გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2019
საქმის ნომერი
190210018002525355
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1988-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 ოქტომბერი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "მ-------–----ი"

წარმომადგენელი თეონა კავთელაძე

მოპასუხე გ------- პ-----–---–ი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გ------- პ-----–---–ისათვის 750 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 19 ნოემბერს შპს “მოზოსა” და გ------- პ-----–---–ს შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N 82288, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო სესხი 500 ლარი 30 დღის ვადით. სესხის სარგებელია ძირითადი თანხის 18%. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1.5%-ის ოდენობით.

 

მსესხებელმა არაჯეროვნად შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. მას დაფარული აქვს პირგასამტეხლო – 814 ლარი, გადავადების საკომისიო – 4 ლარი, სარგებელი – 90 ლარი. მოპასუხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 500 ლარი, 2016 წლის 20 დეკემბრიდან 2018 წლის 7 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლო 467.40 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს წერილობით შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 19 ნოემბერს შპს „მოზოსა“ (მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე მისი უფლებამონაცვლეა შპს მ-------–----ი) და გ------- პ-----–---–ს შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N 82288, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო სესხი 500 ლარი 30 დღის ვადით. სესხის სარგებელია ძირითადი თანხის 18%. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 მუხლით გათვალისწინებულია, რომ დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ ზღვარს. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 401-500 ლარის ოდენობის შემთხვევაში მაქსიმალური ოდენობაა 800 ლარი, 500 ლარი და მეტი ძირითადი დავალიანების შემთხვევაში – 1000 ლარი.

 

მტკიცებულება

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-28. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-7. ტომი 1)

 

3.1.2. მსესხებელმა გ------- პ-----–---–მა არაჯეროვნად შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. მას გადახდილი აქვს პირგასამტეხლო – 814 ლარი, გადავადების საკომისიო – 4 ლარი, სარგებელი – 90 ლარი. მოპასუხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 500 ლარი, 2016 წლის 20 დეკემბრიდან 2018 წლის 7 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლო 467.40 ლარი.

 

მტკიცებულება

- სარჩელი ( ს.ფ. 3-7. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ?? ???????? 70-?–78-? ???????? დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის თარიღი მოპასუხეს პირადად ეცნობა, 2019 წლის 27 სექტემბერს სასამართლო უწყება პირადად ჩაიბარა. მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა არც სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. ამდენად, სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მოპასუხეს ასევე ჩაბარებული აქვს სარჩელი და თანდართული საბუთები პირადად 2019 წლის 30 ივლისს პოლიციის მეშვეობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ გადახდილია პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილი ზღვრული ოდენობით, რის გამოც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 52-ე, 345-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო მისი დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არა აქვს. სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია, იგი გაცემულია 30 დღის ვადით და სესხის სარგებელი შეადგენს 90 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელმა გადაიხადა 814 ლარი პირგასამტეხლო, სარგებელი სრულად – 90 ლარი და გადავადების საკომისიო. მოსარჩელის მოთხოვნაა ძირითადი თანხის 500 ლარის და პირგასამტეხლოს 250 ლარის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის გარემოებები არ ამართლებს პირგასამტეხლოს მოთხოვნას, რის გამოც პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ უნდა აკმაყოფილდეს, ხოლო ძირითადი თანხა უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს გადახდილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზღვრულ პირგასამტეხლოზე მეტი თანხა, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხით უნდა შემცირდეს ძირითადი თანხის დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1.5%-ის ოდენობით. ამავე დროს ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, განსაზღვრულია ძირითადი თანხის სხვადასხვა ოდენობის შემთხვევაში განსხვავებული ოდენობით პირგასამტეხლოს ზღვრული თანხა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების დებულება პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობის შესახებ ბუნდოვანია, რადგან ზუსტად 500 ლარის ოდენობის დავალიანებისათვის სხვადასხვა თანხის ზღვრული პირგასამტეხლოა დადგენილი. შესაბამისად, წამოჭრილია ხელშეკრულების განმარტების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

განმარტების მიზანია გარიგების მონაწილეთა ნების დადგენა, იმის დადგენა თუ მხარეები რაზე შეთანხმდნენ და განმარტების მიზანი არ არის ნების გამოვლენისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენის წესის მიხედვით უნდა გაირკვეს მხარეთა მიერ შეთანხმებული ნება, ის რაზეც თანხმობას მიაღწიეს. აღიარებულია, რომ ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით, მხოლოდ ნების მიმღების სუბიექტური მახასიათებლები განმსაზღვრელი არ არის. ნების გამოვლენის განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს, შეეძლო თუ არა ნების მიმღებს გამოვლენილი ნება ისევე გაეგო, როგორც ეს ნების გამომვლენმა იგულისხმა.

 

გონივრული განსჯის საფუძველზე განმარტების პრინციპიდან გამომდინარე, ნების შინაარსის დასადგენად გადამწყვეტია არა მარტო ხელშეკრულების მხარის, ნების მიმღების მიერ აღქმული ნება, არამედ ის თუ როგორ გაიგებდა გამოვლენილი ნების შინაარსს ნების ადრესატის ადგილას მყოფი სხვა გონივრულად მოაზროვნე ადამიანი. ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში. (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის კომენტარი)

 

ნების განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულების საერთო შინაარსის შესაბამისად ბუნდოვანი დებულების განმარტებას და არა ამ დებულების განცალკევებულად განმარტებას, მისთვის ინდივიდუალური მნიშვნელობის მინიჭებას.

 

ხელშეკრულების ამ პირობის განმარტებისათვის სასამართლო მოიხმობს ??????????? ?????????? ???????? 345-? ?????, ?????? ???????? თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. 345-? ?????? ?????????? ??????????? ?????????????? ??????? ?????????? ???????? ????, ?????? ???????? ????????? ??????????? ?????? ??????????? ????????????? ????? ?????? ?? ??? ?? ??????? ????????????? ?????? ???????????. ხელშეკრულების განსამარტი პირობა არის შპს მოზოს მიერ შემუშავებული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობა. ზემოთაღნიშნული ნორმის საფუძველზე კი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში იგი განიმარტება ხელშეკრულების მეორე მხარის სასარგებლოდ და არა სტანდარტული პირობის შემთავაზებელი მხარის სასარგებლოდ.

 

ხელშეკრულების ამ დებულებაში მითითებულია, რომ 401-500 ლარის ძირითადი თანხის დავალიანების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობაა 800 ლარი, ხოლო 500 ლარის და მეტი დავალიანების შემთხვევაში ზღვრული პირგასამტეხლოა 1000 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობის ბუნდოვანი დებულება უნდა განიმარტოს მსესხებლისთვის ხელსაყრელი შინაარსით. შესაბამისად ზუსტად 500 ლარის ოდენობის ძირითადი თანხის დავალიანების შემთხვევაში ზღვრული პირგასამტეხლოა 800 ლარი. სასამართლო განმარტებისათვის ამავე პირობის სხვა დებულებებს მოიხმობს. კერძოდ, პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა დავალიანების სხვადასხვა თანხის გამო განსაზღვრულია შემდეგი პრინციპით – ძირითადი დავალიანების გაზრდილ თანხაზე გაზრდილია ზღვრული თანხაც. მაგალითად, ზღვრული პირგასამტეხლო დადგენილია 301-400 ლარის დავალიანების შემთხვევაში, 401-500 ლარის დავალიანების შემთხვევაში და ბოლოს 500 ლარის და მეტი დავალიანებისათვის. ამდენად, ხელშეკრულების საერთო შინაარსიდან გამომდინარე 1000 ლარის ოდენობით ზღვრული პირგასამტეხლო დადგენილია 500 ლარზე მეტი ძირითადი თანხის დავალიანებისათვის, ხოლო ზუსტად 500 ლარის ოდენობით ძირითადი თანხის ვადის გადაცილებისათვის ზღვრული პირგასამტეხლოა 800 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გადახდილი აქვს პირგასამტეხლო 814 ლარი. გადასახდელი ძირითადი თანხის დავალიანებაა 500 ლარი. რადგან გადახდილი პირგასამტეხლო აღემატება პირგასამტეხლოს ზღვრულ ოდენობას, ხელშეკრულების პირობების დარღვევით კრედიტორს ზედმეტად აქვს მიღებული 14 ლარი, რომლითაც უნდა შემცირდეს ძირითადი თანხის დავალიანება და იგი განისაზღვროს 486 ლარით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეს სრულად აქვს გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის პირგასამტეხლო, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს ხელშეკრულების პირობების შეუსაბამო თანხას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია, რის გამოც მას უნდა დაეკისროს სესხის გადაუხდელი ნაწილის დაბრუნება, რაც არის ძირითადი თანხა 486 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი უნდა აუნაზღაურდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა მოთხოვნის 65%-ის ნაწილში, რის გამოც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 32.5 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. დავის საგნის ღირებულებაა 750 ლარი, რომლის 4%-ია 30 ლარი, მოსარჩელე კი მოითხოვს იურიდიული მომსახურების ხარჯის 100 ლარის გადახდას. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა აღემატება სსსკ 53-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ თანხას, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 30 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 237-ე, 238-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მ-------–----ის“ სარჩელი;

1.1. გ------- პ-----–---–ს დაეკისროს შპს მ-------–----ისათვის“ 486 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს შპს მ-------–----ის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;

 

2. გ------- პ-----–---–ს დაეკისროს შპს მ-------–----ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 32.5 ლარის გადახდა;

 

3. გ------- პ-----–---–ს დაეკისროთ შპს მ-------–----ისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის 30 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით მოპასუხისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი