განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002776430
საქმე №1/1103-18
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------- ტ---–--ე;
სტაჟიორი პროკურორი - კ------- ბ------;
დაცვის მხარე: კ------- გ--–-----ე;
ბრალდებული - ს-----ი გ-----ის ძე ხ----–---–ი, დაბადებული 2----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები ქ---------------–---–-----------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ცემა, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 21 აგვისტოს 17:00 საათზე, რ----------–---–ის ქ--------ში მდებარე ,,მ---–---–--------–-------------“ პარკში ს----- ხ----–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურად სცემა გ------ი ჩ---–--ეს. ცემის შედეგად გ------ი ჩ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება, მოწმეების: გ------ი ჩ---–--ის, ს----- ხ----–---–ის, ა------ ტ------–--–--ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა) ერთობლიობა ს-----ი ხ----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით რომლებიც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, გარდა არსებითი განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი სტაციონარული სასამართლო - ფსიქიატრიულ - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნისა, რომელიც დაცვის მხარემ გახადა სადავოდ.
04.03.2019 წლის, სტაციონარული სასამართლო - ფსიქიატრიულ - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად: ს----- ხ----–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, მას აღენიშნება აქცენტუირებული პერსონოლოგიური ნიშნები (კოდი Z----; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალლად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს----- ხ----–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო, მას აღენიშნებოდა აქცენტუირებული პერსონოლოგიური ნიშნები და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს----- ხ----–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ს----- ხ----–---–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი. ს----- ხ----–---–ი სტაციონარულ იძულებით და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა ექსპერტებმა: თ----- ნ-----–-----–---–მა და დ----- მ-------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ რაიმე სხვა გარემოება რაც ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს ეჭვქვეშ დააყენებდა სასამართლო სხდომაზე არ გამოვლენილა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს-----ი ხ----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ცემა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს-----ი ხ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებით მის მისწრაფებას შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში, ს----- ხ----–---–ი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 16დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ს----- ხ----–---–ს შეეფარდა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძვცელზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმას, რომ ს-----ი ხ----–---–ი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ს----- ხ----–---–ი იყო არასრულწლოვანი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მეორე მუხლის მეორე პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილით, 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ს-----ი ხ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით უნდა განესაზღვროს 1(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად უნდა შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 1(ერთი) წლით, 1(ერთი) თვით და 15(დღით) თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს წინა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილიდან, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით, 4(ოთხი) თვე და 15(თხუთმეტი) დღე დაემატოს მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს----- ხ----–---–ს უნდა განესაზღვროს 1(ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს-----ი ხ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 1(ერთი) წლით, 1(ერთი) თვით და 15(დღით) თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს წინა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილიდან, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით, 4(ოთხი) თვე და 15(თხუთმეტი) დღე დაემატოს მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს----- ხ----–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 1(ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. ს----- ხ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ბრალდებული დაპატიმრებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსდეს საქართველოს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
3. ს----- ხ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ვიდეომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე