განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002863432
საქმე №1/125-19 (№069240119001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15ოქტომბერი, 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ------ი გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ------ი ს-----------ე
მამის სახელი: დ-----ი
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქე: საქართველო
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, ს------–---------–---------------
ადვოკატი: ი----- ა----–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 17:10 საათზე, წყალტუბოს რაიონის ს------–--------––ი, მ-------------ში მდებარე სახლში, გ------ი ს-----------ემ იძალადა მამაზე, დ----- ს-----------ეზე (თავში ჩაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა ადვოკატის ორდერისა (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულმა დ-----ი ს-----------ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
მოწმე ნ--- ს-----------ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება., კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------ი ა-----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის იანვრის თვეში წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შემთხვევის ადგილზე, ს------–--------––ი, დ----- ს-----------ის საცხოვრებელ სახლში გამოცხადდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ-----– კ-----ასთან ერთად. ადგილზე მისულებს დახვდათ დაზარალებული დ----- ს-----------ე, რომელმაც მათ განუმარტა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა გ------ი ს-----------ემ. კერძოდ, იატაკის საწმენდი ჯოხი ჩაარტყა თავში. აღნიშნულის გამო მოხდა გ------ი ს-----------ის ბრალდებულის სახით დაკავება, დაკავების ოქმი შეადგინა მ-----– კ-----ამ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----– კ-----ამ ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები.
წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------ი ა-----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: 2019 წლის იანვრის თვეში წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე, ს------–--------––ი გამოცხადდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გ------ი ა-----ე და მ-----– კ-----ა, რომელთაც დ----- ს-----------ემ განუმარტა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა გ------ი ს-----------ემ. აღნიშნულის გამო მოხდა გ------ი ს-----------ის ბრალდებულის სახით დაკავება და დაკავების ოქმი შედგენილ იქნა მ-----– კ-----ას მიერ, ხოლო თავად დაკავების შესახებ აცნობა გ------ი ს-----------ის ოჯახის წევრებს, გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ექსპერტებთან ერთად და დაზარალებულს განუმარტა უფლებები.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტმა გ-- გ----------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------ი ა-----ის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა დ----- ს-----------ის სამედიცინო ექსპერტიზა. შესამოწმებელმა პირმა მოუყვა, რომ 2019 წლის 24 იანვარს დაახლოებით 17:30 საათზე წყალტუბოს რაიონის ს------–--------––ი, თავის საცხოვრებელ სახლში შვილმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემოწმებისას კეფის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა უსწორო ფორმის უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მოწმემ განმარტა რომ შესამოწმებელ პირს ჩივილები ტკივილთან დაკავშირებით არ ჰქონია.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში 2019 წლის 24 იანვარს დაიწყო გამოძიება დ----- ს-----------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
დანაშაულის შესახებ შეტყობინებით N------, 2019 წლის 24 იანვარს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე.
ბრალდებულის დაკავების ოქმით, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ-----– კ-----ას მიერ, 2019 წლის 24 იანვარს 19:20 საათზე ქ. წყალტუბოს რაიონის ს------–--------––ი გ------ი ს-----------ე დააკავეს ბრალდებულის სახით.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი ასლი (ნომერი არ აქვს)) მონაცემებისა: მოქ. დ----- ს-----------ეს გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 24.01.2019 წელს და დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობა თავის მიდამოში, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. 24.01.2019 წელს 22:52 – 22:58 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. დ----- ს-----------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. შესაბამისად პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ------ი ს-----------ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 17:10 საათზე, წყალტუბოს რაიონის ს------–--------––ი, მ-------------ში მდებარე სახლში, გ------ი ს-----------ემ იძალადა მამაზე, დ----- ს-----------ეზე (თავში ჩაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი), რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა დ----- ს-----------ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
საქმეზე დაკითხული მოწმეები: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ------ი ა-----ე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ-----– კ-----ა, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი გ------ი ა-----ე არ არიან ძალადობის ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მათი ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც რომლითაც დასტურდებოდა გ------ი ს-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი ასლი (ნომერი არ აქვს)) მონაცემებისა: მოქ. დ----- ს-----------ეს გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 24.01.2019 წელს და დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობა თავის მიდამოში, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. 24.01.2019 წელს 22:52 – 22:58 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. დ----- ს-----------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანებები დ----- ს-----------ემ მიიღო სწორედ გ------ი ს-----------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს დაზარალებულ დ----- ს-----------ეს და მოწმე ნ--- ს-----------ეს სასამართლოსათვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია განხორციელებული ძალადობის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, კერძოდ იმ ფაქტს, რომ დ----- ს-----------ემ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები მიიღო სწორედ გ------ი ს-----------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ გ------ი ს-----------ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გ------ი ს-----------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, გ------ი ს-----------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------ი ს-----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------ი ს-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით გ------ი ს-----------ის მიმართ შეფარდებული გირაოს 1000 (ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას დ-----ი ს-----------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე წყალტუბოს რაიონი, ს------–--------------------–--------- (საკადასტრო კოდი 0------------------).
გამართლებულ გ------ი ს-----------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იატაკის საწმენდი ჯოხი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა - განადგურდეს.
CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე