განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
200100119003093043
დავის ტიპი
126
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119003093043

N 1/187-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თამარ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - და---------–-----ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გი-------------------–--–--–---–ი (დაბადებული - 19---–-–------------ , საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–-----------------------–---------). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა -შეფარდებული.

 

ადვოკატი: - გი----------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე , 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე , 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე , 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2019 წლის აპრილის თვეში თ--–----------------------–--------–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გი-------–--–--–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ნი-----–--–--–---–ს, კერძოდ, თმის საპარსი დაარტყა მარცხენა ხელში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ნი----–--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების და პროკურორის მიერ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული ბრალდების თანახმად, 2012 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 08 ივნისის ჩათვლით პერიოდში, თ--–----------------------–--------–ი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გი-------–--–--–---–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ნი----–--–--–---–ს, არასრულწლოვანი შვილების -ლი----–--–--–---–ის, მა------–--–--–---–ის და თა-----–--–--–---–ის თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ნი----–--–--–---–ი მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

1.3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2019 წლის 07 ივნისს თ--–----------------------–--------–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გი-------–--–--–---–ი შეშის ნაჭრის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობთ დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ნი-----–--–--–---–ის ოჯახის წევრს - ნო---------ას, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.4. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2018 წლის ნოემბრის თვეში თ--–----------------------–--------–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გი-------–--–--–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ომ-----–--–--–---–ს, კერძოდ, მარცხენა თვალის არეში დაარტყა მუშტი. განხორციელებული ძალადობის შედეგად ომ-----–--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.5. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2019 წლის 07 ივნისს თ--–----------------------–--------–ი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გი-------–--–--–---–ი ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ომ-----–--–--–---–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.6. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის 08 ივნისის ჩათვლით, თ--–----------------------–--------–ი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გი-------–--–--–---–ი მამას - ომ-----–--–--–---–ს და დედას - თა-----–--–--–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, ომ-----–--–--–---–ი და თა-----–--–--–---–ი მათ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას.

 

1.7. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2019 წლის 07 ივნისს თ--–----------------------–--------–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გი-------–--–--–---–მა ძალადობის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას -თა-----–--–--–---–ს. კერძოდ, ყელის არეში უჭერდა ხელებს. განხორციელებული ძალადობის შედეგად თა-----–--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.8.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების და პროკურორის მიერ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული ბრალდების თანახმად, 2019 წლის გაზაფხულზე გი-------–--–--–---–მა თ--–----------------------–--------–ი მდებარე, მამის - ომ-----–--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და ამავე სოფელში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების კულტივირებას. 2019 წლის 08 ივნისს ჩატარებული ომ-----–--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და გი-------–--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერების შედეგად შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა რვა ძირი კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკშემცველ კანაფის მცენარეს, საერთო წონით- 522,28 გრამს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1.2019 წლის აპრილის თვეში თ--–----------------------–--------–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გი-------–--–--–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ნი-----–--–--–---–ს, კერძოდ, თმის საპარსი დაარტყა მარცხენა ხელში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ნი----–--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.2.ასევე, გი-------–--–--–---–ი 2012 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 08 ივნისის ჩათვლით პერიოდში, თ--–----------------------–--------–ი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ნი----–--–--–---–ს, არასრულწლოვანი შვილების -ლი----–--–--–---–ის, მა------–--–--–---–ის და თა-----–--–--–---–ის თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ნი----–--–--–---–ი მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2.3. ასევე, გი-------–--–--–---–ი 2019 წლის 07 ივნისს თ--–----------------------–--------–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეშის ნაჭრის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობთ დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ნი-----–--–--–---–ის ოჯახის წევრს - დედას - ნო---------ას, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.4. ასევე, გი-------–--–--–---–მა 2018 წლის ნოემბრის თვეში თ--–----------------------–--------–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ომ-----–--–--–---–ს, კერძოდ, მარცხენა თვალის არეში დაარტყა მუშტი. განხორციელებული ძალადობის შედეგად ომ-----–--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.5. ასევე, გი-------–--–--–---–ი 2019 წლის 07 ივნისს თ--–----------------------–--------–ი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ომ-----–--–--–---–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.6. ასევე, გი-------–--–--–---–ი 2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის 08 ივნისის ჩათვლით, თ--–----------------------–--------–ი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას - ომ-----–--–--–---–ს და დედას - თა-----–--–--–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, ომ-----–--–--–---–ი და თა-----–--–--–---–ი მათ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2.7. ასევე, გი-------–--–--–---–მა 2019 წლის 07 ივნისს თ--–----------------------–--------–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ძალადობის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას -თა-----–--–--–---–ს. კერძოდ, ყელის არეში უჭერდა ხელებს. განხორციელებული ძალადობის შედეგად თა-----–--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.8. ასევე, გი-------–--–--–---–მა 2019 წლის გაზაფხულზე თ--–----------------------–--------–ი მდებარე, მამის - ომ-----–--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და ამავე სოფელში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების კულტივირებას. 2019 წლის 08 ივნისს ჩატარებული ომ-----–--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და გი-------–--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერების შედეგად შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა რვა ძირი კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკშემცველ კანაფის მცენარეს, საერთო წონით- 522,28 გრამს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გი-------–--–--–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულების - ნი----–--–--–---–ის, მა------–--–--–---–ის, ლი----–--–--–---–ის, თა-----–--–--–---–ის, ომ-----–--–--–---–ის, თა-----–--–--–---–ის და ნო---------ას გამოკითხვის ოქმები, მოწმეების - ლე-----------–-–---–-ს, იმ-----------–---–ის, მი----–----------–---–ის, გე-–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ გი-------–--–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის N177/სქ დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N003972819 და N 0039773319 დასკვნები, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი, გი-------–--–--–---–ის მიმართ განაჩენები, ნასამართლობის ცნობა, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობა, კახეთის პრობაციის ბიუროს ცნობა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გი-------–--–--–---–ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის, ასევე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1.-.2.8. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებული და დასჯადია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება რომ თამ-----–--–--–---–ი არის გი-------–--–--–---–ის დედა, ომ-----–--–--–---–ი არის გი-------–--–--–---–ის მამა, ნი----–--–--–---–ი არის გი-------–--–--–---–ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა..”

 

დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტს წარმოადგენს და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ასევე, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, და ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამავე დროს, სასამართლო მიუთითებს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა ერთიან - განგრძობად დანაშაულს წარმოადგენს, რომელიც და---ავრებულად ითვლება უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება რომ თ-----, ლ---- და მა------–--–--–---–ები არიან გიორგი და ნი----–--–--–---–ის საერთო არასრულწოვანი შვილები. ასევე, აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, რომლებიც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები.

 

4.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებული და დასჯადია მუქარა - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება მუქარაში, ამასთანავე, კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება დიდი ოდენობით.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებისა და ნივთიერებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი, რაც რეგულირდება საქართველოს კანონით ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”. დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვაში, მის მოყვანაში ან კულტივირებაში. დათესვა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხოლო მოყვანა და კულტივირება გამოიხატება აღნიშნული მცენარის მოვლაში - გაზრდის მიზნით, კერძოდ: მორწყვა, სასუქის გამოყენება, გაშენება, დამუშავებაში და ა.შ.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების საგანია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის დანართი N1-ის პირველი სიის 82-ე გრაფით განსაზღვრულია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება - კანაფი (კანაფი (Cannabis)− მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებით და ნაყოფით (ფოთლებისა და თესლების გარდა, რომელთაც თან არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების ფისი).

 

ამავე კანონის დანართი N2- ით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის 73-ე გრაფის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი 140 გრამზე მეტი 750 გრამის ჩათვლით, ითვლება დიდ ოდენობად.

 

4.4. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით - დაზარალებულების - ნი----–--–--–---–ის, მა------–--–--–---–ის, ლი----–--–--–---–ის, თა-----–--–--–---–ის, ომ-----–--–--–---–ის, თა-----–--–--–---–ის და ნო---------ას გამოკითხვის ოქმები, მოწმეების - ლე-----------–-–---–-ს, იმ-----------–---–ის, მი----–----------–---–ის, გე-–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ გი-------–--–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის N177/სქ დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N003972819 და N 0039773319 დასკვნები, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი, გი-------–--–--–---–ის მიმართ განაჩენები, ნასამართლობის ცნობა, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობა, კახეთის პრობაციის ბიუროს ცნობა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით - უტყუარად დასტურდება განაჩენის 2.1-.2.8. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ქმედებების შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალ----ს საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი-------–--–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

ასევე, განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ … არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.

 

სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.

 

ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" პუნქტებით გათალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველილი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 2018 წლის 28 დეკემბრამდე, სასჯელის სახით ითვალისწინებდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით და 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოში 2017 წლის 01 სექტემბრიდან მოქმედ ევროპის საბჭოს კონვენციას ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" (ე.წ.,,სტამბოლის კონვენცია"), რომელიც მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. აღნიშნული კონვენციის 35-ე მუხლით დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

სასამართლო ყურადღებას ასევე მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

5.4.გი-------–--–--–---–ის მიმართ დანაშაულის ყველა ეპიზოდზე სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამაცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).

 

ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013, საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

 

5.5. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით და 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სასჯელის დანიშვნისას, კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს გი-------–--–--–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების რაოდენობას, ქმედებების ინტენსიურობას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ასევე, ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახეს, ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედებების ხასიათს, იმ გარემოებას, რომ ჩადენილია ოჯახური ძალადობის არაერთი ეპიზოდი, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რაც უარყოფითად მოქმედებს და აისახება ბავშვის სრულფასოვან განვითარებაზე, და სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრების მიმართ. მუქარასთან მიმართებაში სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას, მუქარის განხორციელებას ოჯახის წევრების მიმართ. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს გი-------–--–--–---–ის პიროვნულ მახასიათებლებს - კანონთან კონფლიქტში ყოფნას და მისი ქცევის ისტორიას, მათ შორის დაზარალებულ ნი----–--–--–---–ის მიმართ ჩადენილი ქმედებებისათვის. აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ ნი----–--–--–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო არ მსჯელობს რეციდივთან დაკავშირებით, ვინაიდან, სისტემატური შეურაცხყოფა, როგორც ერთიანი დანაშაული, და---ავრებულია მისი უკანასკნელი ქმედების ჩადენიდან და ამ დანაშაულის ბუნებიდან გამომდინარე, რეციდივი სახეზე არ გვაქვს, ვინაიდან, გი-------–--–--–---–ი ნასამართლობისარმქონე პირს წარმოადგენს ქმედების დასრულებისას. სასამართლო გი-------–--–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: გი-------–--–--–---–ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს ხდის უდაოდ, ასევე, იმ გარემოებას, რომ დაზარალებულებს არ გააჩნიათ პრეტენზიები გიორგი შოშიასშვილთან და ითხოვენ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას მის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას, მისი კონკრეტული სახის და ზომის გამოყენებისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კანონმდებელი უალტერნატივოდ ითვალისწინებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სანქციას - თავისუფლების აღკვეთას და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოცემულ ვითარებაში მას სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი სასჯელი ან თუნდაც მსუბუქი სასჯელი დაუნიშნოს, ასევე, პირის აღიარებას, ქმედების ხასიათსა და საშიშროებას, ნარკოტიკული საშუალების სახეობას, სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონია მოთხოვნა სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით, და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ თითოეული დანაშაულისათვის იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის ყველაზე მკაცრის ზომის - თავისუფლების აღკვეთის - გამოყენება, მიზანშეწონილია, ვინაიდან, სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გი-------–--–--–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი სახე და ზომა , რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-------–--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის აპრილის ეპიზოდი დაზარალებულ ნი----–--–--–---–ის მიმართ) თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დაზარალებულ ნი----–--–--–---–ის მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი დაზარალებულ ომ-----–--–--–---–ის მიმართ; 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის გაზრდა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დაზარალებულების - ომ-----–--–--–---–ის და თა-----–--–--–---–ის მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი თა-----–--–--–---–ის მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი დაზარალებულ ნო---------ას მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი დაზარალებულ ომ-----–--–--–---–ის მიმართ) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ გი-------–--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გი-------–--–--–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები -

 

,, ტოშიბა“-ს ფირმის ტელევიზორი, ერთი ცალი ხის ტარიანი ცული, ერთი ცალი ალუმინის ქვაბი და სამი ცალი ქვაბის სახურავი, ელექტრო საპარსი (რომლებიც ინახება შსს თელავის რაიონულს სამმართველოში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს მის მესაკუთრეს. ხის ნაჭერი(რომელიც ინახება შსს თელავის რაიონულს სამმართველოში) -საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

8 (რვა)ძირი ნარკოტიკშემცველი კანაფის მცენარე, (დალუქული ორ პაკეტად: FCI 438716 და FCD 850818, საერთო წონა - 522,28 გრამი, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი წონით 517,28 გრ.), რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გი-------–--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის აპრილის ეპიზოდი დაზარალებულ ნი----–--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2.გი-------–--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დაზარალებულ ნი----–--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

3.გი-------–--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ნოემბრის ეპიზოდი დაზარალებულ ომ-----–--–--–---–ის მიმართ; 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

4.გი-------–--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დაზარალებულების - ომ-----–--–--–---–ის და თა-----–--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

5.გი-------–--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი თა-----–--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

6.გი-------–--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ( 2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი დაზარალებულ ნო---------ას მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

7.გი-------–--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივნისის ეპიზოდი დაზარალებულ ომ-----–--–--–---–ის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

8.გი-------–--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გი-------–--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით

 

10.გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით გი-------–--–--–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და გი-------–--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2019 წლის 08 ივნისიდან.

 

11.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გი-------–--–--–---–ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

12.გი-------–--–--–---–ს აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

13.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

-,,ტოშიბა“-ს ფირმის ტელევიზორი, ერთი ცალი ხის ტარიანი ცული, ერთი ცალი ალუმინის ქვაბი და სამი ცალი ქვაბის სახურავი, ელექტრო საპარსი (რომლებიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - გადაეცეს მის მესაკუთრეს.

 

-ხის ნაჭერი (რომელიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში) -საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

 

- 8 (რვა) -ძირი ნარკოტიკშემცველი კანაფის მცენარე, (დალუქული ორ პაკეტად: FCI 438716 და FCD 850818, საერთო წონა - 522,28 გრამი, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი წონით 517,28 გრ.), რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

14.არასრულწოვანთა მართმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულებს და მათ კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

15. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ კაპანაძე