განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2019
საქმის ნომერი
330100119003153476
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3872-19

(#------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი ანნა ქოჩიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ--------–------- - დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ფ-------–--------------–-----------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 23:25 საათზე, ქ. თბილისში, ფ-------–--------–-------------------------ის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის მე-2 სართულზე არსებულ ლ------–------ ბინასთან მივიდა ბ--------–-------, რომელმაც კაკუნზე სადარბაზოში გასული ლ------–-----, ავტომანქანის გაჩერების გამო მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე ეზოში გაიხმო და იმავდროულად ტანსაცმელზე ექაჩებოდა, თუმცა ლ------–----- წინააღმდეგობას უწევდა. აღნიშნულის შემდეგ, ბ--------–-------მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ლ------–-----ც შეეპასუხა. აღნიშნული სიტყვერი დაპირისპირების შემდეგ, ბ--------–-------მ, სადარბაზოშივე სცემა ლ------–-----, კერძოდ: მარჯვენა თვალ-ბუდის, გულ-მკერდისა და მუცლის არეში რამდენჯერმე მუშტი დაარტყა, რა დროსაც ლ------–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 07 იანვარს, ზემოთ აღწერილი კონფლიქტის შემდეგ, ბ--------–-------, ქ. თბილისში, ფ-------–--------–-----------------------ის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის ეზოში ჩავიდა, სადაც განზრახ დააზიანა ლ------–------ კუთვნილი „ტოიოტა ქემრის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით U--------, კერძოდ: ხელში მომარჯვებული ასფალტის ნატეხით ჩაამსხვრია წინა საქარე მინა, დააზიანა უკანა ხედვის სარკეები, კაპოტი, საბარგულის სახურავი და ა.შ. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ბ--------–-------მ ლ------–------ათვის 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ--------–-------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ბ--------–-------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ------–------ გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - ქ-----------------, ხ------–-–----–---–--, ე-----–------- და ნ-----–-------- გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაკსვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ბ--------–-------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობა, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

 

ცემის ეპიზოდი - მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ--------–-------მ 2019 წლის 7 იანვარს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ------–-----ს, ხოლო შემდგომ მარჯვენა თვალ-ბუდის, გულ-მკერდისა და მუცლის არეში რამდენჯერმე მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც ლ------–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღსანიშნავია, რომ ბ--------–-------- მიერ განხორციელებულ ქმედებას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ცემის შემადგენლობისთვის ყველა სავალდებულო ნიშანი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. ამასთან, ნივთის დაზიანების დროს შესაძლებელია მისი აღდგენა შეკეთების, რესტავრაციის და სხვა საშუალებით. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

ნივთის დაზიანების ეპიზოდი - მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, 2019 წლის 07 იანვარს, ბ--------–-------, ქ. თბილისში, ქ-------–--–------------–--------–-----------------ის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის ეზოში განზრახ დააზიანა ლ------–------ კუთვნილი „ტოიოტა ქემრის“ მარკის ავტომანქანა, კერძოდ: ხელში მომარჯვებული ასფალტის ნატეხით ჩაამსხვრია წინა საქარე მინა, დააზიანა უკანა ხედვის სარკეები, კაპოტი, საბარგულის სახურავი და ა.შ. რის შედეგადაც ბ--------–-------ს მიადგა 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

საქმეში არსებული მხარეთა მიერ არასადავოდ გამხდარი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - შემადგენლობისთვის ყველა სავალდებულო ნიშანი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ--------–-------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რომელთათვისაც ბ--------–------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ--------–-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი და შეურიგდა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბ--------–-------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ. ასევე, ბ--------–-------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ბ--------–-------- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რა ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ბ--------–-------- მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს (ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბ--------–-------მ თვალ ბუდის, გულ-მკერდისა და მუცლის არეში რამდენჯერ მუშტი დაარტყა ლ------–-----ს), ბ--------–-------- ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისადმი მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი და დაეზიანებია ა/მანქანა), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ბ--------–-------- წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბ--------–-------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბ--------–-------ს ჯარიმა განუსაზღვროს, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბ--------–-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:

 

გაუქმდეს 2019 წლის 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიისს №-------- განჩინებით დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას:

 

მ----------–---–-- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქოქნებას, მდებარე: ქ. თბილისში, ფ-------–----------------------------, ს-------.18.13.0--.0--.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ--------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბ--------–-------- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უმფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბ--------–-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ბ--------–-------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

გაუქმდეს 2019 წლის 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიისს №-------- განჩინებით დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას:

 

მ----------–---–-- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქოქნებას, მდებარე: ქ. თბილისში, ფ-------–----------------------------, ს-------.18.13.0--.0--.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი