განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/41-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
8 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს---------------------------–---–----, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-----------, პ/ნ 2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, უმუშევარი, მისამართი: თ------–----------------, სოფელი ა---–----, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - ე-–----------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი და 141-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
სხდომის სახე - დახურული
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 27 მაისს, დღის დროს, თ------–----------------ს სოფელ ა---–---–-, ფ---–---–------- ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის პირველ სართულზე, ს--------------–---–---- თავის 16 წელს მიუღწეველ შვილს - მ------------–---–----, იცოდა რა მისი ასაკი, ესაუბრებოდა სექსუალური ცხოვრების დაწყებაზე, ხელს უსვამდა ფეხზე და სთავაზობდა, რომ ასწავლიდა სქესობრივ ცხოვრებას და აღნიშნულით მიანიჭებდა სიამოვნებას.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. გარყვნილი ქმედება წარმოადგენს როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ დონეზე განხორციელებულ მოქმედებას, როდესაც 16 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ვერბალური ან ფიზიკური კონტაქტი ხორციელდება (აგრეთვე შესაძლებელია ბეჭდური ან აუდიო, - ვიდეო საშუალებებითაც განხორციელდეს და თავად დამნაშავე არ იყოს აქტიურ როლში), რამაც შეიძლება დაზარალებულში გამოიწვიოს სექსუალური ლტოლვის გაჩენა, ინტერესის გაღვივება ან ყურადღების კონცენტრირება, თუმცა ქმედება ფორმალურია და მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავემ მიაღწია თუ არა მიზანს - 16 წელს მიუღწეველი პირის გარყვნას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება შვილი.
3. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები ფასდება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.
4. უპირველესად სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ გამხდარა და არც არის ის გარემოება, რომ მ------------–---–---- ს--------------–---–----ს შვილია და 2019 წლის 27 მაისს იგი იყო 16 წელს მიუღწეველი, რაც ცნობილი იყო ს--------------–---–----სთვის.
5. დაზარალებულმა მ------------–---–----- განმარტა, რომ როდესაც მამა დააკავეს იყო 3 წლის, ხოლო ციხიდან გამოსვლის დროისთვის მე-4 კლასში, რის გამოც მასთან ჰქონდა გაუცხოება და არც თუ ისე თბილი ურთიერთობა. დაახლოებით 2 წლის უკან მარტონი იყვნენ სახლში, უთხრა, რომ ბრეკეტები არ მოსწონდა, მან კი უთხრა, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და აკოცა ჯერ ლოყაზე, შემდეგ ტუჩებში, რაც გააპროტესტა. მამა ზოგადად უკანალზე უმიზეზოდ ურტყამდა ხოლმე ხელს. ბოლო ხანებში ხშირად სვამდა ბრალდებული, 2019 წლის 25 მაისს დაიწყო მისი დეიდის ლანძღვა, შემდეგ გადავიდა მასზე და ესაუბრებოდა, რომ მომავალში შეიძლებოდა დაეწყო სექსუალური ცხოვრება, რაც აუცილებლად მოუწევდა და ის დაეხმარებოდა და რჩევებს მისცემდა, რაც ასევე გააპროტესტა, რომ არ სურდა ამაზე საუბარი. შემდეგ დღეს, 26 მაისსაც, მის ოთახში შევიდა ბრალდებული და მისი დეიდის თემით დაიწყო საუბარი, შეაპარა ეს თემა, რომ შემდეგ ისევ დაეწყო საუბარი, რომ შეიძლებოდა „რაიმე რჩევები“ მიეცა და დამხმარებოდა „რამეში“, მაგრამ ისევ აარიდა თავი ამ საკითხზე საუბარს. 27 მაისს, შუადღეს, როდესაც სკოლიდან სახლში დაბრუნდა, მამა ჭამდა, ისიც დარჩა საჭმელად, ხოლო დედა ავიდა მეორე სართულზე, ბრალდებულმა ისევ დაიწყო მისი დეიდის ლანძღვა და მიხვდა რა თემაზეც გადავიდოდა, ამიტომ ოთახიდან გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ დედის ტელეფონზე დარეკა, რომ ჩასულიყო რაღაც საქმის გამო, რაზეც ჩავიდა ქვევით, რაღაც გეოგრაფიაზე უნდა ეკითხა, მან კი დედისკენ გადაამისამართა, ამის შემდეგ გეოგრაფიის სახელმძღვანელო გვერდზე გაწია და ისევ იმ თემაზე დაუწყო საუბარი, ამჯერად უფრო მკაფიოდ და თამამად, იცოდა რა წინა დღეების გამოცდილება გადაწყვიტა ჩაეწერა საუბარი მისი და დედის ტელეფონით. თავდაპირველად თაფლავდა, რომ ნებით დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი, მამა მას უყურებდა არა როგორც შვილს, არამედ როგორც ქალს, საუბრის ბოლოს კი მამამ პირდაპირ უთხრა, რომ „სასქესო ორგანოს გირტყამ პირშიო“ - უფრო უხეში ფორმით. იმ დღის საუბრის დასაწყისში უფრო მშვიდი ტონი ჰქონდა, ფეხზე ეფერებოდა. აღნიშნული ჩანაწერი მოასმენინა დედას და ბიძაშვილებს - კე-------------------------–--. დაზარალებულს წარედგინა ჩანაწერი და დაადასტურა, რომ სწორედ მის მიერ განხორციელდა მასსა და მამამისს შორის საუბარი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონით.
6. ,,სამსუნგის მარკი“-ს, 5G მოდელის, შავი ფერის მობილური ტელეფონის დათვალიერების/გამოკვლევის, საქმეზე დართული აუდიო დისკის გამოკვლევისა და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, რაც ყველა შემთხვევაში ეხება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის 2019 წლის 27 მაისს განხორციელებული კონტაქტის აუდიოჩანაწერს და რომლის შინაარსსაც ბრალდებულიც არ უარყოფს, დგინდება, რომ მამაკაცი (ს--------------–---–----) ესაუბრება ქალბატონს (მ------------–---–----), რომ ხომ მისი პატარა გოგოა, ეხლა მოვა დრო რომ უნდა გათხოვდეს და უხეშობა და ჯიუტობა არ არის საჭირო, ის (იგულისხმება „მომავალი მეუღლე“) მთვრალი რომ იქნება, როგორც მოუნდება ისე უნდა ატრიალოს, თავიდან მასაც ესიამოვნება, ყოველდღიურად მოვა (იგულისხმება მეუღლე - სქესობრივი კონტაქტი), რომ ორგაზმი სირცხვილი არ არის, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია, ამის გარეშე არ არსებობს და ის იქნება მისი პირველი მასწავლებელი, დაეხმარება, გაუსწორებს ყველაფერს, რაც მოუნდება ის გაუკეთებს ყველაფერს და ნუ სცხვენია და მიმართავს, რომ ნუ არის ჩუმად, რომ მასზე კარგი ბიჭი (ბრალდებული თავის თავს გულისხმობს) არ ყავს მას და თავი უნდა დაიკმაყოფილოს, სთხოვოს და ყველაფერს უზამს. საუბრის ბოლოს ისმის მამაკაცის ხმა „შეგიყვან მართლა იქითა ოთახში და [...(სასქესო ასოს, ამბობს უხამსი ფორმით)] გირტყამ პირში“. ამოღების ოქმის მიხედვით, ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონი ამოღებულ იქნა დაზარალებულის დედის - ე-–-------–---------, ხოლო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3-------- განჩინებით განხორციელდა ინფორმაციის გამოთხოვა აღნიშნული მობილური ტელეფონიდან, რაც ასევე გადატანილ იქნა კომპაქტ დისკზე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მეორე კომპაქტ დისკი, რომელზეც ჩაწერილია ბრალდებულ ს--------------–---–----ს პირველი წარდგენის სხდომა, რომელზეც იგი ესწრებოდა და შესაბამისად აღნიშნული შედარდა ზემოაღნიშნულ მობილურ ტელეფონში დაცულ ფონოგრამას. ფონოსკოპიური ექსპერტიზის #2----- დასკვნის მიხედვით, წარდგენილ აუდიოგრამებში მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება, ხოლო სადავო (საუბარია ტელეფონით ჩაწერილ ფონოგრამაზე) ფონოგრამაში მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (სასამართლო სხდომის ჩანაწერი) მოსაუბრე ს--------------–---–----ს ხმა ტექნიკური თვალსაზრისით იდენტურია. ექსპერტებმა - დ--------------–---–-- და ე------------–-–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე და განმარტეს, რომ მათ ასევე გამოითხოვეს მობილური ტელეფონი, რომელშიც ასევე შემოწმდა არსებული აუდიოფაილი და აღნიშნული სწორედ ამ მობილური ტელეფონით არის ჩაწერილი.
7. მოწმე ე-–-------–------ (დაზარალებულის დედა) განმარტებით, მასსა და ს--------------–---–---- 2003 წელს შეეძინათ შვილი - მ------------–---–----, შემდეგ ბრალდებული დააკავეს და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ იგი დაბრუნდა ოჯახში და იყვნენ მუდმივ ფიზიკური და მორალური ძალადობის ქვეშ. 25-26 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არაფერი იცოდა, ხოლო 27 მაისს, როდესაც მ-------- მაღალი ხმა შემოესმა და გამოვიდა ოთახიდან, დაზარალებული იყო გაფითრებული. კ--------------------------–- ფ---–---–------- (დაზარალებულის ბიძაშვილები) განმარტებით, მათ მოისმინეს ჩანაწერი, თუმცა თავად არ შესწრებიან მომხდარს, ხოლო მოწმეებმა - შ-----------–---–--, მ---------------–---–-- და მ------------------- (გამომძიებლები) - დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა.
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებები, ფაქტის დონეზე უტყუარია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ყველა მტკიცებულება საკმარისი სიცხადით მიუთითებს აღნიშნულზე. აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულიც არ უარყოფს მის შესაბამისი საუბრის არსებობაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს სასწავლო მიზნით განხორციელდა და არავითარ სხვა განზრახვას ადგილი არ ჰქონია, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო, ის საკითხი, რომ ბრალდებულმა შვილის დარიგების საჭიროება იმიტომ დაინახა, რომ 10 წლის უკან დაზარალებულის დეიდა გამომწვევად მოიქცა მისი თანდასწრებით, ხოლო შემდეგ სასჯელის მოხდისას ციხეში შეუგზავნეს ის ქვედა საცვალი, რომელზეც გულები იყო და ამის შემდეგ სულ გადაირია და ამაზე ფიქრობს, რაც სრულიად ალოგიკური და არარელევანტურია იმისა, რასაც თუნდაც მხოლოდ აუდიოჩანაწერში ბრალდებული ამბობს, ხოლო მისი მხრიდან ტუჩებში კოცნა განმარტებულ იქნა „შვილის გამოცდად“. გარდა ამისა, ბრალდებულის მიერ ნანახი იქნა შვილის წერილი, რომელზეც ეს უკანასკნელი ბიჭის მიმართ წერდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის გაყვებოდა ცოლად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი წერილი სასამართლოში არ გამოკვლეულა, მართალია ზოგადად გარკვეული წერილის არსებობა ვერც მ------------–---–----- უარყო და ვერც ე-–-------–------, თუმცა, თუნდაც ამგვარი ბუნდოვანი ვითარების გათვალისწინებით, ის ქმედება, რაც ს--------------–---–----- განახორციელა, წარმოადგენს გარყვნილ ქმედებას, რაც სასამართლოს მიერ თავდაპირველადვე იქნა განმარტებული და ის გარემოებები, რომ ფაქტიურად ბრალდებული დაზარალებულს უბიძგებს მასთან სექსუალური კავშირის დამყარებაზე, შესაბამისი ტერმინებითა და ვითარების აღწერით უფრო ხელშესახებს და სასურველს ხდის ამგვარ კონტაქტს, რომ გარკვეულ დონეზე ფიზიკურ კონტაქტსაც აქვს ადგილი, აღნიშნული მხოლოდდამხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სახეზეა გარყვნილი ქმედება და არა მშობელსა და შვილს შორის აუცილებელი გამოცდილების გაზიარება, რასაც სასამართლო ზოგადად ვერ გამრიცხავს, რომ შესაძლებელია, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც ეს ს--------------–---–----ს შემთხვევაში მოხდა, რაც აბსოლუტურად სხვა მიზანს ისახავდა, რაც თავად ბრალდებულისგან ისმის პირდაპირ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ხოლო იმავე კოდექსის მე-111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს--------------–---–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლითა და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ს--------------–---–----ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ს--------------–---–----ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
10. ს--------------–---–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, რაც სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. გარდა ამისა, აღსანიშნავია ს--------------–---–----ს ნასამართლობა, კერძოდ იგი გასამართლებულია 2----–-–------------------- ქ--------- სააპელაციო სასამართლოს მიერ და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მე-19 მუხლითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 108-ე მუხლით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის გათვალისწინებით მოიხადა 2014 წლის 26 სექტემბერს. სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივისას, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
13. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. შესაბამისად ს--------------–---–----ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
14. ს--------------–---–----ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, და სსკ-ის 531 და 58-ე მუხლების შესაბამისად მას უნდა განესაზღვროს 6 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს--------------–---–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ს--------------–---–---- სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 31 მაისიდან.
3. ს--------------–---–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნივთმტიცებები: 2 კომპაქტ-დისკი დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო „სამსუნგ-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ე-–-------–-----.
5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი