გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2019
საქმის ნომერი
130210018002622355
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2-1031-18

130210018002622355

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

21.10. 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი:ქეთევან ცერიაშვილი

 

მოსარჩელე - დ--–--–---–-ია, ს--------------–--ლი, ნ------------–--ლი, ჯ----–-------–--ლი

წარმომადგენელი - ქ--------------–-ძე

მოპასუხე - შე-----------–---------------–---------------------------------------------------------------------------------------------–--ლი ''

წარმომადგენელი - მ-------------ძე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე შ------------–---------------–-------------------------------------------------------------------------------------------–---–ს" მოსარჩელეების: დ--–--–---–-იას, ს--------------–--ლის, ნ------------–--ლის, ჯ----–-------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 22030,78 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 661 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის 1400 (900+500) ლარის ხარჯთაღრიცხვის მომზადების 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების 300 ლარი. მოსარჩელე ასევე ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეებს ხ-–------------–----–----------------–----–----ში საკუთრებაში აქვთ 142 მ2 საცხოვრებელი სახლი 712 მ2 საკარმიდამო ეზოთი (ს/კ 6--0-.6--3--), სადაც მოპასუხე შ------------–---------------–--------------------------------------------------------------------------------------------–---–-'' აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას 2012 წლის გაზაფხულიდან დაშვებულ ნორმაზე მეტი სიმძლავრით. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობის და ეზოს ღობის ბეტონის კედლის მნიშვნელოვანი დაზიანება. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2017 წლის 30 აგვისტოს N0-------- დასკვნის მიხედვით, ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე დ--–--–---–-იას, ს--------------–--ლის, ნ------------–--ლის და ჯ----–-------–--ლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობის დაზიანება გამოწვეულია ფერდობის მეწყერული პროცესების გააქტიურებით, რომელიც შეიძლება პროვოცირებული იყოს ძლიერი ან ხანგრძლივი ნალექების, მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით. სახლის უკანა კედლის, კარების, ფანჯრის ღიობების ზღუდარების და ბეტონის ღობის ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღდგენა გაძლიერებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. საპროექტო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას ესაჭიროება 22030,78 ლარი. ის გარემოება რომ გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე მოპასუხე ორგანიზაციამ არ შეისწავლა მშენებლობის მიმდებარედ არსებული შენობა-მაგებობების და ნიადაგის ტექნიკური მდგომარეობა, არ ჩაატარა მონიტორინგი, გვირაბის მშენებლობით მოსახლეობისათვის ზიანის მიყენება იმთავითვე იყო სავარაუდო, რაც მოპასუხეს ავალდებულებს აანაზღაუროს ეს ზიანი.

2.1. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ--------------------------------------------------------------------–---–მა" სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ აღნიშნული დაზიანებების წარმოქმნაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის, ვინაიდან გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და მოსარჩელის უძრავი ქონების მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მეტი რხევები და ბიძგები. მოსარჩელის ქონების დაზიანება არ არის გამოწვეული გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. თავისი პოზიციის დასადასტურებლ;ად მოპასუხე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა შპს "-----------------–-------"-ს N0----- დასკვნა, რომლის შესაბამისად სოფელ ქ--–----ში მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული 142 მ2 საცხოვრებელ სახლზე (ს/კ 6--0-.6--3--),არსებული დაზიანების წარმოქმნის მიზეზია ძირითადად მშენებლობის ნორმების დარღვევა. ასევე ასაკობრივი ცვეთა და ბალავერზე ატმოსფერული ნალექების ზემოქმედება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელეების: დ--–--–---–-იას, ს--------------–--ლის, ნ------------–--ლის, ჯ----–-------–--ლის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე უძრავ ნივთზე, 142 მ2 საცხოვრებელი სახლი, 712 მ2 საკარმიდამო ეზოთი, (ს/კ 6--0-.6--3--). (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.15-16);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეებს ხ-–------------–----–----------------–----–----ში საკუთრებაში აქვთ 142 მ2 საცხოვრებელი სახლი, 712 მ2 საკარმიდამო ეზოთი, (ს/კ 6--0-.6--3--), სადაც მოპასუხე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "--------------------------------------------------------------------–--ლი'' აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, 2012 წლის გაზაფხულიდან დაშვებულ ნორმაზე მეტი სიმძლავრით. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობის და ეზოს ღობის ბეტონის კედლის მნიშვნელოვანი დაზიანება.

 

სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2017 წლის 30 აგვისტოს N0-------- დასკვნის და ი/მ ზ------------–-ძის მიერ შედგენილი საცხოვრებელ სახლზე აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული რესურსული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას ესაჭიროება 22030,78 ლარი.

(იხ. სარჩელი, ექსპერტიზის დასკვნა, ი/მ ზ------------–-ძის მიერ შედგენილი რესურსული ხარჯთაღრიცხვა).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დ--–--–---–-იას, ს--------------–--ლის, ნ------------–--ლის, ჯ----–-------–--ლის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ უნსდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან, მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი, შესაბამისად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ზიანის ოდენობა მოპასუხეს მხარეს არ უნდა დაეკისროს სრულად და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით,არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის 2017 წლის 30 აგვისტოს N0-------- დასკვნის მიხედვით ჯ----–-------–--ლის შენობის უკანა კედელზე ნაპრალის გაჩენა და ბეტონის ღობის დაზიანება გამოწვეულია ფერდობის მეწყერული პროცესების გააქტიურებით, რომელიც შეიძლება პროვოცირებული იყოს ძლიერი ან ხანგრძლივი ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრის ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით. სახლის უკანა კედლის, კარების, ფანჯრის ღიობების ზღუდარების და ბეტონის ღობის ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღდგენა გაძლიერებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 15 მარტის N 0-------- დასკვნის შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომელიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფელ ქ--–----ში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ქ--–----ში მდებარე დალი დ--–--–---–-იას, ს--------------–--ლის, ნ------------–--ლის და ჯ----–-------–--ლის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შეიძლება დავასკვნათ, რომ აღნიშნულ სახლზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული ორივე დასკვნა არის სავარაუდო და კატეგორიულად არ მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა უძრავ ქონებაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია უშუალოდ მოპასუხის ბრალეული მოქმედებით. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა შპს "ა----------------–----რის " 2019 წლის 15 სექტემბრის N 0----- საინჯინრო -ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მოსარჩელეთა "სახლი არის ორსართულიანი, კაპიტალური, აშენებული გასული საუკუნის 70-იან წლებში. სამხრეთის მხარეს გზის მხრიდან ბეტონის კედელი დანგრეულია, კედელს არ გააჩნია შესაბამისი საძირკველი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მისი მდგრადობა. კედელი სისტემატურად განიცდის გზაზე მოძრავი მანქანების მხრიდან რხევებს. მისი ნგრევის მიზეზია საძირკვლის არქონა და მშენებლობის ნორმების დარღვევა, რაც ყოველგვარი სეისმური მოვლენების, (აფეთქება, მიწისძვრა გარეშე იგივე შედეგს გამოიწვევდა. სახლის ბალავერი სადმე გახსნილი არ არის, სახლს სამხრეთის კედელთან აქვს სარინელი, რომელიც დაზიანებულია და წყალი პირდაპირ ჩაედინება ბალავერში, რაც იწვევს მის გაწყლიანებას და შესაძლებელია გამოიწვიოს ბალავრის ჯდენა. ამჟამად ბალავრის ჯდენითი მოვლენები არ ფიქსირდება. სახლს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან გააჩნია მიშენება. მიშენების ადგილზე დასავლეთის და აღმოსავლეთის მხრიდან გადაბმის არქონის გამო კედელი ვერტიკალურად გახსნილია ორივე მხარეს, წარმოქმნილია გამჭოლი ბზარი. აღნიშნული დაზიანება გამოწვეულია მშენებლობის ნორმების დარღვევის გამო და მისი წარმოქმნა ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე მოხდებოდა დროთა განმავლობაში ან დაუყოვნებლივ. სახლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი საცხოვრებლად ვარგისია, რაც დადასტურდა ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს N0-------- დასკვნით. ამდენად, ეზოს ბეტონის კედელზე არსებული დაზიანების წარმოშობის მიზეზებია: მშენებლობის ნორმების დარღვევა (ბალავრის არქონა), ტექნიკური მოუვლელობა, ასაკობრივი ცვეთა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედება. სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნის მიზეზია მშენებლობის ნორმების დარღვევა, ასაკობრივი ცვეთა და ბალავერზე ატმოსფერული ნალექების ზემოქმედება. ხსენებულ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე გაანალიზებულია ი/მ ზ------------–-ძის მიერ შედგენილი საცხოვრებელ სახლზე აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული რესურსული ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შეადგენს 22070.78 ლარს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ხარჯთაღრიცხვით გაზრდილია როგორც შესასრულებელი სამუშაოები, ისე საშენი მასალებისა და შრონითი რესურსების ოდენობა. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა არ გამომდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ზემოთაღნიშნული დასკვნიდან. მასში მითითებულია ისეთი სამუშაოებიც, რომელთა შესრულების აუცილებლობა არ არსებობს. კერძოდ, პოზიციები NN 1--, 4,5,7, რაზეც მთლიანად გათვალისწინებულია 894.07 ლარი. პოზიცია NN 11,12,13,14 რაზეც გათვალისწინებულია 2939,14 ლარი. პოზიცია NN 15.16.17.18.19.20.21, რომლისთვისაც ერთობლიობაში გათვალისწინებულია 4668,33 ლარი. პოზიცია NN 22,23,24,25,26,27, რომლისთვისაც ჯამში გათვალისწინებულია 2547,31 ლარი და სახურავის მოწყობა-1718,33 ლარი. სულ ხსენებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ზედმეტად გათვალისწინებული სამუშაოები შეადგენს 12767,18 ლარს, რომელსაც ემატება ასევე პოზიცია 8.9.10. არსებული დაზიანებული ბეტონის საყრდენი კედლის დემონტაჟი-1207,65 ლარი. მონტაჟის ღირებულება-პოზიცია 30.31.32 -6786,97 ლარი. ამას ემატება ინერტული მასალების გამოტანა და სატრანსპორტო ხარჯები, რაც შეადგენს 1300.09 ლარს, რაც ასევე გასათვალისწინებელია ყველა პოზიციაზე. შპს "ა----------------–----რის " 2019 წლის 15 სექტემბრის N 0----- საინჯინრო -ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების შესრულება შესაძლებელია სახლზე არსებული ბზარების გამონოლითებით და ღობის ბეტონის კედლის აშენებით, რისთვისაც საჭიროა საძირკვლის ჩასხმა. მთლიანი აღდგენითი ღირებულებაა 3278.10 ლარი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ მოსარჩელეების: დ--–--–---–-იას, ს--------------–--ლის, ნ------------–--ლის და ჯ----–-------–--ლის საცხოვრებელი სახლი და ეზოს ბეტონის ღობე დაზიანებულია; ამასთან, სახლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი საცხოვრებლად ვარგისია. თუმცა აღნიშნულ დაზიანებაში ცალსახად არ იკვეთება მოპასუხის ბრალეულობა. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია სამშენებლო ნორმების დარღვევაზე, ასაკობრივ ცვეთაზე (სახლი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში და ბუნებრივია რომ ამ დროის განმავლობაში გარკვეულ ცვეთას განიცდიდა) და ბალავერზე ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებაზე. მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლო მიიჩნევს რომ ყველა ზემოთაღნიშნული მოვლენების ( ასაკობრივი ცვეთა, ატმოსფერული ნალექების ზემოქმედება, სამშენებლო ნორმების დარღვევა და სხვ.) შემთხვევაშიც კი შ------------–---------------–--------------------------------------------------------------------------------------------–---–-ს'' მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებები გარკვეულწილად დაამძიმებდა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობის და ეზოს ღობის ბეტონის კედლის მდგომარეობას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შპს "ა----------------–----რის " 2019 წლის 15 სექტემბრის N 0----- საინჯინრო -ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას მოსარჩელეთა უძრავი ქონების აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოებისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობაზე, რაც საკმარისი იქნება სახლზე არსებული ბზარების გამონოლითების და ღობის ბეტონის კედლის აშენებისათვის. 6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის 1-ლი ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; (11.12.2015. N4626 ) ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. (ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიულიშინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/5/675,681 30/09/2016) მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივმა აღუსრულებლობამ რა გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიაყენოს მოსარჩელე მხარეს. დადგენილია რომ მათი სახლი ვარგისია საცხოვრებლად. ამდენად მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს ამის კანონიერი საფუძველი. კერძოდ, არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გარეშე რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოსარჩელე მხარეს. 7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ--–--–---–-იას (პ/ნ5----------), ს--------------–--ლის (5----------), ნ------------–--ლის (5-----------) და ჯ----–-------–--ლის (5----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შ------------–---------------–-------------------------------------------------------------------------------------------–---–ს'' (საიდენტიფიკაციო კოდი 404385385) მოსარჩელეების დ--–--–---–-იას, ს--------------–--ლის, ნ------------–--ლის, ჯ----–-------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 3 278 (სამი ათას ორასსამოცდათვრამეტი) ლარის და 10 თეთრის გადახდა ;

3. შ------------–---------------–-------------------------------------------------------------------------------------------–---–ს'' (საიდენტიფიკაციო კოდი 404385385) მოსარჩელეების დ--–--–---–-იას, ს--------------–--ლის, ნ------------–--ლის, ჯ----–-------–-- სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ. დანარჩენი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

4. შ------------–---------------–-------------------------------------------------------------------------------------------–---–ს'' (საიდენტიფიკაციო კოდი 404385385) მოსარჩელეების დ--–--–---–-იას, ს--------------–--ლის, ნ------------–--ლის, ჯ----–-------–-- სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის 700 (შვიდასი) ლარის გადახდა, ხარჯთაღრიცხვის მომზადების ხარჯის ნაწილის 200 (ორასი) ლარი და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 130 (ასოცდაათი) ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი