გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.09.2019
საქმის ნომერი
330210019002932310
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/7440-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - გ------- ვ-----–---–-, ბ------ ნ-------, დ----- ფ------–---, ა------ ი--------, გ------- ტ--------, ა------ მ----------, რ------ კ-----–--, ო---- კ------------, ო----- კ------–---–-, გ------- ხ--------

წარმომადგენელი - დ----- ა-–-----

მოპასუხე - სს ,,თ-- თ---–-----–---’’

წარმომადგენელი - დ----- მ-----–---

დავის საგანი - სარჩოს ოდენობის გაზრდა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს მოსარჩელეების გ------- ვ-----–---–-ს, ა------ ი--------- და ა------ მ----------- სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად მათთვის გადასახდელი სარჩოს ოდენობის 122 ლარით გაზრდილი ოდენობა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 05 აპრილიდან;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელე ბ------ ნ-------- სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად მისთვის გადასახდელი სარჩოს ოდენობის 332 ლარით გაზრდილი ოდენობა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 05 აპრილიდან;

1.3. მოპასუხეს მოსარჩელე ო---- კ------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად მისთვის გადასახდელი სარჩოს ოდენობის 80.5 ლარით გაზრდილი ოდენობა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 05 აპრილიდან;

1.4. მოპასუხეს მოსარჩელეების გ------ ტ---------, გ------- ხ---------, დ----- ფ------–----, რ---- კ-----–--ს და ო----- კ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად მათთვის გადასახდელი სარჩოს ოდენობის 80 ლარით გაზრდილი ოდენობა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 05 აპრილიდან;

1.5.დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე გ------- ვ-----–---–-ს სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 4 392 ლარის გადახდა;

1.6.დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე ბ------ ნ-------- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 11 952 ლარის გადახდა;

1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე ა------ ი--------- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 4 392 ლარის გადახდა;

1.4. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე გ------ ტ--------- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 2 880 ლარის გადახდა;

1.5. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე ა------ მ----------- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 4 392 ლარის გადახდა;

1.6. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე რ---- კ-----–--ს სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 2 880 ლარის გადახდა;

1.7. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე ო---- კ------------ს სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 2 898 ლარის გადახდა;

1.8. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე ო----- კ------–---–-ს სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 2 880 ლარის გადახდა;

1.9. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე გ------- ხ--------- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 2 880 ლარის გადახდა;

1.10. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელე დ----- ფ------–---- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სახით - 2 880 ლარის გადახდა.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება 2019 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმი, დაანგარიშების ცხრილი ს.ფ. 49).

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

გ------- ვეფხიშვლი, ბ------ ნ-------, დ----- ფ------–---, ა------ ი--------, გ------ ტ--------, ა------ მ----------, რ----- კ-----–--, ოსკარ კ------------, ო----- კ------–---–- და გ------- ხ-------- (შემდგომში მოსარჩელეები) წარმოადგენენ სს ,,თ-- თ---–-----–---’’-საგან საწარმოო ტრავმის შედეგად ყოველთვიური სარჩოს მიმღებ პირებს. მოპასუხე თითოეული მათგანის შემთხვევაში ანაზღაურებას გასცემს სამ სამუშაო დღეზე გადაანგარიშებით, ნაცვლად იმისა, რომ დაანგარიშება მოხდეს კვირაში ხუთი სამუშაო დღით.

მოსარჩელეთა განმარტებით, გ------- ვ-----–---–-, ა------ ი-------- და ა------ მ---------- არიან მე-5 თანრიგის პენსიონერებით. მათი ყოველთვიური ანაზღაურება გარდა მოპასუხის მიერ ნებაყოფლობით გადახდილი სარჩოს ოდენობისა, უნდა განისაზღვროს თვეში - 122 ლარით, შესაბამისად უკანასკნელ სამ წელზე არებული დავალიანება კი (122x36) - 4 392 ლარით. ბ------ ნ------- ასევე არის მე-5 თანრიგის პენსიონერი, თუმცა მისი ყოველთვიური ანაზღაურება, გარდა მოპასუხის მიერ ნებაყოფლობით გადახდილი სარჩოს ოდენობისა, განისაზღვრება 332 ლარით, შესაბამისად უკანასკნელ სამ წელზე არსებული დავალიანება კი (332x36) -11 952 ლარით. ო---- კ------------ ასევე არის მე-5 თანრიგის პენსიონერი და მისი ყოველთვიური ანაზღაურება გარდა მოპასუხის მიერ ყოველთვიურად ნებაყოფლობით გადახდილი სარჩოს ოდენობისა, უნდა განისაზღვროს 80.5 ლარით, უკანასკნელ სამ წელზე გადასახდელი დავალიანება კი შესაბამისად 2 898 ლარით.

გ------ ტ--------, გ------- ხ-------- და დ----- ფ------–--- არიან მე-4 თანრიგის პენსიონერები. მათი ყოველთვიური ანაზღაურება გარდა მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობისა, უნდა განისაზღვროს თვეში 80 ლარით, შესაბამისად უკანასკნელ სამ წელზე არსებულ დავალიანება კი 2 880 ლარით.

მოსარჩელე რ---- კ-----–-- და ო----- კ------–---–- კი არიან მე-3 თანრიგის პენსიონერები. მათი ყოველთვიური ანაზღაურეა გარდა მოპასუხის მიერ ნებაყოფლობით გადასახდელი თანების ოდენობისა, უნდა განისაზღვროს ყოველთვირუად ასევე 80 ლარის, უკანასკნელ სამ წელზე არსებული დავალიანება კი 2 880 ლარით (2019 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმი).

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგინა შესაგებელი, რომლითაც ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, კომპანია მოსარჩელეს მართლაც ურიცხავს გარკვეული ოდენობით თანხებს. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება ყოველთვიური სარჩოს ოდენობის თაობაზე არ შეესაბამება კომპანიაში არსებული ანაზღაურების წესს და ტარიფებს.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ მოპასუხე ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიციაზე შესაბამისი თანრიგებით. თითოეულ მათგანს მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის განმავლობაში მიღებული აქვთ საწარმოო ტრავმები. მოპასუხე ორგანიზაციისგან მოსარჩელეები ყოველთვიურად იღებენ სარჩოს სახით გარკვეული (არაფიქსირებული) ოდენობით თანხებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.16-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. გ------- ვ-----–---–- მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.65-66);

- შეტყობინება (ს.ფ. 67-68);

- ცნობა (ს.ფ.69);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ბ------ ნ-------ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. დ----- ფ------–---ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.70);

- საპენსიო მოწმობა (ს.ფ.71);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. ა------ ი--------ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.72-73);

- ცნობა (ს.ფ.74);

- საპენსიო მოწმობა (ს.ფ.75-76);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. გ------ ტ--------ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.77-78);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. ა------ მ----------ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.79-80);

- საპენსიო მოწმობა (ს.ფ.81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. რ----- კ-----–--ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები (ს.ფ.82-85);

- საპენსიო მოწმობა (ს.ფ.86);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.9. ო---- კ------------ მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.87-88);

- საპენსიო მოწმობა (ს.ფ.89);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.10. ო----- კ------–---–- მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.90);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.11. გ------- ხ--------ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.93);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეს თითოეული მოსარჩელისათვის ანაზღაურებული აქვს ყოველთვიურად გადასახდელი მიმდინარე სარჩოს ოდენობა და მას არ ეკისრება რომელიმე მოსარჩელის მიმართ მიმდინარე დავალიანება გადაუხდელი სარჩოს სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. მოპასუხე ორგანიზაციაში შეცვლილი შრომის ანაზღაურების და 5 სამუშაო დღის გათვალისწინებით, მოსარჩელე გ------- ვ-----–---–-სთვის, ა------ ი---------თვის და ა------ მ-----------ათვის მოპასუხის მიერ გადასახდელი ყოველთვიური გაზრდილი სარჩოს ოდენობა (გარდა იმ თანხისა რასაც მოპასუხე ნებაყოფლობით უხდის მათ ყოველთვიურად) შეადგენს 122 ლარს, მოსარჩელე ბ------ ნ--------ათვის გადასახდელი გაზრდილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა შეადგენს 332 ლარს, მოსარჩელე ო---- კ------------სთვის გადასახდელი გაზრდილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა შეადგენს 80.5 ლარს, ხოლო მოსარჩელეების გ------ ტ---------, გ------- ხ--------- და დ----- ფ------–----, რ---- კ-----–--ს და ო----- კ------–---–-ს მიმართ გადასახდელი გაზრდილი სარჩოს ოდენობა შეადგენს 80 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაანგარიშების ცხრილი (ს.ფ. 49);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი; საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 411-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია, ასევე საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ არეგულირებენ ყოველი ადამიანის სოციალური უზრუნველყოფის პოზიტიურ უფლებას (მუხლები 22, და 9).

 

სასამართლო მოიშხმობს „სოციალური უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტების შესახებ“ (Social security (minimum standarts) convention) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1952 წლის N102 კონვენციის იმ რეგულაციებს, რომლებიც აწესრიგებენ შრომითი ტრავმის საკითხებს (Empoyment injury benefit). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს. აღნიშნული დოკუმენტის მე-6 თავის (Empoyment injury benefit) 31-ე, 36-ე, 38-ე და ასევე მე-11 თავის 66-ე მუხლების რეგულაციები, ქმნიან საკითხის მოწესრიგებას, რომლის თანახმადაც პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი ანაზღაურებით საწარმოო ტრავმის შემთხვევაში; შრომისუნარიანობის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფილ იქნეს პერიოდული გასაცემლის მიღება შრომისუნარიანობის დაკარგვის პროპორციულად (suitable proportion); უზრუნველყოფა უნდა ფარავდეს შრომისუუნარობის მთელ პერიოდს; პერიოდული გასაცემლების ოდენობა უნდა გადაიხედოს სახელფასო დონის არსებითი ცვლილების პარალელურად (66-ე მუხლის მე-10 პუნქტი).

 

მოცემული სამართალურთიერთობის შედასამართლებრივი რეგულაციები ასევე შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის წყაროებთან.

 

საქართველოს კონსტიტუცია სოციალური სახელმწიფოს იდეას ამკვიდრებს. კონსტიტუციის მე-5 მუხლით გაცხადებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპი გამომდინარეობს პრეამბულის ფუნდამენტური იდეებიდან დემოკრატიული წესწყობილებისა და ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების და სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დამკვიდრება ქვეყანაში. სოციალურია ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსახელობის სოციალური დონე ამაღლდეს.

 

ეჭვგარეშეა, რომ სოციალური სახელმწიფოს ზემოაღნიშნული პრინციპი, რომელიც თავისთავად სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი გამოვლინებაა, ცალსახად მოიაზრებს შრომით ურთიერთობაში შესული პირის - დასაქმებულის უფლებების სათანადო რეალიზაციას. ასეთი უფლებები კი, საწარმოო ტრავმის შემთხვევაში დასაქმებულის სათანადო დაცვის უზრუნველყოფის გარეშე ვერ ჩაითვლება სრულყოფილად დაცულად.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მუშაკის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის გამო, შრომის უნარის დაკარგვის საფუძველზე დანიშნული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება იმავე თანამდებობაზე გაზრდილი ხელფასის შესაბამისად.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლოს მიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე. ამასთან, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვინაიდან დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით, (აღნიშნულთან მიმართებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქმე №ას-1742-2018; №ას-52-48-2017) სასამართლოს არსებით სამსჯელ საგანს წარმოადგენს სარჩოს ოდენობის გაზრდის მიზანშეწონილობის საკითხის დადგენა.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე.

 

სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანსაც დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის წარმოუშობლობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

 

სწორედ დასახელებული ნორმების შინაარსი აძლევს მოსარჩელეებსს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვონ სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელეები მიიღებდნენ გაზრდილ ხელფასს. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა თავად ის გარემოება, რომ თითოეულმა მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად და მათ წაერთვათ პროფესიული შრომის უნარი სამუდამოდ.

 

სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.

 

ამდენად, ზემოთ მოხმობილი ნორმებით, ასევე, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციის შესაბამისად, სამართალურთიერთობის სწორ შეფასებას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ახდენს მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (საქმე №ას-789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი),ერთიანი მიდგომაა ჩამოყალიბებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნიდან გამომდინარე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობს მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც, შრომის უნარის შეზღუდვის გამო, დაზარალებული ვეღარ ახერხებდა მუშაობას და, ამის გამო, მას უკვე არ ჰქონდა უნარი, მიეღო შემოსავალი ხელფასის სახით.

 

შესაბამისად, სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე, შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით; ამასთან, ვინაიდან დაზარალებულის განრიგის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, სარჩოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად, მოსარჩელეთა მიერ განსაზღვრული ოდენობით (ს.ფ.49). ამასთან, მასზე არსებული მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული სატარიფო განაკვეთები არ შეესაბამება კომპანიაში არსებულ დაანგარიშების წესს და პირობებს.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნულთან სრულ შესაბამისობაშია მოსარჩელეთა მოთხოვნა ყოველთვიურად გაზრდილი სარჩოს მიღების შესახებ და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლეგიტიმურია და ასევე დაკმაყოფილებას ექვემდებარება სასარჩელო მოთხოვნები ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღებულ და მისაღებ სარჩოს შორის სხვაობებს შორის (ს.ფ.49-ზე წარმოდგენილი შესაბამისი დაანგარიშებით) დაკისრების თაობაზე.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ისინი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1 272.78 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- ვ-----–---–-ს, ბ------ ნ--------, დ----- ფ------–----, ა------ ი---------, გ------ ტ---------, ა------ მ-----------, რ----- კ-----–--ს, ო---- კ------------ს, ო----- კ------–---–-ს და გ------- ხ--------- სარჩელი მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელეების გ------- ვ-----–---–-ს, ა------ ი--------- და ა------ მ----------- სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად მათთვის გადასახდელი სარჩოს ოდენობის 122 ლარით გაზრდილი ოდენობა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 05 აპრილიდან;

1.2. მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე ბ------ ნ-------- სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად მისთვის გადასახდელი სარჩოს ოდენობის 332 ლარით გაზრდილი ოდენობა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 05 აპრილიდან;

1.3. მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე ო---- კ------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად მისთვის გადასახდელი სარჩოს ოდენობის 80.5 ლარით გაზრდილი ოდენობა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 05 აპრილიდან;

1.4. მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელეების გ------ ტ---------, გ------- ხ---------, დ----- ფ------–----, რ---- კ-----–--ს და ო----- კ------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად მათთვის გადასახდელი სარჩოს ოდენობის 80 ლარით გაზრდილი ოდენობა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 05 აპრილიდან;

1.5. დაეკისროს მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე გ------- ვ-----–---–-ს სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 4 392 ლარის გადახდა;

1.6.დაეკისროს მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე ბ------ ნ-------- სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 11 952 ლარის გადახდა;

1.7.დაეკისროს მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე ა------ ი--------- სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 4 392 ლარის გადახდა;

1.8. დაეკისროს მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე გ------ ტ--------- სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 2 880 ლარის გადახდა;

1.9. დაეკისროს მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე ა------ მ----------- სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 4 392 ლარის გადახდა;

1.10. დაეკისროს მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე რ---- კ-----–--ს სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 2 880 ლარის გადახდა;

1.11. დაეკისროს მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე ო---- კ------------ს სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 2 898 ლარის გადახდა;

1.12.დაეკისროს მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე ო----- კ------–---–-ს სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 2 880 ლარის გადახდა;

1.13. დაეკისროს მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე გ------- ხ--------- სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 2 880 ლარის გადახდა;

1.14. დაეკისროს მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს მოსარჩელე დ----- ფ------–---- სასარგებლოდ გაზრდილი სარჩოს დავალიანების - 2 880 ლარის გადახდა.

2. მოპასუხე სს ,,თ-- თ---–-----–---’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1 272.78 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია