გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2019
საქმის ნომერი
160310119003023173
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310119003023173

№ 3/90-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბო-–--სი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: გუ----------ძე, ნი---------–--ლი

მოპასუხეები: შპს ,,ლო-----------5“, შპს ,,დბ---, ბეს-------–--ლი, და---------–-ილი, თა------------–--ლი;

და---------–-ილის და თა------------–--ლის წარმომადგენელი: ნუ--------------–აკი

ბეს-------–--ლის და შპს ,,ლო----------“-ის წარმომადგენელი: პა------------ძე

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ლო----------“ (ს/ნ 42------2) , შპს ,,დბ--- ( ს/ნ 425-----7), ბეს-------–--ლი (პ/ნ 100------04) და---------–-ილი პ/ნ 10--------6), თა------------–--ლი პ/ნ 01--------9) აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ შპს ,,ლო----------“ წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების მქონე სამართალსუბიექტს, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალინება შეადგებს 53 608.63 ლარს. საწარმოს დირექტორი და 70% წილის მფლობელია ბეს-------–--ლი, ხოლო 30% წილს ფლობს გი----------–-ძე. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მძიმე ტექნიკის გაქირავება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ლო----------“-ს ქონებაზე გავრცელებულია გირავნობა/იპოთეკისა და ყადაღის ღონისძიებები, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს ,,ლო----------“-ს ქონება არ გააჩნია.

 

შპს ,,ლო----------“ -ის საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2017 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში წარმოდგენილი დაზუსტებული დღს-ის დეკლარაციების საფუძველზე. კერძოდ, შპს ,,ლო----------“ -მა 2017 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში დააზუსტა 2017 წლის მაისი - სექტემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციები, რის შესაბამისადაც დაერიცხა ჯამში 57 300 ლარი. აღნიშნული დავალიანება დღემდე არ არის გადახდილი.

 

გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 6 ივლისს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის წერილი 021-05/88320 ზემოაღნიშნულ პერიოდზე, საბანკო ანგარიშებსა და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით. გადასახადის გადამხდელმა 2018 წლის 16 ივლისს წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა და დირექტორმა ბეს-------–--ლმა 2017 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეში საწარმოდან გაიტანა 294 330 ლარი დანიშნულების გარეშე. ამის შემდგომ დააზუსტა წინა პერიოდის დეკლარაციები, დაირიცხა გადასახადი, რომელიც დღემდე არ არის გადახდილი. დავალიანების არსებობის პირობებში ბეს-------–--ლმა ოჯახის წევრის თა------------–--ლის (ჰყავთ საერთო შვილები ბა------------–---–ი და იო--------–---–ი) სახელზე დაარეგისტრირა ავტომობილი, თა------------–--ლის შემოსავალი სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების შესაბამისად ჯამში შეადგენს 800 ლარს.

 

შპს ,,დბ--- დარეგისტრირდა 2017 წლის 3 მაისს, საწარმოს კაპიტალში 100 % მფლობელი და დირექტორი გახლავთ და---------–-ილი, არსებულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში განმცხადებლად ფიქსირდება ბეს-------–--ლი.

 

შპს ,,ლო----------“-ის მიერ შპს ,,დბ----ს მიმართ გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 250 635 ლარის ოდენობით, შპს ,,ლო----------“-ის მიერ განხორციელდა დეკლარაცია, თუმცა კუთვნილი გადასახადიდან დაფარულია მხოლოდ მცირე ნაწილი, ამასთან, მიმღებმა საწარმომ შპს ,,დბ----მ ჩაითვალა და შესაბამისად შეიმცირა გადასახდელი დღგ.

 

მოპასუხეთა მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიიჩნევს, რომ სახეზეა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი მფლობელობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეების წარმომადგენლებმა შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ საწარმოს დავალიანება შეადგენს არა 53 608,63 ლარს, არამედ 32278.18 ლარს. საწარმოს დავალიანების ძირი თანხა წარმოადგენს 32278.12 ლარს.

 

ბეს-------–--ლის მიერ გამოტანილი თანხა დაიხარჯა საწარმოს საჭიროებისათვის. ამ თანხიდან მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში 2017 წლის ივნისი, ივლისის და აგვისტოს თვეში და შემდგომში მის მიერ გადახდილი იქნა სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არსებული დავალიანებები. მის სახელზე რეგისტრირებული ყველა მატერიალური ღირებულება ბეს-------–--ლის მიერ შეძენილია მანამდე და მოსარჩელე მხარეს ერთი მტკიცებულებაც კი არ წარმოუდგენია იმის შესახებ, რომ მან ამ თანხიდან რაიმე დახარჯა პირადი ინტერესებისათვის.

 

მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდაოდ დასტურდება, რომ თა------------–--ლმა მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა მე---ედეს - ბენცი 20.09.2017 წელს შეიძინა მოქალაქე სულთან სულთანოვასგან ამ უ-ანასკნელის მინდობილი პირის და---------–-ილის მეშვეობით და რომ ამ საკითხთან ბეს-------–--ლი არანაირ შემხებლობაში არ არის. მოსარჩელის განცხადება, რომ ბეს-------–--ლმა დაარეგისტრირა აღნიშნული ავტომანქანა თა------------–--ლის სახელზე არ შეესაბამება რეალობას, რაც შეეხება თა------------–--ლს მას არანაირი დავალიანება სახელმწიფოს მიმართ არ გააჩნია.

 

მოპასუხეების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელე უთითებს არასწორ ინფორმაციას, აცხადებს, რა რომ შპს ,,დბ----ს რეგისტრაცია განახორციელა ბეს-------–--ლმა და რომ შპს ,,ლო----------“-ის და შპს ,,დბ----ს საქმიანობა, იურიდიული მისამართი, ასევე საქონლის მიმწოდებელი და მომსახურების მიმღები პირები იდენტურია. შპს დბ--- რეგისტრირებულია 03.05.2017 წლიდან, საწარმოს 100%-ის მფლობელი და დირექტორი არის და---------–-ილი. საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შპს ,,დბ--- რეგისტრაციის შესახებ სამეწარმეო რეესტრს განცხადებით მიმართა არა ბეს-------–--ლმა არამედ და---------–-ილმა. და---------–-ილმა შპს ,,დბ--- დაარეგისტრირა თავის საცხოვრებელ მისამართზე ბო-–--სი, დაბა კაზ-----ი N97/4 ბინა N93, ამავე მისამართზეა რეგისტრირებული და---------–-ილი. სწორედ ამან განაპირობა შპს ,,დბ----ს და შპს ,,ლო----------“-ის რეგისტრაციის მისამართების თანხვედრა და არა რაიმე სხვა გარემოებებმა, რაც მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს ,,ლო----------“ გადაზიდვის სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,არ----------–----ან“ არსებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ხოლო შპს ,,დბ--- თავის საქმიანობას ახორციელებს შპს ,,პ---------ნ“ და სამუშაოს შემსრულებლები კი შპს ,,ლო----------“ -ის გარდა არიან სხვა ფიზიკური პირებიც: შპს ,,ფე----ი“, შპს ,,ფე---ა“, შპს ვა--ო“, შპს------+“, შპს ,,ლუ-ა“, შპს ,,გა-----------------ა“, რაც ადასტურებს რომ შპს ,,დბ--- არის სრულად დამოუ-იდებელი საწარმო და იგი ვერანაირად ვერ განიხილება შპს ,,ლო----------“ -ის ცრუმაგიერ პირად.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 06/11/2017) თანახმად, შპს „ლო-----------5“ -ს (ს/ნ 42------2) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 09.06.2015 წელი. იურიდიული მისამართი: ბო-–--სი, დაბა კაზ-----ი N97/4, ბინა N93, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი: ბეს-------–--ლი (პ/ნ 100------04). ბეს-------–--ლი 70%-იანი წილის მესაკუთრე და გი----------–-ძე (010-------1) 30%-იანი წილის მესაკუთრე. ვალდებულება: გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება: 102017364428 18.10.2017 შპს „ლო-----------5“ (ს/ნ 42------2) საგანი: მთელი ქონება; საფუძველი: შეტყობინება, N0392107, 218.10.2017წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 31-32);

 

3.2 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 03/11/2017) ამონაწერის თანახმად, შპს „დბ----ს (ს/ნ 425-----7) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 03.05.2017 წელი. იურიდიული მისამართი: ბო-–--სი, დაბა კაზ-----ი N97/4, ბინა N93, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი: და---------–-ილი (პ/ნ 10--------6). 100%-იანი წილის მესაკუთრე: და---------–-ილი“. ვალდებულება: გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება: 102017205200 20.06.2017 შპს „დბ---, საგანი: მთელი ქონება; საფუძველი: შეტყობინება, N0391192, 20.06.2017წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 29-30);

 

3.3 დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შპს ,,ლო----------“-ს 2018 წლის 6 ივლისს შემოსავლების სამსახურის მიერ გაეგზავნა წერილი 021-05/88320 საბანკო ანგარიშებსა და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლების სამსახურის წერილი 021-05/88320;

 

3.4. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა შპს ,,ლო----------“ - მა 2018 წლის 16 ივლისს წარადგინა შემოსავლების სამსახურში მოთხოვნილი ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა და დირექტორმა ბეს-------–--ლმა 2017 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეში საწარმოდან გაიტანა თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 16 ივლისის ბეს-------–--ლის განცხადება. (იხ. ს.ფ. 43);

-სს „თიბისი ბანკი“-დან და სს ,,საქართველოს ბანკი“-დან ანგარიშის ამონაწერები (იხ. ს.ფ. 46-57);

 

3.5. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 07.11.2017 წლის N024-674 ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს „ლო----ი -2015“-ს (ს/ნ 42------2) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი (იხ. ს.ფ. 66);

- 07.11.2017 წლის ბრძანება N024-674 (იხ. ს.ფ. 65).

 

3.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის (01.01.2019-24.05.2019) თანახმად, შპს „ლო----ი -2015“-ს (ს/ნ 42------2) აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა, ძირითადი: 32278.18 ლარი, ჯარიმა: 3624.9 ლარი, საურავი: 17705.55 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი (იხ. ს.ფ. 66);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. ...სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

ამავე კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებით სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საგადასახადო კოდექსის 2.2. მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამავე კოდექსის მე-5 მუხლით, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

საგადასახადო კოდექსის 6.1. მულით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამავე კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;.

 

ამ კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1. მუხლით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს. დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

6.4. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 3.6. მუხლით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

ამ კანონის 2.1. მუხლით, მეწარმე სუბიექტები არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არის იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმო (კომპანია).

 

ამ კანონის 44-ე მუხლით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25.5. მუხლით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

 

ამ კოდექსის 37.3. მუხლით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუ-იდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

 

6.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.

 

6.7. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი:

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 06/11/2017) ამონაწერის თანახმად, შპს „ლო-----------5“ (ს/ნ 42------2) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 09.06.2015 წელი. იურიდიული მისამართი: ბო-–--სი, დაბა კაზ-----ი N97/4, ბინა N93, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი: ბეს-------–--ლი (პ/ნ 100------04). ბეს-------–--ლი 70%-იანი წილის მესაკუთრე და გი----------–-ძე (010-------1) 30%-იანი წილის მესაკუთრე. ვალდებულება: გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება: 102017364428 18.10.2017 შპს „ლო-----------5“ (ს/ნ 42------2) საგანი: მთელი ქონება; საფუძველი: შეტყობინება, N0392107, 218.10.2017წ.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შპს „ლო----ი -2015“-ს (ს/ნ 42------2) შედარების აქტის (01.01.2019-24.05.2019) თანახმად, შპს „ლო----ი -2015“-ს (ს/ნ 42------2) აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა, ძირითადი: 32278.18 ლარი, ჯარიმა: 3624.9 ლარი, საურავი: 17705.55 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 07.11.2017 წლის N024-674 ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს „ლო----ი -2015“-ს (ს/ნ 42------2) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

6.8. სასამართლოს აღნიშნავს, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უ-ანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უ-ანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უ-იდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

6.9. სასამართლოს აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ ქმნის შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების შპს ,,ლო----------“-ის, შპს ,,დბ----ს, ბეს-------–--ლის, და---------–-ილის და თა------------–--ლის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით ვერ დგინდება მოპასუხეთა ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელის განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დანარჩენი სხვა მოპასუხეთაგან. საქართველოს ადმინისტრაციულისაპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

6.10. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მოპასუხედ დასახელებული იურიდიული პირების განსხვავება, ერთიმეორისგან, რაც გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის შპს ,,ლო----------“ მიერ, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ შპს ,,ლო----------“, შპს ,,დბ---, ბეს-------–--ლი, და---------–-ილი და თა------------–--ლი წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.

 

6.11. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების - შპს ,,ლო----------“-ის (ს/ნ 42------2) , შპს ,,დბ----ის (ს/ნ 425-----7), ბეს-------–--ლის (პ/ნ 100------04) და---------–-ილის (პ/ნ 10--------6) და თა------------–--ლის (პ/ნ 01--------9) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს ბო-–--სის რაიონულ სასამართლოში (ქ. ბო-–--სი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N113) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

 

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: პაატა ფხალაძე