანსაცმელზე არსებული ერთგვაროვანი ბოჭკოები, სხვა მასთან თავსებადი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ გახდება გ------------–---ს ბრალეულობის დამადასტურებელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებები გ------------–---ს მიერ დ------------–----ს მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ემყარება მხოლოდ ვარაუდს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ამდენად, გ------------–--ს უნდა ამოერიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან დ------------–----ს მკვლელობის მცდელობა, ხოლო თ-------------–-----ა და გ--------------თან მიმართებაში ბრალდებულის ქმედება ორი ან მეტის პირის მკვლელობის მცდელობიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ზემოთ განხილული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა გ------------–---ს მხრიდან არცერთი დაზარალებულის მკვლელობის განზრახვა. ჯანმრთელობის დაზიანებები გ--------------, თ-------------–-----ა და გ---------------- ბრალდებულმა მიაყენა ჩხუბში, რა დროსაც არავითარი სუბიექტური ფაქტორი, რომ მას მათი მოკვდინების სურვილი ჰქონოდა, არ გამოვლენილა და, რა თქმა უნდა, არც დადასტურდა, თუმცა გამოიკვეთა მოჩხუბრების განეიტრალების სურვილით მათ მიმართ დაზიანებების მიყენების განზრახვა. სასამართლო ადგენს რა ბრალდებულის განზრახვას, ქმედებას კვალიფიკაციას ანიჭებს დამდგარი შედეგების მიხედვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომლის შემადგენლობა მატერიალურია და მისი დამთავრებულად შეფასებისათვის აუცილებელია მძიმე შედეგის დადგომა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ქმედებაში, მძიმე შედეგში, მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა პირის ქმედება წარმოადგენდა სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა.

 

პირს დანაშაულის ჩადენამდე, ე.ი. მისი შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე უნდა აღმოუცენდეს ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა. როგორც წესი, ეს ქმედებები ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით ხდება, თუმცა არაა გამორიცხული დროის მცირე მონაკვეთით მათი დაშორება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ------------–---ს მიერ გ--------------ა და თ-------------–----- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ერთიანი განზრახვით. იმის გათვალისწინებით, რომ ჩხუბი იყო მრავალპირიანი, რომლის ერთ მხარეს გ------------–--- წარმოადგენდა (დადგენილია, რომ ჩხუბი კლუბში სხვადასხვა მაგიდებზე მსხდომ პირთა შორის წარმოიშვა), რომელსაც თან დანა ჰქონდა, წარმოეშვა საწინააღმდეგო მხარის წარმომადგენელთა მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა და თანნაქონი დანით მძიმე დაზიანებები მიაყენა მათ. ამავდროულად, ზემოთ განხილული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი გ------------–---ს მხრიდან მათი მოკვლის განზრახვა. შესაბამისად, გ------------–---ს ქმედება ბრალად წარდგენილი სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტზე - ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე

მოშლა გამოიწვია

 

ბრალდებულ გ------------–---ს ჩვენებით, ჩხუბის დროს დანას უმიზნოდ იქნევდა, სურდა, მოჩხუბრები შეეშინებინა და მოეგერიებინა, რომ მისთვის რამე არ დაეშავებინათ. ერთი ბიჭი - გ------------- ფეხში დაიჭრა, ხოლო მეორე, გ--------------- - გულ-მკერდის არეში. ბრალდებულის განმარტებით, მას მათი დაჭრის ან მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

 

მოწმე ნ------------------ ჩვენებით, ჩხუბის დროს დაინახა, რომ გ------------–----, რომელმაც ჯერ კიდევ ბარში ყოფნისას ერთი გოგოს ჩანთიდან დანა ამოიღო, ჩუმად, მიპარვით, მისი ქმარი და გ--------------- დაჭრა.

 

მოწმე რ----–-------------- ჩვენებით, ჩხუბის დროს ბრალდებულმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მინიმუმ სამი ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი კარგად ახსოვს, რომელსაც დაზიანება ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დაცვის კომპანია ,---–------- ოპერატიულმა მუშაკმა - მ---------------–---–--, რომელმაც განმარტა, რომ ხედავდა, ჩხუბის დროს როგორ იქნევდა დანას გ------------–--- სხვების მიმართულებით.

 

დაზარალებულ გ---------------- გამოკითხვის ოქმით, რომელიც უდავოდაა ცნობილი, ჩხუბის დროს ჩაკეცილ მდგომარეობაში მყოფ გ--------------თან დასახმარებლად მისულთან მოჩხუბრები მივიდნენ და დაუწყეს ცემა. ჩხუბისას შენიშნა, რომ ნ----------------- ცუდად გახდა და მისკენ გაეშურა, რა დროსაც ნ----- უთხრა, რომ ის დაჭრილი იყო მარჯვენა ფერდში. არ დაუნახავს, ვინ დაჭრა და რა ნივთით.

 

მოწმე ვ--------–--–---------- გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება), ის ა-–-------------–----–---–-- სახელობის კლინიკის ზოგადი ქირურგია. 2018 წლის 14 დეკემბერს კლინიკაში შეყვანილ იქნა მარჯვენა თეძოს მიდამოში დაჭრილი მამაკაცი. მასიური სისხლდენის გამო ვერ მოხერხდა ჭრილობის შეფასება. საოპერაციოში გადაყვანის შემდგომ დათვალიერდა დაზიანების ადგილი. დაზიანებული იყო კანი, კანქვეშა ქსოვილები, ფასცია (კუნთისა და ცხიმოვან საფარს შორის ადგილი), კუნთები, საიდანაც აღინიშნებოდა მასიური სისხლდენა. ასევე, დადგინდა, რომ ჭრილობა მუცელში შემავალი არ იყო.

 

ანალოგიური ინფორმაციის შემცველი ჩვენება მისცა სასამართლოს ა-–-------------–----–---–-- სახელობის კლინიკის ექთნის დამხმარემ, მოწმე გ---------------–---–--. ამასთან, განმარტა, რომ კლინიკაში შეყვანილი გ--------------- მუცლის არეში, მარჯვენა მხარეს, იყო დაჭრილი.

 

2019 წლის 6 ივნისის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, გ------------–---ს ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მუქი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ---------------- გრძელსახელოებიანი პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. გ------------–---ს ჟაკეტის, გრძელსახელოებიანი მაისურის და ჯინსის შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მუქი მომწვანო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ---------------- შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

მითითებული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ლ-----------–---–--.

 

2018 წლის 14 დეკემბრის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება), ა-–---–----–---–--------–----- კლინიკაში, ექთნის დამხმარე გ---------------–---–----- ამოღებულ იქნა გ---------------- კუთვნილი ტანსაცმელი - წყვილი შავი ფერის წინდა; ერთი ცალი შავი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაზიანება და დაზიანების ადგილზე - მუქი ფერის ლაქები; ერთი ცალი მუქი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, დაზიანებით და მოყავისფრო ლაქებით; ერთი ცალი მოკლესახელოებიანი მაისური, დაზიანებული, ასევე, დასვრილია მოყავისფრო-მოწითალო ფერის ლაქებით; ერთი ცალი შავი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, მარჯვენა მხარეს დაზიანებით, დაზიანების ადგილზე მუქი ფერის ლაქებით; ერთი ცალი შავი ფერის ქურთუკი, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით და დაზიანებით; ერთი ცალი შავი ფერის შარვალი, ტყავის ქამრით; ერთი ცალი ლურჯი ფერის საცვალი, მოყავისფრო ლაქებით. გ---------------–---–-- მიერ, ასევე, წარდგენილ იქნა ერთ წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, შავი ფერის თასმებით, და სხვა პირადი ნივთები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება), სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, გ--------------- კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 14.12.2018 წლიდან 16.12.2018 წლამდე. გ---------------- აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთოვანი ფასციის, კუნთების და მუცლის კედლის სისხლძარღვების დაზიანებით - არაშემავალი მუცლის ღრუში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------------–---ს მიერ ჩადენილი ქმედება გ---------------- მიმართ წარმოადგენს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთან, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული რომ არ წარმოადგენს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, სასამართლომ ამ საკითხზე ვრცლად იმსჯელა განაჩენის წინა ნაწილში, რის გამოც აღარ შეაჩერებს ყურადღებას, თუ რატომ არ წარმოადგენს გ------------–---ს მიერ ჩადენილი დანაშაული განზრახ მვლელობის მცდელობას (ორი ან მეტი პირის მიმართ), ისევე, როგორც დეტალურად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რაც საერთოა გ----------------, თ-------------–-----ა და გ--------------თან მიმართებით.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს, კარაოკე კლუბ ,---–-----–--- მყოფ პირებს შორის მომხდარი კონფლიქტის ქუჩაში გაგრძელების შემდეგ, დაჭრილ მეგობრებთან დასახმარებლად მისულ გ---------------- დაზიანებები მიაყენა გ------------–---- მუცლის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში.

 

აღნიშნული დადასტურებულია მოწმე ნ------------------ ჩვენებით, რომელმაც უშუალოდ დაინახა, დანით აღჭურვილმა ბრალდებულმა, ჩუმად, მიპარვით, როგორ დაჭრა ჩხუბში მისი ქმარი გ------------- და გ---------------.

 

ბრალდებულის ხელში დანის ჭერის ფაქტსა და მისი მხრიდან დანით დაზიანებების მიყენების ფაქტს არაერთი პირის მიმართ ადასტურებენ რ----–------------- და მ---------------–---–-. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოწმეების - ე-----------–----------ა და ა---------–---–-- ჩვენებებთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება ერთი პირის მხრიდან რამდენიმე პირის მიმართ დანის გამოყენების ფაქტი. მართალია, აღნიშნული, პირები ვერ უთითებენ უშუალოდ ბრალდებულზე, თუმცა დადასტურებულია, რომ სწორედ გ------------–--- არის ის პიროვნება, ვინც ჩხუბისას გამოიყენა დანა და დაჭრა მინიმუმ სამი პირი.

 

მართალია, გ---------------- პირადად არ აქვს მითითებული, თუ ვინ დაჭრა, რადგან არ დაუნახავს, თუმცა გ------------–---- თავად აღიარა მისი დაჭრის ფაქტი, რა დროსაც გამორიცხა მისი მხრიდან მოკვლისა და დაჭრის განზრახვა და დაზიანებების მიყენება შემთხვევითობას მიაწერა, რადგან დანას იქნევდა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

დადგენილია, რომ კლუბ ,---–--------- მიმდებარედ გამართული იყო ხელჩართული ჩხუბი, რა დროსაც ერთმენეთს ურტყამდნენ ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები. როგორც დაცვის კომპანია ,---–------- თანამშრომელმა მ---------------–---–-- განაცხადა, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა გ------------–---. ამასთან, დადგენილია, რომ მას ხელთ ჰქონდა დანა. გ---------------- მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ის გ--------------თან მივიდა, რადგან დაინახა, რომ დაჭრილი იყო, და სწორედ ამ დროს დაჭრა ის გ------------–----. აღნიშნული თანხვედრაშია თვითმხილველი მოწმის - ნ------------------ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან.

 

მართალია, სუბიექტური მხრიდან მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა ცხადია, რომ გ------------–--ს გააჩნდა გ---------------- დაზიანების განზრახვა, რაც განახორციელა. ამასთან, სასამართლო მის ქმედებას კვალიფიკაციას აძლევს დამდგარი შედეგიდან გამომდინარე.

 

ბრალდებულის აღიარებისა და მოწმე ნ------------------ ჩვენებების თავსებადია ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის შინაარსი და სისწორეც დადასტურებულია სასამართლოში დაკითხულ ექსპერტ ლ-----------–---–-- ჩვენებით. კერძოდ, გ------------–---ს ჟაკეტის ზედაპირზე დაფიქსირდა ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ---------------- პერანგის ბოჭკოებთან.

 

ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლითაც გ---------------- აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთოვანი ფასციის, კუნთების და მუცლის კედლის სისხლძარღვების დაზიანებით - არაშემავალი მუცლის ღრუში, სრულ თანხვედრაშია ა-–---–----–---–--------–----- კლინიკის ქირურგ ვ--------–--–---------- გამოკითხვის ოქმში გადმოცემულ ინფორმაციასთან, რომელიც, ისევე, როგორც ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნა და ტანსაცმლის ამოღების ოქმი დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

 

ამდენად, გ------------–---ს მიერ გ---------------- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტი ეჭვს გარეშე დასტურდება როგორც ბრალდებულის, ისე, მოწმე ნ------------------ ჩვენებით, სამედიცინო და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------–---- ჩაიდინა გ---------------- ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამასთან, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული არ შეიცავს განზრახ მკვლელობის მცდელობის ნიშნებს.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი მთავარ ღირებულებად მიიჩნევს ადამიანს, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაული, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით) მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ფაქტი, რომ გ------------–---- განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გ----------------, ზემოთ განხილული მტკიცებულებებით დადასტურებულია. ამასთან, გ---------------- ჯანმრთელობის დაზიანებასა და გ------------–---ს ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირი დგინდება არაერთი გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი წერილობითი მტკიცებულებით. ის გარემოება, რომ ბრალდებულის ქმედებამ გ---------------- ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------–---- გ---------------- განზრახ მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რასაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა მოჰყვა. შესაბამისად, გ------------–---- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ-----უხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ-----უხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01, ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული‘‘.

 

სასამართლომ, ასევე, საქმეზე Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , §56, ECHR 09/02/2016) განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე, იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , §114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო, იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ასევე, დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ გ------------–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა შეიცვალოს და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ორი დამოუკიდებელი დანაშაულის სახით, კერძოდ, გ---------------- მიმართ - საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, ხოლო გ--------------ა და თ-------------–----- მიმართ - სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, დ------------–----სთან მიმართებაში გ------------–---ს ბრალეულობა საერთოდ ვერ იქნა დადასტურებული.

 

ამდენად, გ------------–-- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, თუ რა გარემოების გამო უნდა იქნეს ბრალდებული დამნაშავედ ცნობილი სსკ-ის 120-ე მუხლის ძველი რედაქციით. გ------------–--ს ბრალი წარედგინა 2018 წლის 15 დეკემბერს, რა დროსაც აღნიშნულ მუხლს არ ჰქონდა დამამძიმებელი ნიშნები და სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, 2018 წლის 30 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებით კი, რომელიც ძალაში 2018 წლის 28 დეკემბერს შევიდა, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი არის სამ წლამდე.

 

რამდენადაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მ-----უხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, გ------------–--- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და, შესაბამისად, სასჯელიც უნდა დაენიშნოს აღნიშნული რედაქციით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების (არ არის ნასამართლევი) გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------–--ს დანაშაულის თითეული ეპიზოდისთვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა კი უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 მუხლის შესაბამისად.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით. კერძოდ, გ--------------, დ------------–----ს, თ-------------–-----ა და გ---------------- კუთვნილი მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი, ასევე, გ---------------- პირადობის მოწმობა და სხვა პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; გ--------------, დ------------–----ს, თ-------------–-----ა და გ---------------- სისხლის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები (სისხლის ნიმუშები) და გასაშლელი დანა უნდა განადგურდეს, ხოლო ელექტრონული დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გ------------–---ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 120-ე მუხლზე (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტზე.

 

გ------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლითა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------------–--ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

გ------------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 14 დეკემბრიდან.

 

გ------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - მობილური ტელეფონები, ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა და სხვა პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; დანა და სისხლის ნიმუშები განადგურდეს, ხოლო 2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე