გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2019
საქმის ნომერი
200210019003126541
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

200210019003126541

საქმე №2/549-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ოქტომბერი, 2019 წ ქ. თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზვიად შარაძე

სხდომის მდივანი თინათინ ფეიქრიშვილი

მოსარჩელე მ---------------–---–ი

წარმომადგენელი - ი-–-----------–---–ი

მოპასუხე დ----------–---–---–ი

დავის საგანი:

სარჩელში - ალიმენტის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს დ----------–---–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის, 2002 წლის 06 აპრილს დაბადებული ა-------–---–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ----------–---–---–ი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და თანახმაა მისი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით დაეკისროს თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით. ვინაიდან კმაყოფაზე ყავს ორსული მეუღლე და პენსიონერი დედა, რომელსაც პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია და მასაც თვითონ ეხმარება. ასევე მის მეუღლეს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და მეუღლესთან ერთად იხდის ყოველთვიურ გადასახადს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. მ---------------–---–ი და დ----------–---–---–ი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1990 წლიდან, ხოლო ქორწინების რეგისტრაცია მოახდინეს 1997 წლის 22 იანვარს. მხარეები რეგისტრირებილ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2019 წლის 26 ივლისამდე (განქორწინების მოწმობა N-----------). მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 1994 წლის 16 მაისს დაბადებული ე-–-----------–---–---–ი და 2----–-–------------–ს დაბადებული ა-------–---–---–ი, რომელებიც ამჟამად ცხოვრობენ დედასთან, მ---------------–---–სთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ა-------–---–---–ის დაბადების მოწმობის ასლი.

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. დადგენილია, რომ დ----------–---–---–ი ამჟამად მუშაობს ქ. თელავში შპს „ნ-----–-–-" ტექნიკოსის პოზიციაზე და მისი სახელფასო განაკვეთი თვეში შეადგენს 490 ლარს.

 

ასევე დადგენილია, რომ ამჟამად დ----------–---–---–ს, კამყოფასე ყავს ორსული მეუღლე ე-----------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- შპს „ნ-----–-"-ს ცნობა.

- დაბადების მოწმობა ნრ N------

 

5.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ---------------–---–სა და დ----------–---–---–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2019 წლის 26 ივლისს. მ---------------–---–ი დ----------–---–---–თან განქორწინების შემდეგ ქორწინებაში იმყოფებოდა სხვა პირთან და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მეორე მეუღლის ბინაში ქ------–-------–---------------------–-. მისი მეორე მეუღლე არის ორსულად, რომელსაც ასევე ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა.

 

სასამართლო ასევე იზიარებს დ----------–---–---–ის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ იგი იღებს გარკვეულ ხარჯებს არასრულწლოვანი შვილის მოვლა-პატრონობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- შპს „ნ-----–-"-ს ცნობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ---------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: დაეკისროს დ----------–---–---–ს არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------–ს დაბადებული ა-------–---–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2018 წლის 31 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1.სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვის დაცვა. მისთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგება მშობელისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---------------–---–ს და დ----------–---–---–ს ჰყავთ საერთო შვილები: 1994 წლის 16 მაისს დაბადებული ე-–-----------–---–---–ი და 2----–-–------------–ს დაბადებული ა-------–---–---–ი, რომელებიც ამჟამად ცხოვრობენ ძირითად სარჩელში მოსარჩელე მ---------------–---–ესთან და იმყოფებიან მის კმაყოფაზე.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

დადგენილია, რომ ა-------–---–---–ი არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო სოციალური გარემოს აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამგვარი საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ დ----------–---–---–ს როგორც მამას, რომელიც ამჟამად არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილის აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლო განმარტავს, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს დ----------–---–---–ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე დ----------–---–---–ს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2018 წლის 31 ივლისიდან უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------–ს დაბადებული ა-------–---–---–ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარის გადახდა.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მ---------------–---–ი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: დაეკისროს დ----------–---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 72 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ---------------–---–ის სარჩელი დ----------–---–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. დაეკისროს დ----------–---–---–ს არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------–ს დაბადებული ა-------–---–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2018 წლის 31 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

1.2. დაეკისროს დ----------–---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 72 ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი რობაქიძის ქ. N7), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე