გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2019
საქმის ნომერი
080210119002915172
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210119002915172

საქმე №2/667-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.10.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ნათია ხუნწარია

მოსარჩელე - ბ----- უ-----ე

წარმომადგენელი - თ-- მ------–---–ი

მოპასუხე: შპს ,,ა---–- ქ--–--ი”

წარმომადგენელი - გ-------– გ--------ე

დავის საგანი: ხელფასის ანაზღაურება

aRwerilobiTi nawili

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ა---– ქ--–--ს” ბ----- უ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 27 000 ლარის გადახდა.

 

1.2. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გადასახდელი თანხის ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0.07%-ის გადახდა 2016 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე(1095 დღის), დღიური ანაზღაურება-18.9 ლარი, სულ 20 695 ლარის გადახდა. სულ 47695 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი დანიშნული იყო შპს ,,ა---–- ქ--–--ის’’ დირექტორად 03/09/2013 წლიდან 06/04/2016 წლამდე პარტნიორთა კრების ოქმის #3-ის საფუძველზე და საქმიანობას ახორციელებდა კეთილსინდისიერად. კონტროლს უწევდა სამშენებლო მხარეს, აშენებდნენ სამშენებლო მასალების ბაზრობას, რათა გაეყიდათ ფართები და მიეღოთ შემოსავალი.

 

2016 წლის 05 აპრილს დამფუძნებელთა კრების #6 ოქმის საფუძველზე გათავისუფლდა. მისი ხელფასი შეადგენდა 1500 ლარს თვეში და 20 თვის განმავლობაში მიღებული აქვს მხოლოდ 2 თვის ხელფასი. დავალიანება შეადგენს 27000 ლარს, მოპასუხე კი თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას.

 

გარდა ძირითადი დავალიანებისა, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა 2016 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე (1095 დღე), რაც შეადგენს 20695 ლარს. მთლიანი ასანაზღაურებელი თანხა კი შეადგენს 47695 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე შპს ,,ა---–- ქ--–--ის’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო არც შესაგებლით და არც სხდომაზე. განმარტა, რომ მოსარჩელე საზოგადოების არასწორად მართვისათვის განთავისუფლდა დირექტორობიდან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. 19 თვის განმავლობაში ის განაგებდა საზოგადოების ფინანსებს, ყველა თანხის მოძრაობას, ბანკებიდან მის გამოტანას, თანამშრომლებზე ხელფასის გაცემას და იღებდა ხელფასსაც. მოპასუხეს არა დავალიანება, არამედ მოსარჩელეს ზედმეტად აქვს წაღებული 25549.54 ლარი, რასაც ადასტურებს აუდიტორული დასკვნა, შპს ,,ა---–- ქ--–--ის’’ საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად.

მოსარჩელეს განთავისუფლების შემდეგაც, 2016 წლის 19 აპრილს თვითნებურად აქვს გამოტანილი სს ,,ს----------–--- ბ--------’’ 5489 ლარი, სულ კი მიღებული აქვს 347436.08 ლარი... ბ---- უ-----ის მიერ კომპანიისთვის გახარჯული თანხა შეადგენს 326996.45 ლარს. 89 699.15 ლარი შეტანილია ბანკში, 82787.3 ლარით გასტუმრებულია მომწოდებლის დავალიანება. 114605 ლარი. მიღებულ და დახარჯულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 20439.63 ლარს, რაც წარმოადგენს მის სარგებელს. კომპანიას არათუ დავალიანება, პირიქით, ბ.უ-----ეს ზედმეტად წაღებული აქვს 25549.54 ლარი.

 

მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე ბ---- უ-----ე 2014 წლის 02 სექტემბრის შპს ,,ა---–- ქ--–--ის’’ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების # 3 ოქმის საფუძველზე დაინიშნა ამ ორგანიზაციის დირექტორად. მისი ხელფასი თვეში შეადგენდა 1500 ლარს, ხოლო 2016 წლის 06 აპრილის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ოქმი #6, გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.

 

მტკიცებულება:

- კრების ოქმები ( ს.ფ. 17-24).

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

შპს ,,ელიტაუდიტის’’ მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, შემოწმებულ იქნა შპს ,,ა---–- ქ--–--ის’’ ბ---- უ-----ის დირექტორობის პერიოდი და აღმოჩნდა, რომ მას საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით ხელფასის სახით უნდა მიეღო 35625 ლარი, რომელიც ბანკის ამონაწერების თანახმად მიღებული აქვს სრულად და შესაბამისი დეკლარაცია წარდგენილია საგადასახადო ორგანოში. 20125 ლარი დეკლარირებულია მოსარჩელის დირექტორობის დროს, ხოლო ხელფასის სახით მიღებული დანარჩენი 15500ლარი, საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულია მისი დირექტორობის შემდეგ. შესაბამისად მოსარჩელეს შპს ,,ა---–- ქ--–--იდან’’ დარიცხული ხელფასის სახით მიღებული აქვს 35625 ლარი, სარგებლის სახით 25549.54 ლარი, სულ 61174.54 ლარი.

 

მტკიცებულება:

- აუდიტორული დასკვნა (ს/ფ 66-67 ),- ნაერთი ამონაწერი საბანკო პირადი ანგარიშიდან (ს/ფ 68-241 ).

 

3.3. საქართველოს სსკ-ის მე-4 და 102 -ე მუხლების დანაწესთა შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. გარდა ზეპირი განმარტებისა, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა აუდიტის დასკვნის საპირწონე წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ხელფასის მიუღებლობის ფაქტს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 361-ე მუხლი,საქართველოს შრომის კოდექსი, კანონი მეწარმეთა შესახებ

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლით - 1) ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 2) შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. 3) შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

 

6.2. საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ მე-9 მუხლის თანახმად: 1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. 3. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ ბ---- უ-----ე 2014 წლის 03 სექტემბრიდან 2016 წლის 05 აპრილის ჩათვლით იყო შპს ,,ა---–- ქ--–--ის’’ დირექტორი და მინიჭებული ჰქონდა საწარმოს ხელმძღვანელობითი და ანგარიშვალდებულებითი ფუნქცია.

 

საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,ელიტაუდიტის’’ დასკვნის თანახმად, ბ---- უ-----ეს შპს ,,ა---–- ქ--–--იდან’’ დარიცხული ხელფასის სახით მიღებული აქვს 35625 ლარი, ხოლო სარგებლის სახით 25549.54 ლარი, სულ 61174.54 ლარი. მოსარჩელე მხარეს კი, ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

6.4. სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ არგუმენტზე, რომ მას მოპასუხე საწარმოში დირექტორად მუშობის პერიოდის მანძილზე (20 თვის) მიღებული აქვს მხოლოდ 2 თვის ხელფასი. თუმცა წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის მიხედვით მას იმაზე მეტი თანხა აქვს მიღებული, ვიდრე ეკუთვნოდა.

 

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბ---- უ-----ე იყო რა საზოგადოების დირექტორი, თავად განაგებდა საზოგადოების ფინანსებს, ყველა თანხის მოძრაობას, ბანკებიდან მის გამოტანას, თანამშრომლებზე ხელფასის გაცემას და ბუნებრივია, თავადაც იღებდა ხელფასს.

 

რაიმე სახის მტკიცებულება კი, რომელსაც სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად განიხილავდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა დაკლებული(მიუღებელი) ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

 

6.5. რაც შეეხება მე-2 მოთხოვნას, მიუღებელი ხელფასის 0.07%-ის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრების თაობაზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი ხელფასის 0.07 %-ის მოპასუხისათვის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, ანუ - ხელშეკრულების მოქმედების (არსებობის) პერიოდში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მუშაობის გამო ხელფასის (ანაზღაურების) გადახდის ვალდებულების არსებობა და მისი გადახდის დაგვიანება (დაყოვნება) და/ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა. ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი, პირგასამტეხლოს სახით უკავშირებს დაყოვნებული (გადასახდელი, მაგრამ დაგვიანებული) თანხის 0.07%–ის გადახდის ვალდებულებას, არ იგულისხმება სახელშეკრულებო შეთანხმების შეუსრულებლობის, არამედ დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედების გამო დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახე.

 

დამსაქმებლისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა იძულებით განაცდური ანუ ხელფასი, რომელსაც დასაქმებული მიიღებდა, რომ არა მისი იძულებითი, არაკანონიერი მოცდენა, არ შეიძლება გაიგივებული იქნეს სშკ-ის 38.8-ე მუხლით განსაზღვრულ კომპენსაციასთან. იმისთვის, რომ მხარემ მის სასარგებლოდ განახორციელოს სშკ-ის 31-ე მუხლით დადგენილი უფლება, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს ამ მუხლის ამოქმედებისათვის აუცილებელი წინაპირობები (შემადგენლობა): ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი) (იხ. სუსგ # ას-461-429-2017, 10.11.2017 წ.).

 

შესაბამისად, უსაფუძვლოა ბ---- უ-----ის სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,ა---–- ქ--–--ის” დირექტორად მუშაობისას არსებული ანაზღაურების პირობების მიხედვით 2014 წლის აპრილიდან 2016 წლის აპრილამდე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებისა და ასევე ყოველდღიურად დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოპასუხე მხარესაც არ უნდა დაეკისროს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სსსკ-ის 1991 მოთხოვნათა შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე შპს ,,ა---–- ქ--–--ის’’ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, აკ.წერეთლის ქ. #192, ს/კ 03.06.21.409.02.514 - ყადაღის დადების თაობაზე - უნდა გაუქმდეს.

 

sარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე3, მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 257-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბ----- უ-----ის (წარმომადგენელი თ-- მ------–---–ი) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე შპს ,,ა---–- ქ--–--ის’’ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, აკ.წერეთლის ქ. #192, ს/კ 03.06.21.409.02.514 - ყადაღის დადების თაობაზე;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე